თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ ჩვენი ფორუმის მოძღვრების პასუხები

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 27 2009, 09:56 PM

ფორუმის ახალი სტრუქტურის გაკეთების შემდეგ ისე მოხდა, რომ ამ განყოფილებაში მე ვხსნი პირველ თემას. smile.gif

რა თქმა უნდა, მე პირველს არ მიფიქრია ასეთი წიგნის გაკეთებაზე... ავიღოთ "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში თავმოყრილი კითხვა-პასუხები და გამოვუშვათ წიგნი. ამის შესახებ მივწერე მამა ანდრიას, ჩვენს უსაყვარლეს მოძღვარს... ვუთხარი ჯერ არც დაგვილაპარაკია წესივრად ამ თემაზე და სანამ დავიწყებთ სჯას, მანამდის თქვენი აზრი საინტერესო იქნებოდა თქო. მან ასეთი პასუხი გამცა:

ციტატა
თუ ვინმეს არგებს, ყველაფერი შეიძლება გააკეთო. ჩემს პასუხებს რაც შეეხება, როგორც გინდა ისე გამოიყენე. სასულიერო სიტყვებზე არ ვრცელდება საავტორო უფლება.


რას იტყვით, რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა და ჯერ ელექტრონული ვერსია გავაკეთოთ, მერე კი დაბეჭდვაზე და გაყიდვაზეც ვიფიქროთ... ვინ იცის, შეიძლება ჩვენი საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდაც კი გადაიქცეს მომავალში... smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 27 2009, 10:00 PM

საინტერესო იდეაა.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Dec 27 2009, 10:02 PM

აბე

ციტატა
რა თქმა უნდა, მე პირველს არ მიფიქრია ასეთი წიგნის გაკეთებაზე... ავიღოთ "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში თავმოყრილი კითხვა-პასუხები და გამოვუშვათ წიგნი. ამის შესახებ მივწერე მამა ანდრიას, ჩვენს უსაყვარლეს მოძღვარს...

jump.gif jump.gif jump.gif
გადასარევი იდეაა, მართლაც რომ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 29 2009, 12:04 AM

ჯერ-ჯერობით 3 კაცი ვართ მომხრე?
აბა დაწერეთ სხვებმაც თქვენი აზრი.... თუ გგონიათ, რომ არ ღირს ამის გაკეთება, გვითხარით რატომ ფიქრობთ ასე...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 29 2009, 12:28 AM

ციტატა(აბე @ Dec 29 2009, 12:04 AM) *

ჯერ-ჯერობით 3 კაცი ვართ მომხრე?
აბა დაწერეთ სხვებმაც თქვენი აზრი.... თუ გგონიათ, რომ არ ღირს ამის გაკეთება, გვითხარით რატომ ფიქრობთ ასე...

იდეა კარგია, მაგრამ ალბათ აუცილებელი იქნება, რომ მოძღვრებმა რედაქტირება გაუკეთონ პასუხებს, შემდეგ ეს შეტანხმებული ტექსტი გადაეცეს მეუფე სტეფანეს გასაცნობად და მისი კურთხევით დაიბეჭდოს და გამოიცეს.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 29 2009, 12:47 AM

მეც თანახმა ვარ, აზრი მშვენიერია.
აბე
ნამეტანი იდეინი კი ყოფილხარ შენ.
მომეწონა შემოთავაზება, მთავარია ჩვენ როგორ მოვახერხებთ განხორციელებას. smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Dec 29 2009, 12:33 PM

მშვენიერი იდეააა +1

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 29 2009, 10:03 PM

ციტატა(ნაინა @ Dec 29 2009, 12:47 AM) *

აბე
ნამეტანი იდეინი კი ყოფილხარ შენ.
მომეწონა შემოთავაზება, მთავარია ჩვენ როგორ მოვახერხებთ განხორციელებას. smile.gif


"ძალითა ღვთისათა, პატიოსანო მამაო"...

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Dec 30 2009, 08:30 PM

მართლაც მაგარი იქნება.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 30 2009, 08:33 PM

ვერ ჩამოვყალიბდი ამ თემასთან დაკავშირებით.

ადრე ვაპირებდით ჟურნალის გამოცემას, თავისუფლად შეიძლება მთავარი მხარე მოძღვრის პასუხების განყოფილება იყოს მასში.
მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე ნომერს ეყოფა აქ დაწერილი კითხვა-პასუხები მხოლოდ.
მერე რა ვქნათ, რომ შემოგველევა?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 30 2009, 10:05 PM

kato_Bato

ციტატა
ადრე ვაპირებდით ჟურნალის გამოცემას, თავისუფლად შეიძლება მთავარი მხარე მოძღვრის პასუხების განყოფილება იყოს მასში.
მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე ნომერს ეყოფა აქ დაწერილი კითხვა-პასუხები მხოლოდ.
მერე რა ვქნათ, რომ შემოგველევა?

გაზეთიც გვინდოდა, მთელ კვირაზე მეტი ვარბენინე ჩემი ახლობელი,
ფასების და ყველაფრის გასაგებად, მაგრამ მაგ ამბავმაც ჩაიარა.
ყველაფერი უფინანსობასთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jan 1 2010, 08:58 PM

კარგი აზრია, თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მზად ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 2 2010, 12:43 AM

მე მომწონს იდეა.

ციტატა
მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე ნომერს ეყოფა აქ დაწერილი კითხვა-პასუხები მხოლოდ.
მერე რა ვქნათ, რომ შემოგველევა?

კატო აქ საუბარია წიგნის გამოცემაზე, და არა ჟურნალის.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 3 2010, 02:17 PM

ეგ მარტო თბილისში გავრცელდება?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 3 2010, 02:37 PM

აი,კვირის პალიტრა ასეთს უშვებს ხოლმე. რაღაც ამდაგვარი რომ გავაკეთოთsmile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 5 2010, 12:41 AM

მშვენიერი იდეაა, საიტის დანიშნულებაც ხომ ეგაა კითხვებს რო პასუხი გაეცეს...თანაც უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი გვეყოლება, მარა ბევრი კარგს რო არ ნიშნავს კი ვიცით და ამიტომაც საჭიროა კარგი რედაქტირება, რაღაცეების დამატება, სწორი სტრატეგიის შერჩევა და ა.შ.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 7 2010, 09:55 PM

მე "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში თანამოდერატორად დამნიშნეს და ვნახოთ აბა თუ შევძლებ იმ განყოფილების გამოცოცხლებას... და თუ მოვახერხეთ ისე, რომ ყოველ კვირას მინიმუმ 15-20 პასუხი მაინც დაიწეროს, თვეში გამოვა დაახლოებით 50 პასუხი და თითო ჟურნალის ნომერს ეყოფა 50 პასუხი ალბათ... და თვეში ერთი ნომრის გამოშვება შეიძლება... მაგრამ შეიძლება არ იყოს თვეში ერთხელ და უფრო იშვიათად გამოიცეს...

თუმცა ვნახოთ რა იქნება და როგორ... ჯერ-ჯერობით, მე ისევ წიგნზე ვაკეთებ აქცენტს... ჟურნალიც არაა ნაკლები იდეა... smile.gif

პოსტის ავტორი: tini_tini თარიღი: Sep 13 2010, 09:58 PM

ჰომილეტიკის შესასწავლად სახელმძღვანელოდ გარდა ძირითადი თეორეტიკოსებისა, ეფრემ მცირე, გრიგოლ ღვთისმეტყველი, არსებობს ისეთი სახელმძღვანელო ქართულად ან თუნდაც უცხო ენაზე, სადაც ჰომილეტიკის ძირითადი საფუძვლები იქნება გადმოცემული. მე რამდენიმე ავტორის ვრცელი წიგნი მაქვს სახლში ჰომილეტიკის შესახებ (რ. ბარამიძე, ქ. ბეზარაშვილი, ე. კალანდარიშვილი, კ. კეკელიძე, ასევე ბასილი დიდის ჰომილიები და კიდევ სხვა), ოღონდ აქ ჰომილეტიკის უფრო ლიტერატურული მხარეა განხილული, ვიდრე საღვთისმეტყველო და ამიტომ ვიკითხე. საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში რომ ვიკითხო, კარგი იქნებოდა ავტორი თუ მეცოდინებოდა, ადვილად მივაგნებდი.

პოსტის ავტორი: tinatin-i თარიღი: Oct 7 2010, 06:28 PM

ძალიან კარგი აზრია... smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი50 თარიღი: Feb 9 2011, 11:04 PM

ძალიან გთხოვთ მჭირდება ინფორმაცია ჟურნალ
"მწყემსი კეთილი" -ს შესახებ
დამეხმარეთ მოძიებაში.

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Feb 13 2011, 10:39 PM

ძალიან კარგი იდეაა და ლინგვოს ვეთანხმები, შეთანხმებულად ჯობია ყველაფრის გაკეთება, თუ რამეში დაგჭირდეთ შემეხმიანეთ

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Feb 14 2012, 01:55 PM

ერთი კითხვა მაქვს:საეკლესიო წიგნების ბიბლიოთეკა თუ არსებობს სადმე,და თუ არა-მაშინ იდეის სახით ვიტყოდი:ხომ კარგი იქნება,რომ არსებობდეს ასეთი ბიბლიოთეკა,რადგან მე პირადად ძალიან ბევრი წიგნი მაინტერესებს,განსაკუთრებით პატერიკები.ინტერნეტში კი უამრავი ინფორმაციაა,მაგრამ მიჭირს ეკრანზე კითხვა,მითუმეტეს დიდხანს,თანაც ბევრი დამეთანხმება,წიგნის კითხვა სულ სხვა სიამოვნებაა...........მოკლედ:მართლმადიდებლური წიგნების და ჟურნალების ბიბლიოთეკა მინდა რომ ქონდეს თბილისს,და რა ვქნა???..........(მე არა მქვს საშუალება რომ რომ თავად გავხსნა,თორემ დიდი სიამოვნებით...) help.gif read.gif umnik3.gif fiqri.gif

პოსტის ავტორი: mariam napireli თარიღი: Jul 2 2012, 09:17 PM

ჩემი აზრით შესანიშნავი აზრია.[i] smile.gif smile.gif cool.gif [size=2][size=6]

პოსტის ავტორი: mshierimrevli თარიღი: Feb 7 2016, 05:56 AM

რატომ აკეთებენ სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს და აქვთ თუ არა მათ ჩარევის უფლება პოლიტიკაში. პლიუს ამას აქვს თუ არა უფლება აგიტაციისა რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკური კურსის სასარგებლოდ. და თუ აქვს ყოველივე ამის უფლება რის საფუძველზე? რა თქმა უნდა როგორც სასულიერო პირს და არა როგორც მოქალაქეს. და თუ აქვს უფლება როგორც მოქალაქეს (რა თქმა უნდა აქვს) და არ აქვს უფლება როგორც სასულიერო პირს, ფიქრობთ თუ არა რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ბოროტად იყენებს საზოგადოებაში თავის სტატუსს, ამით სარგებლობს და ამ სარგებელის სანაცვლოდ სხვასაც აძლევს სარგებელს თავისი პოლიტიკური განცხადებებით? smile.gif დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

პოსტის ავტორი: mshierimrevli თარიღი: Feb 7 2016, 05:56 AM

რატომ აკეთებენ სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს და აქვთ თუ არა მათ ჩარევის უფლება პოლიტიკაში. პლიუს ამას აქვს თუ არა უფლება აგიტაციისა რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკური კურსის სასარგებლოდ. და თუ აქვს ყოველივე ამის უფლება რის საფუძველზე? რა თქმა უნდა როგორც სასულიერო პირს და არა როგორც მოქალაქეს. და თუ აქვს უფლება როგორც მოქალაქეს (რა თქმა უნდა აქვს) და არ აქვს უფლება როგორც სასულიერო პირს, ფიქრობთ თუ არა რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ბოროტად იყენებს საზოგადოებაში თავის სტატუსს, ამით სარგებლობს და ამ სარგებელის სანაცვლოდ სხვასაც აძლევს სარგებელს თავისი პოლიტიკური განცხადებებით? smile.gif დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)