IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნიკო გომელაური
Atman
პოსტი Apr 13 2010, 10:15 AM
პოსტი #41


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

მოვიხსენიოთ ლოცვებში...
გავიხსენოთ მისი ლექსები...



"არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა
და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა?
როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა.
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა.






ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს,
ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს,
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს.
სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი,
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით,
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს,
გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა.
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა.









ნიკო გომელაური ძალიან ნიჭიერი მსახიობია... ნიკო როგორც კარგი მსახიობი ასევე შესანიშნავი პოეტია..

ნიკო გომელაური
“თავისუფალი თეატრის” ყველაზე ცნობადი სახე. მან ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებში “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”,”ვოიცეკი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”.

“არავისთვის აღარაა დასამალი, რომ ნიკო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ანდა როგორ გინდა დამალო, როდესაც ბოლო ათი წლის მანძილზე თუკი რამე დავდგი, თითქმის ყველაფერში მთავარი როლი მან ითამაშა. ის იმდენს თამაშობს ჩემთან, რომ მე მგონი აღარც კი იცის სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ მსახიობებთან.

საერთოდ, ძალიან საინტერესო და უცნაური ფენომენია „საყვარელი მსახიობი“.

ერთხელ ლუის ბუნუელს ჰკითხეს რას გადაეკიდე ამ ფერნანდო რეის, ყველა ფილმში, რომ იღებო, არ ვიციო, გულწრფელად უპასუხა გენიალურმა რეჟისორმა, უბრალოდ, სცენარს, რომ ვწერ მისი სახე მიდგას თვალწინო, დაახლოებით იგივე სთქვა მასტროიანზე ფელინიმ, 8/2 ზე ხან ვის ვსინჯავდი და ხან ვისო, ლოურენს ოლივიეზეც ვფიქრობდი და თვით ჩარლი ჩაპლინზეც, მაგრამ ბოლოს ისევ მასტროიანს მივადექიო, გია დანელიამ კი ლეონოვზე თქვა ჩემი თილისმაა და იმიტომაც ყველგან მას ვიღებო.

არანაირად არ ვედრები ამ გენიალურ რეჟისორებს, მე უბრალოდ რეჟისორების „ახირებაზე“ ვსაუბრობ, დღემდე ვთვლი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი ფანტასტიური მსახიობია, მაგრამ ერთხელ მომიწია მასთან მუშაობა და მეხუთე რეპეტიციის შემდეგ ვუთხარი, ხვალ არ მცალია და ზეგ დაგირეკავთო, მას მერე ათ წელზე მეტი გავიდა და არავითარი სურვილი არ მაქვს დავურეკო, აფსოლუტურად არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, ხმამაღლა ვიმეორებ, დღესაც ვთვლი, რომ ბატონი ოთარი ფანტასტიური მსახიობია, პრობლემა ჩემშია და არა მასში.

როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილება მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმის ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად უდგება ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარია, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეცაა, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ერთია მთავარი:

-როდესაც ის სცენაზე დგას - მე ვდგავარ სცენაზე!

-როდესაც მას სტკივა, ეს მე მტკივა!

-როდესაც ის ბედნიერია, ეს მე ვარ ბედნიერი!

ნიკო ჩემი ალტერ-ეგოა!”

ავთო ვარსიმაშვილი (ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”შავ-თეთრი წიგნი ბევრი სათაურით”)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   ნიკო გომელაური   Apr 13 2010, 10:15 AM
Atman   http://www.youtube.com/watch?v=dvgBVONpaKA...   Apr 13 2010, 10:32 AM
მხევალი ნინო   ამ დილას მოვსიმნიმ...   Apr 13 2010, 10:38 AM
კანუდოსელი   ძალიან დამწყდა გულ...   Apr 13 2010, 10:45 AM
marine   ღმერთმა აცხონოს :( ძ...   Apr 13 2010, 11:05 AM
damiane80   ერთი ლექსია მართლა...   Apr 13 2010, 11:11 AM
თამარი_ცქნაფო   ერთი ლექსია მართლ...   Apr 13 2010, 12:42 PM
damiane80   როგორი იყო ? . . აბა ...   Apr 13 2010, 04:39 PM
თიბეა   .   Apr 13 2010, 11:28 AM
newbie   :( ძალიან სწყენია, ა...   Apr 13 2010, 11:54 AM
tamuna m   ვაი, რა საწყენია! :(...   Apr 13 2010, 12:49 PM
lingvo   აცხოვნოს უფალმა.   Apr 13 2010, 01:04 PM
T.L.   ძალიან დამწყდა გულ...   Apr 13 2010, 01:05 PM
sable   აცხონოს უფალმა!   Apr 13 2010, 01:24 PM
მაშიკო   ღმერთმა აცხონოს. ხ...   Apr 13 2010, 01:29 PM
k@the   როგორ მეწყინა, რა უ...   Apr 13 2010, 01:29 PM
მაშიკო   k@the სიმსივნე ჰქონდა ...   Apr 13 2010, 01:31 PM
k@the   მაშიკო მადლობა მაშ...   Apr 13 2010, 01:59 PM
ქევანა   ღმერთმა აცხოვნოს მ...   Apr 13 2010, 02:57 PM
terra   არ მომწონდა, მაგრა...   Apr 13 2010, 03:00 PM
აკაკი   ეხ.. ღმერთMა დაუმკვი...   Apr 13 2010, 03:06 PM
აბე   აცხოვნოს უფალმა!   Apr 13 2010, 03:24 PM
lamara   დღეს, იმედის დილის ...   Apr 13 2010, 03:27 PM
აბე   იმის გამოც მქონდა ...   Apr 13 2010, 03:31 PM
ნონა   ძალიან დამწყდა გულ...   Apr 13 2010, 06:27 PM
kato_Bato   ცრემლები მომერია.. ...   Apr 13 2010, 06:31 PM
KAIROS   რატომ დაიღუპა ასეთ...   Apr 13 2010, 06:46 PM
ნონა   რამდენადაც ვიცი ფ...   Apr 13 2010, 07:03 PM
iisperiTOVLI   აცხოვნოს ღმერთმა...   Apr 13 2010, 07:19 PM
სოფი   ძალიან დამწყდა გულ...   Apr 13 2010, 08:11 PM
ლურჯი ბუ   ეეეჰ.... ნათელში ამყ...   Apr 13 2010, 08:18 PM
თემო   w0ViRF_ATjI&feature   Apr 13 2010, 08:53 PM
კესო   ღმერთმა აცხონოს :cray:   Apr 13 2010, 08:59 PM
Rati_Van_Bakuradze   ეჰ :( ასეთი ხალხი სი...   Apr 13 2010, 09:48 PM
თამარი_ცქნაფო   http://nikogomelauri.ge/   Apr 13 2010, 10:14 PM
ა ნ უ კ ა   ძალიან დამენანა :( ა...   Apr 13 2010, 10:35 PM
თამარი_ცქნაფო   ძალიან დამენანა :( ...   Apr 14 2010, 03:16 PM
კობა   რაც ჰქონდა მისცა თ...   Apr 14 2010, 12:46 AM
ალექსანდრე   ღმერთმა აცხონოს   Apr 14 2010, 12:47 AM
კობა   ქალის არ მესმის ვბ...   Apr 14 2010, 12:51 AM
ნანინა   აუ ძალიან მწყინა :use...   Apr 14 2010, 10:58 AM
ნონა   რაც ჰქონდა მისცა თ...   Apr 14 2010, 11:59 AM
kiki   არ მჯერა, მაგრამ ფა...   Apr 14 2010, 02:18 PM
marine   ძალიან უნდოდა სიცო...   Apr 14 2010, 02:19 PM
Atman   http://s61.radikal.ru/i172/1004/a6/cb79dcf91051.jp...   Apr 30 2010, 01:52 PM
tinatin-i   ძალიან მიყვარდა და...   Oct 9 2010, 10:34 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 01:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი