თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ მზის ამოსვლამდე...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 10:26 AM

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.

მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს.

მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე.

რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი...

აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს sad.gif

დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს.

ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) biggrin.gif

ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი biggrin.gif ).

მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! biggrin.gif

გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა?

პასუხი: საჭიროა! cool.gif

მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია!

მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)!



პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 26 2010, 10:33 AM

საღამოს გვიან დაძინება ერთერთი მთავარი პირობა....

მე კაი ხანია დილით ადგომა აღარ მახსოვს sad.gif ხან 12 ხან 1, 2, 3 ვდგები ohmy.gif sad.gif არა არა უნდა გამოვასწორო biggrin.gif sad.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 10:37 AM

აკაკი

ციტატა
საღამოს გვიან დაძინება ერთერთი მთავარი პირობა....


რა თქმა უნდა! და იმედია მაგაზე ცალკე თემის გახსნა არ დამჭირდება: "მზის ჩასვლისთანავე" biggrin.gif

ციტატა
მე კაი ხანია დილით ადგომა აღარ მახსოვს ხან 12 ხან 1, 2, 3 ვდგები


შენ ძმაო გაქანებული ნევროზი გექნება ცოტა ხანში ეგრე თუ გააგრძელე. ჯერ ბოვში ხარ და გყოფნის ენერგია
huh.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 26 2010, 10:39 AM

Atman
არდა მახსოვს როცა დილით ადრე ავმდგარვარ 5 ზეც 6 ზეც 7 ზეც ჯერ, ხომ ჰარეიც გრილი და სუფთაა მერე გარეთ სიწყნარე, და ამ დროს ლოცვა ხომ საერთოდ მაგარია..

დავით მეფსალმუნე ამბობს: "განთიად გეჩვენო შენ" smile.gif დილით ადრიანად ლოცვა მაგარია

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 10:43 AM

აკაკი

ჰოდა გონებამდეც მიუშვი ეგ (ანუ ქმედით ცოდნამდე) და მარტო ჭკუის დონეზე ნუ "იცი" smile.gif

ძალიან აუცილებელია დამიჯერე, მითუმეტეს თუ სულიერად ცხოვრებას აპირებ.

პოსტის ავტორი: Fee თარიღი: Jun 26 2010, 12:35 PM

საჩემო თემა biggrin.gif ღამე გვიან დაძინებაა მთვარი პრობლემა. ღამის 2 და 3 საათზე ვიძინებ და მაღვიძარა 10_ზე რომ არ მქონდეს დაყენებული 2 საათზე ადრე ვერ ავდგებოდი ალბათ sad.gif
რეჟიმში ყოფნა კარგია, გერმანიაში 6 საათზე ვდგებოდი, დღე დიდი იყო აშკარად, ყველაფერს ვასწრებდი, ასე კი ძალიან მალე გადის დრო sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 26 2010, 12:40 PM

Atman
შენ თუ დილით გაღვიძება გიჭირს ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეგ პრობლემა არაა, დილის ხუთის ნახევარია და უკვე მღვიძავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 26 2010, 12:41 PM



სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა.
ნუ გავატარებთ ძილში.
ძილი ნახევრად სიკვდილია.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 26 2010, 12:44 PM

terra

ციტატა
სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა.
ნუ გავატარებთ ძილში.
ძილი ნახევრად სიკვდილია.

აბა გამოდის რომ ჩემი სიცოცხლე ხანგრძლივია,
3 ან მაქსიმუმ 4 საათი მძინავს დღე-ღამეში, ხან ისიც არს.
გუშინ მგონი საძინებელში არც შემიხედავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 12:46 PM

ცოტას შეგაშინებთ (ოღონდ არ მოგატყუებთ). როდესაც მზე ამოსულია და ჩვენ გვძინავს, მაშინ ერთი მხრივ არ ხდება იმ ტოქსინების გამოსვლა, რომლებიც წინა დღიდან (და საერთოდ ცხოვრებიდან) გვაქვს ორგანიზმში, მეორე მხრივ კი წარმოიქმნება ახალი ტოქსინები, რაც აბინძურებს პრანას.

დაუჯერებელია, მაგრამ დილას 1 საათსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სულ სხვადასხვანაირად მუშაობს პრანა როცა ვიღვიძებთ 5-ზე, 6-ზე ან 7-ზე.

აიურვედის უძველეს სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ბედნიერი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც მზის ამოსვლის შემდეგ დგება (ბედნიერების აიურვედული და ჩვენი გაგება კი ცალკე თემაა).

თუ 7 საათზე ვდგებით, გვექნება ტონუსი, მაგრამ ჭკუა და გონება შედარებით მძინარე მდგომარეობაში იქნება მთელი დღის განმავლობაში.

აქვე დავამატებ, რომ გაღვიძებისთანავე უნდა ავდგეთ და ლოგინში არ ვინებივროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან აგდებს ტონუსს. გაღვიძებიდან 5 წუთი თუ წევხარ, კარგავ დღიური ტონუსის დაახლოებით 10-30%-ს, ხოლო ხოლო თუ მეტი, ვკარგავთ დღიური ტონუსის ნახევარს ან მეტს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია. გონებაზე მოქმედებს ეს უფრო, გონება კი ძალიან ნატიფი სტრუქტურაა და ამის გაცნობიერება ძნელია.

საერთოდ ჩვენს ნორმას ვაფასებთ იმით, როგორც ახლა ვართ და ავადმყოფური მდგომარეობაც ნორმა გვგონია, მაგრამ თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობა ნორმისგან ძალიან შორს დგას (ვგულისხმობ როგორც ფსიქიკურს, ასევე ფიზიკურს).

მეც ვდგებოდი 12 საათზე და კარგად ვგრძნობ განსხვავებას. ახლაც, როდესაც იშვიათად მიწევს ხოლმე გვიან გაღვიძება (გვიან დაძინების ან "პახმელიის" გამო), მთელი დღე ჩემთვის დაკარგულია და უაზროა (ძირითადად ყველა სისულელეს ეგეთ დღეებში ვაკეთებ ხოლმე) biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Jun 26 2010, 12:46 PM

ციტატა(Atman @ Jun 26 2010, 10:26 AM) *

პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები biggrin.gif


ბუ = ზარმაცი huh.gif

mad.gif mad.gif mad.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 12:47 PM

ნაინა

ციტატა
აბა გამოდის რომ ჩემი სიცოცხლე ხანგრძლივია,3 ან მაქსიმუმ 4 საათი მძინავს დღე-ღამეში, ხან ისიც არს.გუშინ მგონი საძინებელში არც შემიხედავს


არც ბევრი ძილია ჯანმრთელობა და არც ცოტა. მთავარი რეჟიმი და ზომიერებაა. ღამე 10-დან 12 საათამდე უნდა გეძინოს რომ ჭკუამ დაისვენოს. და 5-6 საათი ძილი საკმარისია.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 26 2010, 12:59 PM

Atman

ციტატა
აიურვედის უძველეს სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ბედნიერი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც მზის ამოსვლის შემდეგ დგება (ბედნიერების აიურვედული და ჩვენი გაგება კი ცალკე თემაა).

აჰ, ისევ აიურვედა, აკი არ ვქადაგებ ამ თემაში მაინცო.
მე მგონი ფორუმის სახელის გადაკეთება მოგვიწევს და ატმანის რელიგიის ფორუმს დავარქმევთ.




ციტატა
არც ბევრი ძილია ჯანმრთელობა და არც ცოტა. მთავარი რეჟიმი და ზომიერებაა. ღამე 10-დან 12 საათამდე უნდა გეძინოს რომ ჭკუამ დაისვენოს. და 5-6 საათი ძილი საკმარისია.

სრულიად საკმარისია ჩემთვის ის 3-4 საათიც.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 01:09 PM

ნაინა

ციტატა
აჰ, ისევ აიურვედა, აკი არ ვქადაგებ ამ თემაში მაინცო.მე მგონი ფორუმის სახელის გადაკეთება მოგვიწევს და ატმანის რელიგიის ფორუმს დავარქმევთ.


აიურვედა ჯანსაღი ცხოვრების წესია და არაფერ შუაშია რელიგიასთან.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 26 2010, 01:13 PM

ნაინა

ციტატა
სრულიად საკმარისია ჩემთვის ის 3-4 საათიც.


ჰო, ეს ინდივიდუალურია.
მაგრამ მაინც იფრთხილე, რომ არ გამოიფიტო.
ძილის პერმანენტული დეფიციტის შემთხვევაში, ადამიანი
ვერ ინაზღაურებს იმ ნერვული და ფიზიკური ენერგიის მარაგს,
რაც დღის განმავლობაში დახარჯა.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 26 2010, 01:14 PM

გაცილებით პრაქტიკული საფუძველი აქვს მაგ ვერ ადგომას ვიდრე ფსიქო ფიზიოლოგიური...

ადრე რომ ადგე ამისათვის მთელი ქვეყანა უნდა იყოს მოწყობი. ყველაფერი კი დამოკიდებულია სამუშაო საათებზე.

პატრიარქის რჩევა მანამდე ვერ განხორციელდება სანამ სახელმწიფო სამსახურები და ბანკები 9-10 საათზე იწყებენ მუშაობას. მაგაზეა მიბმული შემდეგ სხვა ორგანიზაციები, სატრანსპორტო სისტემა, კინო თეატრები, სპორტული დარბაზები და ა.შ.

მე პირადად სახლში ვერასდროს ვერ მივდივარ 11 საათზე ადრე. თან როცა მივდივარ ძალიან დაღლილი ვარ უკვე. მცირეოდენი დასვენება, ჭამა, გასეირნება, ლოცვა და გახდა პირველი საათი.

პირველზე რომ დაიძინებ 5 ზე ნამდვილად ვერ ადგები. 5 ზე უკვე ჩვენთან კაი გათენებულია. და მერწმუნეთ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანი არის.

კი შეიძლება რომ 4 საათზე მეტი არ იძინო მაგრამ, მეორე დღეს ძალა და ენერგია რომ გჭირდება მძიმე ფსიქო ფიზიკური ამოცანების გადასაწყვეტად... გამოუძინებელი ვეღარაფერს აკეთებ...


შეიძლება ვირაცეებმა მოახერხონ ადრე ადგომა და ადრე დაძინება, მაგრამ მაგ შემთხვევაში მარტოსულებად ცხოვრება მოუწევთ, ეგ კი უფრო უარესია ვიდრე სხეულის ინტოქსიკაცია... კსტაწე მაგაში მართალი ხარ. მანთ გამთენიიდან ნათელი მოფენამდე ტემპერატურული გარდატეხა ხდება და ვინც ადრე იღვიძებს ის ხვდება როგორ მიმდინარეობდა რამე ორგანიზმის დასუფთავების პროცესი...

რაც ადრე გაიღვიძებ უსიტყვოდ მით უკეთესია, ოღონდ ძილი უნდა გეყოს.










პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 01:17 PM

neo

მე არ ვამბობ რომ ყველამ უნდა დაიძინოს 10ზე და ყველა უნდა ადგეს 5-ზე. ვისაც შეუძლია იმან უნდა გააკეთოს ეს და თუ სხვა გზა არაა როგორც მოგიხერხდება ისე გააკეთებ.


ციტატა
შეიძლება ვირაცეებმა მოახერხონ ადრე ადგომა და ადრე დაძინება, მაგრამ მაგ შემთხვევაში მარტოსულებად ცხოვრება მოუწევთ


სულაც არ ვგრძნობ თავს მარტოსულად biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 26 2010, 01:20 PM

ციტატა
სულაც არ ვგრძნობ თავს მარტოსულად


biggrin.gif ხო ეგ ვიცი.

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 26 2010, 02:07 PM

ასეთი საზიანო თუ იყო გვიან ადგომა არ ვიცოდი sad.gif

მეც გვიან ვდეგი სულ, მაგრამ ეხლა ვაპირებ გამოვასწორო.

ზამთავრში უფრო მიჭირს დილით ადგომა. თან ძალიან გვან თენდება და ეგაც უწობს ალბათ ხელს.

ზაფხულში არაა პრობლემა. სასიამოვნოც კი არის სიგრილეში საქმის გაკეთება smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 02:25 PM

ციტატა
ზამთავრში უფრო მიჭირს დილით ადგომა. თან ძალიან გვან თენდება და ეგაც უწობს ალბათ ხელს.



ჰოდა მშვენიერი შანსი გაქვს, რომ ზაფხულიდანვე შეეჩვიო.

ისე კი არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარშიც იმავე დროს უნდა ადგეთ, მიუხედავად იმისა რომ ბნელა, მზის ნატიფი ენერგია მაინც ზაფხულის რეჟიმზე მოქმედებს. უბრალოდ 4-ის მაგივრად 5-ზე ადგებით, 5-ის მაგივრად 6-ზე, მაგრამ 6 საათს ზამთარშიც არ უნდა გადააცილოთ.

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Jun 26 2010, 02:40 PM

ციტატა(Atman @ Jun 26 2010, 03:25 PM) *

ჰოდა მშვენიერი შანსი გაქვს, რომ ზაფხულიდანვე შეეჩვიო.

ისე კი არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარშიც იმავე დროს უნდა ადგეთ, მიუხედავად იმისა რომ ბნელა, მზის ნატიფი ენერგია მაინც ზაფხულის რეჟიმზე მოქმედებს. უბრალოდ 4-ის მაგივრად 5-ზე ადგებით, 5-ის მაგივრად 6-ზე, მაგრამ 6 საათს ზამთარშიც არ უნდა გადააცილოთ.


ხო. იმედია გადავლახავ ამ სიძნელეს mad.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 03:03 PM

ამას აიურვედის თემიდან დავაკოპირებ:

აიურვედაში არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა დოშები. მათ ახსნას არ დავიწყებ ახლა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ არსებობს სამი დოშა:

ვატა, პიტა და კაპჰა. 24 საათიც ამ დოშების მიხედვითაა დაყოფილი. დავიწყოთ ღამიდან:

ღამის 2-დან 6 საათამდე მოქმედებს დოშა ვატა. ვატა უმეტესწილად დაკავშირებულია ჰაერის ელემენტთან და ამ დროს გონება და ჭკუა უფრო ლაბილორი და მოძრავია. ამ შუალედში გაღვიძება ყველაზე კარგია (და მე თუ მკითხავთ აუცილებელიც), იმიტომ რომ რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ დროს უფრო ადვილია ადგომა, ვიდრე მაგალითად 7 საათზე. თანაც 3-დან 5 საათამდე არის ე.წ. ბრაჰმა-მუჰურტას პერიოდი, როცა მატერიალური გუნები არ მოქმედებენ და ჭკუა ყველაზე გაწონასწორებულია, შესაბამისად ეს ყველაზე საუკეთესო დროა ლოცვისთვის და სხვა სულიერი პრაქტიკისთვის. 5 საათიდან უკვე ძალაში შემოსვლას იწყებს სათნოების გუნა. ამ დროს იღვიძებს ბუნება (ჩიტებიც ამ დროს იწყებენ ჭიკჭიკს

6-დან 10 საათამდე მოქმედებს კაპჰა. კაპჰა დაკავშირებულია სიმყარესთან, გამაგრებასთან. ეს დრო ყველაზე საუკეთესოა რაიმეს დამახსოვრებისთვის და სწავლისთვის, იმიტომ რომ რაც შედის ჭკუაში მყარად ჯდება ამ დროს. ასევე შეამჩნევთ, რომ ამ დროს გეძინებათ, იმიტომ რომ კაპჰას დამახასიათებელი თვისება ძილისადმი მიდრეკილებაცაა (მაგრამ ამ დროს ძილი არ შეიძლება).

საუზმობა ყველაზე კარგი 7-8 საათის შუალედშია. საუზმე აუცილებლად უნდა შეიცავდეს ტკბილ გემოს. კარგია მაწონი, იოგურტი და ზოგიერთი სხვა რძის პროდუქტი (რძის, და ყველის გარდა). ძალიან კარგია თაფლი. ხილი კი დილის პროდუქტად ითვლება და მისი საღამოს ჭამა არ შეიძლება.

10-დან 14 საათამდე მოქმედებს პიტა, რომელიც ცეცხლთანაა დაკავშირებული. ცეცხლი კი ტრანსფორმაციასთან, ცვლილებასთან. ამ დროს ძალაში შედის ვნების (რაჯა) გუნა, რომელიც საღამომდე გრძელდება.

სადილობა ყველაზე კარგი 11-დან 1 საათამდეა, იმიტომ რომ ამ დროს მზის ენერგია მაქსიმალურად გვეხმარება საჭმლის მონელებაში. სხვა დროს კი (მაგალითად ღამე ან საღამოს ჭამისას) ჩვენი სასიცოცხლო ენერგია დიდი რაოდენობით იხარჯება მონელებაზე.

14-დან 18 საათამდე ისევ ვატა შემოდის ძალაში.

შემდეგ 18-დან 22 საათამდე ისევ კაპჰა (და ამ დროს დაძინება ყველაზე საუკეთესოა, იმიტომ რომ ჯანმრთელი დანორმალური ფსიქიკის ადამიანს ამ დროს აქვს ძილისკენ მიდრეკილება. თუ 22 საათს გადაცდა, უკვე გვიჭირს დაძინება, იმიტომ რომ ისევ პიტა შემოდის ძალაში. პიტა კი ცეცხლია, აქტიურობაა.

ასევე 18 საათიდან შემოდის ძალაში უმეცრების (ტამა) გუნა. როგორც ვიცით დასავლეთში სწორედ მაგ დროს იწყება "ცხოვრება" და "გართობა" (თუკი რა თქმა უნდა ძალა შემორჩათ მონური მუშაობის შემდეგ).

18 საათის შემდეგ საჭმლის ჭამა აღარ შეიძლება, და ისედაც ვახშამი ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, ბოსტნეულისგან და ადვილად მოსანელებელი პროდუქტისგან შემდგარი. მამაკაცებისთვის საღამოს ტკბილის ჭამა არ შეიძლება. ქალებისთვის შეიძლება ოღონდ ცოტა. ასევე გავიმეორებ, რომ ცომეულის და მარცვლეულის ჭამა მხოლოდ სადლზე შეიძლება, დილით და საღამოს კუჭს უჭირს მათი მონელება.

როგორც უკვე ავღნიშნე 22 საათიდან ძალაში შედის პიტა და გრძელდება ღამის 2 საათამდე.

რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია:

ჭკუა ისვენებს (მთვარის ენერგიის გავლენით) მხოლოდ 22-დან 24 საათამდე შუალედში. მაგის მერე რამდენიც არ უნდა გვეძინოს ჭკუა ვერ ისვენებს და ვერ აღიდგენს ენერგიას, ისვენებს მხოლოდ სხეული. ხოლო იმ 2 საათის შუალედში დასვენება სრულიად საკმარისია ჭკუისთვის.

ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 6 საათი. 20-დან 2-3 საათამდე, 21-დან 3 საათამდე ან 22-დან 4 საათამდე. გაღვიძების ნორმალური მაქსიმუმი მამაკაცებისთვის 5 საათია, ქალებისთვის კი 6. (მნიშვნელობა არა აქვს ზამთარია თუ ზაფხული). ძილის წინ ცოტა ძროხის რძის დალევის სარგებლობაზე უკვე ბევრი ვისაუბრე.


თუკი ამ რეჟიმს დაიცავთ გარანტიას გაძლევთ მცირედ ავადმყოფობებსაც თავისით განიკურნავს ორგანიზმი და ასევე საუკეთესო პროფილაქტიკაა ყველანაირი ავადმყოფობისთვის.

ისევ ვიმეორებ: ხორცის ჭამა აიურვედის მიხედვით დაუშვებელია (თანამედროვე აიურვედა უშვებს, მაგრამ ეს მხოლოდ კომერციის და სიტუაციაზე მორგების გამო მოხდა).

ასევე აიურვედა არ გირჩევთ კოფეინის შემცველი და სხვა აღმაგზნებელი სასმელის ან საჭმელის მიღებას.

ქართველებს რომ იცნობდეს აიურვედა ღვინის დალევას (ზომიერად) დაუშვებდა მაგრამ ლუდი და არაყი დროა ამოიღოთ რაციონიდან.


ყველა ეს პრინციპი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და როცა ერთს ვიცავთ, ეს მეორეს დაცვაშიც გვეხმარება და პირიქით.

ვინც დროს სწორად ანაწილებს ყველაფერს ასწრებს: ღმერთისთვისაც, სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც

პოსტის ავტორი: tako თარიღი: Jun 26 2010, 04:33 PM

smile.gif))))))) უკაცრავად მაგრამ ეს ბოლო პოსტი დიეტას გავს smile.gif)) რომელიც მართლა მესაჭიროება გერმანიაში ცხოვრების შემდეგ, რაც შეეხება ადრე ადგომას გამორიცხულია ის რომ გერმანიაში ცხოვრობდე და დიდხანს გეძინოს, ეგ აქ შეუძლებელია!!!!!! არ ვიცი რა ნაწილები ისვენებს ძილს დროს (თუმცა საკმაო განათლება კი მივიღე შენი პოსტების დაწერის შემდეგ, მადლობ) ან რამდენად სასარგებლოა მაგრამ საქართველოსშიც არის ჯამრთელი ხალხი და აქაც დიდ განსხავევბას ვერ ვხედავ და სიმართლე გითხრა ჩვენი ქართული ძილი მენატრება sad.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 26 2010, 04:49 PM

tako

ციტატა
საქართველოსშიც არის ჯამრთელი ხალხი და აქაც დიდ განსხავევბას ვერ ვხედავ და სიმართლე გითხრა ჩვენი ქართული ძილი მენატრება


ჯანმრთელობა ფარდობითი ცნებაა და უფრო ჯანმრთელი ვიდრე გერმანელი, სულაც არ ნიშნავს სრულიად ჯანმრთელს (გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ).

თანაც გერმანიასთან შედარებითსაქართველოში საკვების ვარგისიანობის მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა (შედარებით ბუნებრივია საკვები) და ჰაერიც უკეთესია.

შედარებებით ვერ დავადგენთ ჯანმრთელობის სტანდარტს, იმიტომ რომ დღევანდელ მსოფლიოში ჯანმრთელობის სტანდარტული ნორმა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ეს რეალობაში უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 26 2010, 09:21 PM

terra

ციტატა
ჰო, ეს ინდივიდუალურია.
მაგრამ მაინც იფრთხილე, რომ არ გამოიფიტო.
ძილის პერმანენტული დეფიციტის შემთხვევაში, ადამიანი
ვერ ინაზღაურებს იმ ნერვული და ფიზიკური ენერგიის მარაგს,
რაც დღის განმავლობაში დახარჯა.


მინიმუმ 17 წელია ასე ვარ, ძილი არც ადრე მიყვარდა მაინც და მაინც.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 26 2010, 11:22 PM

ციტატა(neo @ Jun 26 2010, 02:14 PM) *

გაცილებით პრაქტიკული საფუძველი აქვს მაგ ვერ ადგომას ვიდრე ფსიქო ფიზიოლოგიური...

ადრე რომ ადგე ამისათვის მთელი ქვეყანა უნდა იყოს მოწყობი. ყველაფერი კი დამოკიდებულია სამუშაო საათებზე.

პატრიარქის რჩევა მანამდე ვერ განხორციელდება სანამ სახელმწიფო სამსახურები და ბანკები 9-10 საათზე იწყებენ მუშაობას. მაგაზეა მიბმული შემდეგ სხვა ორგანიზაციები, სატრანსპორტო სისტემა, კინო თეატრები, სპორტული დარბაზები და ა.შ.

მე პირადად სახლში ვერასდროს ვერ მივდივარ 11 საათზე ადრე. თან როცა მივდივარ ძალიან დაღლილი ვარ უკვე. მცირეოდენი დასვენება, ჭამა, გასეირნება, ლოცვა და გახდა პირველი საათი.

პირველზე რომ დაიძინებ 5 ზე ნამდვილად ვერ ადგები. 5 ზე უკვე ჩვენთან კაი გათენებულია. და მერწმუნეთ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანი არის.

კი შეიძლება რომ 4 საათზე მეტი არ იძინო მაგრამ, მეორე დღეს ძალა და ენერგია რომ გჭირდება მძიმე ფსიქო ფიზიკური ამოცანების გადასაწყვეტად... გამოუძინებელი ვეღარაფერს აკეთებ...
შეიძლება ვირაცეებმა მოახერხონ ადრე ადგომა და ადრე დაძინება, მაგრამ მაგ შემთხვევაში მარტოსულებად ცხოვრება მოუწევთ, ეგ კი უფრო უარესია ვიდრე სხეულის ინტოქსიკაცია... კსტაწე მაგაში მართალი ხარ. მანთ გამთენიიდან ნათელი მოფენამდე ტემპერატურული გარდატეხა ხდება და ვინც ადრე იღვიძებს ის ხვდება როგორ მიმდინარეობდა რამე ორგანიზმის დასუფთავების პროცესი...

რაც ადრე გაიღვიძებ უსიტყვოდ მით უკეთესია, ოღონდ ძილი უნდა გეყოს.

+

100%ით მართალი ხარ შოთა yes4.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 27 2010, 10:02 AM

ნაინა

ციტატა
მინიმუმ 17 წელია ასე ვარ, ძილი არც ადრე მიყვარდა მაინც და მაინც.


შენ სხვა პლანეტიდან ხარ ეტყობა biggrin.gif


პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 27 2010, 10:37 PM

კარგია ეგ რეჟიმი, მაგრამ რთული ძმაო ატმან. გარემოა ირგვლივ ძალიან ხელისშემშლელი როგორც ნეომ თქვა და თან დილის ძილი ტკბილია smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 27 2010, 10:43 PM

Atman

ციტატა
შენ სხვა პლანეტიდან ხარ ეტყობა

სულ სხვა გალაქტიკიდან რომ ვარ ეგ ეხლა გაიგე? სირცხვილი შენ,
მაგას ვამბობ სულ და აქამდე არც იცოდი tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 28 2010, 03:47 AM

ბადრი

ციტატა
კარგია ეგ რეჟიმი, მაგრამ რთული ძმაო ატმან. გარემოა ირგვლივ ძალიან ხელისშემშლელი როგორც ნეომ თქვა და თან დილის ძილი ტკბილია


რაც გონივრული და საჭიროა, ყველაფერი ძნელია smile.gif

ძილი ადვილია ძალიან.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 28 2010, 04:17 AM

ციტატა(Atman @ Jun 28 2010, 03:47 AM) *

ბადრი
რაც გონივრული და საჭიროა, ყველაფერი ძნელია smile.gif

ძილი ადვილია ძალიან.

უკვე გაიგვიდზე ? შენ მაგარ smile.gif


ციტატა(.zakaria. @ Jun 28 2010, 04:14 AM) *

უკვე გაიგვიდზე ? შენ მაგარ smile.gif

მეკიდე ჯერარდამიძინია ვერვიძინებ პიანნ თან ძაან,კაროჩე რაჯა-გუნა და ტაბა -გუნა)))) ვეღარგამოვედი რა,კალი იუგა მაწვალებს)))
ხო ატმან ერთი კითხვა მაქ შენთან : ამფორუმზე აბსარები რატომ არ ამოდიან? რა არმოწონთ? თუ რაშია საქმე?))
წესით ხო ხანდახან მაინც უნდა შემოიარონ? და მაინც არჩანან ,ვსიო მე ეჭვი შემაქ ვედებში)) ტყუილია ეგ ვედები.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 28 2010, 05:23 AM

.zakaria.

ჯერ ერთი ამოდიან კი არა ჩამოდიან უფრო სწორი იქნება, იმიტო რო მაღალი სამოთხისეული პლანეტების ლამაზმანები არიან და შენ უნდა ახვიდე თუ მონდომებაა. თვითონ უფრო მაღალი პლანეტების ასკეტებს "ეჩალიჩებიან" როგორც ვიცი biggrin.gif

და ეგენი რო აქ ჩამოვიდნენ, ჯერ ხო ავტომანქანების მოძრაობა შეწყდება ქუჩაში, მერე კაცების ნახევარზე მეტი გაჭედავს, დანარჩენს კიდე იქვე წაუვა გული... სხვათა შორის ქალებსაც biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 28 2010, 10:55 AM

Atman

ციტატა
დანარჩენს კიდე იქვე წაუვა გული... სხვათა შორის ქალებსაც



ნუ, თU ისეთი ლამაზები არიან, როგორც ეს იისფერი ბიჭუნაა, ცხადია გული წაგვივა biggrin.gif

მზის ამოსვლამდე ადგომის რა მოგახსენოთ, მაგრამ 7 საათზე ფეხზე ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 28 2010, 11:06 AM

მხევალი ნინო

ციტატა
ნუ, თU ისეთი ლამაზები არიან, როგორც ეს იისფერი ბიჭუნაა, ცხადია გული წაგვივა მზის ამოსვლამდე ადგომის რა მოგახსენოთ, მაგრამ 7 საათზე ფეხზე ვარ


შენ ჩემი მზე ხააარ ამოოომავაააალიიიიი! biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 28 2010, 11:13 AM

http://www.youtube.com/watch#!v=iaW1BJd8-ms&feature=related smile.gif)


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 28 2010, 11:46 AM

Atman

ციტატა
შენ ჩემი მზე ხააარ ამოოომავაააალიიიიი!



ვაიმე, რა უსმენო ხარ biggrin.gif , დავყრუვდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 28 2010, 07:49 PM

ამ ეტაპზე 7 ზე ვდგები თან ჩემით მეღვიძება მაგრამ ეხლა თუ ცოოტა ადრეც დავიძინებ კი შეიძლება 6 ზეც ავდგე smile.gif რიავიცი რიავიცი...უუფ მტრისას თუ გვიან ავდექი sad.gif უიმეეეეეეე ასე მგონია ლიმონივით გამომწურეს

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 28 2010, 09:44 PM

ორჯერ მიყოლებით კი გავიღვიძე 6-ზე

მაგრამ საერთოდ, მე მიჭირს ადრე ადგომა, როცა ადრე ასადგომი არ ვარ, საქმე არ მაქვს, ჰა და ჰა 10ზე მეღვიძება და მერე 12მდე ვცონარებ biggrin.gif

დაძინება მიჭირს კიდევ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 5 2010, 10:41 AM

ვიწყებ წიგნის თარგმნას დროის რეჟიმზე. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომ წაიკითხოთ:



დღის რეჟიმი
(მოკლე კონსპექტი ო. ტორსუნოვის წიგნიდან)

არსებობს დროსთან სწორი დამოკიდებულების მხოლოდ ერთი საშუალება – გვეშინოდეს მისი და დავემორჩილოთ მას. პასუხისმგებლობიანი შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელსაც ესმის დროის ძალის მნიშვნელობა და ემორჩილება მას. როგორ უნდა ვცეთ პატივი დროს? ამისთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით და შევეცადოთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს დრო, როდესაც მის მიერ ნაკარნახებ განრიგს ვარღვევთ და პირიქით, როგორ გვექცევა იგი, როდესაც ყველაფერს დროიანად ვაკეთებთ.

მკითხველი: როგორ ვისწავლოთ დროისადმი დამორჩილება?
ავტორი: უპირველეს ყოვლისა ამის სურვილი უნდა გვქონდეს, რომელიც ავტომატურად მოდის ადამიანთან, ვინც ხასიათის ამ ორ თვისებას ფლობს:
1. მისწრაფება, რომ ცხოვრება უქმად არ გავატაროთ. ეს მისწრაფება გონიერებას აძლიერებს ადამიანში და იმის შეგნებას, რომ ამ სამყაროში დაქვემდებარებული მდგომარეობა უკავია.
2. დროის ძლევამოსილების შეგნება. ეს აძლიერებს დროის ძალისადმი პატივისცემას, პარალელურად კი ჩნდება პატივისცემა სამყაროს სხვა კანონებისადმი.

მკითხველი: როგორ შეიძლება პრაქტიკულად ამის განხორციელება (დროისადმი დამორჩილება), და რა შედეგებამდე მივყავართ დაუმორჩილებლობას?
ავტორი: მზე დროის ეტლია (კალა-ჩაკრა). თავისი მოძრაობით, რომელიც დროის ძალითაა აღსავსე, ის აიძულებს ჩვენს ორგანისმს, რომ ციკლურად იმუშაოს. ყველა ცოცხალ ორგანისმს დროისადმი დაქვემდებარების თავისი ეტაპი აქვს. იგი განისაზღვრება კარმის გავლენით, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ წარსულში ჩადენილი საქციელების გავლენით. ზოგიერთი ადამიანი ადვილად ასრულებს დროის და მზის მოთხოვნებს, ზოგი ძნელად, ზოგს კი საერთოდ არ გამოსდის ეს. დღის რეჟიმის დაცვა დამოკიდებულია:
1. ამის გაკეთების აუცილებლობის გაცნობიერებაზე;
2. ნებისყოფის (ნების) ძალაზე;
3. რეჟიმის დაცვის ფიზიკურ შესაძლებლობაზე (ცუდი კარმა ყველაზე მეტად მოქმედებს ამ ფაქტორზე).

მკითხველი: თუ ცუდი კარმა საშუალებას არ აძლევს ადამიანს, რომ რეჟიმი დაიცვას, მაშინ რა დაემართება მას?

ავტორი: თუ მზის ციკლს არ დავემორჩილებით, ცხოვრება სხვადასხვაგვარ ტანჯვებს მოგვიტანს.

მკითხველი: ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომაა ასეთი უსამართლობა – ზოგიერთი პრაქტიკულად განწირულია ტანჯვისთვის, ზოგი კი არ ხვდება დროის დამსჯელი ძალის ზემოქმედების ქვეშ?

ავტორი: პასუხი ძალიან მარტივია: ისინი, ვინც წინა ცხოვრებებში მრავალჯერ და გაცნობიერებულად არღვევდნენ დღის რეჟიმს, ამ ცხოვრებაში მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან, მიუხედავად იმისა თუ სურვილიც კი გააჩნიათ რეჟიმის დაცვისა. დაბადების დრო, ხშირად მიუთითებს დღის რეჟიმთან ადამიანის დამოკიდებულებაზე წინა ცხოვრებებში.
მაგალითად თუ ადამიანი დილით დაიბადა, მას აქვს მადლი, რომ დღის რეჟიმი ადვილად დაიცვას. როგორც წესი მისთვის დილით ადრე ადგომა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ტემპერამენტის მთავარი აქტივობა დილის საათებს ემთხვევა.

თუ ადამიანი დღისით იბადება, მაშინ მისი აქტივობა დღის საათებში უფრო მეტია. ესეც არაა ცუდი.

თუ ადამიანი საღამოს იბადება, როგორც წესი დილაობით იგი მოთენთილი და დუნეა, დღის განმავლობაშიც ნაკლებ აქტივობას ავლენს და მხოლოდ საღამოს ხდება მაქსიმალურად აქტიური. ეს კი ძალიან უშლის ხელს დღის სწორი რეჟიმის დაცვაში.

თუ ადამიანი ღამის პირველ ნახევარში იბადება, მისი ქმედითი ძალა ღამის საათებში უფრო ვლინდება, რაც არაკეთილსასურველია.

აქედან მოდის ადამიანების დაყოფა „ტოროლებად“ და „ბუებად“. ეს გავლენა მომდონარეობს წინა ცხოვრებებში დროსთან ჩვენი ურთიერთობიდან. აღმოჩნდა, რომ დილით, დღისით და ღამის მეორე ნახევარში დაბადებულები როგორც წესი ადვილად იცავენ დღის რეჟიმს, დანარჩენები კი - ძნელად. მიუხედავად სირთულისა, „ტოროლებმაც“ და „ბუებმაც“ უნდა ისწავლონ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა.

მკითხველი: კი მაგრამ, თუ მაგალითად „ბუ“ ვარ და 10 საათზე არ მეძინება, ძალით უნდა ვაიძულო თავს?

ავტორი: დიახ, ამ შემთხვევაში საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ... თუ მაგალითად ადამიანი სამკურნალოდ მოდის ჩემთან და მეუბნება: „ცხოვრებისგან დავიღალე!“ მე მაშინვე ვპასუხობ: „თქვენ გვიან იძინებთ.“ ის მეუბნება: „მე ბუ ვარ.“ ეს ნიშნავს, რომ მას არ ესმის, რომ დროს არ აინტერესებს - „ბუა“ იგი თუ „ტოროლა“. დრო ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა და შედეგებიც შესაბამისი იქნება. გვიან დაძინების გამო ქრონიკული ფსიქიკური დაღლილობა ჩნდება და ფრაზით - “მე ბუ ვარ“, ვერაფერს შეცვლი.

ადამიანს სწორად მოქმედების სწავლა ორი გზით შეუძლია:
1. ჭეშმარიტი ცოდნის მიღებით – კანონების ნებაყოფლობითი შესწავლით და მათი ნებაყოფლობითი დაცვით.
2. თუ არ არის მცნებების შესწავლის და მიყოლის სურვილი, მაშინ ტანჯვის საშუალებით მოხდება იმის გაგება, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.


მკითხველი: კი მაგრამ, ეს ბედნიერი ცხოვრების კანონები მე უბედურს მხდიან.
ავტორი: ასე მოქმედებს ადამიანზე ჭეშმარიტება – თავიდან უხალისოს და მოწყენილს გვხდის, შემდეგ გვაიძულებს საკუთარ ხასიათზე ვიმუშაოთ; და მხოლოდ ამის შემდეგ უეჭველად მივყავართ ბედნიერებამდე. თუ ვგრძნობთ, რომ გვიჭირს რეჟიმის დაცვა, ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ამაზე და რაიმე საბაბით გავამართლოთ შემდეგ ეს საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ „ბუებად“ ვთვლით თავს, უნდა დავემორჩილოთ მზის და დროის კანონებს.

ადამიანს მზის ენერგიასთან დროის ძალის გავლენით ყოველ წამს აქვს შეხება. ეს ურთიერთქმედება სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენზე და დამოკიდებულია მზის მოძრაობის ფაზებზე. დროის ყოველ წამს სრულიად განსაზღვრული პროცესები ხდება ჩვენს ორგანიზმში და მათი მიმდინარეობა მზის ფაზებზეა დამოკიდებული. მთელი ეს სისტემა ძალიან დიდი სიზუსტით მუშაობს. და ჩვენ დროის და მზის ამ მოქმედებაში არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ამიტომაც დღის რეჟიმი მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს.

დავიწყოთ თავიდან: ღამის 12 საათი – ესაა წერტილი, როცა მზე თავის ყველაზე დაბალ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს დასვენების (ძილის) მდგომარეობაში. თუ გავითვალისწინებთ ვედების რჩევას, რომ ადამიანს 18-დან 45 წლამდე საშუალოდ 6 საათი უნდა ეძინოს, საუკეთესო დრო ძილისთვის იქნება: სამი საათი 24:00-მდე და 3 საათი 24:00-ის შემდეგ. ამგვარად ადამიანს უნდა ეძინოს 21:00-დან 3:00-მდე. შესაძლოა ასეთი ვარიანტებიც: 22:00-დან 4:00-მდე ან 20:00-დან 2:00-მდე. რაც არ უნდა იყოს 22:00-დან 2:00-მდე აუცილებლად უნდა გვეძინოს. ამ დროს ვერანაირი სხვა დროის ძილით ან დასვენებით ვერ შევცვლით.

მკითხველი: სად გინახავთ ადამიანები, რომლებიც მაგ რეჟიმით იძინებენ და იღვიძებენ?
ავტორი: დიახ, ასეთი ხალხი ცოტაა, მაგრამ მათ შორის, ვინც ვედებს შეისწავლის, ბევრი ენთუზიასტი მინახავს.
მკითხველი: ეჭვი მაქვს, რომ თუ ამ განრიგს დავიცავ, ძალიან მალე ქრონიკული უძილობა მექნება.
ავტორი: რა თქმა უნდა მრავალი სირთულე არსებობს იმ ადამიანის გზაზე, ვინც სწორი რეჟიმის დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ თუ შეძლებთ, რომ საკუთარ თავს სწორ დროს ძილი ასწავლოთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ რეჟიმის დაცვით უფრო კარგად გამოიძინებთ და დღის განმავლობაში 2-ჯერ უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეული დილის პერიოდში ჭკუა ბევრად უფრო სწრაფად და კონცენტრირებულად მუშაობს, ვიდრე სხვა დროს. დილის 3-დან 6 საათამდე ჭკუა დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე დღის 3-დან 6-მდე.

მკითხველი: რა წინააღმდეგობები შემხვდება დღის რეჟიმის დაცვის მცდელობისას?

ავტორი: პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ძილ-ღვიძილის რეჟიმის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ყოველ დღე უნდა დავწვეთ და ავდგეთ 5-10 წუთით ადრე. რამდენიმე თვეში სრულიად გადაეწყობით სწორ რეჟიმზე... ასევე ეტაპობრივად უნდა შევამციროთ ძილის დროც. თუ ადრე 8 საათი გვეძინა, ჯერ 30 წუთი უნდა მოვაკლოთ. რაღაც დროის შემდეგ 30 და ა.შ.

მკითხველი: გულახდილად რომ ვთქვა, არანაირი ენთუზიაზმი არ მაქვს ამის გაკეთებისთვის. რაიმე ფაქტები მინდა ამასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინო.

ავტორი: მაშინ უნდა გავარკვიოთ, თუ რა ემართება ადამიანს, როცა განსაზღვრულ დროს არ ძინავს:

„ძილის რეჟიმის დარღვევის შედეგები“

ყველაზე ღრმა პროცესები ჩვენს ორგანიზმში უფრო ადრე „ისვენებენ“, ზედაპირულნი კი – შედარებით გვიან.

გონება და ჭკუა ყველაზე აქტიურად 21:00-დან 23:00-მდე ისვენებს, ამიტომ 10 საათზე მაინც თუ არ დაიძინეთ, გონების და ჭკუის ფუნქციები დაირღვევა. თუ უგულვებელვყოფთ ამ რჩევას და 11-ის მერე დავიძინებთ, ჭკუის შესაძლებლობები და გონიერება თანდათან შესუსტდება. ეს უცებ არ ხდება და ბევრისთვის ძნელია ამის დანახვა საკუთარ თავში, მაგრამ თუ გვეცოდინება ჭკუის და გონების შესუსტების პირველი ნიშნები და ის, თუ რა მოყვება ამას შემდგომში, უფრო ადვილად დავინახავთ ჩვენს ცნობიერებაში ამ ფსიქიკურ პრობლემებს.

მკითხველი: და როგორია გონების და ჭკუის დაღლილობის ეს პირველი ნიშნები?

ავტორი: ცნობიერების დეგრადაციის ეს პირველი ნიშნებია - ყურადღების კონცენტრაციის უნარის შესუსტება და ჭკუის ზედმეტი დაძაბულობა. გონების ძალის შესუსტებაზე მავნე ჩვევების გაზრდა, ნებისყოფის ძალის შესუსტება და სექსისადმი, ჭამისადმი და კონფლიქტებისადმი მოთხოვნილების გაზრდა მიუთითებს.


გაგრძელება იქნება...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 5 2010, 11:31 AM

ადრე ვერაფრით ვერ ვხსნიდი რატომ დგებოდნენ ჩემი მეზობლები სოფელში დილით 6 საათზე,ეჰ ბებიაჩემი ბრძენი ქალი ყოფილა აბა 10 ზე იძინებდა smile.gif )მთელი ცხოვრება მაგას მეჩიჩინებოდა ადრე დაიძინეო,

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 5 2010, 11:37 AM

დილით 5 ზე რომ წამოვხტე რა ვაკეთო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 5 2010, 11:47 AM

ikanosi

ციტატა
დილით 5 ზე რომ წამოვხტე რა ვაკეთო?

6 ზე ადექი რა tongue.gif biggrin.gif და 7 გზის ლოცვები დაიწყე kiss1.gif (მე სურვილი მაქვს რომ მასე გავაკეთო ) kiss1.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 5 2010, 11:49 AM

izi-bartki
კარგი რჩევაა, გმადლობ kiss1.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 5 2010, 11:55 AM

ძალიან ეფექტური რეცეპტია. სანამ არ გამოცდით ვერ მიხვდებით, მაგრამ დამიჯერეთ, ღირს საცდელად.

თან რაც მთავარია, ეს რეჟიმი "სასურველი" კი არაა უბრალოდ აუცილებელია თუ არ გვინდა უაზროდ ვფლანგოთ ჩვენი სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია.

მთავარი პრინციპი უნდა იყოს რომ 10-დან 2 საათამდე უნდა გვეძინოს და მაგის მერე გაღვიძება შეძლებისდაგვარად... მთავარია 6 საათზე გვიან არ ავდგეთ.

დილას საკეთებლის მეტი რა არის? ლოცვა, კითხვა, გონებრივი სამუშაოები ყველაზე კარგი დილით ადრეა. + პროფილაქტიკაა ყველანაირი ფსიქიკური და ასევე ბევრი ფიზიკური დაავადებისთვის.

თავიდანაა ძნელი, მაგრამ ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო, როგორც დიდი მასტერი იტყოდა a075.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 5 2010, 11:57 AM

Atman

ციტატა
მთავარი პრინციპი უნდა იყოს რომ 10-დან 2 საათამდე უნდა გვეძინოს და მაგის მერე გაღვიძება შეძლებისდაგვარად... მთავარია 6 საათზე გვიან არ ავდგეთ.

12 ზე რომ დავიძინო არ გამოვა? 10 ზე რა დამაძინებს

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 5 2010, 12:06 PM

ikanosi

ციტატა
12 ზე რომ დავიძინო არ გამოვა? 10 ზე რა დამაძინებს


კი გამოვა, მაგრამ გონება და ჭკუა ვერ დაისვენებს, მარტო ფიზიკური სხეული დაისვენებს. ახალგაზრდული ენერგიის ხარჯზზე დიდხანს გაგყვება ენერგიის მარაგი, მაგრამ... მაგრამ... smile.gif

თუ ღმერთის მსახური გინდა იყო, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უნდა ისწავლო და ეფექტურად ხარჯო შენი ენერგია.

გუშინ რო დაწერე რაღაც ტრეინინგი გონების გასაუმჯობესებელი, მაგას ჯობია ადრე დაიძინო a075.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jul 5 2010, 09:48 PM

ციტატა
მთავარი პრინციპი უნდა იყოს რომ 10-დან 2 საათამდე უნდა გვეძინოს და მაგის მერე გაღვიძება შეძლებისდაგვარად... მთავარია 6 საათზე გვიან არ ავდგეთ.

10-ზე დავწვე 6-ზე ავდგე რა ეხლა.. ისა ვარ, გენიოსი? @მიშა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jul 5 2010, 11:50 PM

Atman

შენ 6 საათზე დგები ?? huh.gif

ისე ხან კი მიწევს 6 საათზე ადგომა... smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 5 2010, 11:59 PM

Atman

ციტატა
მაგალითად თუ ადამიანი დილით დაიბადა, მას აქვს მადლი, რომ დღის რეჟიმი ადვილად დაიცვას. როგორც წესი მისთვის დილით ადრე ადგომა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ტემპერამენტის მთავარი აქტივობა დილის საათებს ემთხვევა.

კი მაგრამ აბა რატო მეზარება ადრე ადგომა? smile.gif წესით უნდა მეღვიძებოდეს sad.gif

კარმული ბლა ბლას ბრალია? biggrin.gif


ციტატა
მკითხველი: და როგორია გონების და ჭკუის დაღლილობის ეს პირველი ნიშნები?

ავტორი: ცნობიერების დეგრადაციის ეს პირველი ნიშნებია - ყურადღების კონცენტრაციის უნარის შესუსტება და ჭკუის ზედმეტი დაძაბულობა. გონების ძალის შესუსტებაზე მავნე ჩვევების გაზრდა, ნებისყოფის ძალის გაზრდა და სექსისადმი, ჭამისადმი და კონფლიქტებისადმი მოთხოვნილების გაზრდა მიუთითებს.

სად დაგვერხა biggrin.gif

პრინციპში, ძილის რეჟიმის დარღვევა იწვევს ნერვულ გამოფიტვას, ეს იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანებას, მოშლას, ამ უკანასკნელს კი მივყავართ კონფლიქტებამდე yes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 6 2010, 04:59 AM

A.v.B

ციტატა
Atmanშენ 6 საათზე დგები ?? ისე ხან კი მიწევს 6 საათზე ადგომა...


მე ხან 4-ზე ვდგები ხან 5-ზე (როგორც ხედავ) biggrin.gif

ციტატა
კი მაგრამ აბა რატო მეზარება ადრე ადგომა? წესით უნდა მეღვიძებოდეს კარმული ბლა ბლას ბრალია?


ცოტა ნებისყოფა თუ არ დაამუშავე არ გაგეღვიძება. კალი იუგაა ბოლოს და ბოლოს biggrin.gif

აი მე მაგალითად უკვე ვგრძნობ რეალურად რა დროს დაძინება და გაღვიძება რა შედეგს იძლევა ჩემში. გუშინ გვიან დავიძინე და გონება ისე არ მუშაობს როგორც საჭიროა. ყველაფერი მეზარება ამ დილით sad.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 6 2010, 08:26 AM

დღის რეჟიმი (გაგრძელება)


მკითხველი: ბოლო დროს მართლა ვატყობ ყურადღების კონცენტრაციის შესუსტებას და ხშირად უმიზეზოდ ვღიზიანდები, ნუთუ ეს გვიან დაძინების გამო ხდება?
ავტორი: დიახ, ყველაზე ხსირად მიზეზი ესაა.
მკითხველი: ამის მერე რა მელის?
ავტორი: ხანგრძილივი დროის განმავლობაში გვიან დაძინებას მივყავართ ქრონიკულ ფსიქიკურ დაღლილობამდე და ზედმეტ ნერვულ დაძაბულობამდე, რომლის მოხსნასაც სიგარეტით ან ყავის დიდი დოზებით ცდილობენ. ეს მავნე ჩვევები დღის რეჟიმის დარღვევასთანაა დაკავშირებული. ხშირად სისხლძარღვოვანი რეგულაციაც ირღვევა და როგორც წესი ჩნდება არტერიული წნევის მომატებისადმი მიდრეკილება. სიფერმკრთალე, დაღლილი და მღვრიე გამომეტყველება, ფსიქიკური შენელებულობა, თავის ტკივილები – ყველაფერ ეს იმის გამოა, რომ გონება და ჭკუა დასვენებას ვერ ასწრებს.

მკითხველი: თუ ადამიანი 11 საათის შემდეგ წვება მას რა მოელის?
ავტორი: თუ რაიმე მიზეზების გამო ადამიანს 11-დან 1 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი პრანის (სასიცოცხლო ენერგიის) აქტივობა დაითრგუნება. როგორც პრანის ფუნქციონირების დარღვევის შედეგი – რაღაც დროის შემდეგ გამოვლინდება ნერვული და კუნთოვანი სისტემების დარღვევები. ამიტომ თუ ადამიანი რემდენიმე დღე არ ისვენებს ამისთვის განკუთვნილ დროს, მაშინ იგი იგრძნობს სისუსტეს, მოთენთილობას, პესიმიზმს, მადის დაქვეითებას, სხეულში სიმძიმეს, ფსიქიკურ და ფიზიკურ “გატეხილობას”.

თუ ადამიანს ღამის 1-დან 3 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი ემოციური ძალა ითრგუნება. შედეგად ჩნდება ზედმეტი გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ანტაგონიზმი.

მკითხველი: დიახ, უკვე მესმის რომ დროსთან ხუმრობა არ ვარგა. და მაინც არსებობს თუ არა მიზეზები, როს გამოც შეგვიძლია 6 საათზე მეტი გვეძინოს?

ავტორი: დიახ, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს საკუთარი მოთხოვნილება აქვს ძილზე. ეს ძლიერაა დამოკიდებული რეჟიმის დაცვაზე და ასაკზე. ასაკთან ერთად ძილის მოთხოვნილება მცირდება, მაგრამ თუ დღის რეჟიმს დავარღვევთ, ეს მოთხოვნილება მუდმივად მაღალი იქნება. ასევე ეს დამოკიდებულია ადამიანის კონსტიტუციურ ტიპზე და საქმიანობის სფეროზე. თუ ადამინის საქმიანობა მუდმივი ნერვული დაძაბულობის ფონზე მიდის, მაშინ მისთვის ნაჩვენებია 7 საათიანი ძილი და დილის 4-5 საათზე ადგომა, ხანდახან 8 საათი ძილი და 5-6 საათზე ადგომაც. მაგრამ საღამოს 10 საათზე გვიან დაძინება საზიანოა როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისათვის.

წმინდა ადამიანებს 3 საათიანი ძილი ან ნაკლებიც ყოფნით, მაგრამ ძირითადად მათთვის, ვინც სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, რეკომენდებულია 9 საათზე დაძინება და 3 საათზე ადგომა (6 საათიანი ძილი). სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის კი სასურველია 9-10 საათზე დაძინება და 4-5 საათზე ადგომა.

თუ ადამიანი გონების და ჭკუის აქტივობის დაქვეითების ცხადი ნიშნების დროსაც კი არ იძინებს საჭირო დროს, იგი თანდათან დეპრესის მდგომარეობაში ჩავარდება. ეს მდგომარეობა შეუმჩნევლად ვითარდება. 1-3 წლის შემდეგ დეპრესია დაგროვდება და ვიგრძნობთ, რომ ცხოვრების ფერები ფერმკრთალდება, ყველაფერი მოქუფრული ხდება გარშემო. ეს იმის ნიშანია, რომ ტვინი ვერ ისვენებს და მისი ფსიქიკური ფუნქციები იფიტება.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ გონებისა და ჭკუის ძალის შესუსტების ნიშნები: იმ მდგომარეობაში, როცა გონების ძალა ქვეითდება, ადამიანს აღარ შეუძლია გაიგოს რისი გაკეთებაა კარგი და რისი - ცუდი. ძნელად ერკვევა, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ბუნებრივი ცხოვრებისეული გამოცდების პერიოდში, როცა უწევს არჩევანის გაკეთება როგორი ცოლი ან ქმარი უნდა ყავდეს, როგორ აღზარდოს ბავშვი, რა სამუშაოზე იმუშაოს. თანდათან ძნელდება მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება. ყველაფერი ეს ხდება, როდესაც გონებაა დათრგუნული და შესუსტებული.

ჭკუის ძალის შესუსტებისას იწყება მოუსენრობა და მეხსიერების დაქვეითება. რაღაც დროის მერე ადამიანი მუდმივ ნერვიულ დაძაბულობას გრძნობს, ხდება კონფლიქტური, ბრაზიანი, ნერვიული, ხშირად ილანძღება და ტირილს იწყებს. ჩნდება ფსიქიკური არამდგრადობა. ქვეითდება მეხსიერება და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დიდი ხნით ვეღარ იმახსოვრებს რაიმეს. თავიდან გრძელვადიანი მეხსიერება ქვეითდება, შემდეგ კი მოკლევადიანი.

მკითხველი: თქვენ ასევე საუბრობდით, პრანის, ანუ სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებაზე.

ავტორი: დიახ, სასიცოცხლო ენერგია იფიტება, როდესაც ადამიანი 12-დან 2 საათემდე ფხიზლობს. სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზმში პრანის დაგროვება. თუ ამ დროს ნორმალურად არ გძინავთ, მაშინვე იგრძნობთ სისუსტეს. იმდენად, რამდენადაც პრანის მოქმედება დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან, დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელიც მწყობრიდან გამოდის. ამას მივყავართ იქამდე, რომ ირღვევა სასიცოცხლო ფუნქციების ბალანსის რეგულაცია, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ქრონიკული დაავადებების განვითარების დაწყებას. თუ ამის შემდეგაც არ დავიცავთ დღის რეჟიმს, ორგანიზმი შეიძლება მივიდეს კრიტიკულ მდგომარეობამდე, რომელიც მიგვიყვანს ნერბული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების მოშლამდე.

1-დან 3 საათამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიფხიზლისას იფიტება ემოციური ძალები (გრძნობისმიერი ძალები). ქალები მამაკაცებზე ემოციურები არიან, ამიტომ ეს მათზე უფრო ადრე აისახება ხოლმე და ამ დროს ძილი ქალებისთვის განსაკუთრებულად საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მძიმე ემოციური გამოფიტვა და ისტერიულ შეტევებამდეც კი მივიდეს ადამიანი. შესაძლებელია განვითარდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომლის დროსაც რაღაც პერიოდი ადამიანი ზედმეტად აგზნებულია, შემდეგ კი ემოციურ დეპრესიას განიცდის.

ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ დღის რეჟიმის მსგავსი დარღვევების დროს თანდათან სმენითი აღქმაც ჩლუნგდება. ასევე შეიძლება დაქვეითდეს მხედველობითი, შეხებითი, გემოვნებითი და ა.შ. აღქმა.

მკითხველი: თქვენ ამბობდით, რომ წმინდა ადამიანს 3 საათი ან ნაკლებიც ყოფნის. როდის წვება და როდის იღვიძებს ასეთი ადამიანი?
ავტორი: როგორც წესი ისინი საშუალოდ 9-ზე წვებიან და 1-ზე დგებიან.
მკითხველი: საიდან იღებენ ისინი ემოციურ ძალას?
ავტორი: თუ ადამიანი სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, მაშინ ემოციურ ძალას ლოცვისგან მიიღებს. ამ დროს ემოციური ძალა კი არ იფიტება, პირიქით – დღითიდღე ძლიერდება. ამიტომ დროთა განმავლობაში 2 საათის ძილიც კი ეყოფა. მაგრამ არ შეიძლება ამ მდგომარეობის ხელოვნური იმიტაცია გავაკეთოთ.


(გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარა... tongue.gif )

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 6 2010, 10:45 AM

მოვედი და ჩემს მზეს ვფიცავ ვებერთელა დედამიწამ თვალი გაახილაა

mze.gif mze.gif mze.gif
(მემგონი თემას კარგად ეხმიანება) a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 6 2010, 10:51 AM

izi-bartki

ზუსტად თემის შესაბამისია! biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 7 2010, 04:05 PM

აი გუშინ ალალად შევხვდი მზის ამოსვლას biggrin.gif რა კარგი ყოფილა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 09:09 AM

დღის რეჟიმი (გაგრძელება)


ახლა ვისაუბროთ დილით ადგომაზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან. გონების, ჭკუის და ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირ კავშირშია ამასთან. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ურთიერთკავშირები:

თუ ადამიანი ფსიქიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე დგება 3 საათზე, მაშინ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განვითარდეს სულიერ პროგრესში. ამ დროს მზის აქტივობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, ხოლო მთვარე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჭკუაზე. შედეგად ჭკუა ბუნებრივად იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან კარგია ღმერთზე ფიქრი და ლოცვა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს დგებიან, ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკის მატარებელნი არიან და მათთვის არაა რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილსი დიდხანს ყოფნა. ამიტომ ასეთი ადრეული ადგომა რეკომენდებულია ძირითადად მღვდელმსახურებისთვის და ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის.

ის, რომ ბრძენი ადამიანების გრაფიკი ცოტა “სასაცილოა”, ბჰაგავად-გიტაშიც დასტურდება:

“ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.”

მათ, ვინც 3-დან 4 საათამდე დგება, ასევე საკმარისი ძალა ექნება სულიერი განვითარებისთვის. ამასთან მათი ფსიქიკური მგრძნობელობა არც ისეთი მაღალია, რომ განდეგილური ცხოვრების წესით იცხოვრონ.

ადრეულ საათებში რეკომენდებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით დაკავება, იმიტომ რომ ეს დრო ბუნების მიერ სწორედ ამ მიზნისთვისაა განსაზღვრული. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ადრეულ დილას ლოცულობენ, დრო სიურპრიზს უმზადებს – მათ სულის დიადი საიდუმლოებები გაეხსნებათ. ერთადერთი პირობაა – ისინი უნდა ეცადნონ უფრო მეტი დრო გაატარონ წმინდა ადამიანებთან და ნაკლები მათთან, ვისი ცნობიერებაც ცოდვითი საქმიანობითაა დაბინძურებული.

მკითხველი: გამოდის, რომ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვიმუშაოთ?

ავტორი: არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ იმ ხალხთან, ვისაც სულიერი პროგრესირება არ უნდა. გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ყურადღებით მათ უაზრო ლაპარაკს. მოსმენის პროცესი ძალიან მოქმედებს გონებაზე, ამიტომ ცუდი ურთიერთობის შედეგად შეიძლება ენთუზიაზმიც გაგვიქრეს იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერებისკენ შევცვალოთ.

თუ ადამიანი თავის დღეს 4-დან 5 საათამდე იწყებს, მას შეუძლია პესიმისტიდან ოპტიმისტი გახდეს. სწორედ ამ დროს დედამიწა ოპტიმიზმის მდგომარეობაშია. ყველა მგალობელი ჩიტი, რომელიც სათნოების გუნაშია, გრძნობს ამას და ჭიკჭიკს იწყებს. იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იღვიძებენ ამ დროს, შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები ან უბრალოდ ოპტიმისტი ადამიანები. ადრეული ადგომა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება. რელიგიური ადამიანები ამ დროს დიდ ბედნიერებას განიცდიან, ღმერთს უგალობენ, მსახურებას ატარებენ. ამ დროს კარგია ლოცვა, სულიერი წიგნების კითხვა და ა.შ.

ადამიანებს, რომლებიც 5-დან 6 საათამდე დგებიან, შეუძლიათ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური სიფხიზლე ჰქონდეთ. მათი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა დაამარცხონ, საკმაოდ მაღალია. ამ დროს ასევე კარგია სულიერი პრაქტიკით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ლოცვების, ან იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც სულიერი განვითარებისთვის გვჭირდება. მზე ჯერ არაა აქტიური, მაგრამ უკვე მთვარეც აღარაა აქტიური, ამიტომ ჭკუა ძალიან მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ინფორმაციისადმი. და ეს ინფორმაცია სწრაფად და ღრმად ინახება მეხსიერებაში.

ისინი, ვინც 6-დან 7-მდე დგებიან, მზის ამოსვლის შემდეგ დგებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ დროის კანონებს, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ძალიან ბევრი არ იძინონ. მათი ტონუსი შედარებით ნაკლები ინება, ვიდრე სასურველია და საქმეებიც არც თუ ისე ცუდად წაუვათ, მაგრამ ცხადი ხარვეზებით. მათი ჯანმრთელობა ასე თუ ისე ნორმალური იქნება (მაგრამ ეს არ ეხება მათი ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებს). ანუ ვინც ამ დროს დგება, არ ექნება საკმარისი მარაგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. და ბუნებრივია არ ექნებათ დიდი პროგრესი ცხოვრებაში.

მკითხველი: და თუ ზამთარში მზე 8 საათზე ამოდის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გრაფიკი 2 საათით გვიან უნდა გადავწიოთ?

ავტორი: უკიდურესი ჩრდილოეთით მზე საერთოდ არ ამოდის ნახევარი წლით და მეტითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანები ზამთრის ძილის მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩემს მსჯელობაში იგულისხმება არა ცხადი განთიადი და ჰორიზონტზე მზის გამოჩენა, არამედ მზის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი აქტიურ მოქმედებას იწყებს დედამიწის იმ წერტილში, სადაც ვიმყოფებით. ის, ვინც ადრე დგება, გრძნობს, რომ 6 საათამდე ბუნება მშვიდია, 6-ის მერე კი დედამიწა მაშინვე გადადის მშვიდი მდგომარეობიდან ფხიზელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა ზამთარია თუ ზაფხული.

თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება.

მკითხველი: მგონი ყველა დაავადება ჩამოთვალეთ.

ავტორი: აბა რა გეგონათ? ყველა დამრღვევი უნდა დაისაჯოს, დროის კანონებთან ხუმრობა კი ცუდია. მაგრამ ეს არაა ყველაზე დიდი საშინელება.

მათ, ვისაც ჩვევად აქვს 8-დან 9 საათამდე ადგომა, უეჭველია, რომ უკვე აღარ შეუძლიათ ხასიათის ნაკლოვანებების დაძლევა და როგორც წესი რაღაც ცუდი ჩვევები აქვთ. ამ დროს ადგომა განაპირობებს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან დაჯახებას, ქრონიკული დაავადებების დიდ რისკს, იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. ასეთ ადამიან ყოველთვის გაუჭირდება სიტუაციის სწორად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს და მოვლენათა დინებას გაყვებიან, ისე რომ არ ექნებათ ძალა რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში.

ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს...

უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 11:19 AM

ციტატა
აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან.

შესწორებას შევიტან, ბედს (შემთხვევითობას) ეკლესიური სწავლაბა უარყოფს.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 11:25 AM

lingvo

ციტატა
შესწორებას შევიტან, ბედს (შემთხვევითობას) ეკლესიური სწავლაბა უარყოფს.


ქართულში, მითუმეტეს ძველქართულში არ არსებობს სიტყვა, რომელიც რეალობას არ ასახავდეს. თუ არსებობს სიტყვა "ბედი" ესე იგი ბედი არსებობს, მიუხედავად იმისა უარყოფ თუ არა ამას.

საქმე ისაა, რომ ბევრს არასწორად ესმის სიტყვა "ბედის" მნიშვნელობა.

ამაზე უკვე ვიკამათეთ თუ არ ვცდები და თემას ნუ გავაოფებთ.

ის ვინც ღმერთის გზას არ ადგას, ბედის გავლენის ქვეშ ექცევა, ხოლო ვინც ღმერთის მსახურია, მასზე ბედი უკვე ნაკლებად მოქმედებს!

ასეა ეს და ჯობია არ მეკამათო, თორე მერე ისევ შენ მეტყვი ნუ "ქადაგებო" a075.gif

პ.ს. ბედი შემთხვევითობა არაა. მოკლედ არ იცი რას ნიშნავს ბედი და ნუ მაფიქრებინებ რომ ეკლესიამაც არ იცის ეს.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 11:29 AM

Atman
წმიდა იოანე ოქროპირის მიანც დაიჯერე.

წმიდა იოანე ოქროპირი
ექვსი სიტყვა ბედისა და განგების შესახებ
სიტყვა მეხუთე


ჭეშმარიტად, საყვარელნო, არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სიდამპლით აღსავსე სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. გარდა იმისა, რომ ის შეცდენილ სულებში დებს ღმრთისმგმობ, ბიწიერ და დამღუპველ აზრებს, არწმუნებს ადამიანებს, ილაპარაკონ ღმერთზე ის, რაც დემონებზეც კი არ უთქვამს ვინმეს. გამანადგურებლად მოქმედებს იგი ჩვენს ცხოვრებაზეც, ყველაფერს მოუსვენრობით და შფოთით ავსებს. ამხობს და ანგრევს იმას, რაც ღმერთმა და ბუნებამ წინასწარმეტყველთა და წმიდა მამების ბაგეთაგან გვამცნო; ის ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა. აკეთებს იმავეს, რასაც ადამიანი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ავადმყოფი და სამკურნალო სხეული არ ასარგებლოს მისთვის მომზადებული საექიმო საშუალებებით, არ მოიცილოს დაავადება, მიეცეს უზრუნველობასა და ქარაფშუტობას, და ასე დაელოდოს ყველაზე საცოდავ სიკვდილს. განა ამასვე არ ამბობს ბედი? დე, ნურავინ მოუწოდებს სხვას სასარგებლოსკენ; დე, ნურავინ უსმენს სხვას; ტყუილად არსებობს კანონები და მოსამართლეები, ტყუილად - კიცხვა და დარიგება, ტყუილად - სასჯელის შიში, ტყუილად - პატივი და საჩუქრები, ჯილდოები გმირობისათვის; თუ გამოავლენ მზუნველობას, შენთვის სასარგებლოს ვერაფერს მიიღებ აქედან და თუ იქნები დაუდევარი, არავის ავნებ; ბავშვი ნუ ივლის სკოლაში, კაცი ნუ დაემორჩილება კანონს, ნუ მიაქცევ ყურადღებას რჩევებსა და სასარგებლო დარიგებებს! რა შეუძლია მოიტანოს შრომამ? მსგავსად დაუტვირთელი, მეზღვაურებისა და მესაჭისაგან მიტოვებული ხომალდისა, ადამიანმა ქარიშხალს მიანდოს გონების საჭე! მითხარი, გსურს, დაუჯეროთ და არაფერი ვიღონოთ ჩვენი ცხოვრების ხსნისათვის?

ცოტა ხნით თავი დავანებოთ იმას, რაც სულებს იხსნის და ვისაუბროთ ჩვენი აწინდელი ცხოვრების შესახებ. დავუჯეროთ ბედს და არ დავსაჯოთ მსახურები, რომლებიც სწორად არ იქცევიან, არც ისინი მოვაქციოთ ცხოვრების გზაზე, ვინც გარყვნილლ ცხოვრებას ეწევა, არც სასამართლოში მივიყვანოთ დამნაშავეები, არც კანონებს დავემორჩილოთ? ვისურვებდი ასე მომხდარიყო ცოტა ხნით მაინც, რათა მოგცემოდათ საშუალება შეგეცნოთ ბედი, ბოროტების ეს მავნე და დამღუპველი მასწავლებელი. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული და პარკთა მიერ განსაზღვრული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში. თუკი კლოფო მოაბრუნებს თითისტარს საწინააღმდეგო მხარეს, ბევრიც რომ იშრომო, არ ექნება არაფერი შედეგი შრომასა და ძალდატანებას. რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა? რატომ არ ირჩევთ, მართლაც გაიგოთ რა არის ბედით შეპირობებული? გსურს კი მაჩვენო, რაა სინამდვილეში ბედისგან განსაზღვრული? შეწყვიტე მიწათმოქმედება, გააუქმე ზღვაოსნობა, განდევნე ყველა ცხოვრებისეული ხელოვნება; ნურც მშენებელი, ნურც მეთუნე, ნურც მქსოველი, ნურც სხვა ჩვენი ცხოვრებისათვის სარგებლის მომტანი იზრუნებს თავისი ხელობისთვის. მაშინ კარგად დაინახავ როგორია ბედის ჯილდო. რატომ ვლაპარაკობ ხელობებზე, რომლებიც გვეხმარებიან ცხოვრების შენარჩუნებაში? დარჩეს ეს ხელობები, ნურცერთს ნუ გააუქმებ, მაგრამ იმ დროს, როდესაც ისინი ჩვეულებრივ ადგილზე დარჩებიან, თითოეული ცაკლე ნუ იზრუნებს იმაზე, რაც მას ეკუთვნის, - ყველა საქმის განკარგულება ბედს მიანდოს და მაშინ გაიგებს მის სარგებლიანობას, როდესაც გატანჯავენ და გაშოლტავენ, მოთხოვენ გადასახადს. არავინ მიაქცევს ყურადღებას უქონელს, რომელიც გადაწყვეტს ბედის მფარველობას შეაფაროს თავი.

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? როდემდე არ შევიცნობთ ყოვლისმპყრობელს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. თუკი მართლა არსებობს ბედი, ნება მიეცი ბავშს ურთიერთობა ჰქონდეს ცუდ ადამიანებთან და გაირყვნას გარყვნილებთან ერთად: თუ ბოროტება ბედით არის შეპირობებული და პარკებისგან განსაზღვრული, შენთვისაც სასარგებლო იქნება ასე მოქცევა. ამბობენ, მართლა არსებობსო ბედი, რატომ შეამთხვევ მაშინ ზრუნვას საკუთარ თავსაც და სხვებსაც? რატომ ვლაპარაკობ ბავშვების შესახებ, როდესაც ვერ ბედავ ასე მოიქცე მსახურების შემთხვევაშიც კი, ემუქრები კიდეც მათ, აშინებ, ყოველ ღონეს ხმარობ, რომ კარგად მოიქცნენ. რატომ არ იმედოვნებ ბედისწერაზე? რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისათვის? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. უკეთ რომ ვთქვათ, არავინ იქნება კარგი ან ცუდი. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? რისთვის ვაამებთ?ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ.

რა უაზრობაა, იყო ჩათრეული ცოდვაში ბედის იძულებით. მეორე მხრივ კი, მოითმინო უკიდურესი სასჯელი მისივე ზეგავლენით, ნაცვლად იმისა, რომ სარგებლობდე თანაგრძნობითა და წუხილით; სიძულვილისა და სასჯელის საგანი იყო, ნაცვლად იმისა, რომ სარგებლობდე პატივით. ძალადობის მხრიდან უსამართლობის დამთმენი და ამტანი კი არ უნდა დაისაჯოს, პატივით უნდა მოეპყრან. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი უგუნურება: მძიმედ ვიტანჯებით ცოდვაში მყოფნი და ამისთვისვე ვისჯებით. ბედმა შექმნა კაცისმკვლელი და შემდეგ სიცოცხლეს ართმევს იმისთვის, რომ ადამიანი დაემორჩილა ბედისგანვე განსაზღვრულს. რა დოგმატი შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე დამღუპველი? მსგავსად იმისა, რომ ადამიანმა უფსკრულში გადაჩეხოს მეორე და მას შემდეგ, რაც დაეუფლება გადაჩეხილს, ამის გამო მისი დასჯა მოინდომოს, ან რომ მისცენ ადამიანი დასასახიჩრებლად არაადამიანურ მტანჯველს და ურიცხვ უბედურებას, ხოლო შემდეგ სასჯელი მოთხოვონ მისთვის მისივე მონობისა და ტყვეობისათვის. მითხარი, შეიძლება იყოს ვინმე უფრო უგუნური ან უბედური, ვიდრე ასეთი ადამიანები?

მტრებმაც კი იციან შეწყალება მოწინააღმდეგისა, რომელიც მძიმე შეცოდებას ჩადის უნებურად, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხოლო ბედმა არ იცის იმათი შეწყალება, ვინც მასვე ემორჩილება. უკეთ რომ ვთქვათ, მათ, ვინც ბედის ძალასაა დამორჩილებული, ბედი ჩადენილისთვის სასჯელსაც ადებს. მითხარი როგორი შფოთი, როგორი ლაბირინთი, როგორი ქარიშხალი იქნება ასეთი შერევის გამომხატველი? ჩემთვის საკმარისი იქნებოდა უსამართლობის ნახვა, კერძოდ კი: უცოდველი ცოდვაში ჩავვარდი, სხვა კი, ვისაც არანაირი სათნოება არ გააჩნია, პატივით ტკბება. საკმარისი არ არის ეს უსამართლობა, რომ ბედმა განუსჯელად და უგნურად დამჩაგრა, სხვას კი პატივი მიანიჭა? ეს იმ დროს, როდესაც ადამიანებიც კი იმდენად კაცთმოყვარეები და მშვიდები არიან, რომ არჩევენ უნებურს ნებით შესრულებულისაგან, ხოლო ეს ადამიანთა საქმეების გამგებელი, რომელიღაც ერინია და ბოროტი დემონი, ყველაფერს ერთმანეთში ურევს.

ასე რომ, თუ არ არის ღმერთი, რომელიც ამას ხედავს, ეს აზრი სხვა მხრივაც შეიძლება იყოს მხილებული. შეუძლებელია, რომ არსებული დიადი კეთილმოწყობის დროს არ იყოს განგება. თუ არ არის ღმერთი, როგორაა ყველაფერი მოწესრიგებული? თუკი არსებობს ღმერთი, განა არ ზრუნავს ამისთვის? თუ თავად ღმერთმა შექმნა? - მიაქციე ყურადღება ბიწიერების და ღმერთის გმობის სიუხვეს. თუ არ შეუქმნია და არც ზრუნავს იმაზე, რაც ხდება? - აქ წინანდელზე ნაკლები ბრალდება როდია. ხედავ როგორ ცდილობს ეშმაკი ყოველი მხრიდან გააშმაგოს ადამიანები ღმერთის წინააღმდეგ? გსურს დამარწმუნო, რომ გჯერა ბედის და ის, შენი აზრით, მნიშვნელოვანი დოგმატია? ნუ დასდებ ბრალს მრუშ დედაკაცს, ნუ განრისხდები, ნუ წაიყვან მსაჯულთან. თუ ხედავ, რომ კედელს საძირკველს უთხრიან, ნუ მოთხოვ სასჯელს ამისთვის, რადგან ამას უნებლიედ აკეთებს, - ამას შენ თვითონვე ამტკიცებ. ნუ იზრუნებ შენი საქმეებისთვის, რადგან ის დაგემართება, რაც ბედისგანაა განსაზღვრული. გადააგდე ოქრო, რამდენიც გაქვს; ნურაფრად ჩააგდებ სახლებს, სავაჭროებს, მონებს, რადგან შენი უზრუნველობა არაფერს ავნებს. მაგრამ შენ ვერ გაბედავ ამის გაკეთებას, რადგან დარწმუნდი, რომ უნდა განსაჯო დოგმატი ბედის შესახებ. რატომაა, რომ თუმცა უარყავი იგი, ცოდვების შემთხვევაში მაინც ბედით იფარავ თავს? ხედავ, რომ ეს დოგმატი საიდანმე კი არ მოგიტანია, არამედ უზურნველობიდან, დაუდევრობისა და ძალების შესუსტებიდან სათნოებების მოსაპოვებლად საჭირო შრომასთან მიმართებით.

თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის სამართალი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის რწმენა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის ღმერთი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის არც სათნოება, არც ცოდვა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ ყველაფერი ამაოა, უსარგებლოდ ვაკეთებთ და ვითმენთ ყველაფერს, არ არის ქება, არ არის კიცხვა ან სირცხვილი, არც კანონები, არც სამსჯავრო, - საიდან მდიდრდება ერთი, მეორე კი რატომ ითმენს სიღარიბეს? იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ ვიცით ამის მიზეზი, გვირჩევნია უცოდინრობაში დავრჩეთ, ვიდრე მივიღოთ სხვა გამოუსადეგარი დოგმატი. უკეთესია კარგი უცოდინრობა, ვიდრე ცუდი ცოდნა. რადგან ერთი თავისუფალია დანაშაულისაგან, მეორეს კი არა აქვს შეწყალება. მაგრამ გარდა ამისა, ღმერთის მადლით, ნათელია საიდანაა ერთი მდიდარი, მეორე კი ღარიბი. ერთი იმიტომაა მდიდარი, რომ ან მამისაგან მიიღო მემკვიდრეობა, ან ეწეოდა საზღვაო მოგზაურობასა და წვრილმან ვაჭრობას, ან მოსტაცა და წაართვა სხვას კუთვნილი, ან მდიდრულად იქორწინა, ან მიწათმოქმედებას ეწეოდა, ან ხელოვნებას და სხვა რაიმე ხელობას მისდევდა. გამდიდრების ბევრი საშუალება არსებობს: ზოგი სწორი, ზოგი არასწორი. რასაკვირველია, შეიძლება სიღარიბის ახსნაც: ცილისწამების, ენის მიტანის ან ანგარებისმოყვარეობის მსხვერპლად გახდომა, ან ხელგაშლილობა, ან სიზარმაცე, ან უგუნურება, ან სხვა რაიმე გზით გაღარიბება, რადგან ბევრი საშუალებაა გასაღარიბებლად. ამბობენ, - რატომაა, რომ ვინც ინახავს მეძავებსა და მსხემებს და მლიქვნელებს, ვნებს სხვათა საქმეებს, ატარებს ნებიერ და აღვირახსნილ ცხოვრებას, აქვს სიმდიდრე, რომელიც თითქოს წყაროდან მოედინება მისკენ, სხვას კი, ატარებს რა ცხოვრებას მოწყალებაში, ღვთისმოსაობასა და სამართლიანობაში, აუცილებელი საზრდოც კი არა აქვს? იმიტომ რომ, კარგი ადამიანი ირჩევს შრომასთან შეერთებულ სათნოებრივ ცხოვრებას, მეორე კი ცოდვიანია და აირჩია ცოდვის ფუფუნებითი და აღვირახსნილი გზა. რატომ მდიდრდება ბოროტი, ხოლო სათნო სიღარიბეში ცხოვრობს? იმიტომ, რომ მანაც მიიღოს დიდი გვირგვინი, თუ გამოამჟღავნებს მოთმინებას, ის კი - დიდ სასჯელსა და ტანჯვას, თუ არ შეიცვლება და არ გახდება უკეთური, არ შეიცნობს თავის უფალს; სიმსუბუქე, რომელსაც ღმერთი იძლევა, უფრო ამძიმებს მათ, ვინც ბოროტების ერთგული რჩება. სიუხვე, რომელიც ღმერთისგან მიეცემა ადამიანს და საჭირო სახით არ არის გამოყენებული, ზრდის კაცის დანაშაულს. ამრიგად, უბედურება და დამძიმებული გარემოებებიც გვირგვინებს ამრავლებს, ასეთი ადამიანი ხანდახან რომ ცდებოდეს კიდეც, მსჯავრულ ადამიანის შესაძლებლობის თანაფარდია, რადგან უბრალოდ კი არ ხდება განსჯა ცოდვების გამო, არამედ სხვაგვარად განისჯებს მდიდარი და სხვაგვარად ღარიბი: ერთი შეწყალებით, მეორე შეწყალების გარეშე. მაგალითად, თუ ქურდი და პატივმოყვარეა მდიდარიც და ღარიბიც, - ერთს მცირე, მაგრამ მაინც აქვს გარკვეული თავშესაფარი გაჭირვებაში, რომელიც სიღარიბისგან მომდინარეობს, მეორეს კი არა აქვს არავითარი მიზეზი მსჯავრისგან თავის დასაღწევად. ასე რომ ღარიბი, რამდენადაც მცირდება აწინდელ ცხოვრებაში, იმდენად უხვად დაჯილდოვდება კეთილი საქმეებისთვის მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ, ნუ იფიქრებ, რომ ღარიბი უსამართლობას ითმენს, ან რომ მდიდარს აქვს უპირატესობა. მსგავსად ამისა, როგორც ხდება უბედურების შემთხვევაშიც: ვინც ამქვეყნად ისჯება, ან სრულიად განიწმინდება ან იქ დაითმენს ნაკლებ სასჯელს, როგორც აქ დიდი ტანჯვის ამტანი. ასევე სიკეთის მიმართაც: ვინც აქ პატივით ტკბება და სიკეთისკენ არ შეიცვალა, ეს პატივი საშუალებაა, რომელსაც სასჯელისკენ მიჰყავს იგი. ნახე, როგორ კიცხავს ღმერთი ცოდვებს ამქვეყნიური პატივისთვის: „და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა“ (II მეფ. 12, 8), კიცხავს ქურუმებსაც პატივისთვის (I მეფ. 2, 28). სხვა ადგილზე: „მოვიხენ ძეთაგან თქუენთა, ვითარცა წინასწარმეტყველნი, და ჭაბუკთაგან თქუენთა სიწმიდედ“ (ამოს. 2, 11). და ყველგან ამატებს რაც გაკეთდა უდაბნოში. ამიტომ როდესაც დაინახავ, რომ მდიდარი უსამართლოდ იქცევა, ანგარიშმოყვარეა და იტაცებს სხვის კუთვნილს, ამ მიზეზის გამო დაიტირე იგი; თუ ის მდიდარია და მაინც ასე იქცევა, - მით უმეტეს მიიღებს სასჯელს. როდესაც დაინახავ, რომ ღარიბი ზრუნავს სამართლიანობისთვის, გაიკვირვე, რადგან ღარიბისაგან მომდინარეობს ეს საქციელი. თუ კი ამას გულდასმით შეასრულებ, არასოდეს შეშფოთდები მიუხედავად გარემოებებისა; თუკი შეხედავ მომავალს და არ დააფასებ აწმყოს, თუ ყოველთვის გექნება მომავლის იმედი და მოცილდები აწმყოს. დე, ღმერთის მადლით, მივაღწიოთ ყველა სიკეთეს, ამინ.

თარგმნა: ქეთევან ღოღობერიძემ
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/oqropiri/bedi5.htm

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 11:40 AM

lingvo

მე მჯერა წმინდა იოანე ოქროპირის და თითქმის ყველაფერს ვეთანხმები რაც უწერია.

ბედის ფატალურობას მეც ვეწინააღმდეგები, მაგრამ არა ბედის არსებობას.

შედარებას მოვიყვან:

შენ თუ ცხოვრების დინებას მიჰყვები, ისე რომ ხელს არ ანძრევ და ცურვა არ გინდა, მაშინ დინება ზუსტად ისე წაგიღებს, როგორც ბედითაა განსაზღვრული, მაგრამ თუ შენ დინების საწინააღმდეგოდ და სხვადასხვა მიმართუულებით ცურვას სწავლობ, მაშინ დინება შენზე ვეღარ მოქმედებს.

და ეს არ ნიშნავს, რომ დინება არ არსებობს.


როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ბედის არსის არასწორად გაგებას უმოქმედობისკენ და აბსურდისკენ მივყავართ. მისი წერილი სწორედ ამას ეხება.

შესაბამის თემაში ვიკამათოთ ამაზე თუ სურვილი გექნებათ. ამ თემას ნუ აოფეეეებთ!



ციტატა
თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის სამართალი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის რწმენა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის ღმერთი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის არც სათნოება, არც ცოდვა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ ყველაფერი ამაოა


ბედისწერა არსებობს, უბრალოდ მისი შეცვლაა შესაძლებელი!

როგორც ჩანს იოანე ოქროპირი "ბედისწერაში" "ბედის ურყევ ფატალურობას" გულისხმობს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 8 2010, 11:49 AM

Atman

ციტატა
მაშინ დინება ზუსტად ისე წაგიღებს, როგორც ბედითაა განსაზღვრული


ცოტას მეც გავაოფებ რა smile.gif)

ღმერთი წინასწარ ხედავს, მაგრამ წინასწარ არ განსაზღვრავს. ასეთია ჩვენი სწავლება წმინდა წერილის მიხედვით.

ალბათ ამაზე კამათს აზრი არ აქვს, შენ შენებურად გწამს, ჩვენ - ჩვენებურად.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 8 2010, 12:01 PM

7-დან 8 სთ მდე ვდგები ხოლმე, დრო არასდროს არ მკოფნის, მთელი დღე დავრბივარ, ზოგჯერ მიწევს 5 ზეც ადგომა თუ საქმეს სჭირდება.
ნუ რა ვქნა თუ გასართობად მივდივარ სადმე სიამოვნებით ავდგები დილით 5 ზე, აი სამსახურში წასასვლელად კი 8 საათიც ადრე მეჩვენება, სამსახურში არასდროს ვაგვიანებ, მაგრამ მოუწესრიგებელი კი მივდივარ სულ, თუ რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა არ არის.
Atman
შენი აზრით რა დაავადებები უნდა მაწუხებდეს?smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:09 PM

terra

ციტატა
ღმერთი წინასწარ ხედავს, მაგრამ წინასწარ არ განსაზღვრავს.


თან განსაზღვრავს და თან არ განსაზღვრავს. ამას ადამიანური ჭკუა ვერ ჩაწვდება და ვერც სიტყვით ახსნის.

მაგრამ რაც შეეხება ადამიანის ბედისწერას, თავად სიტყვა ამბობს თავისას - ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ წერს, მაგრამ რასაც დაწერს ის რეალური ხდება.

ანუ მაგალითად "დაწერე" კაცის მოკვლა. შესაბამისად ბედი ციხეში, ან სხვაგან მოგახვედრებს.

"აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა."

ბატონი ლინგვო თავად ბედის არსებობას უარყოფს, რაც აბსოლუტურად არასწორია. რასაც ვწერთ, ის ხდება ჩვენი "ბედი" "სვე-ბედი" (სანსკრიტულად სვა-კარმა), "ბედისწერა" ან რაც გინდა დაარქვით.

თეზა + ანტითეზა = სინთეზი!

დიალექტიკა გამოიყენეთ ხანდახან და არა ბრმა გაუაზრებელი რწმენა: "იოანე ოქროპირმა თქვა და მორჩა!" ჯერ გაარკვიეთ რა იგულისხმა ოქროპირმა და რაზე თქვა.

ისევ ვიმეორებ ძველ-ქართულში არ არსებობს სიტყვა, რომელიც რაიმე რეალურ საგანს ან მოვლენას არ აღნიშნავდეს. და ფრაზა: "ბედი არ არსებობს" აბსოლუტური სისულელეა, უბრალოდ სწორად უნდა გავიგიოთ რა იგულისხმება ბედში.

"რასაცა დასთეს იმას მოიმკი" - ბედისწერის მშვენიერი განმარტებაა.

იოანე ოქროპირი "ბედის ფატალურობას" ებრძვის და არა თავად ბედის არსებობას!

მაშიკო
ციტატა
7-დან 8 სთ მდე ვდგები ხოლმე, დრო არასდროს არ მკოფნის, მთელი დღე დავრბივარ, ზოგჯერ მიწევს 5 ზეც ადგომა თუ საქმეს სჭირდება.ნუ რა ვქნა თუ გასართობად მივდივარ სადმე სიამოვნებით ავდგები დილით 5 ზე, აი სამსახურში წასასვლელად კი 8 საათიც ადრე მეჩვენება, სამსახურში არასდროს ვაგვიანებ, მაგრამ მოუწესრიგებელი კი მივდივარ სულ, თუ რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა არ არის.Atmanშენი აზრით რა დაავადებები უნდა მაწუხებდეს?


ციტატა ტექსტიდან:

თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 8 2010, 12:13 PM

Atman
იმუნიტეტის დაქვეითება+
ნევროზულობა+
დაძაბულობა+
ჰიპერტონია-
თავის ტკივილი-
მადის დაქვეითება(პერიოდულად)+-
პასიური ცხოვრებისეული პოზიცია+


ვა მგონი ის დროა კუბოს უკვეთავდნენ მგონი ჩემთვისsmile.gifbiggrin.gif
biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 12:15 PM

Atman
ბედის და ბედისწერის არსებობის შემთხვევაში აზრს კარგავს ადამიანის თავისუფალი არჩევანი და ნება, ამიტომ ეს მიუღებელია.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:16 PM

მაშიკო

ციტატა
ვა მგონი ის დროა კუბოს უკვეთავდნენ მგონი ჩემთვის


უფრო ადრე ადექი და არ დაგჭირდება ძალიან დიდხანს a075.gif

lingvo
ციტატა
ბედის და ბედისწერის არსებობის შემთხვევაში აზრს კარგავს ადამიანის თავისუფალი არჩევანი და ნება, ამიტომ ეს მიუღებელია.


ადამიანო, ქართულად კითხვა იცი?

რამდენი ვწერე ჩვენ ვწერთ ბედსთქო და თავისუფალი არჩევანი არაა ეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 12:17 PM

ციტატა
რამდენი ვწერე ჩვენ ვწერთ ბედსთქო და თავისუფალი არჩევანი არაა ეს? biggrin.gif

ყოველშემთხვევაში თავისუფალი არჩევანი ბედი არაა. ტერმინოლოგიაშია სიზუსტე საჭირო.

ბედი, ბედისწერა – რელიგიურ-ფილოსოფიური იდეალისტური წარმოდგენა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა. ამ შეხედულებით ადამიანთა ბედი წინასწარ არის გაჩინებული განგების მიერ. ქართველთა რელიგიური წარმოდგენით ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე ჩნდებოდა მისი ბედის ვარსკვლავი; ახალშობილს "ბედისმწერლის" ხელით შუბლზე ეწერებოდა მომავალი ცხოვრება, ცხოვრების ყველა მომენტი, რომელთა შეცვლა მოკვდავს არ შეეძლო. იმავე შეხედულებით ამქვეყნიურ საქმეებს ხშირად "სულეთის" ღმერთიც განაგებდა. ქართველ მთიელებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით "სამზეოში" ისეთი არაფერი ხდებოდა, წინასწარ "სულეთში" რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი. სულეთის ღმერთს ემსახურებოდნენ "მწერელნი", "ბედის მწერლები" ან "წერა-მწერალნი", რომლებიც ბედის წიგნის მონაცემების მიხედვით "იბარებენ სულეთში" ადამიანებს. ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და ევროპის ხალხებში. ქართული წარმოდგენები ბედზე განსაკუთრებით ახლოს დგას შუამდინარეთსა და ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ რწმენებთან.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:19 PM

lingvo

ციტატა
ყოველშემთხვევაში თავისუფალი არჩევანი ბედი არაა. ტერმინოლოგიაშია სიზუსტე საჭირო.


ტერმინოლოგიაში თავად გაერკვიე და ბედისწერის არსებობის უარყოფას თავი დაანებე a075.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 12:23 PM

Atman
მტკიცებულებები დაგიდე (ბედის და ბედისწერის) ტერმინოლოგიურად როგორ განიმარტეა. შეგიძლია მოიძიო სხვა ლექსიკონებში. ჩანს, რომ ეს წარმართობიდან მოდის და მართლმადიდებლობასთან და ზოგადად ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. შენ თუ არ დაიჯერებ სხვა წაიკითხავს. უბრალოდ არ შეიძლება მართლმადიდებლურ ფორუმზე ბედის შესახებ ასეთ სწავლებას ავრცელებდე.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:24 PM

ციტატა
ბედი, ბედისწერა – რელიგიურ-ფილოსოფიური იდეალისტური წარმოდგენა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა. ამ შეხედულებით ადამიანთა ბედი წინასწარ არის გაჩინებული განგების მიერ. ქართველთა რელიგიური წარმოდგენით ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე ჩნდებოდა მისი ბედის ვარსკვლავი; ახალშობილს "ბედისმწერლის" ხელით შუბლზე ეწერებოდა მომავალი ცხოვრება, ცხოვრების ყველა მომენტი, რომელთა შეცვლა მოკვდავს არ შეეძლო. იმავე შეხედულებით ამქვეყნიურ საქმეებს ხშირად "სულეთის" ღმერთიც განაგებდა. ქართველ მთიელებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით "სამზეოში" ისეთი არაფერი ხდებოდა, წინასწარ "სულეთში" რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი. სულეთის ღმერთს ემსახურებოდნენ "მწერელნი", "ბედის მწერლები" ან "წერა-მწერალნი", რომლებიც ბედის წიგნის მონაცემების მიხედვით "იბარებენ სულეთში" ადამიანებს. ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და ევროპის ხალხებში. ქართული წარმოდგენები ბედზე განსაკუთრებით ახლოს დგას შუამდინარეთსა და ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ რწმენებთან.


"ბუდილნიკს" რომ დააყენებ დილისთვის, ხომ განსაზღვრულია რომ 99% დარეკავს?

ჰოდა ესაა ბედისწერა! თუ ძალიან მოგინდება ადგები ღამე და დაამტვრევ მაგ ბუდილნიკს! თუ არ დაამტვრევ დარეკავს! არის აქ თავისუფალი არჩევანიც ესე იგი ხო? biggrin.gif როცა უმოქმედონი ვართ, ბედის გავლენის ქვეშ ვართ და მაღვიძარა აუცილებლად რეკავს, თუ ვმოქმედებთ და ბუდილნიკს ვამტვრევთ, მაშინ აღარ რეკავს!

ჰოდა სულებს დააბრალებ ამ კანონზომიერებას, ბნელ ძალებს, დემონებს, ანგელოზებს თუ სხვა რამეს, ეს უკვე რწმენის, ცრურწმენის, ფანტაზიის და ცოდნის ამბავია!

მექანიზმი მარტივია: დააყენე ბუდილნიკი? თუ არ გამორთავ დარეკავს!


კიდე უფრო მარტივად ავხსნა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 12:33 PM

ციტატა
როცა უმოქმედონი ვართ, ბედის გავლენის ქვეშ ვართ და მაღვიძარა აუცილებლად რეკავს, თუ ვმოქმედებთ და ბუდილნიკს ვამტვრევთ, მაშინ აღარ რეკავს!

შეუსაბამო მაგალითია. ჩვენ ბედის გავლენის ქვეშ არ ვართ. არაა საჭირო მაღვიძარას მტვრევა ამის მტკიცებისთვის. უმოქმედობა – თავისუფალი არჩევანია ისევე როგორც მოქმედება. სხვაა საღვთო განგებულება. ასე რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 8 2010, 12:33 PM

ციტატა(Atman @ Jul 8 2010, 12:16 AM) *

მაშიკო
უფრო ადრე ადექი და არ დაგჭირდება ძალიან დიდხანს a075.gif

[


შენ რომელზე დგები?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 8 2010, 12:35 PM

Atman

ციტატა
"რასაცა დასთეს იმას მოიმკი" - ბედისწერის მშვენიერი განმარტებაა.


ანუ შენ ბედს მიზეზ-შედეგობრივობას უწოდებ?

ვერც ის გავიგე, თან წერ - საკუთარ ბედს ადამიანი თავადვე განსაზღვრავსო,
თან წერ - ღმერთი განსაზღვრავსო.
თუ ღმერთი ნაწილობრივ, ჰა ჰა - ოდნავ მაინც თუ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს,
მაშინ არც ადამიანია თავისუფალი და უფალიც მოძალადე გამოდის.

აღმაშენებელს აქვს ნათქვამი ისე : ,,სუჱ და ბედი და შობის დღე,
ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.''

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:47 PM

lingvo

ციტატა
უმოქმედობა – თავისუფალი არჩევანია ისევე როგორც მოქმედება.


უმოქმედობა არჩევანი არაა. უმოქმედობა ძილის მდგომარეობაში ყოფნაა, როცა "გგონია" რომ არჩევანს აკეთებ, ხოლო ჭეშმარიტი არჩევანი მაშინაა, როცა გონებით მოქმედებ წმინდა წერილებზე და სულიერ მოძღვრებზე დაყრდნობით.

არჩევანი არაა დღეს 3 ბოთლი ლუდი დალიო თუ 1 ნახევარი ბოთლი არაყი! ეს სიზმრის სხვადასხვა ვარიანტებია.

არჩევანია როდესაც ამის ნაცვლად ეკლესიაში წახვალ და სანთელს დაანთებ და იმ ფულს შეწირავ!
როცა დაბლა მიექანები უფსკრულში, არჩევანი არაა მარჯვნივ გაუხვევ თუ მარცხნივ. არჩევანია როცა ზემოთ აბობღდები გაჭირვებით და ცდილობ ფეხი არ დაგიცურდეს!

აი როცა დაბლა ეშვები, მაშინ მართლა მოქმედებს ბედი შენზე და ამ ბედს დაახლოებით ინერციის ფორმა აქვს. ისევ ვიმეორებ არა აქვს არსებითი მნიშვნელობა მარჯვნივ ჩავარდები თუ მარცხნივ!

terra


ციტატა
ანუ შენ ბედს მიზეზ-შედეგობრივობას უწოდებ?


ხო, დაახლოებით...

მაშიკო

ციტატა
შენ რომელზე დგები?


დღეს 5-ზე ავდექი. დამაგვიანდა ცოტა tongue.gif

terra
ციტატა
ვერც ის გავიგე, თან წერ - საკუთარ ბედს ადამიანი თავადვე განსაზღვრავსო,თან წერ - ღმერთი განსაზღვრავსო.თუ ღმერთი ნაწილობრივ, ჰა ჰა - ოდნავ მაინც თუ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს,მაშინ არც ადამიანია თავისუფალი და უფალიც მოძალადე გამოდის.


ღმერთის ნებაზე მე არაფერს ვამბობ. მე ვთქვი რომ მაგას ჩვენი ჭკუა ვერ დაწვდება.

lingvo
ციტატა
ასე რომ შემთხვევით არაფერი ხდება.


აჰა იგივეს ამბობ რასაც მე, და თან მეკამათები biggrin.gif

terra
ციტატა
ვერც ის გავიგე, თან წერ - საკუთარ ბედს ადამიანი თავადვე განსაზღვრავსო,თან წერ - ღმერთი განსაზღვრავსო.თუ ღმერთი ნაწილობრივ, ჰა ჰა - ოდნავ მაინც თუ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს,მაშინ არც ადამიანია თავისუფალი და უფალიც მოძალადე გამოდის.


ეს რომ რაღაც დონეზე მაინც გაიგო, "ბჰაგავად-გიტას" 18-ე თავი უნდა წაიკითხო smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 8 2010, 12:50 PM

Atman

ციტატა
ეს რომ რაღაც დონეზე მაინც გაიგო, "ბჰაგავად-გიტას" 18-ე თავი უნდა წაიკითხო


მაგას მირჩევნია ბიბლია შევისწავლო კარგად და ლოცვას მივხედო, როგორც ქრისტიანს შეეფერება smile.gif)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:52 PM

terra

მკითხე და გიპასუხე. რა გირჩევნია ეგ შენი გადასაწყვეტია.

"გიტა" რომ წაიკითხო კაი მადლი უნდა დააგროვო ჯერ tongue.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 01:00 PM

Atman
მამუკა, ჩვენ აქ ვსაუბრობთ მართლმადიდებლური სწავლებიდან გამომდინარე, შენ კი სხვა სწავლებიდან და ამიტომ რა აზრი აქვს დისკუსიას? სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვაქვს.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 01:06 PM

lingvo

ციტატა
მამუკა, ჩვენ აქ ვსაუბრობთ მართლმადიდებლური სწავლებიდან გამომდინარე, შენ კი სხვა სწავლებიდან და ამიტომ რა აზრი აქვს დისკუსიას? სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვაქვს.


გითხარი ნუ მეკამათებითქო და არ გაჩერდი და რა ვქნა sad.gif

წამო და ერთხელ დავილაპარაკოთ ნორმალურად და გააზრებულად რომელიმე მღვდელთან ერთად ამ საკითხზე და განვსაზღვროთ რას ნიშნავს ბედი და არსებობს თუ არა იგი.

შენ ამბობ ბედი არ არსებობსო და ეგეთ სისულელეს რო მომკლა ვერ დავეთანხმები და ყველგან შევეწინააღმდეგები. ბედის ცნების არასწორი გაგება თუ გაქვს ეს უკვე შენი პრობლემაა და არა ბედის.


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 01:15 PM

ციტატა
ბედის ცნების არასწორი გაგება თუ გაქვს ეს უკვე შენი პრობლემაა და არა ბედის.

არ გეკამათები. იყოს ჩემი პრობლემა. თუ მართლა გაინტერესებს თავად მიხვალ მოძღვართან და მიიღებ პასუხს.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 01:22 PM

lingvo

ციტატა
არ გეკამათები. იყოს ჩემი პრობლემა. თუ მართლა გაინტერესებს თავად მიხვალ მოძღვართან და მიიღებ პასუხს.


მე არ მაინტერესებს. ისედაც ვიცი a075.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 8 2010, 01:36 PM

Atman

ციტატა
წამო და ერთხელ დავილაპარაკოთ ნორმალურად და გააზრებულად რომელიმე მღვდელთან ერთად ამ საკითხზე და განვსაზღვროთ რას ნიშნავს ბედი და არსებობს თუ არა იგი.


მამა თეოდორესთან შეიძლება მაგ საკითხზე შეკითხვის დასმა.
შემდეგ შეხვედრაზე.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 02:25 PM

თავიდან დავდებ რომ არ ჩამორჩეს ოფებს:



დღის რეჟიმი (გაგრძელება)


ახლა ვისაუბროთ დილით ადგომაზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან. გონების, ჭკუის და ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირ კავშირშია ამასთან. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ურთიერთკავშირები:

თუ ადამიანი ფსიქიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე დგება 3 საათზე, მაშინ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განვითარდეს სულიერ პროგრესში. ამ დროს მზის აქტივობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, ხოლო მთვარე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჭკუაზე. შედეგად ჭკუა ბუნებრივად იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან კარგია ღმერთზე ფიქრი და ლოცვა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს დგებიან, ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკის მატარებელნი არიან და მათთვის არაა რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილსი დიდხანს ყოფნა. ამიტომ ასეთი ადრეული ადგომა რეკომენდებულია ძირითადად მღვდელმსახურებისთვის და ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის.

ის, რომ ბრძენი ადამიანების გრაფიკი ცოტა “სასაცილოა”, ბჰაგავად-გიტაშიც დასტურდება:

“ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.”

მათ, ვინც 3-დან 4 საათამდე დგება, ასევე საკმარისი ძალა ექნება სულიერი განვითარებისთვის. ამასთან მათი ფსიქიკური მგრძნობელობა არც ისეთი მაღალია, რომ განდეგილური ცხოვრების წესით იცხოვრონ.

ადრეულ საათებში რეკომენდებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით დაკავება, იმიტომ რომ ეს დრო ბუნების მიერ სწორედ ამ მიზნისთვისაა განსაზღვრული. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ადრეულ დილას ლოცულობენ, დრო სიურპრიზს უმზადებს – მათ სულის დიადი საიდუმლოებები გაეხსნებათ. ერთადერთი პირობაა – ისინი უნდა ეცადნონ უფრო მეტი დრო გაატარონ წმინდა ადამიანებთან და ნაკლები მათთან, ვისი ცნობიერებაც ცოდვითი საქმიანობითაა დაბინძურებული.

მკითხველი: გამოდის, რომ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვიმუშაოთ?

ავტორი: არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ იმ ხალხთან, ვისაც სულიერი პროგრესირება არ უნდა. გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ყურადღებით მათ უაზრო ლაპარაკს. მოსმენის პროცესი ძალიან მოქმედებს გონებაზე, ამიტომ ცუდი ურთიერთობის შედეგად შეიძლება ენთუზიაზმიც გაგვიქრეს იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერებისკენ შევცვალოთ.

თუ ადამიანი თავის დღეს 4-დან 5 საათამდე იწყებს, მას შეუძლია პესიმისტიდან ოპტიმისტი გახდეს. სწორედ ამ დროს დედამიწა ოპტიმიზმის მდგომარეობაშია. ყველა მგალობელი ჩიტი, რომელიც სათნოების გუნაშია, გრძნობს ამას და ჭიკჭიკს იწყებს. იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იღვიძებენ ამ დროს, შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები ან უბრალოდ ოპტიმისტი ადამიანები. ადრეული ადგომა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება. რელიგიური ადამიანები ამ დროს დიდ ბედნიერებას განიცდიან, ღმერთს უგალობენ, მსახურებას ატარებენ. ამ დროს კარგია ლოცვა, სულიერი წიგნების კითხვა და ა.შ.

ადამიანებს, რომლებიც 5-დან 6 საათამდე დგებიან, შეუძლიათ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური სიფხიზლე ჰქონდეთ. მათი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა დაამარცხონ, საკმაოდ მაღალია. ამ დროს ასევე კარგია სულიერი პრაქტიკით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ლოცვების, ან იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც სულიერი განვითარებისთვის გვჭირდება. მზე ჯერ არაა აქტიური, მაგრამ უკვე მთვარეც აღარაა აქტიური, ამიტომ ჭკუა ძალიან მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ინფორმაციისადმი. და ეს ინფორმაცია სწრაფად და ღრმად ინახება მეხსიერებაში.

ისინი, ვინც 6-დან 7-მდე დგებიან, მზის ამოსვლის შემდეგ დგებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ დროის კანონებს, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ძალიან ბევრი არ იძინონ. მათი ტონუსი შედარებით ნაკლები ინება, ვიდრე სასურველია და საქმეებიც არც თუ ისე ცუდად წაუვათ, მაგრამ ცხადი ხარვეზებით. მათი ჯანმრთელობა ასე თუ ისე ნორმალური იქნება (მაგრამ ეს არ ეხება მათი ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებს). ანუ ვინც ამ დროს დგება, არ ექნება საკმარისი მარაგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. და ბუნებრივია არ ექნებათ დიდი პროგრესი ცხოვრებაში.

მკითხველი: და თუ ზამთარში მზე 8 საათზე ამოდის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გრაფიკი 2 საათით გვიან უნდა გადავწიოთ?

ავტორი: უკიდურესი ჩრდილოეთით მზე საერთოდ არ ამოდის ნახევარი წლით და მეტითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანები ზამთრის ძილის მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩემს მსჯელობაში იგულისხმება არა ცხადი განთიადი და ჰორიზონტზე მზის გამოჩენა, არამედ მზის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი აქტიურ მოქმედებას იწყებს დედამიწის იმ წერტილში, სადაც ვიმყოფებით. ის, ვინც ადრე დგება, გრძნობს, რომ 6 საათამდე ბუნება მშვიდია, 6-ის მერე კი დედამიწა მაშინვე გადადის მშვიდი მდგომარეობიდან ფხიზელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა ზამთარია თუ ზაფხული.

თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება.

მკითხველი: მგონი ყველა დაავადება ჩამოთვალეთ.

ავტორი: აბა რა გეგონათ? ყველა დამრღვევი უნდა დაისაჯოს, დროის კანონებთან ხუმრობა კი ცუდია. მაგრამ ეს არაა ყველაზე დიდი საშინელება.

მათ, ვისაც ჩვევად აქვს 8-დან 9 საათამდე ადგომა, უეჭველია, რომ უკვე აღარ შეუძლიათ ხასიათის ნაკლოვანებების დაძლევა და როგორც წესი რაღაც ცუდი ჩვევები აქვთ. ამ დროს ადგომა განაპირობებს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან დაჯახებას, ქრონიკული დაავადებების დიდ რისკს, იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. ასეთ ადამიან ყოველთვის გაუჭირდება სიტუაციის სწორად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს და მოვლენათა დინებას გაყვებიან, ისე რომ არ ექნებათ ძალა რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში.

ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს...

უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 8 2010, 02:33 PM

ციტატა
ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს...

განწირული ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 8 2010, 02:54 PM

მზის ამოსვლა არ ვიცი მე, 6-ზე ვდგები და 10-ის მერე ვწვები smile.gif

არის შემთხვევები, რომ მიზეზებისდა გამო ეს რეჟიმი დამერღვევა, მაგრამ ვცდილობ მალევე დავუბრუნდე smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 8 2010, 02:59 PM

ციტატა
ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს...

უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება...


რა მაგათი ბრალია... "ბედი" ასეთი "შეხვდათ" biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2010, 03:38 PM

ციტატა(ikanosi @ Jul 8 2010, 02:33 PM) *

განწირული ვარ biggrin.gif

მეც გამიფშეკია ფეხი და ეგაა smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 03:42 PM

ikanosi
marine

დროზე თუ არ შეცვლით რეჟიმს რაც დრო გავა უფრო ნაკლებად გაგეცინებათ smile.gif

ახალგაზრდული ენერგია დიდი მარაგია, მაგრამ ამ მარაგის უაზრო ფლანგვა არაა კარგი.


პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 8 2010, 03:49 PM

Atman

ციტატა
ახალგაზრდული ენერგია დიდი მარაგია, მაგრამ ამ მარაგის უაზრო ფლანგვა არაა კარგი.


+


პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 8 2010, 07:02 PM

Atman
ძალიან მაგარია! მე პირადად რაც ადრე დავიწყე ადგომა,რადიკალურად შემეცვალა განწყობაც და ხასიათიც smile.gif(უკეთესობისკენ) საერთოდ მიყვარს დილის სიმშვიდე,სიმყუდროვე. ისე შარსან მქონდა მცდელობა 6 ზე ადგომის და ცოტა ხანი ვიყავი მაგ რეჟიმსი მაგრამ მაშინ ალბათ კარგად ვერ ვაცნობიერებდი ადრე ადგომის მნიშვნელობას და დროს,ყველაზე მთავარი ისაა რომ სულ მქონდა დროის უკმარისობის შეგრძნება (სულ საათზე ვიყურებოდი)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 07:34 PM

პატრიარქის კურთხევაა ბოლოს და ბოლოს!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 9 2010, 01:37 PM

ციტატა
უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება...


ვაიმე, სასწრაფოდ უნდა ჩავდგე გამოსწორებულთა რიგში biggrin.gif

ძილის რეჟიმის დარღევა ეს ჩემი ტკივილია smile.gif

კარგი სტატიაა, ატმან biggrin.gif :ჰუგ:

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 9 2010, 02:23 PM

კიდევ ერთი რჩევა: დილით ადგომისას აუცილებლად გადაივლეთ წყალი, თანაც მაშინვე, როგორც კი ადგებით. ზაფხულში სასურველია ცივი წყალი, ზამთარში ოდნავ თბილი. განსაკუთრებით ეს ეხებათ მამაკაცებს. ქალბატონებისთვის ზედმეტად ცივი წყალი არაა რეკომენდებული.

მთელი ღამის განმავლობაში შლაკების გამოყოფის ერთ-ერთი გზა კანის ფორებია. დილას გადავლებას თუ ვერ მოასწრებთ, 9 საათის მერე კანი უკან იწოვს კანზე არსებულ ტოქსინებს.

ასევე კარგი იქნება თუ კოვზით ან რაიმე სპეციალური საშუალებით ადგომისთანავე მოიშორებთ ნადებს ენიდან, იმიტომ რომ ენაზეც ბევრი ტოქსინი გროვდება ღამით.

ჰოდა კიდე მავიწყდებოდა. ჩვევად გაიხადეთ, რომ საწოლთან 1 ჭიქა ცივი წყალი გედგათ და გაღვიძებისთანავე გადაჰკარით a075.gif (კარგია ანადუღარი თუ იქნება). ეს პროცედურები ყოველდღიურად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აიურვედის მიხედვით სავალდებულოც კია.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 9 2010, 02:37 PM

ციტატა
პატრიარქის კურთხევაა ბოლოს და ბოლოს!


მართლა ?

პ.ს

გუშინ დავწექი 9 თუ ათის ნახევარზე საგამოს და მაგ დროს გამეღვიძა ოღონდ უკვე დილა იყო

smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 9 2010, 02:44 PM

Iona

ციტატა
მართლა ?


კი, ჩემი ყურით მოვისმინე. გერმანიაში რომ იყო მოეწონა იქაური რეჟიმი (დილას ადრე ადგომა) და ჩვენც მოგვიწოდა ამისკენ.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 9 2010, 02:46 PM

Atman

ხვალ და ზეგ არ მცალია და აი ორშაბათს ავდგები ერთი დილის 5 საათზე და ვნახავ როგორ გავატარებ დღეს.smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 9 2010, 02:54 PM

მაშიკო

ციტატა
ხვალ და ზეგ არ მცალია და აი ორშაბათს ავდგები ერთი დილის 5 საათზე და ვნახავ როგორ გავატარებ დღეს.


ეგ სისტემატიური უნდა გახდეს და ცხოვრების წესი. ერთხელ და ორჯერ ადგომით შედეგს ვერ იგრძნობ, პირიქით, თავიდან გაგიჭირდება და დილას დაგეძინოს კიდეც შეიძლება, მაგრამ გაუძელი და მიეჩვევი თანდათან smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 9 2010, 03:12 PM


კაი იდეაა ნამდვილად ---- მარა ამ ფეხბურთის გადამკიდე რას დაწვები ადრე - კიდევ კაი მთAვრდება ეს ოხერი smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 9 2010, 03:12 PM

აუ, წყლის დალევაზე გამახსენდა. ჭამის პროცესში წყლის დალევა სასურველია თუ ჭამას რო მორჩები მერე? ადრე მახსოვს ვიღაცამ მითხრა ჭამისას წყლის დალევა არაა სასურველიო :)

როგორაა, გამარკვიეთ :დ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 9 2010, 03:24 PM

ქევანა

წყლის და საერთოდ სითხის დალევა შეიძლება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან მერე 2-3 საათის მერე. სასურველია სადილობისას ამ სადილობამდე ტკბილი სითხეები არ მიიღოთ, მონელებას აფერხებს. თუ ყელი გაგიშრათ ცოტა წყლის დალევა სადილობის დროსაც შეიძლება.

ისევ გაგახსენაბთ სადილობა ყველაზე კარგია 11-დან 1 საათამდე.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 10 2010, 01:03 PM

ციტატა(Atman @ Jul 9 2010, 03:24 PM) *

ქევანა

წყლის და საერთოდ სითხის დალევა შეიძლება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან მერე 2-3 საათის მერე. სასურველია სადილობისას ამ სადილობამდე ტკბილი სითხეები არ მიიღოთ, მონელებას აფერხებს. თუ ყელი გაგიშრათ ცოტა წყლის დალევა სადილობის დროსაც შეიძლება.

ისევ გაგახსენაბთ სადილობა ყველაზე კარგია 11-დან 1 საათამდე.

საშუალოდ დღის განმავლობაში რა როდენობით უნდა მივიღოთ წყალი? რაც დაცხა უფრო ბევრს ვსვავ . . .
(P.S.გაასწორა დღეს 6 ზე ადგომამ a075.gif დავწერე კიდევ ერთი პატარა ნაწილი ჩავამატე smile.gif )

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 10 2010, 01:04 PM

izi-bartki

2-3 ლიტრი რომც არ გწყუროდეს მაინც უნდა დალიო.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 10 2010, 01:08 PM

ციტატა(Atman @ Jul 10 2010, 01:04 PM) *

izi-bartki

2-3 ლიტრი რომც არ გწყუროდეს მაინც უნდა დალიო.

არადა საერთოდ არ მიყვარს წყალი,მაგრამ ახლა 2 ლიტრს მგონი მართლა ვსვავ.კარგია რომ მითხარი და ტკბილი წყალი(თუ წვენი) დილით ხო? (კოკა-კოლას არ ვგულისხმობ biggrin.gif მაგით ბაბუაჩემს პროფილაქტიკა რომ ჰქონდა მანქანების ნაწილებს რეცხავდა ხოლმე მთელ ჟანგს და ჭუჭყს ჭამსო)

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 10 2010, 01:09 PM

ციტატა(Atman @ Jul 10 2010, 01:04 PM) *

izi-bartki

2-3 ლიტრი რომც არ გწყუროდეს მაინც უნდა დალიო.


სხეულის წონა უნდა გაამრავლო 0.04-ზე. ესაა სენი დღიური დოზა.
ანუ, ამაზე ნაკლები არ უნდა დალიო.
მეტი - შეიძლება. მით უმეტეს ასეთ პაპა - ნაქებაში.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 10 2010, 01:09 PM

izi-bartki

ხო, ტკბილი დილით ჯობია a075.gif რა ჯობია კაი ნატურალურ ხილის წვენს, ოღონდ შენი დაწურულია კარგი და არა ნაყიდი a075.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 10 2010, 01:16 PM

terra

ციტატა
სხეულის წონა უნდა გაამრავლო 0.04-ზე. ესაა სენი დღიური დოზა.ანუ, ამაზე ნაკლები არ უნდა დალიო.მეტი - შეიძლება. მით უმეტეს ასეთ პაპა - ნაქებაში.

დავტვალე და გავსკდები გიო biggrin.gif
Atman
ციტატა
ხო, ტკბილი დილით ჯობია რა ჯობია კაი ნატურალურ ხილის წვენს, ოღონდ შენი დაწურულია კარგი და არა ნაყიდი

უუფ აბაა,თან ტექნიკაც ხელს მიწყობს და smile.gif (ახალ რეცეპტებს ვამუღამებ და დაგაგემოვნებინებთ მერე tongue.gif )

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 10 2010, 01:20 PM

დილით ადგომისთანავე 1-2 ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, ზამთარშიც და ზაფხულშიც!

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 10 2010, 01:20 PM

ციტატა(izi-bartki @ Jul 10 2010, 01:16 PM) *

terra

დავტვალე და გავსკდები გიო biggrin.gif


არაფერი არ გასკდები tongue.gif გადაანაწილე მთელ დღეზე cool.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 10 2010, 01:22 PM

ხო და კიდე გირჩევთ, რომ ტკბილი წვენი მხოლოდ ლოცვის მერე მიიღოთ. პირველი სიტკბო ლოცვის გემო უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 10 2010, 01:28 PM

terra

ციტატა
არაფერი არ გასკდები გადაანაწილე მთელ დღეზე

ვცდი აბაsmile.gif ხვალიდან დავიწყებsmile.gif kiss1.gif

Atman
ციტატა
ხო და კიდე გირჩევთ, რომ ტკბილი წვენი მხოლოდ ლოცვის მერე მიიღოთ. პირველი სიტკბო ლოცვის გემო უნდა იყოს

smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 10 2010, 03:39 PM

terra
გიო იცი რა მაინტერესებს? ხომ არ იცი, საერთოდ, სხეულის მასის ინდექსი როგორ გამოვთვალო,რა იქნება სიმაღლესთან მიმართებაში?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 10 2010, 04:33 PM

ციტატა(izi-bartki @ Jul 10 2010, 03:39 PM) *

terra
გიო იცი რა მაინტერესებს? ხომ არ იცი, საერთოდ, სხეულის მასის ინდექსი როგორ გამოვთვალო,რა იქნება სიმაღლესთან მიმართებაში?


მასწავლეს თავის დროზე, მაგრამ აღარ მახსოვს იზი smile.gif
რაღაც ფორმულები და ჯანდაბობებია.
დაიკიდე რა.
tongue.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 10 2010, 08:28 PM

terra

ციტატა
მასწავლეს თავის დროზე, მაგრამ აღარ მახსოვს იზი რაღაც ფორმულები და ჯანდაბობებია.დაიკიდე რა.

რა დავიკიდო ბიჯო თვალსა და ხელს სუა ვდნები ქალი ამ რეჟიმის გადამკიდე და ხო უნდა გავიგო სად დავატორმუზო,მინუსებში არ გადავიდე მერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ( უკვე -16)

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 10 2010, 09:26 PM

ციტატა(Atman @ Jul 10 2010, 02:20 PM) *

დილით ადგომისთანავე 1-2 ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, ზამთარშიც და ზაფხულშიც!

რაოო? biggrin.gif

დილით მაქსიმუმ ჩაი დავლიო, ესე 3მდე წყალი არ მინდება tongue.gif

ციტატა(izi-bartki @ Jul 10 2010, 09:28 PM) *

terra

რა დავიკიდო ბიჯო თვალსა და ხელს სუა ვდნები ქალი ამ რეჟიმის გადამკიდე და ხო უნდა გავიგო სად დავატორმუზო,მინუსებში არ გადავიდე მერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ( უკვე -16)

გაფრთხილებ გაჩერდე თორემ დამემგვანები
არ გირჩევ laugh.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 11 2010, 09:23 AM

ა ნ უ კ ა

ციტატა
დილით მაქსიმუმ ჩაი დავლიო, ესე 3მდე წყალი არ მინდება


წყალი რომც არ გწყუროდეს მაინც უნდა დალიო, მითუმეტეს ზაფხულში. იმიტომაც ხარ გაფშიკინებული biggrin.gif

პ.ს. ჩაი წყალი არაა და ენერგიას გართმევს პირიქით (ანუ ჯერ ცოტას გაძლევს და მერე ბევრს გრთმევს).

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 11 2010, 10:17 AM

ბევრი/საჭიროების მიხედვით/ წყალი განაპირობებს გულის ნორმალურ მუშაობას, ეს თავისი მხრივ სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, ის თავისი მხრივ ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას და ასეა ყველაფერი კავშირში ჯაჭვივით, ია ტაკ დუმაიუ..

თუ არ გიყვართ წყალი, დილას რამე მარილიანი შეჭამეთ, ვთქვათ ყველი, საუზმეზე ძალიან ვერ მოინდომებ biggrin.gif და მერე მთელი ან ნახევარი დღე მაინც კარგად ჩაყლურწავთ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 11 2010, 10:20 AM

kato_Bato

ციტატა
თუ არ გიყვართ წყალი, დილას რამე მარილიანი შეჭამეთ, ვთქვათ ყველი, საუზმეზე ძალიან ვერ მოინდომებ და მერე მთელი ან ახაევარი დღე მაინც კარგად ჩაყლურწავთ.


აუცილებელია გწყუროდეს და ისე დალიო? ძალით გადახუხე და ეგაა, რად უნდა მაგას მარილი smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 11 2010, 10:21 AM

Atman
ძალით არაფრის გაკეთება არ გვიყვარს ჩვენ, ესეთები ვართ biggrin.gif

"მინდა" ატრიალებს სამყაროს..

ადამიანური გაგებით.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 11 2010, 10:26 AM

kato_Bato

მაშინ წამალს რატომ ვსვამთ ძალით? biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 11 2010, 10:38 AM

Atman
გვეშინია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 11 2010, 10:52 AM

kato_Bato

ჰოდა როცა საჭმელი წამალი არ არის, მაშინ წამალი ხდება საჭმელი. biggrin.gif


იმიტომაც გეუბნებით ამ ყველაფერს, რომ არასწორი რეჟიმის და არასწორი კვების გეშინოდეთ a075.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 11 2010, 12:32 PM

დღეს 7 ზე ავდექი toast.gif ხვალაც 7 ზე ავდგები...მართლა კარგია დილით ადრე ადგომა, თითქოს უფრო ენერგიული ვარ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 11 2010, 12:35 PM

ikanosi

სანამ ზაფხულია ისარგებლე თორე ზამთარი რო იყოს ახლა არ ხარ შენ 7-ზე ამდგომი biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 11 2010, 12:54 PM

ციტატა(ikanosi @ Jul 11 2010, 12:32 PM) *

დღეს 7 ზე ავდექი toast.gif ხვალაც 7 ზე ავდგები...მართლა კარგია დილით ადრე ადგომა, თითქოს უფრო ენერგიული ვარ

laugh.gif გილოცავ გილოცავ!!! გეუბნები ფოთის სიამაყე ხარ-თქვა და არ გჯერა ძამია biggrin.gif kiss1.gif
(მე უკვე 6 საათიანtongue.gif )

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 11 2010, 02:30 PM

3 წელია 6 ზე ვდგები biggrin.gif
მოტივაციას გააჩნია, თორემ ყველა ვარიანტში ადრე ათრევა არ ასვენებს ადამიანს laugh.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 11 2010, 07:20 PM

ციტატა(kato_Bato @ Jul 11 2010, 02:30 PM) *

3 წელია 6 ზე ვდგები biggrin.gif
მოტივაციას გააჩნია, თორემ ყველა ვარიანტში ადრე ათრევა არ ასვენებს ადამიანს laugh.gif

შენი პაწაწუნა ყაჩაღის უზღვავ და ულევ ენერგიას თუ გავითვალისწინებთ(ჩემი დიშვილის არ იყოს ნახევარი საათი ტყუილად მამღერა,მაინც არ დაიძინა biggrin.gif )

rolleyes.gif რა ვიცი მე კარგად ვარ ადრე რომ ვდგები kiss1.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 11 2010, 09:15 PM

ციტატა(Atman @ Jul 11 2010, 10:23 AM) *

ა ნ უ კ ა
წყალი რომც არ გწყუროდეს მაინც უნდა დალიო, მითუმეტეს ზაფხულში. იმიტომაც ხარ გაფშიკინებული biggrin.gif

პ.ს. ჩაი წყალი არაა და ენერგიას გართმევს პირიქით (ანუ ჯერ ცოტას გაძლევს და მერე ბევრს გრთმევს).

ძალითაც რომ ჩამასხა ვერ დავლევ biggrin.gif

არ მიყვარს, ჭამის მერე ვსვამ ხოლმე 1 ჭიქას

ისე არა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 11 2010, 10:29 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
ძალითაც რომ ჩამასხა ვერ დავლევ არ მიყვარს, ჭამის მერე ვსვამ ხოლმე 1 ჭიქას ისე არა


კაკ რას ჭამის მერე არ შეიძლება, საჭმლის მონელებას აფერხებს (მომნელებელ ცეცხლს აქრობს) და შედეგად ტოქსინები გროვდება კარგად გადაუმუშავებული საჭმელისგან.

დარწმუნებული ვარ შენ ჭიაც გეყოლება. biggrin.gif ტოქსინების გამო ჩნდება როგორც წესი (ანუ იმუნიტეტის დაქვეითების გამო).

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 11 2010, 10:40 PM

ციტატა(Atman @ Jul 11 2010, 11:29 PM) *

ა ნ უ კ ა
კაკ რას ჭამის მერე არ შეიძლება, საჭმლის მონელებას აფერხებს (მომნელებელ ცეცხლს აქრობს) და შედეგად ტოქსინები გროვდება კარგად გადაუმუშავებული საჭმელისგან.

დარწმუნებული ვარ შენ ჭიაც გეყოლება. biggrin.gif ტოქსინების გამო ჩნდება როგორც წესი (ანუ იმუნიტეტის დაქვეითების გამო).

ჭამის მერე რომ არ დავლიო, დავიხრჩობი huh.gif

ჭიაც გყავს და ხვლიკიც თუ კაია biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 11 2010, 10:42 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
ჭამის მერე რომ არ დავლიო, დავიხრჩობი


მე გითხარი და შენ თუ გინდა 2 ლიტრა დააყოლე biggrin.gif 1-2 ყლუპი მოჟნა, პირის გასასველებლად ჭამის მერე. მაგრამ დიდი დოზით 2-3 საათი რომ გავა მერე უნდა დალიო a075.gif

ციტატა
ჭიაც გყავს და ხვლიკიც თუ კაია


აიღე ანალიზი და ნახავ a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 13 2010, 03:08 PM

ეს არის ძალიან კარგი აუდიოლექცია დღის რეჟიმის შესახებ. რუსული ვისაც გესმით ყველას გირჩევთ:


http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Rejim_dnia.mp3

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 13 2010, 03:50 PM

ამ ლექციას ვუსმენ ახლა და ამბობს, რომ ლოცვისთვის ყველაზე საუკეთესო დრო დილის 4-დან 5 საათამდეა. იმიტომ რომ ამ დროს ცნობიერება ყველაზე დიდ სიღრმეებში შედის. ჭკუის ემოციური მხარე ჯერ კიდევ არაა ჩართული და იმიტომ. 5-ის მერე კი ემოციური მხარე ირთვება, განსაკუთრებით ქალბატონებში და მოდის ღვარღვარა რელიგიური გრძნობები (ცრემლების სახით) smile.gif . მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ მთავარია სიღრმე, სენტიმენტები კი საჭიროა, მაგრამ მეორეხარისხოვანია.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 14 2010, 08:32 AM

Atman
დღეს 5-ს ეკლდა 20 წუთი რომ გამეღვიძა biggrin.gif

ციტატა
სენტიმენტები კი საჭიროა, მაგრამ მეორეხარისხოვანია.

რის გაგონებას ვეღირსე შენი პირიდან biggrin.gif
კიი მართალია,მთავარია სიღრმე,ანუ მესამე განზომილებაში გადახვიდე ლოცვისასsmile.gif,რთულია ასე ლოცვა,მაგრამ ისწავლება

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 14 2010, 08:37 AM

izi-bartki

მესამე განზომილებაში კი არ უნდა გადახვიდე, ჭკუიდან უნდა გამოხვიდე (ანუ ჭკუიდან გადახვიდე) biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 14 2010, 08:40 AM

ციტატა(Atman @ Jul 14 2010, 08:37 AM) *

izi-bartki

მესამე განზომილებაში კი არ უნდა გადახვიდე, ჭკუიდან უნდა გამოხვიდე (ანუ ჭკუიდან გადახვიდე) biggrin.gif

შენ ხელში კაი ხანია ჭკუიდან ვარ გადსული biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 25 2012, 01:19 AM

საშინელ დღეში ვარ ამ მხრივ.... საშინელებაა, დამენგრა ყველაფერი..
გავაგრძელოთ ამაზე საუბარი

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Aug 25 2012, 06:07 AM

ადრე ადგომა იმდენად გადამეზარდა ჩვევაში, 7-ზე გვიან ძალიანაც რომ მინდოდეს ვეღარ ვდგები. თან განწყობაც ძალიან განსხვავდება როცა ვთქვათ თუნდაც 7-ზე ვდგები, და როცა 6-ზე ან 5-ზე.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 25 2012, 08:20 AM

მე ყოველ დილით 7-ის ნახევარზე მეღვიძება და 7-ზე ვდგბი. ჩემს ცხოვრებაში სულ 1-2 შემთხვევა იყო, როცა მაღვიძარამ გამაღვიძა.

ყველაფერი გამომუშავებაზე და მიჩვევაზეა.
მონასტერში ხანგრძლივი დროით როცა ვიყავი, იქ 4-ის ნახევარზე ვდგებოდი. სახლში დაბრუნების შემდეგაც 2 კვირა ისევ მაგ დროს მეღვიძებოდა.

არ მახსოვს ვინმეს ეთქვას, გაიღვიძე ან ადექი biggrin.gif

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Aug 25 2012, 09:52 AM

მუდმივად დღის წესრიგში პრობლემა-ძილი. )) ყოველი დღე იწყება გადაწყვეტილებით რომ ყველა საქმე მოვითავო და დროზე დავიძინო.))

წლებია ადრე მიწევს ადგომა იდეაში 6-7 მაინც მაგრამ ვერაფრით გამოვიმუშავე . 6იდან რეკავს მაღვიძარა ერთი სთ, ვიღვიძებ ბოლო წუთში, გულის და ნერვების ტკივილის ფასად ავეხევი ლოგინს, : კი: ისტერიულად ვიწყებ გამზადებას, ხან სად ავსრიალდები, ხან სად მივერეხვები )) თუ სასიკვდილო ტრავმა არ მივიღE, ერთი ორი სინიაკი არ ითვლება ყოველდღე, )) გავრბივარ.
თან საათობრივია და უნდა დაფიქსირდე, რომ შევასწრებ, მერე ვიხედები რა ჩვიცვი ან ჩავიცვი თუარა, P გამოსასვლელი ხოარჩავუკეტე ვინმეს. მერე სკამზე ვჯდები ჩანთით გაყინული ერთი მიმართულებით მზერით რამოდენიმე წუთი , თავიდან ეშინოდათ თანამშრომლებს ეხლა შეეჩვივნენ, და ფრთხილად მეუბნებიან რომელი წელია, პოლიტიკურ-სოციალურ ვითარება, ჩემს თავზე ორ სიტყვას )) მერე ვფხიზლდები

საღამოს გვიან არ ვამთავრებ, ნუ სადღაც ორ სთსი უნდა დავიძინო, მარა დავბოდიალობ.. მერე ღამის ორ სთზე მეღვიძება და ვერ ვიხსნებ როდის და რა ვითარებაში დავიძინე, მერე ვნახულობ სახლს- შუქს თუ არ ჩავთვლით კარებია თუა ჩაკეტილი, და გაზზე ხომ არ დავწვი მორიგი ტაფა-ჩაიდანი, და კორპუსი ხო არ ავწიე ჰაერში, თან თვითგვემაში ვარ რადგან მეზობლების პოტენციური მკვლელი ვარ, მარა ეგ დიდხანს არ გძელდება , ისევ ვიძინებ და ასე ყოველ დღე,
უკიდურეს ტანჯვა წამებაში ვარ IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 25 2012, 12:07 PM

2-3 ზე ვიძინებ და 7 ზე რა სინდისით ავდგე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 25 2012, 12:31 PM

ვიწყებ biggrin.gif
ყველა თუ არა, განახლებული ატმანი მაინც წაიკითხავს laugh.gif
ბავშვობიდან მქონდა უძილობის პრობლემა.
შუადღისითაც არ მაძინებდნენ ბაღში, როცა ყველა ბალღი იწვა.
მოზრდილ ასაკში მედიკამენტებზეც გადავედი, მაგრამ არ მშველოდა.
რეჟიმი ჩამომიყალიბდა საშინელი.
დილის 6-7-ზე ვიძინებდი და ვდგებოდი 2-ზე.
ახლა ალბათ 10-12 წელია რაც მაღვიძარით ვიღვიძებ 10-11-ზე
მეშინია ძველ რეჟიმს არ დავუბრუნდე, მაგრამ მოხდა საოცრება.
ორგანიზმი 8-9 საათ ძილს მთხოვს, როცა ადრე 3 საათი მყოფნიდა.
ნუ ხან 10 საათიც მძინავს და მერე იძულების წესით ვდგები.
მხოლოდ წირვაზე წასვლის წინ ვიღვიძებ 7-ზე და მერე შუადღისით 4 საათი რომ არ დავიძინო, მთელი დღე რობოტივით ვარ.
ვერ ვაზროვნებ და ვგრძნობ, ჩემ სხეულს როგორ სძინავს.
მე კი თითქოს სამშვინველი მამოძრავებს biggrin.gif
დავუშვათ დანაკლისი ვერ ავინაზღაურე იმავე დღეს, მომდევნო დღეებში მიწევს ძილზე ამ დაკარგული საათების დამატება.
ვნების კვირა დატვირთულია მსახურებებით.
ამ დროს გადაბმულად 10 დღე მიწევს 6-ზე ადგომა და ვგრძნობ, რომ ორგანიზმი სტრესში მყავს.
გადამვწარივი ვარ ხოლმე და გამოფიტული.
მგონი რაც მთელი ცხოვრება დავიკელი,ახლა ვანაზღაურებ.
სისტემატიურად ვსვამ რძეს და ეს ხომ მეტად მთიშავს.
მოკლედ უძილობის პრობლემა მომიგვარდა, მაგრამ ახლა ძილიანობას ვუჩივი.
ნეოს პოსტს ვეთანხმები 100%-ით.
მე რომ 6-ზ ავგდე, 9-ზე უკვე უნდა მეძინოს.
ამ დროს სახლში არც ვარ ხშირად.
ან თუ ვარ, მაშინ ვეკონტატქები მეგობრებს, ახლობლებს.
მანამდე ყველა მუშაობს და გამოდის, რომ უნდა დავივიწყო ხალხი.
მირჩევნია 5 წლით ადრე გავიდე ამ ქვეყნიდან, ვიდრე მარტოობაში და უძილობაში აღმომხდეს სული, მაგრამ სამაგიეროდ დილაადრიან ვდგებოდე tongue.gif biggrin.gif
უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში ცხოვრების რითმი(!)
”ზანგივით” მარტო შენ ვერ იცხოვრებ მაგ რეჟიმით.
მესმის დადებით მხარე და გეთანხმები ბევრ რამეში, მაგრამ შეუძლებელია დღევანდელობაში მასე ცხოვრება.

ხო, კიდე წყალზე დავწერ ერთ-ორ სიტყვას.
წყალს რომ ვსვამ, გულისრევის შეგრძნება მიჩნდება და საერთოდაც ვერ ვიტან წყლის გემოს.
ამიტომ სულ გაზიან ტკბილ სასმელებზე ვიყავი.
თუ ფიზიკურად არ მქონდა სახლში, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს და ვითმენდი წყურვილს.
ამან უამრავი პრობლემა შემიქმნა.
წონაში მოვიმატე, ძველბზე მკურნალობა დამჭირდა, აღმომაჩნდა ცხვირის, ყელის და თვალის სიმშრალე.
მგონი ძილიანობაც ამას სცოდნია.
1 კვირაა წყალს იძულების წესით ვსვამ.
უზმოზე მიწევს წამლის დალევა და ვცდილობ ბევრი წყალი დავაყოლო.
ვიჭყიპები რა ამ სითხით და ვნახოთ რა შედეგს მომიტანს sleep.gif user.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2012, 01:06 PM

სანამ გამოცდები დამეწყებოდა ერთი თვე 8-ის ნახევარზე ვწვებოდი...biggrin.gif

ნუ გაღვიძებაზე პრობლემა არ მაქ. როცა მინდა მაშინ გავიღვიძებ...

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Aug 25 2012, 01:24 PM

tamuna m

შენ იმ დროს უნდა დაიძინო და გაიღვიძო, როცა ორგანიზმი მოგთხოვს smile.gif

დამატებით შეგიძლია დღის განმავლობაში, როცა დაღლილი იქნები, სახლშიც, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც და სხვა მოსახერხებელ ადგილებზეც გამოიყენო რელაქსაციის და "წათვლემის" ტექნიკა, როცა უბრალოდ უფლებას აძლევ ორგანიზმს დაიძინოს და არ ეწინააღმდეგები. ასეთი 20 წუთიანი წათვლემაც საკმაო ძალებს აძლევს ორგანიზმს.

არსებობს სხვადასხვა მედიტაციის ტექნიკაც უძილობის ან ძილიანობის გამოსასწორებლად, მაგრამ თქვენთვის ხიხიაა და გაწყენთ tongue.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 25 2012, 02:31 PM

A.V.M

ციტატა
ნუ გაღვიძებაზე პრობლემა არ მაქ. როცა მინდა მაშინ გავიღვიძებ...

აი სულ მცირე 15 წუთი მჭირდება, რომ გავიღვიძო.
თავს ვებრძვი და ვერ ვიღვიძებ.
თან მზინავს და თან მღვიძავს.
თითქოს ნარკოზი გამიკეთეს biggrin.gif
ეს მაღვიძარა რომ მაღვიძებს და წამოვხტები, გული ისე აჩქარებული მაქვს, ძლივს ვიმშვიდებ მერე biggrin.gif
მოკლედ რა... sad.gif(

Atm@n
ციტატა
შენ იმ დროს უნდა დაიძინო და გაიღვიძო, როცა ორგანიზმი მოგთხოვს

ხოდა გვიან მეძინება და გვიან მეღვიძება და ნუ "მაიძულებ"5-ზე ადგომას.
20 წუთით ვერ წავუძინებ.
დავნევროზდები მასე.
თუ ძილი არ მყოფნის თიტქოს ნაბახუსზვე ვარ.
მაგას მირჩევნია სულ არ წავთვლიმო.
პ. ს. ისე რა სანახავი ვიქნები მარშუტში წაძინებული biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Aug 25 2012, 03:31 PM

tamuna m

ციტატა
თავს ვებრძვი და ვერ ვიღვიძებ.თან მზინავს და თან მღვიძავს.თითქოს ნარკოზი გამიკეთეს


ვფიქრობ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის არაა ჰარმონია და მაგის გამოა ეგ ყველაფერი. ანუ იგივე ინის და იანის წონასწორობა... მეტ-ნაკლებად ყველას დარღვეული გვაქვს ეს ბალანსი.

ალბათ ერთი მხრივ ზედმეტად ცდილობ აკონტროლო საკუთარი თავი (და გარემოც), ანუ მარცხენა ნახევარსფეროს ააქტიურებ, მეორე მხრივ კი მარჯვენა თავისას ითხოვს, მარცხენა კი ხელს უშლის ხოლმე ("ადრე ვარ ასადგომი", "დილის ლოცვას უნდა დავესწრო" და ა.შ.) მოკლედ ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე კონფლიქტი მოხდა შენს სურვილებსა და შინაგან მოთხოპვნილებებს შორის...

თან ეტყობა ნივთიერებათა ცვლაც არაა წესრიგში (თუნდაც წყლის მაგალითი).

გირჩევ რაღაც პერიოდი ბუნებაშI გახვიდე (მთაში), ჯანმრთელი პროდუქტით იკვებო, ბევრი იძინო და არაფერზე იდარდო! smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 25 2012, 03:54 PM

Atm@n

ციტატა
ჯანმრთელი პროდუქტით იკვებო,

ხო, არანორმალურად ვიკვებები ნამდვილად : ((
ციტატა
ბევრი იძინო და არაფერზე იდარდო!

სწორედ მაგას ვაკეთებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 26 2012, 03:29 PM

ყველაფერი გენმოდიფიცირებული იყიდება, თითქმის... შეწამლულიც...
ესეც მოქმედებს, მნიშვნელოვნად, ორგანიზმზე.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 14 2013, 10:11 PM

როგორ ვერ ვდგები, ძალიან კარგადაც ვდგები მზის ამოსვლამდე a015.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 15 2013, 12:28 PM

მე მშვენივრად ვდგები უკვე - ძაღლი მაიძულებს biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)