თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქრისტიანობა

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 26 2007, 03:54 PM

აქ ვთქვათ იმაზე თუ რა როლი შეასრულა ქრისტიანობამ, წმინდანებმა საქართველოს წარსულში. განხილვა არ იყოს წმინდა რელიგიური, იყოს ისტორიული შეფასებები(პირადი).

მე დავიწყებ. პირადად ჩემი აზრი რომ გითხრათ ქრისტიანობამ უდიდესი სიტყვა ერის გადარჩენაში XVI-XVII საუკუნეებში თქვა.

პოსტის ავტორი: just man თარიღი: May 26 2007, 03:59 PM

ქრისტიანობა საქართველოს ყოველ მძიმე წუთს მხარში ედგა და უდიდესი ბრძოლები სწორედ ქრისტეს დახმარებით წავმართეთ...ქართველი ერის ფსიქიკაში ქრისტიანობა უტოლდება ადამიანის მრწამსს.

ხარ ქართველი ნიშნავს ხარ მართმადიებელიც.

ქართული ისტორიის ვერცერთ ფურცელზე ვერ ნახავთ ისეთ ადგილს სადაც ქრისტიანობა არ იყოს მოხსენიებული და რაიმე საქმის წამმართველი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 26 2007, 04:39 PM

just man

ციტატა
ხარ ქართველი ნიშნავს ხარ მართმადიებელიც.

ვერ დაგეთანხმები ამაში, ეს დარწმუნებული ვარ რომ გაუცნობიერებლად თქვი, ადრე მეც ასე ვფიქრობდი (ერთ თემას ვწერდი ქართულში და აღნიშნული სიტყვები ვიხმარე, მაგრამ დიდი ხაზით გადამიშალეს). ნუ ვიფიქრებთ რომ ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელია, ეს უკვე რელიგიური ნაციონალიზმია, როგორც ებრაელების შემთხვევაში. ქართველობა ეროვნებაა და არა რელიგიურობა.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 26 2007, 04:43 PM

afxazi
ისტორიულად ეს ასე იყო. დღეს რა თქმა უნდა ეგრე არაა.
ის საუკუნეები, რომელიც მე ვთქვი მართლა უმძიმესი იყო და მაგდ დროს გათათრება ქართულობის უარყოფას ნიშნავდა.

პოსტის ავტორი: just man თარიღი: May 26 2007, 04:46 PM

afxazi
ხო შეიძლება ეგრეცაა...

არც მე მომწონს რომ ეს ასეა...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 26 2007, 04:53 PM

მამფალი

ციტატა
ისტორიულად ეს ასე იყო. დღეს რა თქმა უნდა ეგრე არაა.
ის საუკუნეები, რომელიც მე ვთქვი მართლა უმძიმესი იყო და მაგდ დროს გათათრება ქართულობის უარყოფას ნიშნავდა.

რა თქმა უნდა გეთანხმები, მაგრამ მე სხვა რამ ვიგულისხმე. უბრალოდ დღეს არის ტენდენცია რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელი ქართველი აღარ შეიძლება რომ იყოს, არა და ეს არ შეიძლება.

გავიხსენებ XIX ს-ის მეორე ნახევარს, როცა აჭარაში რუსები შუღლის გაღვივების მიზნით იქაურ მაჰმადიანურ ქართველობაში ავრცელებდნენ ხმებს რომ მართლმადიდებელ ქართველებს ქართველებად აღარ მიაჩნიხართო. თერგდალეულებმა ძლიან დიდი სამუშაო გასწიეს იმისათვის რომ როგორმე ამ ყველაფრის სიყალბეში დაერწმუნებინათ აჭარელი მოსახლეობა. გაიხსენე თამარ მეფის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდებობდა მონოფიზიტს ეკავა.

ანუ მე იმის თქმა მინდა რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელი სამშობლოს მოღალატე ვერ იქნება, სანამ ის უშუალოდ არ უღალატებს ქვეყანას.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 26 2007, 05:36 PM

ციტატა
რა თქმა უნდა გეთანხმები, მაგრამ მე სხვა რამ ვიგულისხმე. უბრალოდ დღეს არის ტენდენცია რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელი ქართველი აღარ შეიძლება რომ იყოს, არა და ეს არ შეიძლება

afxazi
ეს რა თქმა უნდა ცუდი ტენდენციააა დღევანდელი დღისთVის მაგრამ უბრალოდ ისტორიული გამოცდილებააა ასეთი; ვინც არაა მართლმადიდებელი, მან ვერაფერი დიდი ვერ მოუტანა ქვეყანას. მე მოქალაქეებზე არ მაქ საუბარი. მართVელებზე.
რაც შეეხება მიქალაქეებს; თუნდაც აჭარლების ნაწილის მუსლიმობისდა გამო აქ უნდა გავაერთიანოთ რელიგია ერპოვნებასთან.
მართალი თქვა ილიამ: ენა მამული და სარწმუნოებაო. ეს სამი კომპონენტი ქმნის ერს რაც არ ნიშნავს რომ სამივე კომპონენტი სრულიად საერთო იყოს.

ციტატა
რაც შეეხება მიქალაქეებს; თუნდაც აჭარლების ნაწილის მუსლიმობისდა გამო აქ უნდა გავაერთიანოთ რელიგია ერპოვნებასთან

უფრო სწორედ არ უნდა გავაერთიანოთ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 26 2007, 06:23 PM

მე კითხვებს პირიქით ვსვამ ხოლმე, რა გაუკეთა საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს ეკლესიას? wink.gif

ჩემთვის მოტივაცია, 'ეკლესია სახელმწიფოს სამსახურში' ძირშივე არაქრისტეანულია..

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 26 2007, 06:51 PM

ქართული ეკლესია არ იყო სამსახურში ქვეყნისა იმ აზრით რომ მორჩილი ყოფილიყო მისი. ერთობა საქმეში და არც ერთი იყო უპირველეს და არც მეორე. თუ არ ჩავთვლით ხანძთელის დროს სასულიეროთა პირველობას და დავითის დროს კიდე სხვა რეალობას: გათანაბრებას.
სახელმწიფოს მნიშვნელობა ეკელსიითვის ასეთი დიდი რომ არა მაშინ არც ხანძთელი იშრომებდა და არც მროველი იომებდა მარაბდაში. სახელწიფო სხეულია, ეკლესია სული. თუკი სხეული მახინჯია, სულიც ემსგავსება და პირიქით. პაპი რომისა ქრისტეს მოციქულს კი არა ეშმას მოციქულს გავდა შუა საუკუნეებში და ეს იმიტომ რომ ის ცდილობდა საეხელმწიფოს როლის შესრულებას.
საქართველო ეკლსიის სიწმინდის შესანარჩუნებლად საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 26 2007, 06:52 PM

მნათე
ჩემი აზრით ეკლესია მისი თავის სამსახურში უნდა იყოს და შემდეგ შეძლებისმაგვარად სახელმწიფოსიც არა?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 26 2007, 07:12 PM

ციტატა
მნათე
ჩემი აზრით ეკლესია მისი თავის სამსახურში უნდა იყოს და შემდეგ შეძლებისმაგვარად სახელმწიფოსიც არა?


აბო ბატონო, მე ეკლესიის წევრი ვარ და სახელმწიფოს იმიტომ ვემორჩილები - რომ მას აქვს ძალა, შესაბამისად მე ვზრუნავ ტოლერანტობის განვითარებისთვის, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ რომ კეისარი კეისარია და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიღვიძოს მიძინებულმა ნერონმა...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 26 2007, 07:24 PM

მნათე
ეეჰ! სწორი ხარ ძმისშვილო სწორი!

პოსტის ავტორი: demetre_demetre თარიღი: May 31 2007, 02:42 AM

ქრისტიანობა ქართველი ერთმანეთთან ასოცირდებოდა,სიტყვა ქართველში იგულისხმებოდა თავისი წამომავლობა და რელიგიური მრწამსი ქრისტიანობა,ქრისტიანობის დაცვა ,თავისი ქართველობის დაცვა იყო და პირიქით.

ილია ჭავჭავაძემ თქვა ეს კარგად მამული,ენა,სარწმუნოება.

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 18 2007, 11:24 AM

ქრისტიანობას დღეს აკისრია ყველაზე დიდი მისია.

ეკლეიის როლი ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ჩვენ ისტორიაში, დღეს მითუმეთეს კარგად ვამჩნევ ამას რადგან, უშვალო თვითმხილველი ვარ იმ ბრძოლისა, რომელსაც ეკლესია ეწევა ჩვენი ერის გადასარჩენად

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Jun 19 2007, 01:54 PM

QUOTE(მამფალი @ May 26 2007, 02:54 PM) *

პირადად ჩემი აზრი რომ გითხრათ ქრისტიანობამ უდიდესი სიტყვა ერის გადარჩენაში XVI-XVII საუკუნეებში თქვა.



შენ შეფასებას ანუ XVI-XVII საუკუნეებს ხომ ვერ გაშლიდი და კონკრეტულად აღწერდი ?
ჩემი აზრით ყველამ ესე უნდა გააკეთოს ამ თემაში..

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 19 2007, 07:33 PM

ციტატა
აბო ბატონო, მე ეკლესიის წევრი ვარ და სახელმწიფოს იმიტომ ვემორჩილები - რომ მას აქვს ძალა, შესაბამისად მე ვზრუნავ ტოლერანტობის განვითარებისთვის, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ რომ კეისარი კეისარია და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიღვიძოს მიძინებულმა ნერონმა...

ცოტა ძველი პოსტია მაგრამ ახალი ვარ და მეპატიება smile.gif
შეიძლება მართალი ხარ მაგრამ ისტორიაში ხშირად გვქონია შემთხვევა როცა არც ეკლესია გვაკლებდა wink.gif

ციტატა
ჩემთვის მოტივაცია, 'ეკლესია სახელმწიფოს სამსახურში' ძირშივე არაქრისტეანულია..

ამას რაც შეეხება სასტიკი წინააღმდეგი ვარ. სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა ადამიანების გაერთიანების გარკვეული ფორმა და თუ ადამიანების სამსახურში არ იქნება ეკლესია მაშ ვისი? smile.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 30 2007, 01:41 PM

შაკუნა

ციტატა
შენ შეფასებას ანუ XVI-XVII საუკუნეებს ხომ ვერ გაშლიდი და კონკრეტულად აღწერდი ?
ჩემი აზრით ყველამ ესე უნდა გააკეთოს ამ თემაში..

ხო.
დამეთანხმები რომ ეს უმძიმესი თუ არა ერთ ერთი უმძიმესი ჟამია ისტორიაში ხომ? ფიზიკური უძლურებისას ადამიანს, ისევე როგორც ალბათ ერს სულიერი განწყობა აძლებინებს. განსაკუთრებით ეს თეიმურაზის, ქეთევანის, ლუარსაბის, სააკაძის და პაატას დროს ეხება. ისიც ცნობილია რო საქართველოდან მოსულ შაჰისევნებს აბასმა დედების გამუსლიმანობა მოთხოვა. მათ კი უთხრეს რომ უარს ამბობენ, ქეთევანი ქარიტიანიაო და ჩვენ არ გავმაჰმადიანდბითო. იმ დროის წმინდანებმა გაგვაძლებინეს აბასის მოსვლასაც და შემდეგ დროსაც . ყველა დროს თავისებური გმირი ჭირდება. ასეთი გმირი იყო ქეთევანი და შემდეგ ბახრტიონის გმირებიც. ფიზიკურ მარცს იმდენად არ დავუძაბუნებივართ როგორც სულიერს.

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jun 30 2007, 01:49 PM

ქრისტიანობამ უდიდესი როლი შეასრულა რომ დღეს ეს ქვეყანა არსებობს და მოვიდა აქამდე.თუნდაც ის რად ღირს როგორ დებდნენ თავს ქართველები რჯულის დასაცავად და რა დიდი რწმენით იბრძოდნენ იმ დიდ ომებში საამაყო რომ გვაქვს დღემდე

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Jun 30 2007, 11:16 PM

ქრისტიანობამ როგორც რელიგიამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მომავალ განვითარებაში...
რელიგიას როგორც მოგეხსენებათ დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის განვითარებაში..... და ამის შესახებ აღარ გავაგრძელებ...
საქართველოს ისტორიაში მეტად საინტერესო ფაქტია ის რომ როდესაც გამოცხადდა მირიაან მეფის დროს IV საუკუნესი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ამის მერე მთლიანად განისაძღვრა საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ბედი...
მირიანის ასეთი საქციელის გამო მოხიბლული კონსტანტინე მირიანის შვილსაც კი ათავისუფლებს რომელიც თავად ყჰავდა წაყვანილი...
მომდევნო საუკუნეებს რაც შეხება აღსანიშნავია ის რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა ორ მათლმადიდებლუ და მუსლიმანურ სამყაროსთან..
და თავისი არჩევანი მაინც მიმართული უფრო რელიგიის გამო იყო ქრისტიანულ სახელმწიფოებისკენ... ამის უამრავი მაგალითია..


პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jul 1 2007, 12:34 PM

თუ კი ქართველში მართლმადიდებელი იგულისხმებოდა ძველად ეს ალბათ უფრო მენტალური თვისებების დამსახურებაა....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2015, 09:13 PM

"ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიის არჩევანი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 06:48 PM

"ქართული ერთობის ერთ-ერთ ფუნდამენტს საუკუნეთა განმავლობაში წარმოადგენდა მართლმადიდებლობა. ქართველის იდენტობა წარმოუდგენელია ეროვნული ღირებულებების და თითქმის ეროვნულ ღირებულებად ქცეული მართლმადიდებლობის გარეშე".

/ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
"უფლის ციხე" N3, 2014, გვ. 25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2015, 08:33 PM

"უკიდურესი გაჭირვების გამო ადამიანი ზოგჯერ კარგავს ზნეობრივ სახეს, მაგრამ ამას ჩვენი ერი უსათუოდ გადაიაზრებს (გადახარშავს). თუ არადა, სიცოცხლე აღარ იქნება. ეს არის ოპტიმიზმი. ან იცხოვრებს ქრისტიანული საქართველო, ანდა საერთოდ არ იქნება. ქრისტიანობის გარეშე ქართველ კაცს არ შეუძლია, დანარჩენს - თამაშობს".

/პროფესორი რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N21, 2015, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:27 PM

"საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა".

/ილია II
"კარიბჭე" N22, 2015, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:49 PM

"ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი".

/ილია II
"კარიბჭე" N22, 2015, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:45 PM

"ქართველთა თავზე მოწეული ყველა უბედურების მიზეზთა მიზეზი ქრისტეს გზიდან, - ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენაშია და ქართველი ხალხის სულიერ-ზნეობრივი თუ პოლიტიკური აღორძინება სწორედ ქრისტესთან, წმინდა ეკლესიასთან დაბრუნებაში იმალება"

/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.100/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 12:41 PM

"დღევანდელ ქართველობას არაქრისტესმიერი ცხოვრება გვაუცხოებს უფლისაგან, აღარც ქრისტიანულ მოძღვრებას ვიცნობთ და აღარც ამ მოძღვრებისა და მცნებების მიხედვით ცხოვრებისათვის ვიღვწით.

ამიტომ ჩვენს ისტორიულ, ტრაგიკულ ობლობასა და მარტოობას დედამიწაზე, შესაძლოა, მიემატოს მარტოობა და განშორება უფლისაგან, რადგან დავივიწყეთ სულიწმიდისმიერი გაფრთხილება, გამოთქმული წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირით:

- ყოველს, ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი"

/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.171/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:53 AM

"ქართველთა უმეტესმა ნაწილმა ჩვენი წმინდა ქრისტიანული მოვალეობა დავივიწყეთ, უგულებელვყავით ორი უმთავრესი მცნება - სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა: ე.ი. ფაქტობრივად უარვყავით "შინაგანი ჯვარი". აღარ ვეწევით წმინდა, მართალ ცხოვრებას, მცდარად ვირწმუნებით, დავაჯერეთ თავი, რომ წინაპართა დამსახურებას უფლის წინაშე, ჩვენი ერის მიერ ქრისტიანობის გადასარჩენად სისხდათხეულ, ჯვარცმულ წარსულს თავისთავად უკვე ძალუძს, როგორი ხასიათიც არ უნდა შეიძინოს ჩვენმა ქცევამ, ცხოვრების წესმა, ზნე-ჩვეულებებმა, სულიერი თუ მატერიალური ფასეულოებებისადმი, - ქრისტიანული ცხოვრების გარეშეც გაგივხსნას კარი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, კარი ზეციური სასუფევლისა"

/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.124/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 11:31 AM

"ქართველებმაც ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს, გავიმრუდეთ გზა, დავივიწყეთ ქრისტე და ჩვენი უმრავლესობა მოვწყდით მის წმინდა ეკლესიას, პარტიებში, ორგანიზაციებსა და სექტებში დავიქსაქსეთ. სირცხვილში ვწევართ და თავზე გვახურავს ჩვენივე შერცხვენა, რადგან ვცოდავთ უფალს, აღარ გვესმის წინაპართა ხმა"

/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.166/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 11:45 AM

"წარსულში, როცა ქართველნი ქრისტეს მცნებათა აღსრულების გზაზე იდგნენ, ქრისტეს მიერ სიყვარულში რჩებოდნენ, თავისი "ნაყოფით" - რწმენის შესატყვისი და სინანულის ღირსი საქმეებით - განადიდებდნენ ღმერთს და ამით თავადაც "განდიდდებოდნენ" და მაღლდებოდნენ ღვთის თვალში. ისინი მამულის სიყვარულისა და სარწმუნოებისათვის სრული მოთმინებით იღებდნენ წმ. მოწამის გვრიგვინს"

/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.170/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)