IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი
აბე
პოსტი Jan 9 2010, 12:51 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.

ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა.

როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?
უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია,
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Jan 9 2010, 01:28 PM
პოსტი #2


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



smile.gif საინტერესო კითხვაა...
უბრალოდ თქვენი პარიკმახერი ალბად ასაკით თქვენზე უფროსი იყო... ალბად მთელი ცხოვრებას მასეთი ანეგდოტები უხალისებდნენ და სიამოვნებს =) არ უნდა მოუშალოთ ეგ სიხარული, მითუმეტეს რომ თქვენს მიერ მიცემული შენიშვნა მას არ შეცვლის მაგრამ გააღიზიანებს და არაა გამოიცხული თმები "კიბე-კიბე" შეგჭრათ =) ვფიქრობ არის მომენტი როდესაც დუმილით და უბრალოდ ღიმილით უფრო მეტს გააგებინებთ ვიდრე მორალის კითხვით თუ ქადაგებით... ისე მე მაგ შემთხვევაში შევცდებოდი რაიმე ისეთ თემაზე მესაუბრა სადაც ანეგდოტების ადგილი არ დარჩებოდა... ან იქნებ ავყოლოდი ანეგდოტებში და უარესიც მეთქვა? პრინციპში მე კი ვიზამდი მაგას... მაგრამ თქვენ მართლმადიდებლურ გარემოზე საუბრობდით არა? =)


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 9 2010, 01:41 PM
პოსტი #3


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?

ჩემი აზრით 2 ვარიანტია

1) სრული წაყრუება დუმილი და არც არანარი დიპლომატიური ღიმილის ჩუქება
2) რჩევა და თხოვნა (თბილად და არა მკცრად) რომ მის სარწმუნოებაზე ანეგდოტები არ მოყვეს, ხოლო თუ ყურად არ იღო თხოვნა შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ავტომატურად პირველ ვარიანტს არანაირი დიპლომატიური ღიმილი biggrin.gif smile.gif პ.ს. კარგი იქნება თუ ამ დროს იესოს ლოცვას ვიმეორებთ გულში rolleyes.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 9 2010, 02:13 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



llaasshhaa

თუ სწორად გავიგე, ანეკდოტები სარწმუნოებას არ შეეხებოდა.
და თუ იქნება ასეთი შემთხვევა, ვფიქრობ - მოურიდებლად და პრინციპულად უნდა ვუთხრათ მთხრობელს,
რომ ასეთ, ჩვენთვის ძვირფას თემებს უშნოდ არ შეეხოს.
ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა და დაკვირვებული ვარ - კატეგორიულად ნათქვამი,
აფხიზლებს ხოლმე მთხრობელს.
და თუ უბრალოდ უწმაწური ანეკდოტებია დღის წესრიგში, რა თქმა უნდა გეთანხმები -
იგნორი და არანაირი ღიმილი.
მიშამაც სწორი აზრი გამოთქვა - საუბრის სხვა თემაზე გადატანა ძალიან შედეგიანია.
და ამით, თან აგრძნობინებ, რომ მისი საუბარი მიუღებელია.
ნუ, ქადაგება და მისთანები ალბათ არ იქნება სწორი, გარდა განსაკუთრებული
და იშვიათი შემთხვევებისა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 02:56 PM
პოსტი #5


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



როდესაც ძმაკაცებში ხარ და ისინი უწმაწური ტერმინებით საუბრობენ?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jan 9 2010, 03:06 PM
პოსტი #6


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



აბე
ციტატა
როდესაც ძმაკაცებში ხარ და ისინი უწმაწური ტერმინებით საუბრობენ?

ძმაკაცებმა უნდა იცოდნენ რომ არ გსიამოვნებს, ახსნა უნდა მაგას.
თუკი ყურს არ გიგდებენ, უბრალოდ აღარ უნდა შეხვდე.

განდეგილები აბდლები კი არ იყვნენ : )


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 9 2010, 03:19 PM
პოსტი #7


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



მოძღვრის პასუხი იქნება ამ თემაში საინტერსო


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 03:28 PM
პოსტი #8


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(leluka @ Jan 9 2010, 03:06 PM) *

აბე

ძმაკაცებმა უნდა იცოდნენ რომ არ გსიამოვნებს, ახსნა უნდა მაგას.
თუკი ყურს არ გიგდებენ, უბრალოდ აღარ უნდა შეხვდე.

განდეგილები აბდლები კი არ იყვნენ : )


მასე ადვილი ხო არაა...

მასე მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენი თანდასწრებით მოერიდებიან უხამს საუბარს, სხვა დროს კი ყოველთვის ისაუბრებენ ასე. ანუ შენი ახსნა განმარტებით ისინი არ შეიცვლებიან, არ გამოსწორდებიან. ეს სიტუაცია კიდევ უფრო გააძლიერებს შენს ამპარტავნებას... პირადად ჩემს ამპარტავნებას მეტი კი არ უნდა - მაშინვე დავიწყებ იმის ფიქრს, აი ამათმა იციან, რომ მე ეკლესიური ვარ და მე მათ თვალში ღვთისაკენ მავალ ადამიანად ვჩანვარ თქო....

თან მეგობრების დაკარგვაც არაა კაი საქმე და თან ძნელია ამდენი წლის ურთიერთობას და მეგობრობას ხაზი გადაუსვა. თან შეიძლება ნებისმიერი ჩემი არაეკლესიური მეგობარი ახლო თუ შორეულ მომავალში ისე გამოსწორდეს და იცვალოს ფერი, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი მორწმუნე გახდეს. იმის, გამო რომ ამჟამად იგი სცოდავს სიგარეტის მოწევით, უწმაწური სიტყვებით, გინებით, არ ნიშნავს იმას, რომ იგი წარწყმედულია და მე ცხონებული. თქვენთვის, გოგოებისთვის ადვილია მეგობრების პოვნა, მაგრამ პირადად მე ერთი ორი მეგობარი მყავს, რომლებიც არ იგინებიან და ეშმაკს საკმეველს არ უკმევენ (სიგარეტს არ ეწევიან)...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 9 2010, 03:33 PM
პოსტი #9


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აბე
ციტატა
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "თავს არ გიყადრებო"?

და რატომ არ უნდა გამოუვიდეს მასე?
თავის დაცვა ამპარტავნებაა?

თავის ადგილას მოსმა სჭირდებათ ხოლმე, მითუმეტეს თუ შენს ტერიტორიაზეა და იქაურობას აბინძურებს.

რაძი ბოგა..
თავებს მივხედოთ არ ჯობია?
ერთი წარბი, ან მოწყალე ღიმილი, მნიშვნელობით, სულ არაა სასაცილოო და დაუბრუნდება თავის ადგილს.

მე ის უფრო მაღიზიანებს ხოლმე, სხვების ლანძღვით რომ ცოცხლობენ, დაჯდებიან, სახე შეეშლებათ და ვინც ეზიზღებათ შენც თუ არ გძულს, ვაი შენი ტყავის ბრალი.
რომელ კარში გავძვრე, იმას ვფიქრობ ხოლმე, მითუმეტეს თუ ადამიანი ასაკით ჩემზე დიდი და მოსარიდებელია.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 03:42 PM
პოსტი #10


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(kato_Bato @ Jan 9 2010, 03:33 PM) *

აბე
და რატომ არ უნდა გამოუვიდეს მასე?
თავის დაცვა ამპარტავნებაა?


ხო მართალი ხარ. ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ სრულიად შესაძლებელია ამპარტავნება არ დაგეუფლოს ასეთ შემთხვევებში. შენ თუ გარშემომყოფებს არ უყურებ, როგორც შენს თავთან შესადარებელ არსებებს, არამედ როგორც შენს დებსა და ძმებს, რომლებიც გარემოებათა გამო დაბნეული არიან და სწორ გზას აცდენილი, როგორ უნდა მოგინდეს გაბღენძვა და ამპარტავნული ფიქრები. პირიქით, გული სიბრალულით აგევსება და ლოცვას დაიწყებ მათთვის...

მოკლეთ, სიყვარული ყველაფრის წამალია რა...
და როგორ დაცლილი ვარ სიყვარულისგან... sad.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 9 2010, 06:42 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



სიტუაციურია, ხან ისე და ხან ასე.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Jan 9 2010, 10:01 PM
პოსტი #12


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



აბე
ციტატა
როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?
უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია,
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"?


არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 9 2010, 10:04 PM
პოსტი #13


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."


ანუ უზნეობას არ უნდა შეურიგდე არსად (ჩემი აზრია მხოლოდ)


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 10:57 PM
პოსტი #14


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(INFORMATION @ Jan 9 2010, 10:01 PM) *

აბე
არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს!


ასეთი ვითარებები ჩემს სულიერ მდგომარეობას არყევს და ეს მადარდებს პირველ რიგში და მერე ჩემი თმები. ეს თემაც თმებისთვის არ მიმიძღვნია, არამედ იმისთვის, რომ გვემსჯელა:

-თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვეებში, რათა ჩვენი ისედაც სუსტი სულიერი მდგომარეობა არ შეირყეს;
-ხომ არ არის უფლის სახელის გინება, როდესაც უწმაწური ანეგდოტის მსმენელი ხარ და ანეგდოტის მოყოლის შემდეგ გაღიმებასაც ბედავ - და მერე ლოცვაში იტყვი "წმინდა იყავნ სახელი შენი";
-ასეთ ვითარებებში მიზანშეწონილია თუ არა ახსნა განმარტებების მიცემა, რომ სულიერი სარგებელი ნახონ იმ ადამიანებმაც და შენც;
-ამპარტავნებაში ხომ არ ჩაგაგდებს ესა თუ ის ქმედება;
-და ა.შ.

P.S. მაშინ როდესაც მძღოლებიც კი ახერხებენ ავტომობილის მართვის დროს საუბარს, პარიკმახერებისთვის ეს ბევრად უფრო იოლია...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jan 9 2010, 11:07 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(INFORMATION @ Jan 9 2010, 11:01 PM) *

აბე
არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს!


ადგება და იროქესენს შეგჭრის მერე smile.gif
ტი შტოოოო, არ იცი შენ ხალხი პარიკმახერებთან თან მამაკაცებთან რომ არჩევენ თავიანთ ქმრებთან რა პრობლემები აქვთ (ქალებზე ვამბობ) ? ფსიქოლოგებივითა ყავთ smile.gif


ასე რომ აბეს ვეთანხმები პარიკმახერი ლაპარაკის დროს თმას არ შეგჭრის ცუდად smile.gif არ ეფანტება ყურადღება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 11:08 PM
პოსტი #16


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ikanosi @ Jan 9 2010, 10:04 PM) *

ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."
ანუ უზნეობას არ უნდა შეურიგდე არსად (ჩემი აზრია მხოლოდ)


ხო, ეგ მაშინებს მეც...
და ამ შიშმა გამახსნევინა ეს თემა.

დუმილი ადვილია, იგნორირებას გაუკეთებ ამა თუ იმ ცოდვის ჩამდენ ადამიანებს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ დატოვებ აღნიშნულ ადგილს, გიწევს იქ იყო გარკვეული დროის განმავლობაში და ისმინო ათასი სიბილწე, არაუწმაწური სიტყვებით გამოთქმული ღვთისა და მართლმადიდებლობის მგმობელი ფრაზები და ა.შ. და შენ იცი, რომ ნათლობის ძალით ხარ ქრისტეს მხედარი, და მეომარი ომში მშვიდად დადგებოდა და უცქერდა, თუ როგორ აფურთხებენ სულში და გმობენ მის მეფეს?! ჩვენ კი, ქრისტეს ჯარისკაცები ვდგევართ და ვუცქერით, როგორ იგმობა და იფურთხება ჩვენს თვალწინ ჩვენი მეფის (მეუფის, უფლის) სახელი... არის ეს ქრისტეს მხედრობა და ჯარისკაცობა?! ამისათვის არ მოგვეკითხება?

აი ეს მაშინებს...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 9 2010, 11:10 PM
პოსტი #17


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



არ ვიცი დეგრადირებული რწმენის მქონე ვარ თუ რა ვარ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ღმერთი ვინმემ აუგად რო მოიხსენიოს კბილებს დავამტვრევ თვით ამ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს მაინც...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 11:13 PM
პოსტი #18


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(xokaido @ Jan 9 2010, 11:10 PM) *

არ ვიცი დეგრადირებული რწმენის მქონე ვარ თუ რა ვარ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ღმერთი ვინმემ აუგად რო მოიხსენიოს კბილებს დავამტვრევ თვით ამ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს მაინც...


საქმე იმაშია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე პირდაპირ გმობენ ღმერთის სახელს, სხვადასხვა ორგანიზაციებში, სექტებში და რაღაცეებში არიან გაერთიანებული. მათთან ურთიერთობა კი ჩვენ, უბრალო ადამიანებს არა გვაქვს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი საქციელით, არაპირდაპირ, ირიბად შეურაცხყოფენ ღმერთის სახელს.

მართლმადიდებელი ადამიანი, რომ ეშმაკს უკმევს საკმეველს (სიგარეტს მოსწევს), არ იგინება უფლის სახელი?! მაგრამ პირდაპირ არა, ირიბად...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 9 2010, 11:23 PM
პოსტი #19


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



ციტატა
მასე მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენი თანდასწრებით მოერიდებიან უხამს საუბარს, სხვა დროს კი ყოველთვის ისაუბრებენ ასე. ანუ შენი ახსნა განმარტებით ისინი არ შეიცვლებიან, არ გამოსწორდებიან

ყველაზე მთავარი არის პიროვნული, ინდივიდუალური და საკუთარი ბინძური სულის "განწმენდა"... ამ მიზნით ზოგი ბერში მიდის, ზოგიც კი ერში ახერხებს ამას..
ჩემი აზრით რაც შენ გსურს ეს უკვე ის საფეხურია როცა მინიმუმ ადამიანი თვითონ არის გაწმენდილი და უკვე ზრუნავს სხვათა გაწმენდას... ეხლა დიდი ბოდიშის მოხდით ძალიან პრადულ კითხვას დაგისმევ: შენ შენს თავში ცოდვებს ხედავ თU გაქრნენ ისენი?...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jan 9 2010, 11:23 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(აბე @ Jan 10 2010, 12:13 AM) *


მართლმადიდებელი ადამიანი, რომ ეშმაკს უკმევს საკმეველს (სიგარეტს მოსწევს), არ იგინება უფლის სახელი?! მაგრამ პირდაპირ არა, ირიბად...


რაღა სიგარეტს მისწვდი biggrin.gif

ნებისმიერი ცოდვით ჯვარს ვაცვავთ უფალს და მოდი ახლა ნურავინ მეტყვის უფლის სახელს ვინც შეურაცხყოფას ამას და იმას ვუზამო, მაშინ საკუთარი თავიდან დაიწყონ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 06:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი