თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მომლოცველობა _ კანონისტისა და ალექსანდრეს ოფიციალური ვიზიტი :))

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 12:36 PM

მაშ ასე მეგობრებო....

წელსა 2007-სა ქრისტეს შობითგან თთუესა ივნისისასა, რიცხუსა მეცხრესა, დღესა შაბათსა, ჟამსა აღმატებულისა საქართველოის პრეზიდენტისა მიხეილისა და სუფევისა უწმიდესისა მამამთავრისა ილია მეორისასა მე და ალექსანდრე მივედით თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალში......

ნუ მანამდე უნდა ითქვას, რომ სანდრომ ტრადიციულად 20 წუთით დააგვიანა... თუმცა არა არა, პირიქით, არატრადიციულად, იმიტომ რომ საათით ხომ მაინც უნდა დაეგვიანა!

ბილეთების სალაროში გაირკვა, რომ თურმე კუპირებული ორგვარი ბილეთი არსებობს - ჩვეულებრივი და მოდერნიზებული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მოდერნიზებულს ტელევიზორი აქვსო, განგვიმარტეს. ნუ, ახლა ასეთ დიდ მომლოცველ ხალხს ტელევიზორი რაღად გვინდოდა და შევიძინეთ ჩვეულებრივი.... (რეალურად კი ფული დაგვენანა)

მატარებლის გასვლას ნახევარი საათი უკლდა, რომ კვლავ შევიკრიბეთ მე და სანდრო იგივე ადგილას, იოლად მოვძენბეთ N622 მატარებელი და კუპეში მოვთავსდით


IPB-ს სურათი
ჩვენი მატარებელი (ოღონდ უკვე მახინაჯურში)

ცოტა ხნის შემდეგ ფრიად "სასიამოვნო" სიურპრიზი გველოდა - მუსიკა ჩაირთო ისეთი, ერევნის გაჭირვებული კვარტლის ბოლო კორპუსის სარდაფში გახსნილ რესტორანშიც შერცხვებოდათ.... biggrin.gif კინაღამ შალახოს ილეთებით შევედით კუპეში მე და სანდრო....

როცაღა იყო და ჩაწყნარდა ეს რუწუნი, მე და სანდრომ ლოცვების კითხვა დავიწყეთ... ალექსანდრეს ჰქონდა ბედნიერება მოესმინა კანონისტის სამენოვანი ლოცვა (მერე იტყვიან მართლმადიდებლებმა ენებზე ლოცვა არ იციანო??!!) და ნეტარებასაც მისცემოდა ქართლის მინდვრების ცქერისას....

დაძინების დრომ რომ მოაწია, თეთრეულისთვის გამცილებელს მივაკითხეთ.... კუპეში კი ტომარში უაზროდ გაბნეული ბამბის გროვა გველოდა, რომელსაც რატომღაც ბალიში ერქვა.... laugh.gif რატომღაც ასეთი ფრაზა მომივიდა თავში - "რას გვიშვრება ეს ეზუგბაია!"


IPB-ს სურათი
ე.წ. "ბალიში"

ბოლოს როგორც იქნა ზემოთ მოვთავსდით... ნუ ქვემოთ არავინ იყო მაშინ და ჩვენც რაჭველები ხომ ვართ და შესაბამისად ვერავის გავუცვალეთ (თუმცა არ იდარდოთ, ის ადგილი მალევე შეივსო). მატარებელმაც სვლა განაგრძო

როცა დაბნელდა და კაციშვილმა არ იცოდა სად ვიყავით (სხვათაშორის კანონისტს 1 ლარი პრიზი ჰქონდა დაწესებული, ვინც ამას დაადგენდა მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა), ამ დროს კანონისტის მობილურზე სიგნალი გაისმა - შეტყობინენა ubralod_gio-საგან იყო.... მესიჯი მოკლე იყო, მაგრამ მრავლის მთქმელი - გიო დილით მახინჯაურში დახვედრას გვპირდებოდა. გულში სასიამოვნო გრძნობა შემოვიდა - ბათუმი გველოდა....

გამთენიისას კვლავ შემოვიდა გიოს მესიჯი - მახინჯაურიდან ფეხი არ გაადგათ, არ დამეკარგოთო. შავი ზღვაც უცნაურად შავი მოეჩვენა კანონისტს, მგონი ზღვა თავის სახელს იფერებდა


IPB-ს სურათი
კანონისტი მეორედ ხედავს ზღვას (ჰო, სინათლე გამოცხადება არ გეგონოთ, ფოტოაპარატის ნათებაა)

მატარებელი გაჩერდა და მეგობრებმა ორ წუთში ვიპოვეთ ერთმანეთი. რამდენიმე წუთიც კიდევ და უკვე ბათუმის გზაზე ვიყავით. გეგმის მიხედვით ჯერ გიოს ვესტუმრეთ სახლში, გავიცანით დედა და ძმა

გიო გემრიელად გაგვიმასპინძლდა - როგორც გაირკვა აქაც მზაკვრული გეგმა იყო: სეფისკვერი რომ არ გვეჭამა biggrin.gif


IPB-ს სურათი
ისტორიული შეხვედრა - კანონისტი და უბრალოდ გიო

IPB-ს სურათი
კანონისტი, უბრალოდ გიო, ალექსანდრე

ჰოოო, სხვათა შორის გიოს სახლში მე და სანდრომ მნიშვნელოვანი კომპრომატი ვნახეთ, რომელიც კანონისტის უდიდესი კაცთმოყვარებისა და შემწყნარებლობის გამო არ იქნა დაფიქსირებული... თუმცააა.....

გიოს სახლიდან პირდაპირ გოთიკური ხუროთმოძღვრების კათედრალში გავემართეთ. იქ გვირილა მარი და თინკა გველოდნენ


IPB-ს სურათი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

IPB-ს სურათი
ბათუმის საკათედრო ტაძრის კონქი

არ დამავიწყდეს აღნიშვნა, რომ გიოს საშუალება ჰქონდა სხალთაში უწმიდესის გვერდით ემსახურა (ეს კი ვიცით ყველა სტიქაროსნის ოცნებაა) და იგი ჩვენს გამო დარჩა ბათუმში, რისთვისაც დიდ მადლობას უკვე საჯაროდ ვუხდი ჩემ ძამიკოს 2kiss.gif

წირვის დასრულების შემდეგ უკვეთი სეფისკვერით გაგვიმასპინძლედნენ, ხოლო მგალობლებმა ჩვენს საპატივცემლოდ რამდენიმე გალობა შეასრულეს


IPB-ს სურათი
ბათუმელი მგალობლები

IPB-ს სურათი
ბათუმელ ფორუმელებთან და მგალობლებთან ერთად

წინ საოცარი ბედნიერება გველოდა - მოლოცვა წმ. ნიკოლოზის მირონმდინარე ხატისა, რომელსაც მირონი სულ რამდენიმე დღის წინ დასდინდა. მას უწმიდესმა თავისი პანაღია შესწირა.... ეს ხატი იმ ტაძარშია დაბრძანებული, სადაც პირველად აღავლენდა ღვთისმსახურებას ახლად ხელდასხმული მღვდელმონაზონი ილია (ჩვენი პატრიარქი)

IPB-ს სურათი
წმ. ნიკოლოზის ეკლესია

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 11 2007, 12:42 PM

ძალიან სასიამოვნო საკითხავია, გააგრძელეთ.. ეს თხოვნაა

ნუ ჩვენი კანონისტი მართლაც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნებაა, გარდა იმისა, რომ კნონისტია, ფლობს მარვალ უცხო და ქარველურ ენებს, კიტხულობს ლექციებს, ამასთან წერს მშვენივრად და არც იუმორთან არის მწყრალად. ჩემი აღფრთოვანება საქართველოს მომავალ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 12:48 PM

ტაძრიდან ბილეთების საყიდლად გადავინაცვლეთ. სალარო შესვენების გამო დაკეტილი დაგვხვდა და დრო მოგვეცა ბათუმის პორტში გაგვესეირნა

IPB-ს სურათი
აქ ხაზზეა ჩემი ძმა _გიორგი_

IPB-ს სურათი
ბათუმის პორტში

ბილეთების შეძენის შემდეგ კანონისტი, ალექსანდრე, გვირილა მარი და უბრალოდ გიო უკვე ციხე გონიო-აფსაროსისკენ გავემართეთ.... უნებურად გზაში მოციქულთა საქმეების ეს ფრაზები მოვიდა:კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა, რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის. ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი. და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.

საოცარია, როცა მიდიხარ ადგილას, სადაც განისვენებს ის ადამიანი, რომლის წმინდა სხეულს შეხებია, უკურთხებია, თავზე ხელი დაუდევს ჩვენი ცხოვნებისთვის განკაცებულ ღმერთს!... ადგილი უბრალოა, მაგრამ მრავლის მეტყველი, ალბათ ისეთი უბრალო, როგორიც თავად იქნებოდა მატათა მოციქული

IPB-ს სურათი
მატათა მოციქულის საფლავთან

იქ ვილოცეთ, შეძლებისდაგვარად ვიგალობეთ, მოვეფერეთ წმინდა საფლავს და ციხის დასათვალიერებლად გადავინაცვლეთ. აქ მეგზურობას არქეოლგიური გათხრების მონაწილე უბრალოდ გიო გვიწევდა. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა აბანომ, ცივი და ცხელი წყლის თიხის მილებმა, წყალქვეშა გაყვანილობებმა, ციხის ქონგურებმა, კოშკებმა და დილეგებმა

IPB-ს სურათი
აბანოს ნაშთები

IPB-ს სურათი
თიხის უძველესი მილი

IPB-ს სურათი
გონის ციხის "აღება" ფორუმის ბათუმურ-თბილისური ლაშქრის მიერ

IPB-ს სურათი
დილეგი (აქ ჩავამწყვდევთ განსაკუთრებით ოფტოპიკიან ფორუმელებს)

IPB-ს სურათი
გონიოში ჭის წყალიც დავლიეთ......

ცოტა დასვენების შემდეგ მარის სახლისკენ გავეშურეთ. იქ მარის დის მომზადებული მშვენიერი სუფრა დაგვხდა. პირველი სადღეგრძელო გიომ დალია - ბათუმელთა დახვედრისა და ჩვენი ჩასვლისა. გასაკვირი ის იყო, რომ მეორე სადღეგრძელოს წარმოთქმა მე გადმომეცა. თურმე ასლანის მერე ისე არიან დიქტატურით შეშფოთებული ბათუმელები, რომ სუფრაზე დემოკრატიის ნიშნად ცალ-ცალკე ამბობენ სადღეგრძელოებს :ხოხვა: მე ფორუმის გამარჯვებისა შევსვი, სანდრომ კი - პატრიარქისა და სამღვდელოების (ეჰ, როგორ მინდოდა გიოს პრეზიდენტის სადღეგრძელო დაელია, მაგრამ ვერ შევძელი). ამ დროს პირდაპირ ეთერში თბილისური ერთ-ერთი სუფრიდან ჩაერთო უკვე კარგად გამომტყვრალი თამადა - ბექა შუხოშვილი laugh.gif

უცებ სუფრაზე სხალთიდან ახლად დაბრუნებული გიო თოდრია შემოგვიერთდა. გიომ სხალთის ამბები მოგვიყვა, ამას გარდა ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ვიხალისეთ


IPB-ს სურათი
ალექსანდრე, კანონისტი, უბრალოდ გიო, გვირილა მარი, გიო თოდრია მარისთან

საინტერესო იყო გიოს მიერ მარის პატარა გოგოსთვის კბილის ამოღება... სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა მაეას-ს smile.gif ნუ სტომატოლგიური წიაღსვლების მონაწილეც გავხდით

რახან ფერიის მთაზე ასვლას ვეღარ ვასწრებდით, ბულვარში გასეირნება გადავწყვიტეთ. ნუ აქ ბექა კიდევ ჩაერთო, მაგრამ რა მელაპარაკა ნაღდად არ ვიცი, ის კი მახსოვს ყველანი მიყვარხართო რომ ამბობდა.... laugh.gif rolleyes.gif

ბულვარში პრეზიდენტის მიერ დადგმულ ეშმაკის ბორბალზე ასვლა გადაწყვიტეთ. მართალია "ეშმაკის" იყო, მაგრამ რახან პრეზიდენტის მიერ იყო ნაჩუქარი კურთხევა მიიღეს ჩემგან biggrin.gif. მზის ჩასვლას ზღვაზე იქიდან ვუყურეთ.... ულამაზესი სანახაობა იყო


IPB-ს სურათი
მზის ჩასვლა

IPB-ს სურათი
ბათუმის სანაპირო 60 მ-დან

ამის შემდეგ დადგა კულმინაციური მომენტი. კანონისტი მასპინძლებმა მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც გადმოცემით ასლან გველეშაპის გაძევების შემდეგ წყალი შეისხა პირზე მისმა უკეთილმსახურესმა აღმატებულებამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ეს ადგილი განსაკუთრებით საკრალურია საპრეზიდენტო მადლმოქმედების თვალსაზრისით და კანონისტმაც იგივე გაიმეორა და სამეთაურო დალოცვა მიიღო შავი ზღვისგან

IPB-ს სურათი

გარე განათებები აინთო და ასე განათებულ ბათუმის ქუჩებს ბარბარეს ეკლესიისკენ გავუყევით. იქ ორი სასიამოვნო მოვლენა გველოდა - მეხუთე ბათუმელის - სალომესთან შეხვედრა და ტაძარში დაბრძანებული წმინდა ქალწულმოწამის ნაწილების მოლოცვა. მამა პეტრეც ვნახეთ (სალომეს მოძღვარი), რომელმაც განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი დაგვლოცა

IPB-ს სურათი
ყველანი ერთად წმ. ბარბარეს ეკლესიასთან: უბრალოდ გიო, ალექსანდრე, გიო თოდრია, კანონისტი, გვირილა მარი (წინ მისი გოგო), სალომე, თინკა

IPB-ს სურათი
წმინდა ბარბარეს ნაწილი

გამოვეშურეთ. გზაში ჩვენი ბათუმელი ფორუმელები გალობდნენ.... ასე ლამაზად და სასიამოვნოდ სრულდებოდა შთაბეჭდილებებით დატვირთული ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი დღე

IPB-ს სურათი
გზად აჭარული დემოკრატიის კიდევ ერთი ფორპოსტი განათებული სინაგოგაც ვნახეთ

მადლობა უფალს, რომ ამ წმინდა ადგილების მოლოცვის ღირსი გაგვხადა და მადლობა ჩვენ ბათუმელ თანაფორუმელებს. განსაკუთრებული მადლობა კი გიოს და მარის, რომლებიც მთელი დღე თან დაგვყვებოდნენ

ბათუმელებო, თბილისში გელოდებით უკვე!!!!......


wub.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 11 2007, 12:50 PM

ციტატა
ბათუმის საკათედრო ტაძარი


აღმოსავლური სუნი იგრძნობა laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 11 2007, 01:07 PM

კანონისტი
შენა შვილო, კითხვაზე მიპასუხე :დ

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jun 11 2007, 01:07 PM

ძალიან კარგი იყო ამ ყველაფრის წაკითხვა და ნახვა, გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 01:08 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
შენა შვილო, კითხვაზე მიპასუხე :დ

უუპს... გამომრჩა tongue.gif

6-ის მერე ვარ თავისუფალი.... საცა გინდა და რაფრაც გინდა გნახავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 11 2007, 01:10 PM

კანონისტი
დაერხა ცქნაფოსაა wink.gif მოსტავლე მყავს, მსოტავლე... მოვიფიქრებ რაცხას

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 11 2007, 01:21 PM

ძალიან მაგარი დღე იყო, დიდი მადლობა ჩვენს ბათუმელ ფორუმელებს, განსაკუთრებით კი უბრალოდ გიოს და გვირილა მარის, რომლებიც მთელი დღე გვერდიდან არ მოგვშორებიან და ჩვენს გამო თვით უწმიდესის წირვაზეც არ წავიდნენ სხალთაში. გავიცანით თინკა, სალომე და კიდევ ერთი ფორუმელი რომელიც არ აქტიურობს biggrin.gif გაგახაროთ ღმერთმა ყველა smile.gif

ასევე მოვილოცეთ ბათუმის ტაძრები, მათ შორის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი სადაც მსახურობდა ჩვენი პატრიარქი, ღვთის მადლით შესაძლებლობა მოგვეცა ვმთვეოდით წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ხატს, ასევე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილს. მოვილოცეთ წმიდა მატათა მოციქულის საფლავი, შევთხოვეთ რწმენაში გაძლიერება, ვიგალობეთ შეძლებისდაგვარად, მოვიხსენეთ ყველა ჩვენი ფორუმელი და წმიდა მოციქულს შევთხოვეთ მათი რწმენაში გამტკიცება smile.gif

კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი კარგი დახვედრისათვის, და ახლა თბილისში გელოდებით smile.gif

პ.ს ბათუმში პირველად ვიყავი და დიდი ემოციებით დავბრუნდი უკან rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 01:23 PM

უბრალოდ გიო კარგი ადამიანი რომ იყო ისეც ეტყობოდა, მაგრამ ამდენად კარგი თუ აღმოჩნდებოდა, მართალი გითხრათ, არ მეგონა....

smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2007, 01:24 PM

კანონისტი
ალექსანდრე

გაიხარეთ wub.gif ძალიან მომეწონა სურათებიც, კომენტარებიც და ყველაზე მეტად ჩვენი ბათუმელი ფორუმელები 2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 01:29 PM

ალექსანდრე

ციტატა
დავით რა არის ფოტოები არ იხსნება

გაიხსნება

marine
ციტატა
გაიხარეთ ძალიან მომეწონა სურათებიც, კომენტარებიც და ყველაზე მეტად ჩვენი ბათუმელი ფორუმელები

გაიხარე

ძალიან კარგები არიან ყველანი, მადლობა უფალს რომ გავიცანი (თოდრიას და მარის ვიცნობდი)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 11 2007, 01:34 PM

კანონისტ შვილი, ქურქი ვერ წაიღე ბათუმში? laugh.gif თუ შენი 'აგია' ხელების ხილვით დაბრმავებას აარიდე ბათუმი? laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 01:42 PM

მნათე

ციტატა
კანონისტ შვილი, ქურქი ვერ წაიღე ბათუმში? თუ შენი 'აგია' ხელების ხილვით დაბრმავებას აარიდე ბათუმი?


და ალექსანდრეზე არაფერი გაგახსენდა? smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Jun 11 2007, 01:50 PM

კანონისტ დაგავიწყდა გეთქვა მაგათთვის არ გინდოდათ ბათუმიიიი?smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

ალექსანდრე
კანონისტი
როგორ იმგზავრეთ ერევნის ბაზრობის მუსიკის თანხლებით?smile.gifsmile.gifsmile.gifbiggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 01:51 PM

ubralod gio

ციტატა
კანონისტ დაგავიწყდა გეთქვა მაგათთვის არ გინდოდათ ბათუმიიიი?

რა კონტექსტში?? unsure.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 11 2007, 01:51 PM

ისა, საკათედრო ტაძართან, პირჯვარს საიდან საით იწერენ? laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 01:53 PM

ციტატა
როგორ იმგზავრეთ ერევნის ბაზრობის მუსიკის თანხლებით?

biggrin.gif biggrin.gif

აქეთობას არ იყო (აქეთობას "არ დაიდარდო" ჰქონდათ ჩართული), თქვენთან რომ მოვდიოდით მაშინ იყო

მნათე
ციტატა
ისა, საკათედრო ტაძართან, პირჯვარს საიდან საით იწერენ?

ჯერ შუბლზე
მერე მუცელზე
მერე მარჯვნივ
მარცხნივ
ისევ მარჯვნივ (ორივე რომ გამოვიდეს)
მეტანია
და თითებით გამოსახულ ჯვარზე ამბორი

:ეკუმენისტური პირჯვარი:

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Jun 11 2007, 01:54 PM

მნათე
წინიდან არა უკნიდან!:) აბა ერთი შიგ ნახე როგორები დავდივართsmile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 11 2007, 02:00 PM

ubralod gio

ციტატა
როგორ იმგზავრეთ ერევნის ბაზრობის მუსიკის თანხლებით?

კარგად ვიმგზავრეთ, ისე მეძინებოდა რომ ძლივს გამაღვიძეს დილით biggrin.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Jun 11 2007, 02:01 PM

ალექსანდრე
როგორ იმგზავრე ბრატsmile.gifsmile.gifsmile.gif:B

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 11 2007, 02:08 PM

ციტატა(ubralod gio @ Jun 11 2007, 10:01 AM) *

ალექსანდრე
როგორ იმგზავრე ბრატsmile.gifsmile.gifsmile.gif:B

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 05:25 PM

სხვა ფოტოები:

IPB-ს სურათი
მე და ალექსანდრე მზის ჩასვლისას

IPB-ს სურათი
ეშმაკის ბორბალზე (50 მ)

IPB-ს სურათი
ანტიკური აბანოს ნანგრევზე

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 11 2007, 05:35 PM

როგორც ვატყობ კარგი დრო გიტარებიათsmile.gif

ციტატა
ალექსანდრეს ჰქონდა ბედნიერება მოესმინა კანონისტის სამენოვანი ლოცვა

და სამართლის ლექციების მოსმენის ბედნიერება არ ჰქონდა? laugh.gif

ციტატა
ეშმაკის ბორბალზე (50 მ)

იიიიიიი, პატალა ბაიები tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 05:48 PM

sofi89

ციტატა
იიიიიიი, პატალა ბაიები

ოოოF, 5 მეტრიანი კი არ იყო, პატარების აყვანა საერთოდაც არ შეიძლებოდა biggrin.gif

IPB-ს სურათი
წმ. ბარბარეს ეკლესია ღამით

IPB-ს სურათი
უბრალოდ გიო

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 11 2007, 06:05 PM

მატათა მოციქულის საფლავი გონიოში
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 11 2007, 06:36 PM

ესც მე და უბრალოდ გიო smile.gif
IPB-ს სურათი

მისი აღმატებულება, ბოლო ჟამის პრეზიდენტი კანინისტი, მატათა მოციქულის საფლავთან biggrin.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 11 2007, 06:59 PM

ძალიან კარგი ფოტოებია და ყველა ძალიან კარგები ხართ

გაიხარეთ

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 11 2007, 07:10 PM

ვაააა
რა დრო გიტარებიათ:შურიიი:
biggrin.gif

საინტერესო იყო გიოს მიერ მარის პატარა გოგოსთვის კბილის ამოღება... სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა მაეას-ს ნუ სტომატოლგიური წიაღსვლების მონაწილეც გავხდით

ეს რა მესმის laugh.gif
ეხ,კონკურენციას ვერსად გავექეცი რაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 11 2007, 08:12 PM

laugh.gif laugh.gif

ლოლ მაგრა ვიხალისე კომენტარებზე laugh.gif

სურათებს არ ხსნიიიიიიიიიიიიიიიიიიიის mad.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jun 11 2007, 08:36 PM

კანონისტი
მაგრა მაცინე ყოჩაღ მაგარი გადმოცემა გაქვს რა შემშურდა შენ კაი დრო გიტარებია.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: shore თარიღი: Jun 11 2007, 08:50 PM

კანონისტი

გაიხარე ადამიანო!

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეე! რა მაგარიააააააააააააააააა!

მოკლედ ისე ვარ აჟიტირებული სიტყვები არ მყოფნის!

აღარ ვიცი საიდან დავიწყო! რომელ ერთზე გავაკეთო კომენტარი! იმაზე, თუ რა კარგია ბათუმში რომ იყავით.. იქ რო კარგად დაგხვდნენ... რაც მთავარია, ის რომ მოსალოცად იყავით და არა "საძიგძიგოდ" (ნინორე შეგიძლია გაბრაზდე! biggrin.gif tongue.gif )... თუ ვიყო ბოლომდე ეგოისტი და ვიკივლო, რომ [size=7] მეც მინდოდაააააააააააა! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგრამ აქვე დავსძენ, რომ ბათუმის "ვოიაჟის" ამსახველი მასალა (ფოტო- გინდა , თუ წერილობითი!) იმდენად სრულყოფილადაა მოწოდებული, უკეთესს ვერც ვინატრებდი! მთელი დღეა პერიოდული სიხშირით ვათვალიერებ smile.gif

პ.ს. მატარებლის "სცენა" იმდენად "ცოცხლადაა" აღწერილი, რომ სპეციფიური სუნიც კი მეცა თითქოს! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 11 2007, 08:58 PM

თოდრია ბიჯო კანონისტი რომ ეშმაკის ბორბალზე დასვი ხომ არ გახსოვს წვერზე რა ლოცვას კითხულობდა მშვიდობით ჩამიყვანა დაბლაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აუ რა სახე აქვს biggrin.gif biggrin.gif ცუდად ვარ biggrin.gif მე რომ ჩამიჯდა მანქანაში 50_ე ფსალმუნის კითხვა დაიწყო და მანდ რა თქვა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 11 2007, 09:06 PM

ბექა.შუხოშვილი†
თოდრიას რა ეხსომება გადახტომას აპირებდა პირდაპირ შავ ზღვაში smile.gif

და შენთან რაის 50-ე ფსალმუნს ვკითხულობდი? biggrin.gif biggrin.gif

არააა, კახელები რომ გააფერისტდებიან, ბოლო ჟამია ნაღდად მოსულიიიიი

laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 11 2007, 09:07 PM

ციტატა
არააა, კახელები რომ გააფერისტდებიან, ბოლო ჟამია ნაღდად მოსულიიიიი

კახელები კი არ გააფერისტდნენ, ბექას ვიღაცამ დემაგოგია ასწავლა laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 11 2007, 09:15 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 11 2007, 10:14 PM) *

ბექა.შუხოშვილი†

შენ რო საჭესთან დაჯექი პარაკლისიც კი იყო გადასახდელი მარა დრო არ მქონდა მაგდენი..... tongue.gif

შენ ის თქვი სურათები თუ მოგწონს....

სურათები მაგარია! ძაან სამწუხაროა რომ არ წამოვედი მაგრამ რას ვიზავ sad.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Jun 11 2007, 09:21 PM

shore

ციტატა
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეე! რა მაგარიააააააააააააააააა!

ვაიი შენ და ზმუკიიიიი


ციტატა
აღარ ვიცი საიდან დავიწყო! რომელ ერთზე გავაკეთო კომენტარი! იმაზე, თუ რა კარგია ბათუმში რომ იყავით.. იქ რო კარგად დაგხვდნენ... რაც მთავარია, ის რომ მოსალოცად იყავით და არა "საძიგძიგოდ" (ნინორე შეგიძლია გაბრაზდე! )... თუ ვიყო ბოლომდე ეგოისტი და ვიკივლო, რომ [size=7] მეც მინდოდაააააააააააა!

უხ ნეტავ ამ ზაფხულს ერთად მოგვიწიოს ჩასვლა რააა, შენ თუ ყელში არ ამოგადინო ეს სიტყვები, მე ქალი არ ვიყო biggrin.gif

არადა ხუჭუჭა ნიკუშაც იქნება და მასაჟებს მე გავუკეთებ tongue.gif

ციტატა
მაგრამ აქვე დავსძენ, რომ ბათუმის "ვოიაჟის" ამსახველი მასალა (ფოტო- გინდა , თუ წერილობითი!) იმდენად სრულყოფილადაა მოწოდებული, უკეთესს ვერც ვინატრებდი! მთელი დღეა პერიოდული სიხშირით ვათვალიერებ

არა რაა ცნობილი აფერისტი ხარ, ღმერთო ჩემოოო
ციტატა
პ.ს. მატარებლის "სცენა" იმდენად "ცოცხლადაა" აღწერილი, რომ სპეციფიური სუნიც კი მეცა თითქოს!

ნუ ახლა შენთვის მატარებლის სუნი რაღაც დედისეულიააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 11 2007, 11:06 PM

დედაააა რა კაი იყოოოო გუშინდელი დღე. (საღამო )
ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი ვარ რომ გავიცანით ჩვენი ფორუმელები , ალექსანდრე და კანონისტი.
გაიხარეთ!



პს. კაი სურათებია....
მე რავა გაწეწილი ვაარ
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 11 2007, 11:24 PM

ციტატა(::სალომე:: @ Jun 11 2007, 10:18 PM) *

წადი დაიკარგე....
რო დამპირდი რაღაცააას, აღარ გახსოვს? ჰააა?


გამახსენდა, ნუ გამიხეთქე გული laugh.gif
გაგათხოვებ აბა რას ვიზამ laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2007, 10:47 AM

მხევალი ნინო
ეს მთავრობის მხარდამჭერი კინაღამ დავეჭვდი, რომ კორუფცია ისევე ყვავის, გავიგე რა რომ ბექას ე.წ. "ფსიქო" უპრობლემოდ აუღია....

biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

ყველა სურათი ერთად აქ არის დაზიპული:
http://www.link.ge/file/144417/New-Folder--2-.rar.html

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jun 12 2007, 01:26 PM

dzalian kai suratebia,momecona da kai rom ertmanest vuaxlovdebit....
ufalma gagadzlierot

პოსტის ავტორი: meri თარიღი: Jun 12 2007, 07:00 PM

აუუუ უმაგრესი სურათებია. ძალიან მაგრები ხართ. wub.gif 2kiss.gif 2kiss.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)