უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
ნიკა |
Jun 19 2009, 04:25 AM
პოსტი
#121
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-April 08 მდებარ.: USA წევრი № 4,554 |
კანონისტი
შენ ერთი სურათები დაგვილაგე -------------------- Sola Scriptura?
|
alilo |
Jun 20 2009, 01:13 AM
პოსტი
#122
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
არა ანათემაზე გადაცემა რაღაა,რახან ეყოფიან მაგიტომ უნდა გადასცე ანათემას.
ღმერთმა უშველოთ ციტატა ერთი რამ მაინტერესებს დავით. თუ კიევის ეკლესიის ავტოკეფალიას სცნობს მსოფლიო საპატრიარქო, ითვლება თუ არა რომ რუსეთის ეკლსია სამოციქულოებრიობას დაჰკარგავს? თუ აფხაზეთი არ შეიერთა, კი ერთი კითხვა მაქ,აფხაზეთიც რომ დაკარგოს რუსეთმა რატომ კარგავს რუსეთი სამოციქულოებას როდესაც ისტორია გადმოქვცემს რომ ადნრია პირველ წოდებულმა იქადაგა სკვითთა ქვეყანაში ანუ დღევანდელ რუსეთში? -------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
death |
Jun 20 2009, 01:27 AM
პოსტი
#123
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
sable
ციტატა მაგ ლოგიკით აფხაზეთი და ეს ეწ.*სამხრეთ ოსეთიც* მოითხოვს ავტოკეფალიას როგორც უკრაინა და ბელორუსია მერე რა ვქნათ მივცეთ იმათაც ავტოკეფალია?! მიუხედავად იმისა რომ კიევის მიტროპოლიტს თავიდან ემორჩილებოდა კიევის რუსეთის ეპარქიები ის არც მეტი არც ნაკლები დაქვემდებარებული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ამდენად კიევის მიტროპოლიტს მიუხედავად გარკვეული ავტონომიისა XIV საუკუნიდან ავტოკეფალია არ ჰქონია! XV საუკუნეში კიევის სამიტროპოლიტოს გამოეყო მოსკოვის მიტროპოლიტი ხოლო რუსეთმა უფრო სწორედ სრულიად რუსეთმა როდესაც ავტოკეფალია მიიღო 1589 წელს და იქვე პატრიარქის ტიტული რუსეთის ეკლესიის მეთაურზე, ეს ყველაფერი მიიღო მოსკოვის მიტროპოლიტმა და არა კიევისამ 1589 წლის 26 იანვარს არჩევნების გზით. ხოლო 1678 წელს კიევის მიტროპოლიტი დაექვემდებარა მოსკოვის პატრიარქს რის შემდეგაც ყველა ძველი კიევის-რუსის მიწა მოსკოვის პატრიარქს ემორჩილებოდა. ასე რომ იქიდან მოყოლებული მოსკოვის მიტროპოლიტის უფლებაა იყოს სრულიად რუსეთის პატრიარქი და არა კიევისა ასე რმ თუ უკრაინას გამოყოფა უნდა ეს სქიზმაა და მეტი არაფერი, რადგან როგორც ზემოთ ვაჩვენე პატრიარქობა ეკუთვნის მოსკოვს და არა კიევს. კიევს როდესაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა რუსთა სახელმწიფოში ის ემორჩილებოდა კოსტანტინოპოს ხოლო კოსტანტინოპოლმა როგორც უკვე ვთქვი თავად დაუმორჩილა 1588/9 წელს ყველაფერი მოსკოვს სცნო რა მასზე პატრიარქის ტიტულიდა ავტოკეფალია! ამიტომაც არის რომ უკრაინის ეკლესის ავტოკეფალიას დღემდე არ სცნობენ. ასე რომ რახანაც რუსეთი პოლიტიკა და მთავრობა არ მოგვწონს ამის გამო მათ სულიერებას შევეხოთ, არ არის გამართლებული. ეხლა ვნახე შენი პოსტი. მოდი რაციონალურად მივუდგეთ ამ საკითხს, იმ წელს ეს მოხდა და ამ წელს ეს, პრობლემას ვერასოდეს ვერ გადასჭრის. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ეკლესიის, როგორც ერთობის მნიშვნელობა. ეკლესია თავის მხრივ უნივერსალურია, რომლის მეთაურიც არის ქრისტე და რომელიც თავის მხრივ დაყოფილია სხვადასხვა ლოკალურ ეკლესიებად. საერთოდ აქ ერთი მნიშნველოვანი მომენტიცაა, რამდენად უნდა ჰყავდეს მიწიერ ეკლესიეს თავისი მეთაური, კანონიკური კუთხით რა სახე უნდა ჰქონდეს ამას ანუ საჭიროა თუ არა ერთგვარი პრიმუსის არსებობა ეკლესიაში. თუ რაციონალური კუთხით შევხედავთ ამ საკითხს პრიმუსის არსებობა ერთის მხრივ გამართლებულიც უნა იყოს მაგრამ რა თქმა უნდა პრიმუსი არ უნდა არსებობდეს კრებითობის გარეშე. სხვათაშორის რავენაში 2 წლის უკან საინტერესო დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების წარმომადგენებს შორის. მართლია მისი რატიფიცირება არ მომხდარა არცერთი ეკლესიის მხრიდან და სერიოზული ეჭვებიცაა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ეს იქით იყოს. ანუ ეკლესიას აქვს მინიჭებული ავტონომიურობა, მაგრამ სად გადის ამ ავტონომიურობის ზღვარი? კანონიკური კუთხით უკრაინის ეკლესია მართლაც სქიზმატური გამოდის მაგრამ ჩემთვის ის მადლსმოკლებული ნამდვილად არ არის. საერთოდ ადრე ქრისტიანულ სამყაროში იყო პერიოდი, როდესაც თვლიდნენ რომ ეკლესიას ეთნიკური ნიშნით არ უნდა დაყოფილიყო, რადგან მისი ფუნქცია ეთნიკურობას სცდებოდა და ასევე არსებობდა მოსაზრება მისი ეთნიკური ნიშნით დაყოფისა ანუ ამ საკითხზე რაღაც ჩამოყალიბებული დამოკიდებულება არ არსებობდა, თუმცა შემდეგ კრებებზე მოხდა ამის რეგლამენტირება. ეხლა რომელზე და როგორ ზუსტარ არ მახსოვს, არიან აქ იუზერები ვისაც შეუძლიათ დაზუსტებული ინფორმაციის დადება. ანუ სად შეიძლება გავავლოთ ზღვარი ლოკალური ეკლესიების საზღვრებს შორის? ლოკალური ეკლესიები არის ქრისტიანების ერთობა. ადრე ლოკალური ქრისტიანული ეკლესია ერთმანეთში აერთიანებდა ქრისტინულ საზოგადოებას, რომელიც საერთო ინტერესებით იყო გადაჭაჭვული ერთმანეთთან ამ ინტერესებს კი ყოველთვის ნაციონალური სახე ჰქონდა. მაგალითად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აერთიანებდა ქართველებს (მაშინდელი გაგებით), სერბეთის სერბებს და ა.შ. დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, თუმცა დღევანდელი "ნაციონალიზმი" ისევე არის ადამიანთა შიდა ერთობის საერთო ინტერესების განმსაზღვრელი ფაქტორი მაგრამ მეორეს მხრივ ზოგიერთ საპატრიარქოში ეს ესე არ არის, მაგალითად ანტიოქიის და კონსტანტინოპოლის. ამ უკანსაკნელის საზღვრები ვრცელდება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, თუმცა მაღალიერქია მაინც ბერძნულია. ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან ლოკალური ეკლესიები ცდილობენ თითქოსდა შეიძინონ უნივერსლური სახე მაგრამ ნაციონალიზმი გარკვეული დოზით მაინც არსებულია, ხოლო სხვა ეკლესიებში თითქმის უცვლელი სახით შემორჩა, რაც ან კუთხით გვანსხვავებს კათოლიკეებისგან. ამის მიზეზი კი ისევ ჩვენს ფესვებში გადის, რადგან ჩვენთვის ეკლესია ყოველთვის ერის მთლიანობის სიმბოლო იყო, რომელიც ამ ერის წარმომადგენლებს აერთიანებდა იმ საერთო ინეტერესების ქვეშ რაც იდგა ქვეყნის წინაშე. მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი სქიზმის და ბიზანტიის იმპერიის დამხობის შედმეგ არასდროს შეუძენია უნივერსალურობის სტატუსი, ხსენებული ორი ეკლესიის გამოკლებით, სამწუხაროდ ის ყოველთვის ლოკალური იყო. მოკლედ იმ ფაქტს ვერსად ვერ გავექცევით, რომ რუსეთის ეკლესიაც არის ლოკალური, მათი მრევლი არის ქრისტიანთა ერთობა, რომელიც გარკვეულ თანხმობაშია საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ერთამანეთში, ამიტომაც უკრაინის ეკლესიის რუსეთისთვის დაქვედმებარება არის არარაციონალიზმის სრული ზეიმი. ეს ეწინააღმდეგება ამ ისტორიას, ტრადიციას და გარემოპირობებს, რომელიც ჩამოყალიბდა საუკუნეების განმავლობაში. შეიძლება ვინმემ რუსეთის იმპერიული ქმედება უნივერსალიზმის სახელით გაამართლოს მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე არა უნივერსალიზმთან, არამედ ერთგვარ ნაციონალურ დუალიზმთან გვაქვს, სადაც გაერთიანებულია ორი განსახვავებული საერო იდენტობის მატარებელი ერები. ეს გაერთიანება ისევ და ისევ უნივერსალურობიდან გამომდინარე პრობლემას არ უნდა ქმნიდეს, პრობლემას ამ ორი ერის ურთიერთდაპირისპირება წარმოადგენს. თუ რუსეთის ეკლესია ამ სიტუაციას გაამართლებს უნივერსალიზმის სახელით, მაშინ ის დადგება უკიდურესობის წინაშე, რადგან ის არ არის უნივერსლური, როგორც რომი ის არის რუსული ეკლესია და შესაბამისად უკრანელი ხალხიც ხდებიან რუსული ეკლესიის მრევლი, რომლიც მათთვის არა ქრისტეს უნივერსალური ეკლესიის ანარეკლია, არამედ ერთი კონკრეტული ეთნიკურ ქრისტიანთა ერთობის, რომლის ნაწილადაც ისინი თავს არ მიიჩნევენ. რომი ამ მხრივ უფრო ქრისტიანულ "მდგომარებაშია" ვიდრე აღმოსავლეთის ეკლესიები, ამიტომაც შეიძლება ბევრს გაუკვირდეს მაგრამ მე მივესალმებოდი გაერთიანების შემთხვევაში რომის პრიმუსის არსებობას, არათუ მივესალმებოდი, არამედ ერთგვარ აუცილებლობადაც კი მივიჩნევ, რადგან შეუძლებელია ეკლესია არსებობდეს პრიმუსის გარეშე, მაგრამ არ იმ სახით რა სახითაც ეს პიუს IX-ემ მიიღო. რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს. თუ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება მოხდება არა მარტო საერთაშორისო თანამეგობრობის, არამედ საქართველოს მხრიდანაც, მაშინ მათთვის ავტოკეფალიის მინიჭება ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე სრულიად სამართლიანი იქნება მაგრამ ამ სეპარატისტული წარმონაქმნების აღიარება არასდროს მოხდება და არც უნდა მოხდეს, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
Jun 20 2009, 02:54 AM
პოსტი
#124
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მე მივესალმებოდი გაერთიანების შემთხვევაში რომის პრიმუსის არსებობას, არათუ მივესალმებოდი, არამედ ერთგვარ აუცილებლობადაც კი მივიჩნევ, რადგან შეუძლებელია ეკლესია არსებობდეს პრიმუსის გარეშე, მაგრამ არ იმ სახით რა სახითაც ეს პიუს IX-ემ მიიღო. ეგ უნდა დააკონკრეტო, თორე დაგწვავენ საუბარია არა რომის პაპის პრიმატზე, არამედ უბრალოდ იმაზე, რომ კონსტანტინეპოლმა უნდა დათმოს პირველი ადგილი დიპტიხში ანუ როგორც იყო ადრე და რომმა კი ის უნდა დათმოს რომ უნდა აღიაროს "ინტერ პარეს" , მაგრამ ვინმეს სჯერა ახლა ეს? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
Jun 20 2009, 02:27 PM
პოსტი
#125
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
KAIROS
მთავარი აქ დოგმატური პრობლემაა. იმაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები კათოლიკებს, რომ პეტრე დიდი იყო სხვა მოციქულებზე, რომ მასზე აშენდა ეკლესია, ასევე თითქოს ისტორიულად პაპს ყოველთვის გააჩნდა პრიმატი (რაღაც სახით გააჩნდა) სხვა საპატრიარქოებზე. აქ დათანხმება უკვე წარმოუდგენელია. მაგრამ თუ კათოლიკები ამ მოსაზრებებს სწორ სახეს მისცემენ და სხვა დოგმატების მოგვარების შემთხვევაში მოხდება გაერთიანება მე პირადად არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ პაპი გახდეს არა თანასწორთა შორის პირველი, არამედ მთლიანად ამ უნივერსაული ეკლესიის მეთაური მართალია ამის პრეცენდენტი ისტორიაში არ იყო მაგრამ დღეს საჭიროა ერთიანობის მძლავრი მექანიზმის შექმნა და პლიუს ამას დღეს კომუნაკაციები გაცილებით გამარტივებულია მაშინდელ სამყაროსთან შედარებით, ამიტომაც პაპის ამ სტატუსში ხილვა წინააღმდეგობრივი არ უნდა იყოს. მაგრამ გაერთიანების შანსები, რომ ძალზედ დაბალია ეს ნათელია -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
Jun 20 2009, 04:44 PM
პოსტი
#126
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მთლიანად ამ უნივერსაული ეკლესიის მეთაური მართალია ამის პრეცენდენტი ისტორიაში არ იყო მაგრამ დღეს საჭიროა ერთიანობის მძლავრი მექანიზმის შექმნა სიმცდარეზე დაყრდნობით არაფერი, გამოვა პონტიფექს მაქსიმუმის იდეა ძველი რომაელი იმპერატორების ტიტულატურის შემადგენელი ნაწილი იყო და ისევ დაბრუნდა კათოლიციზმში, უნივერსალური ეკლესიის მეთაური მხოლოდ მისი თავია-ქრისტე და ქრისტეს ნების გამომხატველი კრებსითობა. სიკვდილა დამიჯერე, თუ დათმობას მოთხოვ აღმოსავლეთს,იგივე უნდა თხოვო დასავლეთსაც, მასე გაუქმება გამოდის ყველა ავტოკეფალიისა, რაც ისტორიის წინააღმდეგ და უფრო მეტი იმ ეკლესიის ტრადიციის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, რაზედაც ეყრდნობა ეკლესიოლოგიური გაგება ერთობისა. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Jun 20 2009, 08:24 PM
პოსტი
#127
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ეს თემა ეხება უკრაინის ეკლესიის ავტოფეკალიას და არა ერთიანი ეკლესიის მეთაურს.
გაითვალისწინეთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
death |
Jun 21 2009, 01:14 AM
პოსტი
#128
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
სიმცდარეზე დაყრდნობით არაფერი, გამოვა პონტიფექს მაქსიმუმის იდეა ძველი რომაელი იმპერატორების ტიტულატურის შემადგენელი ნაწილი იყო და ისევ დაბრუნდა კათოლიციზმში, უნივერსალური ეკლესიის მეთაური მხოლოდ მისი თავია-ქრისტე და ქრისტეს ნების გამომხატველი კრებსითობა. სიკვდილა დამიჯერე, თუ დათმობას მოთხოვ აღმოსავლეთს,იგივე უნდა თხოვო დასავლეთსაც, მასე გაუქმება გამოდის ყველა ავტოკეფალიისა, რაც ისტორიის წინააღმდეგ და უფრო მეტი იმ ეკლესიის ტრადიციის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, რაზედაც ეყრდნობა ეკლესიოლოგიური გაგება ერთობისა. ყველაფერიში გეთანხმები ჩემთვის წარმოუდგენელია რომის პაპი მივიჩნიო სხვა პატრიარქებზე დიდად დოგმატური თვალსაზრისით, რადგან არც პეტრე იყო სხვა მოციქულებზე დიდი და არც შემდგომ რომის პაპები მაგრამ სრული გაერთიანების შემთხვევაში, ვგულისხმობ სხვა დოგმატური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, პირადად მე ვერ ვხედავ წინააღდეგობას იმაში, რომ ეკლესიას ჰყავდეს ერთი მეთაური თუმცა დოგმატური თვალსაზრისით კათოლიკების დოგმატი ჩემთვის მიუღებელია, ამიტომ კათოლიკებსგანაც ვითხოვ დათმობაზე წასვლას. მოკლედ ეს ვრცელი და სხვა თემაა, ამიტომ ამის აქ განხილვა აქ არ ღირს -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
Jun 21 2009, 02:49 AM
პოსტი
#129
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა . მოკლედ ეს ვრცელი და სხვა თემაა, ამიტომ ამის აქ განხილვა აქ არ ღირს ჰო, კარგი, მერე გადავიდეთ სადმე და იქ ვიჭიკჭიკოთ, მიყვარს შენთან საუბარი, ახლა ისევ უკრაინას დავუბრუნდეთ, ბოლობოლო ეკუთვნით თუ არა? ასევე მაკედონიას? იქ უახლოესი მეგობარი მყავს სასულიერო პირი და გული მწყდება, მთელი ერია ფაქტობრივად სქიზმაში, იმიტომ რომ არ ექვემდებარება სერბეთს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
Jun 21 2009, 03:13 AM
პოსტი
#130
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
ციტატა ახლა ისევ უკრაინას დავუბრუნდეთ, ბოლობოლო ეკუთვნით თუ არა? ასევე მაკედონიას? პოსტი #123 დაწერილი მსჯელობის მიხედვით მე ვთვლი რომ ეკუთვნის როგორც ერთს ასევე მეორეს -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
iobi |
Jul 29 2009, 02:21 PM
პოსტი
#131
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
თავისუფლება უკრაინას!!!
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია კანონისტი: Jul 29 2009, 03:03 PM -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
კანონისტი |
Jul 29 2009, 03:05 PM
პოსტი
#132
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
iobi
ამხელა ასოებით დაწერილი ლოზუნგები არ არის სასურველი. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
iobi |
Jul 29 2009, 03:23 PM
პოსტი
#133
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
კანონისტი
უკაცრავად, თავი ვერ შევიკავე. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
Amuza |
Jul 30 2009, 03:39 PM
პოსტი
#134
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
საინტერესოა უკრაინული ეკლესია და საპატრიარქო სქიზმად რატო ითვლება?
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 02:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი