პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 18 2007, 01:55 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
ლადო ასათიანი ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები, და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები. ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, — საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის, ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, — საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის. სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა, ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ — სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან, საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ. სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, — საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი. შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები, აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით: თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები, ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი! ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი. 1939 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
Dec 18 2007, 02:27 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ტიციან ტაბიძე
მაშ გამარჯვება თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით. – მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი. ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს, სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს გავარვარებულ ოქროს თაველებს! სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი: წავა, გაქრება, როგორც სიზმარი, მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს, რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს. ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი. სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი! – სხვა საქართველო მაინც სად არი? რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა? ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი, ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა? დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი; – მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.. მურმან ლებანიძე * * * უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა... არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია... არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი და კითხვა: „ვინ ვის?!“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია... არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
Dec 18 2007, 02:54 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ტიციან ტაბიძე ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი. სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი! მურმან ლებანიძე * * * არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია! * * * სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია, რომ მის სიდიდეს ვერ გასწვდება სხივის შორება, კეკლუცია და მოხდენილი, - ისე ნაზია ეს სილამაზე მთელ სამყაროს გაუტოლდება. სად არ ვყოფილვარ - საჰარაში სილაც მიზილავს, ვწვევივარ ანდებს, ავსტრალიას, თოვლიან ალპებს, კოლხეთი ჩემი, რომ ვადარებ, წაჰგავს ზიზილოს, გადაფურჩქნული ჯგროდ რომ იცის მაისის დამლევს. ნიტარბის მთიდან მიცქერია ზღვის ტალღებისთვის, მზის ცად აზიდვას, მოვწვდომივარ ბაზალეთს ხელით; შხელდას და უშბას თუ შევკრებდით ცხვრის ფარებივით, არ ეყოფოდათ საძოვებლად შირაქის ველი. ჩანჩქერის ძაფზე ჩამოკიდულ კალმახის წინწკლებს არ ეყოფოდა ფიროსმანის ფუნჯის ფერები, ნახეთ მამული, როცა ვაზი კვირტსკდომას იწყებს, მკვდარს გაგაცოცხლებს, უმალ მიხვალ, მოეფერები. ამიტომ, დიახ, დიდია და ბუმბერაზია სამშობლო ჩემი, სამყაროს რომ გაეტოლება მარტო ის რად ღირს, რომ დაგვცქერის თავზე ვარძია, ჩემი წინაპრის სისხლნაყივლი ზეშთაგონება. ფრიდონ გელაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
k@the |
Dec 18 2007, 03:31 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ცხრა ძმა ხერხეულიძე
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?! მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა, აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ! ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს, ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ: ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ! ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა! ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? – დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით... მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?! 1942 ლადო ასათიანი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
marine |
Dec 18 2007, 03:48 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
k@the
მადლობა, ქეთი ლადოს ლირიკა ძალიან ქართულია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 20 2007, 03:17 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოო ლამაზო
ანა კალანდაძე „სხვა საქართველო სად არი?“ გრ. ორბელიანი ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველი სად არი?“ ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა – არცა რისი სადარი... მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი... დიდება, შენი დიდება, „სხვა საქართველო სად არი?“ მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები... მთაში – ტყე დანაბინდები, ტყეში – ქორბუდა ირმები... ბარად შრიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები... მხარევ მოსილო დიდებით, „სხვა საქართველო სად არი?“ ლურჯი ბალახი მხარამდი, მწყერი გოგმანობს ბალახში... თეთნულდზე – მზე და ბადაღში... სხვა საქართველო ვინ ნახა? „სხვა საქართველო სად არი?“ როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან ცათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური მეშვიდე ცაზე ატანილს... კლდეებში ჯიხვი დაფრთხება, გორში იტირებს ატამი, ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი, „სხვა საქართველო სად არი?“ აქ დაიბადა „სულიკო“, მზისკენ გაფრინდა „მერანი“... და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი, მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა, სით გაუშვებდა ლელაჲ? აქ დაიბადა „სულიკო“, მზისკენ გაფრინდა „მერანი“... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი... დაბლა შრიალებს მოლისებრ ყანაი გაუყელავი... ფიქრს დაუღლია ონისე, ბახტრიონს მიდის ლელაი... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი... ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველო სად არი?“ 1945 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
Dec 21 2007, 06:34 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
***ორიგინალი უასლოდ***
საგამოფენო დარბაზებში ამაოდ ეძებ უკეთეს სურათს, ვიდრე შენი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა. სამშობლო ალბათ ერთადერთი ხატია ქვეყნად და მისი ასლის გადაღებას ვერავინ შეძლებს. მორის ფოცხიშვილი (ისტორიაზე არაფელია ნათქვამი, მაგრამ ალბათ ასეთი ლექსების დადებაც შეიძლებ ) -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
Dec 25 2007, 01:55 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***ორიგინალი უასლოდ*** საგამოფენო დარბაზებში ამაოდ ეძებ უკეთეს სურათს, ვიდრე შენი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა. სამშობლო ალბათ ერთადერთი ხატია ქვეყნად და მისი ასლის გადაღებას ვერავინ შეძლებს. მორის ფოცხიშვილი (ისტორიაზე არაფელია ნათქვამი, მაგრამ ალბათ ასეთი ლექსების დადებაც შეიძლებ ) ეს ლექსი არ ვიცოდი, ძალიან ლამაზია მაიკო, დიდი მადლობა და რათქმაუნდა შეიძლება ასეთი ლექსების დადება -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 22 2008, 04:25 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს საამაყო წინაპრები
თენგიზ ლორთქიფანიძე გვყავდა დიდი წინაპრები, ამითა ვართ ბედნიერი, მათ შესწირეს თავი მამულს, მტრისგან იხსნეს ჩვენი ერი. საქართველოს მტრების რისხვა მეფე იყო ვით კლდე, სალი, თბილისის დამაარსებელს ჰქვია ვახტანგ ... ერთად შეკრა საქართველო, იყო დიდი მშენებელი, გელათშია დაკრძალული დავით ... ქრისტეს რწმენით, მტკიცე ხელით მტერი შიშით დააფეთე, საქართველო განამტკიცე, ერი გლოცავს თამარ ... მტერს თვით ეახლა, თავი მოჰკვეთეს, მეფე გმირობით არის ქებული, განსაცდელისგან სამშობლოს მხსნელი არის დემეტრე ... ქრისტეს ერთგულებისთვის შაჰს ჰყავს გაწამებული, გმირ დედოფალს უწოდეს ქეთევან ... მტრის ჯარზე გამარჯვებები ბრწყინვალედ გაიმეორე, პატარა კახად ცნობილო მეფევ ერეკლე ... შვილი სამშობლოს შესწირე, გზას გვინათებს სარდლის სახე, ვინც მტერს შიშის ზარსა სცემდა გიორგია ... ბახტრიონს მტერი დალეწა, კახეთი აღსდგა დაშლილი, ქართველებს წინ ვინ უძღოდა? - ბიძინა ... დასასჯელი ქართველების გვერდით დაწვა დარდიანი, ვინც დაიხსნა მოძმეები, იყო ცოტნე ... მტერი ტყე-ღრეში ატარა, არის სამშობლოს მხსნელი, მტერმა აწამა საშინლად გმირი თევდორე ... მტერს შეაკლა ყველამ თავი, არ დასტოვეს ბრძოლის ველი, ეს სამასი გმირი იყო, სამასივე ... მეფე ერეკლეს ლაშქარში იბრძოდა ხმლით მტრის მკვეთელი, ქალი ვაჟკაცის სამოსში იყო მაია ... ღარიბი კაცის დამჩაგვრელს ანანა ქვეყნად გაჩენა, სიმართლისათვის იბრძოდა ოძელაშვილი ... საქართველოს როცა მტერი თავს ესხმოდა ფლიდი, ავი, მტერს გმირულად ვინ ებრძოდა ქსნის ელიზბარ ... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Lenus |
Jan 22 2008, 04:37 PM
პოსტი
#11
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
................
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
marine |
Jan 22 2008, 04:40 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Lenus
რაკი ასე გიყვარს ლადო.. (ჩემი ქვეყნის ოქროყანავ...) ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო, სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო, ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო, მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო, ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო, ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო, ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო, შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?! ერთო ქალო, თეთრო ქალო, ქალო ბაგეთაფლიანო, თავთავებით ოქროსფერად მოსირმულო მთავ ფრიალო, მთებო, მთებო, რუხო მთებო, ნისლების თავსაფრიანნო, ზვარო, ზვარო ჯიშიანო, ოჯალეშის ჯიშის ზვარო, ზვარო მტევნებგიშრიანო, გლეხი კაცის სანუკვარო, ფიჭვის ტყეო, ფიჭვის ტყეო, ნისლები რომ იტვირთეო, ნისლის ნამში განბანილო მთაო გულმკერდგადაშლილო, მთის გულ-მკერდში დამალულო ოქრო, ვერცხლო, ქვანახშირო, საქართველოს სიხარულო - ცხენისწყალო და ენგურო, და მამულის სიყვარულო, ხალხის გულში დანერგულო; მშობლიურო მინდორ-ველო, სიცოცხლეო საამურო, მწვერვალებზე ანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო, მოსავალო, ჭირნახულო, დილის ცვარით დანამულო და ბულბულო ხმაწკრიალავ, ბუჩქნარებში განაბულო, თვითმფრინავო ცაში ლაღო, მთებთან ახლო მოფრენილო, ქვევით ქვეყნის ედემ-ბაღო, ია-ვარდით მოფენილო, კვახის ლერწო გაბარდულო, ჩაქარვულო ტაროებო, მიწის მკერდზე გაფანტულო ღელეებო, წყაროებო, შემოდგომავ შემოქმედო, შემოდგომავ მადიანო, მტერმა გნახოს, შემოგხედოს, გული დაუდარდიანო! ცხენისწყალის სანაპიროვ და ღამეო მთვარიანო, ამდენი ხნის დანაპირო - გოგონავ შავთვალიანო, აქოჩრილო რთხმელის ტყეო, ბარდებო და იელებო, მეგობრებო, მეზობლებო, ახოვანო ჯეელებო, ბედნიერი ხალხის გარჯავ, გმირობის და ძმობის ყანავ, იძლიეროს მისმა მაჯამ, ვინც დაგთესა, მოგიყვანა! ჭირნახულით დატვირთულო ბეღლებო და ნალიებო, გამრჯელისთვის გატენილო, უქნარასთვის ცარიელო, ხეო, ვაშლით გაფერილო, ტალავერის ჩეროებო, სამხრეთისკენ გაფრენილო ყელმოღერა წეროებო, მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო, ნაცრისფერო ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო, ვარდებო და ყვავილებო, ბარდებო და იელებო, ახოვანო ვაჟკაცებო, უშიშარო ჯეელებო, კოლხელებო, ქართლელებო, კახელებო, მთიელებო, — თქვენთვის მინდა ავამღერო ლექსი ჩემი ახლებური, თქვენთვისა მაქვს გულის კარი სასიმღეროდ გაღებული, მინდა ლექსით გესაუბროთ, დაგირხიოთ ხმა სალხენო და ქართველი მგოსნის ჩანგი ამ სიმღერით ვასახელო! 1936 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Lenus |
Jan 22 2008, 04:43 PM
პოსტი
#13
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
................
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
marine |
Jan 22 2008, 04:46 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მალდობა დიდი. ეხლა ბარდნალა რა... ა, ბატონო ბარდნალა რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარანი, ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი, ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი და დედა, დიასახლისი, ჯანღონე გაუტეხელი, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთქოთარი! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! ვარდებიანი ბარდნარი და გუმარეშის ყანები! თოხი პირგამოპირული, გაციებული ბინული... გახსოვს, ტყეები? ირიბად ხეზე დაკრული თარჯები… ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები … გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი, თევზაობა და აპრილი? გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით, და ძლივს რომ მივაბიჯებდით, სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით მისგან დამთვრალი ბიჭები? გახსოვს, ღვინიან შემოდეგს აივანზე რომ შემოვდექ? გახსოვს, აფთარი ზამთარი, ან გაზაფხული - პირიქით? გახსოვს, ამტყდარი ავდარი და სარეწკელას ბილიკი? გახსოვს, სოფელი ლარჩვალი და მეწისქვილე დამხრჩვალი? გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი და ვარდიგორას ხანძარი და დიდი გუჯუ ბატონი თავისი ქამარ-ხანჯალით? ხან ისე იყო, ხან ასე, გახსოვს, ცაგერის ჭალაზე? ეჰ, რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან, რაც დროის დენამ შელახა, რაც დროსთან ერთად წავიდა! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! შენ, მამაჩემო, რად დარდობ, რამ დაგისველა თვალები? ან შენ სადა ხარ, დედილო, რომ ლექსი გამაბედვინო?! რად არ ჭიხვინებს ვეება ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი? ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი! რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი! 1940 რა ტკბილი ლექსია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Lenus |
Jan 22 2008, 04:55 PM
პოსტი
#15
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
................
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
T I K O |
Jan 22 2008, 04:59 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
Маиа
ციტატა ***ორიგინალი უასლოდ*** საგამოფენო დარბაზებში ამაოდ ეძებ უკეთეს სურათს, ვიდრე შენი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა. სამშობლო ალბათ ერთადერთი ხატია ქვეყნად და მისი ასლის გადაღებას ვერავინ შეძლებს. ეს ლექსი არ მქონდა წაკითხული, ლამაზია. საერთოდ, მორის ფოცხიშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს პატრიოტიზმს. მიყვარს მისი ლექსები. აი, ეს მომწონს ძალიან: ოქტავით დაბლა ვერ ვცნობ მარაბდელს და მარტყოფელს, ცეცხლი ჩაქრობია ოტარიდს, - ბევრნი გაგვილაჩრდნენ, ვატყობ მე, ცოტანი მამაცობენ, ცოტანი. ცოტნე დადიანი იგვიანებს, სულს ვღაფავთ დაბალი ოქტავით, იდეა გამოშიგნეს იდეალებს, ცოტანი ჯიუტობენ, ცოტანი. ურცხვნი ურცხვთა შორის ურცხვობენ, „პორტფელში“ უსივდებათ „პორტმანი“, - ურცხვად მორჩილებენ უცხო თესლს, ცოტანი ქართველობენ, ცოტანი. „ღმერთი აღარ არი?“ - ვჩივი მე, ისრებს მოითხოვენ მშვილდები, მწუხრში გამოჩეკილ ყვინჩილებს ყივილს ვასწავლი და ვმშვიდდები. აღარ მეგობრობენ ხარ-ირმებს, სანაცვლოდ ბაღია და ბოსტანი... ჭკუა უსწავლიათ, ვაიმე, ცოტანი გიჟდებიან, ცოტანი! -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Jan 22 2008, 06:34 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აი, ეს მომწონს ძალიან: წაკითხული არ მქონდა და მეც ძალიან მომეწონა. მადლობა, თიკო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Lenus |
Jan 22 2008, 07:56 PM
პოსტი
#18
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
................
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
marine |
Jan 22 2008, 08:08 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282 რა აქტუალურია! დღესაც!! ეს რა კაი თემაა კაცო (სამშობლოს ჩემსას...) მუხრან მაჭავარიანი სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, _ საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების. მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; _ იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Jan 22 2008, 08:35 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
Lenus მიხარია რომ მოგეწონათ ჰოდა, ახლა კიდე დავდებ. ა, ბატონო უბატონო ლილეო რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი, ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, - საქართველოს არ ჰყოლია ბატონი, საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა. ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი, ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, - სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი, სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა! იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც, იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, - დედანას არ ჰყოლია ბატონი, დედაენას დედაერი ჰყავდა! შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი, თამარ მეფე მეუფედ და ხატად, - პოეზიას არ ჰყოლია ბატონი, პოეზიას რუსთაველი ჰყავდა! მორის ფოცხიშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი