აპოკალიპსის განმარტებისთვის, თემა მათთვის, ვინც იცის, ვინც არ იცის და ვისაც არ ჯერავს. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოკალიპსის განმარტებისთვის, თემა მათთვის, ვინც იცის, ვინც არ იცის და ვისაც არ ჯერავს. |
starscream |
Jun 19 2010, 09:14 AM
პოსტი
#141
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 |
Atman
ციტატა უფალმა იცის და იმედია გამჟღავნდება ოდესმე და ამ 144 000-ში ვიქნებით ყველანი (ყოველ შემთხვევაში ამ ფორუმელები მაინც ) ამ 144 000 ვერ ვიქნებით ეგ უკვე ღმერთის ერთგული სულები არიან.. ყველაზე საინტერესოა რისთვის ჩამოყავს აქ? სადღაც წავიკითხე ჩინეთის 200 0000 მილიონი არმიის დასამარცხებლადო მოკლედ ეგ არის ღმერთის არმია სპეც ნაზი რა -------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
dzvelmartlmadidebeli |
Jun 19 2010, 12:46 PM
პოსტი
#142
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
"და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა. და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან." (აპოკალიფსი 14.1-3) ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე? "კრავში" უეჭველად უნდა ვიგულისხმოთ ქრისტე (გამოცხ. 5: 6-9; 12:11; 13:8), რომელიც დაიკლა კაცთა მოდგმის ცოდვათათვის და თავისი სისხლით მისცა მას (კაცთა მოდგმას) ღმრთის საყდართან მიახლების უფლება და "ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი" (იოანე 1:12-13). ის დგას სიონზე, მაგრამ არა ძველ მთაზე, არამედ ცოცხალი ღმერთის ახალ ქალაქზე, ზეციურ იერუსალიმზე (წმ. ანდრია კესარიელი). ამ "სიონის მთაზე", ანუ ახალ იერუსალიმში, იოანე ხედავს 144 ათას წმინდანს, "რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა". წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით ეს "144 ათასი" ან მოციქულთა მიერ ჩათესილი (სიტყვიერი) თესლის უხვმოსავლიანობაზე მიუთითებს, რომელთაგან საღმრთო მადლმა თითოეულისგან აირჩია "თორმეტი ათასი", რაც სიმბოლურად ცხონებულთა რწმენის სრულ ნაყოფიერებაზე მიანიშნებს; ან კიდევ ეს 144 ათასი ახალაღთმისეულ ხორციელ და სულიერ ქალწულებს წარმოადგენენ, რამეთუ ძველ აღთქმაში მცირე იყო ქალწულთა რაოდენობა. ანდრია კესარიელი ამ 144 000 განასხვავებს იმ 144 000-სგან, რომელზეც უფრო ადრეა ლაპარაკი იოანეს გამოცხადებაში (იხ. გამოცხ. 7:9-17), რომლებთანაც დაკავშირებული იყო ისრაელთა 12 ტომის სახელწოდება და რომელთა ქალწულებაზე იოანეს არაფერი უთქვამს. ამაში მრავალ კომენტატორია შეთანხმებული. რას ნიშნავს, რომ ამ 144 000 წმინდანს "აქუნდა სახელი მისი (ანუ კრავისა ქრისტესი) და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა". აპოკალიფსისის 2:17 და 3:12 მუხლებთან პარალელურად, ეს სიტყვები უნდა გავიგოთ მიწიერ ცხოვრებაში გაწეული მოსაგრეობისთვის ბოძებული ჯილდოს სახით. მათი მიწიერი ცხოვრება, მათი ქრისტეანული ღვაწლი, მათი განუხრელი მიმდევრობა და ერთგულება იესუ ქრისტესადმი, რომელიც არის უბიწო კრავი, იმდენად გამსჭვალა მათი არსება, რომ ერთგვარად აღიბეჭდება მათ შუბლზე (ცხადია ეს უნდა გავიგოთ ხატოვანი, სიმბოლური აზრით) და მეტყველებდა იგი მათ ღმრთისა და კრავისადმი კუთვნილებასა დამსახურებულ ნეტარებაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შუბლზე კრავისა და მამის სახელები რომ აღბეჭდვიათ, ახალაღთქმისეულ წმინდანთა შინაგან განწყობას, მათ შინაგან სიწმიდეს, ზნეობრივ ხასიათსა და ქრისტეანულ ცხოვრების წესზე მიანიშნებს, რომელთაც საკუთარი თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნეს. შუბლზე "გამოსახულია" არა მარტო მამა ღმერთის სახელი, არამედ კრავისა, ანუ იესუ ქრისტესი, რადგან კაცის ცხოვნება აღესრულება მამისა და ძის მიერ (იოანე 3:35-36). რა გალობაზეა საუბარი? ეს არის ღმრთის სადიდებელი საგალობელი, რომელიც გამოცხადების თქმით არის "ახალი". წმ. წერილის კომენტატორთა აზრით, ეს არის გამარჯვების და ამავე დროს სამადლობელი გალობა. რატომ ვერავინ ისწავლა მათ გარდა ეს საგალობელი? ამისთვის უნდა გავარკვიოთ ვინ არის ეს 144 000 წმინდანი. ცხადია ესენი არიან უფლის მიერ გამოსხყიდულნი, მაგრამ რაშია მათი დამსახურება უფლის წინაშე? ამაზე პასუხს გვაძლევს მუხლები: 4 და 5. "ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან" (გამოცხ. 14:4, 5). აქ, ცხადია, არ იგულისხმება მარტო ის, რომ ისინი არ შებილწულან სიძვა-მრუშობის ცოდვით, ან კერპთაყვანისმცემლობით (რაც არის სულიერი მრუშობა), ეს თავისთავად იგულისხმება მათ ქალწულობაში, არამედ ისიც, რომ ისინი საერთოდ არ გაკარებიან დედაკაცებს, იყვნენ მკაცრი ქალწულები, არ დაქორწინებულან და არ გათხოვილან. უბიწოება თითოეული ქრისტეანის მოვალეობაა, მაგრამ უქორწინებლობა არის სრულყოფილების ღვაწლი. ზოგიერთი კომენტატორი ფიქრობს, რომ ესენი არიან ბოლო ჟამის (იგულისხმება აპოკალიფსური პერიოდი, სამყაროს აღსასრულის წინა ჟამი) ქალწულები, როდესაც მეტად საძნელო იქნება ასეთი თავშეკავება, მაგრამ არა მარტო ცალკეული პიროვნებები შეუდგებიან უქორწინებლობის ღვაწლს, არამედ მთელი ქრისტეანული საზოგადოებაც, რომელთა რიცხვი იქნება 144 000 (არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც ეს იყოს სრულყოფილების გამომხატველი რიცხვი). იმ დროს, ეს რჩეული და სრულყოფილი ქრისტეანები, ქრისტეს ერთგულებისთვის, ანტიქრისტეს საშინელი დევნულებისა და ყოვლად გაუსაძლისი ცხოვრების პირობებში, სრულიად უარს იტყვიან ქორწინებაზე და აიღებენ უქორწინებლობის ღვაწლს, რომელსაც შეუძლია შეკრას ისინი ათასგვარი არასასურველი საკვრელებით ანტიქრისტეანულ სამყაროსთან. ამ ქალწულებისთვის დამახასიათებელი იქნება არა მარტო სრული უბიწოება და ქალწულება (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), არამედ ქალწულობა მისი ვრცელი შინაარსით, როგორც უმაღლესი ქრისტეანული სათნოება ან ყველა ქრისტეანულ სათნოებათა ერთობლიობა, როგორც სრულყოფილი სიწმიდე და უბიწოება. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
tatoabdushelishvili |
Jun 21 2010, 06:00 PM
პოსტი
#143
|
თათო ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 11-June 10 წევრი № 8,996 |
ძალიან მომწონს საი ტერესოა კიდე დადეთ
-------------------- მიყვარხართ ყველა,გენაცვალოთ თქვენ ბებია თათო :D
|
nikolas |
Jun 24 2010, 09:08 PM
პოსტი
#144
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
მე უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს...აი რატომ გონიათ რომ მეორედ მოსვლა მაინც და მაინც მალე იქნება...XIV_XV საუკუნეებში...ივანე მრისხანეს ეგონა რომ მეორედ მოსვლა იქნებოდა და სპეციალურად ააგებინა სასახლე, სადაც მისი თქმით ის გადარჩებოდა...ეგრე ფიქრობდნენ XV საუკუნეში, როდესაც რომის პაპმა გამოაცხადა რომ მეორედ მოსვა უახლოვდებოდათ...ამის საპასუხოდ კი მარტინ ლუთერმა მას ანტიქრისტე უწოდა...იგივე შემთხვევა განმეორდა XVIII საუკუნის ბოლოს როდესაც ერთმა ბაპტისტმა მღვდელმა განაცხადა რომ ხილვა ქონდა, თითქოს უფალი მობრძანდებაო დედამიწაზე...ამასთან დაკავშირებით, იმ დროს სპეციალური მეორედ მოსვლის კვართების გაყიდვა დაიწყეს და ამ მღვდელმა საკმაოდ დიდი ქონება იშოვა...ეგ არავინ არ იცის...ადამიანებმა კი არა ანგელოზებმა არ იციან ამის შესახებ არაფერი...ყველა დროში ეგონათ რომ უფალი მეორედ მოვიდოდა ქვეყანაზე და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს თემა ახლო მომავალში სპეკულაციის საგანი გახდება (ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ვამბობ)...ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ლოცვა-ვედრება გავაძლიეროთ უფლისადმი, ღვთისმშობელისადმი...არ უნდა შეეშინდეს უფლის წინაშე მართალ კაცს მეორედ მოსვლის...
-------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
Atman |
Jun 25 2010, 04:35 AM
პოსტი
#145
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
starscream
ციტატა ამ 144 000 ვერ ვიქნებით ეგ უკვე ღმერთის ერთგული სულები არიან.. ყველაზე საინტერესოა რისთვის ჩამოყავს აქ? სადღაც წავიკითხე ჩინეთის 200 0000 მილიონი არმიის დასამარცხებლადო მოკლედ ეგ არის ღმერთის არმია სპეც ნაზი რა უკვე არიან რას ქვია? გახდი ღმერთის ერთგული და შენც ამ არმიის ნაწილი იქნები. ჯერ არაა შევსებული და შევსებას ელოდებიან ან ჩამოყავს რას ქვია? ბევრი აქაა უკვე დედამიწაზე და დროს ელოდება ეს სულიერი არმიაა რა თქმა უნდა (თუმცა არა ანგელოზების, არამედ ადამიანების) და სულიერ ბრძოლაში თუ მიიღებენ მონაწილეობას თორე არა მგონია ჩინეთის არმიას ეომონ კონკრეტულად. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
Jun 25 2010, 01:21 PM
პოსტი
#146
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
დავწერ ამ 144 000 -ის განმარტებასაც თუ რა სიმბოლო დევს
|
Giooo |
Aug 7 2010, 01:32 PM
პოსტი
#147
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,089 |
|
სერგი |
Aug 29 2010, 01:03 AM
პოსტი
#148
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
იოანეს გამოცხადება
თავი მეთორმეტე 1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. 2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. 3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. 4. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. 5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. იქნებ ვინმემ მითხრათ რომელ ყრმაზეა საუბარი? ან ამ ადგილის განმარტება დამიდოთ -------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
abo |
Aug 29 2010, 01:43 AM
პოსტი
#149
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ციტატა იქნებ ვინმემ მითხრათ რომელ ყრმაზეა საუბარი? ანდრია კესაიელის მიხედვით იგი ქრისტეა, მაგრამ ქალი არა ღვთისმშობელი არამედ ეკლესიაა. დაწვრილებით თუ დრო მოვნახე დავდებ ცოტა ბევრია ასაკრები. იქ ყველაფერია ახსნილი. ელ ვერსია მე მგონი არ არის აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
სერგი |
Aug 29 2010, 02:22 AM
პოსტი
#150
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
გაიხარე აბო ზუსტად მაგან დამაბნია ქალი რომ ეწერა თუ იგულისხმება დედა ეკლესია მაშინ კიდევ რაღაცას გავიგებ მადლობელი დაგრჩები თუ ამიკრეფავ ამასთან დაკავშირებით
-------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
guest1 |
Sep 20 2010, 10:16 AM
პოსტი
#151
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
Atman
ციტატა "და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა. გაგიმარჯოს ატმან. მე მაქვს წიგნი ასეთი სათაურით: Revelation (Ancient Christian Commentary on Scripture). ეს წიგნი წარმოადგენს სხვადასხვა მამის (მართლმადიდებელი და კათოლიკე, მაგრამ ძველი ავტორების) კომენტარებს "გამოცხადებასთან" დაკავშირებით. კომენტარები ცოტათი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუმცა ზოგადი ხაზი მსგავსია ყველა კომენტარში. "რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა" ამაში იგულისხმებაო "ჭეშმარიტი" ქრისტიანიო, ანუ ისინიო, ვინც ყველანაირად წმინდანები იყვნენ (ცელიბატობის ჩათვლით). ესენიო ყველაფერში ბაძავენ ქრისტესო და ესენი შელებენ მოისმინონ ახალი გალობაო. "ახალ გალობაში" რა იგულისხმება მხოლოდ Bede-ს კომენტარში წერია. ეს ავტორი ახალ გალობაში გულისხმობს ახალ "დევიზს", კერძოდო "საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: საჭურისთა, რაოდენთაცა დაიმარხნენ ბრძანებანი ჩემნი, და აღირჩინენ, რომელნი მე მნებვან, და შეეწეოდიან აღთქმაჩემთა. მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება." (ესაია 56:4-5)და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან." (აპოკალიფსი 14.1-3) ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე? |
elusia |
May 18 2011, 06:23 PM
პოსტი
#152
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
-------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
abo |
May 19 2011, 01:19 AM
პოსტი
#153
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ებრაელმა რაბინებმა საუბარში სხვათაშორის ახსენეს, 2014-ში მესიას ველოდებით, მისთვის უკვე ყველაფერი მზად არისო.(არ ყოფილა საუბარი სოლომონის ტაძარზე) მათი მესია ჩვენი ვინაა ალბათ მიხვდებით.
აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
lingvo |
May 19 2011, 11:01 AM
პოსტი
#154
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ციტატა ებრაელმა რაბინებმა საუბარში სხვათაშორის ახსენეს, 2014-ში მესიას ველოდებით, მისთვის უკვე ყველაფერი მზად არისო.(არ ყოფილა საუბარი სოლომონის ტაძარზე) მათი მესია ჩვენი ვინაა ალბათ მიხვდებით. აბო არაა დასაჯერებელი, ვინაიდან უფალი გვაფრთხილებს, რომ ჟამის და დროის ცოდნაა არაა ჩვენვის მოცემული. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
elusia |
May 19 2011, 09:11 PM
პოსტი
#155
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
abo
შვიდთავიან მხეცს როგორ ახსნიდით? -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
abo |
May 20 2011, 01:12 AM
პოსტი
#156
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
abo შვიდთავიან მხეცს როგორ ახსნიდით? დიდი ხანია არ შემხვედრიხარ რომელ თავშია ნახსენები მითხარი და ვნახავ... (მე ვინ მკითხავს მაგის ახსნას) ანდრია კესარიელის მიხედვით. ისე ძნელია რომ ვნახო. აბო lingvo ციტატა არაა დასაჯერებელი, ვინაიდან უფალი გვაფრთხილებს, რომ ჟამის და დროის ცოდნაა არაა ჩვენვის მოცემული. მე არ მითქვამს რომ მჯერა. ბოლო ჟამის დროზე რომ გვაფრთხილებს უფალი მაგი მეც ვიცი, მაგრამ იუდეველები როდის არიან მზად რომ მსოფლიო მეფე დასვან, მათ ეს დრო დაახლოებით რომ იციან ისიც ვიცი. ( მხოლოდ არ თქვა ჯერ სოლომონის ტაძარი არ აშენებულაო) აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
elusia |
May 20 2011, 10:19 AM
პოსტი
#157
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
abo
ციტატა დიდი ხანია არ შემხვედრიხარ ჰო ძალიან მაინტერესებს იოანეს გამოცხადებაში შვიდთავიანი მხეცის განმარტება არსებობს ? ან იქნებ ვინმეს საკუთარი აზრი აქვს. http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...pokalips-13.htm ................................. ციტატა მხოლოდ არ თქვა ჯერ სოლომონის ტაძარი არ აშენებულაო) სადღაც წავიკითხე ყველა დეტალი მზად არის და შენობის აშენებას მხოლოდ რამოდენიმე კვირა დასჭირდებაო. -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
abo |
May 20 2011, 10:05 PM
პოსტი
#158
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
elusia
ციტატა იოანეს გამოცხადებაში შვიდთავიანი მხეცის განმარტება არსებობს ? ან იქნებ ვინმეს საკუთარი აზრი აქვს. ზუსტად მაგის ახსნით (მე-13 თავი) იწყება ეს თემა. სულ თავიდან წაიკითხე. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
elusia |
May 20 2011, 10:23 PM
პოსტი
#159
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
abo
დანიელის ხილვა წაკითხული გექნებათ ოთხ მხეცზე. არ ფიქრობთ რომ იმ დროის მხეცებს სადაც აგრეთვე მოხსენიებილია ლომი , დათვი და ავაზა . რაც ასევ არის იოანეს გამოცხადებაში კავშირში შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან? იგივე მხეცები რაც დანიელმა იხილა არის იოანეს გამოცხადებაში მაგარმ იოანესთან ეს მხეცების ნაერთი მხეცია ანუ მხეცი რომელიც ვიხილე გავდა ავაზას, დათვის ფეხები ჰქონდა და ხახა როგორც ლომის. http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
marine |
Nov 27 2017, 10:48 AM
პოსტი
#160
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებელის იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება". რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაუჩება და ცხონდება.
წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: "ესენი არიან, რომელნი იგი დედათა თანა არ შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან..." (გამოცხ. 14, 4). არ გეშინიათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რათა თქმა უნდა, ერთგული ცოლ-ქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!" /არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი