IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> რელიგია VS ათეიზმი, ლოგიკა VS ალოგიკა
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 12:17 AM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



სალამი!

თემა ეძღვნება აქ მოღვაწერ ათეისტებს biggrin.gif

ეს თემა იხსნება იმისათვის რომ, გაიმართოს დისკუსია ათეისტებსა და რელიგიის მიმდევარ ადამიანებს შორის. იხსნება იმისათვის რომ ვუთხრათ ერთმანეთს ჩვენი დამოკიდებულება რადგან, ჭეშმარიტება იბადება კამათში wink.gif. ვუთხრათ ერთმანეთს რაში ვცდებით, რა არ არის სწორი და ვეცადოთ დავამტკიცოდ ჩვენი სიმართლე, მორწმუნეებმა ეცადონ დაამტკიცონ რომ ისინი არიან მართლები (არგუმენტირებულად) და ასევე ათეისტებმა ცადოთ დაამტკიცონ მათი "სიმართლე".
როგორც ვთქვი არგუმენტირებულად თქო, ამიტომ ვეცადოთ ლოგიკას მივყვეთ და თემა არ გავაოფოთ უაზრო პოსტებით.
ეს თემა იქნება ჩემი ერთ ერთი "გალაშქრება" ( biggrin.gif ) ათეისტებთან, და ვცდით დავუმტკიცო მათი ცდომილებები wink.gif.

ხო, საერთოდ როცა ვსაუბრობთ ათეიზმსა და რელიგიაზე და ვეძებთ, სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, შეიძლება ამ საკითხს შევხედოთ რამოდენიმე მხრიდან smile.gif. 1) ფსიქოლოგიური მხარე; ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომელი უფრო ლოგიკური და გამართლებულია ფსიქოლოგიურად, ათეიზმისა თუ რელიგიის?! როდესაც ხედებით ამ საკითხს, ჩვენ ვეხებით ადამიანის საზრისს , ანუ ადამიანური ცხოვრების საზრისს. რისთვის არსებობს ადამიანი? და რაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების საზრისი და არსი? ეხლა, ძნელია თქვა რომ ადამიანური ცხოვრების საზრისი არის სიკვდილში , ეს აბსურდი და უაზრობაა, ცხოვრების არსი მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლეში შეიძლება იყოს და საქმეც იმაშია რომ აი ამგვარ საზრისს მხოლოდ რელიგია გვთავაზობს. კონკრეტულად ქრისტიანული რელიგია, ხოლო ათეიზმი გვთავაზობს იმას რომ ყველაფერი მთავრდება სიკვდილით და განადგურებით და ცხოვრებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია... კვლავ ფსიქოლოგიურ ასპექტს დავუბრუნდეთ და ამ საკითხზე ძალიან კარგად საუბრობს ღვთისმეტყველების პროფესორი, ოსიპოვი. მინდა მოვიყვანო მისი ლექციებიდან ერთ ერთი იგავის სახით გადმოცემული სწავლება.
წარმოიდგინეთ ტყეში დაკარგული ადამიანი, რომელიც ვეღარ იკვლევს გზას, ბნელდება, შიში იპყრობს, და ამ დროს მას შეხვდება რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და გახარებული კაცი ეკითხება ამ ადამიანებს თუ სად არის გასასვლელი, სად არის გზა, რომლითად იგი ტყიდან გავა. და ისინი ეტყვიან რომ: შენ მართალია შემოხვედი გენაცვალე, მაგრამ გასასვლელი არ არსებობს და ვერ გახვალ აქედან, და არც ის გზა არსებობს რომელსაც შენ ეძებ და არც ის ადგილი სადაც შენ გინდა მოხვდე, შეგიძლია აი ჩვენს გვერძე, აქ იცხოვრო . რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე მოსასმენია ადამიანისათვის, რომელიც ტყეში იკარგება. და ამ დროს ამ ადამიანს კიდევ ხვდება ერთი გლახაკი, ნაკლებად ავტორიტეტულად გამოიყურება იმ ადამიანებთან შედარებით, და მასაც ეკითხება იგივეს და ეს გლახაკი ეუბნება რომ არსებობს გასასვლელი, ანუ ის გზას სთავაზობს და ეუბნება რომ გაიყვანს მას. სთავაზობს რუკას და პირდება რომ ის გავა იმ რუკით. როგორ ფიქრობთ ვის დაუჯერებს ეს ადამიანი? თავისთავად ცხადია რომ ადამიანი დაუჯერებს მას ვინც გზას სთავაზობს. ადამიანს აქვს თვით გადარჩენის ინსტიქტი, ამიტომ იგი აუცილებლად დაუჯერებს მას ვინც რუკა მისცა და გზა შესტავაზა. მართალია ამ ადამიანმა არ იცის ვინ ტყუის და ვინ არა, ანუ სად არის სიცრუე და სად სიმართლე, მაგრამ თუმდაც ის ფაქტი რომ ეს გლახაკი რაღაც გამოსავალს სთავაზობს და ისინი საერთოდ არაფერს არ სთავაზობენ, იგი აუცილებლად აირჩევს იმ გლახაკს და მოსინჯავს, არის თუ არა იგი მართალი. აქედანაც ჩანს რომ, ფსიქოლოგიური ასპექტით არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია. მე ვირჩევ იქ, სადაც არის სიცოცხლე, სადაც არის სიცოცხლის აზრი, ხოლო სადაც სიკვდილია და უიმედობა, იმას არ ავირჩევ.
მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი.
არსებობს მითი, მითი ათეიზმსა და რელიგიაზე. ეს მითი ასე გამოიყურება: რომ ათეიზმი, არის ერთადერთი დასაბუთებული და ობიექტურად არგუმენტირებული მეცნიერული მსოფლმხედველობა. smile.gif , რომ მის გარდა სხვა ნებისმიერი მსოფლმხედველობა არის მცდარი, და ამ მითის მიმდევრები გვასწავლიდნენ რომ "მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტიკა რომ ღმერთი არ არსებობს", ათეისტური წყობილების დროს შეიძლება არც კი გაჩენილიყო რაიმე კითხვა მაგრამ, ახლა შეიძლება დაისვას: რომელმა მეცნიერმა დაამტკიცა რომ ღმერთი არ არსებობს?! აი ნებისმიერმა მეცნიერმა შეიძლება რომ ეს დაამტკიცოს? რა თქმა უნდა არ შეიძლება. მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი მორწმუნე იყო, აქ უკვე აშკარა არის რომ მეცნიერებას უბრალოდ არ შეუძლია დაამტკიცოს ღმერთის არ არსებობა. მეცნიერების კვლევის სფერო არის ფიზიკა, ხოლო რელიგია არის ფიზიკის მიღმიერი საკითხი.
კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას, საერთოდ როცა საუბრობენ ღვთის არსებობა, არ არსებობაზე და ხშირად გარკვეულ ალბათურ თეორიებსაც მოიშველიებენ ხოლმე, და მსჯელობენ გარკვეული სტატისტიკითა და ლოგიკით. ერთ ერთ ევროპელ ფიზიკოს აქვს დაწერილი რომ, ის რომ ვთქვათ შემთხვევით გაჩენილიყო ცოცხალი უჯრედი, ამის ალბათობა განუზომლად უფრო დიდი იყო ვიდრე ის რომ მაიმუნი დასვა კომპიუტერზე და ზედიზედ, გადაბმულად, ძალიან ბევრჯერ შეუცდომლად აკრიფოს ბიბლია, თავიდან ბოლომდე. ეს ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამის ალბათობა 0 ია. და ამასთან შედარებით განუზომლად არ არსებობს იმისი ალბათობა რომ თავისით, დამოუკიდებლად წარმოშობილიყო ცოცხალი უჯრედი.

ერთ ერთ ლექციაზე ლექტორმა განაცხადა რომ ჟირაფი არ არსებობს. მან დაწერა რაღაც თეორემები და მაგალითები და მან საბოლოო დასკვნა გამოიტანა რომ ჟირაფი არ არსებობს. მან თქვა რომ აი ამბობენ რომ ჟირაფი აი ამხელა, ესეთი ცხოველია, თუმცა აი მე დავამტკიცე რომ იგი არ არსებობს, რა თქმა უნდა ის წერს ტავის მოგონილ რაღაც თეორემებს, მაგრამ იგი პრაქტიკულად ვერ ამტკიცებს. და ამ დროს წამოდგება ერთ ერთი სტუდენტი და ეტყვის: იცით გასაგებია თქვენი თეორემები და მაგალითები მაგრამ.... მე მინახავს ჟირაფი. და იქ კიდევ რამოდენიმე თვითმხილველი წამოდგება. და როცა ნეიტრალური ადამიანი ზის დარბაზში და არ იცის ვინ დაუჯეროს მას არჩევანი აქვს, პროფესორს რომელმაც დაუმტკიცა რომ ჟირაფი არ არსებობს, ყველაფერი აჩვენა, ფორმულებით გამოუყვანა, დაუსაბუთა, რომ ჟირაფი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამ დროს არსებობენ, რომლებიც ამბობენ რომ მათ უნახავთ ჟირაფი. ვის შეუძლია დაუჯეროს ადამიანმა? ნეიტრალური ადამიანი თუ იტყვის რომ ისინი იტყუილებიან ვინც ამბობენ რომ ჟირაფი უნახავთ, მაშინ ისინი ამ ადამიანს შესთავაზებენ ბილეთს აფრიკაში (biggrin.gif) და ამ ადამიანს შეუძლია თავად დარწმუნდეს ამაში. ამით რისი თქმა შეიძლება, როდესაც ჩVენ ვინმეს არსებობაზე ან არარსებობაზე ვსაუბრობთ შეიძლება ასე ითქვას : არსებობენ ადამიანები რომლებსაც უნახავთ ესა თუ ის საგანი ან ვინმე. და ასევე ისინი გვთავაზობენ, გზას, რომ ჩვენც შეგვეძლოს ნახვა აი იმ საგნის, რომელზეც არის საუბარი. ეხლა აი ამ კუთხით შევხედოთ რელიგიასა და ათეიზმს და შევადაროთ ერთმენეთს. ჯერ ქრისტიანობაზე ვისაუბროთ. ქრისტიანობას ყავს, შეიძლება ითქვას მილიონობით თვითმხილველი,ჯერ პირველი საუკუნე ავიღოთ, რა საშIნელ დევნას განიცდიდა ქრისტიანობა, რამდენმა ადამიანმა შესწირა თავისი თავი უფალს და თავის სარწმუნოებას, როგორ ფიქრობთ რა მიზეზით წირავდნენ ისინი თავიანთ თავებს უფალს? მათ აზროვნებაში ხომ ფანატიზმის ნასახიც არ იყო, რადგან ფანატიზმი გამორიცხავს სიყვარულს, ხოლო მათში უზაზღვრო სიყვარული ფუფევდა, ისინი ჯალათებსაც ხელებს უკოცნიდნენ, მტრებისთვის ლოცულობდნენ, და ხშირად ჯალათებიც და იქ დამსწრე ხალხი ამ ყველაფრის დამნახავი იქვე აღიარებდნენ რელიგიას და ხშირად იქვე ეწამებოდნენ ხოლმე. როგორ ფიქრობთ რა ძალა იყო ის რაც ამოძრავებდა ამ ხალხს, ეს იყო სიყვარული, რას შეეძლო გამოეწვია მათი ამგვარი ტავგანწირვა?! მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ ისინი ხედავდნენ ღმერთს. ისინი იყვნენ მხილველნი ღვთისა. რა თქმა უნდა ღვთის ხილვის სხვადასხვა გზა არსებობს, გულით ხილვა, თვალით როგორც ნათელი, როგორც ხედავდნენ წმ სერაფიმე საროველი, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ გრიგოლ ხანძთელი, ესეთი ადამიანები მრავლად არ არიან მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა ღმერთს ხედავდა/ხედავს გულით და რომ ხედავდნენ გულით ისინი ამიტომ წირავდნენ თავს. და დღესაც ადამიანი რომელიც სწორი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს იგი ხდება, მხილველი ღვთისა გულით. ჩვენ ჩამოვთვალეთ რომ არსებობდნენ ადამიანები რომლებმაც ნახეს უფალი, რომლებმაც იცოდნენ უფლის არსებობა, არამხოლოდ სწამდათ როგორც ასეთი, არამედ იცოდნენ მისი არსებობა, უმეტესობამ გულით შიგრძნო და ნახა უფალი, ზოგმაც ცხადა, დავინმეს ეყოფა კადნიერება რომ თქვას რომ ისინი ტყუოდნენ? მაშინ ქრისტიანობა სთავაზობს მას გზას, რომ მათაც დაინახონ უფალი, ქრისტიანობა სთავაზობს ასეთ ადამიანს რწმენას და რელიგიას და ეუბნება მას რომ, იცხოვრე შენ აი ამ ცხოვრებით, ეს წესები და მცნებები აღასრულე და შენც გახდები ღირსი ნახო უფალი თვალით თუ გულით, ეს შენს სულიერ სიმტკიცესა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. უფალი პირდაპირ გვეუბნება 9 ნეტარებაში : "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".ამას ამბობს ადამიანად მოსული ღმერთი. ადამიანს შეუძLია ეს გამოცადოს. ეკლესიური ცხოვრება სთავაზობს მას გული განიწმინდოს. ადამიანს შეუძLია ეს მიიღოს, შეუძლია არ მიიღოს მაგრამ ქრისტიანობას ყავს ღვთის თვალით მხილველნიც და გულით მხილველნიც.
ეხლა აი ამ კუთხით შევაფასოთ ათეიზმი.რას გვთავაზობს ათეიზმი? პირველ რიგში კითხვა: ყავს თუ არა ათეიზმს ღვთის არ არსებობის მხილველნი? აი გამოთქმაც კი ჭირს, იმიტომ რომ სრულიად ალოგიკურ რაღაცაზე ვსაუბრობთ. ღმერთის არსებობის მხილველნი არსებობენ ქრისტიანობაში მაგრამ მისი არ არსებობის მხილველნი შეიძლება არსებობდნენ? ღვთის არ არსებობის მხილველნი შეუძლებელია არსებობდნენ. კითხვა ქრისტიანს: რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ მე ღმერთი დავინახო? და ქრისტიანობა იმ წამსვე მაძლევს გზას, მაძლევს კონკრეტულ გზას, რომ აი ეს გააკეთე, შენ მოინდომე და შენ იხილავ ღმერთს. ეხლა ათეისტს რომ დავუსვა კითხვა: რა გავაკეთო იმისათვის რომ დავრწმუნდე ღმერთის არ არსებობაში? ამაზე პასუხი არ არსებობს. wink.gif როგორ შეიძლება არსებობდეს გზა/პროგრამა რომლითაც დარწმუნდები რომ ღმერთი არ არსებობს? ეს ხომ აბსურდია?
თემაში განხილული და გამოყენებული მაქვს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებებიდან ამონარიდები smile.gif

დავიღალე წერით smile.gif

ვისაუბროთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 29 2008, 12:23 AM
პოსტი #2


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



"ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ ღმერთი არსებობს და ამავდროულად შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ ის არ არსებობს."
კანტი


ციტატა
რომელმა მეცნიერმა დაამტკიცა რომ ღმერთი არ არსებობს?


და რომელმა დაამტკიცა რომ არსებობს?

მოკლედ.... ყველას კარგად მოგეხსენებათ არხეს, სუბსტანციის, პირველსაწყისის, ლოგოსის ძიება ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება... პირველსაწყისი, რომელმაც შექმნა და რომელიც მართავს....

იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ლოგოსს ანუ სიტყვას ანუ სუბსტანციას უწოდებს ქრისტეს და ამბობს:"პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღვთისათანა და ყოველივე მისგან შეიქმნა."

ფილოსიფიის უახლეს ხანაში იბადებიან ისეთი გიგანტები როგორიც არის ზემოთხსენებული კანტი, ჰეგელი და სხვები და საფუძველს უყრიან რაციონალურ აზროვნებას... ანუ ისინი თვლიან, რომ ღმერთი არ არსებობს და ყველაფერი ადამინისგან მოდის... რომ თუ გვინდა ვიპოვოთ პირველსაწყისი უნდა შევიცნოთ ჩვენი თავი....

სინამდვილეში ამთი ეს "ათეისტური" დასკვნა ძალიან ახლოს დგას ქრისტიანობასთან.... დააკვირდით, ღმერთი ადამინს ქმნის ხატად თავისა.... ანუ ადამიანი არის ღმერთის "ასლი", მსგავსი.... სრულყოფილი ადამიანი ი არის გაღმრთობილი ადამიანი ანუ ქრისტე... ქრისტე იყო სწორედ ლოგოსი.. ის იყო ხილული ღმერთი და ყველაფერი ეს აღიწერა ბიბლიაში....

აადამიანი სულიწმიდის ტაძარია ანუ ის არის ღვთის სამყოფელი... სინამდივილეში ამ ათეისტმა ბატონებმა ჭეშამრიტებას მიაკვლიეს.. ადამიანიდან შეგვიძლია გავიდეთ ღმერთზე... სრულყოფილების ხიდის საშუალებით....

სრულყოფილი ადამიანი არის ქრისტე... ქრისტე არის ლოგოსი, პირველსაწყისი, სუბსტანცია... გახდით ქრისტე და გაიგებთ ვინ არის ღმერთი და არსებობს თუ არა ის...

ასე რომ ბატონებო.... ათეიზმი ეს არის ფილოსოფიურად ლოგიკის მეშვეობით ჭეშმარიტების ძიება... თეიზმი კი რწმენა... "ნეტარ იყვნენ ვინც არ მიხილა და მიწამა" ეუბნება ახლადაღმდგარი იესო თომას....

ეს მოკლედ.. თორემ ბევრია ისედაც სასაუბრო...



--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 12:29 AM
პოსტი #3


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
"ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ ღმერთი არსებობს და ამავდროულად შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ ის არ არსებობს."
კანტი

ღმერთის არსებობის/არ არსებობის დამტკიცება შეუძლებელია.
როგორ შეიძლება ადამიანმა, ამ უსუსურმა არსებამ შეძლოს მისივე შემქმნელის განუსაზღვრელად დიადი და უსაზღვრო, ადამიანისთვის შეუცნობელი არსების, უფლის არსებობის დამტკიცება?

ციტატა
და რომელმა დაამტკიცა რომ არსებობს?

საქმეც მაგაშია დავით, რომ მეცნიერება უძლურია რელიგიასთან, მეცნიერებას არ შეუძლია დაამტკიცოს ღმერთის არსებობა ან არ არსებობა, იმიტომ რომ რელიგია მეცნიერების მიღმიერია. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 29 2008, 12:35 AM
პოსტი #4


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
როგორ შეიძლება ადამიანმა, ამ უსუსურმა არსებამ შეძლოს მისივე შემქმნელის განუსაზღვრელად დიადი და უსაზღვრო, ადამიანისთვის შეუცნობელი არსების, უფლის არსებობის დამტკიცება?


როგორ და თვითონ უნდა გახდეს ღმეთი... ქრისტე უნდა მოიხვეჭოს!.... სრულყოფილი უნდა გახდეს wink.gif


ციტატა
საქმეც მაგაშია დავით, რომ მეცნიერება უძლურია რელიგიასთან, მეცნიერებას არ შეუძლია დაამტკიცოს ღმერთის არსებობა ან არ არსებობა, იმიტომ რომ რელიგია მეცნიერების მიღმიერია.


არაააო.... რელიგიაც მეცნიერებაა... და ისიც თავნებურად გამოეყო ფილოსოფიას სხვა მეცნიერებების მსგავსად... ორი სახის თეოლოგიაა.... მისტიკური და რაციონალური.... ქრისტიანობა მისტიკურს ეკუთვნის, მაგრამ რაცინოლურის დასკვნას ემთხვევა


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Mar 29 2008, 12:36 AM
პოსტი #5


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



უფლის არსებობას ვერავის დაუმტკიცებ,პიროვნებას ვერც უბრძანებ და ვერც აიძულებ რომ მისი არსებობა დაიჯეროს, უფალი ჩვენს გულშია, ჩვენ თუ არ ჩავიხედეთ საკუთარ გუშლში სხვას როგორ ჩავახედებთ?
ყველამ საკუთარ გულში უნდა ეძიოს უფალი, ღმერთი სადღაც ფიზიკურ გეოგრაფიულ განზომილებაში კი არ არსებობს არამედ ჩვენშია, ჩვენ უნდა შევიგრძნოთ იგი.
ათეისტები უბრალოდ საკუთარი გულისთქმას ვერ უგდებენ ყურს, გულებში ვერ იხედებიან, ცხოვრება კი გულმოდგინეთ დაანახებს თავიანთ გულებს, ამისთვის კი დროა საჭირო..



--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 29 2008, 12:38 AM
პოსტი #6


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
უფლის არსებობას ვერავის დაუმტკიცებ,პიროვნებას ვერც უბრძანებ და ვერც აიძულებ რომ მისი არსებობა დაიჯეროს, უფალი ჩვენს გულშია, ჩვენ თუ არ ჩავიხედეთ საკუთარ გუშლში სხვას როგორ ჩავახედებთ?ყველამ საკუთარ გულში უნდა ეძიოს უფალი, ღმერთი სადღაც ფიზიკურ გეოგრაფიულ განზომილებაში კი არ არსებობს არამედ ჩვენშია, ჩვენ უნდა შევიგრძნოთ იგი.ათეისტები უბრალოდ საკუთარი გულისთქმას ვერ უგდებენ ყურს, გულებში ვერ იხედებიან, ცხოვრება კი გულმოდგინეთ დაანახებს თავიანთ გულებს, ამისთვის კი დროა საჭირო..



აი კაციიი.... ზუსტად მანდ ვარ მეც... ეგაა ზუსტად რაციონალიზმი 2kiss.gif

მიგლოცოს კონანმა! biggrin.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Mar 29 2008, 12:45 AM
პოსტი #7


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



დავით ივერიელი
hehe.gif hehe.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 12:46 AM
პოსტი #8


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
არაააო.... რელიგიაც მეცნიერებაა... და ისიც თავნებურად გამოეყო ფილოსოფიას სხვა მეცნიერებების მსგავსად... ორი სახის თეოლოგიაა....

არავინ ამბობს არ არისო. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის კავშირი ღმერთთან. შემდეგ შეიძლება მისი ნებისმიერი მხირდან განხილვა, რელიგია შეიძლება განიხილოს, ფსიქოლოგიური, თეოლოგიური, მეცნიერული მხრიდან, მაგრამ თვითონ რელიგია, როგორც ასეთი არის მხოლოდ და მხოლოდ უფლისა და ადამიანის კავშირი. მეცნიერება ყოველთვის რაღაცას ამტკიცებს არგუმენტებითა და თეორემებით, ღვთის არსებობის დამტკიცება კი თეორემებითა და მაგალითებით შეუძლებელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 29 2008, 12:48 AM
პოსტი #9


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
არავინ ამბობს არ არისო. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის კავშირი ღმერთთან. შემდეგ შეიძლება მისი ნებისმიერი მხირდან განხილვა, რელიგია შეიძლება განიხილოს, ფსიქოლოგიური, თეოლოგიური, მეცნიერული მხრიდან, მაგრამ თვითონ რელიგია, როგორც ასეთი არის მხოლოდ და მხოლოდ უფლისა და ადამიანის კავშირი. მეცნიერება ყოველთვის რაღაცას ამტკიცებს არგუმენტებითა და თეორემებით, ღვთის არსებობის დამტკიცება კი თეორემებითა და მაგალითებით შეუძლებელია.



აქსიომა თვითონ ქრისტეა! რელიგია წამალია.... საშუალებაა ადამინის ღმერთთან ურთიერთობისა.... რომელიც ღვთისმეტყველებმა, თეოლოგებმა, მეცნიერებმა, მოციქულთა მემკვიდრეებმა ჩამოაყალიბეს...


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Mar 29 2008, 12:50 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



რელიგია VS ათეიზმი რატო VS?? ათეისტები მტრები ხომ არ არიან? მაშინ ისლამის ხალხზე რაღა უნდა ვთქვათ? იმათ სახარებაში წერია არ წამს ალახი მოკალი dry.gif ... მარა აი ერთი რაც არ მომწონს ათეიზმში მაგათ უმეტეს ჯერათ რომ მეცნიერება მაგით მხარეზეა და რაღაც ესე მიაჩნიან ათეიზმი=მეცნიერება.. მარა ამდროს ეგრე არაა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 12:51 AM
პოსტი #11


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
აქსიომა თვითონ ქრისტეა! რელიგია წამალია.... საშუალებაა ადამინის ღმერთთან ურთიერთობისა....

ე ბიჯო ამას ვამბობ მეც სხვა კი არაფერს biggrin.gif

ციტატა
რელიგია VS ათეიზმი რატო VS?? ათეისტები მტრები ხომ არ არიან?

მტრები რა შუაშია? მე მხოლოდ დავუპირისპირე ეს ორი მსოფლმხედველობა ერთმნეთს. "დაპირისპირება" არ ნიშნავს მტრობას. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 29 2008, 12:52 AM
პოსტი #12


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
... მარა აი ერთი რაც არ მომწონს ათეიზმში მაგათ უმეტეს ჯერათ რომ მეცნიერება მაგით მხარეზეა და რაღაც ესე მიაჩნიან ათეიზმი=მეცნიერება.. მარა ამდროს ეგრე არაა..



ათეიზმიც და თეიზმიც მეცნიერებაა... და საბოლოოდ ორივე ერთ დასკვნამდე მიდიან, რომ ღმერთი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა ზეცაში!


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Mar 29 2008, 12:57 AM
პოსტი #13


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



თათარაშვილი
რამდენჯერ უნდა დაუპირისპიროთ ფორუმში ათეიზმი და თეიზმი ერთმანეთს?
ზოგ ათეისტს შეიძლება უფალი არ სწამდეს მაგრამ უფრო ლმობიერი და ჰუმანური იყოს ვიდრე ფსევდო ეკლესიური ფარისეველი.
საერთოდ სიტყვა ათეიზმი არ უნდა არსებობდეს ადამიანები რომლებსაც სხავნაირი თვითშეგნება გააჩნიათ ამბობენ ეკლესიიზმი ქრისტიანიზმი და აშ??
აბა ჩვენ რატომ ვუწოდებთ ათეიზმს და ათეისტებს??


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 01:01 AM
პოსტი #14


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
რამდენჯერ უნდა დაუპირისპიროთ ფორუმში ათეიზმი და თეზიმი ერთმანეთს?

იმდენჯერ და იმდენი დოზით სანამ არ მივახვედრებთ ათეისტებს რომ სინათლე აქეთ არის, და ერთად მივიდეთ სინათლესთან.

ციტატა
ზოგს ათეისტს შეიძლება უფალი არ სწამდეს მაგრამ უფრო ლმობიერი და ჰუმანური იყოს ვიდრე ფსევდო ეკლესიური ფარისეველი.

ახალი არაფერი გითქვამს.
და თემასთან ეს რა შუაშია?

ციტატა
საერთოდ სიტყვა ათეიზმი არ უნდა არსებობდეს ადამიანები რომლებსაც სხავნაირი თვითშეგნება გააჩნიათ ამბობენ ეკლესიიზმი ქრისტიანიზმი და აშ??
აბა ჩვენ რატომ ვუწოდებთ ათეიზმს და ათეისტებს??

ვერ გავიგე რას მეკითხები? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Mar 29 2008, 01:08 AM
პოსტი #15


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



თათარაშვილი
ციტატა
იმდენჯერ და იმდენი დოზით სანამ არ მივახვედრებთ ათეისტებს რომ სინათლე აქეთ არის, და ერთად მივიდეთ სინათლესთან

შენ იპოვე სინათლე?
გგონია რომ სინათლე იპოვნე და ეხლა სხვებს უნდა აპოვნინო ?
შენ ჯერ კიდევ ბნელ გზაზე დადიხარ და თუ ამას ვერ ხვდები მთლად ბნელი ყოფილა შენი გზა.
ციტატა
ვერ გავიგე რას მეკითხები?

რას გეკითხები და დროა VS-ები და დაპირისპირებები შევწყვიტოთ.
გაანებეთ ათეისტებს თავი, თქვენ უფლის არსებობას ვერ დააჯერებთ თუ თვითონ არ აღმოაჩინეს.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 01:15 AM
პოსტი #16


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
შენ იპოვე სინათლე?

კი.
მე ვიცი ვინ არის სინათლე!
მე ვიცი რომელია ჭეშმარიტება, რელიგია თუ ათეიზმი.
მე ვაღიარებ ქრისტეს, როგორც მესიას და მხსნელს, მე ვაღიარებ მას რომ ის არის ნათელი ამა სოფლისა. მე უკვე ვიცი ეს.
შენ არა?

ციტატა
შენ ჯერ კიდევ ბნელ გზაზე დადიხარ და თუ ამას ვერ ხვდები მთლად ბნელი ყოფილა შენი გზა.

ეს სხვა საქმეა, მე ვიცი რომ ჩემი ცხოვრება არ არის ქრისტიანული, მე ქრისტიანული ცხოვრება არც კი დამიწყია, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიცი რომ ქრისტე არის ნათელი, მე ვიცი რომ მე ჩემი უზნეო ცხოვრებით უფლის ხატებთან მისვლის ღირსი არ ვარ, მაგრამ მე მწამს რომ უფალი მოწყალეა და მე მწამს გადარჩენის, ამიტომ ჩემო მ16 ო თემის არსი და შინაარსი გაიგე და შემდეგ წერე ეგეთი კომენტარები. wink.gif

ციტატა
რას გეკითხები და დროა VS-ები და დაპირისპირებები შევწყვიტოთ.

მ16 ო, შენი ამხსნელ განმმარტებელი ლექსიკონიც გინდა რომ ვიყო?
კი ბატონო ვიქნები.

VS არ (ჩაანს?) ნიშნავს მტრობას. ეს სახელი პირობითად ავიღე და ეს ორი მსოფლმხედველობა დავუპირისპირე (კეთIლი გაგებით).
გასაგებია თუ არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Mar 29 2008, 01:29 AM
პოსტი #17


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



თათარაშვილი
ციტატა
კი.მე ვიცი ვინ არის სინათლე!მე ვიცი რომელია ჭეშმარიტება, რელიგია თუ ათეიზმი.მე ვაღიარებ ქრისტეს, როგორც მესიას და მხსნელს, მე ვაღიარებ მას რომ ის არის ნათელი ამა სოფლისა. მე უკვე ვიცი ეს.შენ არა?

მთავარი ცონდა არაა, მთავარი ცოდნის სწორად გამოყენებაა ამ შემთხვევაში კი უფლის არსებობის სწორად გაგებაა საჭირო.
ციტატა
ეს სხვა საქმეა, მე ვიცი რომ ჩემი ცხოვრება არ არის ქრისტიანული, მე ქრისტიანული ცხოვრება არც კი დამიწყია, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიცი რომ ქრისტე არის ნათელი, მე ვიცი რომ მე ჩემი უზნეო ცხოვრებით უფლის ხატებთან მისვლის ღირსი არ ვარ, მაგრამ მე მწამს რომ უფალი მოწყალეა და მე მწამს გადარჩენის, ამიტომ ჩემო მ16 ო თემის არსი და შინაარსი გაიგე და შემდეგ წერე ეგეთი კომენტარები.

ხოდა საკუთარ თავზე ნუ კისრულობ სინათლის მოფენას.
ციტატა
მ16 ო, შენი ამხსნელ განმმარტებელი ლექსიკონიც გინდა რომ ვიყო?კი ბატონო ვიქნები.VS sizeo:4/sizeoარsizec/sizec (ჩაანს?) ნიშნავს მტრობას. ეს სახელი პირობითად ავიღე და ეს ორი მსოფლმხედველობა დავუპირისპირე (კეთIლი გაგებით).გასაგებია თუ არა?

ირონია ვერ ჩამოგიხსნია სახიდან რა სინათლეზე მელაპარაკები?!

ციტატა
ეს თემა იხსნება იმისათვის რომ, გაიმართოს დისკუსია ათეისტებსა და რელიგიის მიმდევარ ადამიანებს შორის.



--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 29 2008, 01:33 AM
პოსტი #18


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



m16
ციტატა
მთავარი ცონდა არაა, მთავარი ცოდნის სწორად გამოყენებაა ამ შემთხვევაში კი უფლის არსებობის სწორად გაგებაა საჭირო.

მართლა? მადლობა რო მითხარი. biggrin.gif

ციტატა
ირონია ვერ ჩამოგიხსნია სახიდან რა სინათლეზე მელაპარაკები?!


ისე ტეენ.გე ზე ნაშების თემების ხნსა მოგბეზრდა? ისე ის უფრო გიხდებოდა, აქ რაღაც ფერმკრთალი მეჩვენები.

კარგია ადამიანი სადაც მიდის იქაურ ქუდს რომ იხურებს smile.gif

პ.ს თემა მეტჯერ არ გამაოფებინო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Mar 29 2008, 01:38 AM
პოსტი #19


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



თათარაშვილი
მე მაგ ფორუმში არ ვარ და რომც ვყოფილიყავი ადამიანის სახელის სახალხოდ შელახვა ცოდვაა, სინათლის გზა კი გიპოვნია მაგრამ მაინც ბნელით დადიხარ, უგუნურიც ყოფილხარ და ცოდვილიც, მეცოდები თათარაშვილო.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Mar 29 2008, 02:10 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ისა და მე ვარ ათეისტი და აბა ვნახოთ ერთი რომელი გამინათლებს გონებას და დამანახვებს რომ ქრისტე ყოვლის მოქმედი და ყოვლისა მჭვრეტელია. მუაჰაჰაჰჰჰაჰაჰჰაჰაჰჰა biggrin.gif biggrin.gif laugh.gif (პროვოკატორი)



--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 03:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი