თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ გავიხსენოთ მამა შიო...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 1 2007, 11:29 AM

არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო.
თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო.

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2007, 11:33 AM

გავიხსენოთ რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 1 2007, 11:38 AM

მხევალი ნინო
გადაიკითხე პოსტი სრულად და მიხვდები.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2007, 11:41 AM

ღმერთმა მარადიულ ნათელში ამყოფოს ohmy.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 1 2007, 12:39 PM

მეც ვიცნობდი მამა შიოს, ბევრჯერ დავსწრებივარ მის მსახურებას და მართლაც საოცარი ადამიანი იყო, ყველა დამეანხმება ამაში ვისაც ერთხელ მაინც ყავდა ნანახი ან რაიმე შეხება ჰქონია მასთან.

მის სულიერ შვილებს ვესაუბრე, ვინც მის დაკრძალვას დაესწო და მითხრეს რომ ბოლო დღეს ყველამ ხელით შევეხეთ მის ცხედარს, გამოთხოვების ნიშნად და ისეთივე თბილი იყო მისი სხეული როგორც ცოცხალი ადამიანისო, ეს მართლაც სასწაულია.

ღმერთმა დაუმკვიდროს მამა შიოს ცათა სასუფეველი

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 1 2007, 12:47 PM

Cotne
მეც იყავი მის დაკრძალვაზე და შემიძლია მეც იგივე ვთქვა. იგი ძალიან თბილი იყო. ვუყურებდი და ვერ აღვიქვავდი როგორც მიცვალებულს.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 1 2007, 03:16 PM

ციტატა
ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო

ქოზიფას მამათა მონასტერი მამა შიოს აშენებული იყო? ohmy.gif რუის-ურბნისის ეპარქიაში არ არის თუ არ ვცდები? ვაი რა მაგარია ეხლა მინდა მანდ წასვლა უფლის ნებით თუ გამომივიდა კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 1 2007, 03:52 PM

ციტატა
ქოზიფას მამათა მონასტერი მამა შიოს აშენებული იყო? რუის-ურბნისის ეპარქიაში არ არის თუ არ ვცდები? ვაი რა მაგარია ეხლა მინდა მანდ წასვლა უფლის ნებით თუ გამომივიდა კარგია


ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს”.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე _ წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია _ თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე _ ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი _ დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხოლო დანარჩენი ორი _ წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ეკლესიები დღეს უკვე ნანგრევებადაა ქცეული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული.
დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით.
XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა.
ამჟამად მონასტერში 1 მღვდელმონაზონი, 5 ბერი და რამდენიმე მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც იღუმენი ეფრემის (გამრეკელიძე) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ.
სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით მიმდინარეობს დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის სახურავი მთლიანად გასუფთავდა და გადაიხურა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს.
1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: „მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს”. მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: „ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო”.


www.urbnis-ruisi.ge ამ საიტზეა ყველაფერი ამ ეპარქიის სესახებ, ყველამ ნახეთ

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 1 2007, 03:55 PM

გაიხარე ძმაო მეუფე იობს ვიცნობ და ვსთხოვ რომ კურთხევა მომცეს მანდ წასვლის smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 1 2007, 04:00 PM

სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნოი განსუენებაი მიმადლოს უფალმან ღვთისმოყვარესა არქიმანდრიტსა შიოს და მისცეს მას საუკუნო ხსენება

საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
ხსენება და კურთხევაი მისი

სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო
გუნდნი და გუნდნი ანგელოსთანი შენ გაქებენ უფალო

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 1 2007, 04:02 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 1 2007, 04:00 PM) *

სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნოი განსუენებაი მიმადლოს უფალმან ღვთისმოყვარესა არქიმანდრიტსა შიოს და მისცეს მას საუკუნო ხსენება

საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
ხსენება და კურთხევაი მისი

სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო
გუნდნი და გუნდნი ანგელოსთანი შენ გაქებენ უფალო

დავით მაგარი ხარ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2007, 06:38 PM

რუის-ურბნისის ეპერქიიდან ვარ, ამიტომ მამა შიოს მეც ვიცნობდი პირადად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე მოარული ანგელოზი იყო... ძალიან, ძალიან მიყვარდა... მის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვერ ვიჯერებ რომ აღარაა..

უთბილესი, უტკბილესი და უწმინდესი ადამიანი იყო.. როგორი ლამაზი სულიც ჰქონდა, ფიზიკურადაც ისეთივე ლამაზი იყო, ღვთიური სილამაზის.. საოცარი ქერა თმით და დიდი ცისფერი თვალებით...

ყურში ახლაც ჩამესმის, როგორ თბილად აბობდა ჩემს სახელს, როცა მესაუბრებოდა ხოლმე.. ხავერდოვანი ხმით..sad.gif

ძალიან, ძალიან დამაკლდა და მიჭირს მასზე საუბარი... sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 2 2007, 02:49 PM

beqa.shuxoshvili

ციტატა
დავით მაგარი ხარ

შენ ჩემს შესაქებად თუ გინდა ცალკე თემები გახსენი ხოლმე mad.gif
აქ ამის ადგილია?? mad.gif mad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2007, 02:58 PM

მამა შიოს უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულით ჰქონდა გული ავსებული..

ერთმა პიროვნებამ მას ძალიან დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა.. ერთხელ, მე და ჩემი სულიერი და (იმ პიროვნებას იცნობდა) ქარელის რეზიდენციაში ვიყავით ჩასულები, მამა შიოც ჩამოსული იყო ქოზიფას მონასტრიდან. არ მავიწყდება როგორი სიყვარულითა და სითბოთი მოიკითხა მამა შიომ თავისი შეურაცხმყოფელი..

მას არანაირად არ შეეძლო არ ყვარებოდა განურჩევლად ყველა..

ღმერთმა აცხონოს მისი ულამაზესი და უსპეტაკესი სული!!!!!!

პოსტის ავტორი: ლექსო თარიღი: Feb 2 2007, 05:08 PM

მამა შიო ერთხელ მამა შიო ერთხელ მყავს ნანახი სამებაში.რუის ურბნისის ეპარქია იყო ჩამოსული.მეუფე იობიც იყო იყო.ჩემი მეგობარი იყო იქ თათია და უნდოდა რომ გამეცნო მამა შიო.წირვა რომ დამთავრდა გარეთ გავედი რომ მენახა თათიამ უთხრა ეს ლექსო არისო და არ ვიცოდი როგორ მივსალმებოდი მოვიდა ჩემთან და მხარზე ვაკოცეთ ერთმანეთს.ძალიან თბილი ადამიანი იყო. ეგ დღე არ დამავიწყდება.შემდეგ ხატიც გვაჩუქა ყველას smile.gif. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თათია კიდე წავიდა სანახავად მე ვერ მოვახერხე წასვლა.არა და ძალიან მინდოდა.და მგონი ერთი კვირაც არ იყო გასული რომ გავიგე გარდაიცვალა.აცხონოს მისი სული ღმერთმა

ეს კიდე ის დღეა როცა პირველად და უკანასკნელად ვნახე sad.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 2 2007, 05:27 PM

ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 2 2007, 07:48 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Feb 2 2007, 11:00 PM

სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი sad.gif

წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 3 2007, 11:25 AM

ამ სურათში მამა შიო ნათლავს დედამისს. ნათლია კი ბოდბისა და შემდეგ ურბნისის მონასტრის ყოფილი წინამძღვარია - სქემ-მონაზონი ნინო.

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Feb 3 2007, 12:39 PM

QUOTE
20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი

დედაააააააააა გადავირიეეეეე......

წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა...... sad.gif

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Feb 3 2007, 01:18 PM

ზუსტად გარდაცვალებიდან 2-3 კვირის წინ ვნახე მამა შიო როდეასაც ექსკურსიაზე ვიყავი სკოლიდან!ბერმა რომელმაც დაგვათვალიერებინა მონასტერი მიგვითითა მამა შიოზე ეს მონასტრის წინამძღვარიაო და მოგვიყვა მისი ისტორია და გაოგნებული დავრჩი 19 წლის ასაკში უკვე ბერი იყო.........მოსაღამოვდა მონასტერი ათონის დროზე იყო და ჩვენი დროით ცოტა გვიან დაიწყო ლოცვა დავესწარით ლოცვას და ზეთიც ვიჩხეთ მამა შიოსგან.ჩვენმა დამრიგებელმა ზეთის ცხების შემდეგ თქვა რომ წავიდეთო თორე შუაღამისას მოგვიწევს ჩასვლაო !და ერთერთ ბერს უთხრა მამაოს უთხარითო რო მივდივართო და კურთხევა მოგვცესო!ჩვენ გვეგონა მამო საკურთხეველში ეტყოდა ბერს რომ წავიდნენო ,მაგრამ მამა შიო შუა ლოცვაზე გამოვიდა სტოაში და დაგვლოცა ყველა სათითაოდ.როდესაც გავიგე რომ მამ შიო გარდაიცვალა არ მეჯერა მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ის უფალმა წაიყვანა თავისთან რათა ილოცოს ჩვენთვის იმ ზეციურ საქართველოში!

პოსტის ავტორი: kaxa-beri თარიღი: Feb 3 2007, 03:07 PM

ღმერთმა დაუმკვიდროს არქინამდრიტ შიოს საუკუნო სასუფეველი + + + ძალიან სამწუხაროა ..............

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2007, 03:25 PM

ღმერთმა ისურვოს, რომ მამა შიოს სული წმინდანთა დასს შეუერთდეს...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 4 2007, 04:34 PM

marine
ამაზე მიდის საუბარი. მომავალში რა იქნება არავინ იცის.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 4 2007, 05:28 PM

ციტატა(ზურაბი @ Feb 3 2007, 01:18 PM) *

მოსაღამოვდა მონასტერი ათონის დროზე იყო და ჩვენი დროით ცოტა გვიან დაიწყო ლოცვა დავესწარით ლოცვას და ზეთიც ვიჩხეთ მამა შიოსგან.ჩვენმა დამრიგებელმა ზეთის ცხების ...

ეგ რაღას ნიშნავს?
ათონის დრო რა შუაშია?
მაგ მონასტერშიც ათონისტები არიან?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 4 2007, 05:36 PM

ციტატა
ეგ რაღას ნიშნავს?
ათონის დრო რა შუაშია?
მაგ მონასტერშიც ათონისტები არიან?

როგორც მე ვიცი იქ მონასტრის დრო დამოკიდებულია არა საათზე არამედ მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 4 2007, 05:43 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ზურაბი თარიღი: Feb 4 2007, 06:10 PM

ციტატა
ეგ რაღას ნიშნავს?
ათონის დრო რა შუაშია?
მაგ მონასტერშიც ათონისტები არიან?

ბერმა მითხრა ათონის დროზე ვართო....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2007, 06:13 PM

ეს grdzelo-ს სიტყვებია: "ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ძამის ულამაზეს ხეობაში არის VI-XXI საუკუნეებში დაარსებული სამონასტრო კომპლექსები, სადაც ბერები ათონის წმინდა მთის ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობენ."

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 4 2007, 07:23 PM

ზურაბი
კაი კაცი ხარ wink.gif

marine
კი მართლაც ეგრეა , თან მკაცრად იცავენ ტიპიკონს , ათონელი ბერები როგორც ცხოვრობენ აი იმ სიუჟეტში რო იყო დედათა მონასტერზე

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 5 2007, 10:59 AM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 7 2007, 03:59 AM

ღმერთმა აცხოვნოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი sad.gif

პოსტის ავტორი: tatia xanishvili თარიღი: Feb 7 2007, 11:00 PM

ღმერთო,როგორ არ მავიწყდება მისი ზე-ადამიანური თვალები...მამაო მე ვფიქრობ ყველა თქვენი სილიერი შვილი ღვთის მადლიერნი უნდა იყვნენ,მე კი ძალიან ბედნიერი ვარ,ირგვლივ ყველა თქვენზე ლაპარაკობს და გული დიდი სითბოთი და უზარმაზარი სიყვარულით მევსება.მამაო მე თქვენ არასოდეს დამავიწყდებით,თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც მართლა გულით და სულით ზრუნავდით ჩემზე,ხართ ის ადამიანი რომელმაც ჭეშმარიტი ცხოვრების ანაბანა მასწავლეთ,პირველი სულიერი ნაბიჯები გადამადგმევინეთ და ცდილობდით ფეხზე დაგეყენებინეთ.მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსთვის და მზრუნველობისთვის რომელსაც ასე უხვად მაძლევდით და მანებივრებდით.(ეს წერილი მივწერე ოდესღაც მამაოს და მითხრა რომ,ამ სიტყვებზე ვიტირეო...)ვერაფრით ვერ ვივიწყებ მამაო თქვენთან გატარებულ სულიერი ცხოვრების 3 წელს.ღმერთო როგორ არ მავიწყდება ჩემი ბოლო აღსარება,მამაო სულ სხვანაირი იყო,აღარ მიშვებდა რა გეჩქარებაო დარჩი კიდევ ცოტახანიო-ნეტავი დავრჩენილიყავი... მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ იყო მამაო ასეთი მოსიყვარულე(განსაკუთრებით მოსიყვარულე იყო იმ დღეს),მაგრამ 2 კვირაში კი მიმახვედრა უფალმა....ძალიან მიჭირს მამაო უთქვენოდ,ვის მივმართო და ვის მივეკედლო არ ვიცი,თავგზა ამერია...მაგრამ,მჯერა შემეწევით და მაპოვნინებთ ისეთ მოძღვარს,რომელიც ღირსეულად შემიცვლის თქვენ თავს.ბოლო შეხვედრისას შემპირდი "თამარ,ჯვარი მე უნდა დაგწერო"... მაგრამ მიუხედავ იმისა რომ ხორციელად მიგვატოვე,მაინც მჯერა რომ ჯვარს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი კი არა,არამედ სულიერი-ანგელოზების თანხლებით დამწერ და დარწმუნებული ვარ,უფალს ჩემს დიდ ბედნიერებას შეავედრებ...მე მინდა დიდი სიამაყით გავიმეორო ის სიტყვები რომელიც თქვენ ძალიან მოგწონდათ და სულ მეკითხებოდით მართლა შენ თქვიო?"მამა შიო თითქოს და გამჭვირვალეა",მართლაც მასეთი იყავი მამაო,ლურჯი თვალების მიღმა ძალინ დიდი სამყარო მოჩანდა... მინდა უფალს დიდი მადლობა შევწირო თქვენთან სულიერი ნათესაობისთვის და დიდი შენდობას გთხოვთ მამაო.მე მინდა ასევე გთხოვოთ ჩვენ ცოდვილებს მეოხება და შეწევნა არ მოგვაკლო.დიდი სიყვარულით თამარი(სნეგურაჩკა-როგორც მეძახდით ხოლმე:))

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2007, 12:13 PM

tatia xanishvili

რა ლამაზი გამოსათხოვარი დაწერე თათია.. sad.gif

მამა შიო მართლაც რომ გამჭვირვალე იყო...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 8 2007, 12:15 PM

მამა შიოს შესახებ ტქვენგან გავიგე,მართალი გითხრათ ის მტკივნეულად განვიცადე, რომ ვერ აგიხსნით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2007, 12:20 PM

მხევალი ნინო

ნინი, ბედნიერი ხარ რომ არ იცნობდი, თორემ ძალიან გაგიჭირდებოდა მისი აღარ ყოფნა.. sad.gif

ერთხელ გვერდით მომიჯდა და ტკბილად მესაუბრებოდა, უცნაური განცდა მქონდა, თითქოს ადამიანი კი არ მეჯდა გვერდით, არამედ უსხეულო ანგელოზი, რომელიც ყოველგვარი ცოდვისგან, ადამიანური თვისებებისგან განძარცვულია...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 9 2007, 07:36 PM

tatia xanishvili
კეთილი იყოს შენი მობრძანება ფორუმზე.

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Feb 15 2007, 06:07 AM

tatia xanishvili

ვაიმეეე მოვკვდი ტირილით, რა დასანანია რომ ასეთი მამა არსებობდა და მის შესახებ არც გამიგია. წარმომიდგენია რამხელა დანაკარგია შენთვის, მაგრამ ამავდროულად რამხელა სიმდიდრეა. შენ ხომ ასეთი მოძღვარი გყავდა.

ღმერთმა აცხონოს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2007, 11:46 AM

წუხელის სიზმარში ვნახე მამა შიო.. sad.gif ჩასასვენებელში იწვა ვითომ და მაინც ცოცხალი იყო.. მე რომ მივედი, ძალიან გაუხარდა და ცრემლი წამოუვიდა.. sad.gif დღეს სანთელი უნდა დავუნთო..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 16 2007, 05:17 PM

marine

ციტატა
წუხელის სიზმარში ვნახე მამა შიო.. ჩასასვენებელში იწვა ვითომ და მაინც ცოცხალი იყო.. მე რომ მივედი, ძალიან გაუხარდა და ცრემლი წამოუვიდა.. დღეს სანთელი უნდა დავუნთო..



იცით რა, არ ვიცნობდი, მაგრამ ამ თემის წაკითხვაც კი მტკივნეულია ჩემთვის

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 24 2007, 09:35 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 25 2007, 11:52 PM

http://imageshack.us

http://imageshack.us


http://imageshack.us


პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 26 2007, 12:02 AM

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი !

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 26 2007, 01:18 PM

ლილიანა
ამინ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 26 2007, 04:44 PM

ციტატა(Cotne @ Feb 25 2007, 11:52 PM) *

http://imageshack.us


აი ამას ჰქვია, რომ ადამიანმა ღვთივ განუსვენა.... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 26 2007, 08:18 PM

Cotne
იცნობდი მამა შიოს?

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Feb 26 2007, 10:48 PM

QUOTE
იცნობდი მამა შიოს?

კი ვიცნობდი, ურბნისიდანაც და მერეც მონასტერში რომ იყო, მეც მაგ ხეობაში დავდივარ, მამა გრიგოლთან, ქვათეთრში

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 27 2007, 01:19 AM

sad.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 27 2007, 11:28 AM

Cotne
მეც მაგ ეპარქიის ხშირი სტუმარი ვარ.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 23 2007, 09:21 PM

http://www.link.ge/file/166827/Untitled.wmv.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2007, 02:47 PM

ციტატა(mariami-k @ Aug 23 2007, 09:21 PM) *

http://www.link.ge/file/166827/Untitled.wmv.html


გაგახაროს უფალმა, მარიამ, რა კარგი კოლაჟი გაგიკეთებია..


პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Sep 14 2007, 03:09 PM

cray.gif

შეგვეწიოს მამა შიო , დასანანია რომ არ ვიცნობდით ურმავლესობა sad.gif არადა რა თბილი ჩანს თუნდაც ერთი შეხედვით ...

პოსტის ავტორი: ekaterines თარიღი: Sep 22 2007, 12:08 AM

``me ar vicnobdi magram vxedav om dzalian kargi adamaini iyo albat exla ualtanaa gmertma natelshi amkofos

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2007, 10:27 AM

ძალიან მენატრება, ძალიან მაკლია მამა შიო.. sad.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 23 2007, 07:35 PM

არ ვიცნობდი მამა შიოს, მაგრამ თქვენი თბილი ნაწერების შემდეგ
გული ტკივილით ამევსო და თვალი ცრემლით. sad.gif

უფალმა აცხოვნოს ამ წმიდა ადამიანის სული.

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 24 2007, 12:04 AM

არც მე ვიცნობდი მამა შიოს, მაგრამ თქვენი ნაწერების და სურათების შეხედვამ
გული ტკივილით ამივსო და თვალი ცრემლით
.

უფალმა აცხოვნოს ამ წმიდა ადამიანის სული
!

სასწაულია იცი, ბედნიერი უნდა იყოს ადამიანი ,
ვინც მასთან ურთიერთობდა და ახლოს იყო..

პოსტის ავტორი: anania თარიღი: Oct 24 2007, 09:42 AM

არ ვიცნობდი, ძალიან კეთილი გამომეტყველება აქვს, ნათელი დუმკვიდროს უფალმა!

მარადიული ნათელი დაუმკვიდროს უფალმა! დიდება მას, მართლაც სათნო ადამიანი იქნებოდა!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 24 2007, 09:58 AM

არ ვიცნობდი.... საოცარი სათნო და ღვთიური სახე აქვს... ღმერთმა დაუმკვიდროს ზეციური სასუფეველი!

სამწუხაროა ასეთი ადამინის ტრაგიკული სიკვდილი. sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2007, 10:23 AM

იმ სითბოში, რასაც მამა შიო ასხივებდა, ჩემდასაბედნიეროდ ბევრჯერ მოვხვედრივარ და სული გამითბია..

წინაწარ სცოდნია, რომ მალე გარდაიცვლებოდა და ბევრისთვის უთქვამს sad.gif

ეს იყო საოცარი სულიერი და ფიზიკური სილამაზის ადამიანი..

ერთს გამიღიმებდა, ერთ სიტყვას მეტყოდა და ყველა წუხილი თუ სევდა მეფანტებოდა..

ძალიან დააკლდა ჩემს გულს sad.gif

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 18 2007, 12:14 AM

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მამა შიოს.სამწუხაროდ მეც არ ვიცნობდი... user.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 19 2007, 04:53 PM

დღეს მამა შიოს გარდაცვალების დღეა.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 19 2007, 05:39 PM

mariami-k

ციტატა
დღეს მამა შიოს გარდაცვალების დღეა.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

გაიხარე, ძალიან კარგი ადამიანი ხარ რომ გახსოვს და ამას აღნიშნავ.

მეც ახლოს ვიცნობდი მამა შიოს და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი რომ მისი სახით ერთ-ერთი დიდი მოღვაწე მოძღვარი დაკარგა საქართველოს ეკლესიამ.

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 20 2007, 09:44 AM

მგონი ეს თემა ამ განყოფილებას არ შეესაბამება. g.gif

პოსტის ავტორი: shengela თარიღი: Dec 18 2007, 01:39 PM

მამა სიოს სამწუხაროდ არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი რომ დიდი მამა იყო.ქოზიფაში მითხრეს რომ მამა სიო ყოფილა წარსულსი მისი სულიერი მამის მეუფე იობის სულიერი მამა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2007, 01:48 PM

ნაწყვეტი ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემთან ინტერვიუდან:

მეუფე, ქოზიფას ხშირად მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს უწოდებენ, რომლის აღდგენასშიც მამა შიოსთან ერთად დიდი წვლილი მიგიძღვით. იყავით გულწრფელი და თქვით, ოდნავ მაინც არ დაგენანათ იმ დიდებული მონასტრისა და შუაღამიანზე აღვლენილი ლოცვები მიტოვება?

- ქოზიფა მართლაც განუმეორებელია. ვმადლობ უფალს, რომ რამდენიმე წელი ამ დიდებულ მონასტერში მომიწია ცხოვრებამ. ეს უდიდესი სულიერი სკოლა და გამოცდილება იყო ჩემთვის. მით უმეტეს, რომ მანამდე იქ ჩემთვის უსაყვარლესი აწ განსვენებული არქიმანდრიტი შიო მოღვაწეობდა. იქ მისი ლოცვისა და შრომის კვალი ატყვია ყველაფერს, იქ მისი სულის სუნთქვა იგრძნობა. მახსენდება... მამა შიოსთან ჩემი უკანასკნელი შეხვედრაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ სავანეში მოხდა. ახლა რომ ვუკვირდები აბსოლუტურად განსვავებული განცდა იყო ქოზიფაში ჩემს მისვლასა და ბოლოს იქიდან წამოსვლას შორის. სიხარული სევდიანმა სინანულმა შეცვალა, თუმცა ის მადლი რაც თუნდაც ერთხელ აღიბეჭდება სულში აღარასოდეს მიეცემა დავიწყებას.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 12 2008, 10:50 AM

http://imageshack.us
http://imageshack.us



http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 12 2008, 11:06 AM

http://imageshack.us



http://imageshack.us

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 12 2008, 11:17 AM

http://imageshack.us

http://imageshack.us


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Apr 12 2008, 11:22 AM

ღმერთმა ნათელში ამყოფოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 13 2008, 07:36 PM

sad.gif სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი,მაგრამ ისედაც ეტყობა რომ სათნო და ჭეშმარიტი ბერის სახე,ღმერთმა დაამკვიდროს მისი სული, სადაცა მართალნი განისვენებენ.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Apr 14 2008, 10:12 AM

გუშინ ვიყავი მამა შიოს საფლავზე, რაღაცნაირი განცდა დამეუფლა sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2008, 10:48 AM

ციტატა(mariami-k @ Apr 12 2008, 10:50 AM) *

http://imageshack.us


რა ლამაზი სურათია დედა მავრასთან ერთად გადაღებული sad.gif

ღმერთმა აცხონოს მამა შიოს ლამაზი სული..

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Apr 14 2008, 10:53 AM

cray.gif ღმერთმა ნათელში ამყოფოს....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2008, 01:34 PM

"ურბნის-რუისის ეპარქიაში იმდენი ბრწყინვალე სასულიერო პირი იყო, რომ მათ შემყურეს მონაზვნობის სურვილი გამიმძაფრდა. მამა შიომ (ხარძეიშვილი) ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ცოცხალი წმინდანივით იყო."

/დედა მატრონა (სხირტლაძე)/

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 27 2008, 08:34 PM

marine

ციტატა
/დედა მატრონა (სხირტლაძე)/

მერი დედა მატრონა ხომ ის დედაოა მეუფე ეფრემს რომ გაყვა ბოლნისში?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 10:25 AM

ციტატა(mariami-k @ May 27 2008, 08:34 PM) *

marine

მერი დედა მატრონა ხომ ის დედაოა მეუფე ეფრემს რომ გაყვა ბოლნისში?


კი, მარი, ეგ დედაო ახლა მეუფის რეზიდენციაში ცხოვრობს smile.gif

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 28 2008, 10:48 AM

პირადად არ ვიცნობდი,მაგრამ დიდი სიყვარულით არ შეიძლება ადამიანი არ განიმსჭვალოს,როდესაც მის სურათებს ნახავ.
ღმერთმა აცხოვნოს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 11:08 AM

ციტატა(mariami-k @ Apr 12 2008, 11:17 AM) *

http://imageshack.us


ამ სურათს რომ ვუყურებ, ისეთი განცდა მაქვს, რომ მამა შიო ცოცხალი წევს ჩასასვენებელში sad.gif რა საყვარელი ადამიანი იყო sad.gif ძალიან მენატრება...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 28 2008, 11:56 AM

marine
დედა მატრონას დედაც მონაზონია. დედა ნონექია. ურბნისის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 12:01 PM

ციტატა(mariami-k @ May 28 2008, 11:56 AM) *

marine
დედა მატრონას დედაც მონაზონია. დედა ნონექია. ურბნისის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. smile.gif


კი, მარი smile.gif "კარიბჭის" წინა ნომერშია ინტერვიუ დედა მატრონასთან და იქ დედაზეც საუბრობს smile.gif ღმერთმა გააძლიეროს ორივე და სულიერად ამაღლებულები ყოფილიყვნენ მუდამ!!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 28 2008, 12:04 PM

marine

ციტატა
კი, მარი "კარიბჭის" წინა ნომერშია ინტერვიუ დედა მატრონასთან და იქ დედაზეც საუბრობს ღმერთმა გააძლიეროს ორივე და სულიერად ამაღლებულები ყოფილიყვნენ მუდამ!!

ამინ!!!

პოსტის ავტორი: natali87 თარიღი: Jul 25 2008, 06:50 PM

არასოდეს დამავიწყდება მისი გამოხედვა,სათნოებით სავსე თვალები

პოსტის ავტორი: daviti gorozia თარიღი: Sep 24 2008, 08:01 PM

მამა შიოზე იქნება გახსენება და შედით www.cross.ge ზე და იაქტიურეთ მამა შიო ნამდვილად კარგი ადამიანი იყო მისგან ბევრი მსმენია

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 24 2008, 10:03 PM

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ამ თემის ნახვა... მე ახალი დარეგისტრირებული ვარ და შესაბამისად ახლა ვნახე...

მამა შიოზე ბევრი ითქვა და მე კიდევ დავამატებ იმას, რომ მართლაც შესანიშნავი ადამიანი იყო... მისი ცხოვრება თავმდაბლობასა და სიყვარულზე იყო აგებული... ტკბილი სულის ადამიანი იყო... მე მასთან შეხვედრის ბედნიერება ორჯერ მქონდა, მაგრამ თითქოს მთელი ცხოვრება მიცნობდაო ისე ჩამიკრა გულში და მიმიღო ცოდვილი... ეს განცდა არასოდეს დამავიწყდება_ზეაღმატებული იყო... მისი უძიროდ ლურჯი თვალები მუდამ სადღაც შორს, უსაზღვრო სივრცეში იყურებოდა...

მამა შიოს (მამა შიო, მომიტევეთ, უკეთესი სტრიქონით რომ ვერ შეგამკეთ ცოდვილმა)!!!
მამა შიო, გზები ეკლით დაიფარა
და განგებამ ჩამომსხიპა ფრთები,
ეგ თვალები სულის სარკედ რომ გქცევიათ
სულიწმინდის საგალობლად მესმის...
ეგ დაღლილი, დაღარული თვალთა სივრცე
და ხელები რპყრობილი ცამდე
ბეწვის ხიდი ცხოვრებისა ხომ არ არის,
ჩვენს საწუთროს ზეცამდე რომ არწერს?!
ეგ ხელები იქნებ ბეწვის ხიდი არის,
ან ხელები_წუხელ ჯვარს რომ აცვეს?!
ის ხელები უფლის მადლით მონაბერი
თქვენს ცხოვრებას წამებით რომ აღწერს?!
მამა შიო, გზები ეკლით დაიფარა
და განგებამ ჩამომსხიპა ფრთები,
ეგ თვალები სულის სარკედ რომ გქცევიათ
სულიწმინდის საგალობლად მესმის!!!

პოსტის ავტორი: robert_marlboro თარიღი: Oct 21 2008, 11:04 PM

ეგ პრობლემები მაშინაც იკო როდესაც იესო ცხოვრობდა ისრაელში, ღმერთი უშვებს ესეტ სიტუაციებს, ეგ არის ღმერთან დაახლოების ნიშანი.

დაწვრილებით შეგიძლიათ მომართოთ.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 17 2008, 01:26 PM

19 ნოემბერს მამა შიაოს გარდაცვალებიდან 2 წელი სრულდება. sad.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 17 2008, 01:26 PM

19 ნოემბერს მამა შიაოს გარდაცვალებიდან 2 წელი სრულდება. sad.gif

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Nov 18 2008, 12:23 AM

ციტატა(mariami-k @ Apr 12 2008, 11:17 AM) *

http://imageshack.us

http://imageshack.us
http://imageshack.us

დღეს გავიგე მამა შიოს არსებობის შესახებ.გაიხარეთ ამ თემის გახსნისთვის,გაოცებული ვარ ბევრ ცოცხალს არ აქვს ისეთი ჯამრთელი სახე როგორც მიცვალებულ მამა შიოს.მეოხი იყოს ჩვენი ქვეყნის,მისი ლოცვა შეეწიოს საქართველოს.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 18 2008, 09:38 AM

chelo

ციტატა
დღეს გავიგე მამა შიოს არსებობის შესახებ.გაიხარეთ ამ თემის გახსნისთვის,გაოცებული ვარ ბევრ ცოცხალს არ აქვს ისეთი ჯამრთელი სახე როგორც მიცვალებულ მამა შიოს.მეოხი იყოს ჩვენი ქვეყნის,მისი ლოცვა შეეწიოს საქართველოს.

გაიხარე. smile.gif

პოსტის ავტორი: tamar84 თარიღი: Nov 18 2008, 09:05 PM

ხო უსაყვარლესი ადამიანი ყოფილა მამა შიო, მეც თქვენი პოსტებიდან გავიგე მის შესახებ... საოცრად დამწყდა გული, რომ არ ვიცნობდი...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა შიოს სული...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 20 2008, 10:33 AM

გუშინ ყინწვისში მამა შიოს 2 წლის თავზე შევიკრიბეთ. მეუფე იობმა ჩაატარა წირვა. წირვის შემდეგ კი მამა შიოს საფლავზე მეუფემ გადაიხადა პანაშვიდი. ყინწვისში იყო ასევე ჩამოსული მეუფე ეფრემიც.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 20 2008, 11:01 AM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Nov 20 2008, 05:27 PM

ღმერთმა ნათელში ამყოფოს არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)
ამინ!

პოსტის ავტორი: Nnnino თარიღი: Apr 2 2009, 10:39 PM

ახლა დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე და მამა შიოზე თემამ კიდევ ერთხელ მატირა...

ძალიან კარგად ვიცნობდი. ვიცნობდი, რა... ორი წელი იმოღვაწევა ურბნისის ტაძარში, რომლის მრევლის წევრიც ვარ...

სადაც დამინახავდა, თხილის ჯოხი მაქვს შენთვის გამზადებული, უნდა მიგტყიპოო, მემუქრებოდა... რამდენიმე წლის მერე გავახსენე ეს სიტყვები და - მაპატიე, ნინო, რა მკაცრი ვყოფილვარ ურბნისშიო...

ცოცხალი წმინდანიაო, რომ იტყოდნენ, ვღიზიანდებოდი, ჩემთვის მამა შიო ადამიანი იყო, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანის იდეალი... ვწუხდი, ხორცში მყოფს ასე რომ აქებდნენ... აკი წმინდანების ადგილი ზეცაშიაო და წაიყვანა უფალმა თავისთან...

სიკვდილი გაადვილდა, იქაც მეგულება პატრონი-მეთქი, ასე ვინუგეშებდი თავს იმ საშინელი ნოემბრის დღეებში...

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე, რაღაცნაირად, სხვანაირად სერიოზული იყო, გამიკვირდა, რა დავაშავე, რად აღარ მიღიმის, აღარ მეხუმრება თავისებურად-მეთქი... რამდენიმე დღეში შევიტყვე, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი მის ღიმილს ამქვეყნად...


ერთ საშინლად ცივ ზამთრის საღამოს უამრავი ხალხი ელოდებოდა აღსარებისთვის მთელი დღის დაღლილს და ნამსახურალს, ერთი ჩაილაპარაკა თავისთვის, "გაუძელი, შიო, გაუძელიო" და ისევ ღიმილით მივიდა ადამიანებთან ნუგეშის საცემად. გვაპატიოს მისმა სულმა... როგორ ვერ მოვუფრთხილდით...

პოსტის ავტორი: oto(giorgi) თარიღი: Nov 13 2011, 09:31 PM

მოგესალმებით ყველას. .. . smile.gif)) როგორც ვიციი კლასელისგან მამა შიო მეუფე იობს გაუგზავნია პეხსაცმელების საყიდლად და ავარიასჰი დაგუპულა და უპ[რო ზუსტად არავინ იციტ რა მოხდაა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 13 2011, 10:21 PM

ციტატა
როგორც ვიციი კლასელისგან მამა შიო მეუფე იობს გაუგზავნია პეხსაცმელების საყიდლად და ავარიასჰი დაგუპულა და უპ[რო ზუსტად არავინ იციტ რა მოხდაა?

სააური ხარ ძმა შენ?
მაგ დროს მამა შიო მიდიოდა ბორჯომ-ახალდაბისკენ.
თავის სახლში,რომ დედამისი მოენახულებინა...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Nov 13 2011, 11:02 PM

ხალხო რა კარგი თემა გაგიხსნიათ sad.gif ძალიან მომენატრა ჩემი მამაო sad.gif მე მამაოს ნათლული ვარ sad.gif

mariami-k
მარიამ შენ მამაოს საიდან იცნობდი?? მეცოდინები ან გეცოდინები

http://www.radikal.ru
მე და ჩემი მამაო sad.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Nov 13 2011, 11:17 PM

ამას ქვია სიკვდილი ქრისტეს ასაკში sad.gif არქიმანდრიტად კურთხევის შემდეგ 3-4 დღეში გავიდა sad.gif არ დამავიწყდება მისი დაკრძალვის დღე,ხალხი ყინწვისის გალავანზე,მისი საოცრად თბილი ხელი sad.gif თითქოს ეძინა.. (თუ ვინმე იყო და ემთხვია მამაოს მიხვდება რასაც ვამბობ sad.gif )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2013, 03:37 PM

toka@

თოკა, შენ მამა შიოს ის ნათლული ბავშვი ხომ არ ხარ გრძელი ქერა თმა რომ ჰქონდა? ხაშურის საკათედრო ტაძარში დაყავდა დედას და ყველას გოგო ეგონა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 11 2013, 11:27 PM

marine

ციტატა

თოკა, შენ მამა შიოს ის ნათლული ბავშვი ხომ არ ხარ გრძელი ქერა თმა რომ ჰქონდა? ხაშურის საკათედრო ტაძარში დაყავდა დედას და ყველას გოგო ეგონა...

ეგაა მარინე...
მაშინ კარგი ბავშვი იყო და სათნო...


ახლაა ჩემი დამღუპველი და დამაქცეველი...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2013, 10:35 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 12 2013, 12:27 AM) *

marine

ეგაა მარინე...
მაშინ კარგი ბავშვი იყო და სათნო...
ახლაა ჩემი დამღუპველი და დამაქცეველი...
biggrin.gif


ვაიმე, მაგ ბავშვს მოვფერებივარ!!!!!!!!!!!!!!

ანგელოზივით იყო და ახლაც ძალიან სიმპოა ჩვენი თოკუნა a025.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2013, 10:58 PM

marine

ციტატა

ანგელოზივით იყო და ახლაც ძალიან სიმპოა ჩვენი თოკუნა

ჩასკდეს ეგ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 19 2013, 10:52 PM

marine
მადლობ მარინე კომპლიმენტებისათვის.... kiss1.gif
A.V.M
ნუ აოფნარებ ბიჯოოო...


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2013, 03:21 PM

ციტატა(toka@ @ Apr 19 2013, 11:52 PM) *

marine
მადლობ მარინე კომპლიმენტებისათვის.... kiss1.gif
A.V.M
ნუ აოფნარებ ბიჯოოო...


თოკუნა, შენი ბავშვობის სურათები დაგვიდე, რაა rolleyes.gif შენ ისეთი ნათლია გყავდა, რომ კენჭზეც კი არ წამოკრავ ფეხს girl_angel.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 20 2013, 09:07 PM

marine
მაგრამ მხოლოდ წრთვნა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველაო ხო იცი? biggrin.gif ნათლია კარგი მყავდა აი კენჭზე რა მოგახსენო biggrin.gif დაგიდებ kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 21 2013, 01:33 AM

marine

ციტატა
შენ ისეთი ნათლია გყავდა, რომ კენჭზეც კი არ წამოკრავ ფეხს

სამაგიროდ მე მამტვრევინებს თავპირს...
mad.gif mad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2013, 04:06 PM

A.V.M
toka@

მამა შიოს წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ზეციდან!!! wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2013, 04:32 PM

გილოცავთ წმინდა შიოს და წმინდა ნიკოლოზის ხსნებას!!! smile.gif

დღეს ყინწვისში დიდი დღესასწაულია...

მამა შიოს საფლავზე პანაშვიდს გადაიხდიდნენ...

პოსტის ავტორი: დემი თარიღი: May 22 2013, 08:47 PM

მეც გულითადად გილოცავთ წმ. ნიკოლოზისა და წმ. შიო მღვიმელის ხსენების დღეს შეგვეწიოს ყველას მათი მადლი და ძალა; bye1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 22 2013, 08:48 PM

შეგვეწიოს თოკას ნათლიის მფარველი წმიდანის ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2013, 03:44 PM

ამ დღეს ერთხელ ყინწვისში დავესწარი საზეიმო წირვას და წირვის დასასრულს, გარეთ ეზოში, მამა შიო მომიახლოვდა და ძალიან თბილად მომიკითხა... ახლაც ჩამესმის მის ანგელოზებრივი ხმა... wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2013, 03:32 PM

მამა შიო ქოზიფას მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 1 2013, 11:09 PM

marine

ციტატა
მამა შიო ქოზიფას მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო.

განახლებული ქოზიფის...

thumbs.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2013, 04:02 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 2 2013, 12:09 AM) *

marine

განახლებული ქოზიფის...

thumbs.gif


ki.gif XVII საუკუნის შემდეგ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2013, 03:31 PM

მამა შიოს სული ჩემი ყოველდღიური ლოცვის ნაწილია...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Oct 18 2013, 04:56 PM

marine
მამა შიომ აღმოაჩინა ქოზიფა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2013, 02:58 PM

ციტატა(toka@ @ Oct 18 2013, 05:56 PM) *

marine
მამა შიომ აღმოაჩინა ქოზიფა smile.gif


მართლა? მე მეგონა რომ მეუფე იობმა აღმოაჩინა...


2kiss.gif თოკა, მამა შიოს ძმა როგორ არის, ხომ არ იცი? რამდენი შვილი ჰყავს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2013, 02:57 PM

"მე ვეფერები ცის ნამივით მაგ წმინდა სახეს.
შენი თვალები ძველებურად სიკეთეს აფრქვევს,
და შენს საფლავზე იყვავილებს ვარდი ღიღილო,
და უფალსა ვთხოვ ანგელოზთა შორის გიხილო,
გეჩურჩულება და გეფერება ყინწვისის სიო,
მადლობელი ვარ ამაგისთვის მამა შიო!"

(ავტორი არ ვიცი, Fეისბუქზე იდო)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 14 2013, 03:09 PM

marine
ლამაზი ლექსია ძალიან

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2013, 03:10 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 14 2013, 04:09 PM) *

marine
ლამაზი ლექსია ძალიან

ki.gif კი, გიო, მეც ძალიან მომეწონა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2013, 02:11 PM

http://imageshack.us/photo/my-images/28/4hix.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Dec 4 2013, 10:04 PM

ციტატა(marine @ Dec 4 2013, 02:11 PM) *

http://imageshack.us/photo/my-images/28/4hix.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

happy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2014, 04:34 PM

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=1861&lang=ge&Title=arqimandriti+Sio+xarZeiSvili%3A+arc+ki+minda%2C+warmovidgino+is+sastiki+sasjeli%2C+rac+aRsarebis+gamcem+moZRvars+moelis%21#.UugorzbUVvo.facebook

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2014, 06:19 PM

"მამა შიო მეუფის მოძღვარი იყო.

ზოგჯერ არ შეიძლება, როცა მოძღვარი სულიერ შვილს აბარებს აღსარებას და პირიქით.

ამიტომ მამა შიომ გადაწყვიტა ჩემთვის ჩაებარებინა აღსარება.

გარკვეული დროის შემდეგ უკვე ჩემი სულიერი შვილი იყო.

მე მეუფე იობის სულიერ შვილი ვიყავი.

მამა შიო განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ, ძალიან თავმდაბალი, შრომისმოყვარე, მლოცველი.

საოცარი მეხსიერება ჰქონდა.

ზეპირად იცოდა თითქმის ყველა საიდუმლო ლოცვა, მწუხრი თუ ცისკარი.

ვაკვირდებოდი ხოლმე, მედავითნეობის დროს თუ ვინმეს რაიმე ეშლებოდა, ფსალმუნი იქნებოდა ეს, თუ ტროპარ-კონდაკი, იმასაც ხვდებოდა.

თავისი შესაძლებლობებით გამორჩეული ადამიანი იყო".

/იღუმენი იობი (გეგეშიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 08:50 PM

"ძლიერი მმარხველი, ძალიან ძლიერი მლოცველი და ძალიან ძლიერი მშრომელი იყო. ბუნებით ძალიან მშვიდი და საოცარი მომთმენი გახლდათ.

როცა მამა შიო მეტყოდა რამეს, მე როგორც მინდოდა, ისე ვერ ვაკეთებდი. მორჩილება რა არისო, - მეკითხებოდა მამა შიო, - რაც გინდა და იმას გააკეთებ, ესარ არის მორჩილება, როცა არ გინდა და გააკეთებ, ეს არისო.

მარტო შრომა ადამიანს ღმერთს ავიწყებს და მარტო ლოცვაც ხიბლში აგდებსო.

მამა შიო უბიწო იყო.

ძალიან განათლებული იყო. ერთხელ მეუფე იობს ათონის მთაზე ახლა მამა შიო. წირვა მეუფემ ათონზე ქართულად აღასრულა. სახარების კითხვის დროს დიაკვანს სახარება არ ჰქონდა გამორჩეული. მამა შიო მივიდა, აიღო წიგნი და ზუსტად იმ დღის სახარება ზეპირად, სრულად წარმოთქვა."

/იღუმენი ექვთიმე (ბერაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 11:31 PM

_ ჩვენ, ადამიანები, ადრე თუ გვიან, ვირჩევთ მომავლის გზას, იმ ბილიკს, რომელზეც უნდა ვიაროთ... მამაო, თქვენ როდის გადაწყვიტეთ ბერობა?
_ ცხოვრებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ძალიან ბევრი რამ დამანახა... უაზროდ, ფუჭად მივიჩნიე წუთიერი, მიწიერი ცხოვრება და უკვე 14 წლის ასაკში ღმერთისკენ, ღვთისმსახურებისკენ გამიწია გულმა... იმ დროს უკვე ბოლომდე გააზრებული მქონდა, რა მინდოდა და სად მივდიოდი...

ამონარიდი უკანასკნელი ინტერვიუდან.
ესაუბრა შორენა სიხარულიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 11:45 AM

"დღეს 19 ნოემბერია, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი) გარდაცვალების დღე (მამა შიო 2006 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა), ავადსახსენებელი დღე, დღე, რომელმაც ჩვენ მამა შიოსთან გაგვყარა და მისი სული ზეციურ სასუფეველში დაამკვიდრა. დღე, რომელმაც გაიყოლა დიდი სითბო, თოვლივით სპეტაკი სიყვარული, სუფთა სინდისი, ერთგულება, თანადგომა, დიდი პასუხისმგებლობა ერისა და ეკლესიის წინაშე, მისეული იუმორი, ბავშვური სიცელქე...

მამა შიოს სული უფალთან არის, მარადიულ სამყოფელში მყოფობს, იქ, სადაც არ არის მწუხარება, არცა _ ურვა, არცა _ სულთქმა, არამედ მარადიული ნეტარება და სიხარულია, ანგელოზთა გალობა და ცხოვრებაა დაუსრულებელი.

შეგვეწიოს მამა შიოს ლოცვა უფლისკენ სავალ გზაზე. მისი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს სიყვარული იოანე ღვთისმეტყველისა, სინანული პეტრე მოციქულისა, თავმდაბლობა დავით მეფსალმუნისა, მოთმინება იობისა, სიბრძნე სოლომონისა, სიწმინდე მოსესი, ცრემლი მაგდალინელისა და კეთილგონიერება ჯვარცმული ავაზაკისა. ამინ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2016, 10:54 PM

"მერე მონასტრის მეურნეობაში საქონელს ვუვლიდი. ჩვენი რძის პროდუქტებით მამა შიო სხვა მონასტრებსაც ამარაგებდა. პირადად მე ამომყავდა ყველი, ვადედებდი მაწონს, ვდღვებდი კარაქს - ეს ყველაფერი მამა შიომ მასწავლა. საოცარი იყო მამა შიო, ყველაფერი იცოდა. ეს ძალიან გვეხმარებოდა მონასტრის წინსვლაში. ნათქვამია, რომ ადგილი კი არ ალამაზებს ადამიანს, ადამიანი ალამაზებს ადგილს. მამა შიო ნამდვილად ალამაზებდა ქოზიფას".

/მამა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 08:12 PM

"წმინდანთა ცხოვრებიდან პირველად ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება წავიკითხე. ცხონებული მამა შიო (ხარძეიშვილი) და მე თანასოფლელები ვართ. როცა ერთმანეთს შევხვდებოდით, განვმარტოვდებოდით ხოლმე. ის იმ წმინდანთა ცხოვრებას მიყვებოდა, რაც წაკითხული ჰქონდა. მაშინ ბავშვები ვიყავით. მე წმინდა ათანასეს ცხოვრებას ვუამბობდი. ბევრ რამეზე ვსაუბრობდით, მაგრამ განსაკუთრებით ეს დამამახსოვრდა".

/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:34 PM

"ჩვენთვისაც ყველასთვის უკვდავია მამა შიო. 30 წლის ასაკში მრავალი მონასტერი ააშენა და სულიერი ცხოვრება ჩამოაყალიბა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 12:27 PM

"ქოზიფას მამათა მონასტერში გავიცანი მამა შიო (ხარძეიშვილი) და დავრწმუნდი, რომ მონასტერში გავძლებდი. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე ქოზიფაში. ახლა ვხვდები, რამხელა ამაგი მიუძღვის მამა შიოს ჩემს სულიერად ჩამოყალიბებაში. ღმერთმა ისე წარმართა ჩემი ცხოვრება, რომ მორჩილებაშიც მამა შიოსთან ვიყავი. დიაკვნადაც მამა შიოსთან ვმსახურობდი. მღვდლობაშიც ორმოცი დღე მის გვერდით ვიყავი. ღმერთმა ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ მამა შიოსგან ყოველგვარი სიკეთე შემეთვისებინა. მუდამ სიმყუდროვეს ვეძებდი, რაც მონასტერში ვიპოვე."

/სქემმღვდელმონაზონი ისიდორე (ოქროპირიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2023, 08:27 PM

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით გამოიცა წიგნი "ინტერვიუ არქიმანდრიტ შიოსთან (ხარძეიშვილი)"

წიგნის პირველ გვერდზე წერია:

ინტერვიუ ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის განსვენებულ წინამძღვარ, არქიმანდრიტ შიოსთან (ხარძეიშვილი)

ესაუბრა: ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე

დაკაბადონება და ყდის დიზაინი:
მონაზონი სიდონია (ვანიშვილი)
საკონტაქტო ნომერი: 5 98 988 980


ეს პატარა წიგნი შინაარსით ენციკლოპედიაა. ყველას გირჩევთ, შეიძინოთ wub.gif მე პირადად ყინწვისში შევიძინე, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, თბილისშიც იყიდება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)