IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მე გამიჩნდა უზარმაზარი პრობლემა
nuciko-22
პოსტი Oct 20 2007, 01:16 AM
პოსტი #1


nino kobidZe
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 432
რეგისტრ.: 21-June 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,261



მშვიდობა თქვენდა smile.gif
დამლოცეთ მამაო და დამეხმარეთ შეძლებისდაგვარად,ძალიან მჭირდება გამხნევება და დარიგება.
ცხოვრებაში ბევრჯერ უსამართლობის მსხვერპლი გავმხდარვარ sad.gif .....ყოველთვის ვთხოვდი ღმერთს არ დასჯილიყო კონკრეტული პიროვნება და ვცდილობდი წარსულისთვის ჩამებარებინა წყენა.მადლობა ღმერთს გამომდიოდა და სუფთა გულით ვცხოვრობდი.........არ დავკონკრეტდები თუ საჭიროება არ მოითხოვს.ალბათ ყველას ქონია გაუგებრობები და გულისტკივილი ცხოვრებაში.
არასოდეს გამჩენია შურისძიების გრძნობა mad.gif ,პირიქით. smile.gif ........
ორი კვირის წინ ჩემი ვაჟი გაუგებრობაში მოყვა unsure.gif .
ჩხუბის დროს არ არსებობს მართალი მხარე,ორივე დამნაშავეა რადგან გაუგებრობა ჩხუბში გადაზარდეს.
მე გამიჩნდა უზარმაზარი პრობლემა:(46 წლის ასაკში) თითქმის ყოველ წამს ვფიქრობ იმაზე თუ როგორ გადავუხდი სამაგიეროს ყველა მათგანს,რას ვეტყვი,რას ვუზამ და მგონი საერთოდ ვგიჟდები. ohmy.gif ღამეები არ მძინავს ისე ვარ შეპყრობილი შურისძიებით.
მიშვეეეეეეეეელეეეეეთ ხალხნოოოოოოოოო სანამ მთლად გავგიჟებულვარ.
ვიღუპები უფალო.მ ი შ ვ ე ლ ე
იქნებ რაიმე განსაკუთრებული ლოცვა მირჩიოთ,გამომიგზავნეთ,ილოცეთ
ჩემთვის,მომიხსენეთ ლოცვებში.
ღმერთი გიშველით.
თუ ვინმეს რაიმე მანუგეშებელი შეგიძლიათ მითხრათ მომწერეთ,ნუ დაგეზარებათ.
წინწასწარ უღმესი მადლობა ყველას.
პატივისცემით ნინო smile.gif
იცით ყველაზე მთავარი რა არის?!ვიცი რომ უზომოდ ვცოდავ მაგრამ მაინც შურისძიების ცეცხლით ვიწვი და არა სინანულის,რაც ალბათ სამუდამოდ მომისვრის იქ სადაც ჯერ არს........
რ ო გ ო რ მ ო ვ ი ქ ც ე ??????????


--------------------
დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Oct 20 2007, 09:18 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ნინო!

თქვენი გასაჭირი მართლაც არ არის მხუბუქთა რიგის. მაგრამ პასუხი ნაწილობრივ თქვენსავე წერილშია.

უპირველესად გამოვყოფდი თქვენს სიტყვებს: "უზარმაზარი პრობლემა გამიჩნდა". ის, რომ თქვენს მდგომარეობას, ანუ შურისძიების სურვილს არ თვლით ზნეობრივ ნორმად და მიიჩნევთ პრობლემას უკვე იძლევა იმედს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. ცუდია, როცა ადამიანი ვერ განიცდის მდგომარეობის სიმძიმეს. მაგრამ როცა განიცდის და ტკივა, ეს მოწმობს იმაზე, რომ მას სურს კურნება და ძალუძს კიდევაც მისი მიღება.

ამბობთ, რომ ყოველთვის პატიობდით. მაგრამ ამ განსაცდელით უფალმა განახათ, რომ მიტევების უნარი არ არის კაცობრივი, არამედ ღმრთის მადლის მოქმედებაა გულში. ადრე გეგონათ, რომ თქვენ გქონდათ მიტევების უნარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა მთლად ასე. მიტევება – გულის კურნებაა და არ ძალუძს ადამიანს თავისთავად. ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ მიტევებას, არ მივაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, ვილოცოთ მათთვის და საკუთარი სულისათვის, ვეცადოთ არ დავუთმოთ გონება ისეთ აზრას, რომლითაც ვშორდებით ღმერთს. და ეს არის საქმიდ ღაღადისი უფლისადმი. ყოველივე ეს სასტიკი სულიერი ბრძოლის საგანია, მაგრამ, გვეუბნება უფალი: "ირეკდით და განგეღოს თქვენ".

კონკრეტული ადამიანური სისუსტეების შეცნობით ზოგადად დაცემულობა შეიცნობა ადამიანის ბუნებისა და ძლიერდება ერთ–ერთი უმთავრესი სათნოება – სიმდაბლე. მსგავსი შემთხვევები გვასწავლიან უნდობლობას საკუთარი თავისადმი და სწრაფვას მაცხოვრისაკენ. საკუთარი გული არ შეიცნობა საკუთარი შეგრძნებებით, არამედ ნაწილობრივ იმ რეაციით, რომელიც აქვს მას გარეშე გაღიზიანების მიმართ. ასე რომ, განსაცდელით უფალმა საკუთარი გულის მდგომარეობა დაგანახათ.

უმთავრესი, რაც ჭირდება ადამიანს თქვენს მდგომარეობაში თქვევე ბრძანეთ: "ვიღუპები უფალო. მ ი შ ვ ე ლ ე". ეს არის ის ლოცვა, რომელიც, შესაძლოა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მუდამ უნდა აღევლინებოდეს გულში. როცა გაგახსენდებათ წყენა, უმალვე დაიწყეთ გულში ლოცვა და ეცადეთ ლოცვის სიტყვებში ჩაიკეტოს ყურადღება. ძნელია დასაწყისში, მაგრამ შემდგომ აღმოაჩენთ, რომ წყენა მინელებულა და უკვე ვერ გვიტევს. ცოტა ხანში კვლავ შემოგიტევთ და კვლავ ლოცვის სიტყვებით ჩაქოლეთ. განამტკიცეთ თქვენი ლოცვა დილა–საღამოს ლოცვის მოწესრიგებით, იმის მოკვეთით, რაც უჯეროდ ფანტავს ქრისტეანს და არ მოაქვს სარგებელი არც სულისათვის, არც მოყვასისათვის, მოწესრიგებული მარხვით, სხვებზე ზრუნვით.

ვერ გირჩევთ ვერანაირ სპეციალურ ლოცვას. "განსაკუთრებული" არის ის ლოცვა, რომელიც უფრო ახლოს მოდის გულთან, რომლის მუდმივად განმეორებას ნაკლები დაძაბვა ჭირდება, რომელშიც ნაკლებად გვეფანტება გონება. კარგი იქნება, თუ სკვნილით ილოცებთ იესუს ლოცვას. ოღონდ რაოდენობას მხოლოდ სულიერი მოძღვარი თუ დაგიდგენთ თქვენი შესაძლებლობისდა მიხედვით. ერთი სიტყვით უძლიერესი იარაღი სულიერ ბრძოლაში არის ლოცვა.

მოვა დრო, როცა დამთავრდება ცხოვრების არსებული ფორმა და ყველანი დავდგებით საშინელ სამსჯავროზე. როგორ უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება მაშინ მიზეზი მიწიერი წყენისა, შურისძიებისა იმასთან შედარებით, რასაც მოვიმკით მათ გამო! ამ დღის ხსენების გარეშე გატარებული ყოველი დღე – ცხოვრების ეშმაკისადმი შეწირული ნაწილია. გავიხსენოთ, რომ მიწიერ მტრებთან ერთად მოგვიწევს დგომა ღმრთის წინაშე და მათით იმხილება ჩვენი სული. ღირს კი აქაური წყენა იმად, რომ საუკუნოდ დავკარგოთ ქრისტე?! და კიდევ. ისინიც, ვინც შესაძლოა ძალიან დიდ ტკივილს გვაყენებენ, უმეცარნი არიან იმისა, რაც ელით. კაგრია იქნება, თუ შევიბრალებთ მათ, რადგან, თუ არ შეინანეს, საუკუნოდ კარგავენ ნათელს.

ღმერთმა მოგცეთ ნიჭი საკუთარი გულისადმი ყურადღებისა, განსჯისა, მიტევებისა.

აუცილებლად მოგიხსენებთ ლოცვაში და თქვენც გთხოვთ მოხსენებას.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 05:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი