IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ვირუსები და საეკლესიო საიდუმლოებები
INFORMATION
პოსტი Nov 19 2009, 03:51 PM
პოსტი #1


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



მორწმუნეები ზიარების დროს ერთი ბარძიმიდან და ერთი კოვზით ეზიარებიან. ხატზე და ჯვარზე მთხვევისას სხვადასხვა ადამიანის ნერწყვი ან ტუჩის საცხი რჩება...

ხომ არ არის გამორიცხული ზიარებისას ან სიწმინდეების მთხვევის დროს ჯანმრთელობისთვის საზიანო ვირუსული დაავადებების გავრცელება? მით უმეტეს ზოგიერთი ვირუსული დაავადება ჰაერით, შეხებით (ღორის გრიპი) გადადის....

რას ამბობს ამ საკითხზე ეკლესია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 19 2009, 05:06 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



INFORMATION
სიწმიდე განსწმედს ყოველივეს, ამიტომ ამის საშიშროება არ არის.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Nov 19 2009, 05:09 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა
სიწმიდე განსწმედს ყოველივეს, ამიტომ ამის საშიშროება არ არის.

და ვისაც არ წამს ნუ ეზიარება smile.gif


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Nov 20 2009, 12:41 AM
პოსტი #4


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ღირსეული ზიარებით ადამიანები კი არ სნეულდებიან არამედ იკურნებიან სულიერადაც და ხორციელადაც და ვირუსები და ეგენი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება რო რამე მოხდესო სეუძლებელია smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sofio-sofio
პოსტი Nov 20 2009, 01:05 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 14-November 09
წევრი № 7,723



- ზიარებისას ადამიანის სხეულს უერთდება ქრისტეს სხეული, როგორც ცეცხლში წრთობისას რკინა იღვრება მასში, და ამ დროს ადამიანის სული და სხეული ისეთ ბრწყინვალებას იძენს, როგორიც ქრისტეს ნაწილებს აქვს. - ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი.


--------------------
ყოველგვარი განსაცდელის მიზეზი სხვა ადამიანებში კი არა, საკუთარ თავში ეძიე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა.
და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ, ღმერთმა კი მას უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენ განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა,..
მღვდელმთავარი ფილარეტი
http://www.orthodoxy.ge/mamebi/gankitkhva.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 20 2009, 01:34 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი რომ ზიარების ან სიწმიდეების მთხვევის გამო ადამიანი დაავადებულიყოს რაიმე დაავადებით smile.gif უფრო პირიქით კი ბევრჯერ ყოფილა


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sofio-sofio
პოსტი Nov 20 2009, 01:44 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 14-November 09
წევრი № 7,723



ჰო,მართალია...ლოცვაში ძლიერდება ადამიანი,ზიარებით კი იკურნება,უფალს უერთდება...ნეტა სულითა და გონებით ვიყოთჯანსაღები sad.gif...


--------------------
ყოველგვარი განსაცდელის მიზეზი სხვა ადამიანებში კი არა, საკუთარ თავში ეძიე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა.
და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ, ღმერთმა კი მას უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენ განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა,..
მღვდელმთავარი ფილარეტი
http://www.orthodoxy.ge/mamebi/gankitkhva.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Nov 20 2009, 02:48 PM
პოსტი #8


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



sofio-sofio
ციტატა
- ზიარებისას ადამიანის სხეულს უერთდება ქრისტეს სხეული


ეს ვერ გავიგე და იქნებ ვინმემ ამიხსნათ? user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 02:49 PM
პოსტი #9


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(INFORMATION @ Nov 20 2009, 02:48 PM) *

sofio-sofio
ეს ვერ გავიგე და იქნებ ვინმემ ამიხსნათ? user.gif


არაყის დაყოლებაო მერე და ეგ არისო. ვირუსებიც და ბაცილებიც კვდებაო.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Nov 20 2009, 08:09 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



Amuza
ვერაა კაი რჩევა, შეიძლება ამოანთხიოს.
ისე ისიც გამიგია ფიზიკურად ბევრი ეზიარება, უხილავად კი ყველას არ აზიარებს უფალი, ამიტომ ქრისტეს სხეულთან შეერტება რაც ზემოთ დაწერეს არ ხდებაო.
ეს რომ მოხდეს ბევრი ცოდვილი დაიწვებოდა განწმენდის მაგიერო.
რავი რა ვი.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 21 2009, 06:41 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მე კი ზიარება უფრო წყალობა მგონია ვიდრე სასჯელი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 28 2009, 01:01 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(Amuza @ Nov 20 2009, 02:49 PM) *

არაყის დაყოლებაო მერე და ეგ არისო. ვირუსებიც და ბაცილებიც კვდებაო.

ზიარებაზე ასეთი ირონია ვერაა კარგი ნიშანი... თქვენ პოსტებს რომ ვკითხულობ, რატომღაც სულ ირონიის ხასიათზე ხართ ამუზა.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 28 2009, 02:12 AM
პოსტი #13


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



INFORMATION
ციტატა
ხომ არ არის გამორიცხული ზიარებისას ან სიწმინდეების მთხვევის დროს ჯანმრთელობისთვის საზიანო ვირუსული დაავადებების გავრცელება?


გამორიცხულია a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 30 2009, 12:15 AM
პოსტი #14


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



თუ ადამიანს ეჭვი ეპარება და ჰგონია, რომ შეიძლება რაიმე ვირუსი შეხვდეს ზიარების დროს, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ეზიაროს. ასეთი ეჭვი შეიძლება ნებისმიერ ჩვენთაგანს გაუჩნდეს და იმწამსვე შევებრძოლოთ მავანს ასეთი ფიქრისათვის, არ გამოვუტყდეთ არათუ სხვას, არამედ საკუთარ თავსაც, რომ ასეთმა ფიქრმა გაგვიელვა თავში და სხვა რამეზე გადავრთოთ ჩვენი გონება. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჩვენ გამოვუტყდებით თუ არა საკუთარ თავსა თუ სხვას, მიუხედავად ამისა ეშმაკს არ სძინავს და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგვგვაროს უჯერო ფიქრები. უფრო მეტიც: არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს კეთილსა და ბოროტს შორის, მაგრამ ფიქრები ეს ის შემთხვევაა, რომ წინასწარ ვერ განსჯი გაიფიქრო თუ არა ესა თუ ის რამ. შენ თუ წინასწარ შეაფასე ესა თუ ის ფიქრი, ღირს თუ არა რომ გაიფიქრო იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ განსჯის დროს უკვე იფიქრე მასზე. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ეშმაკი არ გიტოვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას - მოგგვრის ფიქრსა და გაიქცევა, მერე შენ სადაც გინდა გაეკიდე - უჯერო ფიქრით უკვე მოწამლული ხარ.

თუმცა, არც თუ უსაფუძვლონი ვართ ჩვენ, როდესაც არ გვსურს საკუთარ თავსაც კი გამოვუტყდეთ ამ ფიქრის თავში გაელვების შესახებ და მეყსეულად სხვა რაიმეზე გადაგვაქვს გონება. უფრო მეტიც - ასეთი საქციელი სასარგებლოც კი არის: "ვინც არაფრად ჩააგდებს მას, გათავისუფლდება ამ მტანჯველებისაგან, ხოლო ვინც სხვაგვარად შეებრძოლება, მასში საუკუნოდ დაემკვიდრება იგი; რადგანაც არაწმიდა სულის შეპყრობის მოსურნე, ქარს დადევნებული კაცის მსგგავსია" (ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი), სიტყვა 23, გულში დაფარული გამოუთქმელი გმობის სიტყვებისათვის, მუხლი 15.)

ეშმაკი ისეთი დაცემულია, რომ ასეთ დონემდეც კი შეიძლება მივიდეს: "ეს ბილწი და უკეთური ხშირად წმიდა ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეებს, არამედ ისინი ეკუთვნის ღვთისმოძულე ეშმაკს, რომელიც ზეციდან გადმოვარდა უფლის გმობის გამო. ჩვენი რომ იყოს ეს ბილწი გულისთქმები, როგორ ვცემდით თაყვანს და მადლობთ როგორ მივიღებდით ღვთის საჩუქარს? ერთდროულად კურთხევასა და წყევას როგორ შევძლებდით?! (ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი), სიტყვა 23, გულში დაფარული გამოუთქმელი გმობის სიტყვებისათვის, მუხლი 2.)"

მოკლედ, ჩემო INFORMATION, ასეთია წმინდა იოანე სინელის სწავლებანი უჯერო ფიქრებთან დაკავშირებით და კარგია თუ გავითვალისწინებთ მას. წმიდა ზიარებისაგან ვირუსის აკიდებაზე ფიქრი არის ღვთის გმობა, რამეთუ უარვყოფთ მის ყოვლისშემძლეობას და ეჭვქვეშ ვაყენებთ მის შესაძლებლობას გაწმინდოს ვირუსებისაგან ის კოვზი, რომლითაც მრევლი ეზიარება. ასეთი გმობა ნებისმიერ ჩვენთაგანს შეიძლება მოუვიდეს და მას ან გამოვთქვამთ, ან არ გამოვთქვამთ. ორივე შემთხვევაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი არ არის ეს ფიქრი, ჩვენ ცოდვაში არ გვეთვლება და სხვა რამეზე ვიფიქროთ... უფრო დეტალურ რჩევებს ალბათ პირადი მოძღვრები მოგვცემენ, თუ დავინტერესდებით...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Dec 30 2009, 08:26 PM
პოსტი #15


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



აბე
ციტატა
თუ ადამიანს ეჭვი ეპარება და ჰგონია, რომ შეიძლება რაიმე ვირუსი შეხვდეს ზიარების დროს, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ეზიაროს. ასეთი ეჭვი შეიძლება ნებისმიერ ჩვენთაგანს გაუჩნდეს და იმწამსვე შევებრძოლოთ მავანს ასეთი ფიქრისათვის, არ გამოვუტყდეთ არათუ სხვას, არამედ საკუთარ თავსაც, რომ ასეთმა ფიქრმა გაგვიელვა თავში და სხვა რამეზე გადავრთოთ ჩვენი გონება. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჩვენ გამოვუტყდებით თუ არა საკუთარ თავსა თუ სხვას, მიუხედავად ამისა ეშმაკს არ სძინავს და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგვგვაროს უჯერო ფიქრები. უფრო მეტიც: არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს კეთილსა და ბოროტს შორის, მაგრამ ფიქრები ეს ის შემთხვევაა, რომ წინასწარ ვერ განსჯი გაიფიქრო თუ არა ესა თუ ის რამ. შენ თუ წინასწარ შეაფასე ესა თუ ის ფიქრი, ღირს თუ არა რომ გაიფიქრო იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ განსჯის დროს უკვე იფიქრე მასზე. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ეშმაკი არ გიტოვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას - მოგგვრის ფიქრსა და გაიქცევა, მერე შენ სადაც გინდა გაეკიდე - უჯერო ფიქრით უკვე მოწამლული ხარ.თუმცა, არც თუ უსაფუძვლონი ვართ ჩვენ, როდესაც არ გვსურს საკუთარ თავსაც კი გამოვუტყდეთ ამ ფიქრის თავში გაელვების შესახებ და მეყსეულად სხვა რაიმეზე გადაგვაქვს გონება. უფრო მეტიც - ასეთი საქციელი სასარგებლოც კი არის: "ვინც არაფრად ჩააგდებს მას, გათავისუფლდება ამ მტანჯველებისაგან, ხოლო ვინც სხვაგვარად შეებრძოლება, მასში საუკუნოდ დაემკვიდრება იგი; რადგანაც არაწმიდა სულის შეპყრობის მოსურნე, ქარს დადევნებული კაცის მსგგავსია" (ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი), სიტყვა 23, გულში დაფარული გამოუთქმელი გმობის სიტყვებისათვის, მუხლი 15.) ეშმაკი ისეთი დაცემულია, რომ ასეთ დონემდეც კი შეიძლება მივიდეს: "ეს ბილწი და უკეთური ხშირად წმიდა ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეებს, არამედ ისინი ეკუთვნის ღვთისმოძულე ეშმაკს, რომელიც ზეციდან გადმოვარდა უფლის გმობის გამო. ჩვენი რომ იყოს ეს ბილწი გულისთქმები, როგორ ვცემდით თაყვანს და მადლობთ როგორ მივიღებდით ღვთის საჩუქარს? ერთდროულად კურთხევასა და წყევას როგორ შევძლებდით?! (ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი), სიტყვა 23, გულში დაფარული გამოუთქმელი გმობის სიტყვებისათვის, მუხლი 2.)"მოკლედ, ჩემო INFORMATION, ასეთია წმინდა იოანე სინელის სწავლებანი უჯერო ფიქრებთან დაკავშირებით და კარგია თუ გავითვალისწინებთ მას. წმიდა ზიარებისაგან ვირუსის აკიდებაზე ფიქრი არის ღვთის გმობა, რამეთუ უარვყოფთ მის ყოვლისშემძლეობას და ეჭვქვეშ ვაყენებთ მის შესაძლებლობას გაწმინდოს ვირუსებისაგან ის კოვზი, რომლითაც მრევლი ეზიარება. ასეთი გმობა ნებისმიერ ჩვენთაგანს შეიძლება მოუვიდეს და მას ან გამოვთქვამთ, ან არ გამოვთქვამთ. ორივე შემთხვევაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი არ არის ეს ფიქრი, ჩვენ ცოდვაში არ გვეთვლება და სხვა რამეზე ვიფიქროთ... უფრო დეტალურ რჩევებს ალბათ პირადი მოძღვრები მოგვცემენ, თუ დავინტერესდებით...


ვფიქრობ ამომწურავი პასუხი გასცა აბემ smile.gif თუ ავტორის სურვილი იქნება თემას დავხურავ თუ საუბრის გაგრძელებას არ აპირებთ


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 04:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience