აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
guest |
Apr 10 2009, 05:23 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
.ნინო
ციტატა მაშინ დავკარგოთ მეგრული, სვანური, გურული, რაჭული კულტურები და რაღა დარჩება? საქართველო და ქართული კულტურა მისი მრავალფეროვნებითაა ლამაზი და მნიშვნელოვანი.... ხო მაგრამ, სად აფხაზური და სად მეგრულ-სვანურ-რაჭულ-კახური კულტურა? ისინი ხომ ქართველები არ არიან. თვითონ თვლიან, რომ არაფერი აქვთ ქართულთან საერთოდ და ჩვენ რად ვეტენოთ ? უმაგათოდაც საკმაო კულტურა გვაქვს და იმას მივხედოთ. |
lch |
Apr 12 2009, 04:47 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! ქართული ხო გადავარჩინეთ აი... გადარჩენა თუ უნდოდათ დატეულიყვნენ ადგილას, ეხლა რუსი "გადაარჩენს"... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მართა |
Apr 12 2009, 04:55 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
lch
აფხაზური ენა თუ იცი? ძნელია ნეტა? მართლა მინდა სულით და გულით ვისწავლო! რა საოცარი მსგავსებაა ჩვენს ფოლკლორში აბა სად რუსთა ტრადიცია და კულტურა და სად ქართველთა და აფხაზთა. მარტო ამ დიდი საერთო ისტოორიით გვაქვს შანსი მათთან ხელახალი დაახლოების, მაგრამ მართლაც საჭიროა ვიცოდეთ მათი ფოლკლორი და ენაც ჩემი აზრით! კარგი თემაა! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
lch |
Apr 12 2009, 05:52 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მართა
ციტატა lch აფხაზური ენა თუ იცი? ძნელია ნეტა? მართლა მინდა სულით და გულით ვისწავლო! რა საოცარი მსგავსებაა ჩვენს ფოლკლორში აბა სად რუსთა ტრადიცია და კულტურა და სად ქართველთა და აფხაზთა. მარტო ამ დიდი საერთო ისტოორიით გვაქვს შანსი მათთან ხელახალი დაახლოების, მაგრამ მართლაც საჭიროა ვიცოდეთ მათი ფოლკლორი და ენაც ჩემი აზრით! კარგი თემაა! აფხაზური მე არ ვიცი, მაგრამ გამიგია (ახლობლებმა იციან) რო ერთერთი რთული ენაა... ძალიან ძნელია დაახლოება, აფხაზებს - ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს - ანუ მომავალ თაობას ვისთანაც უნდა აეწყოს ურთიერთებო, მუდმივად ჩასჩიჩინებს ჩვენი მტერი რომ ქართველებმა დაიპყრო აფხაზეთი, ამოწყვიტა ერი და ა.შ. |
მართა |
Apr 12 2009, 06:03 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
lch
ხო ვიცი ეგ ძალიან მტკივა, ერთი პერიოდი შევძვერი აფხაზურ ფორუმზე და იქ ისეთი აგრესია დავინახე ჩვენს მიმართ რომ გადავირიე.ჩვენ მართლა არ ვართ ასე განწყობილები....ეს რუსული პროპაგანდის შედეგია! სწორედ მაგიტომ ვფიქრობ რომ მაგათი ენის, ტრადიციის, ისტორიის ღრმა ცოდნით მათ დავანახებთ იმ დიდ სიყვარულს და პატივისცმას რაც მათ რუსების ხელში არასოდეს არ ექნებათ! რუსები არვითარ შემთხვევაში არ შეეცდებიან მათი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას! ალბად მალე მიხვდებიან თავადაც! მინდა იმ მომენტში მომზადებული ვიყოთ და ვიცნობდეთ მათ! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
კანონისტი |
Apr 13 2009, 02:37 PM
პოსტი
#26
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მართა
ციტატა აფხაზური ენა თუ იცი? ძნელია ნეტა? მართლა მინდა სულით და გულით ვისწავლო! სპეციალურად ვსწავლობ, რომ დავუმეგობრდე მადლობა უფალს, ერთიც გამომდის და მეორეც "ქართველები და აფხაზები ძმები ვართ, ჩვენ ერთი ცა, ერთი მიწა და ერთი ზღვა გვაქვს, საქართველო ჩვენი ლამაზი სამშობლოა!" "აქრთჩვეი აფსუააი აიაშჩვა ჰყოუპ, ჰარა აკი აჟვივიანი, აკი ატვილეი, აკი ამშნი რიჰამოუპ, ქირთტვილა ჰტვი ჰფსადგილ ბზია იყოუპ!" ასე იწერება: Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზვარე |
Apr 13 2009, 10:48 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
ასე იწერება: Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп! ისე აფხაზთა კლასიკოსი დიმიტრი გულია ამ დამწერლობით არ წერდა........ ეს გასული საუკუნის ორმაცდაათიანი წლების რეფორმის შემოქმედებაა, რითაც ერთმანეთს დაგვაშორეს, არადა აფხაზურ ენას ქართული ანბანი გაცილებით უფრო შეესაბამება ვიდრე კირილიცა........... ფაქტი ფაქტია კლასიკოსის ნაწარმოებები ქართული ანბანითაა შესრულებული..... -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
bekas |
Apr 13 2009, 11:58 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
მართა სპეციალურად ვსწავლობ, რომ დავუმეგობრდე მადლობა უფალს, ერთიც გამომდის და მეორეც "ქართველები და აფხაზები ძმები ვართ, ჩვენ ერთი ცა, ერთი მიწა და ერთი ზღვა გვაქვს, საქართველო ჩვენი ლამაზი სამშობლოა!" "აქრთჩვეი აფსუააი აიაშჩვა ჰყოუპ, ჰარა აკი აჟვივიანი, აკი ატვილეი, აკი ამშნი რიჰამოუპ, ქირთტვილა ჰტვი ჰფსადგილ ბზია იყოუპ!" ასე იწერება: Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп! სოხუმის პიონერთა სახლი არ გამახსენო ეხლა აფხაზურად. ერთი ხმოვანი და 6 თუ 7 ნახევარხმოვანი რომ ექნება ის ენაა საერთოდ? |
მართა |
Apr 14 2009, 04:13 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
კანონისტი
ვაიმე როგორ გამეცინა.... დამასწარი, გუშინ უნდა დამეფოსტა დავითს ეცოდინება ანბანი და ვთხოვოთ დადოს აქთქო, მერე ვეღარ მოვაბი თავი კომპთან მოსვლას, ძნელია დავით? მეგრულს გაავს? აი ვიცოდი რა, რომ შენ ეგ გეცოდინებოდა ფოლკლორისტებმა აფხაზური სიმღერებიც დადონ რა....უფრო გავიცნოთ და ვიცოდეთ! lch ეგეც ფაქტია რა ჩვენიც ძალიან დასაცავია აშკარად, ყველამ ვიცით და ბევრიც გვისაუბრია ფოლკლორის თემებში! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
კანონისტი |
Apr 15 2009, 03:22 PM
პოსტი
#30
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ზვარე
ციტატა ისე აფხაზთა კლასიკოსი დიმიტრი გულია ამ დამწერლობით არ წერდა........ ციტატა Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп! ა, ბატონო, ასე იწერება იმ დამწერლობით: აქრշთცoეი აფსუააი აიაშჲცoა ჰշყოუპ, ჰარა აკշ აჟჳანი, აკշ ატoշლეი, აკշ ამშշნი რշჰმოუპ, ქշრთტoշლა ჰტoշ ჰշფსადგჲշლ ბზია იყოუპ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Apr 15 2009, 03:39 PM
პოსტი
#31
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მართა
ციტატა ძნელია დავით? მეგრულს გაავს? ძნელი კი არა, უძნელესია. საერთოდ არ ჰგავს მეგრულს. ჟღერადობით ოდნავ წააგავს სვანურს, თუმცა იმდენი ლაბიალიზებული (სტვენითი) თანხმოვანი აქვს, რომ საერთო ჯამში, განსხვავებულია. აფხაზურ ენას აქვს: 6 თანხმოვანი, 3 ნახევრად ხმოვანი და 56 ( ) თანხმოვანი. ამათში არის თითოეული ჩვენთვის ცნობილი თანხმოვნის შერბილებული ან ლაბიალიზებული ვარიანტი ანდა ორივე ერთად. ყ - ყჲ - ყo (ყუ) შ - შჲ - შo (შვ) ც - ცo (ჩვ, "ც" "ჩ"-დ ისმის) და ასე. გარდა ამისა, აფხაზურ ენას არ აქვს ბრუნვები და ბრუნვის ფუნქცია გადაცემული აქვს ზმნას, რის გამოც ზმნა არის ურთულესი. მაგალითად: მივდივარ - ს-ცოიტ მანქანით მივდივარ - ამაშշნა ს-ლა-ცოიტ აფხაზურ ენას არ აქვს კავშირები "და" "ან" "და"-ს ფუნქციას ასრულებს ნაწილაკი "ი", რომელიც დაერთვის წინადადების ყველა სიტყვას (ბოლოკიდური "ა" ამ დროს "ე"-თი იცვლება): მე - სარა, შენ - უარა მე, შენ, ვანო და ზურა - სარეი, უარეი, ვანოი, ზურეი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - სარეი, აბდუი, ილიკოი, ილარიონი "ან"-ის ფუნქციას, ამავე წესით, "უ" (აქ "ა" "ო"-დ იცვლება): საროუ, უაროუ, ვანოუ, ზუროუ ესეც მოკლე ექსკურსი...... bekas ციტატა ერთი ხმოვანი და 6 თუ 7 ნახევარხმოვანი რომ ექნება ის ენაა საერთოდ? რას ერჩი? არაა ლამაზი გამოთქმა ეს ენაა?? ვბრდღვნ-ი ან ვფრცქვნ-ი გვწვრთნ-ის -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
bekas |
Apr 15 2009, 08:31 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
მკრტჩიანს მაინც ხო ჯობია?
მასე ფრანგულსაც ზოგიერთები ზედა სასუნთქი გზების კატარს ეძახიან, მაგრამ მთავარი ეგ არაა: აფხაზური ენა "ნედაძელანია". ეხლა არ მითხრა თუ ძმა ხარ შოვინისტი ხარო. წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით ვიძახი. აფხაზური ენა რომ გაჩერდა თავის განვითარებაში მე-12 საუკუნეში(ქრისტეს დაბადებამდე ), იმის მერე ეგრევე დარჩა. |
კანონისტი |
Apr 15 2009, 08:46 PM
პოსტი
#33
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
bekas
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Apr 15 2009, 09:44 PM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მაგარი პაზორნი ენაა ბიცოლაჩემის ნათესავები რომ მოდიოდნენ და აფხაზურად ლაპარაკობდნენ, ბავშვები ვიცონოდით და გარეთ გვაგდებდნენ
პ.ს. დავით, "ლენინ ხარა, ლენინ ხურა, ლენინ ხარახურა" -ეს მართლა ასეა აფხაზურად თუ ანეკდოტი იყო მხოლოდ "ლენინ ჟილ, ლენინ ჟივიოტ, ლენინ ბუდეტ ჟიტ" თუ რაცხა ამას რომ ნიშნავდა ვითომ |
bekas |
Apr 15 2009, 10:12 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
bekas თეიმურაზ I მაგრად არ მევასება , მაგრამ ერთ რამეში მართალი იყო სპარსული მართლაც ლამაზი და ჟღერადია. აფხაზურის შესახებ კი ანეკდოტი ანეკდოტზე იყო. გინდა ლენინი აიღე გინდა გაგარინის კოსმოსში გაფრენა და გინდა სოხუმის პიონერთა სახლი. ხო მაცივარი დამავიწყდა კიდო. |
guest |
Apr 15 2009, 10:20 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
bekas
ციტატა გინდა გაგარინის კოსმოსში გაფრენა ა გაგარინ ა კოსმოს აფში --- თუ რაღაც ხომ? სპარსული მაგარია მართლა მაგარი ენაა და ჟღერადi... აი, კატო ჩავრიოთ ამის დასადასტურებლად |
კანონისტი |
Apr 16 2009, 02:08 PM
პოსტი
#37
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
bekas
ციტატა გინდა ლენინი აიღე გინდა გაგარინის კოსმოსში გაფრენა და გინდა სოხუმის პიონერთა სახლი. ხო მაცივარი დამავიწყდა კიდო. ყველა მოგონილია ლენინ დշბზაზიტ, ლენინ დշბზაზოიტ, ლენინ დշბზაზაპ პიონერთა სახლი - აპიონერცoა რշჳნշ გაგარინი კოსმოსში გაფრინდა - გაგარინ აკოსმოს ახჲ დշფრიტ მაცივარი - ახრჲშoაშoაგა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Apr 16 2009, 02:27 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
ციტატა ყველა მოგონილია sad.gif ლენინ დշბზაზიტ, ლენინ დշბზაზოიტ, ლენინ დշბზაზაპ პიონერთა სახლი - აპიონერცoა რշჳნշ გაგარინი კოსმოსში გაფრინდა - გაგარინ აკოსმოს ახჲ დշფრიტ მაცივარი - ახრჲშoაშoაგა დათო, დიდი განსხვავებაა არაა იმ ანეკდოტურთან რეალურიც პრიკოლია მაცივარი განსაკუთრებით პ.ს. შენ არ გეწყინოს, იცი ეგ ენა და ისე მალადეც რომ მაგის ნერვი გაქვს მე პირადად 3 წელი სროკი მირჩევნია მაგის სწავლას რა მაინტერესებს კიდევ : ყველა აფხაზი ერთნაირ აფხაზურს საუბრობს? თუ განსხვავებებია მაინც ქვედიალექტები და რამე? |
თერალ ი |
Apr 16 2009, 05:48 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
დავით
კარგი იდეაა. გაბრიელ ეპისკოპოსისა და კირიონ მეორის საქმეს ღირსეული გაგრძელება ჭირდება ...... |
.ნინო |
Apr 16 2009, 09:48 PM
პოსტი
#40
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ერთი სული მაქვს როდის გამოვა, შინაგან სამქეთა სამინსტროს საიდუმლო დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმი- გილდიას საქმე... ავტორები ირწმუნებიან რომ აჩვენებენ როგორ მოხდა ქართვლების და აფხაზების გადაკიდება ერთმანეთზე და მათი დაშორება...
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი