თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ლოცვები

პოსტის ავტორი: maia23 თარიღი: Oct 7 2007, 03:43 PM

დამლოცე მამაო
პირველ რიგში მადლობტ წინა კიტხვაზე გაცემული პასუხისატვის,ზალიან დამეხმარა და დიდი იმედი და ზალა მომცა.
ასეტი კიტხვა მაქვს,ტუ შეიზლება ლოცვების აუდიო ფორმატში მოსმენა სახლში?გადმოვიწერე ინტერნეტიდან ილია მეორეს ლოცვები და ტუ შემიზლია ვუსმინო ხოლმე?მადლობტ
მინდა აკვე დავამატო რომ საზგვარგარეტ ვარ და ამიტომ არ მაკვს საშუალება ეკლესიაში კარტული ლოცვა მოვისმინო.

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Oct 20 2007, 09:19 PM

ღმერთმა დაგლოცოთ, მაია!

რაკი ჩაიწერა, ე.ი. შეიძლება მათი სმენა. საქმე ისაა, როგორ. ლოცვის სმენას მაშინ აქვს აზრი, როცა თავად ავყვებით და ვიმეორებთ გულში. ჩანაწერს ამ შემთხვევაში აქვს იგივე დანიშნულება, რაც ქაღალდზე დაწერილ ლოცვას. მხოლოდ კითხვა ხომ არ არის ლოცვა, თუ არა ვეცადეთ ყურადღებაც იყოს სიტყვების მიმართ და გულიც აყვეს. ასევეა მოსმენილი ლოცვა. იგივეს ვიტყოდი გალობაზე. თუ ვუსმენთ და ვტკბებით ჰანგებით, უმჯობესია გამოვრთოთ. ხოლო თუ გალობის მოსმენა არის თანაგალობა გულში, მაშინ სავსებით მისაღებია. არ უნდა იქცეს გალობა და ლოცვის სმენა ტკბობის საშუალებად.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)