IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> არა იმრუშო, სახარებიდან
მაშიკო
პოსტი May 29 2009, 03:54 PM
პოსტი #1


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



არა იმრუშო
მათე 5, 27-32
გესმა, ამბობს უფალი, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ეს მეშვიდე მცნებაა სჯულისა, რომელიც სინას მთაზე მიეცა ხალხს და ყველასათვის ცნობილი იყო ძველი დროიდან. ღვთის ეს აკრძალვა საკმარისი იყო ძველი ხალხებისთვის, რათა მას სული სუფთად დაეცვათ. ასე დიდად ბრძენი იოსები გაექცა პენტეფრის უსირცხვილო მეუღლეს, რითაც შეინარჩუნა სისუფთავე არა მარტო ხორცისა, არამედ სულისაც. ეხლა კი ფარისეველს შეეძლო საქმით არ შეეცოდა, მაგრამ სულსა და გულში დამღუპველი არაწმიდება ეტარებინადა ამავე დროს, ღვთის წინაშე, თავისი თავი მართლად წარმოედგინა; აი რატომ განგვიმარტა ქრისტე მაცხოვარმა, როგორც უმაღლესმა კანონმდებელმა, ეს მცნება და შეავსო კიდეც მან, ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა, - უყურებს ხილული თვალით თუ თავის გონებაში წარმოიდგენს ქალს ან გოგონას, გულის-თქმად, - ვინც უმზერს მის სილამაზეს და ამით აღვივებს ხორციელი ნდომის ცეცხლს და საკუთარი ნებით იზიდავს ამ მხეცს თავის დაწყნარებულ გულში, იგი უკვე ეხება ქალს, თუ ხელით არა, ცოდვიანი ხედვითა და ნდომით, - მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა. მართალია მან ცოდვა საქმით არ ჩაიდინა, მაგრამ რაღა ეკლდა მას? მას ეს არ შეეძლო: რომ შეძლებოდა, მაშინვე საქმით ჩაიდენდა მას. „ასევე ქალებიც, იკაზმებიან რა იმისათვის, რომ თავი მოაწონონ სხვას, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, სცოდავენ, თუმცა შეიძლება ისინი არავის მოსწონთ: მათ უკვე მოამზადეს საწამლავი, რომელიც უმოქმედოდ დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არავინ შესვა“.
ამრიგად, შესაძლოა შენ ვინმე ისე გიყვარს, რომ მას ენდობი, როგორც შენს მარჯვენა თვალს, და შენთვის იმდენად საჭიროდ თვლი, რომ შენს მარჯვენა ხელად მიგაჩნია იგი, - მაგრამ თუ იგი შენს სულს ვნებს, მაშინ შენ ასეთი ადამიანიც კი უნდა მოიკვეთო. შეამჩნიე აქ, როგორ გამოთქვამს: მაცხოვარი არ ამბობს: მოერიდე, არამედ, სურს რა დაგვანახოს თუ როგორ ძალიან საჭიროა მისგან მოშორება, ამბობს: „აღმოიღე და მოიკუეთე და განაგდე შენგან“. შემდეგ კი, როცა ასეთი მკაცრი მცნება მოგვცა, იქვე გვაჩვენებს მის სარგებელსაც: უმჯობესია შენთვის, რათა ერთი რომელიმე ასო შენი სხეულისა დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩააგდონ საუკუნო ცეცხლში, როცა შენი მეგობარი თავის თავს ვერ შველის და შენც თავისთან ერთად გღუპავს, - რანაირად შეიძლება ამაში დავინახოთ კაცთმოყვარეობა, თუ ორივეს დაღუპვა გელით? ხოლო თუ შენ დაშორდები მას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი თქვენგანი მაინც გადარჩება. მაცხოვარმა თქვა: არა მარტო აღმოიღე, არამედ განაგდე შენგან, რათა აღარასოდეს განაახლო ასეთთან მეგობრობა, თუ იგი არ გამოსწორდება. ამ გზით, შენ დაღუპვისგან იხსნი შენს თავს და მასაც გაათავისუფლებ შენი დაბრკოლებისათვის დიდი სასჯელისაგან. თუ შენთვის აუცილებელი იქნებოდა ორიდან ერთის არჩევა - ან თვალის შენარჩუნებით დაღუპვა, ანდა თვალის მოცილებით, ცოცხლად დარჩენა, რაზე დათანხმდებოდი შენ? ცხადია - უკანასკნელზე. ასევე განსაჯე ადამიანებზეც. ეხლა ხედავ რამოდენა სიყვარულითაა სავსე ქრისტეს მცნება? ხედავ, რამოდენა კაცთმოყვარეობაა ჩადებული მის მოჩვენებით სიმკაცრეში?“ ასე ხსნიან მაცხოვრის სიყვარულს წმინდა მამები: ოქროპირი, ათანასი, კირილე, ნეტარი თეოფილაქტე და სხვები.
მართლაცდა, თუ ამ სიტყვებს გავიგებთ პირდაპირ, მაშინ საჭირო გახდებოდა ენის ამოგლეჯაც, როცა იგი ცუდ სიტყვებს წარმოსთქვამდა; მოსაკვეთი გახდება სხეულის სხვა ნაწილებიც. მაგრამ იქნება კი სიკეთე აქედან, თუ ცოდვის სურვილი არ შეწყვეტდა გულში არსებობას? მუნჯსაც ხომ შეუძლია ბოროტსიტყვაობა და ბრმასაც შეუძლია ხორციელი ტკბობა. აი რატომაა საჭირო მაცხოვრის სიტყვები გავიგოთ შემდეგნაირად: „გაექეცი ყოველივეს, რასაც კი შეუძლია შენს გულში არაწმინდა გრძნობების აღძვრა, როგორიცაა: ვნებიანი სიმღერა, ცეკვა, ბილწსიტყვაობა, მოურიდებელი თამაშობა და ხუმრობა, მოურიდებელი სანახაობა, ისეთი წიგნის კითხვა, სადაც ვნებიანი სიყვარულია, და სხვა. ეცადე არც კი შეხედო იმას, რასაც შეუძლია შენი დაბრკოლება. თუ მტკიცედ განიზრახავ, რომ არ შეხედო იმას, რაც შენთვის დამაბრკოლებელია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ ამოიგდე დამაბრკოლებელი თვალი შენგან. შენ სხეულით არ სცოდავ: „ეს კარგია, დაიცავი გულიც ისეთ ქალწულებრივ სიწმინდეში, როგორშიც სხეული დაგიცავს“.
ვინც შეასრულებს ქრისტეს ამ მცნებას გულის სიწმინდეზე, მას აღარ დაჭირდება იმ შეწყნარებით სარგებლობა, რომელსაც მოსეს სჯული გულქვა ებრაელებს აძლევდა. თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, ვინც მოინდომებს ცოლთან განშორებას და სხვის შერთვას, იმან მიჰსცეს მას განსატევებელი - გაყრის საბუთი. ეს გაყრა დასაშვები იყო ძველ დროს იმიტომ, რომ მკაცრ ქმარს, რომელსაც ემორჩილებოდა ცოლი, როგორც მონა, შეეძლო მისი მოკვლა დაუცველად. ქრისტეს დროს ებრაელები ისე გადაგვარდნენ, რომ დაიწყეს ცოლების შეცვლა თავნებობით, სრულიად უმნიშვნელო მიზეზით, ოღონდ კი ყოფილი მეუღლისათვის მიეცათ განქორწინების საბუთი. ამრიგად, ისინი უკვე არაფრად აგდებდნენ ღვთისაგან დადგენილ მცნებას ქორწინებაზე, და ამავე დროს ცდილობდნენ ამოფარებოდნენ მოსეს სჯულს. ხდებოდა, რომ ვიღაც გემოთმოყვარე იუდეველი რამოდენიმე ცოლს ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა, გაგდებულ ცოლებს მიყვებოდნენ ბავშვებიც და ვინ მოთვლის რამდენი ასეთი ქალი უსახლკაროდ ქუჩაში დარჩა, რამდენი ბავშვი მოაკლდა მშობლის მფარველობასა და ზრუნვას. და აი, იესო ქრისტემ, როგორც სრულუფლებიანმა კანონმდებელმა ახალი აღთქმისა, სრულიად შეცვალა ძველი აღთქმის მოსეს მცნება, და გვაჩვენა როგორი სიწმინდე და ძალა გააჩნია თავდაპირველ კანონს ქორწინებისა: ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, როცა ცოლი ვერ ერთგულებს ქმარს, როცა იგი ღალატობს მას, - მან იმრუშა იგი - ასეთი აძლევს მას საბაბს მრუშობისა, ქმრის სიცოცხლეში სცოდავს სხვასთან, - და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. იმიტომ, რომ მას რომ არ შეერთო, იგი შეიძლებოდა დაბრუნებოდა პირველ ქმარს და შერიგებოდა მას. ასეთი წმინდა და დაურღვეველია კავშირი ცოლ-ქმრობისა. ღმერთმა შექმნა რა ქმარი და ცოლი, აკურთხა და განსწმიდა მათი კავშირი მთელი ცხოვრება: „რათა ერთხორცად იქცნენ“; რაც ღმერთმა შეაერთა, ადამიანმა არ უნდა განაშოროს. ერთადერთი შემთხვევა, როცა უფალი უშვებს გაყრას - ესაა ღალატი ცოლისა, ან ქმრისა: მაშინ თავისთავად ირღვევა ქორწინების წმინდა კავშირი და დასაშვებია გაყრა, მაგრამ მაშინაც, ეკლესიის კანონით, რომელიც იცავს და განმარტავს ქრისტეს მცნებას, დამნაშავეს, ცოლი იქნება თუ ქმარი, ერთმევა უფლება ხელახალი ქორწინებისა. - „ქრისტემ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ცოლისათვის დახშო სხვა კაცთან შეუღლების კარი იმისათვის, რომ იგი ქმრისთვის უფრო ერთგული და უმწიკვლო გაეხადა, მისი სურვილის წინააღმდეგაც კი.

ამრიგად, აქაც ქრისტე მაცხოვარი არ არღვევს ძველ სჯულს, არამედ მას შესძენს თავდაპირვანდელ სიმკაცრეს, სისუფთავესა და სიწმიდეს. - ბოლოს, დაუშვა რა განქორწინება მრუშების შემთხვევაში, აქაც მას მეტად ბრძნული მიზანი ამოქმედებდა. ქმრისთვის რომ სავალდებულო ყოფილიყო მოღალატე ცოლის სახლში გაჩერება, ამით მრუშებას თითქოს დასაშვებსა ხდიდა“.


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irma
პოსტი May 29 2009, 05:28 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 28-September 06
მდებარ.: skami
წევრი № 228



ჩემი აზრით ძალიან რთული შესარულებელი მცნებაა, განსაკუთრებით XXI საუკუნეში, როდესაც ადამიანები გადავეჩვიეთ ერთმანეთზე ფიქრს და აზრი - შეიძლება ვიღაც დავაბრკოლო - საერთოდაც არ გვაღელვებს.
-"მოიკვეთე ხელი შენი", ან "ამოიგდე თვალი შენი" - ვითომდა ძალიან მარტივი შესარულებელი უნდა იყოს, იმიტომ რომ "მოკვეთა" უფრო მარტივია ვიდრე განკურნება. მაგრამ რთულია მოკვეთის მერე დარჩენილი დარდის მოშუშება, ეგ ზუსტად ის დარდია ცოდვის შეტკბობას რომ ახლავს თავს და რომელიც შემდგომში სინანულის გაღვივებით ინკურნება. ჩემს თავსაც და ყველას გისურვებთ რომ დაგვიფაროს ღმერთმა ამ მომაკვდინებელი ცოდვისაგან.


--------------------
...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 1 2009, 03:19 PM
პოსტი #3


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ირმა გეთანხმები ეგ ცოდვა მეტ ნაკლებად ყველას გვაწუხებს...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 22 2009, 08:46 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(მაშიკო @ Jun 1 2009, 03:19 PM) *

ირმა გეთანხმები ეგ ცოდვა მეტ ნაკლებად ყველას გვაწუხებს... ძნელია თავის არიდებაც, მაგრამ უნდა შევეცადოთ მაინც შეგნებულად არ შევცოდოთ.
ღმეთმა გააძლიეროს ყველა თვენგანი


ახლა ამ საკითხზე ერთ თემას წამოვჭრი, რაც ჩემი აზრით ხელს უწყობს "სიძვა-მრუშობის ცოდვით დაცემას". ეს არის საზოგადოებრივი აზრი და ამ აზრის ფორმირებაში თანაბარი ბრალი მიგვიძღვის მამაკაცებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ ქალებსაც.

ამ ცოდვასთან ჭიდილის პრობლემას განსაკუთრებით მამაკაცები აწყდებიან. კერძოდ: საზოგადოებრივი აზრი მხარს უჭერს "მოგულავე კაცებს" smile.gif. სხვათაშორის ამ აზრის ემხრობიან ქალებიც smile.gif. შენს ირგვლი შენიო ახლობლები მეგობრებისც (მამაკაცებს ვგულისხმობ) ესეთი წესით ცხოვრობენ და ეს მათთვის ბუნებრივია. შენ კიდევ, როცა ამაზე უარს ამბობ, უეჭველ თვითიზოლაციას აკეთებ.

ამიტომ როდესაც ერისკაცი (რომელიც პირდაპირ მღვდელი ან სასულიერო პირი არ გამხდარა), მაგრამ უნდა ქრისტიანულად იცხოვროს გარდაუვალად შეეჩეხება ამ საზოგადოებრივი აზრის პრობლემას. საზოგადოება მას მინიმუმ აითვალსწუნებს ან/და შეიძლება რაიმე იარლიყიც მიაკრასsmile.gif

ანუ დავუკვირდეთ რა ხდება, პრობლემა მხოლოდ მრუშობის ვნებების დაკმაყოფილება კი არ არის, არამედ უფრო დიდი პრობლემაა საზოგადოებრივი აზრისათვის გადაბიჯება. ამის გაკეთება არც ისე ადვილია, მაგრამ აუცილებელი. სხვანაირად ქრისტიანობა შეუძლებელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 22 2009, 09:27 PM
პოსტი #5


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



damiane80
ციტატა(damiane80 @ Jun 22 2009, 08:46 PM) *

პრობლემა მხოლოდ მრუშობის ვნებების დაკმაყოფილება კი არ არის, არამედ უფრო დიდი პრობლემაა საზოგადოებრივი აზრისათვის გადაბიჯება.

რა კარგად და ლაკონურად ჩამოგიყალიბებია... yes.gif

სამწუხაროდ გურჯისტანი ძალიან შორს დგას ქრისტეანული მსოფლმხედველობისგან და ძირითადად წარმოადგენს აზიური მენტალიტეტის და ჰომო-სოვიეტ-იკუსთა ნარევს.

გურჯისტანში კაცი თუ ქალებში არ დადის უკაცრავად და პიდარასტის იარლიყი აქვს გამოწერილი. (ეგება და არც კაცებში დადის კაცო? biggrin.gif ) გურჯთა დიად სამეფოში საკმაოდ მძლავრი ნიადაგი აქვს ქალიშვილობის ინსტიტუტს, მაგრამ ვაჟიშვილობა არის "გრეხი" ანუ ზუსტად შებრუნებული სტერეოტიპია. (ისე, კსტაწი, "გრეხ" ცოდვას ნიშნავს რუსულად და რა გამოდის ალბათ ქე ხვდებით biggrin.gif )

შებრუნებული სტერეოტიპი კი იმის ნიშანია, რომ ქართულ მენტალიტეტს და ქრისტეანობას თითქმის არა აქვს კავშირი. ჩვენთან მამიკოები 15-16 წლის ბიჭებს საროსკიპოებში ძალით მიარბენინებენ (მეძავთან წინასწარი გარიგების შემდეგ) ბიჭის დასავაჟკაცებლად და ამას 2 დღიანი გადაბმული სუფრით აღნიშნავენ, ( biggrin.gif ) სამაგიეროდ 15-16 წლის გოგოს ოთახში ჩაკეტავენ იგივე მამიკოები, ბიჭისთვის სახეში მართი კუთხით შეხედვის უფლების გარეშე, (ჰა, ჰა.... მაქსიმუმ 45 გრადუსამდე გააყოლონ მზერა შეპარვით biggrin.gif ) თანაც 8 საათის შემდეგ გარეთ გასვლა ეკრძალებათ. (გურჯულ მითებში სწორედ ამ დროს იწყებს ბოზთა და როსკიპთა ქალღმერთი ქუჩებში თარეშსს biggrin.gif )

თავის მხრივ გოგოებსაც ტვინი ეღრძოთ უკვე ამგვარი დამოკიდებულებით და აფასებენ ასეთ გარემოს biggrin.gif , ასევე აფასებენ ვაჟიშვილ ბიჭებსაც, ოღონდ ისე, ზოგადად, აი, საკუთარი საქმრო ეგეთი ვერ წაროუდგენიათ biggrin.gif თუმცა თავის მხრივ მაგარი უტყდებათ თუ ვინმე დასცინის მათ ან ზოგადად ქალიშვილობას, ისევ ორმაგი მიდგომები, ჩამორჩენილი სტერეოტიპები და ყველაფერი უბედურება ერთად... biggrin.gif

იტოგში ყანააა რა მაგარი... biggrin.gif

ვინც ამ ყველა მარაზმულ სტერეოტიპს და საზოგადოებრივ აზრს გადააბიჯებს ქრისტეანობის სასარგებლოდ, ის ნამდვილად დასაფასებელია და დასაფასებელია მეტწილ იმიტომ, რომ საკუთარ პიროვნებაში საზოგადოებრივი აზრი დაამარცხა და არა იმიტომ რომ შეუძლებელია ქრისტეანული ცხოვრება და მრუშობისგან თავის შორს დაჭერა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 22 2009, 09:34 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ვაი, რომ მართალი ხარ..... sad.gif



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jun 22 2009, 10:01 PM
პოსტი #7


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა( გიორგი @ Jun 22 2009, 08:27 PM) *

damiane80

რა კარგად და ლაკონურად ჩამოგიყალიბებია... yes.gif

სამწუხაროდ გურჯისტანი ძალიან შორს დგას ქრისტეანული მსოფლმხედველობისგან და ძირითადად წარმოადგენს აზიური მენტალიტეტის და ჰომო-სოვიეტ-იკუსთა ნარევს.

გურჯისტანში კაცი თუ ქალებში არ დადის უკაცრავად და პიდარასტის იარლიყი აქვს გამოწერილი. (ეგება და არც კაცებში დადის კაცო? biggrin.gif ) გურჯთა დიად სამეფოში საკმაოდ მძლავრი ნიადაგი აქვს ქალიშვილობის ინსტიტუტს, მაგრამ ვაჟიშვილობა არის "გრეხი" ანუ ზუსტად შებრუნებული სტერეოტიპია. (ისე, კსტაწი, "გრეხ" ცოდვას ნიშნავს რუსულად და რა გამოდის ალბათ ქე ხვდებით biggrin.gif )

შებრუნებული სტერეოტიპი კი იმის ნიშანია, რომ ქართულ მენტალიტეტს და ქრისტეანობას თითქმის არა აქვს კავშირი. ჩვენთან მამიკოები 15-16 წლის ბიჭებს საროსკიპოებში ძალით მიარბენინებენ (მეძავთან წინასწარი გარიგების შემდეგ) ბიჭის დასავაჟკაცებლად და ამას 2 დღიანი გადაბმული სუფრით აღნიშნავენ, ( biggrin.gif ) სამაგიეროდ 15-16 წლის გოგოს ოთახში ჩაკეტავენ იგივე მამიკოები, ბიჭისთვის სახეში მართი კუთხით შეხედვის უფლების გარეშე, (ჰა, ჰა.... მაქსიმუმ 45 გრადუსამდე გააყოლონ მზერა შეპარვით biggrin.gif ) თანაც 8 საათის შემდეგ გარეთ გასვლა ეკრძალებათ. (გურჯულ მითებში სწორედ ამ დროს იწყებს ბოზთა და როსკიპთა ქალღმერთი ქუჩებში თარეშსს biggrin.gif )

თავის მხრივ გოგოებსაც ტვინი ეღრძოთ უკვე ამგვარი დამოკიდებულებით და აფასებენ ასეთ გარემოს biggrin.gif , ასევე აფასებენ ვაჟიშვილ ბიჭებსაც, ოღონდ ისე, ზოგადად, აი, საკუთარი საქმრო ეგეთი ვერ წაროუდგენიათ biggrin.gif თუმცა თავის მხრივ მაგარი უტყდებათ თუ ვინმე დასცინის მათ ან ზოგადად ქალიშვილობას, ისევ ორმაგი მიდგომები, ჩამორჩენილი სტერეოტიპები და ყველაფერი უბედურება ერთად... biggrin.gif

იტოგში ყანააა რა მაგარი... biggrin.gif

ვინც ამ ყველა მარაზმულ სტერეოტიპს და საზოგადოებრივ აზრს გადააბიჯებს ქრისტეანობის სასარგებლოდ, ის ნამდვილად დასაფასებელია და დასაფასებელია მეტწილ იმიტომ, რომ საკუთარ პიროვნებაში საზოგადოებრივი აზრი დაამარცხა და არა იმიტომ რომ შეუძლებელია ქრისტეანული ცხოვრება და მრუშობისგან თავის შორს დაჭერა.


+1


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jun 22 2009, 11:30 PM
პოსტი #8


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გიორგი

მე ვფიქრობ რომ ცუდიც და კარგიც, მრუშობაც კი კაცების ბრალია.

თვითონ დათარეშობენ, მერე მოთხოვნები იცოცხლე biggrin.gif


გადაბრალება მოსდგამთ ჯიშში, გენში დასაბამიდან.

რა ვქნათ ვეგუებით მაგრამ ზოგს ფსიქიკა უმახინჯდება.

თავისუფალი ადამიანი მგონი არასოდეს არ არის, მითუმეტეს ქალი.


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jun 23 2009, 03:15 AM
პოსტი #9


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209





პ.ს. გეთანხმებით ყველაფერში smile.gif ისე გაოცდებიან ხოლმე გაგიჟდებით რა როგორ შენ ქალებში არ დადიხარ და არც აპირებ წასვლასო? : | = )))


ეჰჰჰ sad.gif ომი და განსაცდელი როა ხო ვყვირით ღმერთო გვიშველე და როცა სიწყნარეა ღმერთი აღარ გვახსოვს sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 23 2009, 10:28 AM
პოსტი #10



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი
ციტატა
გურჯულ მითებში სწორედ ამ დროს იწყებს ბოზთა და როსკიპთა ქალღმერთი ქუჩებში თარეშსს


შენ არ იძახდი ქორწილის წინა ღამეს აუცილებლად წავალ ქალებში რომ ცოლთან არ შევრცხვეო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

+1

კანონისტი
ციტატა
ვაი, რომ მართალი ხარ


სასტუმროში ხომ არაფერი შემოუთავაზებიათ? ახლა კარგი აქციებია: 1+1, ან 2+1. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 23 2009, 10:33 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



გიორგი, შენ სადა ხარ კაცო, რაღაც შორიდან გველაპარაკებიsmile.gif

ციტატა

შებრუნებული სტერეოტიპი კი იმის ნიშანია, რომ ქართულ მენტალიტეტს და ქრისტეანობას თითქმის არა აქვს კავშირი
.

ეს ჩემი აზრით არასწორია. უფრო ზუსტად, გააჩნია ქართულ მენტალიტეტს რას დავარქმევთ.

ნამდვილი ქართული მენტალიტეტი აბსოლუტურად გადაჯაჭვულია ქრისტიანულ ცნობიერებასთან. ამის საუკეთესო მაგალითია ენათმეცნიერება. დააკვირდი სიტყვებს: "ორსული" (ანუ ორი სული დედა და ჩანასახი, რომელიც უკვე სულია), ასევე" მეუღლე" (აღიღეთ უღელი თქვენი და შემომიდეგ, ტვირთი ჩემი მსუბუქ არს და უღელი ჩემი ტკბილ არს..- ამას უკავშირდება), ან/და "გარდაცვალება" (მოკვდა კი არა გარდაიცვალა სიკვდილიდან მარადიულ სიცოცლეში). შესანიშნავი არ არის. მე ახლა ლინგვისტი არა ვარ , მაგრამ არა მგონია მსგავსი მნიშვნელობით სადმე მაგალითები იყოს სხვა ენაში.

ახლა ეს რატომ ვთქვი, ქართული მენტალიტეტი გადაჯაჭვულია ქრისტიანულთან, თუმცა ჩვენ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ ქართულს მოვწყდით და ის დავამახინჯეთ. ამაში "უდიდესი ღვაწლი" შეიტანა კომუნიზმმა და ორიენტირების დაკარგვამ. ქართველისათვის ვაჟკაცობა მოყვასისათვის თავდადება კი არა მოსახვევში ტორმუზით და მაღალი გაზით შესვლა გახდა, ვაჟკაცობის ნაისრახეობაა "ქალებში სიარულიც".

თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე და მე მგონია, რომ უკეთესობისაკენ მიდის, ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვუყურებ ასეა.

ციტატა
. ჩვენთან მამიკოები 15-16 წლის ბიჭებს საროსკიპოებში ძალით მიარბენინებენ (მეძავთან წინასწარი გარიგების შემდეგ) ბიჭის დასავაჟკაცებლად და ამას 2 დღიანი გადაბმული სუფრით აღნიშნავენ, ( ) სამაგიეროდ 15-16 წლის გოგოს ოთახში ჩაკეტავენ იგივე მამიკოები, ბიჭისთვის სახეში მართი კუთხით შეხედვის უფლების გარეშე, (ჰა, ჰა.... მაქსიმუმ 45 გრადუსამდე გააყოლონ მზერა შეპარვით ) თანაც 8 საათის შემდეგ გარეთ გასვლა ეკრძალებათ.
.
არა მთლად ასეც აღარ არის, ხო გითხარი უკეთესობისაკენ მიდის თუყმცა ძალიან ნელა.

ლელუკა

ციტატა
მე ვფიქრობ რომ ცუდიც და კარგიც, მრუშობაც კი კაცების ბრალია.

თვითონ დათარეშობენ, მერე მოთხოვნები იცოცხლე

გადაბრალება მოსდგამთ ჯიშში, გენში დასაბამიდან.

რა ვქნათ ვეგუებით მაგრამ ზოგს ფსიქიკა უმახინჯდება
.

გადაბრალება და შეგუება არაფერ შუაშია. ეს საქციელი არ უნდა იყოს მოწონებული და წაქეზებული არც ქალის და არც კაცის მიერ, უნდა იყოს დაგმობილი როგორც ცოდვა. დაგმობილი იმას არ ნიშნავს სახალხო გამოხვიდე და მიტინგები მოაწყო, ან ვიღაცა გალანძღო და ასე შემდეგ. პირადად შენ , მე და ყველას უნდა გვქონდეს ესეთი დამოკიდებულება და ესეთი ცხოვრების წესი. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სწორად ცხოვრობს ის გარშემო მყოფებსაც აცხოვნებს თავისი მაგალითით. აი ასეა, ჩემი აზრით.

საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით მთავარი მაინც ის არის, რომ ქრისტიანმა აბსოლუტურად შეგნებით გაიაზროს რატომ ამბობს უარს მრუშობაზე და სხვა "ტკბილ ცოდვაზე". მე ესე აღვიქვამ, რომ ეს არ არის მხოლოდ გადახვევა რაღაც წესიდან (ეს ძალიან ფორმალურად ჟღერს), არამედ ცოდვაზე უარის მიზეზი ჩემი აზრით, უნდა იყოს ის, რომ ჩვენი სხეული ეს არის სახლის სული წმინდისა (იდეაში) და ამ სახლის სიბინძურეში ჩაფვლით და წაბილწვით პირდაპირ შეურაცხყოფას მივაყენებთ ღმერთს და სულსაც დავღუპავთ. ნუ იყოფინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 23 2009, 10:44 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა(llaasshhaa @ Jun 23 2009, 03:15 AM) *

Amuza

dry.gif mad.gif
პ.ს. გეთანხმებით ყველაფერში smile.gif ისე გაოცდებიან ხოლმე გაგიჟდებით რა როგორ შენ ქალებში არ დადიხარ და არც აპირებ წასვლასო? : | = )))
ეჰჰჰ sad.gif ომი და განსაცდელი როა ხო ვყვირით ღმერთო გვიშველე და როცა სიწყნარეა ღმერთი აღარ გვახსოვს sad.gif


გეთანხმები მართLა ეგრეა biggrin.gif მაგარი პოსტია

თითქმის მთელი კაცების რაოდენობა საქართველოშIც და საერთოდ ასეთ ცოდვებშია + ამას უქალოდ გართობა, ძალიან ბევრია ასეთI ადამიანი ნუთU ყველა დაიღუპება? ohmy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jun 23 2009, 10:45 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა( გიორგი @ Jun 22 2009, 09:27 PM) *


იტოგში ყანააა რა მაგარი... biggrin.gif



ყანააა მართალი ხარ smile.gif

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს არ სჯერად როცა ვეუბნები რომ ვიცნობ ისეთ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს თან ჯანმრთელებს (biggrin.gif) ვინც არ მრუშობს და რას ამბობო შარი მომდეს, სად არსებობს მასეთი კაციო, და დამცინესავით როცა ვუთხარი, მე მექლათანე კაცთან (არც ერთი ორჯერ რომ წავა ქალთან, ან მე რომ არ გამაგებინებს და ასე შემდეგ) ვერ ვიქნები მეთქი
(მე კიდევ ჩემის მხრივ ჩავიცინე გულში biggrin.gif)

ერთმა ლამის კედელს ურტყა თავი არ არსებობს ქმარი ცოლს რომ არ უღალატოსო, ისე ილაპარაკა რომ რა გითხრათ, მე კიდევ ამ დროს ვუდირიჟორე ჯოხის გარეშე biggrin.gif, კი კი რავარც შენ იტყვი თქო smile.gif

და ერთმა ტაძარში მოსიარულემ, მაზიარებელმა მდ.სქესის წარმომადგენელმა იცით რა მითხრა? კაცი რომ ვიყო მეც ვივლიდიო rolleyes.gif
მიდი ახლა და ასეთს უხსენი რამე, აღარ გამიცია პასუხი unsure.gif

მე პირადად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ

ციტატა( გიორგი @ Jun 22 2009, 09:27 PM) *


ასევე აფასებენ ვაჟიშვილ ბიჭებსაც, ოღონდ ისე, ზოგადად, აი, საკუთარი საქმრო ეგეთი ვერ წაროუდგენიათ


წარმომიდგენია და თან როგორ biggrin.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 23 2009, 10:45 AM
პოსტი #14


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(damiane80 @ Jun 22 2009, 09:46 PM) *

ახლა ამ საკითხზე ერთ თემას წამოვჭრი, რაც ჩემი აზრით ხელს უწყობს "სიძვა-მრუშობის ცოდვით დაცემას". ეს არის საზოგადოებრივი აზრი და ამ აზრის ფორმირებაში თანაბარი ბრალი მიგვიძღვის მამაკაცებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ ქალებსაც.


სამწუხაროა მაგრამ ეგ მწარე რეალობაა.........


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jun 23 2009, 10:53 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(მაშიკო @ Jun 23 2009, 10:45 AM) *

სამწუხაროა მაგრამ ეგ მწარე რეალობაა.........


კიიი ეც ვეთანხმები , ქალების ბრალიც არიიიიიიიიიიის თან როგორ

უმეტესობას არამცთუ ქალწული მამრობითი სქესის წარმომადგენელი, არამედ ამ ცოდვაზე მოგვიანებით უარის მთქმელი კაცები ჯანმრთელებად არ მიაჩნიათ

და პირიქით მეალთანე კაცები მოწონთ, ისიც იციან ვისთან დადიან და "მერე რა მოხდა კაცია და უნდა იაროს ქალებში"
მშობლებიც ხელს უწყობენ (დედაც და მამაც, ბებია-ბაბუები)



თუმცა ერთი კია ცოდვის ჩადენა სხვისი ბრალი არასდროს არის, მხოლოდ საკუთარი თავის
ასე რომ... იმისივე ბრალია ვინც ამ ცოდვას სჩადის რა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 23 2009, 11:19 AM
პოსტი #16


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



"დავიწყება ისტორიის მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და წარწყმედისაც. წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა" (წმ. ილია მართალი).

თუ ისტორიას გადავხედავთ დავინახავთ, რომ მოვწყდით ფესვებს (მართლმადიდებლობას, ეროვნულ ფასეულობებს) განსაკუთრებით კომუნისტური რეჟიმის წლებში. ამ დროს მოხდა ფასეულობათა, ტრადიციათა გაუკუღმართება, რაც შედეგია უღვთოდ ცხოვრებისა. მადლობა ღმერთს, რომ ვუბრუნდებით ფესვებს. ეს ხანგრძლივი პროცესია და მნიშვნელოვანია ახალი თაობის ეროვნულ ფასეულობებზე აღზრდა, რასაც ემსახურება შემეცნებითი საუბრები სამების ახალგაზრდულ ცენტრში და სხვა მრავალი. ასე, რომ ვეცადოთ ჩვენში ავღზარდოთ ზნეობრივი ადამიანი და მოყვასისთვისაც მაგალითი ვიქნებით. smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jun 23 2009, 01:08 PM
პოსტი #17


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2009, 09:28 AM) *

გიორგი
შენ არ იძახდი ქორწილის წინა ღამეს აუცილებლად წავალ ქალებში რომ ცოლთან არ შევრცხვეო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

+1

კანონისტი
სასტუმროში ხომ არაფერი შემოუთავაზებიათ? ახლა კარგი აქციებია: 1+1, ან 2+1. biggrin.gif


შალომ დავითო რო ეტყვიან. რა დრო იყო ჩემო მურთაზიჩ, მივლინებებში რომ მივდიოდით საქწყალ ტრესტიდან, სად იციან ახლანდელმა ახალგაზრდებმა მივლინების ფასი. რაც მე ხარკოვში და მინსკში დრო მაქვს ნატარებიი. ქმრებს მივათრობდი და ეს იყო დიდი პატივისცემა ჩახუტება და გაგება, ამით დაფასდა ქართველი კაცი "სოიუზში"


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Jun 23 2009, 02:11 PM
პოსტი #18


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



რა ხდება huh.gif dry.gif sleep.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 23 2009, 03:09 PM
პოსტი #19


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Giorgi-
ციტატა
შენ არ იძახდი ქორწილის წინა ღამეს აუცილებლად წავალ ქალებში რომ ცოლთან არ შევრცხვეო? biggrin.gif

რატომ ხდება ჩემი იმიჯის დისკრიმინაცია დეზინფორმაციული პროპაგანდის მეშვეობით??? biggrin.gif
არადა ხომ იცი მაგ კუთხით რამხელა კომპრომატები მაქვს შენს წინააღმდეგ??? biggrin.gif

Ligia
ციტატა
და ერთმა ტაძარში მოსიარულემ, მაზიარებელმა მდ.სქესის წარმომადგენელმა იცით რა მითხრა? კაცი რომ ვიყო მეც ვივლიდიო

ვაი, შენს პატრონს-თქო ვერ უთხარი....?! biggrin.gif

აი, ზუსტად ეგ არის სტერეოტიპის მონობა. ნამდვილ ქრისტეანულ იდეოლოგიას გაცნობიერებულ ადამიანს ეგეთი სისულელე არ წამოსცდება. ე.ი. თვითონ იმიტომ არ დადის კაცებში ან არ ჰყავს ბოიფრენდი, რომ მეზობლის მამიდა იტყვის ეს რა წამხდარი და ტუტუცი გოგო ყოფილაო არა??? biggrin.gif და არაქრისტეანულ დამოკიდებულებას არა უშავს ხომ??? biggrin.gif

ისე, კსტაწი, გარდა უშუალოდ არაქრისტეანული დამოკიდებულებისა აქ უსიყვარულობაც ჩანს, ე.ი. იმისთვის რომ ერთგული იყოს კონკრეტული ადამიანის, ამის განმაპირობებელი ფაქტორი გრუზინული სტერეოტიპი ყოფილა და არა ქრისტეანობა, მალადეც!!! biggrin.gif

ციტატა
წარმომიდგენია და თან როგორ biggrin.gif

კარგია, რომ სწორად აზროვნებ, მაგრამ ალბათ დამეთანხმები, რომ უმეტესობა არ ფიქრობს შენსავით, არამედ ზემოთხსენებული გრუზინკა მრევლის მენტალიტეტის უფროა... ki.gif

damiane80
ციტატა
ეს ჩემი აზრით არასწორია. უფრო ზუსტად, გააჩნია ქართულ მენტალიტეტს რას დავარქმევთ.

ნამდვილი ქართული მენტალიტეტი აბსოლუტურად გადაჯაჭვულია ქრისტიანულ ცნობიერებასთან.

და სად არის ეს ნამდვილი ქართული მენტალიტეტი? უიშვიათეს გამონაკლისებში?

ნამდვილი ქართული მენტალიტეტი არის ის, რა მენტალიტეტსაც ატარებს ქართველი ერის უმრავლესობა (დიდი უმრავლესობა თან) და ეს არის ძალიან სამარცხვინო, ჩამორჩენილი, იდიოტური და რაც მთავარია არა ქრისტეანული ცნობიერება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 23 2009, 03:37 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



გიორგი
ციტატა
და სად არის ეს ნამდვილი ქართული მენტალიტეტი? უიშვიათეს გამონაკლისებში?


შეიძლება ეს იშვიათია ამჟამად, მაგრამ მთავარია ტენდენცია, საით მივდივართ. ამ თვალსაზრისით მე მგონია რაღაც წინსვლა არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვხდები ესეა საქმე.


ციტატა
ნამდვილი ქართული მენტალიტეტი არის ის, რა მენტალიტეტსაც ატარებს ქართველი ერის უმრავლესობა (დიდი უმრავლესობა თან)


ამაში ვერ დაგეთანხმები. ნამდვილი ქართული მენტალიტეტი რაოდენობით არ იზომება. დღევანდელ მენტალიტეტს შეიძლება ვუწოდოთ "დღესარსებული ქართული მენტალიტეტი", მაგრამ ის "ნამდვილი ქართული" არ არის. ხოლო ნამდვილი ქართული რაც არის ზემოთ პოსტში უკვე აღვნიშნე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 03:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი