IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ფსიქოთერაპია, დეკანოზი კონსტანტინოს სტრატიღოპულოსი
აკაკი
პოსტი Jan 8 2012, 11:00 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აღსარება და ფსიქოთერაპია

IPB-ს სურათი

დეკანოზ კონსტანტინოს სტრატიღოპულოსის მიმართვა სრულიად საბერძნეთის მშობელთა კავშირისადმი
ათენი, 18-03-2003.




ჩვენს წინაშე სერიოზული საკითხი დგას, რომელიც ძალზე ყურადღებით უნდა განვიხილოთ, რადგან ფიქოთერაპიისა და აღსარების შედარებამ დაპირისპირება და კამათი არ გამოიწვიოს. Eეს საკმაოდ ვრცელი თემაა და დროის სიმცირის გამო, ვეცდები ეს ცნებები უბრალო სიტყვებით განვმარტო, რათა უკეთ ერკვეოდეთ ზემოაღნიშნულ საკითხებში.

პირველ რიგში, განვიხილოთ თუ რას ისახავს მიზნად ამ ორი პროცესის, აღსარების და ფსიქოთერაპია, შედარება. Uჯერ გავარკვიოთ თუ რას გულისხმობს ტერმინი «ფსიქოთერაპია», რათა არ მოხდეს სხვადასხვა ელემენტების მცდარი აღქმა.


«მიღების» მნიშვნელობა


როდესაც ჩვენი ეკლესია სხვადასხვა ქვეყანაში სამოციქულო მისიას ახორციელებს, ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს ღებულობს და ისისხლხორცებს, როგორც ქრისტემ მიიღო ადამიანური სხეული და ადამიანური ბუნება, გარდა ცოდვილისა. რაც კურთხევად გვეძლევა - უნდა მივიღოთ, Mრაც არა - არ უნდა დავუშვათ მისი მიღება. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვერკვეოდეთ თუ რისი მიღება შეგვიძლია.

შეგვიძლია მივიღოთ თანამედროვე ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგიები? წინასწარ მინდა აღვნიშნო რომ რომ ამ სფეროს სპეციალისტები დიდი მონდომებით ცდილობენ დაეხმარონ თანამედროვე დაუძლურებულ და გადაღლილ ადამიანს. უეჭველია მათ დახმარება სურთ, მაგრამ შეუძლიათ კი ადამიანს ამ გზით გაუწიონ დახმარება?

განვიხილოთ ტერმინები : ფსიქიატრია, ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია.


ფსიქიატრიის მნიშვნელობა


ფსიქიატრია, როგორც სამედიცინო დარგი, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის სხეულზე - თავზე, ნევრონებზე, ნერვულ სისტემაზე – ანუ მის მატერიაზე. მაშასადამე ტერმინოლიგია “ფსიქიატრია” მცდარია, რადგან ბერძნულად ფსიქე სულს ნიშნავს, ხოლო ეს დარგი მხოლოდ სხეულს ეხება და არა სულს. ზოგიერთU ქვეყანაში არ იხმარება ტერმინი «ფსიქიატრიული დაავადება», არამედ «მენტალური დაავადება» (მენტალ დისეასეს). მიუხედავად დამკვიდრებული მცდარი სახელწოდებისა, ჩვენ მედიცინის ამ დარგს ვაფასებთ.


ფსიქოლოგიის მნიშვნელობა


აქაც მცდარი ტერმინი გამოიყენება, რადგან ფსიქოლოგია იკვლევს ადამიანის საქციელს სხვადასხვა გარემოებაში. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ავიღოთ მუშა, რომელსაც ხმაურიან ქარხანაში უწევს მუშაობა, იგი თანდათან იღლება და ავადდება. ფსიქოლოგია აკვირდება ამ გარემოებას და გვეუბნება: “ხმაურიანი გარემო უხასიათობას იწვევს”, ან Aვინმეს, ვისაც ბნელ ოთახში სძინავს _ “არასასიამოვნო გრძნობები ეუფლება” და ა.შ. მაშასადამე ფსიქოლოგია აკვირდება ადამიანის ქცევას.


ფსიქოთერაპიის მნიშვნელობა


ფსიქოთერაპია განსხვავდება ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიისაგან. ფსიქოთერაპია გამოხატავს სხვადასხვა ფილოსოფიურ მოსაზრებებს სულის შესახებ და ფსიქოთერაპიულ მეთოდებსაც გვთავაზობს. სწორედ ეს წარმოადგენს საფრთხეს - არ უნდა აგვერიოს- ფსიქოთერაპიულ მეთოდს სულის გაკურნვა არ შეუძლია რადგან იგი, უპირველედ ყოვლისა სულის არსებობას უარყოფს. სულის განკურნვა მხოლოდ ეკელესიური საიდუმლოებითა და მისი სამკურნალო საშუალებებითაა შესაძლებელი.


სულის განსაზღვრება ეკლესიების მამათა თანხმად


უფალმა ადამიანი მიწისაგან შექმნა და სული შთაბერა, “სული ცხოველი“ და გონიერი. E სული შეედრება სანთელს რომლითაც უამრავი სანთელი შეგვიძლია ავანთოთ. იგი უხილავია, მაგრამ არსებობს. ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ზღვარს, რომლითაც ღმერთმა უხილავი და ხილული გამიჯნა. Eეკლესიების მამათა თანახმად როგორც ადამიანის სხეულს აქვს სხვადასხვა ორგანო, ასევე სულსაც გააჩნია თავისი წახნაგები და ხარისხები: გონება, სინდისი, ნებისყოფა, აზრები და ყველას ერთად ადამიანი ჰქვია. სულის გარეშე არ იარსებებდა გონება, ინფორმაციის წყარო, ნებისყოფა, ინტუაცია, წარმოსახვა, სინდისი, მეხსიერება. „ _რამეთუ რაი სარგებელ აქვს კაცსა, უკეთუ სოფელში შეიძინოს და სული თავისი იზღვინოს, ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მთ.16,26)


პირველი თეოლოგიური ნიშანი:


როგორც წმინდა გრიგოლ პალამასი აღნიშნავს ადამიანის სულს არსი და ძალა (ენერგია) გააჩნია. რა თქმა უნდა ეს არ უნდა ავურიოთ ტერმინოლოგიაში. ძალა არის ის რაც გამოხატულებას პოულობს : ემოციები, გრძნობები, ეს ყველაფერი სულის ქმედებებია, ქმედება განსაზღვრავს ჩვენს ქცევას. Aარსი და ქმედება. წმინდა გრიგოლ პაკლამასის მიხედვით ცხოველების სული მათი სხეულის სიცოცხლეა, მშვინვაა, მას არ გაჩნია სულის არსი, არამედ მხოლოდ ქმედება (ენერგია). ისინი მოძრაობენ, გრძნობენ შიმშილს, რადგან არ გააჩნიათ სხვა, გარდა სხეულის მოძრაობისა, ამგვარად როცა მათი სხეული იხრწნრება ეს ენერგია იკარგება. ასე აღნიშნავს ბიბლიაშიც «სისხლი ცხოველისა არს სული მისი » . ეს არის მხოლოდ ენერგია. ადამიანის სული კი არსს და ენერგიას (ქმედება) ერთად მოიცავს. მაშასადამე, ცხოველები მშვინვიერი სამყაროს წარმომადგენლები არიან, ხოლო სულიერება მხოლოდ ადამიანებს გააჩნიათ. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი წერს რომ « ადამიანის სული მოძრაობს, იკვებება და იზრდება » (ეს არის სულის ქმედებები, ენერგია) ასევე აღნიშნავს რომ სული «იმპულსიურია». ცხოველიც იმპულსურად რეაგირებს, და ეს ენერგიაა, მაგრამ ადამიანს ამის გარდა, ლოგიკა გააჩნია, ეს არის მადლი ღვთისა, რომელიც გარდმოისხმება ადამიანზე და იმკვიდრებს სულში. ეს ღვთიური არსია. ცხოველებს იმპულსები გააჩნიათ, მაგრამ აკლიათ ლოგიკა - რის შესახებაც ბასილ კესარიელი, ეკლესიის მამა თავის ნაშრომში «შემოქმედების ექვსი დღე» ამბობს : რადგან ცხოველებს არ გააჩნიათ სულიერი არსი, უფალმა მათი ალოგიკურობა ჩაანაცვლა გრძნობათა ორგანოების განვითარებით. უგულებელვყოფთ სულის არსს, სხვა დანარჩენი არაფერია თუ არა ცხოველური ინსტინქტები : ბრაზი, შფოთვა, და ა.შ. თუ არ გავითვალისეინებთ სულის არსისა და ენერგიას შორის არსებულ ზღვარს პალამასის, ბასილ კესარიელის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, როგორ ვილაპარაკებ სულზე ?!

ფსიქოთერაპიის მეთოდები უგულებელყოფენ სულის არსს (ლოგიკურ ნაწილს) და ცდილობენ მოამწყვდიონ ინსტინქტების ჩარჩოში. Aამგვარად როგორ შეიძლება განკურნოს სული როდესაც მხოლოდ მის ენერგიულ ნაწილს იცნობენ ?!


მეორე თეოლოგიური ნიშანი:

ასევე მთავარი და მნიშვნელოვანია და მას ვაწყდებით წმ. მაქსიმე აღმსარებლის საგანძურში. Mმარტივად გამოგცემთ. ყველაფერი, მათ შორის ადამიანი, რომელიც შეიქმნა არაფრისაგან, მოძრაობს. საერთოდ ადამიანის სულში თავიდანვეა ჩადებული უზენაესისადმი თაყვანისცემა. Aიგი მოძრაობს, ვინაიდან ღმერთმა შექმნა, მუდმივად მოძრაობს, და ღვთისკენ ილტვის, რათა ღმერთი იპოვოს. Eეს მოძრაობა აღმავალია. Aამ მოძრაობასა და ღვთის ძიებაში გვეხმარება ეკლესია: ლოცვა, აღსარება, ღვთისმსახურება, მარხვა, წმინდა ზიარება - ყველაფერი ეს, სხვა არაფერია, თუ არა ღვთისკენ ლტოლვა.

სწორედ ეს არის ეკლესიური მეთოდი სულის განკურნებისა. ფსიქოთერაპიას შეუძლია ადამიანი დროებით შეაჩეროს თვითმკვლელობისა და თვითგანადგურებისაგან, რადაგან სულის განკურნების ერთადერთი საშუალება – მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიური მეთოდია - შემოქმედისკენ სწრაფვა.


მესამე თეოლოგიური ნიშანი :


ფრიად მნიშვნელოვანი და საყრდენი წერტილი - როგორც მაქსიმე აღმსარებელი და პალამასი აღნიშნავენ, შემოქმედს, რომელმაც ადამიანის ბუნება შექმნა, თან არ დაუყოლებია სიამე, არამედ გონებრივი ძალა მიმართული სიამისაკენ.

ადამიანები გრძნობებით აღსავსენი ვართ : გვესმის, ვხედავთ, შევგრძნობთ და ა.შ ეს გრძნობებიც ღვთისგანაა მოცემული, მაგრამ ღმერთმა არ არგუნა ყოველ გრძნობას სიამე, არამედ მიანიჭა ღვთისაკენ მიმართული მოძრაობა, ხოლო როცა ადამიანი ამ მოძრაობას არ მიჰყვება, იქ უკვე თავს ცოდვა იჩენს. ცოდვის ჩადენით ადამიანი კარგავს იმ მადლს, რაც ღვთისგან აქვს მინიჭებული. რაც უფრო იზრდება ცოდვათა რიცხვი, მით უფრო ეშვება ადამიანი ქვემოთ, იფიტება და სულიერადაც ცარიელდება.

ამგვარად, მოდით, შევაჯამოთ სამივე მთავარი თეოლოგიური ნიშანი. განსაზღვრავენ არსობრივ სხვაობას ეკელესიური საიდუმლოებასა და მის სამკურნალო საშყუალებებსა და სხვა ნებისმიერ გავრცელებულ სამკურნალო გზებს შორის. Pპირველი სულის არსსა და ენერგიას შორის, მეორე : ღვთისკენ მიმართული მოძრაობა და მესამე სიამის სტრუქტურა, სიამის განცდის ტენდენცია, თუ არ არის მიმართული ღვთის სიყვარულისაკენ, ვერ აღწევს ღმერთს და იკარგება.

ახლა მინდა ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგიის მნიშვნელობა გნვიხილოთ. ფსიქიატრია ასრულებს სხეულის ფიზიკური ანუ ადამიანის მატერიალურად განკურვნის ფუნქციას. ფსიქოლოგია მხოლოდ და მხოლოდ აკვირდება ადამიანის საქციელს და «თანამედროვე» ხალხი ამას ფსიქოთერაპიას უწოდებს. როგორც უკვე აღვნიშნე ფსიქოთერაპიის მეთოდები უგულებელყოფენ სულის ანუ «ფსიქეს» არსებობას, და ეს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თვალნათლივ ვერ ხედავენ მას. თუ კი სული არ არსებობს როგორ შეიძლება ფსიქოთერაპია ანუ სულის განკურნვა ?! შეიძლება მათ თქვან : «სული ხომ ქმილებაა და ყველა ქმნილებას მეცნიერება იკვლევს», მაგრამ ყველა ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგია ფილისოფიური და არა მეცნიერული მიდგომაა, რომელიც ვარაუდით ცდილობს ადამიანის განკურნვას. Dმეორე : არც ერთ მეცნიერს არ ძალუძს სულის გამოკვლევა და მისი ახსნა, რადგან, როგორც მამები ამბობენ, ამ ქვეყნად ყველაფრის გამოკვლევა შეუძლებელია. თუმცა ადამიანს ხორციელი თვალის გარდა გააჩნია სულიერი თვალიც რომელიც მარხვით, ლოცვით, სახარების კითხვითა და ეკლესიური ცხოვრებით აეხილება. თუ ადამიანი ყოველივე ამას მოკლებულია, მაშინ მისი სულიერი თვალი ბრმაა და ღვთაებრივს კი არა, სხვა რამესაც ვერ ხედავს.

დროგამოშვებით ბევრმა ფსიქოლოგმა - როგორც ფროიდი, ადლერი, იონგი, რაიხი და სხვანი _ სცადა გამოიკვლიოს თუ რამ გამოიწვია ადამიანიში სიცარიელე და შესაბამისად დაადგინა სხვადასხვა თეორია, მაგალითად ფროიდის აზრით ადამიანს გააჩნია ფარული «ეგო» (ბერძნულად მე) რომელიც პატარაობიდან ზეწოლას განიცდის და ტრავმირებულია, მის გასაკურნად საჭიროა ადამიანმა თავი გაითავისუფლოს და გამოამჟღავოს მისი ფარული «ეგო».....

ღმერთმა ადამიანი სიკეთისთვის შექმნა და თავიდანვე მას თავისუფლება უბოძა, მაგრამ ადამიანებს სიამაყემ დაგვაკარგვინა ეს უდიდესი წყალობა. ამას ჩვენ ეგოიზმს ვუწოდებთ. ხშირად ურწმუნოთა უმეტესობა ღვთის ადგილზე ვინმეს ან რამეს აყენებს და მისი თაყვანისმცემელი ხდება. როგორ განვკურნოთ ეს ეგოიზმი? იგი უფალის პატივისცემით, თავმდაბლობით, გულწრფელობით, ახლობელთა სიყვარულით, შენდობით, ეკლესიური ცხოვრებით განიკურნება, როგორც წმ. Mმაქსიმე აღმასარებელი ამბობს «ეგო» როცა უფლისკენ მიისწრაფვის მხოლოდ მაშინ ხდება ჭეშმარიტი «ეგო». Eღმერთმა ისე შექმნა ადამიანის გული, რომ ის ამქვეყნად ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე. ეს კი ნიშნავს იმას რომ უნდა შევიცნოთ ღმერთი, მივუახლოვდეთ მას, რადგან ღმერთია უსაზღვრო სიყვარული, სილამაზე, სიცოცხლე, სიმდიდრე, უსაზღვროდ კეთილი ძალა – ყველაფერი კეთილი თვით ღმერთშია. სწორედ, ღმერთია ჭეშმარიტება. Aასეა აღნიშნული ბიბლიაშიც: “შეიცან ჭეშმარიტება და ის განგათავისუფლებს შენ.”

ამგვარად, არცერთი ფსიქოთერაპიული მეთოდი და პრაკტიკა არ არის დასაშვები ჩვენს საიდუმლოებაში. Mრა თქმა უნდა ვითვალისწინებ მათ მცდელობას გზააბნეულ ადამიანს დაეხმაროს, მაგრამ იგი მას სწორ გზაზე ვერ დააყენებს, შესაძლოა დროებით გაამხნევოს, სანამ ადამიანი ეკლესიას არ იპოვიდეს. ესეც კარგი საქმეა.

შევეცადე მოკლედ წარმომედგინა და გადმომეცა თქვენთვის ეს ცნებები, რათა უკეთ ერკვეოდეთ მსგავს საკითხებში და იცოდეთ თუ რას შეგიძლიათ დაეყრდნოთ ქაოსურ გარემოში რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით სუფევს.


http://www.floga.gr/50/10/2002-3/2003031810gg.asp
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2012, 12:16 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რა საინტერესო თემაა...
გადავხედო აბა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 10 2012, 01:50 AM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
და ვლახოსზე რას იტყოდი?

( სასიამოვნოა რომ მისი ,,ფსიქოთერაპია'' ჩვენს ბიბლიოთეკასია ატვირთული...)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Oct 10 2012, 04:26 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M

ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ აშკარად ჩანს, თუ როგორ კარგადაა გარკვეული პატროლოგიაში, საერთოდ კარგად იცნობს ასკეტიკურ თხზულებებს... თანამედროვე ადამიანს საჭირო ენაზე მმოუთხრობს, გადასცემს ამ დიდ საგანძურს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესო, საჭირო პიროვნებაა დღესდღეობით... კიდევ აქვს კარგი ნაშრომები, თუმცა ქართულად არაა ნათარგმნი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 10 2012, 10:28 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გეთანხმები....


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 11:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი