თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ კვეთებულის ლოცვები

პოსტის ავტორი: tamtacxoidze თარიღი: Apr 1 2008, 09:39 PM

ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი?

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Apr 1 2008, 09:51 PM

ციტატა(tamtacxoidze @ Apr 1 2008, 08:39 PM) *

ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი?

არა არ ვარ,ძალიან კი მინდოდა,მაგრამ მამაომ კურთხევა არ მომცა biggrin.gif

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Apr 1 2008, 11:10 PM

QUOTE(tamtacxoidze @ Apr 1 2008, 09:39 PM) *

ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი?

კი ნამყოფი ვარ ერთხელ. smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 1 2008, 11:13 PM

მოსმენილი მაქვს მოძღვრისგან, რომ ამ ლოცვებზე ჩვეულებრივი, სულიერად ჯანმრთელი ადამიანები არ უნდა დადიოდნენ. მხოლოდ სულიერად დაავადებულები, ანუ ეშმაკეულებიო.

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Apr 1 2008, 11:19 PM

QUOTE(მარიამი @ Apr 1 2008, 11:13 PM) *

მოსმენილი მაქვს მოძღვრისგან, რომ ამ ლოცვებზე ჩვეულებრივი, სულიერად ჯანმრთელი ადამიანები არ უნდა დადიოდნენ. მხოლოდ სულიერად დაავადებულები, ანუ ეშმაკეულებიო.

მადლობა ღმერთს, ეშმაკეული ნამდვილად არ ვარ laugh.gif უბრალოდ ჩემი მოძღვარი კითხულობდა ხოლმე და მეც იმ დროს მომიწია ასვლა აღსარებაზე. smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 1 2008, 11:23 PM

ციტატა(sara @ Apr 1 2008, 11:19 PM) *

მადლობა ღმერთს, ეშმაკეული ნამდვილად არ ვარ laugh.gif უბრალოდ ჩემი მოძღვარი კითხულობდა ხოლმე და მეც იმ დროს მომიწია ასვლა აღსარებაზე. smile.gif

ეგ არც მიფიქრია laugh.gif
უბრალოდ ბევრმა არ იცის, რომ ეშმაკეულებისთვისაა და ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ესწრებიან ამ ლოცვებს, რაც არ შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Apr 1 2008, 11:54 PM

კვეთებულის ლოცვებს რამდენი მოძღვარი კითხულობს საქართველოში.იქნებ იცოდეთ ვინმემ?

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Apr 2 2008, 12:05 AM

QUOTE(daviti_23 @ Apr 1 2008, 11:54 PM) *

კვეთებულის ლოცვებს რამდენი მოძღვარი კითხულობს საქართველოში.იქნებ იცოდეთ ვინმემ?

ერთი ნამდვილად ვიცი მამა აკაკი_მეტეხში,ადრე მამა გიორგი სხირტლაძეც კითხულობდა მგონი,ხანდახან ჩემი მოძღვარიც კითხულობს ხოლმე,არქიმანდრიტი ბართლომე_თაბორის მთაზე.მეტი არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 2 2008, 12:49 AM

სწორედ რომ წმიდა წერილის თემააა biggrin.gif

ისე მე ვარ ერთი ორჯერ დასწრებული tongue.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 2 2008, 01:01 AM

თემა გადადის ღვთისმსახურებაში

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Apr 2 2008, 10:48 AM

მე ძაან ბევრჯერ ყოფილვარ კვეთებულის ლოცვაზე,მეტეხში და სულიერად კარგად ვიგრძენი თავი.მარტო ეშმაკეულებზე არააა ეგ ლოცვა გათვლილი,აბა რას ატარებს ხოლმე მამა აკაკი თუ ასეა? რაიონიდან ჩამოდიან ხალხი დასასწრებად ლოცვის.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 2 2008, 10:56 AM

daviti_23
მეუფე იობიც კიტხულობს ხოლმე

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 2 2008, 11:02 AM

მამა რაფიელიც კითხულობს, მეტეხში (სადაც მამა აკაკია)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 2 2008, 11:14 AM

ციტატა(mak @ Apr 2 2008, 10:48 AM) *

მე ძაან ბევრჯერ ყოფილვარ კვეთებულის ლოცვაზე,მეტეხში და სულიერად კარგად ვიგრძენი თავი.მარტო ეშმაკეულებზე არააა ეგ ლოცვა გათვლილი,აბა რას ატარებს ხოლმე მამა აკაკი თუ ასეა? რაიონიდან ჩამოდიან ხალხი დასასწრებად ლოცვის.

მამა გიორგი გამრეკელისგან ვიცი, რომ არ შეიძლება ყველასთვის. თუმცა შეიძლება განსხვავებული მოსაზრება არსებობდეს. მე პირადად მამა გიორგის მოსაზრებისკენ ვიხრები smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 2 2008, 12:47 PM

ზუსტად იგივე კითხვით მივმართე ერთ მოძღვარს რომელმაც მითხრა, ეს ლოცვა იკითხება სულიერად შეპყრობილთათვის ანუ ეშმაკეულთათვის და თუ არ არის ამის საჭიროება არაა საჭირო მასზე დასწრება. ხო ეზიარებიო, აღსარებებს ხომ ამბობო, წირვა ლოცვებს ხომ ესწრებიო აბა რაღად გინდაო. ეს ლოცვა იმათთვისაა ვისაც საკუთარი ნება წართმეული აქვთ და ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავსო.

ამ ლოცვაზე მოძღვარი უშუალოდ ბოროტს მიმართავს და ღვთის ძალით უბრძანებს ეშმაკეულისაგან გასვლას. იმავე მოძღვარმა ასეთი შედარება მოიტანა, ძაღლი რომ იწვეს თავისთვის და შენ რომ მიხვიდე და ქვების სროლა დაუწყოო ხომ ადგება და გიკბენსო ხოდა როცა შენთვის არაა ეს ლოცვა საჭირო არცაა აუცილებელი მასზე დასწრება.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 2 2008, 01:16 PM

მარიამი

ციტატა
მამა გიორგი გამრეკელისგან ვიცი, რომ არ შეიძლება ყველასთვის. თუმცა შეიძლება განსხვავებული მოსაზრება არსებობდეს. მე პირადად მამა გიორგის მოსაზრებისკენ ვიხრები

კვეთებულის ყველასთვის არ არის.
ცემი მოდზღვრის სიტყვებს გეტყვი : კვეთებული გრიპის წამალი არ არის რომ ყველამ იაროსო

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 2 2008, 02:34 PM

mariami-k
ალექსანდრე
მეც მაგას ვამბობ smile.gif

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Apr 2 2008, 05:51 PM

მე ვიცი რომ არა მარტო სულიერად დაავადებულთათვის და შეპყრობილთათვის იკითხება,არამედ მათთვისაც ვინც მძიმედ არის ავად(ფიზიკურ ავადმყოფობას ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Apr 2 2008, 06:18 PM

ციტატა(მარიამი @ Apr 1 2008, 10:13 PM) *

მოსმენილი მაქვს მოძღვრისგან, რომ ამ ლოცვებზე ჩვეულებრივი, სულიერად ჯანმრთელი ადამიანები არ უნდა დადიოდნენ. მხოლოდ სულიერად დაავადებულები, ანუ ეშმაკეულებიო.

ზუსტად ასე მითხრა მეც ჩემმა მოძღვარმა,ვინც ახსარებას ამბობს და მაზიარებელიაო კვეთებულის ლოცვები არ სჭირდებაო(რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს,ვინც მალავს რამეს ახსარებაში და ა.შ.),შესაძლებელია მაგ ლოცვებმა ადამიანზე უარყოფითად იმოქმედოს და მოძღვრის კურთხევის გარეშე ნუ დაესწრებით.

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Apr 2 2008, 10:03 PM

გუშინ ვიყავი ზუსტად ლოცვებზე.
დედაჩემს უნდოდა და გავყევი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მამა სოგრატე კითხულობს და მისი მრევლიდან ბევრი ესწრებოდა. არამგონია ისინი ეშმაკეულები ყოფილიყვნენ huh.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Apr 2 2008, 10:45 PM

მეც დავსწრებივარ კვეთებულის ლოცვას და არ ვიცოდი თუ ყვეკასთვის არ შეიძლებოდა sad.gif

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Apr 2 2008, 11:23 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Apr 2 2008, 12:47 PM) *

ზუსტად იგივე კითხვით მივმართე ერთ მოძღვარს რომელმაც მითხრა, ეს ლოცვა იკითხება სულიერად შეპყრობილთათვის ანუ ეშმაკეულთათვის და თუ არ არის ამის საჭიროება არაა საჭირო მასზე დასწრება. ხო ეზიარებიო, აღსარებებს ხომ ამბობო, წირვა ლოცვებს ხომ ესწრებიო აბა რაღად გინდაო. ეს ლოცვა იმათთვისაა ვისაც საკუთარი ნება წართმეული აქვთ და ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავსო.

ამ ლოცვაზე მოძღვარი უშუალოდ ბოროტს მიმართავს და ღვთის ძალით უბრძანებს ეშმაკეულისაგან გასვლას. იმავე მოძღვარმა ასეთი შედარება მოიტანა, ძაღლი რომ იწვეს თავისთვის და შენ რომ მიხვიდე და ქვების სროლა დაუწყოო ხომ ადგება და გიკბენსო ხოდა როცა შენთვის არაა ეს ლოცვა საჭირო არცაა აუცილებელი მასზე დასწრება.

ალექს ნუ მაშინებ რა smile.gif მეც მინდოდა სიარული და ვიყავი კიდეც ერთხელ და რომ ვთქვი ეს, მირჩიეს არ მევლო მოძღვრის დაუკითხავად და სურვილი მაქვს განვაგრძო დავაზუსტებ რამდენად შეიძლება სიარული და მერე smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 4 2008, 02:23 AM

natiako

ციტატა
ალექს ნუ მაშინებ რა მეც მინდოდა სიარული და ვიყავი კიდეც ერთხელ და რომ ვთქვი ეს, მირჩიეს არ მევლო მოძღვრის დაუკითხავად და სურვილი მაქვს განვაგრძო დავაზუსტებ რამდენად შეიძლება სიარული და მერე

და რამეს ატყობ შენს თავს რომ ეს ლოცვები გჭირდებოდეს?

პოსტის ავტორი: ANELI თარიღი: Apr 4 2008, 10:56 AM

ქაშუეთის ეკლესიაში მამა ელიზბარიც კითხულობს კვეთებულის ლოცვებს და ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ამ ლოცვებზე დასწრება არ შეიძლება ყველასათვის. მაშინ სქიმარქიმანდრიტის მამა საბას ლოცვები უფრო ძლიერია კვეთებულის ლოცვებზე (თუ არ ვცდები პატრიარქმა აუკრძალა მას კვეთებულის ლოცვების კითხვა ამ სიტყვებით ,,შენი ლოცვები კვეთებულზე უფრო ძლიერიაო") და არც მამა საბასთან არასოდეს არ უთქვამთ ჩემთვის, რომ არ შეიძლებოდა ასეთ ლოცვებზე ყველას სიარული. მამა საბას ლოცვები ხომ მართლა ძლიერია და ბევრი სასწაულის მხილველია მისი მრევლი.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 4 2008, 04:02 PM

ციტატა(ANELI @ Apr 4 2008, 10:56 AM) *

ქაშუეთის ეკლესიაში მამა ელიზბარიც კითხულობს კვეთებულის ლოცვებს და ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ამ ლოცვებზე დასწრება არ შეიძლება ყველასათვის. მაშინ სქიმარქიმანდრიტის მამა საბას ლოცვები უფრო ძლიერია კვეთებულის ლოცვებზე (თუ არ ვცდები პატრიარქმა აუკრძალა მას კვეთებულის ლოცვების კითხვა ამ სიტყვებით ,,შენი ლოცვები კვეთებულზე უფრო ძლიერიაო") და არც მამა საბასთან არასოდეს არ უთქვამთ ჩემთვის, რომ არ შეიძლებოდა ასეთ ლოცვებზე ყველას სიარული. მამა საბას ლოცვები ხომ მართლა ძლიერია და ბევრი სასწაულის მხილველია მისი მრევლი.

ძლიერი და სუსტი ლოცვები თუ არსებობდა არ ვიცოდი yes.gif მამა საბას ლოცვა სულ სხვაა და კვეთებულისა სულ სხვა,თვითონ კვეთებულის ლოცვა რას ნიშნავს? ესაა სპეციალური ლოცვა, რომელსაც უკითხავენ შეპყრობილ ადამიანებს. და ამ დროს მოძღვარი უშუალოდ მიმართავს ეშმაკს და ღვთის ძალით უბრზანებს დამიანისგან გასვლას. ეხლა შეიძლება რომ ჯანმრთელობის ლოცვის მაგიერ ჯადოს ლოცვა წაუკითხო ადამიანს ანდა პირიქით? შეიძლება რომ გაციებაზე კბილის ტკივილის წამალი მისცე ადამიანს? ასე რომ ყოველ ლოცვას აქვს ტავისი დანიშნულება და იკითხება შესაბამის დროს.

მე მაინც ვერ ვხვდები ერთ რამეს რატომაა ასეთი მოთხოვნა ამ ლოცვაზე? თუ ადამიანი ხარ მრევლი, გყავს მოძღვარი, აბარებ აღსარებას, ეზიარები რომელი ბოროტი ძალა გავნებს რამეს?

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Apr 4 2008, 09:49 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Apr 4 2008, 02:23 AM) *

natiako

და რამეს ატყობ შენს თავს რომ ეს ლოცვები გჭირდებოდეს?

smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Apr 5 2008, 05:03 PM

მეც დავსწრებივარ რამოდენიმეჯერ ეშმაკეულების განკურნების პროცესს... მამა სერაპიონთან ბოლნისის მონასტერში, და უცნაური სანახაობებიც ვნახე... და უცნაური შეგრძნებებიც განვიცადე... ძალიან საინტერესო იყო...

პოსტის ავტორი: ANELI თარიღი: Apr 5 2008, 05:42 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Apr 4 2008, 03:02 PM) *

ძლიერი და სუსტი ლოცვები თუ არსებობდა არ ვიცოდი yes.gif მამა საბას ლოცვა სულ სხვაა და კვეთებულისა სულ სხვა,თვითონ კვეთებულის ლოცვა რას ნიშნავს? ესაა სპეციალური ლოცვა, რომელსაც უკითხავენ შეპყრობილ ადამიანებს. და ამ დროს მოძღვარი უშუალოდ მიმართავს ეშმაკს და ღვთის ძალით უბრზანებს დამიანისგან გასვლას. ეხლა შეიძლება რომ ჯანმრთელობის ლოცვის მაგიერ ჯადოს ლოცვა წაუკითხო ადამიანს ანდა პირიქით? შეიძლება რომ გაციებაზე კბილის ტკივილის წამალი მისცე ადამიანს? ასე რომ ყოველ ლოცვას აქვს ტავისი დანიშნულება და იკითხება შესაბამის დროს.

მე მაინც ვერ ვხვდები ერთ რამეს რატომაა ასეთი მოთხოვნა ამ ლოცვაზე? თუ ადამიანი ხარ მრევლი, გყავს მოძღვარი, აბარებ აღსარებას, ეზიარები რომელი ბოროტი ძალა გავნებს რამეს?

ალექსანდრე გეთანხმები, რომ ყველა ლოცვა ძლიერია, იმაშიც გეთანხმები, რომ კვეთებულის ლოცვას სხვა დანიშნულება აქვს და ჯანმრთელობის ლოცვებს სხვა. მაგრამ იმაში ნუ შემედავები, რომ მამა საბას ლოცვანი განსაკუთრებულია, მე ნამდვილად დავაზუსტე, რომ მამა საბა კვეთებულს აღარ კითხულობს. თუმცა ადრე კითხულობდა და ბევრ შეპყრობილი სთვის გაუწევია დახმარება.
მაგრამ ისმის კითხვა ხომ შეიძლება იარო კვეთებულზე არა იმის გამო, რომ შენ გჭირდება, არამედ იმის გამო, რომ შენ ახლობელს სჭირდება, თუნდაც შეპყრობილია და მას იმის საშუალება არ აქვს, რომ ეკლესიაში იაროს, ეზიაროს და ა.შ. ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა შევხვდეთ ყოველივე ამას, თუ დახმარება შეგვიძლია არ შეიძლება ჩვენ ვიაროთ ამ ლოცვებზე და დავეხმაროთ თუნდაც მცირედით. მამა ელიზბარმა მე სწორედაც, რომ ამის გამო მომცა ამ ლოცვებზე დასწრების უფლება.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Apr 5 2008, 08:35 PM

ციტატა
ხომ შეიძლება იარო კვეთებულზე არა იმის გამო, რომ შენ გჭირდება, არამედ იმის გამო, რომ შენ ახლობელს სჭირდება, თუნდაც შეპყრობილია და მას იმის საშუალება არ აქვს, რომ ეკლესიაში იაროს, ეზიაროს და ა.შ. ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა შევხვდეთ ყოველივე ამას, თუ დახმარება შეგვიძლია არ შეიძლება ჩვენ ვიაროთ ამ ლოცვებზე და დავეხმაროთ თუნდაც მცირედით. მამა ელიზბარმა მე სწორედაც, რომ ამის გამო მომცა ამ ლოცვებზე დასწრების უფლება.

მართAლი ბრძანებაა!
ერთი რაიმე მაინტერესებს თემასთAნააა შორი- ახლოს. როდესაც ვინმე შენზე ლოცულობს შენი ეშმაკები შემდებ იმას ესხმიან თავს?
ხომ არ იცით ამაზე პასუხი ვინმემ?

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Apr 5 2008, 08:49 PM

ციტატა(ANELI @ Apr 5 2008, 05:42 PM) *

ალექსანდრე გეთანხმები, რომ ყველა ლოცვა ძლიერია, იმაშიც გეთანხმები, რომ კვეთებულის ლოცვას სხვა დანიშნულება აქვს და ჯანმრთელობის ლოცვებს სხვა. მაგრამ იმაში ნუ შემედავები, რომ მამა საბას ლოცვანი განსაკუთრებულია, მე ნამდვილად დავაზუსტე, რომ მამა საბა კვეთებულს აღარ კითხულობს. თუმცა ადრე კითხულობდა და ბევრ შეპყრობილი სთვის გაუწევია დახმარება.
მაგრამ ისმის კითხვა ხომ შეიძლება იარო კვეთებულზე არა იმის გამო, რომ შენ გჭირდება, არამედ იმის გამო, რომ შენ ახლობელს სჭირდება, თუნდაც შეპყრობილია და მას იმის საშუალება არ აქვს, რომ ეკლესიაში იაროს, ეზიაროს და ა.შ. ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა შევხვდეთ ყოველივე ამას, თუ დახმარება შეგვიძლია არ შეიძლება ჩვენ ვიაროთ ამ ლოცვებზე და დავეხმაროთ თუნდაც მცირედით. მამა ელიზბარმა მე სწორედაც, რომ ამის გამო მომცა ამ ლოცვებზე დასწრების უფლება.

სწორედ ამიტომ მინდოდა მეც სიარული ვიცოდი, რომ სხვის ნაცვლად თუ ივლიდი ესეც უშველიდა იმ ადამიანს...

მე ვიცი, რომ კვეთებულის ლოცვები შველის დაავადებულებსაც სხვადასხვა დაავადებებით, მარტო ეშმაკისგან განთავისუფლებისთვის არაა განკუთვნილი. smile.gif

პოსტის ავტორი: saxva თარიღი: Apr 5 2008, 10:55 PM

ხალხო სულიერად მძიმედ ვარ, დეპრესიაში ვარ, ცხოვრების ხალისი მაქ დაკარგული, უკვე ადამიანტან ლაპარაკის ხალისიც არ მაქ, უკვე ძალიან დავიგალე, ჩემტვის შეილება მისვლა? ან რომივიდე ტუ მიშველის

პოსტის ავტორი: saxva თარიღი: Apr 5 2008, 11:47 PM

ძალიან გთხოვტ მიპასუხოთ

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Apr 6 2008, 12:05 AM

QUOTE(saxva @ Apr 5 2008, 10:55 PM) *

ხალხო სულიერად მძიმედ ვარ, დეპრესიაში ვარ, ცხოვრების ხალისი მაქ დაკარგული, უკვე ადამიანტან ლაპარაკის ხალისიც არ მაქ, უკვე ძალიან დავიგალე, ჩემტვის შეილება მისვლა? ან რომივიდე ტუ მიშველის

მოძღვარი გყაავს?

პოსტის ავტორი: qetevani22 თარიღი: Apr 6 2008, 12:57 AM

მე რამოდენიმეჯერ ვყოფილვარ კვეთებულზე,იმიტომ რომ მეტეხის მრევლი ვარ.გეთანხმებით ყველას,რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე არ შეიძლება დასწრება,ისიც მართალია,რომ ამ დროს ბოროტი უფრო გამძვინვარებულია.მაგრამ ამ ლოცვას ბევრი ესწრება არაშეპყრობილი,ნორმალური სულიერების ადამიანი და მე ვინც ვიცი ,არავიზე არ უმოქმედია ცუდად.მე პირადად კი ძალიან კარგად მიგვრძნია თავი(არ ვარ შეპყრობილი) კვეთებულის შემდეგ.მამა საბა(სქ.არქიმანდრიტი)არ ვიცოდი კვეთებულსაც თუ კითხულობდა.მისი ლოცვებით განკურნებულებზე კი ძალიან ბევრი მსმენია და რამოდენიმეს პირადადაც ვიცნობ.
მე რამდენადაც ვიცი პატრიარქისგან მთელ საქართველოში რამოდენიმე მოძღვარს აქვს კვეთებულის კითხვის კურთხევა,მათ შორის მამა აკაკისა და მამა რაფაელს მეტეხის ტაძარში.ძალიან ბევრი განკურნებულა მაგ ლოცვებით მეტეხში.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 6 2008, 02:20 AM

ANELI

ციტატა
ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა შევხვდეთ ყოველივე ამას, თუ დახმარება შეგვიძლია არ შეიძლება ჩვენ ვიაროთ ამ ლოცვებზე და დავეხმაროთ თუნდაც მცირედით.

როგორც უკვე ვთქვი ესაა ლოცვა სადაც მოძღვარი უშუალოდ მიმართავს ეშმაკს და ღვთის სახელით უბრძანებს შეპყრობილისაგან განსვლას, ეხლა აი რა მაინტერესებს ესეიგი თუ მე მივალ კვეთებულის ლოცვაზე სხვის მაგიერ და მე მოვისსმენ ამ ლოცვას იმ სხვისაგან განიდევნება ბოროტი ?

natiako
ციტატა
მე ვიცი, რომ კვეთებულის ლოცვები შველის დაავადებულებსაც სხვადასხვა დაავადებებით, მარტო ეშმაკისგან განთავისუფლებისთვის არაა განკუთვნილი.

რავიცი აქამდე სულ ვიცოდი რომ ბოროტის განსადევნელი ლოცვა იყო

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Apr 10 2008, 02:26 PM

ვიდეოები არშეიძLება რო დაიდოს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Apr 10 2008, 02:57 PM

ციტატა
natiako

ციტატა
მე ვიცი, რომ კვეთებულის ლოცვები შველის დაავადებულებსაც სხვადასხვა დაავადებებით, მარტო ეშმაკისგან განთავისუფლებისთვის არაა განკუთვნილი.

რავიცი აქამდე სულ ვიცოდი რომ ბოროტის განსადევნელი ლოცვა იყო

მეც ვიცი რომ მაგალითად მამა აკაკისთან დადიან დაავდებულები და შემდეგ მათ ლახვრით კურნავს, მაგრამ შეიძლოება უბრალოდ მრევლმა შეარქვა მას კვეთებული და არადა სულ სხვა ლოცვას კითხულობს მაგ დროს მამაო?

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Apr 10 2008, 03:00 PM

ციტატა
მეც ვიცი რომ მაგალითად მამა აკაკისთან დადიან დაავდებულები და შემდეგ მათ ლახვრით კურნავს, მაგრამ შეიძლოება უბრალოდ მრევლმა შეარქვა მას კვეთებული და არადა სულ სხვა ლოცვას კითხულობს მაგ დროს მამაო?

არა კვეთებულის უეჭველი ვიცი რო ატარებს და მეორე ლოცვასაც თუ ატარებს მე არვიცი. შეიძლება თავისი წესიაქ რა ...

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Apr 10 2008, 03:12 PM

ციტატა
არა კვეთებულის უეჭველი ვიცი რო ატარებს და მეორე ლოცვასაც თუ ატარებს მე არვიცი. შეიძლება თავისი წესიაქ რა ...

მეც ვიცი რო ატარებს კვეთებულს მაგრამ, კვეთებული ავადმყოფებზე... მაგიტომ მგონია რომ შეიძლება სხვა ლოცვასაც ატარებს ავადმყოფებისთვის და მათ კიდე კვეთებული გონიათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 10 2008, 03:42 PM

კვეთებულის ლოცვასა ატარებს შეპყრობილთათვის, ხოლო ავადმყოფთათვის კი ლახვრით მკურნალობის ლოცვას

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Apr 10 2008, 03:47 PM

ციტატა
კვეთებულის ლოცვასა ატარებს შეპყრობილთათვის, ხოლო ავადმყოფთათვის კი ლახვრით მკურნალობის ლოცვას

ხო, ეხლა გასაგებია smile.gif

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Apr 21 2008, 05:10 PM

ციტატა(sara @ Apr 2 2008, 06:51 PM) *

მე ვიცი რომ არა მარტო სულიერად დაავადებულთათვის და შეპყრობილთათვის იკითხება,არამედ მათთვისაც ვინც მძიმედ არის ავად(ფიზიკურ ავადმყოფობას ვგულისხმობ)

ფიზიკური ავადმყოფობა კვეთებულითა არ იკურნება,კვეთებული გულისხმობს ეშმაკისგან დამონებული ადამიანის მისივე კლანჭებიდან ამ ლოცვით გამოხსნას.მძივე ავადობას თუ ეშმაკეულობა და ცოდვილი ცხოვრება უდევს საფუძვლად და ექიმის ჩარევა ამაოა ამ შემთხვევაში უშვებენ.
კვეთებული ლამის საზოგადო ლოცვად გადააქციეს და თავის ტკივილის დროსაც კითხულობენ,რამდენად მისაღებია მკითხველმა განსაჯოს.

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: May 9 2008, 10:40 AM

QUOTE(daviti_23 @ Apr 1 2008, 10:54 PM) *

კვეთებულის ლოცვებს რამდენი მოძღვარი კითხულობს საქართველოში.იქნებ იცოდეთ ვინმემ?

ზუსტად არ ვისი მაგრამ ვიცი ადამიანი რომელსაც მამა იობმა კვეთებულის ლოცვა წაუკითხა და მერე მთელი ამბავი მოყვა ამ ამბავს მამაო ამბობდა ცუდათ გახდა ბავშვიო ანუ იმას ნიშნავდა ტორმე რომ ეშმაკეილით ყოფილა შეპყრობილი,ის პიროვნება კი ამბობდა კვეთებულის ლოცვაზე ჯამრთელიც ცუდათ ხდებაო.ვერ გავიგე რატო ხდებიან ცუდათ ? თურმე ძალიან ცუდ რაღაცეებს ამბობენ მაგ დროს და მამაოებშაც აყენებენ შეურაჩყოფას.ეს უბრალოდ გაგონილია და არავის არ ვახვევ არადასაბუთებილ აზრს თავს smile.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 18 2008, 01:12 AM

mariami-k

ციტატა
მეუფე იობიც კიტხულობს ხოლმე

მეუფე ურბნისში რო კითხულობს ვიცი, მგონი აქაც კითხულობს ხოლმე, მაგრამ სად არვიცი...

პოსტის ავტორი: joriko86 თარიღი: May 22 2008, 09:00 PM

ამ თემის შესახებ, ყველა მოძღვარს სხვადასხვა აზრი აქვს, ზოგი აძლევს ნებას, თავის მრევლს იარონ და ზოგიც არა..... პირადად მე ვამბობ, რათქმაუნდა ჩემ აზრს,,, რომ ყველამ, ანუ ჩვეულებრივმა ადამიანმა არუნდა იაროს ''კვეთებულზე" რათგან შესაძლოა რამე ხიფათი შეემთხვეს, ბოროტისაგან. და რათქმაუნდა, ისაც გეცოდინებათ ამ ლოცვას ყველა მღველიც არასრულებს, რათგან ეს დიდი რისკია..... ამ ლოცვით, ადამიანი ეშმაკს "დუელში" იწვევს. ძირითადად ამ მსახურებას(კვეთებულს) შავი სამღდელოება ატარერებს. ასე და ამრიგად, მაინც მოძღვარმა უნდა განსაზღვროს, ვინ დაესწროს და ვინ არა... მთავარი კი ისარი, ადამიანი ყოველთვის ეკლესიის წიაღში იყოს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 31 2008, 11:55 PM

-ზოგჯერ მოძღვარს “კვეთებულის” ლოცვის წაკითხვის უფლება აქვს. ეს დემონთა განსადევნათაა განკუთვნილი. არცთუ იშვიათად ასეთ მოძღვარს აკითხავენ ადამიანები, რომლებიც ფსიქიურად არიან დაავადებულნი და იმედოვნებენ, რომ ეს ლოცვები მათ უშველის. მრავალრიცხოვანი ლიტერატურა იბეჭდება დემონების ძალაუფლების შესახებ. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თუკი ერთხელ დემონი ადამიანში შევიდა, სამუდამოდ დამკვიდრდება მასში და მხოლოდ ამ ლოცვის წაკითხვა უშველის. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი: ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ყველა სულიერი დაავადება შეპყრობილობით როდია გამოწვეული. ამის დამადასტურებელი ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი ვიცი. პარიზში იყო ერთი ხატმწერი, რომელიც უეცრად ჭკუიდან შეიშალა, სხვადასხვა რაღაც ეჩვენებოდა. ახლობლებს მისი გაღიზიანება არ სურდათ და როდესაც ის კითხულობდა: “ვერ გრძნობთ გოგირდის სუნს?” _ყნოსავდნენ და ეთანხმებოდნენ მას. ეს კი მხოლოდ ამძაფრებდა მასში იმის შეგრძნებას, რომ ნამდვილად ასეა. შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას ზეთს აცხებდნენ, ხშირად აზიარებდნენ, მაგრამ მაინც არ გამოჯანმრთელდა. მაშინ ექიმი ვიყავი და ფსიქიატრიულ კლინიკაში ვმუშაობდი. ჩემმა მოძღვარმა, მამა ათანასემ მომმართა კითხვით: რა ვუშველოთ მას? ის ან შეპყრობილია, ანდა შეშლილი, როგორ მოვიქცეთ? მე ვუპასუხე: “მოიყვანეთ იგი ჩვენთან კლინიკაში, ელექტროშოკით ვმკურნალობთ.” მამა ათანასემ მკითხა: “და თუ ის ეშმაკითაა შეპყრობილი?” მაშინ მე ვუპასუხე (შესაძლოა, უკმეხადაც): “ელექტრულ დენს ეშმაკისათვის ზიანი არ მოაქვს, ადამიანი კი, შეიძლება, გამოჯანმრთელდეს”. ჩვენ იგი საავადმყოფოში დავაწვინეთ, ვუმკურნალეთ და ის გამოჯანმრთელდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და შესანიშნავი ის არის, რომ მას რაღაც უცნაური და გაუგებარი დაემართა. ის კარგი ხატმწერი იყო, მაგრამ მის ხატებში იყო რაღაც უცნაური და დაძაბული. ერთ-ერთი მისი ხატის წინ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიდექი და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მასში “რაღაც ისე არ იყო”. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისი ხატები ღრმა, ნათელი, სულ სხვაგვარი გახდა.
მოგვიანებით მე მღვდელ ალექსანდრე ელჩანინოვის “ჩანაწერებში” წავიკითხე, რომ არსებობენ ისეთი სათუთი და მგრძნობიარე სულები, რომ სამყარო დაანგრევდა მათ; ამიტომ ღმერთი გარკვეული დროით მათსა და ამ სამყაროს შორის შეშლილობის კედელს აღმართავს, რათა ისინი შინაგანად მომწიფდნენ და განმტკიცდნენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამ უხეშ სამყაროს შეხვდებიან. სწორედ ეს დაემართა ჩვენს მეგობარ ხატმწერს.
ამიტომ ასეთ რამეს გეტყვით: ყველაფერი გააკეთეთ ადამიანური მოსაზრებით, წამლებით, მკურნალობით, ფსიქიატრიული საშუალებებით და ილოცეთ. მაგრამ ლოცვის დროს ადამიანს თავზე ნუ დაადგებით, რათა მასში ის შინაგანი დაძაბულობა არ გამოიწვიოთ, რის ატანაც მის ძალებს აღემატება. თუ ის ფსიქიატრიული დაავადებაა, დადგება დრო, როდესაც ის გამოჯანმრთელდება; და თუ ის შეპყრობილია, მაშინ ეკლესიის ლოცვამ შეიძლება იგი გაათავისუფლოს ამისაგან. მაგრამ კვეთებულის ლოცვა აუცილებელი არაა. ზოგჯერ ამან, შეიძლება, უფრო მეტად გაზარდოს მისი შინაგანი გაღიზიანება და დაბნეულობა. თუ იგი დაიქყებს იმის დაჯერებას, რომ იგი შეპყრობილია, შიძლება, ვერც გათავისუფლდეს ამისაგან.

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Jun 6 2008, 10:47 AM

ციტატა(tamtacxoidze @ Apr 1 2008, 09:39 PM) *

ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი?

დაახლოებით 5-6 ჯერ ვარ ნამყოფი მამა სოგრატეს ლოცვებზე, მაგრამ არავარ ადარწმუნებული, რომ ეს კვეთებულის ლოცვები იყო, მე მგონი კითხულობს სულ სხვა ლოცვებს, ჯანმრთელობის და წყევლის საწინააღმდეგო.
მაგრამ თუ არ გჭირდებათ არ არის საჭირო.

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jul 11 2008, 11:17 PM

ჩემი მოძღვარიც კითხულობს ამ ლოცვებს, მამა პეტრე ყრუაშვილი ( ბათუმის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი)

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jul 16 2008, 09:19 PM

ციტატა(::სალომე:: @ Jul 12 2008, 12:17 AM) *

ჩემი მოძღვარიც კითხულობს ამ ლოცვებს, მამა პეტრე ყრუაშვილი ( ბათუმის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი)

სალომე ბათუმელი ხარ??? ხოო, მეც გამიგია მამა პეტრე კითხულობსო, კიდე მამა გიორგი (მულაძე) და მამა თეიმურაზი... გამიხარდა ბათუმელის დანახვა... ახალი ვარ და ჯერ არავის ვიცნობ.sad.gif

პოსტის ავტორი: MR.NOE თარიღი: Dec 20 2008, 11:07 AM

ციტატა(tamtacxoidze @ Apr 1 2008, 09:39 PM) *

ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი?

მეც ნამყოფი ვარ ბევრჯერ

ციტატა(daviti_23 @ Apr 1 2008, 11:54 PM) *

კვეთებულის ლოცვებს რამდენი მოძღვარი კითხულობს საქართველოში.იქნებ იცოდეთ ვინმემ?

მეგობარო მე როგორც ვიცი კვეთებულის წაკითხვის უპლება აქვს ყველა მოძღვარს.

პოსტის ავტორი: JoKeR თარიღი: Jan 22 2009, 07:23 PM

ციტატა(MR.NOE @ Dec 20 2008, 11:07 AM) *

მეც ნამყოფი ვარ ბევრჯერ
მეგობარო მე როგორც ვიცი კვეთებულის წაკითხვის უპლება აქვს ყველა მოძღვარს.

კი კვეთებულის წაკითხვის უფლება ყველა მოძღვარს აქვს

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 22 2009, 09:52 PM

ერთხელ გამაგზავნეს ათეიზმის გამო მამა აკაკისთან კვეთებულის ლოცვებზე, მართალია დავესწარი მაგრამ მეტჯერ აღარ მივსულვარ smile.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jan 22 2009, 10:17 PM

ციტატა(neo @ Apr 5 2008, 06:03 PM) *

მეც დავსწრებივარ რამოდენიმეჯერ ეშმაკეულების განკურნების პროცესს... მამა სერაპიონთან ბოლნისის მონასტერში, და უცნაური სანახაობებიც ვნახე... და უცნაური შეგრძნებებიც განვიცადე... ძალიან საინტერესო იყო...

მეც მამა სერაპიონთან დავესწარი huh.gif

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Jan 22 2009, 11:15 PM

ციტატა(::სალომე:: @ Jul 12 2008, 12:17 AM) *

ჩემი მოძღვარიც კითხულობს ამ ლოცვებს, მამა პეტრე ყრუაშვილი ( ბათუმის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი)

გეთანხმები..ჩემი მოძღვარიც კითხულობს, მამა თეიმურაზი...

ერთხელ ბიჭი ავარიაში მოხდა და ექიმებმა დაუსვენს დიაგნოზი, რომ ბიჭისათვის ერთ-ერთი ფეხი უნდა მოეკვეთათ....მამა პეტრემ და მამა თეიმურაზმა წინა ღამით წაუკითხეს კვეთებული....დილით, როდესაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს (თუ უკვე იყო საავადმყოფოში) და როდესაც ექიმებმა ნახეს პაციენტი, თქვეს რომ მდგომარეობა მკვეტრად გაუმჯობესდა და აღარ იყო საჭირო ფეხის მოკვეთა...

მე ვიცი, რომ ყველა მღვდელი ვერ კითხულობს კვეთებულს..ისიც გამიგია, რომ ამის წაკითხვის შემდეგ ადამიანის ბრძოლები (ვისაც უკითხავენ) მოძღვარზე გადადის

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 23 2009, 10:04 PM

Lashab

ციტატა
ერთხელ გამაგზავნეს ათეიზმის გამო მამა აკაკისთან კვეთებულის ლოცვებზე, მართალია დავესწარი მაგრამ მეტჯერ აღარ მივსულვარ

მოკლედ ხანდახან ისეთ საინტერესო რამეებს ვიგებ რომ გაოცებული ვრჩები biggrin.gif

ათეიზმსაც თუ შველოდა კვეთებულის ლოცვა აქამდე ვერ მითხარით? biggrin.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 2 2009, 10:06 PM

ციტატა
მე როგორც ვიცი კვეთებულის წაკითხვის უპლება აქვს ყველა მოძღვარს.

რაღაც არ მგონია ყველა მოძღვარს ქონდეს "კვეთებულის" კითხვის უფლება, ეგრე რო იყოს ყველა ტაძარში თვეში ერთხელ მაინც ჩატარდება, მასობრივი სახე ექნება....
"კვეთებულის" კითვის კურთხევა მოძღვარს ეპისკოპოსისგან ეძლევა...

(შეიძლება ვცდები, არ ვიცი...)

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 3 2009, 04:27 PM

ციტატა
ათეიზმსაც თუ შველოდა კვეთებულის ლოცვა აქამდე ვერ მითხარით?

დიდი სია იქ , სული ამისა სული იმისა ....
ერთ ერთი ჩამონათვალში არის სული ურწმუნოებისა

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Mar 20 2009, 11:42 AM

ყველა სამღვდელო პირს აქვს კვეთებულის ლოცვის წაკითხვის უფლება, უბრალოდ არ კითხულობს ყველა მოძღვარი იმისგამო რომ როგორც აქ იყო აღნიშნული მასზე გადმოდის ბრძოლები, ხოლო მოძღვარს საკმაოდ აქვს ბოროტისგან ბრძოლები. ერთხელ დავესწარი ლახვრის ლოცვას, ჩემმა მოძღვარმა წაუკითხა ერთ ავადმყოფს, მოცულობით ძალიან პატარა ლოცვაა და ძლივს ჩაიკითხა იმხელა ბრძოლები დაეწყო

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Mar 20 2009, 11:52 AM

ყველასთვის არაა საჭირო კვეთებულს დაესწროს. შენ ეზიარე და მასზე მეტს რას მიიღებ?! პირდაპირ ცეცხლი შემოდის მაშინ შენში და თუ უფალმა შენში ინება დავანება მაშინ ბოროტი როგორღა გაჩერდება?! ''მე ვარ ნათელი სოფლისა'' ბრძანებს უფალი და სადაც ნათელია იქ ბნელი დათრგუნული და გაფანტულია... ღმერთმა მადლი და წყალობა გიმრავლოთ!

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 28 2009, 05:50 PM

ციტატა
ყველა სამღვდელო პირს აქვს კვეთებულის ლოცვის წაკითხვის უფლება, უბრალოდ არ კითხულობს ყველა მოძღვარი იმისგამო რომ როგორც აქ იყო აღნიშნული მასზე გადმოდის ბრძოლები

ყველას არ აქვს კურთხევა კვეთებულის ლოცვების წაკითხვისა...

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: May 27 2009, 09:27 PM

ციტატა
ათეიზმის გამო მამა აკაკისთან კვეთებულის ლოცვებზე

ათეიზმსაც შველის? huh.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Jun 8 2009, 01:31 AM

რამდენჯერ არის საჭირო კვეთებულის ლოცვებზე დასწრება? მე გერმანიაში ვცხოვრობ და მარტო 1 თვით შევძლებ ჩამოსვლას, და თუ მოვასწრებ სრული კურსის მოსმენას, ანუ როგორც ვიცი არ შეიცლება გაწყვეტა რადგანაც მერე უფრო გეწყება ბრძოლები.

ღმერთმა დაგლოცოთ. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: NEoN თარიღი: Aug 15 2010, 06:06 PM

დიდათ ქრისტიანული ცხოვრებით არ ვცხოვრობ
არც მარხვა დამიცავს და ნაზიარებც მხოლოდ ერთხელ ვარ

მაგრამ ეკლესიაში ხშირად შევდივარ

ჰოდა დღეს მივედი მოძღვართან. (ადრე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი) მოვუყევი ჩემ პრობლემებზე (ურო ჯანმრთელობის)
მომისმინა და მთხოვა დილის და საღამოს ლოცვები წავიკითხო

მერე თავზე გადამაფარა ... რაღაც ლოცვა წაიკითხა და
რო მომხსნა ეგრევე მითხრა. ჯერ მამა აკაკისთან წადი აქედანო ახლავეო. გაიგე როდის კითხულობს ლოცვებს და დაესწარიო. მერე მოდი ჩემთანო

მეც შევასრულე. არვიცი რამდენად ჩავჯდები დროში მაგრამ. მომავალი კვირიდან ალბათ დავიწყებ სიარულს

ხოდა რამდენიმე საათია ვფიქრობ. იმ ლოცვის დროს რა დაინახა მოძღვარმა ჩემში. რატომ გამგზავნა ეგრევე კვეთებულის ლოცვაზე მამა აკაკისთან? (როგორც აღმოჩნდა)
შეპყრობილი ვარ ვითომ?
და ჩემი ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზი ვიღაცის ბოროტი თვალი ან ჯადოქრობაა?

საგონებელში ვარ. მაგრამ თავს უკეთ ვგრძნობ სულიერად

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 15 2010, 06:14 PM

NEoN
თუ ჯანმრთელობაზე უამვე... ალბათ ლახვრის ლოცვებზე გაგაგზავნა მასთან... მაგრამ ეს ვარაუდია ჩემი smile.gif

შეგეწიოს უფალი

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 15 2010, 09:20 PM

NEoN

ციტატა
და ჩემი ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზი ვიღაცის ბოროტი თვალი ან ჯადოქრობაა?

თუ გინდა გაარკვიო "შეპყრობილი" ხარ თუ არა, დილით დაჯექი და იესოს ლოცვის კითხვა დაიწყე რამდენ ხანსაც შეძლებ. თან დააკვირდი რა შეგრძნებები და რა აზრები ამოტივტივდება თავში, ოღონდ სპეციალურად ნუ "ამოატივტივებ", უბრალოდ ლოცვის სიტყვებზე გაამახვილე მთელი ყურადღება და თავისით რაც მოვა ჭკუაშI იმას დააკვირდი...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 15 2010, 09:33 PM

NEoN
გულიც ააყოლე, გულისმიერად ილოცე... მანტრასავით, რომ არ გამოგივიდეს smile.gif

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Aug 15 2010, 11:21 PM

მაინტერესებს კვეთებულის ლოცვის ჩატარების უფლება ყველა მღვდელს აქვს?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 16 2010, 04:14 AM

აკაკი

ციტატა
გულიც ააყოლე, გულისმიერად ილოცე... მანტრასავით, რომ არ გამოგივიდეს

თავიდან გული ძნელია, ჭკუის ზედაპირიდან იწყება გასუფთავება, პირდაპირ რომ გონიათ გულიდან იწყებენ სენტიმენტები აღმოჩნდება ხოლმე ეგ და არა გული. როცა "მანტრასავით იმეორებ" თავიდან, მაგრამ ყურადღებით, მერე არჩევ ზუსტად სადაა გული და სადაა ჭკუა. ვიცი რასაც ვამბობ. გული თვითონ ჩაერთვება როცა საჭიროა. თავიდან საჭიროა ყურადღება და კონცენტრაცია.

"მანტრასავით" იესოს ლოცვას უფრო მეტი იმეორებს მთელი ცხოვრება ბევრი, ზუსტად იმის გამო რომ ვერ არჩევს რა არის გულისმიერი გამეორება და რა არის ცრუ სენტიმენტები.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 16 2010, 09:12 AM

ციტატა
თუ გინდა გაარკვიო "შეპყრობილი" ხარ თუ არა, დილით დაჯექი და იესოს ლოცვის კითხვა დაიწყე რამდენ ხანსაც შეძლებ. თან დააკვირდი რა შეგრძნებები და რა აზრები ამოტივტივდება თავში, ოღონდ სპეციალურად ნუ "ამოატივტივებ", უბრალოდ ლოცვის სიტყვებზე გაამახვილე მთელი ყურადღება და თავისით რაც მოვა ჭკუაშI იმას დააკვირდი...

ეგრე ყოველთვის მოვა აზრები რომც არ გინდოდეს. ეშმაკი გებრძვის როცა ლოცულობ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 16 2010, 09:40 AM

ikanosi

ციტატა
ეგრე ყოველთვის მოვა აზრები რომც არ გინდოდეს. ეშმაკი გებრძვის როცა ლოცულობ

ხო, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით... და ზუსტად მაგ ხარისხს გაარკვევ მაგ დროს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 16 2010, 10:38 AM

ნოე

ციტატა
მაინტერესებს კვეთებულის ლოცვის ჩატარების უფლება ყველა მღვდელს აქვს?

არა, ნამდვილად არა : )

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Aug 25 2010, 02:23 PM

ნოე

ციტატა
მაინტერესებს კვეთებულის ლოცვის ჩატარების უფლება ყველა მღვდელს აქვს?

დიახ. კვეთებულის ლოცვის წაკითხვის უფლება აქვს ყველა მღვდელმსახურს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 25 2010, 02:41 PM

dzvelmartlmadidebeli

ვახ, მე ვიცოდი რომ არ ქონდა ყველა მღვდელს ამის უფლება smile.gif

მხოლოდ ზოგიერთი კითხულობს და ამიტომ როცა კვეთებულის ლოცვაა წასაკითხი, აგზავნიან ხოლმე იმასთან ვინც კითხულობს

როდიდან რა შეიცვალა ვერ გავიგე : )

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Aug 25 2010, 03:11 PM

ქევანა

ციტატა
ვახ, მე ვიცოდი რომ არ ქონდა ყველა მღვდელს ამის უფლება მხოლოდ ზოგიერთი კითხულობს და ამიტომ როცა კვეთებულის ლოცვაა წასაკითხი, აგზავნიან ხოლმე იმასთან ვინც კითხულობსროდიდან რა შეიცვალა ვერ გავიგე : )

სიმართლე გითხრათ, ეგ მეც მაინტერესებს. ძველმართლმადიდებელთა ეკლესიაში ასეთი აკრძალვა არ არსებობს. არც კურთხევანებშია სადმე მითითება ამგვარ აკრძალვაზე, არც საეკლესიო კანონებში. ამიტომაც, კარგი იქნება თუ ვინმე, ოფიციალური ეკლესიის მხრიდან, ვინც გაცნობიერებულია ამ საკითხში, გამოგვეხმაუროს და აგვიხსნას რატომ არ კითხულობს მათთან ყველა მღვდელი კვეთებულის ლოცვებს.

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Aug 29 2010, 12:56 AM

dzvelmartlmadidebeli
ჯერეგეთი თუ რამე გაინტერესებს პირადად უნდა კითხო ადამიანს, რაც ალბათ არ გაგიკეთებია თორე მასე არ მუდგებოდი საკითხს (ზურგსუკან ჭორაობა არა კაცურია) მეორეც თუ გაინტერესებს ის რომ რატო არ კითხულობს ყველა მოძღვარი ამ ლოცვას გეტყვი რომ ამის აკრძალვა არ არსებობს მართალია, მაგრამ არც ამის აღსრულების აუცილებლობაზე მიანიშნებს რამე! ეგრეთწოდებულ ''სტაროვერებს'' თქვენი მოძვარი გეყოლებათ და იმათ მოკითხეთ ამ წესის აღსრულება, ხოლო ჩვენ - თქვენგან წოდებულ '';ნიკოლაელთ'' (თუ რაღაც ამის მსავსს რომ გვიწოდებთ) თავი დაგვანებეთ... ხოლო ქევანა შენთვის შეიძლება ხელოვნება და მისი იტორია უფრო ახლოს იყოს ვიდრე საეკლესიო ისტორია და ის თუ ''როდიდან რა შეიცვალა'' მეც კითხვაზე კითხვით მოგმართავ: ნეტავ რა შეიცვალა? თუ შეგიძლია მიპასუხე...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 29 2010, 09:51 AM

gio_opizari
კარგი დაწყნარდი მეგობარო, ბოდიში თუ რამე შემეშალა, მაგრამ ძველმართლმადიდებელს ვკითხე რა შეიცვალა თქო : D თუ რადგან ძველმართლმადიდებელია და სტაროვერია, ამიტომ უფლება არ აქვს იცოდეს რა ხდება დღეს მართლმადიდებლობაში, თუ მე არ მაქვს უფლება რაიმეს ცოდნაში დავეჭვდე? biggrin.gif

შეიძლება ამ ლოცვის თქმის აკრძალვა არ არსებობს დოგმატურად და საეკლესიო კანონებით, მაგრამ შინაგანი წესებით ხომ არის განსაზღვრული? სინდისი მოგცემს უფლებას წაიკითხო ეს ლოცვა, როცა არ ხარ მზად ამისთვის?

პოსტის ავტორი: NEoN თარიღი: Sep 1 2010, 10:06 PM

Atman

ვერასდროს ვერ ვასწერებ დილის და საღამოს ლოცვების ბოლომდე წაკითხვას.
არ არის რამე შემოკლებული?

ალბათ რა ცუდი კითხვა დავსვი ხო?

ციტატა(Atman @ Aug 15 2010, 09:20 PM) *

NEoN
თუ გინდა გაარკვიო "შეპყრობილი" ხარ თუ არა, დილით დაჯექი და იესოს ლოცვის კითხვა დაიწყე რამდენ ხანსაც შეძლებ. თან დააკვირდი რა შეგრძნებები და რა აზრები ამოტივტივდება თავში, ოღონდ სპეციალურად ნუ "ამოატივტივებ", უბრალოდ ლოცვის სიტყვებზე გაამახვილე მთელი ყურადღება და თავისით რაც მოვა ჭკუაშI იმას დააკვირდი...

რომელ ლოცვაზე ამბობ ზუსტად არ ვიცი მაგრამ
რომელი ლოცვის კითხვაც არ უნდა დავიწყო მთქნარებით ვკვდები და ცრემლები მომდის

ეკლესიასთან რო გავივლი და პირჯვარს გადავისახავ მაშინაც მამთქნარებს

ციტატა(ნოე @ Aug 15 2010, 11:21 PM) *

მაინტერესებს კვეთებულის ლოცვის ჩატარების უფლება ყველა მღვდელს აქვს?
ჯობია მოძღვარს კითხოთ

ლოგიკურია: რადნგან ყველა მღვდელი არ კითხულობს კვეთებულს, ესეიგი ყველას არ შეუძლია
მეტეხში მამა აკაკიც კითხულობს და მამა მიქაილიც

მამა აკაკიმ პირდაპირ მითხრა. ჩემ წაკითხულს სხვა ... არ დაკონკრეტდა. და მივხვდი

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 1 2010, 10:29 PM

ეშმაკთა განსხმა სულიერი ნიჭია, ადრეულ ეკლესიაში ფართოდ ჰოქონდათ ხალხს ეს ნიჭი, მერე და მერე შესუსტდა ქრისტიანებში ეს ნიჭი, და ახლაც ამიტომ არის, რომ ღმერთს რამდენიმე ადამიანი ჰყავს დადგენილი ამ ლოცვისათვის, რომელთაც ეს ნიჭი მიმადლა, ასევე ეისკოპოსებიც ჰკითხულობენ თU არ ვცდები... მაგრამ ეპისკოპოსები თვითონ ადგენენ მღვდელს, რომელმაც უნდა წაკითხოს ეს ლოცვები. ამიტომაც ყველა მღვდელი, შეგნებულად არ კითხულობს ამ ლოცვებს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 2 2010, 10:22 AM

ციტატა
მაგრამ ეპისკოპოსები თვითონ ადგენენ მღვდელს, რომელმაც უნდა წაკითხოს ეს ლოცვები. ამიტომაც ყველა მღვდელი, შეგნებულად არ კითხულობს ამ ლოცვებს.

ეპისკოპოსები ადგენენ? ეს არ ვიცოდი user.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Dec 23 2010, 10:54 PM

gio_opizari

ციტატა
dzvelmartlmadidebeli ჯერეგეთი თუ რამე გაინტერესებს პირადად უნდა კითხო ადამიანს, რაც ალბათ არ გაგიკეთებია თორე მასე არ მუდგებოდი საკითხს (ზურგსუკან ჭორაობა არა კაცურია)

ჯერ ერთი, რა გაწიწმატებული მელაპარაკები ძამიკო? დაგიშავე რამე? ერთ თქვენს მღვდელს, ვინმე მამა გრიგოლ დუნდუას ვკითხე რაღაც iveria.tv.-ს ფორუმზე და სადღაც ისე გადაიკარგა, რომ პასუხი არ მაღირსა. მეორე მღვდელსაც ვთხოვეთ საგალობლებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება და არც იმან გაგვიკარა. ეხლა კარდაკარ ხომ არ ვივლით თქვენს სასულიერო პირებთან ჩვენთვის საინტერესო საკითხების გასარკვევად? აგერაა ფორუმი და თუ გყავთ აქ მღვდელი იქნება მოეცა პასუხი, რა დიდი ამბავი ეს იქნებოდა?! ფორუმების დანიშნულებაც აზრთა გაცვლა გამოცვლა არ არის? თუ თქვენთან სხვაგვარადაა და სხვა დანიშნულებები გაქვთ?

"დარწმუნებული ვარ, რომ მასე არ მიუდგებოდი საკითხსო" რომ იძახი, რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ზემოთდამოწმებული მაგალითებიდან ხომ ხედავ, რომ "მასე არ მივდგომივართ" საკითხს?

და კიდევ, რა "ზურგს უკან ჭორაობაზეა" ლაპარაკი არ მესმის? მომიტევე ძმაო, მაგრამ, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად გაიგე ჩემი შეკითხვა? დაბოღმილი ხომ არ კითხულობდი ჩემს დაწერილს?

ციტატა
მეორეც თუ გაინტერესებს ის რომ რატო არ კითხულობს ყველა მოძღვარი ამ ლოცვას გეტყვი რომ ამის აკრძალვა არ არსებობს მართალია, მაგრამ არც ამის აღსრულების აუცილებლობაზე მიანიშნებს რამე!

მეორეც, იქნებ ამიხსნა, შენი აზრით მღვდელი რისთვის არსებობს ეკლესიაში და რა ფუნქცია მიანიჭა სამღვდელოებას ქრისტემ? ის ფუნქცია არა აქვს მღვდელმსახურს, რომ ლოცვითი მეოხება გაუწიოს გაჭირვებულს? თუ კურთხევანებში მოცემული ლოცვების კითხვით თავი არ უნდა შეიწუხონ, რადგან "ამისი აღსრულების აუცილებლობაზე არაფერი მიანიშნებს"? მაშინ ნურც ლიტურგიას ჩაატარებენ, ნურც ავადმყოფებს წაუკითხავენ ლოცვას, ნურც მიცვალებულთ გააპატიოსნებენ, ნუ მონათლავენ ვინმეს და ა. შ. იარონ ისე, ხალხის დასანახად... (ასე გამოდის შენი ლოგიკიდან... და თუ გგონია რომ რაღაცაში იცავ შენს მოძღვრებს ცდები, უფრო დათვურ სამსახურს უწევ... კარგად დაფიქრდი რას წერ... მგონი რაც შენ თქვი, ამას არცერთი მღვდელმსახური არ იტყოდა).

ციტატა
ეგრეთწოდებულ ''სტაროვერებს'' თქვენი მოძვარი გეყოლებათ და იმათ მოკითხეთ ამ წესის აღსრულება, ხოლო ჩვენ - თქვენგან წოდებულ '';ნიკოლაელთ'' (თუ რაღაც ამის მსავსს რომ გვიწოდებთ) თავი დაგვანებეთ

ძალიან გაბრაზებული ჩანხარ... და რისი გულისთვის?... ერთი უბრალო და მარტივი შეკითხვა დავსვი...

ამ წესს (კვეთებულის ლოცვას) ჩვენთან ასრულებს ყველა მღვდელმსახური, რადგან ნებისმიერი ლოცვის აღსრულება მათი მოვალეობაა...
მე მაინტერესებდა თქვენთან რატომ არ არის ასე? რა იყო ცუდი ამ შეკითხვაში? ჩვენს მოძღვრებს და კვეთებულის ლოცვას რაც შეეხება, ისე წერ "იმათ მოკითხე ამ წესის აღსრულებაო", თითქოსდა რაღაც სამარცხვინო საქმეს ასრულებდნენ ამ ლოცვის წაკითხვით... უცნაურია ნამდვილად!

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოსდა ჩვენ თქვენ გიწოდებთ "ნიკოლაელთ" არ მესმის საიდან მოიტანე. დარწმუნებული ხარ რომ ეგეთი ბრალდება ჩვენგან მოისმინე? რაიმე სიზმარს ხომ არ აჰყევი?

ამ წერილს რომ წაიკითხავ, ვალერიანის წვეთები დალიე თუ ძმა ხარ და მერე გამეცი პასუხი... biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Dec 23 2010, 11:26 PM

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე კვეთებულის ლოცვის შესახებ http://www.youtube.com/watch?v=40AcxvY-vzI&feature=player_embedded

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Dec 23 2010, 11:32 PM

nikolozzi

ციტატა
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე კვეთებულის ლოცვის შესახებ http://www.youtube.com/watch?v=40AcxvY-vzI...player_embedded

გმადლობ, მეგობარო. ამ ლოცვის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია ჩემი მოძღვრებისგან, უბრალოდ მაინტერესებდა თქვენს ეკლესიაში არსებული პრაქტიკა. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 23 2010, 11:46 PM

მე გამაგზავნა ერთმა ქრისტიანმა "ნათელმხილველმა"(არ ვიცი ორივე ჩავსვა ბრჭყალებში თუ არა biggrin.gif) მამა აკაკისთან კვეთებულ ლოცვებზე...

დედაჩემმა მითხრა რომ კარგი სახელი აქვსო და გირჩევს რამესო... ჰოდა მივედით და ვუთხარი - ურწმუნო ვარ- თქო, ჰოდა გამაგზავნა მამა აკაკისთან...

მივედით, წაიკითხა კვეთებულის ლოცვები და წამოვედი... არც იმ "ნათელმხილველთან" მივბრუნებულვარ მას მერე და მგონი არც მეტეხის ეკლესიაში... biggrin.gif

პ.ს. არ შველის ეს კვეთებულის ლოცვები ურწმუნოებს და... biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 24 2010, 12:30 AM

ციტატა(Otherguy @ Dec 23 2010, 11:46 PM) *

პ.ს. არ შველის ეს კვეთებულის ლოცვები ურწმუნოებს და... biggrin.gif

არც გასათხოვარ გოგოებს და მისაღებ გამოცდებს smile.gif
მაგ შემთხვევებშიც დადიან ხოლმე.

:ბლენააააა:

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Dec 25 2010, 12:27 AM

ჩვენ თვითოეული რითი ვართ ავად ავად ,,სულიერად'' მარტო უფალმა იცის, მეუფე იობი თავის ეპარქიის ბერებს დროდადრო შეკრიბავს და უკითხავს კვეთებულს პროფილაქტიკისათვის, ასე რომ არავის არ აწყენს, მაგრამ მოძღვრის კურთხევა უნდა.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 25 2010, 01:55 AM

ციტატა(kent5 @ Dec 25 2010, 12:27 AM) *

მეუფე იობი თავის ეპარქიის ბერებს დროდადრო შეკრიბავს და უკითხავს კვეთებულს პროფილაქტიკისათვის, ასე რომ არავის არ აწყენს, მაგრამ მოძღვრის კურთხევა უნდა.

არ არის ეს სწორი, ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 25 2010, 12:34 PM

terra

ციტატა
არც გასათხოვარ გოგოებს და მისაღებ გამოცდებს

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 25 2010, 12:49 PM

ციტატა
მისაღებ გამოცდებს

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 26 2010, 06:16 PM

ციტატა
პ.ს. არ შველის ეს კვეთებულის ლოცვები ურწმუნოებს და...

არ შველის, ცხადია biggrin.gif
ეგ შველის შეპყრობილებს და ურწმუნო შეპყრობილი არაა

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 27 2010, 06:08 AM

ციტატა(ქევანა @ Dec 26 2010, 06:16 PM) *

ეგ შველის შეპყრობილებს

მემგონი შეპყრობილი ვარ . unsure.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 27 2010, 10:55 AM

.zakaria.

ციტატა
მემგონი შეპყრობილი ვარ .

laugh.gif laugh.gif laugh.gif

კვეთებულს წაგიკითხავ laugh.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 21 2011, 10:21 PM

ტერრა ე.ი. მეუფე არ არის სწორი ეს თქვენი პირადი აზრია. უფალმა აგიხილოს თვალები. მე, ამას მთელი გულით ვწერ. ა მ ი ნ.

პოსტის ავტორი: chmxm31 თარიღი: Feb 13 2011, 05:07 PM

ხომ არ იცით რომელ დღეებში და რომელ საათზე კითხულობს მამა აკაკი კვეთებულის ლოცვებს...

თუ ვინმემ იცით იქნებ დაწეროთ?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 13 2011, 07:20 PM

ორშაბათი - 11:30

ოთხშაბათი - 12:00
ხუთშაბათი - 11:30
პარასკევი - 12:00

პოსტის ავტორი: chmxm31 თარიღი: Feb 13 2011, 08:46 PM

აკაკი

დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: giorgi gio თარიღი: Jun 20 2011, 03:33 AM

თუ ვინმემ იცით მამა აკაკი რომელ დღეებში ატარებს კვეთებულის ლოცვებს ან საკონტაქტო ნიმერი ხომ არ იცით მისი?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 20 2011, 12:28 PM

giorgi gio

ციტატა
ორშაბათი - 11:30

ოთხშაბათი - 12:00
ხუთშაბათი - 11:30
პარასკევი - 12:00

თუ არ შეიცვალა

პოსტის ავტორი: giorgi gio თარიღი: Jun 20 2011, 04:57 PM

ვინმეს ხო არ გაქვთ შემთხვევით მამა აკაკის საკონტაქტო ნომერი ან თუ იცით ცალკე თუ შეუძლია ჩაატაროს კვეთებულის ლოცვა? უფრო სწორად სხვა დროს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2011, 07:25 PM

ციტატა
მეუფე იობი თავის ეპარქიის ბერებს დროდადრო შეკრიბავს და უკითხავს კვეთებულს პროფილაქტიკისათვის, ასე რომ არავის არ აწყენს, მაგრამ მოძღვრის კურთხევა უნდა.

ასეთი პოსტების დადება არ შეიძლება!
პირადად მე ვარ მეუფე იობის სტიქაროსანი და მსგავსი რამ არასდროს მომხდარა,ან რამეს ვერ იგებ ანაც არ იცი.
რაც შეეხება არავის აწყენსო,კვეთებულის კი არა კვიპრიანე კართაგემელის ლოცვებს რომ ,,უწყენინიათ"ბევრს ვიცნობ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2011, 12:21 AM

(რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე...)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 9 2011, 12:24 AM

ამ საკითხში არქიმანდრიტი სოგრატია უძლიერესი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2011, 12:26 AM

...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 9 2011, 12:32 AM

ციტატა(kent5 @ Jan 21 2011, 10:21 PM) *

ტერრა ე.ი. მეუფე არ არის სწორი ეს თქვენი პირადი აზრია. უფალმა აგიხილოს თვალები. მე, ამას მთელი გულით ვწერ. ა მ ი ნ.

გულითვე გმადლობ smile.gif
ნამდვილად არ მაწყენდა სულიერი თვალების ახელა, ცოდვების ლაბირინთებში მოსიარულეს.
დაე შენც აგხელოდეს თვალები და გაგეაზრებინოს, რომ, ზოგჯერ მეუფეც შეიძლება ცდებოდეს ამა თუ იმ საკითხში.

ნუ, როგორც გურამმა დაწერა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ღმერთსაც მადლობა smile.gif

ციტატა(A.V.M @ Nov 9 2011, 12:26 AM) *

ეგ მამაო არ ვიცი.

wacko.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 9 2011, 12:36 AM

ციტატა(A.V.M @ Nov 9 2011, 12:26 AM) *

ეგ მამაო არ ვიცი.
მე ორს ვიცნობ:მიტროპოლიტ იობს და არქიმანდრიტ გაბრიელს.

როცა მოიცლი ამ ვიდეოს უყურე, უძაანმაგრესია.
ცოცხალი კადრებია ეშმაკეულების განკურნებისა.

ეეჰ, რა დრო იყო; ერთი პერიოდი მემე მამა სოგრატის სტიქაროსანი ვიყავიsad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2011, 12:36 AM

ტერა არ ვიცნობ თქვა...
ეგ უნდა დამეწრა თვარა ისე...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 9 2011, 12:42 AM

ციტატა(A.V.M @ Nov 9 2011, 12:36 AM) *

ტერა არ ვიცნობ თქვა...
ეგ უნდა დამეწერა თვარა ისე...

მაგიტომ გამიკვირდა smile.gif

პოსტის ავტორი: nikoloza1997 თარიღი: Aug 6 2012, 01:12 PM

მომეჩვენა თუ მარცხენა ხელით გადაიწერა პირჯვარი 30:8-ზე მამა სოგრატემ ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2012, 01:38 PM

ციტატა
მომეჩვენა თუ მარცხენა ხელით გადაიწერა პირჯვარი 30:8-ზე მამა სოგრატემ ?

არ მოგჩვენებია...
რამდენადაც მახსოვს მამა სოგრატი მუდამ ეგრე იწერს პირჯვარს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2012, 01:45 PM

ციტატა(nikoloza1997 @ Aug 6 2012, 02:12 PM) *

მომეჩვენა თუ მარცხენა ხელით გადაიწერა პირჯვარი 30:8-ზე მამა სოგრატემ ?

მარჯვენა ხელი ჩვილი იყო როცა აკვანში დაუდამბლავდა (კარგად აღარ მახსოვს, მგონი მამამისმა შესცოდა, საბარძიმე ღვინით იქეიფა) და ამიტომ მარცხენათი იწერს პირჯვარს.

პოსტის ავტორი: nikanicka თარიღი: Dec 10 2013, 09:39 PM

სუსტი გული ვისაც აქვს არ ვურჩევ ნახვას smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 10 2013, 09:57 PM

მაშინ არ ვნახავ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)