IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12
მნათე
პოსტი Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.

======================================================

მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 23 2007, 08:05 PM
პოსტი #2


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ჯერ ის უნდა გვახსოვდეს გამუდმებით, რომ რუსეთთან შეერთების მერე, ჩვენში ყველაფერი ძირეულად შეიცვალა.
განსაკუთრებით ეკლესიაში.
და ადრე თუ ეს ცვლილება ეკლესიაში ,იერუსალიმურიდან ბერძნულზე , ჩვენივე წმინდა მამების წმინდა ღვაწლით ჩატარდა,
რუსულ ეკლესიის იერზე გადასვლა ,ძალადობით და ყოველივე ქართულის აღმოფხვრით წარიმართა.
შეიცვალა მთლიანი გარეგნული და ყოფითი ფორმა, რაც საუკუნეების მანძილზე მტკიცედ და უცვლელად მოდიოდა.
როგორ გგონიათ ,რატომ ითვლება პიროვნებისადმი მრავლობითში ანუ თქვენობით მიმართვის მახინჯი ფორმა ზრდილობის და პატივისცემის ფორმად, როცა რუსების გაბატონებამდე საქართველოში მხოლოდ შენობით მიმართავდნენ თვით მეფესაც კი.
რუსეთის ძალადობრივი გავლენით, თვიტთ ქართული ენის სინტაქსიც და აზროვნების და წინადადებათა წყობის ფორმაც კი შეიცვალა.
უამრავი დღეს მართლწერულად მიღებული სიტყვა პირდაპირი ან ირიბი კალკაა რუსული სიტყვებისა.
ძველ ქართულში მახინჯი სიტყვები კაცი და ქალი არ არსებობდა.(მუჯჩინა, ჟენშინა).
არამედ იყო მამაკაცი და დედაკაცი, ანუ მამა და დედა.
ძველ ტექსტებში შეხვდებით სიტყვებს: მამანი და დედანი და არსად, კაცები და ქალები.
ანდა მამაი და დედაი.
ანუ მამა არა სასულიერო პირის არამედ ზოგადად მამაკაცის შემოკლებული ფორმა იყო.
ასევე დედა , დედაკაცისა.
როცა ამბობდნენ წმინდაი მამაი ჩვენი ესა და ესო, ნიშნავდა არა "მამაოს" დღევანდელი გაგებით არამედ, კაცს, მამაკაცს.
რუსულში "პადრეობის" მცნებაც დასავლეთიდან შეიჭრა და შემდეგ ჩვენც გაგვანათლეს.




--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 23 2007, 08:36 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ლეონტი

ლეონტ მაოცებ, პატრიარქი - მამამთავარს ნიშნავს, პაპი - მამას.. ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაში, არსებობს - მამის და მეტიც, მამამთავრის წოდება... ტერმინოლოგიურ გადახვევასთან დაკავშირება, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვა შეუსაბამოა...

ანუ ეს არ არის, მხოლოდ საქართველოს და რუსეთის ეკლესიისთვის დამახასიათებელი - მიმართვა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 23 2007, 08:54 PM
პოსტი #4


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(მნათე @ Apr 23 2007, 08:36 PM) *

ლეონტი

ლეონტ მაოცებ, პატრიარქი - მამამთავარს ნიშნავს, პაპი - მამას.. ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაში, არსებობს - მამის და მეტიც, მამამთავრის წოდება... ტერმინოლოგიურ გადახვევასთან დაკავშირება, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვა შეუსაბამოა...

ანუ ეს არ არის, მხოლოდ საქართველოს და რუსეთის ეკლესიისთვის დამახასიათებელი - მიმართვა smile.gif

მე მაგას არ უარვყოფ, რა თქმა უნდა არსებობს, მხოლოდ ვიმეორებ , რომ მამათმთავარი იგივე მთავარი მამა.
სწორედ მთავარ კაცს (მამაკაცს) აღნიშნავდა და არა დღევანდელი მნიშვნელობით "მამაოების" ან მთელი ეკლესიის მამას.
ხოლო მღვდელს ხუცესი ერქვა.
მონოზონს ბერი.
და ეს იყო მათი მიმართვის ფორმა და არა "მამაო " და სახელი.
მოდი ციტატებით ვისაუბროთ რომ უფრო გასაგები გახდეს.
მოვძებნი.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 23 2007, 09:01 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე მაგას არ უარვყოფ, რა თქმა უნდა არსებობს, მხოლოდ ვიმეორებ , რომ მამათმთავარი იგივე მთავარი მამა.
სწორედ მთავარ კაცს (მამაკაცს) აღნიშნავდა და არა დღევანდელი მნიშვნელობით "მამაოების" ან მთელი ეკლესიის მამას.
ხოლო მღვდელს ხუცესი ერქვა.
მონოზონს ბერი.
და ეს იყო მათი მიმართვის ფორმა და არა "მამაო " და სახელი.
მოდი ციტატებით ვისაუბროთ რომ უფრო გასაგები გახდეს.
მოვძებნი.


მაშინ კითხვა ისმის, რატომ აღნიშნავდა? blink.gif ყველა ეკლესიაში, მოიაზრება მამად, მამამთავრად და ა.შ.. საუბარი ამ კუთხით არ მსურს განვაგრძოთ, საინტერესოა კონკრეტული თავის ეგზეგეზა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 23 2007, 09:29 PM
პოსტი #6


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



"და მამით ნუვის ჰხადით ქვეყანასა ზედა:რამეთუ ერთ არს მამა თქვენი, რომელ არს ცათა შინა" - " ეს არ ნიშნავს იმას,- განმარტავს წმინდა ოქროპირი, - რათა არავინ იწოდოს მამად, არამედ რათა იცოდნენ, ვის უწოდონ მამა. როგორც მასწავლებელი არ არის მასწავლებელი თავის თავად, ასევე მამაც. ერთი ღმერთია მიზეზი ყველა მასწავლებლის და მამისა." "უფალი არ გვიზღუდავს მშობლის პატივისცემას, - წერს ნეტარი თეოფილაქტე, განსაკუთრებით კი სულიერი მამებისა, არამედ სიტყვებით მივყავართ ჭეშმარიტი მამის ცნობამდე, ანუ ღმერთამდე, რამდენადაც მამა საკუთარი მნიშვნელობით არის ღმერთი, ხოლო ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი არსებობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და მსახურნი ღვთისა" (ეგზეგეზადან ეს ვიპოვე)

საერთოდ სიტყვას შეიძლება რამოდენიმე მნიშვნელობა ქონდეს. უფალმა რომ ბრძანა ნუ იწოდებით მასწავლებლებადო, ამით მასწავლებლობა ხომ არ აკრძალა. მაშინ რა უნდა ეწოდოს ადამიანს რომელიც ასწავლის? მაშინ საჭირო გახდებოდა ახალი ტერმინის შემოღება რომელიც იდენტური იქნებოდა ცნება მასწავლებლის, იგივე შეიძლება ითქვას მამაზეც. ანუ უფალს ის კი არ უთქვამს ამ სიტყვას ნუ იხმართო, არამედ ნურავის მიიჩნევთ ჭეშმარიტ მამად და მასწავლებლად ღმერთის გარდაო.
ეს სიტყვები მოწაფეების მიმართ იყო ნათქვამი და როგორც ეპისტოლეებიდან ჩანს, მათ ეს არც მიუღიათ პირდაპირ მნიშვნელობით,
მაგ. "რადგანაც თავადაც იცით რომ როგორც მამა - შვილებს, სათითაოდ შეგაგონებდით" (1 თეს. 2. 11-12) სხვა მრავალ ადგილასაც უწოდებენ მოციქულები თავიანთ მოწაფეებს შვილებს,


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 23 2007, 10:35 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



athos

გეიხარე 2kiss.gif აი დადასტურებაც რომ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ;



და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა

რომაელთა 4;12

ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ, არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ.

რომ. 4;16-17

ამას მაცხოვარი ამბობს;

განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.

(ლუკა 12; 53)

და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი

(ლუკა 15;12)


იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე

(საქმე 13.1)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 23 2007, 11:15 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



athos _მა უკვე მოიყვანა ტექსტი ნეტარი თეოფილაქრეს განმარტებებიდან მე კი დავამატებდი
სიტყვებს მოძღვარი, მამა და წინამძღვარი ორი მნიშვნელობა აქვთ. პირველი, როდესაც იგულისხმება ღმერთი; მეორე, როდესაც ადამიანს ეწოდება მამა, მოზღვარი ან წინამძღვარი, თუკი მას ჰყავს სულიერი ან ხორციელი შვილები.

ბიბლიაში ღმერთს ეწოდება მამა.
''ჩვენ ერთი გვყავს მამაღმერთი, ვისგანაც არის ყოველი'' [1კორ. 8. 6]
''მამამან შენმან, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად'' [მათ. 6. 4]

ადამიანი შეიძლება იწოდოს მამად, თუკი მას ჰყავს ხორციელი შვილები.
აბრაამი ''ხარანს დასახლდა. და მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყნად'' [საქმე 7. 4]
''გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი, და მთელი თავისი საგვარეულო'' [საქმე 7. 14]
''განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან'' [ლუკა. 12. 53]
''მამებო, ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით'' [კოლ. 3. 21 ]

პიროვნებას ეწოდება მამა, თუკი მას ჰყავს სულიერი შვილები.
ელისა წინასწარმეტყველი ილია წინასწარმეტყველს მამას უწოდებს.
''ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. უყურებდა ელისე და ეზახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! '' [4 მეფ. 2. 11-12]

პავლე მოციქული თავის თავს უწოდებს მშობელს , ანუ სულიერ მამას.
''ვინაიდან მრავალი მზრდელი გყავთ ქრისტეს მიერ, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგან ქრისტე იესოს მიერ სახარებით მე გშობეთ თქვენ. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, რომელიც არის ჩემი საყვარელი შვილი და სარწმუნო უფლის მიერ, რათა მოგახსენოთ თქვენ ჩემი გზანი ქრისტეს მიერ'' [1კორ. 4. 15, 17]
''რადგან თავად იცით, რომ როგორც მამა - შვილებს, სათითაოდ შეგაგონებდით'' [1თეს. 2. 11-12]

მოციქულები თავიანთ მოწაფეებს სულიერ შვილებს უწოდებდნენ
''მოგიკითხავთ თქვენებრ რჩეული ეკლესია ბაბილონისა, და მარკოზი, ჩემი ძე'' [1პეტ. 5. 13]
''შვილნო ცემნო, რომელთატვისაც კვლავ შობის სალმობით მელმის, სანამ არ გამოისახება თქვენში ქრისტე'' [გალ. 4. 19]
''შვილნო, დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან'' [1იოან. 5. 21]
''იმაზე დიდი სიხარული არ გამაჩნია, როცა მესმის ჩემი შვილების ჭეშმარიტებით სიარული'' [3 იოან. 14]
''ტიმოტეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში'' [1ტიმ. 1. 2]
''შვილო ტიმოთე გაძლიერდი მადლითა იესო ქრისტესითა'' [2ტიმ. 2, 1] აქედან ჩანს რომ პავლე მოციქული იყო ტიმოთეს სულიერი მამა.

აღსანიშნავია, რომ არც იოანე ღვთისმეტყველს და არც პავლე მოციქულს ხორციელი შვილები არ ჰყოლიათ. აქ ლაპარაკია სულიერ შვილებზე.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 23 2007, 11:18 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გეიხარეთ 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 15 2007, 01:04 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



ქრისტიანული გაგებით ყველა ქრისტიანი არის ძმა. მათ შორის
მოძღვარიც და მოსწავლეც ამიტომ მამა კი არ უნდა იწოდებოდეს მოძღვრის
მიმართ, არამედ ძმა. მამას უწოდებდნენ იუდაისტურ რელიგიაში მღვდლებს.

იესო ქრისტე მოძღვარი იყო, მაგრამ მას მამას არავინ ეძახის. მაშინ მღვდლებს რატომ უწოდებენ მამას?




ატოს-ს

ციტატა

მაშინ რა უნდა ეწოდოს ადამიანს რომელიც ასწავლის?

ადამიანს რომელიც ასწავლის ქრისტინობას ქრისტიანს
შეიძლება ეწოდოს ძმა. რადგან ძმამაც შეიძლება გასწავლოს რამე. მაგრამ მასწავლებელი იგი კი არ არის, არამედ იესო ქრისტეა. თქვენ გეშლებათ მასწავლებელი უბრალო ფიზიკისა ან მათემატიკისა და მასწავლებელი ჭეშმარიტებისა. მათ შეიძლება უწოდო ფიზიკის ან მათემატიკის მასწავლებელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
seminaristi
პოსტი Jul 20 2007, 02:46 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 5-July 07
მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო
წევრი № 2,395



ციტატა(southruislip @ Jul 15 2007, 02:04 AM) *

ქრისტიანული გაგებით ყველა ქრისტიანი არის ძმა. მათ შორის
მოძღვარიც და მოსწავლეც ამიტომ მამა კი არ უნდა იწოდებოდეს მოძღვრის
მიმართ, არამედ ძმა. მამას უწოდებდნენ იუდაისტურ რელიგიაში მღვდლებს.
მე ინტერნეტში წავიკითხე რომ პანამაში გადასახლაბული პირველი ებრაელი
ქრისტიანები ჩუმად იუდაიზმს მისდევდნენ რადგან იუდაიზმი დევნილი რელიგია იყო და ქრისტიანობას ფარად იყენებდნენ. მაგრამ პირველი ებრაელი ქრისტიანები საქართველოშიც გადმოსახლდნენ და ქრისტიანობის ფარის ქვეშ იუდაიზმს მისდევენ დღესაც მათი თანამიმდევრები. ასე რომ მამაოს ძახება მოძღვარისათვის იუდაისტური ელემენტია ,რომელსაც იესო
ქრისტე თავის მოსწავლეებს, რომლებიც მანამდე იუდაისტები იყვნენ
ასწავლიდა რომ ერთმანეთისთვის მამა არ დაეძახათ.

იესო ქრისტე მოძღვარი იყო, მაგრამ მას მამას არავინ ეძახის. მაშინ მღვდლებს რატომ უწოდებენ მამას?



თუ რატომ იწოდებიან მოძღვრები მამებად,ამას ალექსანდრემ ამომწურავი პასუხი გასცა.თვით წმიდა წერილში არის საფუძველი იმისა,რომ მოძღვრებს მამები ვუწოდოთ.ვინაიდან, პავლე მოციქული სრულიად გარკვევით ამბობს,რომ ბევრი მამა არ გყავთო,ხოლო მამად წოდება მე მეკუთვნისო,რადგან სახარების მიერ მე გშობეთო თქვენ(1.კორ.4.15,17);(1.თეს.2.11-12).ასევე თვით პირველმოწამე სტეფანე უამრავჯერ უწოდებს მამებს თავის წინაპრებს(ადამიანებს)(საქ.თავი 7).ეს სტეფანე კი ისაა,რომელმაც ღმრთის მარჯვენით მჯდომარე მაცხოვარი იხილა,რომელიც იყო"სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა"(საქ.6.5) და "პირი მისი,ვითარცა პირი ანგელოზისაი"(საქ.6.15). აგრეთვე თვით ღმერთი ეუბნება მოსეს,რომ მე ვარო ღმერთი მამათა შენთა:"მე ვარ ღმერთი მამათა შენთა"(საქ.7.31-32).ასე რომ მაცხოვრის სიტყვები:ნუ ვის ხადით მამით ქუეყანასა ზედა", სიტყვასიტყვით კი არ უნდა გავიგოთ,არამედ ისე,როგორც მას განმარტავს "ერთი წმიდა,კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეს ეკლესია კი იმ მტკიცე,შეურყეველ საფუძველზე დგას,რომელიც არის შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება და თუ დავაკვირდებით,ყოველი კრება წინა კრებების მონაწილე მოძღვრებს, მამებს(უფრო მეტიც,წმიდა მამებს) უწოდებს.
რაც შეეხება იმას,რომ თვით მაცხოვარს არ ვუწოდებთ მამას,ეს იმიტომ,რომ ის ღმერთია და მისი მამად წოდების შემთხვევაში აგვერეოდა მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთმანეთში.


--------------------
"Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jul 20 2007, 03:18 PM
პოსტი #12


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



southruislip

ჩემო კარგო, რატომ გგონია რომ შენ უკეთ გესმის რისი თქმა უნდოდა ამით მაცხოვარს, ვიდრე მის უშუალო მოწაფეებს, რომელთაც საკუთარი ყურით მოისმინეს როგორ და რა კონტექსტში თქვა ეს სიტყვები ქრისტემ. ისინი თავიანთ მოწაფეებს შვილებს უწოდებენ, და ამის მაგალითი უამრავია და მოყვანილი იქნა ზევით.

რატომღაც გამოგდის რომ შენამდე ყველა გონებაჩლუნგი იყო(მოწაფეების ჩათვლით) ვინც სახარებას ისმენდა თუ კითხულობდა და ვერ ხედავდა ამ "შეუსაბამობას", და შენ ყველაზე კარგად გესმის.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 22 2007, 12:11 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



ათჰოს

მაშინ ახსენით , რატომ წერია ნუ უწოდებთო მამებს ნურავისო. ნუ თქვენ თუ თქვენნაირად გადაატრიალეთ რაც თქვენ გინდათ და ისე დაწერეთ და თან სხვებს ახვევთ თავს გამაგებინე ერთი მოძღვარს რატომ უნდა ვუწოდო მე მამა როცა ქრისტიანობის სწავლებით ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი არის ღმერთის შვილი და არა მარტო იესო არამედ ყველა ვინც მას იწამებს ასევე უნდა გახდეს ღმერთი. რაც შეეხება პავლე მოციქულის იესო ქრისტეს უშუალო მოწაფეობას. იგი იესო ქრისტეს მოწაფე არ ყოფილა.
მე სქართველოში მყავს ასევე ბავშვი და მე სულ არ მინდა რომ რაღაც გაუგებრობები ისწავლონ. პლიუს ამ ფორუმებზე შევხვდი ინფორმაციას რომ ვიღაც ვიღაცეები ცდილობენ საქართველოში მართლმადიდებელი რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამცხადებას, რელიგია და რწმენა რომელიც ძალით ეხვევა თავს ადამიანებს ძირშივე შეცდომაა, ეს დღეს არ , გამოვა, რადგან საქართველოში ცხოვრობენ მუსულმანი რელიგიის წარმომადგენლები და მათ აუცილებლად მხარს მისცემენ სხვები და ვაფშე გააქრობენ საქართველოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 22 2007, 01:21 AM
პოსტი #14


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



southruislip
ციტატა
საქართველოში ცხოვრობენ მუსულმანი რელიგიის წარმომადგენლები და მათ აუცილებლად მხარს მისცემენ სხვები და ვაფშე გააქრობენ საქართველოს.

ჰმ. მაგას ცდილობდნენ აგერ თითქმის 15 საუკუნე მარა ვერ მივართვით. ხოდა ვერ ეხლა დააკლებენ რამეს wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 1 2007, 03:39 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



სემინარისტის ციტატა:

პავლე მოციქული სრულიად გარკვევით ამბობს,რომ ბევრი მამა არ გყავთო,ხოლო მამად წოდება მე მეკუთვნისო,რადგან სახარების მიერ მე გშობეთო თქვენ(1.კორ.4.15,17);(


სახარების მიხედვით ადამიანს შობს ღმერთი და არა პავლე მოციქული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 1 2007, 06:29 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

სახარების მიხედვით ადამიანს შობს ღმერთი და არა პავლე მოციქული.


ლოლ, პავლეს არ ესმოდა და თქვენ გესმით? biggrin.gif

სახარების მიხედვით არც თქვენ შობთ ადამიანს, ჩვენში რომ დარჩეს...

და ზოგადად, სახარება მამების მიერ აიკინძა მეოთხე საუკუნის ბოლოს... ალბათ თქვენთვის აპოკრიფებიც კანონიკურია არა?

დემიურგს მოკითხვა...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 1 2007, 08:47 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



southruislip
ციტატა
პლიუს ამ ფორუმებზე შევხვდი ინფორმაციას რომ ვიღაც ვიღაცეები ცდილობენ საქართველოში მართლმადიდებელი რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამცხადებას, რელიგია და რწმენა რომელიც ძალით ეხვევა თავს ადამიანებს ძირშივე შეცდომაა, ეს დღეს არ , გამოვა, რადგან საქართველოში ცხოვრობენ მუსულმანი რელიგიის წარმომადგენლები და მათ აუცილებლად მხარს მისცემენ სხვები და ვაფშე გააქრობენ საქართველოს.

საქართველოში სადაც მოსახლეობის 80% ზე მეტი თავს ქრისტიანად მიიჩნევს ვითომ რა შეუშლის ხელს? ისიც გაითვალისწინეთ რომ მართლმადიდებლურ რელიგიას წამყვანი და მნიშვნელოვანი როლი უკავია საქართველოს ისტორიაში და მას შემდეგ რაც ''ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არცაღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი... ''


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 3 2007, 11:11 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



ალექსანდრეს

საქართველოს 80% მიიჩნევს თავს ქრისტიანად, მაგრამ 1%-ია ქრისტიანი. მე, რომ მომნათლა მამაჩემმა ნათლობის შემდეგ კარგი ქეიფი გადაიხადეს ნათლიასთან ერთად, და ასე შვრება უმრავლესობა, ეს კიდევ ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. პლიუს საქართველო ცდილობს ევროსტრუქტურებში გაერთიანებას და რელიგიის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად ადამიანის უფლებების დარღვევაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 4 2007, 12:08 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



southruislip
ციტატა
პლიუს საქართველო ცდილობს ევროსტრუქტურებში გაერთიანებას და რელიგიის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად ადამიანის უფლებების დარღვევაა

საბერძნეთიც ევროკავშირშია გაწევრიანებული და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აქვს გამოცხადებული wink.gif ითვალისწინებენ რა ქრისტიანობის მნიშვნელოვან როლს საბერძნეთის ისტორიაში ჯერ არავის გასჩენია პრეტენზიები ამაზე

southruislip
ციტატა
საქართველოს 80% მიიჩნევს თავს ქრისტიანად, მაგრამ 1%-ია ქრისტიანი

80% თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, აქედან რამდენია ჭეშმარიტი ქრისტიანი და რამდენი ცხოვრობს ქრისტიანული მცნებების მიხედვით მაგი უფალმა იცის wink.gif ასე რომ საქარტველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც ქრისტიანებად თვლიან თავს smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 4 2007, 12:20 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



ალეკსანდრეს

საბერძნეთს რას ედრები, საბერძნეთს დაუჩოქა ევროკავშირმა რომ წევრი გამხდარიყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2020 - 07:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი