IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მიწაზე მოგზაურობა, შთაბეჭდილებები და ცოტაოდენი დარიგებები
ვეშაპო
პოსტი Jan 14 2007, 10:40 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



გამარჯობა ყველას!

გილოცავთ შობას, ახალ წელს და ჩემს წმინდა მიწაზე მოგზაურობას. IPB-ს სურათი

მაშ ასე:

მოგეხსენებათ, რომ სრულიად შემთხვევით მე გამომიჩნდა სრულიად ბედნიერი შემთხვევა, რომ გავმგზავრებულიყავი წმინდა მიწაზე.
10 იანვარს გვქონდა საქველმოქმედო კონცერტი თელ-ავივში.
6 იანვარს გავემგზავრეთ ისრაელში და მინდა გითხრათ, რომ ღვთის წყალობით ბეთლემში დავესწარის საშობაო ლიტურგიას და ვეზიარე.
დიდება და მადლობა ღმერთს.
აქ დავდებ სხვადასხვა ფოტოებს.

აქ ჩემს უკან, მაღლა შობის ლიტურგია მ იმდინარეობს და მე ვერ ვუახლოვდები. ბევრი ხალხია.
IPB-ს სურათი


ეს კი, არის:
ვიღაც არაბი ბოძის მონგრევას ლამობდა და სვეტიდან ბურთულების სახით 5 ქვა გამოვარდა და ადგილზე დაცხრილა ურჯულო. ამ ხუთმა ქვამ ერთობლიობაში ჯვარი შექმნა სვეტზე.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ეს კი, შობის ადგილი.
IPB-ს სურათი

აქ, ჩვენს უკან იერუსალიმის ხედი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ღვთისმშობლის საფლავი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - მე ღვთისმშობლის საფლავთან.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - გარდამოხსნის ქვა.
გოლგოთის ძირში.
ადგილი სადაც დროებით დაასვენეს მაცხოვარი და მენელსაცხებლე დედებმა ნელსაცხებელი სცხეს.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - გოლგოთა.
ჯვარცმის ადგილი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - მაცხოვრის საფლავი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ადამის განსასვენებელი.
გოლგოთის ძირში, ჯვარცმის ქვეშ.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ჯვრის პოვნის ადგილი.
აქ იპოვეს უფლის ჯვარი.
ეხლა სომხებს ეკუთვნით.
IPB-ს სურათი

ნაზარეთი - იოსების და მარიამის სახლი.
ამ სახლში იზრდებოდა და ცხოვრობდა მაცხოვარი 30 წლის განმავლობაში.
ეხლა კათოლიკეებს ეკუთვნით.
IPB-ს სურათი


ნაზარეთი - ღვთისმშობლის ხარების ადგილი.
IPB-ს სურათი


გალილეის ტბა - მე და მამა საბა.
IPB-ს სურათი


იორდანე - ნამდვილი ნათლობის ადგილი.
ამაზე ცოტა დაწვრილებით მოგახსენებთ.
ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად მოინათლა მაცხოვარი. ეს ადგილი სპეციალურად იხსნება წელიწადში ორჯერ, ნათლისღებას და დიდ ხუთშაბათს. უშვებენ მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქს.
ისრაელის ტურიზმის დეპარტამენტმა კატეგორიულად მოსთხოვა თავდაცვის სამინისტროს, რათა ჩვენი ჯგუფისთვის გაეხსნა ეს ადგილი სპეციალურად.
მოგეხსენებათ, ისრაელი დღეს ძირითადად ტურიზმით ცხოვრობს და შესაბამისად, ტურიზმის დეპარტამენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს.
სამხედროებმაც დათმეს და გახსნეს საზღვრის ეს მონაკვეთი.
იორდანის მეორე ნაპირზე იორდანიაა და ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან კონფლიქტში იმყოფება. სულ რაღაც 30 წელიწადია, რაც ისრაელმა ეს ტერიტორია წაართვა იორდანიას. ეს ადგილი მდებარეობს მკვდარ ზღვასთან. დაახლოებით 2 კილომეტრში იორდანე ერთვის მკვდარ ზღვას.
ხოლო რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ყველა ტურისტები ჩადიან და ასე ვთქვათ "გაბაზრებულია", ის არის გალილეის ტბიდან რომ გამოდის დაახლოებით 2 კილომეტრში, მშვენიერ წალკოტში. იქ არის კამკამა წყალი, თევზები ლივლივებენ, გარშემო მაღალი ხეებია. იორდანეში შესასვლელი სრულიად კეთილმოწყობილია და აქეთ-იქედან ვიდეო-კამერები გიღებენ.
წყლიდან ამოსულს DVD დისკებს გთავაზობენ 15 დოლარად.
კიდევ ერთი რამ:
თუ გხვდათ წილად ბედნიერება, რომ იორდანეში შეხვიდეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კვართი. ამ კეთილმოწყობილ ადგილზე არის უზარმაზარი მაღაზია, სადაც ყიდიან სხვადასხვა ქრისტიანულ სუვენირებს და მათ შორის ამ კვართსაც. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამამაძაღლებულები არიან გამყიდველები. კვართს ყიდიან 25 დოლარად. პირადად მე ეს კვართი ნაზარეთში ქუჩაში შევიძინე 7 დოლარად.

მაშ ასე, ნათლობის ადგილი:
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ლოდი - წმიდა გიორგის საფლავი.
თუ დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ საფლავის ქვა სულ ზეთიანია. ეს თვითონ ქვიდან გამოდის.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ჯვრის მონასტერი.
მინდა აღვნიშნო, რომ მას მერე რაც რუსთაველის ფრესკა ბერძნებმა გადაფხიკეს და შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად აღადგინეს, ვიღაცას, ალბათ ქართველს, გულმოდგინედ უშრომია და ძალიან კარგად აღუდგენია.
სანამ მივიდოდით ჯვრის მონასტერში, ხალხი ავტობუსში იჭვნეულად უყურებდა ჩვენი იქ შესვლის ფაქტს. ერთი ამბობდა, ამას წინათ ვიყავიო და კარებზე რომ ვაკაკუნებდი, ვიღაც ე.წ. "მონაზონმა" ცხელი წყალი გადმოგვასხა ტაშტითო.
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ადვილად შევედით და "დაჟე" გადავიღეთ.
დიდი ძალა ჰქონია ტურიზმის დეპარტამენტს. IPB-ს სურათი
მაშ ასე, რუსთაველის ფრესკა.
IPB-ს სურათი

ესეც, ის ადგილი სადაც იზრდებოდა ისე ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს.
IPB-ს სურათი

რაც შეეხება ამ ფოტოს, აქ მე და მამა გურამმა ცოტა თამამი საქციელი ჩავიდინეთ. მამა გურამმა ის ფილა მიწია, რომელიც ზემოთა სურათშია და მე შიგთავსი გადავიღე.
აქ იზრდებოდა სწორედ ის ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს.
IPB-ს სურათი


თაბორის მთა.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - გოდების კედელი.
IPB-ს სურათი

ეს კი ისე. IPB-ს სურათი
ნუკრი კაპანაძე, ბუბა კიკაბიძე და მე.
IPB-ს სურათი

მე და პაატა ბურჭულაძე.
IPB-ს სურათი

სულ ეს იყო.

მინდა გითხრათ:
არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ გიდების შემოთავაზებას.
ისინი გეთყვიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ არაფერი ქუჩაში. გეუბნებიან, რომ შეიძინოთ სუვენირები მათ მიერ შემოთავაზებულ მაღაზიებში.
ისინი ამ მაღაზიებთან შეთანხმებული არიან და იღებენ გასამრჯელოს თქვენი იქ მიყვანით. მაგ მაღაზიებში რაიმე იყიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქუჩაში, ან სხვა იაფ მაღაზიებში მსგავსი რამ არ მოიპოვება.
მაგალითისთვის გითხარით უკვე, რომ ნაზარეთში ქუჩაში ნაყიდი 7 დოლარიანი კვართი, იქვე გიდების მიერ შემოთავაზებულ მაღაზიაში 18 დოლარი, ხოლო იორდანეში შესასვლელთან 25 დოლარი ღირდა.
ასევე ჩვენს გიდს ეზარებოდა ჩვენი ხარების ადგილზე წაყვანა და იოსების და მარიამის სახლზე გვითხრა, რომ მარიამს მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებაც ამ სახლში ჰქონდა. ერთერთი ჩვენგანი ნამყოფი იყო ხარების ტაძარში და გაუხურა. ამის მერე უკვე კეთილი ინება ჩვენმა გიდმა და წაგვიყვანა.
იტოგში, გიდებს ყველაფერში ნუ ენდობით.

აბა!
გისურვებთ წარმატებებს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Jan 14 2007, 10:46 PM
პოსტი #2


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ძალიან ლამაზია რა მადლიანია და რა ბედნიერი ხარ რომ მანდ მოხვდი ეს ხომ თითქმის ჩვენთაგანის სურვილია რომ მანდ დავდგათ ფეხი რამხელა მადლით წამოსულხარsmile.gifგაგახაროს უფალმა


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
keti
პოსტი Jan 14 2007, 11:02 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 170
რეგისტრ.: 10-November 06
წევრი № 444



ვეშაპომ მთელი მადლი წამოიღო იერუსალიმიდან smile.gif (ნეტავ მეც თუ მეღირსება მანდ წასვლა sad.gif )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 11:10 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ვეშაპო

ვეშაპოჯან როგორ ხააარ? smile.gif რა მაგარია wub.gif იმედია ჩვენც გვექნება ამ ყოველივეს ხილვის ბედნიერება wub.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Jan 14 2007, 11:17 PM
პოსტი #5


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ვაიმეეეეეეეეე!!!!!!!! ამ სურათებს რო ვათვალიერებდი თვალებზე ცრემლი მომადგა! ძალიან მაგარია!!! ღმერთს ვთხოვ, ოდესმე მეღირსოს და მეც ვიხილო საკუთარი თვალით ეს ყველაფერი! მართლა ყველა ქრისტიანის ოცნებაა იერუსალიმის წმინდა მიწაზე ფეხის დადგმა !!! არადა რა დრო იყო ქართველი მეფეები დროშებაღმართულნი და ცხენზე შემომსხდრები რო შედიოდნენ იერუსალიმში, მაშინ როცა სხვებს ეს ეკრძალებოდათ!!!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jan 15 2007, 12:03 AM
პოსტი #6


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რა მაგარი რეპორტაჟი გამოვიდაააა biggrin.gif
მიხარია რომ ასე დიდი მადლი მიიღე...
მეც მინდა sad.gif იქნებ ვეღირსო ოდესმე...
smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 15 2007, 12:23 AM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









გილოცავ ვეშაპო მაგარია შენზე ბედნიერი ვინ იქნებოდა მაგ მომენტებში ?
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jan 15 2007, 01:09 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ვეშაპო
ვეშაპო როგორ ახარ ძმაო, გილოცავ წმინდა მიწის მოლოცოვას,


"ხოლო რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ყველა ტურისტები ჩადიან და ასე ვთქვათ "გაბაზრებულია", ის არის გალილეის ტბიდან რომ გამოდის დაახლოებით 2 კილომეტრში, მშვენიერ წალკოტში. იქ არის კამკამა წყალი, თევზები ლივლივებენ, გარშემო მაღალი ხეებია. იორდანეში შესასვლელი სრულიად კეთილმოწყობილია და აქეთ-იქედან ვიდეო-კამერები გიღებენ."

ახლა მეც ცოტა დავიბენი.. smile.gif ცოტა გამარკვიე მართლაც რომელია ადგილია ნამდვილათ სადაც მაცხოვარი მოინათლა, გალილეის ტბასთან ახლოს რომ არის თუ საზღვართან რომ არის, მეც სულ რამოენიმე ხანამდე ვიცოდი რომ გალილეის მდინარე რომ ჩაედინება ეგ ადგილია სადაც მაცხოვარი მოინათლა, მერე ჩემა ძმაკაცი მომიყვა ზუსტად მაგ მეორე ადგილას მსახურობდა ჯარში იარდენის საზღვართან და მან მითხრა რომ ასეთ წმინდა ადგილათან ვმსახურობო და მე კიდე შევესპორე რადგანაც ვიცოდი რომ ეს ადგილი ჩრდილოეთ ისრაელში იყო


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 15 2007, 01:32 AM
პოსტი #9


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ციტატა(შოთა @ Jan 15 2007, 01:09 AM) *

ახლა მეც ცოტა დავიბენი.. smile.gif ცოტა გამარკვიე მართლაც რომელია ადგილია ნამდვილათ სადაც მაცხოვარი მოინათლა, გალილეის ტბასთან ახლოს რომ არის თუ საზღვართან რომ არის, მეც სულ რამოენიმე ხანამდე ვიცოდი რომ გალილეის მდინარე რომ ჩაედინება ეგ ადგილია სადაც მაცხოვარი მოინათლა, მერე ჩემა ძმაკაცი მომიყვა ზუსტად მაგ მეორე ადგილას მსახურობდა ჯარში იარდენის საზღვართან და მან მითხრა რომ ასეთ წმინდა ადგილათან ვმსახურობო და მე კიდე შევესპორე რადგანაც ვიცოდი რომ ეს ადგილი ჩრდილოეთ ისრაელში იყო


კი, კი ნამდვილად იქაა მკვდარ ზღვასთან.
სურათებიც დავდე.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

სულ უდაბნოა გარშემო, მოხრიოკებული ადგილები. მკვდარ ზღვასთან სულ უდაბნოა.
მხოლოდ იორდანის ნაპირებზე იზრდება ლერწმები და რაღაც ბუჩქები.
გადმოცემითაც, იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა.
გალილეის ტბასთან კი ნამდვილი წალკოტია.
საერთოდ გალილეა მაგარი მწვანე ყოფილა.
ფილმებში რომაა დახატული უდაბნოები და ა.შ. სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
ნაზარეთი და მთლიანად გალილეა ნამდვილად მშვენიერი ბუნებით ხასიათდება.
ასე რომ, მაცხოვარი მშვენიერ ბუნებაში იზრდებოდა და ცხოვრობდა.

ნამდვილი ნათლობის ადგილი კი ნამდვილ უდაბნოში ყოფილა. იერუსალიმიდან დავეშვით მკვდარი ზღვისაკენ. შემდეგ მკვდარი ზღვის დონეზე რომ ჩავედით (440 მეტრი მსოფლიო ოკეანის დონეზე დაბლა, ყველაზე დაბალი ადგილია დედამიწაზე), ხელმარცხნივ ჩამოვიტოვეთ ქალაქი იერიქონი. კიდევ ცოტა ვიარეთ და გადავუხვიეთ მარჯვნივ.
წინ შეგვხვდა სასაზღვრო მავთულხლართი და საგუშაგო. ცოტა ხანში მოგვადგა ორი სამხედრო ჯიპი. ჩვენმა გამცილებლებმა აჩვენეს შესვლის უფლება. მათ გახსნეს ეს ტერიტორია და მათი ბადრაგის ქვეშ კიდევ დაახლოებით 2 კილომეტრი ვიარეთ. გზაზე შეგვხვდა უძველესი ბერძნული მონასტერი, რომელიც ამ ადგილთან დაკავშირებით იყო აშენებული. თუმცა ეხლა მგონი მიტოვებული უნდა იყოს, შეიძლება მე მომეჩვენა ასე. იმიტომ რომ ჩაკეტილ-ჩარაზული იყო და შიგნიდან კაცის ჭაჭანება არ ისმოდა.
დაახლოებით 1 კილომეტრში მივადექით უკვე ისრაელ-იორდანიის საზღვარს. მდინარე იორდანე ყოფს ზუსტად. იქ ყოველ ნათლისღებას და დიდ ხუთშაბათს ჩადის მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქი.
სხვათაშორის უცხოელი ტურისტების ჯგუფიც მოვიდა ჩვენს მერე და ისინი იღებდნენ ჩვენს განბანვას ვიდეო-კამერებით.
იქ ცოტა ძნელი ჩასასვლელია, მე პირდაპირ წელამდე ჩავვარდი წყალში და სიცივისგან სუნთქვა შემეკრა, თუმცა მალე გამიარა და მერე მამაოს ვეხმარებოდი და ვედრით წყალს ვაწვდიდი. ისიც გაუბედავებს თავზე ასხამდა. მხოლოდ 6-7 კაცი ჩავედით წყალში ბოლომდე.
მოკლედ, მაგარი ველური ადგილია რა.

2 დღის შემდეგ წავედით იმ გალილეის ტბიდან გამომავალ იორდანეში და იქაც ჩავედი წყალში მამაოს დაჟინებული მოთხოვნით.

ასე რომ, ნამდვილი ნათლობის ადგილი ყოფილა უდაბნოში და არა იმ წალკოტში.
თუმცა, იორდანე მაინც იორდანეა.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 15 2007, 01:40 AM
პოსტი #10


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ძალიამ მაგარია, გილოცავ ვეშაპო წმინდა მიწის მოლოცვას, გაგაძლიეროს უფალმა და დედა ღვთისმშობელმა


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jan 15 2007, 01:50 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ვაიმე ვეშაპო მეგობარო რა მაგარია გილოცავ მაგ წმინდა მიწის მოლოცვას მისი მადლი გფარავდეს მუდამ გაიხარე მეგობარო და იქით შაბათ-კვიას შენ რომელი ტაძრის მგალობელიც ხარ ანუ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის იქნები მაანდ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 15 2007, 02:24 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ძალიან ლამაზი სურათებია
ვეშაპოგილოცავ წმინდა მიწის მოლოცვას.ეს ყველა ქრისტიანის სანუკვარი ოცნებაა და შენ იგი უკვე აგიხდა.აბა კიდე საინტერესოსოს რას გაიხსენებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jan 15 2007, 02:26 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ვეშაპო
ციტატა
იმ წალკოტში

აბა გალილეიში ეგ რაღა ადგილია ნეტა..?! smile.gif
ხო კიდე რომელ კალაკში იყავით სასტუმროში?


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 15 2007, 03:07 AM
პოსტი #14


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



შოთა
ციტატა
აბა გალილეიში ეგ რაღა ადგილია ნეტა..?!

ეგ, უბრალოდ ტურისტებისათვის გააკეთეს. თან ლამაზი ადგილი, თან იორდანე და რამე . . .
რატომღაც სილამაზეში ეძებენ რაღაც მისტიურს.
ამ დროს უბრალოება ჯობია.
იქ რომ მიხვიდე (ნამდვილ ნათლობის ადგილზე), ეგრევე მიხვდები, რომ ეს ნამდვილად შეესაბამება ასკეტი ადამიანის, იოანე ნათლისმცემლის მოღვაწეობის ადგილს.
სრულიად უბრალო ადგილია, გარშემო უდაბნოა. ზაფხულში ალბათ სასტიკად ცხელა, იმიტომ რომ ეხლა დაახლოებით 20-25 გრადუსია, თუმცა იორდანე ცივი იყო.

ციტატა
ხო კიდე რომელ კალაკში იყავით სასტუმროში?

თელ-ავივში, სასტუმრო მეტროპოლიტენში.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jan 15 2007, 03:14 AM
პოსტი #15


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



რა ბედნიერი ადამიანი ხარsmile.gif

გაგახაროს უფალმა,საინტერესო კოლაჟისთვისsmile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 15 2007, 03:06 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ვეშაპო


ზოგას რა ბედი აქვს? მაგარია . დიდება უფალს მართლა მაგარია. მეტი რა ვთქვა.


თქვენ ქართულ ხმებში მღერიხართ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jan 15 2007, 03:12 PM
პოსტი #17


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ვეშაპო

ღმერთმა კიდევ მოგანიჭოს ასეთი ბედნიერება smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 15 2007, 08:35 PM
პოსტი #18


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ვეშაპო

მადლობთ ამ მშვენიერი სურათებისათვის.გილოცავ წმ.მიწის მონახულებას.მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყოლოდეს ეს მადლი.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 16 2007, 12:13 AM
პოსტი #19


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამა!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ესეც ჩემი მოგზაურობის ფოტოები წმ. მიწაზე, ფოტოებში სხვა დროს აჩვენებს მგონი, 2006 წლის მაისში ვიყავი (თ)
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

დავით მეფსალმუნის საფლავთან
IPB-ს სურათი

აქ აღსრულდა საიდუმლო სერობა
IPB-ს სურათი



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 16 2007, 12:24 AM
პოსტი #20


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ჯვრის მონასტერი. შ. რუსთაველის ფრესკასთან...

IPB-ს სურათი

ჯვრის მონასტერი...

IPB-ს სურათი

ჯვრის მონასტრის "კაფე ბარი"
IPB-ს სურათი


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 01:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი