IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ხატის დაფა, როგორ დავგრუნტოთ და გავამზადოთ ხატის დასაწერად
ალექსანდრე
პოსტი Aug 16 2012, 02:57 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ხატის დასაწერად საჭიროა ვიქონიოთ სპეციალური დაგრუნტული დაფა. სწორედ დაფის ხარისხზე არის დამოკიდებული გამოსახულების გამძლეობა და დაცულობა. მაგრამ სამწუხაროდ, მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში ბევრი არ იცავს ხატის დაფების დამზადების ტრადიციებსა და კანონებს. ამის გამო ბევრს, და განსაკუთრებით დამწყებებს მუშაობის პროცესში უჩნდებათ სირთულეები - დაგრუნტვაში, იქერცლება გრუნტის ფენა, დაფა იგრიხება. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შედეგები, გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას
ხატწერის დაფა წესით უნდა დამზადდეს ცაცხვის ხისგან. მისი მერქანი რძის ფერისაა. სუფთა, კორძების გარეშე და გაუფისავი რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. რამდენადაც დროთა განმავლობაში კორძები შეიძლება გამოშრეს, ხოლო წიწოვანი ხეები (ნაძვი, ფიჭვი) -ბევრად იაფია ვიდრე ცაცხვი, მაგრად ფისოვანი და ყოველივე ამან შეიძლება საღებავის ფენა დააზიანოს. ყველაზე კარგი მასალა ხატისათვის ითვლება კვიპაროსის დაფა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი მერქანია.
ხის ბოჭკოზე შეიძლება შევხვდეთ სილურჯეს - ეს ნიშნავს რომ ხე იყო ნესტიან ადგილას (მიწაზე იდო) და შეიძლება მოიღუნოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხის წლიური რგოლების განლაგების წესს დაფის ჭრილზე. ყველა წლიური რგოლი უნდა იყოს მიმართული გახსნილი (გადანაჭერით) გრუნტისაკენ, და არა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ხატს საშუალებას მისცემს თანაბრად მოხრაში რკალისებურად, ამასთან დაფაზე გადაკრული მარლა დაიჭიმება, ხოლო საღებავის ფენა კი არ აიყრება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაფები შეწებებულია რგოლებით სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან მალე დაფები იწყებენ “მოძრაობას” და წარმოიქმნება სიგრძივი ბზარები მთელს ხატზე..

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

წესის მიხედვით დაფა უნდა იყოს შეწებებული შემდეგნაირად: ცენტრში უნდა იყოს მოთავსებული ყველაზე განიერი ფიცარი, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ცენტრში იწერება წმინდანის გამოსახულება, შესაბამისად თუ გამოსახულება დაწერილია მთლიან დაფაზე ის დიდხანს ინახება, რადგან გადაბმის ადგილებზე დაფა ხშირად იბზარება ხოლმე.
გამოდის რომ სტანდარტული, ანალოგიის ხატის ზომის დაფა, შედგენილი იქნება სამი ფიცრისგან. პატარა ზომის ხატების დაფა შეიძლება გაკეთებული იქნეს ერთი მთლიანი ფიცრისგან. ცუდია როდესაც დაფა გაკეთებულია დიდი რაოდენობის მცირე ზომის ფიცრებისაგან - ასეთი დაფები არაა საიმედო.


ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დაგრუნტვის ტექნოლოგიაზე

1. დასაგრუნტად გამზადებული ხატის მშრალი დაფა
IPB-ს სურათი

2. პირველი დაწებება
IPB-ს სურათი
დაფას ვუსმევთ წებოს ორჯერ, ყოველ წასმაზე ვაცდით გაშრობას.

3. ვასველებთ თბილ წებოში მარლის ნაჭერს, რომლის ზომაც ცოტათი დიდია დაფაზე
IPB-ს სურათი

4. მარლის მცირე გაწურვის შემდეგ ვჭიმავთ მას დაფაზე
IPB-ს სურათი
და გულმოდგინედ ვასწორებთ მას ხელით

IPB-ს სურათი

5. შემდეგ ვუსმევთ წებოს დამატებით, დაფაზე გადაჭიმულ მარლას, რათა მჭიდროდ მიეკრას. (მარლის ქვეშ არ უნდა დარჩეს ჰაერი)
IPB-ს სურათი



6. როდესაც მარლა კარგად გამოშრება მხოლოდ მას შემდეგ ვაჭირთ გვერდებს.
IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 16 2012, 01:15 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



7. თბილ წებოს შევურევთ ცარცის ფხვნილს
IPB-ს სურათი

კონსისტენცია პირველი ფენისა - რძესავით ნივთიერება უნდა მივიღოთ

IPB-ს სურათი

8. ვუსმევთ პირველ ფენას და ვაცდით გაშრობას.
IPB-ს სურათი


9. მეორე ფენისთვის მიღებულ მასას ვამატებთ დამატებით ცარცს, რათა გრუნტის სიმკვრივე გავზარდოთ და უფრო ხშირი გახდეს (გრუნტი უნდა იყოს თბილი!)
IPB-ს სურათი

10. ვუსმევთ დაფას მეორე ფენას.
IPB-ს სურათი

11. მეორე - მესამე ფენიდან სასურველია დაფაზე წასმული ნოტიო მასა გადავასწოროთ (გადავუსვათ) ლითონის
შპატელით.

IPB-ს სურათი

12. მესამე და შემდეგი ფენებისათვის გრუნტის კონსისტენცია უნდა იყოს უკვე არაჟნისმაგვარი. მიღებული მასა შეიძლება რომ პირდაპირ ლითონის შპატელით წავუსვათ დაფაზე ფუნჯის გამოუყენებლად.
IPB-ს სურათი

13. ვუსმევთ დაფას გრუნტის მესამე და შემდეგ ფენებს და ისევ ვასწორებთ ლითონის შპატელით.
IPB-ს სურათი

14. გრუნტის წასმის დროს საჭიროა კარგად შევაზილოთ იგი დაფას.
IPB-ს სურათი



15. კარგად შეზელვა და გასწორება გრუნტისა ხელს უწყობს ფორებისა და ნასვრეტების შემცირებას.
IPB-ს სურათი



16. დაგრუნტული და ჯერ კიდევ ნოტიო დაფა.
IPB-ს სურათი

17. დაველოდებით გრუნტის გაშრობას და გავასუფთავებთ დაფის გვერდებს.
IPB-ს სურათი

18. გამშრალ დაფას გავშკურკავთ ჯერ უხეში, შემდეგ წვრილი და უფრო წვრილი შკურკით.
IPB-ს სურათი

20. ესეც გამზადებული დაფა
IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 16 2012, 04:22 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მაგარია...
იმედია ამაზე არ გაჩერდები და კიდე განგვანათლებ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 16 2012, 04:50 PM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



იშ, იშ.. რა თემააა biggrin.gif საჩემოცაა, ხატმწერი არ ვარ, მაგრამ გაყალბებულ ხატებს რომ მოიტანენ და რომ უნდა დაადგინოს ახალი გაკეთებულია თუ ძველი, ეგაა ჩემი სპეციალობის ნაწილი biggrin.gif
საკითხავია მარტო რამდენად პროფესიონალია ადამიანი laugh.gif

საღებავებზე რომ გადავა, მერე იქნება საინტერესო happy.gif
ტემპერა და ენკაუსტიკა, როგორც მახსოვს (ამ სიცხეში) ხატწერაში ძირითადად ამ ორს იყენებენ.. ტემპერა ხომ საერთოდ ტრადიცია.. ზეთს ახლა ხმარობენ თუ ხმარობდნენ წინის წინა საუკუნეში, არ ვიცი, აღარ მახსოვს, სიამოვნებით ვისწავლი cool.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 18 2012, 04:43 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ბარემ აქვე გადმოვიტან ფორუმელ Dr_Zuzumbo-ოს პოსტს რომელიც თავის პირად გამოცდილებას გვიზიარებს და ძალზედ საინტერესოა


ხატმწერებისათვის საიდუმლო არაა, რომ ხატწერის ერთ-ერთი, მთავარი წინაპირობა არის ის, რაზეც ხატი იწერება ე.ი. ხის დაფა და სპილოს ძვლის სიგლუვემდე გაპრიალებული გრუნტის ზედაპირი.
ამ სამ სურათზე აღვბეჭდე დაფა, რომელზეც ვმუშაობ. უკვე მოოქროვილი, რომელზეც იოანე ნათლიმცემელის კონტურები "მასკირებითაა" დაცული, წერის წინ მოეცლება.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


ეს კი დაფის დაგრუნტვის ტექნოლოგია
ჟელატინი არა მგონია რომ ვერ იშოვო მანდ. პოპულიში აუცილებლად ექნებათ. იღებ 5 პროცენტიან ჟელატინის ხსნარს მაგ 20 გრამი ჟელატინი და ნახევარი ლიტრა წყალი. ჯელატინს ერთი ღამის განმავლობაში ამყოფებ წყალში. მერე გაახურებ 60 გრადუსამდე და ამის შემდეგ შეურევ მიახლოებით 750 გრამ ცარცს. დააყენებ ცოტა ხანი და მერე ფუნჯით, თბილ გრუნტს უსვავ 8-9 ფენას ფენების წასმის ინტერვალი მიახლოებით 45 წუთი. მერე ერთი დღე აშრობ კარგად და ბოლოს შლიფავ. სანამ გრუნტის დადებას დაიწყებდე დაფას ორი ფენა მხოლოდ ჟელატინის წებო გაუსვი. ეგაა და ეგ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani-82
პოსტი Sep 11 2012, 10:15 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 29-March 09
მდებარ.: tibilisi
წევრი № 6,745



ალექსანდრე
რა კარგი თემაა <3 გმადლობთ.
მე პირადად ასე პატიოსნად დაფა არასდროს დამიგრუნტავს smile.gif
ხეზე მარლის გარეშე ვადებ გრუნტს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 12 2012, 01:04 PM
პოსტი #7


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



აი წებო როგორ უნდა დავამზადოთ?
ან რომელი შევიძინოთ?
სხვა გრუნტიც ხო არსებობს ჟელატინიანი?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 14 2012, 01:52 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(tamuna m @ Sep 12 2012, 01:04 PM) *

აი წებო როგორ უნდა დავამზადოთ?
ან რომელი შევიძინოთ?
სხვა გრუნტიც ხო არსებობს ჟელატინიანი?

გადახედე ზემოთა პოსტებს, იქ წერია smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davita74
პოსტი Feb 8 2015, 03:29 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 8-February 15
წევრი № 14,008



მოგესალმებით.

გილოცავთ დავითობას მრავალს დაესწარით.
მე ახალი წევრი ვარ , ძალიან მომეწონა ეს ფორუმი და ძალიან გამეხარდა აქ გაწევრიანება, ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გაგება შევძელი,

ეხლა რაც ამ თემას შეეხება; მაინტერესებს რა სიღრმეზე უნდა იყოს ამოღებული ქანობი დაფაზე და რა კუთხით უნდა იყოს შიდა გვერდების დახრა??? და ასევე მაინტერესებს დაფის უკნიდან სოლების განლაგება და ზომები,
წინასწარ გმადლობთ ყურადღებისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
merabiii
პოსტი Dec 25 2016, 01:46 AM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 11-December 16
წევრი № 14,524



მშვიდობა ყველას, მე ახალი წევრი ვარ, ძალიან მინდა ვისწავლო ამ დაფების კეთება, სად და ვისთან შეიძლება სწალა, გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი