IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საყდრისი, "ოქროს მაღარო"
საყდრისი
საყდრისი, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი
ვეთანხმები, რომ უძველესი ოქროს საბადოა და უნდა აღუდგეს ძეგლის სტატუსი [ 3 ] ** [75.00%]
ვთვლი, რომ მითი და გაზვიადებული შეფასებაა [ 0 ] ** [0.00%]
უნდა მოხდეს დამატებითი სამეცნიერო კვლევის ჩატარება [ 1 ] ** [25.00%]
არ გამაჩნია პოზიცია [ 0 ] ** [0.00%]
სულ ხმები:: 4
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
tamuna m
პოსტი Apr 21 2014, 10:33 PM
პოსტი #1


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



IPB-ს სურათი
რა იცით მის შესახებ, თქვენი აზრი დააფიქრისირეთ.
არის მსოფლიო მნიშვნელობის არქიოლოგიური ძეგლი?
თუ ეს შეფასება გადაჭარბებულია?
გამოკითხვაშიც მიიღეთ მონაწიელობა


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 22 2014, 09:05 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



tamuna m
მივიღე მაგრამ მგონი მარტო მე მივეცი ხმა biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 24 2014, 01:44 AM
პოსტი #3


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



G_saxva
მარტო არ ხარ : ))
არა, მართლა მაინტერსებს საზოგადოების აზრი.
თუ მართლა ასეთი უნიკალური ძეგლია, როგორ უბრუნდებათ ხელი მისი განადგურებისთვის?
3 000 დასაქმებულ მუშას მისტირიან...
იქნებ მართლაც მითია, როგორც "ოქროს საწმისი"?
მაგრამ მგონი ყველა ლეგენდაში არსებობს სიმართლის მარცვალი


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 24 2014, 09:05 AM
პოსტი #4


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



tamuna m
მე მივეცი ხმა
ციტატა
უნდა მოხდეს დამატებითი სამეცნიერო კვლევის ჩატარება

და არის დაფიქსირებული ასევე სხვისი ხმაც
ციტატა

ვეთანხმები, რომ უძველესი ოქროს საბადოა და უნდა აღუდგეს ძეგლის სტატუსი

მინდა ვკითხო მას ვინ ეს უკანასკნელი დააფიქსირა. საიდან იცის რომ ოქროს საბადოა იქნებ ჩვენც განგვანათლოს ?!


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 24 2014, 11:40 AM
პოსტი #5


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ცდება თუ არა პრემიერი და არის თუ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი?

"მეცნიერების მიერ ერთხმადაა აღიარებული, რომ ეს სამარხი "კავკასიელისაა" და მას ხშირად "მეფედ" მოიხსენიებენ"

”რაც შეეხება საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვს, იქ ნამდვილად არის ბრინჯაოს ხანის საბადო თავის გვირაბებით~ _ ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი, რომელიც პრემიერ მინისტრიეს გაცხადებას ეხმაურება.

საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ.

მინდა საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმას, რომ საყდრის-ყაჩარიანის უძველესი საბადოს შესახებ მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეთა ერთი ნაწილი ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ.წ. მე-4 – 3 ათასწლეულები) შესახებ მსჯელობისას ან ფაქტებს ამახინჯებს, ან არ იციან ამ კულტურის არსი. ამიტომ, გადავწყვიტე ფართო საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მივაწოდო.
ამჯერად შევეხები მხოლოდ ორ განცხადებას. ერთის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე არ არის აღმოჩენილი ამ ეპოქის ოქროს ნაკეთობა; მეორე კი საერთოდ უარყოფს მტკვარ-არაქსის კულტურაში ოქროს ნაწარმის არსებობას. ორივე ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ეჭვს ქვეშ დადგეს საყდრისის ოქროს საბადოს არსებობაც კი.

პირველი განცხადება სულ მცირე რამდენიმე ლაფსუსს შეიცავს. ჯერ ერთი, საქართველოს დღევანდელი საზღვრები რა კავშირშია ძვ.წ. მე-4–3 ათასწლეულების მტკვარ-არაქსის კულტურასთან? რატომ უნდა შემოვიფარგლოთ დღევანდელი სახელმწიფო საზღვრით და რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის მონაცემი, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურასთან არის დაკავშირებული? ამ მონაცემების გათვალისწინება კი მეორე განცხადებას გასცემს პასუხს..

მონაცემები კი ასეთია:

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის ისტორია ჯერ-ჯერობით არ იცნობს სხვა კავკასიურ არქეოლოგიურ კულტურას, რომელიც ისე ფართოდ გავრცელდა, როგორც მტკვარ-არაქსის კულტურა.

ეს კულტურა ერთადერთია, რომელიც კავკასიის გარდა მოიცავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიას თურქეთში, სირიისა და პალესტინის ნაწილს. ისრაელში მტკვარ-არაქსული არაერთი ძეგლია გათხრილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კულტურის მატარებელი ხალხი თითქმის ეგვიპტის საზღვრებამდე მივიდა.

მტკვარ-არაქსისკულტურის მძლავრი კერა ფიქსირდება ირანში, ურმიის ტბის გარშემო. უკანასკნელი მონაცემები მიუთითებენ, რომ ეს კულტურა ლურისტანამდე აღწევს.

თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დღესაც მიმდინარეობს მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლების ინტენსიური შესწავლა. თურქეთში იმდენად მძლავრი ნამოსახლარები გამოვლინდა, რომ თურქი არქეოლოგები ამ კულტურას ქარაზის კულტურას უწოდებენ. მის სამშობლოდ ანატოლია მიაჩნიათ და არა მტკვარ-არაქსის ორმდინარეთი.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის შესწავლის ახალი ეტაპი იწყება და საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს გამორჩეული ადგილი უკავია ამ კვლევაში.

საყდრის-ყაჩაღიანის საბადო ძვ.წ. 32 საუკუნესა და 26-ესაუკუნეს შორის ექცევა.

დროის ამ მონაკვეთში ოქროს ნაკეთობათა აღმოჩენის ფაქტებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ პერიოდის საწყის ეტაპზე ისინი მართლაც ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, ძვ.წ. 28-27-ე საუკუნეებში კი ერთეულების სახით გვხვდება, ძვ.წ. 26-ე საუკუნიდან კი ოქროს ნაკეთობათა რიცხვი მკვეთრად იზრდება.

თუმცა, თურქეთში, არსლანთეფეს გათხრების დროს შესწავლილ მდიდრულ სამარხს გარკვეული კორექტივები შეაქვს ამ საკითხში. ძვ.წ. 3000 – 2900 წწ. დათარიღებულ მტკვარ-არაქსის კულტურის ამ სამარხში მრავალრიცხოვან საბრძოლო იარაღთან ერთად ოქროს და ვერცხლის სამკაული, ასევე ვერცხლის და სპილენძის შენადნობისაგან დამზადებული დიადემები აღმოჩნდა.

არსლანთეფეს სამარხში აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობები დასტურია მტკვარ-არაქსის კულტურაში ოქროს მოხმარებისა, რაც მავანთათვის ესოდენ სათუოა. მეცნიერების მიერ ერთხმადაა აღიარებული, რომ ეს სამარხი "კავკასიელისაა" და მას ხშირად "მეფედ" მოიხსენიებენ. არსლანთეფეს სამარხში კავკასიური ლითონის, ძირითადად საბრძოლო იარაღის - მახვილების, სატევრების, ცულებისა და შუბისპირების გვერდით ურუქული და მტკვარ-არაქსული კერამიკაა აღმოჩენილი, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს "მეფე" კავკასიელია, თუმცა დიდებული წარმომავლობისა და ძველი ადგილობრივი ელიტის მემკვიდრეცაა.

არქეოლოგიურად დადასტურებული ფაქტია, რომ კავკასიურ მტკვარ-არაქსის კულტურას ძლიერი ეკონომიკური საფუძველი აქვს და საზოგადოება კარგად არის ორგანიზებული, სადაც გამოკვეთილია სოციალური დიფერენციაცია.

ყველა ეს მონაცემი სხვადასხვა მეცნიერის კვლევის შედეგადაა მიღებული და ფაქტები არა მხოლოდ ქართველი, არამედ თურქი, ირანელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, დაღესტნელი, ჩეჩენი, გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, იტალიელი, ებრაელი, სირიელი, ავსტრალიელი, იაპონელი და ამერიკელი მეცნიერის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ეფუძნება.

http://www.kvirispalitra.ge/public/21427-q...-shesakheb.html


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 24 2014, 12:04 PM
პოსტი #6


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
ძალიან საინტერესო იყო kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 24 2014, 12:39 PM
პოსტი #7


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(G_saxva @ Apr 24 2014, 08:05 AM) *

მინდა ვკითხო მას ვინ ეს უკანასკნელი დააფიქსირა. საიდან იცის რომ ოქროს საბადოა იქნებ ჩვენც განგვანათლოს ?!

G_saxva
ალბათ ასეთ კვლევებზე დაყდრობით


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 24 2014, 12:47 PM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



tamuna m
მერე გადავხედავ აუცილებლად ახლა არ მცალია.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2018 - 01:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი