თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ვაჟა-ფშაველა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 02:30 PM

ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html

სტუმარ ბახტრიონი-http://www.link.ge/file/61047/baxtrioni.mp3.html

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 25 2007, 02:31 PM

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი-ერთადერთია რაც მიყვარს laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 02:33 PM

მნათე
ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ- აკაკი წერეთელი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 02:54 PM

ბებიაჩემი იცნობდა მის უმცროს შვილს გულქანს, რომლის დაწერილია ლექსის-”რამ შემქმნა ადამიანად”- ნაწილი

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jan 25 2007, 03:10 PM

სხვათაშორის ისიც ვიცი, რომ ჩარგალში რომ არის ვიგაც ვაჟას ნათესავი, სინამდვილეში იგი სისხლით ნათესავი არ არის... იცოდით...

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Jan 25 2007, 03:13 PM

ვაჟა მაგრად მუშტი-კრივობდა. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 03:16 PM

შეხვეწილი
"არწივი" მაგ თემატიკით აქ დაწერილი, ვაჟას თურმე სახლის გზაზე დაესხა თავს 5 ყაჩაღი და ვაჟა საბოლოოდ ვერ გაუმკლავდა და მოერივნენ , და ამაზე გამწარებულმა დაწერა ლექსი biggrin.gif მაგარი ადამიანი იყო.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 03:25 PM

mariami-k
სურათებს ავტვირთავ ეხლა smile.gif

http://www.link.ge/file/61070/tamarrazikashvili.mp3.html-თამარ რაზიკაშვილი ვაჟას შვილი. აი როგორი მაგარი ადამიანი იყო ვაჟა. მერე ვახტანგ რაზიკაშვილის ჩანაწერს მოგცემთ

მნათე
ნუ აოპტოპიკებ თემას , თუ არ გაინტერესებს ნუ შემობრძანდები wink.gif

http://imageshack.us-გულქან რაზიკაშვილი(შვილი)

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jan 25 2007, 03:25 PM

დროებით გემშვიდობებით ყველას, რამდენიმე დღით მონასტერში მივდივარ და ვეღარ შემოვალ ფორუმზე. 10 წუთში გავალ ალბათ. თუ ვინმეს მოხსენიება გინდათ მომწერეტ სახელი და მონასტერში მოვიხსენიებთ...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 03:27 PM

http://imageshack.us

mariami-k
მშვიდობით smile.gif უფალი შეგეწიოს (გიორგი მქვია) თუ მომიხსენიებთ მადლობელი დაგრჩები

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jan 25 2007, 03:29 PM

ქავთარაძე
შენი სახელი არ ვიცი და ქავთარაძეთი ხომ არ მოგიხსენიებ?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 03:35 PM

http://imageshack.us ვაჟა და დავით კლდიაშვილი

http://imageshack.us

http://imageshack.us

mariami-k
გიორგიი smile.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 25 2007, 03:44 PM

mariami-k
მეც თუ მომიხსენებ, დიდი მადლობელი ვიქნები smile.gif





მეც რომ დავდო ერთი ფოტო ხომ შეიძლება? smile.gif

ვაჟა ფშაველა ოჯახთან ერთად
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 25 2007, 03:52 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 25 2007, 11:51 AM) *

ალექსანდრე
იფ biggrin.gif

რა იფ? ეგრევე ვისრუტავ ამ ფოტოებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 03:55 PM

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 25 2007, 03:55 PM

ისე ვაჟას მამა მღვდელი ყოფილა და კარგი ქადაგებებიც ჰქონდა, მეც მქონდა წიგნად მაგრამ ვიღაცას ვათხოვე და აღარ მახსოვს sad.gif აღარ დამიბრუნეს sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 04:05 PM

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://www.link.ge/file/61090/chivili.mp3.html

ალექსანდრე
თვითნასწავლი ქონდა ვაჟას მამას წერა-კითხვა smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 25 2007, 04:09 PM

ვაჟას გენეოლოგია
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 04:13 PM

მღვდელი იყო

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 25 2007, 04:13 PM

დღეს სტუმარია ის ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 25 2007, 04:17 PM

სახლი სადაც ვაჟა ცხოვრობდა
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 04:19 PM

კანონისტი
მაგარი სიტყვებია smile.gif
ვაჟას ბუნების აღწერაზე ვაფანატებ.
”ღამის წყვდიადში,გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო,
სალის კლდეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მიჰყეფს მდინარე
გულამღვრეული ჯავრითა...”

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 25 2007, 04:19 PM

ბუხარი, რომლის შუქზეც წერდა ვაჟა ფშაველა თავინ ნაწარმოებებს
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 25 2007, 04:21 PM

ციტატა
"არწივი" მაგ თემატიკით აქ დაწერილი, ვაჟას თურმე სახლის გზაზე დაესხა თავს 5 ყაჩაღი და ვაჟა საბოლოოდ ვერ გაუმკლავდა და მოერივნენ , და ამაზე გამწარებულმა დაწერა ლექსი მაგარი ადამიანი იყო.


უი,ეგ კი ნამდვილად არ ვიცოდი. ერთ-ერთი ვერსიით, არწივში საქართველოსაც მოიაზრებენ. მიყვარს ვაჟა.
smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 25 2007, 04:26 PM

''ათასს ცოცხალსა ბევრჯერა, ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია''

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 25 2007, 04:27 PM

მეუღლის, თამარის, მოსაგონარი

პოეტური შემოქმედების წუთები
ერთხელ მე და ლუკა ყანასა ვმკიდით სულა-კურდღელაურთ მამულში. იმ ხანებში რომელიღაც პოემაზე მუშაობდა (რომელზე, კარგად არ მახსოვს). ყანა ძალზედ გადამწიფებული იყო. ორთავენი სამკალში ვიყავით. სეუადღე გადასულიიყო. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა - ყანა უნდა მოგვემკო სასწრაფოდ. ლუკას უცბად რაღაც აზრი მოუვიდა, ნამგალ-სათიბეები ძირს დადო და აჩქარებული ნაბიჯით დაეშვა თავქვე, შინისაკენ. მივაძახე: კაცო, სად მიდიხარ? ყური არ მათხოვა, გზა განაგრძო. მაშინ მივხვდი, რომ საწერად მიდიოდა.

დამტოვა მარტოკა ყანაში: მომკალიც, მომკონავიც და ძნის ამგებელიც. სამივე საქმე უნდა შემესრულებინა მარტოკა. მეც ხომ ვერ მოვატოვებდი ყანას. ბალღები საქონელთან იყვნენ ზოგი - ინდაურებში და ზოგიც - ხბორებთა და ცხვრებთან. არავინ არ მშველოდა. მარტოკა ვმკე იმ დღეს ყანა. საღამოთი ავკონე, ავაგე წერებად და დაბინდებისას, ხურჯინ-საგზლით, წყლის ჭურჭლით, ჩემი და ვაჟას ნამგალ-სათიბებით შინ ჩამოვედი.

საქონელი მოერეკათ და შეეყარათ ბაკში, რომელიც ახლოს, ხევს გაღმა, იფნისქვეშ გვქონდა შემოღობილი.

ლუკა მაგოიდას მიჯდომოდა, რაღაცას წერდა. ჩემსკენ არ მოუხედავს, თითქოს ვერც კი იგრძნო ჩემი მისვლა.

ავიღე ტაგნები ფურების დასაწველად და, როცა გამოვდიოდი, დამიძახა: ქალო, ხინკალი მინდა, ერთი ხინკალი მოვხარშოთო! დაღლილი ვიყავი ძალიან და დამეზარა. მაგრა, სიტყვა არ შემობრუნებია, რადგან ლუკას თქმა ჩემთვის კანონი იყო. გადავედი ბაკში. ფურები დავწველე, გადმოვიტანე რძე,ს არძევეში ჩავწურე და დაღამებულში შევუდექი ხინკლის კეთებას.

შეშა არ გვქონდა. მოვიტანე, დავჭერი, ცეცხლი დავანთე, ხორცი დავკეპე და ცომის ზელას შევუდექი. ძილი თავს მართმევდა, ძლივს ვახვევდი ხინკალს. როგორც იქნა მოვხარშე ზინკალი და სევუტანე ხონჩით.

ლუკას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. შევატყვე, ესიამოვნა. სემომხედა და მითხრა: ყოჩაღ, დედაკაცოო! ლუკა ცპოტას ჭამდა, მხოლოდ მალ-მალე უყვარდა პურის ჭამა.

ერთხელ, გუთანი დააყენა კვალში, ხარები არ გამოგვაშვებინა, წავიდა მაშინაც შინ - საწერად. მე და ბალღები ხარებს ვუდექით. შეწუხდნენ ხარები, უღლიდან იზიდებოდნენ. ვუდექით ხარებს და ვატრიალებდით ისევ კვალში.

მკაცრი კაცი იყო ლუკა, დაჟინებით ვერაფერს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი.

როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს, ყველაფერი თავდება, სენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა,ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა. გაიცინა და მითხრა: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 25 2007, 04:27 PM

ჩარგალში არ ვარ ნამყოფი.ასე ამბობენ, რომ ულამაზესია.მინდააააა... ძალიან მიყვარს ბუნება. wub.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 25 2007, 05:16 PM

ძალიან მიყვარს მისი ვაჟის ვახტანგ რაზიკაშვილის "მამაჩემი - ვაჟა-ფშაველა". ერთი ხუთჯერ მაინც მექნება წაკითხული...

რაც მახსოვს იქიდან ზეპირად, ზოგს დავწერ:

ვაჟა-ფშაველა საპარიკმახეროში შესულა, შეუჭრია თმები და დალაქმა თურმე ცოტა ბევრი ფული მოთხოვა, თან ვერ უცვნია. ვაჟას უთქვამს: - შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, ფულს აქეთ უნდა მაძლევდეო! biggrin.gif

ილია ჭავჭავაძესთან ვაჟა უნდა მისულიყო. ილია დაღლილი იყო და დაძინება გადაწყვიტა, მოურავისთვის დაუბარებია - არ შემაწუხო, მხოლოდ ვაჟა-ფშაველა თუ მოვა, მაშინვე გამაღვიძეო. ვაჟა მისული გაცრეცილი ჩოხით, ხურჯინით და ილია უკითხავს. მოურავმა, - ძინავს და დაელოდეო. ვაჟაც დამჯდარა. კარგა ხნის მერე ილიას გაუღვიძია და გაკვირვებულს მოურავი დაუბარებია, - ვაჟა არ მოსულაო? მოურავმა, - არა ვაჟა არა, მაგრამ ერთი გლეხი გელოდებათ აივანზე და ნახეთო. გამოსულა ილია და... შერჩა ვაჟა. - ესაა ვაჟაო, უთქვამს მოურავისთვის. მოურავს დაურცხვენია: რა ვიცოდი, მეგონა ცნობილი პოეტი თქვენსავით ევროპულად იქნებოდა გამოწყობილი და ასე ჩამოფხაული გლეხი ვაჟა თუ იყო, ვერ წარმოვიდგინეო sad.gif

აკაკის გარდაცვალების მერე ვაჟამ წერილი მოსწერა გამომცემლობას: "გავიგე აკაკი დიდი ამბით დაგიკრძალავთ, მჯერა რომ ეგრე იქნებოდა. ისიც ვიცი, რომ ჩემთვის კარგი ადგილი გაქვთ შერჩეული და დიდის პატივით მიპირებთ დასაფლავებას. მაგრამ სანამ მოვკვდები, იქნება ჩემი ჰონორარი გამომიგზავნოთ, თორემ საჭმლის ფული აღარ მაქვსო..." sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 25 2007, 05:22 PM

მეუღლის, თამარის, მოსაგონარი

ღარიბი და ბეჩავი კაცი ძალიან ებრალებოდა ლუკას. უყვარდა გაჭირვებულის დახმარება. ჯერ ჩვენ რა გაგვაჩნდა და ლუკას ცალი ხელი ქვეყნისკენ ჰქონდა. არ იცი სიხარებო - ვეტყოდი ხოლმე, - გადაგებული ხარ სტუმრებზე და სინ კი საკუთარი ცოლ-შვილი ვერ შეგინახავს-მეთქი.

-ძროხა ხომ არა ვარ, დედაკაცო, რომ სულ თავისთვის ვიყოო, - მეტყოდა, - ვაჟკაცი თავისთვისაც უნდ აიყოს და სხვისთვისაცო.

მეზობლის ქალი მოვიდა ლუკასთან და შესჩივლა: - რა ბეჩავები, საწყლები ვართ, წუხელ ქმარი მომიკვდა, ტიტველია და არ ვიცი, რით დავმარხოთო...

ლუკამ აიღო და თუ რამე გაგვაჩნდა: პური, ფული, სასუდრო, მისცა და უთხრა აჰა, წაიღე, შე ბეჩავო. იმ კაცს ტიტველს ნუ დამარხავთო! თავის ჩოხა-ახალოხი გაატანა. ფართალი გვქონდა სახლში, - ისიც მისცა, დამარხე ის კაცი და ბალღებს მოუარეო. ქალი სულ ლოცვა-კურთხევით წავიდა შინ.

ლუკას სიზარმაცე და უსაქმურობა არ უყვარდა. ეზარებოდა გაურჯელი, უსაქმო, ცრუ, ამპარტავანი და თაღლითი ადამიანი.

ერთხელ ჩვენსა მათხოვრები მოვიდნენ. ორი კაცი იყო. ახალგაზრდები იყვნენ და ჯანითაც არა უშავდათ რა. ვინა ხართთქვენაო? - ჰკითხა ლუკამ. მათ უპასუხეს: ჩვენ ბერძნები ვართ, გაჭირვებულები, საწყალი ხალხი. დავდივართ ასე სოფელ-სოფელ სამათხოვროდ - იქნებ ვინმემ გაგვიკითხოსო.

-მოიხადეთ, დააწყეთ ეგ გუდები, აიღეთ ეს ბარები, ჩადით აგე, იმ ბოსტანში, დაბარეთ და პურსაც გაჭმევთ და ფულსაც მოგცემთო, -უთხრა ლუკამ და წასწვდა ერთ მათგანს გუდაზე. ორივენი გაიქცნენ. გუდაზე ხელი ეკიდათ, თან გარბოდნენ, უკან იხედებოდნენ და იმეორებდნენს ერთსა და იმავე სიტყვას: რა კასია! რა კასია! ასე სირბილ-სირბილით მიიმალნენ ხევში. ეგ რა ჰქენი, კაცო-მეთქი- ვუსაყვედურე ლუკას. ლუკამ მიპასუხა: ისა ვქენი, რომ ჩემზე ახალგაზრდები, ჩემზე ჯანმრთელები დადიან სოფელ-სოფელ და ხალხს ატყებენ, განგებ თავს ისაწყლებენო.

დავრდომილი, ხეიბარი ან მოხუცი, ჯანდაკარგული მათხოვარი რომ მოვიდოდა, იმას უმოწყალოდ არ გაუშვებდა. ასეთი გაჭირვებულთათვის ფქვილსაც კი ჩამაყრევინებდა ხოლმე.

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 25 2007, 08:00 PM

ვაჟა,როგორც მთის არწივი,როგორც ჩაუმქრალი ცეცხლი,როგორც მგოსანი თავისი პოეზიით ცოცხლობს და უკვდავია!

დღეს,ჩემდა გასაოცრად,სრულიად შემთხვევით,წავაწყდი გაზეთს,რომლის ერთ-ერთმა სტატიის სათაურმა_ვაჟას პოეზია უკვდავია_ძალიან მიმიზიდა, და განსაკუთრებით კი იმიტომ,რომ დღევანდელი ერთ-ერთი თემა სწორედ რომ ვაჟას შეეხება. ამ სტატიაში საუბარია, ბორჯომის სარაიონო საბავშვო ბიბლიოთეკაში მოწყობილ ღონისძიებაზე_"ვაჟა ბავშვების დიდი ქომაგი".თურმე,როგორც ყოველ დიდ ადამიანს,ვაჟასაც უსაზღვროდ უყვარდა ბავშვები.ლექს წერდა,თუ სიტყვას ამბობდა,მიწას ხნავდა თუ ვინმეს ასწავლიდა, ყოველთვის ცხოვრების ყვავილებზე ფიქრობდა,ზრუნავდა, რომ ქვეყნის უამინდობის ჟამს არ დამზრალიყვნენ და მრავალტანჯულ,ურიცხვი ომებით ქანცმოლეულ საქართველოს როგორმე მომრავლებოდა სწავლული,განათლებული შვილები. ვაჟას სიტყვებია:"ვინც ბალღებს კეთილგონივრულად ზრდის,იგი აღმზრდელი და გამაბედნიერებელია ერისა,ვინაიდან სიყრმის დროს დათესილი კეთილი თესლი დიდობაში უხვად გამოიღებს ნაყოფს."

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 25 2007, 08:11 PM

სწორედ ამ,დიდი გოგოლას,ლექსით დაიწყო მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე:

"ლექსით მდიდარი,ღარიბი ვაჟა
თავის ჩოხაზე უფრო ღარიბი,
მოზღვავებული თვალ-მარგალიტის
ღვართქაფიანი ნიაღვარივით.
ვიცი,არწივი კალამს აწვდიდა,
ვეფხვი სიტყვას და არაგვი სიმებს,
და მთანი,მთანი,ცად რომ აყრილან,
ცეცხლს,შთაგონებას,მომავლის იმედს."


და ბოლოს,ვაჟას ლექსი:

"მადლობელი ვარ,დამბადებელო,
ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,
როგორიც ამ დღეს საჭირო არი
სამშობლოს წყლულებს,როგორიც უნდა."

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 25 2007, 10:42 PM

sofi89
არა ეს არწივზე უკვე კომუნისტების დროსაა მოსაზრებული. მანამდეც იყო მცდელობა ამისა მაგამ ვაჟა უკრძალავდა სასტიკად.
რამ შამქმნა ადამიანად რატომ არ მოვედ წვიმადა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2007, 03:54 PM

ვაჟა-ფშაველა

დიდი თამარი

ქალო, ქართველთა სულისდგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა ვხედაო.
რუსთველის ქებას ჩვეულო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს, იქნება,
სთქვა: „რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გამიბედაო?!“
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,
დამათრო, ამაყბედაო.
საუნჯევ სათნოებისა,
ჩემიც მიიღე ქებაო,
ვინმე საწყალის ფშავლისა!
ცრემლი აღარა მშრებაო.
თამარის სალოცავშია
მოსჩანს ფშავლების კრებაო,
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,
შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის
დიდი ჩახტები დგებაო.
გულში გვინთიხარ ლამპრადა,
ნათობს და არა ჰქრებაო.
შენს და შოთაის მარჯვენას
ვემთხვიე ზედიზედაო.
შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩემო ლამაზო დედაო!

[1915 წ.]


პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jan 26 2007, 04:05 PM

მე ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები(ნეტა ვის არ უყვარს smile.gif )

ქეიფი

დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავეერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!

1886


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2007, 04:07 PM

ვაჟა-ფშაველა

წმინდა ნინო

(ვუძღვნი ქართველ ქალთა საზოგადოებას)

სასახელოა ჩვენთვისა
დედათმთავარის დღეობა,
იმის წყალობით განმტკიცდა
ქართლში ახალი ზნეობა.
ვცანით იესო ქრისტესი
ჭეშმარიტის ღვთის ძეობა
და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების
სიდიდე, მძლეთამძლეობა.
ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა,
ქართველთ გვწამს მისი ზნეობა.
იკურთხოს მისი სახელი,
იკურთხოს ნინოს მხნეობა.
ცამ მოანიჭოს ჩვენს ქალებს
სიდიდე ნინოს სულისა,
რომ შეძლონ ქვეყნის აღდგენა,
განკურნვა იმის წყლულისა;
ობლისა მოვლა, გამდლობა,
მოხელვა დაკარგულისა.
არ დაეკარგოს ამაგი,
ვინაც სამშობლოს უვლისა.
იკურთხოს დედათა ღვაწლი,
მადლი სწყალობდეს უფლისა!

[1914 წ.]

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jan 26 2007, 04:13 PM

ესეც მნათეს საყვარელი ნაწარმოები(უფრო სწორად წერილი) smile.gif :

ვაჟა-ფშაველა

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.

მარინე დამასწარი ეგ ლექსი ნინოობას მინდოდა დამედო ფორუმზე smile.gif
დიდი თამარი და წმიდა ნინო, ეს ლექსები ორივე ძალიან მიყვარს smile.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2007, 04:16 PM

ვაჟა-ფშაველა

საშობაო ამბავი

(თქმულება)

I

ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
რომ ცოლ-შვილს პური აჭამოს,
შეძლება არ აქვს იმდონი.
ჩაცმაზე ვინღა რას იტყვის?
ტანზე აცვიათ კონკები
ცოლსა და შვილებს ერთგვარად,
სანაგვეს მონაპოვები.
ხარი არა ჰყავს, არც ფური,
თითქმის არც ერთი ქათამი;
სახლში არ უჩანს არც ქვაბი,
არც საფხეკელი, ასტამი,
და ქოხს, გადახრილს გვერდზედა,
ხელს ახლებ - გააქვ თამთამი.
დღიურის ნამუშევარით
იგი სულს უდგამს ცოლ-შვილსა.
წამს მოსვენება არა აქვს
გეგენას, წელში მოხრილსა.
ცოდვას არ იზამს არაფერს:
ღმერთი აშინებს ძალიან,
ლოცულობს გულ-მხურვალედა,
დროს რომ იხელთებს, სცალიან.
ღარიებებისა ღვთის მიმართ
მას ესმის აურ-ზაური;
თვით არ ემდურის, თუნდ წლამდე
ვერსად იშოვოს შაური.

II

ხვალ შობა არი, სოფელში
მზადება, ფაცა-ფუცია,
ყველა იმას ჰკლავს, რის დაკვლაც
სოფლის კაცს გულში უძია.
სამუდამოდა ღორს თუ ცხვარს,
ბევრს თვალი დაუხუჭია.
დიასახლისებს უპყრიათ
ხელში ბატ-ქათმის კუჭია.
გეგენა ოჯახობითურთ
მიყუჩებულა, მუნჯია:
რა დაკლან, რა გამოაცხონ,
როს ბედი მათთვის ძუნწია?!
ცეცხლი უნთიათ კერაზე,
ზედ უდევს დიდი კუნძია.
მჭადი თუ ექნათ ხვალისთვის
და ზედაც წყალი სასმელად,
ღმერთს შესწირავენ მადლობას,
არაფერი აქვთ სათქმელად.
დაღამდა, თოვნაც დაიწყო,
ქარისა ისმის ზუილი;
ასკდება ჩამოვარდნილი
ქარიდან, მგლების ყმუილი
ქოხი კედლებს და კერასა,
როგორც საქონლის ზმუილი.
იქ საქონელსა რა უნდა -
ოცნება არი ტყუილი!..
ცეცხლის ალიცა ბარბაცებს
მთვრალივით აქეთ-იქითა,
თითქოს უსვია კახური
ჯიხვით და არა ჭიქითა.

III

გარედან ისმის ძახილი,
არაკუნებენ კარებსა:
„მომხედეთ, კაცი ვინა ხართ,
უმწეოს, შესაბრალებსა!“
გეგენამ კარი გააღო,
გაიცქირება გარეთა;
წინ უდგას ვიღაც გლახაკი,
დაღონებული მწარედა.
ყელს უწევს ემუდარება:
„მგზავრი ვარ შორის გზიდანა,
მისტუმრე, აგრემც უფალი
წყალობას მოგცემს ციდანა.
სასმელ-საჭმელი არ მინდა,
ოღონდაც მქონდეს საფარი, -
ოღონდაც გავთბე ცეცხლზედა,
მგზავრობა-გადმონაყარი“.
- მობრძანდი, შენი ჭირიმე,
ვაჰმე, მომიკვდა თავია!
სტუმრის მიღება სახლშია
ეგრეც თუ ძნელი არია?!
მობრძანდი, ძმაო, მობრძანდი! -
ებღაუჭება გეგენა,
წინ მიუძღვება ცეცხლისკენ,
თან მგზავრი მიჰყავს ნელ-ნელა.
- ღარიბ-ღატაკი კაცი ვარ,
გული კი ღმერთმა იცოდეს!
ვინ არის, გულის პასუხსა
კაცისას გამოიცნობდეს?
მცხვენიან, რა ვქნა, რა გიყო?
რით გიმასპინძლო ან კია?
ძირს რა დაგიგო, დაგხურო? -
სთქვა, თავი გადაარწია.
„რადა სწუხდები, მეც თავად,
მხედავ, კაცი ვარ გლახაო,
მარტო ცეცხლზე რომ გამათბო,
სიკეთედ დაგინახაო,
დიდ სიკეთედა. ნუ ამბობ,
რა სათქმელია ეგაო,
ბოდიშის მოხდა მეტია,
შენს სარჩოს თვალით ვხედაო.“
უთხრა პასუხად სტუმარმა,
კვნესით ჩამოჯდა კერაზე:
„ცეცხლი ამ სიცივეშია
საამურია ყველაზე;
გარეთ სიცივე მომკლავდა.
ეს ჩემთვის დიდი მადლია,
ბედნიერი ვარ ფრიადა,
მე არაფერი მაკლია.“
გეგენა იხდის ფარაჯას,
ბეჭებზე ახვევს სტუმარსა,
სჭუჭკავს და თავზე ევლება
თავ-დაკიდებულს, მდუმარსა.
თუმც მეტის ლოლიობისთვის
გლახაკი ეტყვის მდურვასა.
ყველა - დიდი და პატარა -
ოჯახის უფროსს ჰბაძავენ
და არ იციან, ვით დაჰხვდნენ,
სტუმარს ღმერთადა ჰსახავენ!
ერთი ფეხებს ჰხდის, მეორე
უფრო თბილს ადგილს უმარჯვებს
და, თუ რამ მოეპოვება,
მხრებზე გასათბობს უმატებს.
„ღმერთმა გიშველოსთ, ჩემს ნაცვლად
იქნებ მან მოგცესთ წყალობა,
ვევედრი, თქვენს საწყლობასა
მან გაუწიოს წამლობა.“
თავად თუმც ჰშიანთ. მაგრამა
მჭადი სულ სტუმარს მოართვეს
და უხარიან ყველასა -
მშიერი კაცი გააძღეს.
შემდეგ მის მოსასვენებლად
თბილი ლოგინი გააწყვეს.
თავად კი მშივრები დაწვნენ,
რა გადიწერეს პირჯვარი.
ეძინათ, ვიდრე განთიადს
თან მოჰყვებოდა ცისკარი.

IV

პირველად გეგენა ადგა
და გადაქექა ნაცარი,
ცეცხლისა შესანახადა
ნაკვერჩხლებზედა ნაყარი.
დაანთო ცეცხლი. განათდა
ქოხი და ქოხში რაც არი;
გაოცდა მეტის-მეტადა,
სუართი ნახა საზარი:
იმის ქოხისა კელდები
თეთრია, როგორც საყდარი,
სავსეა სანოვაგითა,
რასაც ინატრებ, აქ არი,
მაგრამ ლოგინში სტუმარი,
უყურებს, აღარსად არი!..

1910 წ.



ვალერი

გაგახაროს უფალმა!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 26 2007, 04:46 PM

ეხლავე დავდებ მეც მაქ კომპში რაღაცეები

”სამეფოს სიმღერა”
ქალო გნახე ფეხშიშველა,
ჩამოგოგნდი ეზოშია;
გენაცვალე,კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ფერდოშია.
ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო!
გენაცვალე,შავ-თვალწარბავ,
გულო ცემის დარდისაო!
გამიგონე სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!
შენ ტუნდ ფრხილიც ნუ აგტკივა,__
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!...
1887 წ.


”მაცნე”

დაჰღონებულხარ, დედაო,
რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,
ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე
მაგ ხმელ, წაყვითლო პირზედა?
შენი გაზდილი მახარე
წევს მკვდარი კლდისა ძირზედა,
ეტყვიან დარიელასა,
ლაღის მდინარის პირზედა.
ნატყვიარი სჭირს გულშია,
სისხლი ამასდის ნჩქლევითა,
ხელში უჭერავს ფრანგული,
გადატეხილი ქნევითა.
შენს რძეს ვენაცვლე, დიაცო
კარგი გაგიზდავ რწევითა!
ღამით მოგვადგა ურჯულო
იმ ვიწროებში მსხდომარეთ,
წინ-წინ ის გადაუფრინდა
ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.
ხუთს კი დაუხშო ნათელი,
სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ.
ზოგი კლდის ეხში შაგვიძვრა,
სხვათ გადალახნეს მთანია,
ყველამ კი გადააწითა
მთების ბალახი მწვანია.
ავსტეხეთ ხმლების წკრიალი,
თავზედ დავხიეთ ალია.
ბევრი იტირებს ჩვენის მტრის
თმა-თაფლა თეთრი ქალია!
დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ
ერთიან თერგის წყალია.
ზოგები დაშინებულნი
მთების ნაჟურმა დალია.


"სიმღერა"
მე რო ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა სტირის:
ესეთი არი ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონსთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა?!
მაგრამ გავიგებთ ერთხელაც,
ვინ ახლო ვსდგევართ ღმერთთანა.


”პაპაჩემის ანგერძი”
შვილო,რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!
ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.
აგრემც ექმნები პაპასჰენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.


”არწივი”
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსას ყოვებო,
ცუდ დროს ჩამიგდეთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!
1887 წელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2007, 05:27 PM

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

(სიმღერა)

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა იარონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა.
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღეს-აქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა; -
ბერ მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, -
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
იმათმა გადმოხედვამა.

1895 წ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2007, 11:58 AM

ჩემო საყვარელო ფორუმელებო, ეს ახალი საიტია, რომელიც ვაჟა ფშაველაზეა და ძალიან საინტერესოა:


http://vaja.iatp.ge

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 30 2007, 03:05 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 25 2007, 05:19 PM) *

კანონისტი
მაგარი სიტყვებია smile.gif
ვაჟას ბუნების აღწერაზე ვაფანატებ.
ღამის წყვდიადში,გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო,
სალის კლდეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მიჰყეფს მდინარე
გულამღვრეული ჯავრითა...”


ღამის წყვდიადში ჩაფლული
გამტკნარებულის სახითა

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 7 2007, 01:44 AM

ვაჟას ძმა ვარ smile.gif უზომოდ მიყვარს ბავშვობიდან.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 7 2007, 01:45 AM

არ მიყვარს..... გამონაკლისების გარდა...

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 7 2007, 01:47 AM

ციტატა
არ მიყვარს..... გამონაკლისების გარდა...


შენ რა უცნაური გემოვნება გაქვს smile.gif თუ შეხედულებები ქვია მაგას smile.gif
გამონაკლისი რომელია?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 7 2007, 01:50 AM

ციტატა
შენ რა უცნაური გემოვნება გაქვს თუ შეხედულებები ქვია მაგას
გამონაკლისი რომელია?


სტუმარ-მასპინძელი smile.gif

უცნაური რატომ, ვაჟა რომ არ მიყვარს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2007, 02:13 PM

ვაჟა-ფშაველა
მთის წყარო
არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა, რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: „დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!“ უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ! რა ბედნიერადა ვგრძნობ ჩემს თავსა, ღმერთო! რა კარგი მეგობრები მყვანან გევრდსა! აი, ჯერ ეს ლოდები, სქლად მწვანე ხავსი რომ გადაჰკვრია; აი, კიდევ ჩემს თავზედ პირყვითელი კლდე რომ დაყუდებულა და დამცქერის, მეხურება თავზედ მუზარადივით. ეს დევებივით ქორაფები როგორ აწვდილან ზეცად და მზის სხივსაც არ უშვებენ ჩემამდის! სქელი, გველებივით დაკლაკნილი ფესვები ჩემს უბე-კალთაში ჩაუწყვიათ. ორისა თუ სამის ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩამნთქავს უზარმაზარი მდინარე, დაიკარგება ჩემი სახელი, ჩემი ვინაობა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს. თითონ ხომ ღრიალებს, ბორგავს, აწყდება აქეთ-იქით, ანგრევს დედამიწას, გლეჯავს ხეებსა და მიათრევს, მეც იმასვე ჩამადენინებს. მაგრამ მაშინ მე ის აღარა ვარ, რაც ეხლა, ამ წამში, როდესაც პირველად კლდიდამ ვიბადები. ოჰ, ამ მდინარისაგან გული მაქვს გახეთქილი! რამდენჯერ აქ მესმის ხოლმე ხალხის ჟივილ-ხივილი: „დაახრჩო წყალმა კაცი, უშველეთ, ღმერთი არავისა გწამსთო!“ ცოტა არ არის, მეც ბრალი მედება. ვაჰ, ჩემო თავო!

ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე და სულ დაუსრულებლად მედინა, მერწყო მცენარენი, დედამიწის ლამაზი გული, მომეკლა კაცთა და ცხოველთათვის წყურვილი! რა ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე ჩემს თავს, როცა მე ჩავუვლი გასახმობად დამზადებს ბუერასა და იგი თავს დამიკრავს, სალამს მაძლევს, თან თავისის ფოთლებისას კაბას მიკერავს. მერე რომ ჩადუნიანში ჩავრაკრაკდები და ისინიც გარს შემომერტყმიან და ტრფიალით მომძახიან: „გაუმარჯოს მთის წყაროს, გაუმარჯოსო!“ ახლა ზვავისაგან წამოთელილს თხილებსა და ურძნებს დავულბობ დამჭკნარს ფესვებსა და მაღლა ავახედინებ... ოჰ, ღმერთო ჩემს ამაგს რად აფუჭებინებ იმ ტიალს, აბეზარს, დაუდეგარს, მოუსვენარს მდინარეს! წუხელის რა ცუდი სიზმარი ვნახე!.. ღმერთო დამბადებელო, ჩვენო პატრონო, ჩვენო შემნახველო, კარგად ამიხდინე!.. ვნახე, ვითომ ვიღუპებოდი. გვალვა, დიდი გვალვა დამდგარიყო; ბალახნი, ხენი, ჩემნი მშობელნი, დამჭკნარიყვნენ, მეც დავმშრალიყავი თითქმის. ღაბუა, ლამაზი „წიფლისჩიტა“ ჩამოფრინდა ვერხვის ტოტიდამ და უნდოდა ჩემს გუბეში ბანაობა, მაგრამ ვეღარ დაისველა მხრები და დაიწყო ტირილი. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა: „სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი“, - ვდუდუნებდი. დამჭკნარი დიყვი, შუპყა, შამბი, არყი, ცაცხვი და ურძანი, - ყველანი ერთად შფოთავდნენ: - „მივაშველოთ წყაროს წყალი, არ დაგვიშრესო!“ მაწვდიდნენ ფოთლებიდამ, ტოტებიდამ, ფესვებიდამ თითო-ოროლა ნამობით, მაგრამ ვეღარასა მშველიდნენ. თანაც ვითომ მიწამ პირი მიყო და დაუსრულებელს უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ. შემეშინდა და გამომეღვიძა. გული მიკანკალებდა, შუბლზე ოფლი დამსხმოდა. ავიხედე, ნისლებით გაჭედილიყო ხევ-ხუვი. ქორაფმა ტოტები დამკრა, აკვანი დამირწია და დამდუდუნა: „ნუ გეშინიან, პატარავ, არ დაშრები, არ დაიკარგებიო!“ ამ დროს, დღისით ფრთხილი და წინდახედული, ზურგზე რქებგადაყრილი, „ყელყურლამაზიანი“ ირემი მოვიდა გაჩქარებით, დაეწაფა ჩემს წმინდა წყალს, დალია და გაძღა. მაშინ გულდამშვიდებულმა ვსთქვი: - „არა ვარ გამშრალი, არაო!“

[1888წ.]



პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 7 2007, 02:15 PM

ციტატა
marine


კიდე თუ გაქვს შეგიძლია გვასიამოვნო smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2007, 02:34 PM

QUOTE(Floyd @ Feb 7 2007, 02:15 PM) *

კიდე თუ გაქვს შეგიძლია გვასიამოვნო smile.gif



ა, ბატონი, კიდევ smile.gif

ვაჟა-ფშაველა

ია

უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.
გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.

რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.
შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“



პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 7 2007, 10:00 PM

ციტატა
marine

გაგახაროს ღმერთმა smile.gif
სიმოვნების მიღებაში რომ გვეხმარები .

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 7 2007, 11:35 PM

http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=7

ვაჟას ლექსები ვიკიპედიაზე

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 8 2007, 04:13 AM

ეჰ მარტო იმას ვიტვი რომ ვაჟა უმაგრესია მარტო "ჰაოსი და ქართლოსი: რად ღირს წაგიკითხავთ ვინმეს? smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 8 2007, 08:51 PM

ციტატა
ეჰ მარტო იმას ვიტვი რომ ვაჯა უმაგრესია მარტო "ჰაოსი და ქართლოსი: რად ღირს წაგიკითხავთ ვინმეს?

პირველად მესმის ეს ნაცარმოებია? unsure.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 8 2007, 10:26 PM

მისაღებ გამოცდაზე რო შევდიოდი ვნატრობდი ვაჟას "სტუმარ-მასპინძელი" მოვიდესთქო. ყველა მეუბნებოდა , შენ ხო არ გაგიჟდი ვაჟა ურთულესი დასაწერიაო ! ვაჟა გენია იყო და ნეტა ეგეთი კიდე განმეორდება?!
უყვარდა ყველაფერი, რაც უფალმა შექმნა. ბუნების შვილი იყო სულით ხორცამე smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 8 2007, 10:29 PM

მინდა მივემსგავსო მას ისევე როგორც უფალს sad.gif მაგრამ გამოვა ჩემგან რამე ნეტა? smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 8 2007, 10:30 PM

ციტატა
მაგრამ გამოვა ჩემგან რამე ნეტა

შენ ცადე ემსგავსო კეთილს და არამგონია ცუდი შედეგი მიიღო smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 8 2007, 10:51 PM

ციტატა(Floyd @ Feb 8 2007, 08:51 PM) *

პირველად მესმის ეს ნაცარმოებია? unsure.gif

როგორც ალუდა ქეთელაური ისეა რა მგონი წაიკითხე აუცულებლად მაგარია ძაან მეც ეხლა უნდა დავიწყო წაკითხვა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 8 2007, 10:51 PM

ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას მოკლე ლოცვა:

"ღმერთო შენით და არა ჩვენით!"

ნახეთ, რა მოკლე და რამხელა სულიერების სიტყვებია. ვაჟა პირჯვარს გამოისახავდა ხოლმე და ხშირად იმეორებდა ამ ლოცვას, განსაკუთრებით რაიმე საქმის დაწყების წინ....


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 8 2007, 11:02 PM

beqa.shuxoshvili
შენ ნანგრევებს შორის წაგიკითხავს შვილი?

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 8 2007, 11:07 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 8 2007, 11:02 PM) *

beqa.shuxoshvili
შენ ნანგრევებს შორის წაგიკითხავს შვილი?

არა სიმართლე გითხრა sad.gif და რაც ზევით დავწერე ეგ თუ გაქვს წაკითხული?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 8 2007, 11:14 PM

QUOTE(კანონისტი @ Feb 8 2007, 10:51 PM) *

ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას მოკლე ლოცვა:

"ღმერთო შენით და არა ჩვენით!"

ნახეთ, რა მოკლე და რამხელა სულიერების სიტყვებია. ვაჟა პირჯვარს გამოისახავდა ხოლმე და ხშირად იმეორებდა ამ ლოცვას, განსაკუთრებით რაიმე საქმის დაწყების წინ....

მასეთი სიტყვებია მესხურ მრავალჟამიერშიც და სულ ჟრუანტელი მივლის, რომ ვისმენ smile.gif

პოსტის ავტორი: misheli თარიღი: Feb 13 2007, 02:24 AM

ქავთარაძეს
( ნაწყვეთი ვაჟა-ფშაველას პოემიდან)
ყორანმა გადმაიარა
ყრანტალით,თავის თავის ღებითა:
,,დაილოცენით, ფშავლებო
თქვენის ფშაურის წესითა.
სანამ თქვენა ხართ ცოცხლები,
ლეში არ დამაკლდებაო;
ბევრს ყრმას ამოვწვდი გულ-ღვიძლსა,
ნისკარტი სისხლში წრთდებაო.
საყორნის ყელში ცხრას ლეკსა
გიგლიაც თანა ჰყვებაო.
მე უფრო გამიხარდება,
როცა ვაჟკაცი კვდებაო.
ღმერთმა მყვირალას უშველოს,ხუთ ლეკს მამიჭრა თავია,
ტყეებიც ახადს მაუდის,
მაჰყავ გოდერძათ ქალია
მაგრამ ტირის ბეჩავი,
არ მაჰშორებია თვალია,
იმის ნაცრელმა ნისლებმა
მეც ამირიეს კვალია.
იძახის:,,ძმაო გიგლიავ,
შენი სიკვდილი ბრალია!"
smile.gif


პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Feb 16 2007, 02:42 PM

ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.

გამარჯობა მეგობარო მე აქ ახალი ვარ სრულიად ახალი და თან ვერ ვერკვევი აქაურობის წესებზეsmile.gifერთი რამ ვიცი ვაჟაზე იქნება და იცი არ ვიცი მარა ვფიქრობ დაგაინტერესებდა


პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Feb 24 2007, 06:37 AM

უდიდესი პიროვნება იყო, გენიალური, ძალიან მიყვარს ვაჟას თვითოეული ნაწარმოები, განსაკუთრებით ბახტრიონი!

ციტატა(მნათე @ Feb 9 2007, 07:55 AM) *



მე მიყვარს სამშობლო არსობრივად ამავდროულად თვისობრივი შეფასების უფლებაც მაქვს wink.gif

რასაც ფლიდი მანჭვა-გრეხვა არ სჭირდება biggrin.gif


მართალია მნათე!სამშობლოს სიყვარული ისიცაა მისი ნაკლი და გასაჭირი დაინახო, შეაფასო და გაითავისო!

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Feb 24 2007, 05:36 PM

ჯოყოლა და ალუდა ჩემი ბავშვობის დიდი სიყვარულია, სულ ერთნაირად მყავს ორივე წარმოდგენილი. მართლა მიყვარს, ცოცხალი, ნამდვილი ადამიანებივით.

''- ჯოყოლა მქვიან, ძმობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდება, ერთურთში
სიტყვა ვიუბნოდ მცდარადა.
სახლი აქ, ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თვითონ იცი, ძმობილო,
საითაც გინდა, იარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.''
smile.gif

''ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს
ნუმც ხარობს ქავის კარიო
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო! ''


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 24 2007, 09:00 PM


მე ეს მომწონს

აღაზაზე რომ ამბობს:



"არჩვი ყელ-გადაგდებული,

თმა-ხშირი, მთვარე პირადა,

ეკერებოდა გულ-მკერდზე

ქმარს მარგალიტის ღილადა. "

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 24 2007, 09:15 PM

kato_Bato
ეგ მეც მაგრად მიყვარს, სხვათაშორის ეხლა ვწერ თემას,
"ღმერთო მოხედე ტანჯულთა" მანდ მყავს წარმოჩენილი აღაზაც,ზვიადაურიც,ჯოყოლაც...

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Feb 24 2007, 09:25 PM

მე ეს სტროფი მიყვარს:
სიცოცხლე ჰქრება,სისხლი სდის,-
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.

ძალიან მაგარია

პოსტის ავტორი: SHALVA_3 თარიღი: Feb 25 2007, 03:08 PM


''კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი'' ეს არის ფორმულა და სახელმძღვანელო ყველა ერისათვის

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Feb 26 2007, 04:20 PM

"ქავთარ ეგ შენ":)
არ ვიცი ეგ ამბავი იცი თუ არა მარა მაინც წაიკითხეsmile.gifეგებ ზოგმა არ იცითsmile.gif
ესეიგი ეგ ამბავი ვაჟას ეხება ოღონდ არა აქ საქართველოში არამედ ინგლისში ქალაქ ლივერპულში,იქ საიდანაც ბიტლები იყვნენsmile.gifესეიგი ჯონ ლენონი ყველამ კარგად ვიცით ხოდა ერთი პერიოდი სერიოზულ დეპრესიაში იყო პ.ს. ეგ მისი ინტერვიუდანაა...ხოდა დეპრესია იმდენად დიდი და სერიოზული ქონდა რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა.ხოდა ამ დროს სრულიად უცნობმა პიროვნების ვინაობა გაურკვეველია ჯონ ლენონს წიგნი აჩუქა წაიკითხეო,თავად ლენონს კი კითხვა ძალიან უყვარდა,გავიდა პერიოდი როცა ლენონი ინტერვიუს აკეთებს და ამ ამბავს ყვებო და ერთი ჟურნალისტი ეკითხება:ბატონო ჯონ,მაშ თავის მოკვლა რად გადაიფიქრეთო?ჯონმა ჯურნალისტს გაუღიმა უჯრიდან რაღაც წიგნი ამოიღო და ჯურნალისტ აჩვენა და უთხრა:კი მე ნამდვილად თავის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი ოღონდ ვიღაც პიროვნებამ სრულიად უცნობმა ეს წიგნი მაჩუქა,ვეღარ მოვითმინე და წავიკითხე,მე არ ვიცი ეგ ადამიანი სადაურია და რომელი ქვეყნიდანაა მაგრამ მე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ,ის გენიალური ადამიანია,ადამიანი რომელიც მცენარეებს,ცხოველებს,ბუნებას
ესაუბრება და ალაპარაკებს მათ,ადამიანები კი ისე ყავს გადმოცემული როგორც არავის,ზოგი ამეტებს დადებითს,ზოგიცკიდე უარყოფითს,მაგრამ ეს კაცი წეშმარიტად სრულ სახეს გადმოსცემსო,მე მან მიხსნა დეპრესიისგან და სიცოცხლე ეხლა მართლაც მშვენიერია"
აი ხალხო რაოდენ დიადი შვილები გაუზრდია და ვინ იცის ეგებ კიდევ ზრდის ჩვენი სამშობლო ჩვენი "საქართველო"!!!

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Mar 7 2007, 02:48 AM

ubralod gio
შეიძლება კარგები გაზარდოს და საუკეთესოებიჩ მარა ვაჟასნაირი აღარავინ დაიბადება ასე მგონია smile.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Mar 7 2007, 12:21 PM


"თეთრო გიორგი შვილი რა მიყავ" და მონადირე" წაკითხული გაქვთ?


თუ არა ბევრი დაგიკარგავთ და წაიკითხეთ....smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 7 2007, 01:56 PM

SHALVA_3
ვაჟას ეგ ნაწარმოები ჩემთვის ძვირფასია ისევე როგორც სხვა დანარჩენნი, მაგრამ ჩემი აზრით ეს ვაჟას სტილი არაა. მაინც მაგარია.

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 15 2007, 04:29 PM

მაგარი კაცი იყო. წარმოიდგინეთ დროს როგორ უსწრებდა. მთაში გაზრდილმა მათ წესებში გაზრდილმა რა მაგრა დაწერა ალუდა.
დროის გასვლასთან ერთად დიდება მოემატება...
საღოლ... მაგარი იყო

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jan 22 2008, 02:09 AM



ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა, ჩემი უსაყვარლესი მწერალია!!!!!!

***
ღამით ცა ჰქუხდა გრგვინავდა,
მთებს მოოედრიკა თვალით,
ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქრობდა შავიო.
დევებსა აქვს ქორწილი
დიდი დარბაზი ზრიალებს,
მეც დამპატიჟეს შევედი
რა მქისე სუნი ტრიალებს.
სამ პირად ცეცხლი ტრიალებს
ზედ სამი ქვაბი შხიოდა,
სტუმრებს წინა ხონჩებზე
კაცის თავ-ფეხი დიოდა.
უკვნას ყურეშიითა
კვნესისი ხმა გამოდიოდა.
ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?
ყმა ვინმე გამოჰკიოდა
უსმელ უჭმელი გავძეხი,
პირშიაც ამომდიოდა.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 5 2008, 01:06 AM

ჩემი ვედრება
ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგურლების მცველადა,
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,
თვალებში მადლდაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივგამომღებელსა, -
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურასდროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
გულო, არ გასტყდე!
(სიმღერა)

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!
რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,
მეცა გყევივარ ავადა.
ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,
ნუ დავბერდებით შავადა.
სინათლე ნუმც გაგიქრება
და სხივი - მოძმეთ ნუგეში,
ანდერძსა მამა-პაპისას
ფრთხილად ვინახავ უბეში.
ძალნო ცისანო, გვიშველეთ,
საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!
გულს ნუ მომიკლავ, უფალო,
იმედს ნუ დამინიავებ,
დაზიანებულს სიცოცხლეს
მეტად ნუ დამიზიანებ;
მიშველე რამა, შენს მადლსა,
წამალს ნუ დამიგვიანებ!
არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,
უსულოდ გდებულს, ტიალად;
სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი
მათრევდენ, მჭამდენ ზიარად;
ნუ გადამაქცევ, უფალო,
შხამისა სასმელ ფიალად!
კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე
გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!
სიმტკიცე მიჭირს დიადი,
ეხლა ისეთი დრო არი.
გამშორდი, სულით სიდაბლევ,
გზაო, მაშინებ ვეღარა, -
იმ თავად, ჩემო სავალო,
შენზე ეკალი ეყარა.
გაკაწრულ-გაფხაჭულები
დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.
ვიცოდი ძალიან კარგად,
ეს უნდა გადამეყარა,
და დღესაც ისევ ძველებრივ
უნდა ვიხადო ბეგარა.
გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა:
თუ აქამომდე გავძელით,
დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

1904 წ.

მძულხარ- მიყვარხარ

მძულხარ იმიტომ, უძლური რად ხარ
ძლიერი მკლავით,მტირალი სახით
და შენი ბედი, ბედი შავბედი,
რად შემოსილა სულ მუდამ შავით?

მოკეთის მგმობო და მტრის ვერ მცნობო,
შენ დამღუპავთან მისულო ზავით,
ბედის მომლოდნევ გვერდზე წოლითა,
ცარიელ ჯიბით და ბნელის თავით.
მაინც მიყვარხარ, ჩემს წყლულს ოცნებას
ზედ აკერიხარ ალმასის ღილად;
ვერ დაგივიწყე, გულს არ ჰშორდები,
მღვიძარე ვარ,თუ მივიქცე ძილად.

სამსალა პირს მწვავს, გუნებას მირევს,
ბოლოს კი ისევ მეჩვენა ტკბილად.
ესეც წესია ალბათ ბუნების:
შენ დედა თუ ხარ, გეკუთვნი შვილად!
1898წ.


პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 14 2008, 12:57 AM

სიყვარული

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა,
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამო სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია;
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!
1891

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 21 2008, 03:02 PM

აუ ეს თემა არ მინახავს.
ვაჟა ყველაზე დიდი პოეტია ქართველ პოეტთა შორის (შოთას მერე რა თქმა უნდა smile.gif )




P.S.
"კაი ყმის" ბოლო ნაწილი: rolleyes.gif dry.gif


...
აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როდის არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ
ლეში ალაღოთ, ჰკვდებითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;

უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა,
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!

wub.gif

პოსტის ავტორი: ana-bana თარიღი: Feb 22 2008, 05:40 PM

საშობაო ამბავი

(თქმულება)

I

ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
რომ ცოლ-შვილს პური აჭამოს,
შეძლება არ აქვს იმდონი.
ჩაცმაზე ვინღა რას იტყვის?
ტანზე აცვიათ კონკები
ცოლსა და შვილებს ერთგვარად,
სანაგვეს მონაპოვები.
ხარი არა ჰყავს, არც ფური,
თითქმის არც ერთი ქათამი;
სახლში არ უჩანს არც ქვაბი,
არც საფხეკელი, ასტამი,
და ქოხს, გადახრილს გვერდზედა,
ხელს ახლებ - გააქვ თამთამი.
დღიურის ნამუშევარით
იგი სულს უდგამს ცოლ-შვილსა.
წამს მოსვენება არა აქვს
გეგენას, წელში მოხრილსა.
ცოდვას არ იზამს არაფერს:
ღმერთი აშინებს ძალიან,
ლოცულობს გულ-მხურვალედა,
დროს რომ იხელთებს, სცალიან.
ღარიებებისა ღვთის მიმართ
მას ესმის აურ-ზაური;
თვით არ ემდურის, თუნდ წლამდე
ვერსად იშოვოს შაური.

II

ხვალ შობა არი, სოფელში
მზადება, ფაცა-ფუცია,
ყველა იმას ჰკლავს, რის დაკვლაც
სოფლის კაცს გულში უძია.
სამუდამოდა ღორს თუ ცხვარს,
ბევრს თვალი დაუხუჭია.
დიასახლისებს უპყრიათ
ხელში ბატ-ქათმის კუჭია.
გეგენა ოჯახობითურთ
მიყუჩებულა, მუნჯია:
რა დაკლან, რა გამოაცხონ,
როს ბედი მათთვის ძუნწია?!
ცეცხლი უნთიათ კერაზე,
ზედ უდევს დიდი კუნძია.
მჭადი თუ ექნათ ხვალისთვის
და ზედაც წყალი სასმელად,
ღმერთს შესწირავენ მადლობას,
არაფერი აქვთ სათქმელად.
დაღამდა, თოვნაც დაიწყო,
ქარისა ისმის ზუილი;
ასკდება ჩამოვარდნილი
ქარიდან, მგლების ყმუილი
ქოხი კედლებს და კერასა,
როგორც საქონლის ზმუილი.
იქ საქონელსა რა უნდა -
ოცნება არი ტყუილი!..
ცეცხლის ალიცა ბარბაცებს
მთვრალივით აქეთ-იქითა,
თითქოს უსვია კახური
ჯიხვით და არა ჭიქითა.

III

გარედან ისმის ძახილი,
არაკუნებენ კარებსა:
„მომხედეთ, კაცი ვინა ხართ,
უმწეოს, შესაბრალებსა!“
გეგენამ კარი გააღო,
გაიცქირება გარეთა;
წინ უდგას ვიღაც გლახაკი,
დაღონებული მწარედა.
ყელს უწევს ემუდარება:
„მგზავრი ვარ შორის გზიდანა,
მისტუმრე, აგრემც უფალი
წყალობას მოგცემს ციდანა.
სასმელ-საჭმელი არ მინდა,
ოღონდაც მქონდეს საფარი, -
ოღონდაც გავთბე ცეცხლზედა,
მგზავრობა-გადმონაყარი“.
- მობრძანდი, შენი ჭირიმე,
ვაჰმე, მომიკვდა თავია!
სტუმრის მიღება სახლშია
ეგრეც თუ ძნელი არია?!
მობრძანდი, ძმაო, მობრძანდი! -
ებღაუჭება გეგენა,
წინ მიუძღვება ცეცხლისკენ,
თან მგზავრი მიჰყავს ნელ-ნელა.
- ღარიბ-ღატაკი კაცი ვარ,
გული კი ღმერთმა იცოდეს!
ვინ არის, გულის პასუხსა
კაცისას გამოიცნობდეს?
მცხვენიან, რა ვქნა, რა გიყო?
რით გიმასპინძლო ან კია?
ძირს რა დაგიგო, დაგხურო? -
სთქვა, თავი გადაარწია.
„რადა სწუხდები, მეც თავად,
მხედავ, კაცი ვარ გლახაო,
მარტო ცეცხლზე რომ გამათბო,
სიკეთედ დაგინახაო,
დიდ სიკეთედა. ნუ ამბობ,
რა სათქმელია ეგაო,
ბოდიშის მოხდა მეტია,
შენს სარჩოს თვალით ვხედაო.“
უთხრა პასუხად სტუმარმა,
კვნესით ჩამოჯდა კერაზე:
„ცეცხლი ამ სიცივეშია
საამურია ყველაზე;
გარეთ სიცივე მომკლავდა.
ეს ჩემთვის დიდი მადლია,
ბედნიერი ვარ ფრიადა,
მე არაფერი მაკლია.“
გეგენა იხდის ფარაჯას,
ბეჭებზე ახვევს სტუმარსა,
სჭუჭკავს და თავზე ევლება
თავ-დაკიდებულს, მდუმარსა.
თუმც მეტის ლოლიობისთვის
გლახაკი ეტყვის მდურვასა.
ყველა - დიდი და პატარა -
ოჯახის უფროსს ჰბაძავენ
და არ იციან, ვით დაჰხვდნენ,
სტუმარს ღმერთადა ჰსახავენ!
ერთი ფეხებს ჰხდის, მეორე
უფრო თბილს ადგილს უმარჯვებს
და, თუ რამ მოეპოვება,
მხრებზე გასათბობს უმატებს.
„ღმერთმა გიშველოსთ, ჩემს ნაცვლად
იქნებ მან მოგცესთ წყალობა,
ვევედრი, თქვენს საწყლობასა
მან გაუწიოს წამლობა.“
თავად თუმც ჰშიანთ. მაგრამა
მჭადი სულ სტუმარს მოართვეს
და უხარიან ყველასა -
მშიერი კაცი გააძღეს.
შემდეგ მის მოსასვენებლად
თბილი ლოგინი გააწყვეს.
თავად კი მშივრები დაწვნენ,
რა გადიწერეს პირჯვარი.
ეძინათ, ვიდრე განთიადს
თან მოჰყვებოდა ცისკარი.

IV

პირველად გეგენა ადგა
და გადაქექა ნაცარი,
ცეცხლისა შესანახადა
ნაკვერჩხლებზედა ნაყარი.
დაანთო ცეცხლი. განათდა
ქოხი და ქოხში რაც არი;
გაოცდა მეტის-მეტადა,
სუართი ნახა საზარი:
იმის ქოხისა კელდები
თეთრია, როგორც საყდარი,
სავსეა სანოვაგითა,
რასაც ინატრებ, აქ არი,
მაგრამ ლოგინში სტუმარი,
უყურებს, აღარსად არი!..

1910 წ.


პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Mar 4 2008, 03:40 AM

ის რომ ვაჟა გენიოსია და ა.შ. ამას კამათიც არ უნდა უბრალოდ ერთ გენიალურ ლექსს დავწერ:

მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით, რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რომ აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება ვერ შედგეს
ერთ წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არი მეტად შორს არი
დაშორებული მაზედა,
ჭაობში არი ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა.

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 4 2008, 08:05 PM

ვაჟა... ამ უნივერსალურ გენიოსზე ყოველთვის მინდა, ძალიან მინდა ბევრი ვთქვა, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვამბობ... სიტყვებს ვერ ვპოულობ,ისეთს მისი შემოქმედებისადმი ჩემს სიყვარულს რომ გადმოსცემდა.... ვაჟას გენიალურობას რომ დაახასიათებს და სრულყოფილად აღწერს ასეთი სიტყვები არარსებობს ჯერ ბუნებაში. საერთოდ მიყვარს ლიტერეტურა და უამრავი მწერალი, პოეტი მაგრამ ვაჟა, სულ სხვა სამყაროა ჩემთვის, სულ სხვა განზომილება და სულ სხვა ემოციები...
მიყვარს ვაჟა, არა უფროსწორად ძალიან ძალიან მიყვარს... wub.gif



ციტატა
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით, რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.



უძლიერესია : ) ..................


და ეს wub.gif ბახტრიონი უზომოდ მიყვარს, მარტო ნაგლეჯები არა , სულ...


გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად,
მუხა-იფნებით ფარული.
იქ ჰყრია დიდი ლოდები
შავფერი, ციხის-კარული,
ლიბო-დათხრილი კოშკები,
უმზეოდ ჩამოგვალული.

ბერი ტიროდა დიაცი,
ისმის ქვითინი ქალური.
რამდენი სიპები აწყვავ!
მოსჩანს აკლდამის პირები.
გმირთა სამარეს, როგორც ხატს,
სამთხვევლად დავეღირები.
....................................
მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!


შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,
თითო ლომისა დარია.
შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა,
მამაც იმათთან მკვდარია.

................................

ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!
უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია.............

აუ რამხელა ემოცია დევს...

პოსტის ავტორი: cash თარიღი: Mar 19 2008, 02:48 PM

ბატონმა ოტიამ თქვა ერთხელ:
"ახლა გვიშტიპში (სოფელი წყალტუბოს რაიონში) მე და სამი ჩხიკვი დავრჩით. სად წევიდეთ ახლა, რა ვქნათ, ჩხიკვებს რა ველაპარაკო?! აცხონა ღმერთმა ვაჟა-ფშაველა, ისე დაწერა "ჩხიკვთა ქორწილი”, მგონია, ის ჩხიკვი ახლაც ქორწილს იხდის და მაგის იმედი მაქვს ახლა, საცხა თაგვი გამოჩნდება და შეილება პატარა თხილი მომირბებინოს.” smile.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 20 2008, 12:28 AM


მარტოობა

აღარ მესტუმრა არწივი,
აღარ დამყეფა თავზედა.
აღარც რო კარგი მალაღებს,
აღარცა ვჯავრობ ავზედა,
სულსა მხდის მტერი, ტყავს მაძრობს,
ჯალათად მადგა კარზედა.
არა სჩანს ჩემი არწივი,
რო მხარი დამკრას მხარზედა.
ავენთო, როგორც საკირე,
დავიწვა თავის ალზედა,
ან თოფის ჩახმახს მოვზიდო,
ხელი დავიდვა ხმალზედა.
აღარ ვარგივარ არაფრად,
დავჩლუნგებულვარ ძალზედა.

მოდი, არწივო, სადა ხარ?
შორითვე გიცნობ ხმაზედა.
შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ,
გამოვიცვლები წამზედა;
მყის ვტოვებ დედამიწასა,
გადავსახლდები ცაზედა.
ხან ფანდურს შევაჟღარუნებ,
ხან დავამღერებ თარზედა.
ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ,
ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა.

როცა არწივი თან მახლავს,
მაზის მარჯვენა მხარზედა, -
მეფისა მადგა გვირგვინი,
ვზივარ სამეფო ტახტზედა!
შეურაცხყოფას ვინ მკადრებს?
სალამს მიძღვნიან ცდაზედა.
როცა არწივი წამივა,
ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა.
დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ,
არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა.

1912





ბედნიერი მაშინ ვარ,
როს ვიტანჯები სხვისთვისა.
"არვის არ გემდურით"


ბრძოლა იმასთან გვაძლევს შვებასა,

ცხოვრებაშია რაც გულსაკლავი.
"ვიღწვები, გარსა ცეცხლი მარტყია"


ბუნება გვაძლევს საზომს სიკარგისა და უვარგისობისა და ჩვენ კაცნთ ეს არ გვესმის, თუნდაც რომ გვესმოდეს, მაინც ყურადღებით არ ვეპყრობით ამ ბუნების კანონს, მის განაჩენს.
"ყოველდღიური ფიქრები"

1
განა მარტო კაი კაცია ჩვენთვის სასიამოვნო? კაი საქმეც კარგი რამ გახლავთ, ვინაიდან იგი ნამშო იმავე კარგის ადამიანისა, თორემ ცუდისა და უკეთურისგან უკეთურობის მეტს რას უნდა მოელოდეთ?
"ყოველდღიური ფიქრები"


განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიკური პოლიტიკური მდგომარეობა, თავისი სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულა დედამიწის ზურგზე.
"კოსმპოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"


განათლებამ ბევრი რამ ბუნებრივი უარჰყო და თავისს გემოვნებაზე გადააკეთა, თავისის აზრის, მისწრაფების სასარგებლოდგამოიყენა, ხოლო უარყოფა აზრისა და გრძნობისამ რომელზედაც დაფუძნებულია ადამიანის სივ-კარგე, დღესაქომომდე ვერ გაუბედნია. ისტორიაც კარგ კაცებად იმათ ასახელებს, ვინაც ამ მხრივ ტოფილა გამოჩენილი, ვისაც სხვისთვის რამ ურგია და არა მარტო თავისი ჰხსომებია, თავისი ჯიბე და კუჭია.
"ყოველდღიური ფიქრები"









განყენებული სჯა და ლაპარაკი საკაცობრიო, საზოგადო საგნების შსახებ კარგია, რადგან სჯითა, ცდითა, ფიქრითა და თქმით ირკვევა მუდამ კანონები ცხოვრების წარმატებისა და დაქვეითებისა.
"წერილები მეგობრებთან"


გენიოსს არ შეუძლია იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად, ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ: არ შეუძლლიან აგრეთვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირსების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან.
"ნიჭიერი მწერალი"


გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი და სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება.
"კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"


დედა-ეა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა, ერთიანი ამამოძრავებელი ძალაა, ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა. თუ პირველი მარცხნივ უდგას და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს.
"ნიჭიერი მწერალი"







დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ცხოვრებაში.
"ქალთა შესახებ"


დიაღ, მოგონება საშინელებაა, მომაკვდინებელია, როგორც სიბერე და იგი იწვევს ერის სიბერეს, სხვაფრივ ერის სიბერე და სიკვდილი შეუძლებელია მანამდე, სანამ მზე ანათებს დღით და ღამით მთვარე.
"ქოგი რამ ფიქრებიდან"


დიდება მკვდრისა ცოცხლის წყევლას ჰგავს, იმიტომ, რომ წყევლითაც უკან ვსწყევლით ხოლმე, ვისიც ჯავრი გვჭირს.
"გაბრიელის დღიური"

დროც უთავბოლო ზღვაა. თუ კაცობრიობის გრძნობამ, გონებამ, აზრმა არაფერი ჩააგდო შოგ, მის შემწეობით არაფერი გააკეთა, ზურგზე არაფერი აჰკიდა, არაფერს მოგვიტანს და უშნო ულაზათო სანახავიცაა მაშინ.
"წერილები მეგობარს"

ენით ნათქვამ სიტყვაზე ძლიერი, - ვნებაა, რომლითაც შეპყრობილი ადამიანი, იმას ემონება იგიმ ვნების ყურმოჭრილი ყმაა.
"ირემი"

ერთია მტერია კაცთ შორის,

მეორე უწევს ცხვრობასა.
"მთათა ერთობა"


ერთსა და იმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დაწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისის ნიჭისა, შემოქმედების საზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭს და თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი სუსტი ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ.
"ნიჭიერი მწერალი"


ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა-ცხოვრების პირობები, მაცხოვრებლის თვისებანი არიან. რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალია, ბედნიერია და ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი.
"ფიქრები"


ერს დააბერებს მხოლოდ მონება, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალ-ღონის გამოჩენის საშუალება მოსეპობა.
"ზოგი რამ ფიქრებიდან"


ვისაც ჰსურს, გაიგოს, მწერალია, თუ არა, ჯერ თავის სულსა და გულს დააცქერდეს: აქვს მართლა სული და გული?.. არ უნდა ყველას სული და გული, თუმცა ყველა ცოცხალის ადამიანი ჰსუნთქავს და ფეხზე დაიარება. მწერლობის გარეშე მცხოვრებელი კაცი უსულგულობით განაღმაც იოლად გამოვა, შიძლება დიდ ბედნიერებათაც ჰრაცხდეს თავის თავს, მაგრამ ვაი თქვენს მტერს, თუ ეს უბედურება მწერალს დაატყდა თავზე და მაინც კიდევ მწერლობას არ იშლის! აბა მაშინ დატრიალდება უკუღმა ჯარა, აბა მაშინ "დაავადდებიან ყურნი მსმენელთანი".

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Mar 25 2008, 01:28 PM

განა კაცია ტვინთხელა ბევრ რომ ფარფატებს ჰყვირისო
გვაშორე ღმერთო გვაშორე ერისთავობა ვირისო.

smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 25 2008, 01:42 PM

CONSCIENTIOUSNESS
მაგარია biggrin.gif

Ismail

ციტატა
შოთას მერე რა თქმა უნდა

ისაა, არ დაიწყოთ ჩხუბი მარა ჩემთვის პირადად ვაჟა I ია
II-გალაკტიონია(ჟანრობრივად)
თავის სტილში I ია შოთა მარა ვაჟა მაინც ბევრად მირჩევნიან ...

პოსტის ავტორი: marianitta თარიღი: Mar 25 2008, 01:51 PM

ციტატა
თავის სტილში I ია შოთა მარა ვაჟა მაინც ბევრად მირჩევნიან ...

გეთანხმები მეც მაგ აზრის ვარ, ვაჟა ვაჟაა, მისგან მონაბერი თავისუფლების სიო სულ სხვაა, შოთა უფრო მიწიერია.

პოსტის ავტორი: taicko თარიღი: Apr 2 2008, 03:25 PM

ციტატა(marianitta @ Mar 25 2008, 01:51 PM) *

გეთანხმები მეც მაგ აზრის ვარ, ვაჟა ვაჟაა, მისგან მონაბერი თავისუფლების სიო სულ სხვაა, შოთა უფრო მიწიერია.

ვაჟა ჩემთან უფრო ახლოა. შოთასავით იდეალურ ადამიანებზე არ წერდა.

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Apr 16 2008, 06:17 PM

მე როგორც ვიცი, ქართული სიმღერის " ქალო გნახე ფეხშიშველი" ტექსტი ვაჟას დაწერილი ყოფილა რომელიც თავის ნათლულს მიუძღვნა! saidumlo.gif

რაც შეეხება ვაჟას შემოქმედებას, იდეალურია პოეტური თვალსაზრისით! და ძალიან ახლობელია ჩემთვის,სულ მიკვირდა მის სურათებს რომ ვნახულობდი ,ერთი შეხედვით მკაცრი გარეგნობის მთ იელი ასეთი ფაქიზი სულის ადამიანი როგორ იყო?! fiqri.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 1 2008, 11:32 PM

ვ ა ჟ ა ს

მომხიბლა, მომაჯადოვა
შენმა ლამაზმა ენამა,
თუმცა ბევრი დრო მადროვა
ქვეშ — მიწამ, მაღლა — ზენამა,
ვერ ამოგიხსენ, ფშაველო,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
ამ სტრიქონებმა მომნუსხეს,
ლამაზ სიტყვების ფენამა,
ვაჟაო, ვერ შევიგრძენი,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
— იქნებ მამულზე, ჭარმაგო,
გაუთავებლად ზრუნვამა?
— იქნებ ოფლი გდის იმიტომ, —
დაგღალა რუდუნებამა?..
ფშაველო, ვერ ამოგიხსენ,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
რამ დაგისუსხა გუგები,
— ლომთა კბილების ღრჭენამა?
ან თავი ვინ მოგაბეზრა,
— ბოროტთ ავსულად კბენამა?
მითხარ! მგოსანო ფშავლების,
სახე რამ დაგიცვარნამა?!
ვინ არ მოხიბლა, არ ვიცი,
შენმა მღერამ და ნანამა!

"რატი (ტატო) ნინუა"

პოსტის ავტორი: marselioza თარიღი: May 6 2008, 10:09 AM

,,წარსულზე ფიქრი მაწუხებს,
აწმყოში არა ჰყრია რა
და მომავალის ფიქრებიც
ვერავინ გამიმზიანა...

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 4 2008, 06:15 PM

http://www.youtube.com/watch?v=MCQLqilDgT8
კითხულობს ეროსი მანჯგალაძე


ვინ დამიბედა გზები პოეტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!
ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო?
ნუთუ სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას?
ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთან
გამიჯნურება მჩვევია ლექსად?
უმეგობრობა არ მიგლოვია
და არც მოლექსე მყავს წინაპარი.
მე ზღაპარი თუ გამიგონია,
ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი,
და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,
ჯიში გმირული, ჯიში ქართული,
ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,
სატევარით და ცხენით განთქმული.
მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები
და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,
მიტომ არ მიყვარს მე არტახები
და მიტომ ვარგვარ ადამიანად.
მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარში
და უცოდველი სისხლი მადინა,
სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი
და მწვერვალები გადინადირა.
მას შემდეგ ბევრის მკლავი ავცელე,
შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც,
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა.
ბაბუაჩემმა ბუნების კარი
გამიღო ოხვრით და სიმძიმილით
და შთამაგონა, რომ ლექსი არის
კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.
მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,
რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,
მან შემაყვარა ბუნების ცრემლი
და სალამურიც მან შემაყვარა.
სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,
მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.
ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი
და გაანათა ჩემი კაცობა,
და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს
მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.
ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა
ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა,
და ჩემი გულის გმირული კვნესა
მარტოდენ ლექსმა გაიზიარა.
მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს,
როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი,
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
რომ ლექსი თვითონ ტკივილი არი.
და რადგან მერგო ვიყო პოეტი --
ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,
რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,
რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, -
მჯერა, ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!

1940

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 6 2008, 07:48 PM

http://www.youtube.com/watch?v=Y2XT8XXepp8

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 6 2008, 07:57 PM

ციტატა(georgianeli @ Jun 6 2008, 06:48 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=Y2XT8XXepp8


გაიხარე,მოვუსმინე და ძალიან მაგარია wub.gif

ვაჟა ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანია

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Jun 6 2008, 08:25 PM

ვაჟა-ფშაველა ერთერთი ჩემტვის სათაყვანებელი პიროვნებთაგანია. უნიკალური და უშესანიშნავესი პოეტი იყო, გვიმრავოს ღმერთმა მისი მსგავსი ადამიანები

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Jun 6 2008, 08:52 PM

[URL=http://www.radikal.ru]IPB-ს სურათი[/URL
ძალიან მომწონს და მიყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება!ვაჟა ბუნებასთან ასოცირდება ჩემთვის wub.gif rolleyes.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 6 2008, 09:07 PM

ქავთარაძე

ციტატა(ქავთარაძე @ Mar 25 2008, 02:42 PM) *

Ismail

ისაა, არ დაიწყოთ ჩხუბი მარა ჩემთვის პირადად ვაჟა I ია
II-გალაკტიონია(ჟანრობრივად)
თავის სტილში I ია შოთა მარა ვაჟა მაინც ბევრად მირჩევნიან ...

არა კაცო, რა არის საჩხუბარი smile.gif



ციტატა
ჩემთვის პირადად ვაჟა I ია
II-გალაკტიონია(ჟანრობრივად)

ამაში გეთანხმები. smile.gif



ციტატა
თავის სტილში I ია შოთა

ამაში ხო გეთანხმები და გეთანხმები. smile.gif



ციტატა
მარა ვაჟა მაინც ბევრად მირჩევნიან ...

ამ აზრსაც თავისუფლად აქვს არსებობის უფლება. რა თქმა უნდა. smile.gif








_________________________________
P.S.
როდის გწერ პასუხს არა? biggrin.gif
3 თვის მერე. biggrin.gif

პოსტის ავტორი: kavkazec თარიღი: Jun 14 2008, 11:39 PM

გველის წიწილა გველია
ხოლო ვირისა-ვირია,
კუნელზე ყურძენს არ ჰკრეფენ,
არცრა გასაკვირია

ძაან მაგარია ესეც

სიტყვა ეული

სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ვარმით ნაკვები, სნეული,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხვივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოიდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზრდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, -
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...


დაგვიანებული პასუხი აკაკის

„ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო.”

აკაკი
-
დიდხან ვიფიქრე ძალიან,
თუ რა პასუხი გამეცა,
შენთვის, მხცოვანო პოეტო,
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,
უცებ თავზარი დამეცა:
სიტყვა, მოსული სათქმელად,
ენიდან მომწყდა, გამექცა.
დავღონებულვარ ძალიან,
თითქოს სახლ-კარი დამექცა.
რადა? რა ღმერთი გამიწყრა
მარგალიტების მფლობელსა.
რომ თავის უშნო ენითა
ვერას ვაგონებ მშობელსა?!
ბულბულისათვის გალობა
დაუწუნია რომელსა?
მარგალიტების მფლობელი
ენასა ხმარობს ღონედა,
და როცა მარგალიტს სთესავს
ან თუ ააგებს ყორედა,
მაინც ის არი, რაც არი,
ჭორები მოაშორეთა!
იქნებ მე, ჩემმა ენამა,
სამშობლო დავაღონეთა?
ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,
დავამხეთ, დავამონეთა?
უვარგისობის მიზეზი
ფშავლობა არის სწორედა.
მოძღვნილი არი მთის მიერ
ჩამოტანილი ქარისა,
რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,
ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!
აქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელთ სამშობლო თავისა.
და ენა მთისა სიმტკიცით
მსგავსია კლდისა სალისა;
იქნებ, აკლია, არ ვიცი,
ამ ლომს სინაზე ქალისა?
ამისთვის დასაგმობია
და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი, მგრძნობელი,
ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,
შემდრკე, დავმუნჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ, მაინცა,
არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა
ენა მთისა და ბარისა.
მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა.
მოთაყვანე ვარ ყოვლისა
იმათ ტკბილის და მწარისა.
სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,
დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი
და გამომჯრელი კარისა…
სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,
მუდამ მთქმელი ვარ ამისა,
ნუ შეგაშინაბსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა

პოსტის ავტორი: kavkazec თარიღი: Jun 17 2008, 08:47 PM

(სიმღერა)

სიყმე სიბერედ ვაქციე,
ერი კი - ვერა ერადა.
იმედი მქონდა... ჩონგური
მოვმართე, დავჯე მღერადა.
მეწადა, ჰანგი მსმენელთა
გულისა ამაზრზენადა
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,
ცად აეწია ზენადა.
შევამკე მთები მაღლები
და ბარი ათასფერადა,
აზრი საერთო, საქვეყნო
მინდოდა გასაკვერადა;
ამისთვის თავსა დავწიე,
ვაქციე ნაცარ-მტვერადა.
ვადიდე გმირთა სახელი,
მკლავი და სულით დიდობა,
დავძრახე ქვეყნის ორგული
და შეურაცხვყავ ფლიდობა;
სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,
ფუფუნებაზე - მწირობა.
მინდოდა არ შამებღალა
მე წმინდა დედა-შვილობა.
პირნათლად მივალ საფლავში,
მტკიცედ დავიცევ პირობა.
ამას მითვლიან ცოდვადა,
რაშიც მე მიჩნდა გმირობა;
თავს დამჩხავიან ყორნები,
გაუმართიათ ყრილობა.
შემირცხვა ზოგის ნამუსი,
გრძნობა, აზრი და ზრდილობა:
კაცობად დაუსახიათ
სიჩერჩეტე და ვირობა!
რა მეთქმის? გული მკვდარია,
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;
მე კაცთა შორის მეტი ვარ,
უნდა გავიჭრა ველადა,
რაკი გადიქცა ეშმაკი
ტკბილ მოსაუბრე გველადა
და თანამოძმე ეს ჩემი -
მის ყურისმგდებელ ევადა,
როს გახდა საქვეყნო საქმე
უსუსურთ საღეჭ კევადა

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jun 25 2008, 07:23 PM

ჩემი ვედრება
ვაჟა–ფშაველა

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

1893 წ.

ნატვრა
ვაჟა–ფშაველა

კლდე უნდა იყო, სალი კლდე -
მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, -
რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს
ქარჩით მოხუცი ხნიერი.
რატომ არვისგან იძლია
შენი სამეფო ძლიერი?
არ იქნა, ლეშით არ გაძღა
ეგ შენი ხახა მშიერი?
რამდენი კენჩხა გამოჰხარ,
რამდენი მკლავი ძლიერი?
რამდენი სახე ქალისა,
ელვა - მთათ შუა რეული,
თვალები - მთვარე მომწყდარი,
წყვდიადში გამორეული,
წელია დილის მზის სხივი,
ვარდებში ჩამორეული.
იმასაც ამას უპირობ,
ვინც მე მინათებს ღამითა,
ვისთვისაც სიცოცხლე მწყურან
ამ ბეჩაურის ჟამითა,
დაჰშალო, დაანაწილო
ძვლები და ლეში კანითა?
ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა,
ყელ-გამოჭრილი დანითა,
რომ ფერფლი ჩემის ლეშისა,
გადატანილი ქარითა,
მიეხლოს იმის ნაშთის ფერფლს,
განედლებული ცვარითა.
მზემაცა ნახოს, მთვარემაც,
ცამ ვარსკვლავების ჯარითა
და გაზაფხულის იამა
მის ანგელოზის თვალითა.

1889 წ.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 19 2008, 04:46 PM

ციტატა(nuca_ge @ Jun 25 2008, 07:23 PM) *

ჩემი ვედრება
ვაჟა–ფშაველა

http://www.youtube.com/watch?v=C1RGD5NtIyg

http://www.youtube.com/watch?v=HhGDyNRdpcQ

გურამ საღარაძეს რომ ვუსმენ, ძალიან კარგია, მაგრამ ინტელიგენტური შესრულების მანერა აქვს. სერგო ზაქარიაძის მიერ წაკითხული "მერი", ეროსი მანჯგალაძის, მედეა ჩახავას, ვერიკო ანჯაფარიძისა და უშანგი ჩხეიძის შესრულებები კი კლასიკური მაგალითია იმისა, რომ მთელს მსოფლიოს, ყველა დროში შეუძლია ისწავლოს, თუ როგორ უნდა იკითხებოდეს ლექსი. გულიდან მოდის ნიაღვრად და მიტომ. ლექსების ავტორებზე არანაკლები გენიალურობით ჩასწვდნენ შედევრებს, რადგან უპირველესად, ცხოვრებით განასახიერებდნენ ამ შედევრების სულს და არა ოდენ ფურცელზე, ან სცენაზე, როგორც სამწუხაროდ, ზოგ-ზოგიერთებს ემართებათ და დაემართათ. მათში არისტოტელეს ეთოსიც, პათოსიც და ლოგოსიც ერთი ორგანული მთლიანობაა.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Sep 5 2008, 10:52 PM

სიყვარული

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა,
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამო სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია;
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

1891 წ.


პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Sep 28 2011, 02:34 PM

კალიგრაფია არ მაქვს კარგი მაგრამ ... smile.gif
http://www.radikal.ru

http://pcu.ge/vazha-pshavela_150.html


.

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 28 2011, 06:53 PM

აუ რა კარგი რაღაცაა? ლექსი კი წავიკითხე, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი ასე უსწორმასწოროდ რატომ ეწერა biggrin.gif
ძალიან მომწონს ეს ლექსი, თავიდან ბოლომდე ანდაზა და აფორიზმია.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 28 2011, 08:29 PM

http://www.youtube.com/watch?v=-14d5prHdjQ

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 2 2013, 04:01 PM

მე და ვაჟა-ფშაველა ერთ სკოლაში ვსწავლობდით happy.gif ნუ ის 1 წელი და მე 11 მაგრამ მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:06 PM

"ვაჟა სვეტია, რომელიც მთელი ადლით სჭარბობს ქართველი მწერლების გუნდს"

/ეპისკოპოსი ლეონიდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:30 PM

"ვაჟა-ფშაველა 36 პოემის, 400-მდე ლექსის, ასევე პიესების, მოთხრობების, მრავალრიცხოვანი სტატიის ავტორია".

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Apr 15 2016, 02:26 AM

ციტატა(qetevani-82 @ Sep 28 2011, 02:34 PM) *

კალიგრაფია არ მაქვს კარგი მაგრამ ... smile.gif
http://www.radikal.ru

http://pcu.ge/vazha-pshavela_150.html
.


ქეთევან ქავაზაური smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2016, 11:22 AM

qetevani-82
mpua.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 06:10 PM

" - თედო სახოკიას მოგონება, ვითომც ვაჟას ხატისთვის თოფი ესროლოს, რამდენად უტყუარია ეს ფაქტი?

- მოგონებაში აღწერილი შემთხვევის ნამდვილობა დიდ ეჭვს იწვევს სამი უდავო გარემოების გამო. პირველი ის, რომ თედო სახოკია თავად იყო რევოლუციონერი და ათეისტი, მისი მრწამსი ამ მოგონებაშიც კარგად ჩანს ("როგორც მოწაფეებში, ისე ბნელში მყოფი გლეხებისთვის, თვალებში გადაფარებული სარწმუნოებრივი ლიბრი მოეშორებინა და თვალები აეხილა..." თედო სახოკიას სიტყვები გახლავთ). მეორე: ეს შემთხვევა სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, მაშინ ბოლშევიზმის 70-წლიან ხანაში მას ძალიან ეფექტურად გამოიყენებდნენ და არაერთხელ მოიხსენიებდნენ, თუნდაც ზემოხსენებულ სტროფთან ერთად იმის დასამტკიცებლად, რომ "ვაჟა ამაღლდა ვიწრო ქრისტიანულ დოგმატებზე". და მესამე: ეს ამბავი თუ გაუხარდებოდათ სოცდემოკრატებს და სათავისოდ შეეცდებოდნენ მის გამოყენებას, სამაგიეროდ, გულს მოუკლავდა და შეაშფოთებდა მამულიშვილებს, როგორც ერისკაცებს, ისე სამღვდელოთ (იმ პერიოდში არც ერთის ნაკლებობას არ განიცდიდა საქართველო) და აუცილებლად სადღაც ჰპოვებდა გამოხმაურებას, თუნდაც ზეპირი გადმოცემის სახით..."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:02 PM

ვ ა ჟ ა ს

ფშავს დაუხურავს ყაბალახი შვილის, კაი ყმის...
და სხივთ დაისი გაუყვია მთვარესთან ძველ მზეს,
არ ჩანს მინდია, არც ალუდას აბჯრის ხმა ისმის,
ცის ბილიკზე კი სნეულ ლუხუმს კვირია ეძებს...
და მეც მოგიხმობ, დარდიანო მოხუცო, ნისლის,
აღაზას ცრემლის ნაჟური რომ გისველებს მაჯას,
მომნატრებია სისპეტაკე ქართული სივრცის
და სიტყვის ფრენა არწივივით, კლდის ქიმთან, ვაჟავ!..
დავბორიალობ შვლის ნუკრივით, უსიერ ფიქრში
და ვით ობოლი... შენი ლექსის მგზავრი ვარ მუდამ,
მე ხომ ვით ლელა, შენი კალმის ბრძოლაში ვიშვი
და ხმელი წიფლის პაწაწინა ყლორტივით ვსუნთქავ...
,,მთანი მაღალნი'' კვლავ ,,სდგანან და ელიან'' დღესაც,
უსაზღრო გვემით დაჰპენტვიათ ღრუბელთა ფარა...
სადღაც ტოტიას სინანული ძუნძულით სერავს
დამრეც გორაკებს, რომ თეთრ მნათობს ვერ შესწვდა დამღად...
იას კი ... იას, ლურჯად მორთულს, ეცლება ჟამი
და მეორდება უსასრულო ნატვრის ციტატა...
ისევ თუ მოთქვამ, დაზაფრულო, სამშობლოს ზვავით,
ადამიანად რად მოველო... და რად, წვიმად ... არ ...
მომნატრებია სისპეტაკე ქართული სივრცის
და არწივივით სიტყვის ფრენა ფშაველის ძესთან,
გადმოისეტყვოს, ნეტავ, შენმა სტრიქონმა ცისკრის
და ,,ამოდისო, ნათდებაო''... ათასგზის გეთქვას!

მეგი მოლოდინი 30. 7. 2016.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 08:55 PM

"ფშავის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია მაღაროსკარი. აქვეა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უძველესი ტაძარი, სადაც ერთ დროს ვაჟა-ფშაველას მამას, მამა პავლე რაზიკაშვილს უმსახურია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 04:07 PM

"თონეთი ახალი სოფელია [მანგლისისა და წალკის ეპარქიაში]. ძველი მოსახლეობისგან აქაურობა ლეკიანობის გამო დაიცალა. ძირითადად ასპინძიდან და მესხეთიდან ჩამოსახლებულები მკვიდრობენ. თონეთში მასწავლებლობდა ვაჟა-ფშაველა. აქ დღესაც დგას მაშინდელი სკოლის შენობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2016, 06:52 PM

"ვაჟა-ფშაველა თავის ძმას, გიორგის სტუმრობდა პეტერბურგში. ერთხელ, სამიკიტნოში ატეხილი ჩხუბის დროს, ძმებს ოცდახუთი კაცი დაესია საცემად, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ორმა კაცმა გალახა ოცდახუთი. გიორგი ძმასაც ამხნევებდა და თვითონაც მხნევდებოდა: "დაჰკარიკავ, ლუკურიკავ, ძმაის ჭირიმე... დაჰკა, აქა გყავ შენი ძმა გიორგი". საქმის გასარჩევად მისულმა ბოქაულმა გაოცება ვერ დამალა: - სირცხვილია, აბა როგორ შევადგინო ოქმი, ამოდენა ხალხი უჩივის ორ კაცს, გვცემესო, დამეკარგენით აქედან!

ამ ამბიდან კარგა ხნის შემდეგ, იმ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, შემთხვევით გადაეყარა გზად გიორგის და იმ ძველი შემთხვევის გახსენებისას ამცნო: - მე მოკრივე ვარ და მთელი ევროპა მაქვს შემოვლილი. ჩემს დარტყმას ძნელად თუ ვინმე უძლებდა, მაგრამ თქვენი მუშტი უფრო მწვავე ყოფილა. ისეთი შემომკრა ფერდში შენმა ძმამ, რომ მოცელილი ბალახივით დავეცი იატაკზე. შინ რომ მივედი, ფერდი დალურჯებული მქონდა და მთელი სამი დღე და ღამე კომპრესი მედო!"

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2016, 02:50 PM

"იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს, - როცა ილიას (წმინდა ილია მართალს) ახალგაზრდა ლუკა რაზიკაშვილის მოთხრობებს წავუკითხავდით, სახეზე "სიამოვნების შუქი გადაჰკრავდაო". კოჭებზევე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასგან, შორს წავა, შორსო, - გაიძახოდა ილია. ერთხელ "ივერიის" თანამშრომლები შეიკრიბნენ და ხელნაწერები წაიკითხეს. მკითხველის მოვალეობა კი კისრად ედო გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს ეძახდნენ. გიგამ ჩვეული გრძნობით ჩაიკითხა ვაჟას "მოხუცის ნათქვამი". ილიამ სთხოვა, კიდევ ერთხელ გადაიკითხეო. გიგამ წაიკითხა. ილია დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული, ეტყობა,დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წაკითხულმა, მერე კი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, აღტაცებულმა წამოიძახა: "არა, ჩვენ ძველებმა ახლა კალამი ძირს უნდა დავდოთ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2017, 11:22 AM

"1951 წელს მაშინდელმა ცეკა-ს მდივანმა ვაჟა-ფშაველა აუგად მოიხსენია. ამ დროს სკოლას ვამთავრებდით. ვაჟა-ფშაველას სახელის ხსენება თემების წერისას გვეკრძალებოდა. ამის საპროტესტოდ, ტურისტული კაბინეტის წევრებმა გადავწყვიტეთ, ყოველ წელს ერთმანეთს შევხვედროდით ვაჟა-ფშაველას საფლავზე, მთაწმინდაზე."

/კარიბჭე N3, 2008, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:36 PM

"ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო.

ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია და არც სხვის ტოლად გვხურვია.

ჰო, ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.

- კეკე, კეკეე, ქალოო! და თავი გადაუგორდა დედასა. ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო ჩასული. იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო. ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა, მოამბე იმ დროს მისვლისა... შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურს და თან დამღერის:

ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო...

თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეუგუვდებიო. - კიო, კიო, კიო! - დედასა... ნუ მოხვალ, თორო ინანებო, - აი, მაგას აგონებდა კეკეს - დედასა".

/ვაჟას ქალიშვილი გულქან რაზიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2018, 02:11 PM

"ვერ უშველა კონსპირაციამ მიხეილ ჯავახიშვილს. "ჩეკა" ფხიზლად ადევნებდა თვალს და მის ყოველ ნაბიჯს პუნქტუალურად აღნუსხავდა, - წერს ბატონი ბონდო არველაძე მწერლისადმი მიძღვნილ სტატიაში, - 1923 წელს დააპატიმრეს და ჰაიჰარად დახვრეტაც მიუსაჯეს. ბოლშევიკების ტყვიას ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის წყალობით გადაურჩა. პავლე ინგოროყვა და სხვანი სერგო ორჯონიკიძეს ეახლნენ თხოვნით, მიხეილ ჯავახიშვილი ნიჭიერი მწერალია და ნუ დახვრეტთო. ეტყობა, ამ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მწერალი შეიწყალა, თორემ ეს ის სერგოა, ვაჟა-ფშაველას შვილზე რომ უთხრეს, ნუ დახვრეტთ, აპატიეთ, ვაჟას შვილიაო. ვაჟას შვილს კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტდითო, - იყო პასუხი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2020, 09:46 PM

"მოლამურის შემდეგ პატარა სოფელი სხლოვანია. აქაური იყო ვაჟა ფშაველას დედა, ფხიკლეშვილების ქალი. აქაურივე იყო ვაჟას პოემის "ბახტრიონის" უარყოფითი გმირი წიწოლა. ეს პოემა ისე გაითავისა ხალხმა, რომ ამტკიცებდნენ, ნამდვილად არისო ბაცალში ლელას და კვირიას საფლავები, ხოლო სხლოვანის ტყეში ისევაც დგასო ის მუხა, რომლის ტოტზეც წიწოლამ თავი ჩამოიხრჩო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2020, 06:14 PM

"აი, მდინარე სოფლიენის ხევი, იგი მთა სოფლიონიდან გამოდის, ამ მდინარის პირას, მთის ფერდობზე კი ნასოფლარია სოფლიონი. აქაური იყო ცნობილი ფშაველი მელექსე ფრუშკა წვეროშვილი, იგი თვით ვაჟა-ფშაველასაც კი ეპაექრობოდა. მისი სიტყვებია:

"არა მაქვს საწერ კალამი,
არ ვაღლევინებ მაჯასა,
მაგრამ რით დაუვარდები,
რაზიკაშვილსა ვაჟასა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 06:18 PM

"2007 წელს თამაზ გვენეტაძეს, ქართველოლოგმა, იოლანდა მარშევმა, შესთავაზა ვაჟა-ფშაველას და სხვა ქართველ ავტორთა თარგმანი. 11 წლის განმავლობაში გერმანულად ითარგმნა ვაჟას მთელი მხატვრული შემოქმედება. 2018 წელს თბილისში გერმანულ ენაზე გამოიცა მათი ერთობლივი ნამუშევარი - "ამეტყველებული ბუნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2023, 02:17 PM

"ძალიან უყვარდა ვაჟა [აკაკის] და იმედით შეჰყრებდა მის შემოქმედებას; ამ დროს (დღესაც საზოგადოებაში) არასწორადაა გაგებული ამ ორი ტიტანის ურთიერთდამოკიდებულება - არადა, ვაჟასთვის აკაკი მშობელი ქვეყნის ჭეშმარიტი "მოზარე" იყო, ვინც ამოიცნო "წყლულები საქართველოსი", ხოლო ვაჟა აკაკის "მარგალიტების მთესველ" ჭეშმარიტ გმირად ჰყავდა აღიარებული და თუ რამ საწყენი აკადრა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ სურდა თავანკარა ქართულით შექმნილი პროზის მსგავსად, ვაჟას შეუდარებლად გენიალურ პოეზიასაც, იგივე როლი ეთამაშა ქართული ერის სალიტერატურო ნორმების დამკვიდრებაში, რომლის მშენებლობაში, დიდი ილიას თაოსნობით, თავდავიწყებით იბრძოდნენ აკაკი და 60-იანელთა მთელი თაობა (დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რამდენად მოიგებდა, ამ შემთხვევაში ენა ან რა ზიანი მიადგებოდა ვაჟას პოეზიას... თუმცა გერმანელი მასში ჩადებული სიბრძნის წყალობით მაინც იტყოდა: ამას არაგერმანელი ვერ დაწერდაო -ქართველი მკითხველი კი მთის "მარგალიტების" სურნელს მხოლოდ ფოლკლორის მეშვეობით უნდა ზიარებოდა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 04:05 PM

"ვაჟა-ფშაველა პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს გორის მახლობლად არსებულ ერთ-ერთ სოფელში, ოთარაშენში მუშაობდა.

იგი მიიწვიეს ოთარ ამილახვრის ოჯახში შიდა მასწავლებლად და, ამავე დროს, ბიბლიოთეკის მოსაწესრიგებლად, ვაჟამ ამ ოჯახში ორი წელი გაატარა, რა დროსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ოთარ ამილახვრის უკანონო ასული კეკე ნებიერიძე.

იგი ამ დრომდე აწ უკვე გათხოვილი, დაქვრივებული და შინ მობრუნებული გახლდათ.

გასაკვირი არაა, რომ კეკემ ადვილად მოახერხა ვაჟას ყურადღების მიპყრობა, ის იყო: სათნო, ნასწავლი, ჭკვიანი, ლამაზი, კეთილი, ამასთან ერთად იყო ტანდაბალი, მომცრო და იასავით მოხდენილი.

ვაჟას და კეკეს ერთმანეთი შეუყვარდათ, ვაჟას მისი ხელიც უთხოვია ამილახვრისათვის, ამილახვარს თავი ქალიშვილი ძალიან ჰყვარებია და ვაჟასთვის უარი უთქვამს, "გლეხი ხარ და ჩემი ქალიშვილი ასეთი ცხოვრებისთვის არ მემეტებაო".

ამაყ ვაჟას მიუტოვებია ამილახვრის სასამხური და ჩარგალში წასულა,

მანამ კი კეკეს საიდუმლოდ შეხვედრია და გულახდილად გაუმხელია, თუ როგორი გლეხური და დუხჭირი ცხოვრება ელოდა მასთან ერთად მყოფს ჩარგალში.

კეკეს ისე უყვარდა ვაჟა, რომ უკან არ დაუხევია და ყველაფერზე დათანხმებია,

ვაჟამ პირობა მისცა, რომ დაბრუნდებოდა და მოიტაცებდა კეკეს. მან პირობა შეასრულა თავისი მეგობრის დახმარებით, ამილახვარს ასული მოსტაცა და ჩარგალს წაიყვანა, მათი სიყვარულის შესახებ ფშავში ლეგენდები დადიოდა.

მთაში გავრცელებული წესის მიხედვით, სიყვარულის ღიად, საზოგადოდ გამოხატვა მიუღებლად მიიჩენოდა, ვაჟას მეორე მეუღლე, თამარ დიდებაშვილი ირონიის საგნად იყენებდა და კეკეზე ყვებოდა:

"თურმე ისეთი თავშეუკავებელი ქალი იყო და ისე უყვარდა ვაჟა რომ, როდესაც ჩარგლის აღმართზე ამომავალს დაინახავდა გაექანდებოდა და კისერზე ჩამოეკიდებოდაო".

თუმცაღა ბარელი ქალისთვის ეს იყო იმ დიდი სიყვარულის გამოხატულება, რომელსაც მთის მკაცრი წესიც კი ვერაფერს აკლებდა, ვაჟა ღიმილით შეეგებებოდა და ზოგჯერ ხელში აყვანილსაც კი მიაბრძანებდა თავის გლეხურ კერამდე.

ალაბთ, ამ სიყვარულის დამსახურება იყო ისიც, რომ ვაჟამ ამ პერიოდში შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები,

ამ სიყვარულის წყალობით შეეძინათ ოთხი შვილი: თამარი, ლევანი, გულქანი და მარიამი.

კეკე მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როდესაც ვაჟა თავის დასთან ყვარელში წასულა სტურმად, იქ შეყოვნებულა, მთებზეც თოვლს ჩამოუყრია და მობრუნება გაჭირვებულა, როგორც ირკვევა ამ ფეხმძიმობის ხანს უნებლიედ კეკე საოჯახო საქმეებით ზედმეტად დატვირთულა, რასაც ნაადრევი მშობიარობა მოჰყვა, თურმე სოფელში საშველი ვერავინ დააყენა და კეკეც, ამ ნაადრევ მშობიარობას გადაჰყვა,

არც კი იცოდნენ, როგორ გაეგებინებინათ ვაჟასთვის ეს ამბავი. ღამე ყოფილა ვაჟამდე რომ ამ ამბავმა მიაღწია, მაშინვე მოუნდომებია ჩარგალს წასვლა, მაგრამ მართას არ გაუშვია რომ გზაში ღამით ხიფათს არ გადაყროდა,

თუმცაღა მიცვალებულს ასე ვერ დატოვებდნენ და ვაჟას ძმამ, ბაჩანამ (ნიკომ) მიიღო გადაწყვეტილება, რომ კეკე დაემარხათ.

თურმე როდესაც ვაჟამ ჩარგალს მიაღწია, სოფლელები მწუხარებით და გლოვით ეგებებოდნენ პოეტს, იგი სახლშიც კი არ მისულა, არამედ პირდაპირ სასაფლაოს მიაშურა, სადაც მისი ტურფა ია, კეკე ეგულებოდა, ადგილზე მისულმა ერთI, თითქოსდა უბრალო, ლირიკული ლექსით, რომელიც სინამდვილეში უზომოდ დიდი სიყვარულით, გულისტკივილითა და მწუხარებით იყო გაჟღენთილი, ხმით ნატირალივით შეატოვა კეკეს ჯერ ისევ თბილ საფლავს.

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლაამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო,
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)