IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები...
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი #1


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...



***
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.
- გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო.
- გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად...
....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.
მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

"ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე

--------------------------------------------------------
***
ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? user.gif

.....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა:
,,ყვავილების მდინარეს
კუბო ცისკენ მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი
და ლექსებზე ფიქრობდა"


ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია...

სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი sad.gif აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?!


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
T I K O
პოსტი Apr 23 2008, 06:23 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



გალაკტიონი

...
"ინტურისტის" ბაღში ყველა კუპე დაკავებული იყო. მე და გურამი აუზის გვერდით მაგიდას მივუსხედით და ვიდრე საჭმელს მოგვიტანდნენ, ლუდი მოვითხოვეთ. ოფიციანტმა ორი ბოთლი ცივი ლუდი მოიტანა. მე ჭიქის პირს მარილი მოვაყარე და ნელა მოვსვი. სასიამოვნო სიგრილემ დამიარა სხეულში. ჩვენს მარჯვნივ, კუთხეში, კაცი იჯდა, ჩვენკენ ზურგით, ძალიან განიერი, ოდნავ მოხრილი ბეჭები ჰქონდა. ღვინოს სვამდა. ძალიან ნაცნობი ტანი ჰქონდა, ძალიან. უცებ თეფშზე ჩანგალი დააკაკუნა, ჩვენკენ მობრუნდა და ჩვენს ოფიციანტს მიმართა:
- ძამიკო, რამდენ ხანს უნდა გელოდო?
- მოვდივარ, შე კაცო, ფრთებს ხომ არ გამოვსხამ, შენისთანა მილიონია და მე ერთი, - წყენით უთხრა ოფიციანტმა და ჩვენი შეკვეთის მოლოდინში ფანქარი და ქაღალდი მოიმარჯვა.
- გურამ, შეხედე
- ვის?
- გალაკტიონი! - გურამი სწრაფად შეტრიალდა. ახლა გალაკტიონი ისევე ზურგით იჯდა ჩვენკენ.
- ჯერ იმას მიუტანე. - ვუთხარი მე
- შეკვეთა მომეცი, შე კაცო, და იმას კი მივხედავ, ასე ზის მაგი ორი საათია და მიჩიჩინებია იმ ერთ ბოთლ ღვინოს. - გაიკრიჭა ოფიციანტი. მე შევუკვეთე, რაც გვინდოდა და ვთხოვე ოფიციანტს, გალაკტიონის მაგიდასთან მოეტანა.
- მივიდეთ, გურამ
- არ ეწყინოს, ბიჭო
- რატომ უნდა ეწყინოს, მივიდეთ და დაველაპარაკოთ
- მივიდეთ. - გადაწყვიტა გურამმა და ადგა. თავზე რომ დავადექით, გალაკტიონმა გაკვირვებით ამოგვხედა.
- შეიძლება ბატონო გალაკტიონ, თქვენს მაგიდასთან დავსხდეთ? - გავუბედე მე. გალაკტიონმა მაგიდებს მოავლო თვალი, ცარიელი მაგიდები რომ დაინახა, გაეცინა.
- მაგიდების მეტი რა არის, ძამიკო, ამ რესტორანში?
- ჩვენ თქვენთან გვინდა! - ისე სთხოვა გურამმა, გალაკტიონს კი არა მე ამიჩუყდა გული.
- დაბრძანდით, დაბრძანდით! - მიგვიპატიჟა გალაკტიონმა. ჩვენ დავსხედით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ჩვენ სტუდენტები ვართ, ბატონო გალაკტიონ. - ვუთხარი მე.
- სწავლობთ?
- დიახ.
- კარგია, შესანიშნავია, უშესანიშნავესია! - თქვა გალაკტიონმა და ბოთლი აიღო ხელში. უცებ აწრიალდა, რაღაცის ძებნა დაიწყო, მერე წამოდგა, მეზობელი მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და მე და გურამს დაგვიდგა.
- ღვინოს ხომ სვამთ?
- კი! - თქვა გურამმა
- მე მიცნობთ, არა? - გვკითხა და ღვინის დასხმა დაიწყო
- თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო გალაკტიონ! - უთხრა გურამმა.
- ოფიციანტი არ მიცნობს, ძამიკო, ერთი საათია მიყურებს და ვერ მიცნო! - გაიღიმა გალაკტიონმა. ოფიციანტი მოვიდა, სამი ბოთლი ღვინო მოიტანა, ყველი, მშრალად მოხარშული ხორცი და სალათი.
- შენ ვერ მცნობ მე, ძამიკო? - ჰკითხა გალაკტიონმა
- რავა ვერ გცნობ, შე კაცო, სულ ჩვენთან არ დადიხარ? - გაუღიმა ოფიციანტმა.
- აბა ვის ვგავარ თუ იცი?
- ვის გავხარ და მღვდელს. - გამოიცნო ოფიციანტმა და გალაკტიონს წვერზე შეხედა.
- სწორი ხარ, ძამიკო, მღვდელს ვგავარ - ჩაიხითხითა გალაკტიონმა.
ოფიციანტი გაბრუნდა. გალაკტიონი ხითხითებდა. - ხომ გითხარით, ვერ მცნობს-მეთქი. - გვითხრა ბოლოს, ხითხითი რომ მოათავა. - აბა თქვენ თუ მიხვდებით ვის ვგავარ? - მე ჟრუანტელმა დამიარა ტანში. რა ვუპასუხო ახლა?
- დაგვცინით, ბატობო გალაკტიონ? - ჰკითხა გურამმა მომაკვდავი კაცის ხმით.
- არა , ძამიკო, მართლა გეკითხებით.
- თქვენ არავის არ გავხართ, ბატონო გალაკტიონ, თქვენ ხართ გალაკტიონი, დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. სხვას ვის უნდა გავდეთ? - ვთქვი მე.
- გალაკტიონ ტაბიძე კი ვარ, მაგრამ ვის ვგავარ?
- გოეთეს! - თქვა გურამმა
- არა! - გაეღიმა გალაკტიონს
- პუშკინს
გალაკტიონმა თავი გაიქნია.
- მიცკევიჩს, ბაირონს, რემბოს...
- არა!
- რუსთაველს, ბოდლერს, ფირდოუსს...
- არა, ძამიკო, არა, აკაკის არ ვგავარ, წერეთელს? - თქვა მან და წვერზე ხელი ჩამოისვა.
- კი, როგორ არა, ძალიან გავხართ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან! - ვთქვი მე.
- აი, ხომ გითხარით! ყველა მეუბნება, აკაკის გავხარო, ოფიციანტმა კი ვერ მიცნო. გაუმარჯოს აკაკის! - თქვა გალაკტიონმა და ჭიქა გამოცალა. ჩვენც გამოვცალეთ.
გალაკტიონი ოდნავ მთვრალი იყო, საოცრად ღრმა, ჭკვიან და გაღიმებულ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი ენთო. იგი ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა.
- თქვენ რას აკეთებთ, ძამიკოებო, ლექსებს არ წერთ?
- მე არა, ეს წერს! - თქვა გურამმა.
- მე აღარ ვწერ ლექსებს! - ვუთხარი მე
- რატომ მერე, ძამიკო, ყველა წერს და შენ რა დააშავე, წერე, წერე, კარგია ლექსის წერა. - მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.
- თქვენ რომ ლექსებს წერთ, ისეთი ლექსების წერა კია კარგი, ბატონო გალაკტიონ. - ვთქვი მე
- ცუდი ლექსის წერაც კარგია, არ არის სავალდებულო ყველამ კარგი ლექსები წეროს. - გაიცინა გალაკტიონმა და შევატყვე, უკვე ბურთივით გაგვიგდო მე და ჩემი გურამი. გურამს პირი ჰქონდა დაღებული. მინდოდა ხელი ამეფარებინა, რამე სისულელე არ წამოსცდეს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი.
- როგორ წერთ ლექსებს, ბატონო გალაკტიონ? - წამოაყრანტალა მან და გამარჯვებული სახით შემომხედა.
გალაკტიონმა ისე ახედა გურამს, რომ გურამის საცოდაობით გული დამეთუთქა. მერე ისევ დაასხა ღვინო, პატარა ხორცის ნაჭერი გადაიღო და თეფშის კიდეზე დადო. თვალები დახუჭა.
- მე ზღვა მიყვარს ძალიან, ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. სახლი მაქვს სოხუმში, ხომ იცით? - გვკითხა მან და თვალები გაახილა. ჩვენ თავი დავუქნიეთ. გალაკტიონმა ისევ დახუჭა თვალები. - ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, აი ასე. - მან გვიჩვენა, როგორ აკეთებდა ამას. - მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს, როგორც ახლა, ასე. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მერე ნათდება, ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე, მზე ატანს ქუთუთოებში, ძვალში, რბილში, სისხლში, მზე ყველაფერში ატანს, სამარეშიც ატანს მზე, მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოზი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს... - გალაკტიონი დადუმდა. იგი დიდხანს იჯდა ასე თვალდახუჭული და მე მჯეროდა, რომ იგი ახლაც ხედავდა მის ყურთან დახრილ თეთრ ანგელოსს, რომელიც ყურში მზესავით უდიდეს და ნათელ ლექსებს კარნახობდა. მერე მან გაახილა თვალები და მე ხატზე დავიფიცებ, რომ მის თვალებში ორი უზარმაზარი თაკარა მზე დავინახე.
- ასეა, ძამიკოებო. - თქვა მან ძალიან სერიოზულად და ჭიქა ასწია. - გაუმარჯოს ანგელოსს. - თქვა და დალია.
- ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ? - ვკითხე მე გაუბედავად
- კი, ძამიკო, ანგელოსი მკარნახობს, აბა მე სად მცალია ლექსების საწერად. - დაისაწყლა თავი გალაკტიონმა.
- "ნიკორწმინდაც" ანგელოსმა გიკარნახათ? - ჰკითხა გურამმა
- "ნიკორწმინდაც" ანგელოსმა მიკარნახა. - დააქნია თავი გალაკტიონმა.
ისევ დუმილი ჩამოვარდა.
- სად არის ჩვენი ოფიციანტი, აღარ მოდის? - აწრიალდა უცებ გალაკტიონი
მე თეფშზე ჩანგალი დავაკაკუნე. რესტორნის მარცხენა კუთხეში დიდი ორომტრიალი იყო, ვიღაცებს ოთხი მაგიდა შეეერთებინათ და მთელი რესტორნის ოფიციანტები მათ ემსახურებოდნენ. ჩვენი ოფიციანტიც იქ ტრიალებდა ჯარასავით.
- რას შვები კაცო! - დავუქნიე ხელი. რა ვქნაო, გაშალა ხელები და ასმზარეულოსკენ გაიქცა.
- მოვა ახლავე, ბატონო გალაკტიონ! - დავამშვიდე მე.
- შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის...- თქვა გალაკტიონმა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი მოვიდა.
- სად ხარ, ძმაო, დაგვხოცე შიმშილით! - გაუჯავრდა გურამი
- შენთვის მეცალა, შე კაცო? ვერ ხედავ, ვინ გვესტუმრა? - გაუკვირდა ოფიციანტს.
ვინ? - ჰკითხა გურამმა
- ვინ და მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში
- რა გვარია?
- რავა, პირველად გესმის ქიტუაშვილი გოგია, გაზეთებს არ კითხულობთ? - ახლა ოფიციანტი გაუჯავრდა გურამს. - ექიმებმა თქვეს, ორი სამწლიანი მოზვრის ღონე აქვსო. - თქვა ოფიციანტმა და ისევ გავარდა. გაერთიანებული სუფრის თავში აღტაცებული ხალხის და ოფიციანტების ალყაში პატარათვალებიანი, ორი სამწლიანი მოზვრის ღონის შარავანდედით მოსილი ქიტუაშვილი გოგია იჯდა და ძლიერი ყბებით მოხარშული ბეჭის ძვალს ფშვნიდა.
- მე წავალ, ძამიკოებო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით. - გალაკტიონი წამოდგა.
- გაგაცილებთ, ბატონო გალაკტიონ! - წამოვცვივდით ჩვენც.
- არა, ბატონო, არა. რად მინდა გაცილება.
იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა...

ნოდარ დუმბაძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mari touchet   ჩემი გალაკტიონი   Mar 4 2008, 11:35 AM
mari touchet   გალაკტიონი საავად...   Mar 4 2008, 12:13 PM
CONSCIENTIOUSNESS   გალაქტიონი ხალხმრ...   Mar 4 2008, 07:01 PM
georgianeli   გალაქტიონს ქუჩაში...   Jun 19 2008, 09:02 AM
mari touchet   CONSCIENTIOUSNESS ეგენი არ ვიც...   Mar 4 2008, 07:05 PM
CONSCIENTIOUSNESS   CONSCIENTIOUSNESS ეგენი არ ვი...   Mar 4 2008, 07:06 PM
nuca_ge   ეს წერილი გალაკტი...   Mar 4 2008, 07:09 PM
mari touchet   CONSCIENTIOUSNESS :მპუა: -----------------...   Mar 4 2008, 07:11 PM
mari touchet   სიტყვა არ წამოგცდე...   Mar 4 2008, 07:41 PM
mari touchet   1933 წ. 14 იანვარი. 12 იან...   Mar 4 2008, 07:53 PM
nuca_ge   მესაფლავე მესაფლ...   Mar 4 2008, 07:55 PM
mari touchet   რამოდენიმე მოკლე-მ...   Mar 4 2008, 08:04 PM
nuca_ge   მერი, იმ ღამეს მაგ თ...   Mar 4 2008, 08:35 PM
tiko282   mari touchet მშვენიერი თემ...   Mar 10 2008, 04:09 PM
maia-maia   გალაქტიონი უდიდეს...   Mar 10 2008, 04:21 PM
tiko282   ეს გალაკტიონის ნახ...   Mar 10 2008, 04:27 PM
tiko282   გალაკტიონის ეს წერ...   Mar 11 2008, 09:43 PM
mari touchet   გალაკტიონის ეს წე...   Mar 26 2008, 01:41 PM
marine   ძალიან ამაღერლვებ...   Mar 26 2008, 02:03 PM
_Matasi_   "რომ მეფე ვარ და პ...   Mar 15 2008, 11:29 PM
დავით ივერიელი   "რა იციან მეგობრე...   Mar 16 2008, 01:09 AM
თამარი_ცქნაფო   დღეს 17 მარტია... :( დღ...   Mar 17 2008, 05:15 PM
tiko282   დღეს 17 მარტია... :( დღ...   Mar 17 2008, 05:59 PM
ქავთარაძე   თამარი_ცქნაფო დღეს...   Mar 17 2008, 05:31 PM
nuca_ge   ახსნა ღამეს ელვარ...   Mar 18 2008, 11:34 PM
likka   ჰეჰ....გალაკტიონის ე...   Mar 18 2008, 11:52 PM
tiko282   ეს ლექსი მირზა გელ...   Mar 19 2008, 02:40 PM
_Matasi_   გალაკტიონის დღიურ...   Mar 20 2008, 03:58 PM
Giorgi-   აი რა მზის სიზმარი...   Mar 20 2008, 05:56 PM
marine   გალაკტიონს /ფრიდო...   Mar 25 2008, 02:31 PM
kato_Bato   marine მე მგონი ზედმეტ...   Mar 26 2008, 02:14 PM
marine   marine მე მგონი ზედმეტ...   Mar 26 2008, 02:17 PM
kato_Bato   marine მაშინაც იყვნენ ...   Mar 26 2008, 02:28 PM
marine   [b]marine მაშინაც იყვნე...   Mar 26 2008, 02:35 PM
tiko282   ძალიან ამაღერლვებ...   Mar 26 2008, 04:32 PM
marine   გალაკტიონ ტაბიძის ...   Mar 26 2008, 03:05 PM
ninela   პოეზიის გენია! მე...   Apr 22 2008, 09:52 PM
tiko282   გალაკტიონი ... "ინ...   Apr 23 2008, 06:23 PM
rusudani12   უპირველესი მომანი...   Apr 25 2008, 09:33 PM
iisperiTOVLI   როგორც ერთია ამქვე...   Apr 25 2008, 10:57 PM
iisperiTOVLI   * * * * თოვლი ...   May 6 2008, 05:31 AM
iisperiTOVLI   http://img217.imageshack.us/img217/928/i2912082699...   May 6 2008, 05:47 AM
iisperiTOVLI   რა ცაა! შეხედე, რა ...   May 24 2008, 03:38 AM
iisperiTOVLI   თვალუწვდენელი თვა...   Jun 19 2008, 03:44 AM
georgianeli   ადრინდელი ამონარი...   Jun 19 2008, 09:17 AM
T.L.   გალაკტიონის ძმა, ა...   Jun 20 2008, 12:35 PM
T.L.   ძვირფასო აბესალომ...   Jun 20 2008, 01:15 PM
T.L.   საკუთარი ლექსების ...   Jun 20 2008, 03:56 PM
T.L.   სახელი “მერი” - მე ა...   Jun 20 2008, 05:58 PM
_Matasi_   "არის ჩვენში რაღ...   Jun 20 2008, 07:05 PM
T.L.   დღიურის ჩანაწერებ...   Jun 20 2008, 07:55 PM
T.L.   ა უ დ ი ო ვ ე რ ს ი ე ბ ...   Jun 24 2008, 12:33 PM
iisperiTOVLI   georgianeli :) დიდი იმედები...   Jun 24 2008, 10:05 PM
daviti_23   გალაქტიონზე გენიო...   Jun 25 2008, 07:44 PM
iisperiTOVLI   "გალაქტიონ (ბერძნ...   Jun 28 2008, 07:54 PM
nuca_ge   წარწერები ო, ქალო ...   Sep 5 2008, 10:50 PM
Nefertiti   აი რა მზის სიზმარი...   Sep 22 2008, 05:32 PM
Nefertiti   ვახტანგ ჯავახაძეს ...   Sep 22 2008, 05:58 PM
kato_Bato   Nefertiti დაწერე, მე მადლ...   Sep 22 2008, 09:16 PM
T I K O   Nefertiti მე უნდა მქონდე...   Sep 23 2008, 02:50 PM
iako   მეც ძალიან მიყვარს...   Sep 23 2008, 03:24 PM
georgianeli   გალა იგივეა პოეზია...   Oct 13 2008, 04:33 PM
georgianeli   გალა... იგივე გალაკტ...   Oct 13 2008, 04:37 PM
georgianeli   ჰოოო... კარგია, რომ ე...   Oct 29 2008, 08:25 PM
veriko7   "ტოტებს ქარისას გ...   Nov 8 2008, 02:21 PM
iisperiTOVLI   ხვალემ იზრუნოს ხვა...   Nov 13 2008, 11:00 PM
k@the   წელიწადები წავლია...   Nov 17 2008, 01:56 PM
iisperiTOVLI   მეც ვულოცავ! : )   Nov 17 2008, 08:01 PM
k@the   iisperiTOVLI მერე ხელცარიე...   Nov 17 2008, 08:35 PM
ai gogoo   გუშინ ჩვენმა ლექტო...   Nov 19 2008, 12:19 AM
T_a_M_o   ai gogoo აჰაა საინტერეს...   Nov 19 2008, 12:20 AM
KAIROS   ნოდარ დუმბაძე "გა...   Nov 19 2008, 03:53 AM
georgianeli   სანამ გალა ცოცხალი...   Dec 11 2008, 09:13 PM
milana   მცხვენია ...   Dec 12 2008, 12:15 AM
nino84   http://img185.imageshack.us/img185/113/tabizeebi19...   Sep 19 2009, 07:30 PM
nino84   საუბარი ედგარზე ლ...   Sep 21 2009, 03:41 AM
ა ნ უ კ ა   როგორ მიყვარს :wub: უ...   Sep 21 2009, 04:53 PM
nino84   ოპერიდან გამოვიდა ...   Sep 22 2009, 11:00 PM
georgianeli   გალაკტიონს შენი პ...   Sep 23 2009, 03:48 AM
nino84   ...სჭედს და რაღაც მწ...   Sep 25 2009, 01:01 AM
ა ნ უ კ ა   მიწის და ზეცის წინ...   Oct 2 2009, 12:22 AM
georgianeli   როგორ ფიქრობთ და გ...   Feb 18 2010, 07:28 PM
ნონა   არა :არა:   Feb 18 2010, 07:43 PM
newbie   თოვს! ასეთი დღის ხ...   Feb 18 2010, 10:28 PM
შოთაძე   “გენიოსო” (პასუხ...   Mar 8 2010, 09:59 PM
nat_uly   გულო რა გემართება (...   Mar 10 2010, 10:19 PM
marine   გალაკტიონს ჩაეცინ...   Feb 6 2013, 12:13 PM
marine   გალაკტიონის ხელში ...   Jan 22 2018, 10:05 PM
marine   "სულში კი - ლექსი გ...   Feb 16 2018, 08:18 PM
marine   გალაკტიონის დღიურ...   Jan 10 2019, 06:14 PM
marine   "[21 წლის გალაკტიონ...   Feb 2 2020, 05:30 PM
marine   "მოკლული ვიყავ უც...   Apr 11 2020, 09:38 PM
marine   გული მწყდება რომ გ...   Apr 12 2020, 05:44 PM
marine   "მამა [გიორგი კაჭ...   May 21 2020, 09:25 PM
marine   "გალაკტიონს აქვს ...   Jul 21 2020, 08:54 PM
marine   "მაინც ვინ იყო გა...   Sep 30 2020, 08:53 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 04:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი