IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

29 გვერდი V « < 26 27 28 29 >  
Reply to this topicStart new topic
> მოძღვარი
marine
პოსტი Aug 11 2019, 12:29 PM
პოსტი #541


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: აქვს თუ არა მოძღვარს უფლება, საჯაროდ გაამხილოს მორწმუნის მიერ მისთვის აღსარებაზე განდობილი ცოდვები?

პასუხი: მოძღვარს არავითარ შემთხვევაში არ აქვს აღსარებაში ნათქვამი ცოდვების გამხელის უფლება. ამით ის დაარღვევს მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოს წესს და კანონს. დათესავს უნდობლობას სინანულის წმიდა საიდუმლოს მიმართ. მოძღვარს შეუძლია, ქადაგებისას ან თუნდაც პირად საუბარში მორწმუნესთან განიხილოს ესა თუ ის ცოდვა ზოგადად, ეს კი შესაძლებელია."



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2019, 02:06 PM
პოსტი #542


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: არ მყავს მოძღვარი. მინდა, აღსარება ვთქვა. შეიძლება თუ არა, ამისთვის ნებისმიერ მღვდელს მივმართო, თუ, აუცილებლად მოძღვარი უნდა ვიყოლიო?

პასუხი: ყველა მღვდელს აქვს მიცემული სამღვდელო მსახურების მადლი, მაგრამ, მოძღვრად ადამიანი ირჩევს მღვდელს, რომელსაც გამოუცხადებს ნდობას და იღებს მისგან სულის მხსნელ რჩევა-დარიგებას. ასეთი ადამიანი კი ნებისმიერი მღვდელი ვერ იქნება. აღსარებისთვის უარს არც ერთი მღვდელი არ გეტყვით, მაგრამ, მომავლისთვის უნდა იზრუნოთ, რომ გყავდეთ თქვენი მოძღვარი, რომელიც ყოველთვის მოგცემთ სასარგებლო რჩევა-დარიგებებს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2019, 08:03 PM
პოსტი #543


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: ჩემი პირადი პრობლემის გადასაჭრელად ორმა მოძღვარმა სხვადასხვა რჩევა მომცა. რამდენად კანონზომიერია ეს?

პასუხი: სრულიად კანონზომიერია. შესაძლოა, სხვადასხვა მოძღვარმა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა რჩევა მოგცეთ, მაგრამ, ჭეშმარიტებასთან ორივე შემთხვევაში მიხვიდეთ. ეს შეგვიძლია, შევადაროთ მკურნალობას, როდესაც ექიმები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელებაა".



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2019, 11:30 AM
პოსტი #544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: როდესაც პირველად მივედი აღსარებაზე მოძღვართან, რაღაცამ დამაბრკოლა და ვერ შევძელი, მასთან გულახდილი ვყოფილიყავი. ამის შემდეგ ძალიან მიჭირს მოძღვართან კვლავ მისვლა. ეს ძალიან მაწუხებს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: აუცილებლად უნდა გადალახოთ ეს ბარიერი. შეარჩიეთ სხვა მოძღვარი, ისეთი, ვისთანაც გაგიადვილდებათ თქვენი აღსარების თქმა და მიდით მასთან. ჩვენს ეკლესიებში არაერთი ღირსეული მოძღვარია, რომლებიც გულდასმით მოგისმენთ და რჩევა-დარიგებებსაც მოგცემთ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2019, 11:07 AM
პოსტი #545


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: სამწუხაროდ, ვიცნობ მოძღვარს, რომელიც არ ცხოვრობს სათნო ცხოვრებით და მისი საქციელის შესახებ ახლობლებსაც ვუამბე. ამით ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?

პასუხი: თავდაპირველად, იმაზე დაფიქრდით, თუ რისთვის დადიხართ ტაძარში. იმისთვის, რომ უფალი გიყვართ და უფლის სათნოდ გინდათ ცხოვრება, თუ იმისთვის, რომ სხვა განიკითხოთ. თუ უფალთან მიახლოება გწადიათ, უნდა იცოდეთ, რომ უფალი უპირველესად, საკუთარი თავის შეცნობას და მონანიებას გვთხოვს, ხოლო თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რამდენი ცოდვა გვაქვს და აღარ აღვშფოთდებით სხვის ცოდვებზე, აღარ განვიკითხავთ მათ. მით უმეტეს, სასულიერო პირს. უფალი თავად განიკითხავს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით, სასულიერო პირს, რადგან მას უფრო მეტად მოეკითხება – მეტი პასუხისმგებლობა აქვს ღვთის წინაშე, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2019, 09:42 PM
პოსტი #546


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდლობა არ ისწავლება, მღვდელი იბადება მღვდლად"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2019, 10:01 PM
პოსტი #547


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თითოეული მღვდელმსახური დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგას. შემფასებელი და განმსჯელი კი ყოვლისშემძლე ღმერთია"

/მამა იოანე ჩიგოგიძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2019, 12:12 PM
პოსტი #548


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრები ანგელოზები არ ვართ და არ არსებობს მოძღვარი, რომელსაც რამე არ ეშლება. დასხედით, ერთმანეთი ამხილეთ, შეაგონეთ და ეს ყველაფერი სიყვარულით გააკეთეთ."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2019, 12:53 PM
პოსტი #549


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვართან ურთიერთობისასაც უნდა მიხვდეთ, მისი სული რამდენად გამთბარია ქრისტეთი, რამდენად თავმდაბალი, მოსიყვარულეა. როცა მასთან ყოფნა გიხარია, მისგან სიმშვიდე მოგაქვს, ესე იგი, მოძღვარი კარგია"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2019, 12:16 PM
პოსტი #550


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთი და მოყვასი აღარ უყვარსო – შეიძლება, მოძღვარმა ხელი ადამიანებისკენ გაიშვიროს, მაგრამ უფრო გონიერი მოძღვარი იტყვის: მე კარგად აღარ ვლოცულობ, ხალხი იმიტომ აღარ მოდის წირვაზე, რომ აღარ მოსწონთ ჩემი მსახურება, ჩემი ქადაგებაო."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2019, 12:27 PM
პოსტი #551


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვარმა უნდა განასახიეროს ქრისტე, უნდა დაგანახოთ ქრისტე, უნდა იქადაგოს ქრისტე, უნდა მიგიყვანოთ ქრისტესთან, თავად უნდა იყოს ქრისტეში. ბევრ მოძღვარს თავისთან მიჰყავს ადამიანები და მათ ვეღარ გაუგიათ – მამა გიორგია ღმერთი თუ იესო ქრისტე. ვისი გულისთვის დადიხარ ეკლესიაში? რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს გულისთვის, რომ მადლი მიიღო და მოძღვარსაც მოუსმინო, რომელიც სწორად ქადაგებს".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2019, 07:26 PM
პოსტი #552


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალზე მნიშვნელოვანია, მოძღვარს სათანადო განათლება ჰქონდეს, რადგან სხვაგვარად იგი თავის მისიას ვერ აღასრულებს.

რაღა თქმა უნდა, სულიერი ნიჭები დიპლომებსა და უმაღლეს სასწავლებლებს არ საჭიროებენ. ყოველ მოძღვარს იოანე კრონშტადტელის დარ სიწმინდეს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ, თუნდაც, განათლება."

/ანდრია კურაევი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2019, 10:32 PM
პოსტი #553


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრის ერთგულება გზაა ჩვენი სულის ცხონებისა, რომელიც გადის მის უცილობელ მორჩილებაზე, რათა გვერდით ვედგეთ და ვუმსუბუქებდეთ მას ჯვარს წინამძღვრობისას".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2019, 04:29 PM
პოსტი #554


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრის გარეშე არ შეიძლება სულიერი ცხოვრება, მოძღვრის ყოლა აუცილებელია. ყველაფერს სწავლა სჭირდება, სულიერ ცხოვრებასაც, სულიერ ცხოვრებაში კი მოძღვარია მასწავლებელი"

/არქიმანდრიტი სერაფიმე (კიკონიშვილი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2019, 04:11 PM
პოსტი #555


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდელი მარტო მღვდელი არ არის, ის მოძღვარიცაა. იმისათვის, რომ მღვდელი იყოს მოძღვარი, სასიკეთო ნაყოფი გამოიღოს მისმა ღვაწლმა და შინაგანად ღირსეული მატარებელი იყოს მღვდლობით მინიჭებული მადლისა, საჭიროა ლოცვითი პრაქტიკა"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2019, 05:25 PM
პოსტი #556


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი მღვდელი იყო მეომარი, რომელსაც საჭიროებისას ხმალიც კი ეჭირა ხელში"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2019, 06:44 PM
პოსტი #557


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი შვილი გარკვეულწილად მოძღვრის მეგობარიც უნდა იყოს".

/არქიმანდრიტი სერაფიმე (კიკონიშვილი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 20 2019, 09:53 PM
პოსტი #558


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც გყავს მოძღვარი და შეიგრძნობ მას, გიყვარდება იგი. და როცა მასაც უყვარხარ და თქვენში ერთსულოვნებაა, მაშინ ხდებით ერთნი".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2019, 04:10 PM
პოსტი #559


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ხედავ, შენი მოძღვარი აშავებს, უფრო მეტად უნდა გიყვარდეს. თუ მას ეშმაკი მოერია, შენ რას გიზამს? ამიტომ ვილოცოთ ერთმანეთზე".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2019, 10:44 PM
პოსტი #560


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,693
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც შეიყვარა და თავი მიუძღვნა მოძღვარს, მიიღო ნიჭი, რომელიც მოძღვარს ჰქონდა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

29 გვერდი V « < 26 27 28 29 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st April 2020 - 10:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი