Gender Studies., გენდერული თანასწორობა ევროპული და ქართული თვალთახედვით, მათი სინთეზი. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
Gender Studies., გენდერული თანასწორობა ევროპული და ქართული თვალთახედვით, მათი სინთეზი. |
გიორგი |
Jul 30 2009, 01:11 AM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
გენდერული კვლევა არის დისციპლინათა ერთობლიობა, რომლებიც იკვლევს და აანალიზებს სქესის ქცევის ფენომენს.
ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა, მის მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს და არსებობდა განსხვავებულ ქვეყნებში, კულტურებში და რელიგიებში. იყო თუ არა გენდერული უთანასწორობა (ზოგჯერ მკვეთრი პატრიარქატიც კი) გასულ საუკუნეებში და ათასწლეულებში ადამიანის სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი? ჩემი აზრით - არა. ეს იყო არა სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი, არამედ მეცნიერულ-ტექნიკურად ჩამორჩრნილი საზოგადოების ბუნებრივი და ობიექტური რეალობა. ნებისმიერ კულტურულ თუ სოციალურ მდგომარეობას საზოგადოებაში არეგულირებს იმავე საზოგადოებაში არსებული სიტუაცია, მოთხოვნილებები და პრობლემების ოპტიმალური გადაჭრა. მრავალი ასეული თუ ათასეული წლის წინ საზოგადოება ისე იყო ფორმირებული, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანის ფიზიკურ ძალას, ეს ძალიან ბუნებრივიც იყო, პრაქტიკულად არ არსებობდა ტექნიკური განათლება, არ არსებობდა არანაირი აპარატურა (გარდა პრიმიტიულისა) რომელიც ადამიანს შეუმსუბუქებდა შრომას, გაუიოლებდა ბრძოლას და ა.შ. ამ ყველაფერს წყვიტავდა მხოლოდ ერთი რამ - ფიზიკური ძალა. უფრო მეტი მოსავალი მოყავდა იმას ვინც უფრო დიდხანს და სწრაფად გათოხნიდა მიწას და დაიჭერდა ხელში მძიმე თოხს თუ სხვა სამუშაო იარაღს, უფრო ძლიერი მებრძოლი იყო ის, ვისაც მკლავში დიდი ძალა ჰქონდა, დიდხანს შეეძლო ეტრიალებინა მძიმე ხმალი, ფარი და ა.შ. ერთი სიტყვით მუშაობდა და იმარჯვებდა ფიზიკური ძალა. მამაკცის სხეული ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე ქალის. (გარდა გამონაკლისებისა, რაზეც საზოგადოების დამოკიდებულება არ ეფუძნება) ამიტომ შესაბამისად, უფრო ბუნებრივი და ოპტიმალური იყო კაცს ემუშავა მიწაზე, კაცს აეშენებინა შენობები, კაცს შეესრულებინა ძირითადი რთული საქმეები, ხოლო ომიანობის პერიოდში კი ებრძოლა, არადა ბრძოლები ძალიან ხშირი იყო. ძირითადი საქმის კაცის ხელში თავმოყრამ სრულიად ობიექტურად განაპირობა კაცის უპირატესობა, ქალს დარჩა მხოლოდ მსუბუქი სამუშაოები, საჭმლის კეთება და ა.შ. რადგან არსებულმა რეალობამ ქალისთვის დიასახლისობა უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ ფუნქციად მიიჩნია. გამომდინარე აქედან ქალი გახდა კაცზე დამოკიდებული, სხვაზე (მამაკაცზე) დამოკიდებულობამ კი თავისთავად ის მეორე პლანზე გადაიყვანა. ნებისმიერი, სუპერთანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი, რომ მოხვდეს გასულ ათასწლეულებში, ისიც იმგვარივე სოციალური პრინციპების მომხრე იქნება, რაც მაშინ არსებობდა, რადგან სხვაგვარად თვითონ საზოგადოება დამარცხდება, ქალს ძალიან გაუჭირდება ხელში დაიჭიროს 30კგ-იანი ხმალი და რამოდენიმე საათის განმაცლობაში იქნიოს, ან ამუშაოს მიწა. შესაბამისად ასეთი საზოგადოება წააგებს. რაც შეეხება უფლებების განაწილებას, ესიც ძალიან ბუნებრივი მომენტია, ნებისმიერ ფირმაში, კომპანიაში და ა.შ. მეტი ეკუთვნის იმას, ვინც მეტს აკეთებს, შესაბამის დროში კი კაცი აკეთებდა ყველაფერს და რასაკვირველია, რომ მას მიყავდა კიდეც საზოგადოებაში არსებული ცნობიერების კურსი. ყოველივე ზემოთ ხსენებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ჩამორჩენილობის (და არამც და არამც სოციალური ჩამორჩენილობის) შედეგი. რა არის საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გაჩენის მიზეზი? რამ უბიძგა კაცობრიობას ქალთა უფლებების მომატებისკენ? მათი სოციალური აქტიურობის გაზრდისკენ და ბოლოს სრული გენდერული თანასწორობის იდეამდე? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალის ინტელექტუალური რესურსი, ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი არანაირად არ ჩამოუვარდება მამაკაცისას. ტექნიკურმა პროგრესმა თანდათანობით უკანა პლანზე გადაიყვანა ფიზიკური ძალის მნიშვნელობა. საზოგადოებამ სულ უფრო და უფრო დაიწყო სწრაფვა იმ სახის ფორმაციისკენ, სადაც მთავარია გონება და ცოდნა. გნებავთ პირდაპირ პროფესიული ცოდნა ან თუნდაც იმის ცოდნა თუ როგორ დაიმკვიდრო საზოგადოებაში ადგილი. ინტელექტმა დათრგუნა ფიზიკური ძალის საჭიროება და შესაბამისად კაცის მკვეთრი უპირატესობებიც გაქრა. ჯერ კიდევ არის რაღაც სფეროები, სადაც კაცი მაინც უფრო ეფექტურად იმუშავებს ვიდრე ქალი, მაგრამ თანადათანობით ეს სფეროები შემცირდება და ბოლოს გაქრება. დღეს ხნავს ტრაქტორი და არა 20 კგ-იანი თოხი. ტრაქტორების მწარმოებელ ავტოკომპანიებში კი ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან, მოიფიქროს ახალი დიზაინი, გამოიანგარიშოს კონსტრუქციები და მონწილეობა მიიღოს ახალი მოდელების შექმნაში თუ შესაბამისი ცოდნა გააჩნია. უფრო მეტიც, თანამედროვე HONDA-ს, MERCEDES-ის ძალიან კომფორტულ ტრაქტორებში ქალსაც შეუძლია ტრაქტორისტად მუშაობა, მიზეზი იგივეა, არაფერს არ სჭირდება ფიზიკური ძალა, ყველაფერი ავტომატიზირებულია, კომპიუტერის "ჯოისტიკის" დონემდე, შესაბამისად დასავლეთის ქვეყნებში ასეთ სფეროშიც შემოვიდნენ ქალები. ულტრათანამედროვე სიტუაციაში კი სამხედრო სფეროშიც გააქტიურდნენ ქალები, რადგან იგებს არა მუშტი, ხმალი და ხანჯალი, არამედ ავტომატები, თვითმფრინავები და ელექტროდამიზნების სისტემები, აბსოლუტურად ყველა მათგანზე ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იყოს ეფექტური. ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ყველა მიმართულებბით აქტიურად ჩართვამ თავისთავად გამოიწვია მათი უფლებების გაზრდაც. თუ ისინი (ქალები) საკუთარი საქმიანობით ძალიან საჭირონი არიან, აქვთ ცოდნა, გავლენა და ა.შ. სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად ისმება საკითხი მათი კაცთან გათანაბრებისა სოციალური თვალსაზრისით. თუ შესაძლებელია, რომ ქალი იყოს კაცის ექვივალენტური ინტელექტით, ცოდნით, პროფესიონალიზმით და შესაბამისად ფინანსურად, ძალაუფლებით, გავლენით და ა.შ. და თუ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ამ ყველაფრის რეალიზება შესაძლებელია, მაშინ სად ჩანს კაცის უპირატესობა? რატომ უნდა გატარდეს კაცის აზრი, სურვილი, მიზანი და ა.შ. გინდა სახელმწიფოში, გინდა კერძო კომპანიაში, ან გინდა ოჯახში, თუ ის მცდარია, არასწორია, და თუ მას ქალის გადაწყვეტილება ჯობია? არ უნდა გატარდეს. რაც უფრო განვითარდება ტექნიკა კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გენდერული თანასწორობის დასრულება, რადგან ბოლოს ფიზიკური შრომის საჭიროება აბსოლუტურად ყველა დონეზე (მათ შორის ოჯახშიც) უკიდურესად შემცირდება და ბოლოს ალბათ 0-ზე დავა. ცხადია ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძებნება მამაკაცი, რომელსაც მეტი შესაძლებლობები ექნება ქალზე, მაგრამ ამას არ ექნება მასიური ხასიათი, რადგან რაც უფრო განვვითარდებით ტექნიკურად სულ უფრო და უფრო მეტი საწინააღმდეგო შემთხვევაც გვექნება, რადგან ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები იდენტურია განურჩევლად სქესისა. რა სიტუაცია გვაქვს დღეს? ანუ ცვლილებების მტკივნეულობა... ტექნიკურმა პროგრესმა და იქიდან გამომდინარე საზოგადოების მოთხოვნების ცვლილებებმა უსწრაფესი ფორმა მიიღო. სულ რაღაც სამ თაობაში, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობიდან დღემდე უზარმაზარი ცვლილებები მოხდა. ამ თაობის ადამიანებს ზოგჯერ მანქანის დანახვაც კი საოცრებად მიაჩნდათ სკოლის ასაკში, არ იცოდნენ რა იყო ტელევიზია და ა.შ. ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვალა, რამოდენიმე ათეულ წელიწადში ადამიანი ცხენიდან კოსმოსურ ხომალდზე გადაჯდა და მთვარეზე გაფრინდა ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით (აიღეთ 1909-1969 წლების 60 წლიანი მონაკვეთი, ზუსტად ასე იყო) და ადამიანის მენტალიტეტის ცვლილებამ ვერ აუღო ბოლომდე ალღო ახალ რეალობას. ადამიანებში მრავალი საუკუნის მანძილზე გამჯდარმა ცხოვრების წესმა, სწრაფი რეფორმაცია ვერ შეძლო და მიუხედავად ახალი რეალობებისა "ჩარჩა" ძველ ლოგიკაში. ამგვარი "ჩამორჩენილი" მენტალიტეის შედეგია ჯერ კიდევ უფროს თაობაში შემორჩენილი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ქალი უნდა იყოს კუხნაში", "ქალის გატარებულ მანქანაში რა ჩამაჯენს", "ქალის ჭკუაზე ჩემმა მტერმა გაიარა", "ქალის ნასწავლი არ გაიშვას მის იქით" და ა.შ. ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ქალმა შეიძლება გაცილებით კარგად გაატაროს ავტომანქანა, გაცილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს არსებულ სიტუაციაში და გაცილებით მაღალ დონეზე აღმოჩნდეს პროფესიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, დაწყებული ბიოლოგიიდან და დამტავრებული ფიზიკით. მარი კიურიმ ორჯერ მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში და ქიმიაში, აღმოაჩინა რადიოაქტიური ელემენტები პოლონიული და რადიუმი. მართალია გენდერული თანასწორობისკენ მიახლოება უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ადამიანის მენტალიტეტს უჭირს დაეწიოს ტექნიკურ განვითარებას. ცვლილებები ყოველთვის "მტკივნეულია." კაცებს უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, ვერ აღიქვამენ ქალს საკუთარ თანასწორად (საუბრობენ ზემოთ ხსენებული ფრაზებით) რადგან ეს ადრე არ იყო ასე. თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემებია ქალების ცნობიერებაშიც. ისინიც ვერ ეგუებიან ახალ რეალობას, რომ თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს რომ კაცზე მეტი იციან, რომ კაცზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რომ კაცზე აღარ არიან დამოკიდებული და ეს ყველაფერი აღიზიანებთ, ისინიც "ჩარჩენილი" არიან ძველ ცნობიერებაში და არ სიამოვნებთ საკუთარი სოციალური სიძლიერე, დამოუკიდებლობა და მაინც ეძებენ დომინანტს, ადამიანს, ვისზეც დამოკიდებული იქნებიან. ვერ ეგუებიან იმას, რომ ადამიანი ერთია და ზოგი კაცი ქალზე წინ იქნება სოციალურად და ზოგი ვერა. ამგვარი ჩამორჩენილი მენტალიტეტის შედეგია შემდეგი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ვერ ავიტან რომ ქმარი ჩემი სარჩენი იყოს, ბარემ ცოლად მოვიყვან და ეგ იქნება", "ქმარს ბავშვი გავუჩინო და კიდეც ვარჩინო" და ა.შ. ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ თანამედროვე რეალობაში სიტუაცია თანაბარია, ორივე მხარეს თანაბარი შანსი აქვს იშოვოს კარგი სამსახური, ჰქონდეს თანხები და რომ შესაბამისად არავის ცალმხრივი ვალი არაფერი არ არის. ...რომ კაცმა ცელი არ უნდა იქნიოს სათიბად, ოჯახის სარჩენად და რომ თუ გოგოს მიაჩნია რომ მას არ ეხება არაფერი ფინანსურ-პროფესიონალური ზუსტად იგივე უფლება აქვს კაცსაც. და რაც მთავარია ვერ აცნობიერებს ტენდენციას, რომ თუკი დღეს, ჯერ კიდევ, გარკვეულ ქვეყნებში, კაცს აქვს გარკვეული პროფესიული უპირატესობა ქალთან შედარებით, ხვალ უკვე აღარც ეს აღარ იქნება და ყველა იდენტიურ სიტუაციაში აღმოჩნდება. გსურთ თუ არა გენდერული თანასწორობა? ანუ ქართული რეალობა დღეს... უპირველეს ყოვლისა მინდა დავწერო, რომ გენდერული თანასწორობის/უთანასწორობის მომენტი არის მთლიანად სოციალური მოვლენა. 100%-ით დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემოზე და არანაირად არ წერია ის ადამიანის გენეტიკურ კოდში. დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავია/ბენელუქსის სახელმწიფოებში თითქმის აბსოლუტურად გათანაბრებულია ქალი და მამაკაცი, როგორც ეერთი და იგივე დაწესებულებებში დასქამებულთა რაოდენობით, ისე პირად ურთიერთობებშიც ანუ გოგოს აქვს საკუთარი ექვივალენტურობის განცდა, როგორც უფლებებში (რომ შეუძლია აკეთოს იგივე, იმუშაოს იგივენაირად და ა.შ.) ასევე პასუხისმგებლობებშიც (რომ ოჯახი მისიც არის, რომ მანაც უნდა იმუშაოს და ა.შ.). ზოგიერთ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით ახლო მეგობარი არ არის, გოგომ შეიძლება რაღაცნაირ დამცირებადაც კი აღიქვას რომ ფული გადაუხადო ტრანსპორტში ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ "ბოროტი" ან "საშინლად ცივია" უბრალოდ მას მიაჩნია რომ ის ჩვეულებრივი ექვივალენტურია კაცის, არანაირ განსაკუთრებულ მოპყრობას არ საჭიროებს, რადგან ადამიანები ერთი და იგივენი არიან. საქართველოში ჯერჯერობით ყველაფერი არეულ-დარეულია ანუ არც იქით ვართ და არც აქით. არის გარკვეული კატეგორია ქალებშიც და მამაკაცებშიც, რომლებსაც კატეგორიულად არ მოსწონთ გენდერული თანასწორობა უკვე კარგად აღწერილი მოვლენების გამო. არიან ისინიც, ვინებიც ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და ბოლომდე აქვთ გათვითცნობიერებული უფლებებიც და პასუხისმგებლობებიც. თუმცა არსებობენ გამრუდებული აზროვნების მქონე ადამიანებიც, რომლებსაც გენდერული თანასწორობა საკუთარ საკეთილდღეოდ უნდათ. ქალებში ასეთი დამოკიდებულება გამოიხატება იმაში, რომ უნდათ კაცის ექვივალენტურად ჩაითვალონ მხოლოდ უფლებებში და პასუხისმგებლობები - 0. ანუ კარგი ბინა, კარგი მანქანა, აბსოლუტური კომფორტი, ყველაფერი ქმარმა უნდა უყიდოს, ჩააბაროს, თვითონ არაფერი არ უნდა ქნას გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი კაცის ექვივალენტურად მოიხმაროს. კაცებში კი ამგვარი დამოკიდებულება ზუსტად შებრუნებულად ხასიათდება. უნდათ რომ ქალები პასუხისმგებლობების თანასწორად მოზიარენი კი იყვნენ ანუ შემოქონდეთ ფული ოჯახში, ეხმარებოდნენ ან სულაც არჩენდნენ კიდეც ქმარს, მაგრამ უფლებები - 0. თან უნდა არჩენდნენ და თან უნდა ემსახურებოდნენ კიდეც თითქმის უპირობოდ და უუფლებოდ. საქართველოში ცხადია გენდერული თანასწორობა ბოლომდე გაცნობიერებული არ არის არც ერთი სქესის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიყვანება რაღაც მარტივ დამოკიდებულებებამდე კონკრეტული საკითხების მიმართ, მაგრამ იმის რეალური განცდა რომ თანასწორობას ექვივალენტურ უფლებებთან ერთად ექვივალენტური პასუხისმგებლობები და შესაბამისი ცნობიერება სჭირდება, უბრალოდ არ არსებობს. ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრიც და გამოკითხვის შედეგებიც... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
S a l l y |
Jul 30 2009, 01:43 AM
პოსტი
#2
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ტაკ ტაკ
საერთოდ მე თუ მკითხავთ,ქალი ოჯახში და ქალი საზოგადოებაში სხვადასხვა მომენტია.. საზოგადოებაში ის თანასწორია და სრულებით არ არის დამოკიდებული მამაკაცზე,აქვს თავისი უფლებები, შესაძლებლობები და არაფრით ჩამოუვარდება კაცს.. რაც შეეხება ოჯახს..პასუხისმეგლობის და უფლებების დელეგირება თითქმის მსგავსია,მაგრამ დომინანტი ოჯახში მამაკაცი უნდა იყოს! რა თქმა უნდა,ეს არ გულისხმობს ცოლის, უკაცრადვად გამოთქმაზე, დაჩმორებას,სახლში გამოკეტვას,მის უპატივცემულობას და დაკნინებას იმ ნიშნით რომ ის ქალია.. პირადად მე ისე ვარ გაზრდილი რომ აბსოლიტურად არაფრით ნაკლებად არ ვგრძნობ თავს კაცზე და საერთოდ მიყვარს მენტალურად და მორალურად ძლიერი ქალი.. ქალი არაფრით არაა კაცზე ნაკლები,რიგ შემთხვევაში უფრო ძლიერიც და მამაციც კია ვიდერე ე.წ. ძლიერი სქესი (ამის უხვი და სასაცილო მაგალიტებიც შემიძლია გაგიზიაროთ ) თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს,რომ რეალურად უმრავლესობა ქალებისა ემოციურად ლაბილურები არიან,ამიტომაც მათზე ძლიერი საყრდენი სჭიდებათ ხოლმე, აქედან გამომდინარე უწოდებენ ალბათ ქალებს სუსტ სქესს (ვერ ვიტან ამ მიმართვას) საშინელება ისაა,რომ სამწუხაროდ მომრავლდა ვაი კაცები, ცოლების დაჩმორებით რომ იკმაყოფილებენ კაცობის სურვილს ამას აღარ განვავრცობ,მარაზმია სუფთა.. მოკლედ რთული ამბავია მაინც,განსაკუთრებით როცა ქართველებს ეხება საქმე -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
guest |
Jul 30 2009, 02:12 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა საერთოდ მე თუ მკითხავთ,ქალი ოჯახში და ქალი საზოგადოებაში სხვადასხვა მომენტია.. საზოგადოებაში ის თანასწორია და სრულებით არ არის დამოკიდებული მამაკაცზე,აქვს თავისი უფლებები, შესაძლებლობები და არაფრით ჩამოუვარდება კაცს.. რაც შეეხება ოჯახს..პასუხისმეგლობის და უფლებების დელეგირება თითქმის მსგავსია,მაგრამ დომინანტი ოჯახში მამაკაცი უნდა იყოს! რა თქმა უნდა,ეს არ გულისხმობს ცოლის, უკაცრადვად გამოთქმაზე, დაჩმორებას,სახლში გამოკეტვას,მის უპატივცემულობას და დაკნინებას იმ ნიშნით რომ ის ქალია.. კარგად გიწერია, სალომე კაი გოგო ხარ |
ანნო |
Jul 30 2009, 02:22 AM
პოსტი
#4
|
Newbie თვითონ ხარ :P :D ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 |
მინდა ვემორჩილებოდე რაღაც ცუდად ჟღერს მორჩილება არავის არ უყვარს,მითუმეტეს ქალს
რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას,რაღაც ქალების უააზრო ახირებად მეჩვენება ოჯახი თუ გვაქვს მხედველობაში დომინანტი ან ერთი მხარე ან მეორე,გააჩნია ქალსაც და კაცსაც...არა მაართო ქმრის დაჩმორებული ცოლი მინახავს,ამ ბოლო დროს პირიიქით უფრო ხდება ქალს თავისი ადგილი მიაკუთვნა ღმერთმა ცხოვრებაში და კაცს თავისი...სამყაროს შეცვლას ნუ მოვინდომებთ,თორე თავზე დაგვენგრევა! S a l l y-ს ვეთანხმები სრულიად -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
გიორგი |
Jul 30 2009, 02:35 AM
პოსტი
#5
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
S a l l y
ციტატა საზოგადოებაში ის თანასწორია და სრულებით არ არის დამოკიდებული მამაკაცზე,აქვს თავისი უფლებები, შესაძლებლობები და არაფრით ჩამოუვარდება კაცს.. მართალია... ციტატა რაც შეეხება ოჯახს..პასუხისმეგლობის და უფლებების დელეგირება თითქმის მსგავსია თითქმის? მაშინ განსხავება ყოფილა... და რა განსხვავებაა პასუხიმგებლოებებსა და უფლებებში? ჩემი აზრით იდენტური უნდა იყოს. ციტატა მაგრამ დომინანტი ოჯახში მამაკაცი უნდა იყოს! და ეს რაში უნდა გამოიხატებოდეს? ანუ რა არის ის რისი უფლებაც კაცს აქვს და ქალს არა? ან რა სიტუაციას გულისხმობ? გასაგებია, რომ ცოლის ცემა, დაჩმორება, თუნდაც მბრძანებლურად ან ზემოდან ყურება და ლაპარაკი არასწორია. გასაგებია, რომ სახლში გამოკეტვა, უპატივისმცემლობა, მისი შეზღუდვა და ა.შ. არასწორია. გასაგებია, რომ ღალატი იმ მოტივით რომ ის "კაცია" და ამის უფლება აქვს სასტიკად არასწორია. ესენი ყველაფერი გასაგებია. შენ ჩამოთვალე თუ როგორი არ უნდა იყოს კაცი, (რაშიც აბსოლუტურად გეთანხმები) მაგრამ საერთოდ არ გითქვამს რაში გამოიხატება დომინანტურობა. (ჩემი აზრით თანაბრი უფლებების და მოვალეობების შემთხვევაში დომინანტი პრინციპულად ვერ იქნება ვერავინ) ციტატა ქალი არაფრით არაა კაცზე ნაკლები და მაშინ დომინანტი რატომ უნდა იყოს კაცი ან რაში უნდა გამოიხატებოდეს? ჩემი აზრით არ არსებობს არც დომინანტი და არც მინორანტი, არამედ ქომფლიით ექუალითი... ციტატა პირადად მე ისე ვარ გაზრდილი რომ აბსოლიტურად არაფრით ნაკლებად არ ვგრძნობ თავს კაცზე კარგია, ოღონდ - აბსოლუტურად. ანნო ციტატა რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას,რაღაც ქალების უააზრო ახირებად მეჩვენება ეს არავის ახირება არ არის. ცხადია არც ქალების. უბრალოდ არსებობს ამგვარი დამოკიდებულება. (და მთელი იდეოლოგიაა) -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნანინა |
Jul 30 2009, 02:49 AM
პოსტი
#6
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
გიორგი
ქართველი მამაკაცი, რომელიც შენნაირად მსჯელობს იშვიათია -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
გიორგი |
Jul 30 2009, 02:55 AM
პოსტი
#7
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნანინა
ქართველი მამაკაცი, რომელიც შენნაირად მსჯელობს იშვიათია ალბათ გინდოდა გეთქვა ”გრუზინი” მამაკაციო ქართველები ცოტა სხვანაირები ვართ -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
S a l l y |
Jul 30 2009, 03:35 AM
პოსტი
#8
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
გიორგი
მოდი ასე ვიტყვი,ოჯახში ქალის და კაცი ურთიერტOბები არ იყოფა მკვეთრად პასუხისმგებლობების და უფლებების დონეზე...ეს არის ორი ადამიანის სიყვარულზე და პატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრება...და ეს ორი ადამიანი ერთმანეთის თანასწორია ყველაფრით.. ეხლა რაც შეეხება დომინანტობას...დავიწყებ იქიდან რაც ზემოთაც დავწერე..ფიზიკური,მენტალური თუ მატერიალური მონაცემებით ქალი და კაცი შეიძლება აბსოლუტურად თანაბარნი იყვნენ,მაგარამ ემოციურ ასპექტში ქალი მეტად ლაბილურია, კაცი წესით და რიგით სტაბილური და მყარია და ეს ყველაფერი საკმაოდ მკაცრად კონტროლირდება გენეტიკით,ჰორმონების დონეზე!..რა თქმა უნდა,ეს ყოველთვის ასე არ არის და ხშირია რომ სრულიად საპირისპირო შემთხვევებსაც ვაწყდებით,სამწუხაროდ..ზეთს ენაზერ სთორი გარდა ამისა,არსებობს ურთიერთობაში ე.წ. უხილავი უპირატესობა,რომელსაც კაცი უნდა ფლობდეს, რასაც ქალი აუცილებლად გრძნობს და შესაბამისად ის ასეთ კაცს მეტად ენდობა.. ეს უპირატესობა როგოც ვთქვი უხილავია და ამას არც აფიშირება სჭირდება,არც რამე ნორმებში ჯდება და ზოგ შემთხვევაში შეიძლება არაფერსაც არ განსაზღვრავდეს..უბრალოდ ეს არის მყარი თანაცხოვრებისთვის ჩემი აზრით საკმაოდ საჭირო დეტალი აქვე კიდე ერთხელ გავუსვამ ხაზს,რომ ამ შემტXვევაში მე ვსაუბრობ ოჯახზე და არა საზოგადოებაში ქალისა და კაცის გედნერულ წონასწორობაზე ! იმ შემთხვევაში თუ ქალი კაცის უპირატესობას საერთოდ ვერ გრძნობს და მისთვის ის ავტორიტეტს სულაც არ წარმოადგენს, ხდება ის რაზეც მეუფემაც ისაუბრა თუ რამე კარგად ვერ გადმოვეცი მომიტევეთ,ამდენის დაწერასაც არ ვაპირებდი.. -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მაშიკო |
Jul 30 2009, 09:55 AM
პოსტი
#9
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ)
თუმცა საქართველოში ნაკლებად არის ეს მიღწევადი -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
გიორგი |
Jul 30 2009, 06:48 PM
პოსტი
#10
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მაშიკო
ციტატა დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ) ბოლომდე გაქვს გაცნობიერებული გენდერული თანასწორობის არსი? ანუ, მზად ხარ თუ არა უფლებების მსგავსად თანასწორად გაინაწილო რთული პასუხისმგებლობებიც? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ანანო |
Jul 30 2009, 06:53 PM
პოსტი
#11
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ციტატა არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) ძალიან ჯიუტი ვარ და ეს მირჩევნია, ცოტა აზრზე რომ მომიყვანოს -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
გიორგი |
Jul 30 2009, 07:26 PM
პოსტი
#12
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
S a l l y
ციტატა ეს არის ორი ადამიანის სიყვარულზე და პატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრება...და ეს ორი ადამიანი ერთმანეთის თანასწორია ყველაფრით... მართალია... ციტატა ემოციურ ასპექტში ქალი მეტად ლაბილურია, კაცი წესით და რიგით სტაბილური და მყარია და ეს ყველაფერი საკმაოდ მკაცრად კონტროლირდება გენეტიკით,ჰორმონების დონეზე!... მე არ ვიცი გენეტიკა იმ დონეზე რომ ამ საკითხში გედავო, მაგრამ რაღაც არა მგონია რომ ქალები გენეტიკურად უფრო ემოციურები და არასტაბილურები იყვნენ. თუნდაც ამიტომ, რასაც წერ: ციტატა ეს ყოველთვის ასე არ არის და ხშირია რომ სრულიად საპირისპირო შემთხვევებსაც ვაწყდებით არის საპირისპირო შემთხვევებიც, თანაც ძალიან ხშირი. გარდა ამისა ადამიანი ემოციური იქნება თუ არა, ამაზე უამრავი გარემო ფაქტორი მოქმედებს, აღზრდა, მდგომარეობა და ა.შ. გააჩნია რის მიმართ იქნება ემოციური ადამიანი და რის მიმართ არა, რა სიტუაციაში ექნება სტაბილური ხასიათი და სად დაიბნევა. თუ ქალი არის სამხედრო მფრინავი გაცილებით უფრო ცივსისხლიანად, უემოციოდ და სტაბილურად იგრძნობს თავს თვითმფრინავის ტარებისას, ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი, ვიდრე მამაკაცი, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა ან მაქსიმუმ მგზავრი ყოფილა. ემოცია მაინც ლოგიკური აზროვნების გამოვლინებაა, ლოგიკური აზროვნება კი მაშინ გადადის ემოციაში, როდესაც "რაღაც" ხდება. ეს "რაღაც" კი ძალიან პირობითი შეიძლება იყოს, სადაც ქალს უზარმაზარი უპირატესობა შეიძლება აღმოაჩნდეს. ციტატა გარდა ამისა,არსებობს ურთიერთობაში ე.წ. უხილავი უპირატესობა,რომელსაც კაცი უნდა ფლობდეს, რასაც ქალი აუცილებლად გრძნობს და შესაბამისად ის ასეთ კაცს მეტად ენდობა... ჰოდა, საქმეც მაგაშია. ეს ე.წ. "უხილავი უპირატესობა", რომელსაც ქალი მიაწერს კაცს, არის რაიმე სერიოზული საფუძვლის მქონე თუ უბრალოდ ისევ გენდერულ უთანასწორობაში დაბრუნების სურვილის ანარეკლია, რომელიც მთლიანად დაბადების შემდეგ არის შეძენილი არსებული გარემოს, კულტურის და ცნობიერების გავლენის შედეგად? ციტატა იმ შემთხვევაში თუ ქალი კაცის უპირატესობას საერთოდ ვერ გრძნობს და მისთვის ის ავტორიტეტს სულაც არ წარმოადგენს, ხდება ის რაზეც მეუფემაც ისაუბრა ფაქტია, რომ ხდება მაგრამ საკითხი სხვაგვარადაა: სწორია, რომ ხდება? კარგია, რომ ხდება? ჩემთვის საერთოდ ნეგატიურად აღსაქმელია ის ფაქტი, რომ ვინმე ვინმეს გვერდით (თუნდაც ცოლ-ქმარი) იყოს იმიტომ რომ ის ავტორიტეტია, მასზე უპირატესია, რაღაცით მისი გავლენის ქვეშაა და ა.შ. ეს თავის არსშივე მოიცავს უთანასწორობის მარცვალს და ნომენკლატურულს ხდის ურთიერთობას ანუ უმაღლეს დონემდე აყვანილია არა მეგობრობა, არამედ ავტორიტეტი. თუ ქალი ვეღარ აღიქვამს კაცს (ზოგჯერ ქმარსაც) ავტორიტეტად და უპირატესატედ (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო) მაშინ შორდება მას იმიტომ რომ ამგვარი ურთიერთობა არ არის დაფუძნებული მეგობრულ საწყისებზე. ციტატა თუ რამე კარგად ვერ გადმოვეცი მომიტევეთ, ამდენის დაწერასაც არ ვაპირებდი... დაწერე, საინტერესოა ყველას აზრი... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
CONSCIENTIOUSNESS |
Jul 30 2009, 07:30 PM
პოსტი
#13
|
Stalker ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 |
როგორი საინტერესო თემაა და როგორ გამაოცა გოგოებისმიერ პასუხებმა.
არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 5 ] [50.00%] ძალიან სამარცხინო სტატისტიკაა ძაააალიან!!! რადგანაც აქ მანდილოსნებმა დააკლიკეთ ძირითადად მანდილოსნების პოსტებს გავუკეთებ რეპლიკებს. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რომ ადამიანები განურჩევლად სქესისა არიან სრულიად თანაბარნი, როგორც უფლებებით ასევე მოვალეობებით!! ეს ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშიც წერია. S a l l y ციტატა საერთოდ მე თუ მკითხავთ,ქალი ოჯახში და ქალი საზოგადოებაში სხვადასხვა მომენტია.. სხვადასხვა მომენტი რას ქვია? ანუ გინდა თქვა რომ ქალს ორმაგი სახე აქვს? თუკი საზოგადოებაში ძლიერად აჩვენებს თავს და ოჯახშI სუსტდება ესეიგი ის "კარგი" ქალია და ორივე მოვალეობას კარგად ასრულებს? იმაზე თუ გიფიქრია რომ როგორიც ხარ ისეთი უნდა იყო ყველგან და ყოველთვის... და თუკი ორმაგ თამაშს თამაშობ აუცილებლად წააგებ ერთერთს. . . ციტატა გარდა ამისა,არსებობს ურთიერთობაში ე.წ. უხილავი უპირატესობა,რომელსაც კაცი უნდა ფლობდეს, რასაც ქალი აუცილებლად გრძნობს და შესაბამისად ის ასეთ კაცს მეტად ენდობა.. ეს უპირატესობა როგოც ვთქვი უხილავია და ამას არც აფიშირება სჭირდება,არც რამე ნორმებში ჯდება და ზოგ შემთხვევაში შეიძლება არაფერსაც არ განსაზღვრავდეს..უბრალოდ ეს არის მყარი თანაცხოვრებისთვის ჩემი აზრით საკმაოდ საჭირო დეტალი გინდა გითხრა რა არის ეს უხილავი უპირატესობა? მშიშარა ქალი ერიდება პასუხისმგებლობას და თუკი ოჯახში რამე საკითხი წყდება ცდილობს პასუხისმგებლობა გადააბაროს კაცცს, ეს როგორც წესი სრულიად ქვეცნობიერ დონეზე ხდება თუმცა არის გააზრებული მსგავსი ნაბიჯებიც... კაცცს არ უხარია ამ პასუხიმგებლობის აკიდება რაც არ უდნა მოგაჩვენოთ თავი რომ ძალიან ბედნიერია გულის სიღმეში არ სურს მარტომ იტვირთოს პასუხიმგებლობა. ამიტომაც ეს ვითომდა ფარული უპირატესობა ვლინდება სწორედ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე, და ამან წლების განმავლობაში შეიძლება საშიში ხასიათი მიიღოს კაცი ან ნერვიული ხდება და შესაბამისად კონფლიქტები ოჯახშI მატულობს ანდაც ზედმეტად თავდაჯერებული ხდება და "აჩმორებს" საბოლოოდ ცოლს... მოკლედ თუკი ოჯახი რეალურად შექმნილია სიყვარულით მაში არანაირი "ფარული უპირატესობა' არ უნდა გაჩნდეს წინააღმდეგ შემთხვევაშიო ოჯახი განწირულია. . . ა ნ უ კ ა ციტატა ძალიან ჯიუტი ვარ და ეს მირჩევნია, ცოტა აზრზე რომ მომიყვანოს განცვიფრებული ვარ პირდაპირ ეს იგივეა რომ თქვა: "რაღაც ცოტა წონაში ვარ მომატებუილი ფიზიკური დატვირთვა მჭიდება მოდი აგერ მონობაში წავალ ლოდებს მაზიდინებენ, წელში გამწყვიტავენ, შეიძლება მოვკდე კიდევ რაც უფრო მეტად სავარაუდოა..." მაშიკო ციტატა დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ) თუმცა საქართველოში ნაკლებად არის ეს მიღწევადი შენ შეეცადე შეცვალო შენი პირადი დამოკიდებულება და შესაბამისად იმ ადამიანსი ვინც გიყვარს (ან გეყვარება) და დამიჯერე შენთვის პირადა გენდერული დისბალანსი სრულიად შეუმჩნეველი იქნება ჭიჭიკოს ექნება თუ არა თავის ოჯახში გენდერული თანასწორობა ნაკლებად მიაქციე ყურადღება. . . ნანინა ციტატა ქართველი მამაკაცი, რომელიც შენნაირად მსჯელობს იშვიათია რა შუაშია კაცი?? ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი რომელიც მიისწრაფვის პროგრესისკენ კაცის და ქალიც ესე უნდა ფიქრობდეს... ანნო ციტატა რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას,რაღაც ქალების უააზრო ახირებად მეჩვენება არანაირად!!! უამრავი ლიტერატურა არსებობს რომელშიც ნათლად არის გაწერილი გენდერული თანასწორობის ასპექტები... ფემინიზმსა და გენდერულ თანასწორობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა და მათი არევა უბრალოდ უცოდინრობაზე მეტყველებს. ციტატა ქალს თავისი ადგილი მიაკუთვნა ღმერთმა ცხოვრებაში და კაცს თავისი...სამყაროს შეცვლას ნუ მოვინდომებთ,თორე თავზე დაგვენგრევა! ის რომ ქალი კუხნაში უნდა იჯდეს, ბავშვს პამპერს უცვლიდეს და იატაკებს ხეხავდეს ღმერთს არსად არ უთქვამს... ეს ისევ და ისევ ჩვენი ადამიანების მიერ მოგონილი სისულელეა!! -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
გიორგი |
Jul 30 2009, 07:38 PM
პოსტი
#14
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ა ნ უ კ ა
ძალიან ჯიუტი ვარ და ეს მირჩევნია, ცოტა აზრზე რომ მომიყვანოს ე.ი. როგორც მე ვხვდები გენდერული თანასწორობის #1 მოწინააღმდეგები თვითონ გოგონები არიან. ზოგი ამას პირდაპირ აღიარებს, რომ არ სურს თანასწორობა, ზოგი კიდევ ქვეცნობიერად იგივე აზრზეა, მაგრამ იძახის რომ გენდერულ თანასწორობას ემხრობა. სამწუხარო კი ის არის, რომ როდესაც დომინანტს, ავტორიტეტის და შენზე უპირატესს ეძებ, (განსაკუთრებით ქართულ რეალობაში) ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს, რადგან მეტისმეტ დომინანტს გამოკრა ხელი და ყველაფერი ბევრად უფრო უსიამოვნოდ წარიმართოს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ანანო |
Jul 30 2009, 07:45 PM
პოსტი
#15
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
CONSCIENTIOUSNESS
ციტატა განცვიფრებული ვარ პირდაპირ ეს იგივეა რომ თქვა: "რაღაც ცოტა წონაში ვარ მომატებუილი ფიზიკური დატვირთვა მჭიდება მოდი აგერ მონობაში წავალ ლოდებს მაზიდინებენ, წელში გამწყვიტავენ, შეიძლება მოვკდე კიდევ რაც უფრო მეტად სავარაუდოა..." არა ვერ გამიგე ოჯახში დომინანტი არ მინდა ვიყო, არ მინდა ე.წ. დაჩმორებული ქმარი თუნდაც შვილები როცა გვეყოლება, მამის სიტყვა კანონი უნდა იყოს. ჩემთვის ესეაა, მამაჩემს ცოტა ახირებული ხასიათი აქვს როცა სადმე გაშვებაზე უარს ამბობს, აზრი არ აქვს შეწინააღმდეგებას, იმიტომ რომ თავის პოზიციას მაინც არ შეიცვლის -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
likka |
Jul 30 2009, 07:46 PM
პოსტი
#16
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ნასკი გამხადე, ქალო!
-------------------- ეჰ...
|
ანანო |
Jul 30 2009, 07:47 PM
პოსტი
#17
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
გიორგი
ციტატა სამწუხარო კი ის არის, რომ როდესაც დომინანტს, ავტორიტეტის და შენზე უპირატესს ეძებ, (განსაკუთრებით ქართულ რეალობაში) ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს, რადგან მეტისმეტ დომინანტს გამოკრა ხელი და ყველაფერი ბევრად უფრო უსიამოვნოდ წარიმართოს ამიტომ რჩევას ვაძლევ გოგოებს, ქართლელ კაცებს არ გაეკარონ, დაეძალეთ რაჭველებს -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
გიორგი |
Jul 30 2009, 07:49 PM
პოსტი
#18
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ა ნ უ კ ა
ციტატა ამიტომ რჩევას ვაძლევ გოგოებს, ქართლელ კაცებს არ გაეკარონ, დაეძალეთ რაჭველებს რაჭველი ვარ და ონში კი მაქვს სახლი, მაგრამ რა ხეირი... P.S. არადა მართლაც შემაშფოთებელი შედეგებია poll-ში. ციტატა არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 5 ] [38.46%] -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
likka |
Jul 30 2009, 07:50 PM
პოსტი
#19
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
გიორგი ამიტომ რჩევას ვაძლევ გოგოებს, ქართლელ კაცებს არ გაეკარონ, დაეძალეთ რაჭველებს რაჭველი რა ჯიშია? სომეხია ოტ მატერი, თუ?? -------------------- ეჰ...
|
CONSCIENTIOUSNESS |
Jul 30 2009, 07:52 PM
პოსტი
#20
|
Stalker ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 |
ა ნ უ კ ა
ციტატა ოჯახში დომინანტი არ მინდა ვიყო, არ მინდა ე.წ. დაჩმორებული ქმარი ხოდა საქმეც მაგაშია, რატომ გგონია რომ შენს ქმარს (მომავალ ქმარს) უნდა დომინანტობა?? მე პირადად არანაირად არ მინდა ისეთი ცოლი რომელიც ნებისმიერ ჩემს სიტყვას ეგრევე მიიღეებს და არასოდეს შემეკამათება ან თუნდაც ალტერნატივას არ შემომთავაზებს... არანაირად არ ამქვს სურვილი ერთპიროვნულად მივიღო რამე გადაწყვეტილება... დომინამტი არცერთი არ უნ და იყოს! თანასწორობა უნდა იყოს ყველაფერში! იმისათვის რომ ორივე კაციც და ქალიც ბედნიერები იყვნენ! პ.ს. გენდერული თანასწორობა ფემინიზმი არ არის ნუ გერევათ. -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი