IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი
აბე
პოსტი Jan 10 2010, 04:48 PM
პოსტი #41


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



xokaido

ყოველთვის ჩემს ცოდვილობაზე მიმითითებ. მე განა წმინდანი მგონია ჩემი თავი, მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ნათელი უნდა ვიყო ამა სოფლისა და მინდა რაც შეიძლება უკეთესად შევძლო ეს, თუმცა საერთოდ ვერ ვახერხებ. ხოდა იმისათვის, რომ შევასრულო ეს კურთხევა უფლისა, იყავით ნათელი ამა სოფლისაო, მინდა, რომ ჩემი მწირი ცოდნა გადავცე სხვა ადამიანებს, რომ არ შესცოდონ. დიდი საღვთისმეტყველო ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ მიხვდე უწმაწური სიტყვებით საუბარი ცოდვაა. ხოდა მინდა ეს გავაგებინო ადამიანს, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო ვბრკოლდები. აი ახლაც საფერფლე მივუტანე ჩემს სტუმარს, რომ სიგარეტი მოეწია...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 10 2010, 07:08 PM
პოსტი #42


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(აბე @ Jan 9 2010, 12:51 PM) *

ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.

ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა.

როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში?
უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია,
თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"?

მემგონი ასეთ შემთხვევაში მდუმარება ჯობს. როდესაც ასეთ ანეკდოტზე არ გაიცინებ, ის ადამიანი დაფიქრდება და მიხვდება, რომ ასეთი ხუმრობა შენთვის მიუღებელია და შეწყვეტს ანეკდოტებს smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 02:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი