"უფალი მაშინ შეეწევა ადამიანს, როცა მას სხვა იმედი აღარ რჩება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ბერი ამფილოქე ამბობდა: "დაატკბე შენი გონება იმედისა და ნუგეშის სურვილებით. აღანთე შენი სიტყვები მეუფისადმი მხურვალე სიყვარულით, იწამე მისი ტანჯვა, რომელიც შენთვის გადაიტანა და შენ მოიპოვებ სიმტკიცეს, ერთგულებასა და მორჩილებას".
"იმედის მობდღვნილი ხავსიღა შერჩა ხელთ"
/რევაზ მიშველაძე/
"სასოება იმედია ღვთისა. იმედი, რომ უფალი შეგვინდობს ცოდვებს და საუკუნო ცხოვრებას მოგვანიჭებს."
"უფალმა, რომელიც სამართლიანია, სამოთხიდან განდევნა ადამ და ევა, მაგრამ ვინაიდან იგი მოწყალეც არის, უნუგეშოდ არ დატოვა თავისი ქმნილება და აღუთქვა, რომ მოუვლენდა მესიას - განმათავისუფლებელს, მხსნელს, რომლის მეოხებითაც ადამიანი ისევ დაუბრუნდებოდა უფალს. სწორედ ამ დროს წარმოიშვა სასოება და მასთან ერთად - მრავალი სხვა სათნოება: სინანული, სარწმუნოება, მოთმინება...
სამოთხიდან განდევნილი ადამი უდიდეს მწუხარებასა და სინანულში ჩავარდა - ხვდებოდა, რომ თავისი უმეცრებით უფალს დაშორდა და ალბათ მასთან დაბრუნების იმედსაც დაკარგავდა, რომ არა შემოქმედის აღთქმა მესიის შესახებ. ამიერიდან ადამი ამ აღთქმით ცხოვრობდა. ის აძლევდა იმედს, ანუგეშებდა მის სულს და უფლის სიახლოვის მწყურვალს სასიცოცხლო ძალით ავსებდა.
ღვთის სასოება იყო ის, რამაც გააძლებინა ადამს და რაც დღემდე აძლებინებს, ბრძოლის სურვილს აღუძრავს თითოეულ ჩვენგანს. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ მთელი რჯული სამ სათნოებაზეა დამყარებული: სარწმუნოებაზე, სასოებასა და სიყვარულზე."
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"- მაგრამ მოციქული იმასაც დასძენს, მათ შორის უპირატესი სიყვარულიაო...
- ცხადია, სიყვარული უპირატესია, თუმცა ეს სრულებით არ აკნინებს სასოებისა და სარწმუნოების მნიშვნელობას. სასოება და სარწმუნოება "სჭირდება" ექსორიაქმნილ (სამოთხიდან გამოძევებულ) ადამიანს, რადგან მეორედ მოსვლის შემდეგ ეს ორი სათნოება თავიანთ არსს დაკარგავს. რა არის სარწმუნოება? - ეს უხილავის რწმენაა, მეორედ მოსვლის დროს კი უხილავი ხილული გახდება და უფლის არსებობაც ყველასთვის საცნაური შეიქნება. რაც შეეხება სასოებას, ეს უფლის მოსვლის, სულის გადარჩენის იმედია. მეორედ მოსვლისას, ცხადია, ესეც აღსრულდება. ამიტომაც სასოება და სარწმუნოება განქარდება (ისევე როგორც დაცემამდე არ არსებობდა), სიყვარული კი დარჩება სამარადისოდ. ეს არის სათნოება, რომელიც ყოველთვის ექნება ადამიანს, რამეთუ თავად ღმერთია სიყვარული."
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) თავის "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში" წერს: "ადამიანის გული ისეა გაერთიანებული იმედთან, რომ ეს უკანასკნელი არ გვტოვებს ყველაზე სასოწარკვეთილ და საშინელ შემთხვევებში. ამბობენ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ეს კი გამოხატავს იმ აზრს, რომ იმედი იქაც არ გვტოვებს, სადაც თითქოს მისი არავითარი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის მტკიცე კავშირი ამ გრძნობასთან აიხსნება სიცოცხლის სიყვარულით და თვითშენახვის გრძნობით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების საფუძველია და რომლებიც გვტოვებენ სიცოცხლესთან ერთად".
"- როგორ იბადება სასოება?
- სასოების სათავე რწმენაა. თუ ადამიანს სწამს, რომ უფალი მოწყალეა და სულგრძელი, სწამს, რომ უნუგეშოდ არ დატოვებს თავის ქმნილებას, თავისი მოწყალებით აღხოცავს ცოდვას, ხრწნას, სიკვდილს, მისმა დაცემამ რომ შემოიტანა სამყაროში, რომ შვილივით მიიღებს და იზრუნებს მასზე, - ბუნებრივია, გაჩნდება იმედიც. როცა ვიცით, რომ ის, ვინც შექმნა ყოველივე, ის, ვისაც პატივს მიაგებს ყოველი სული, დამდაბლდა ჩვენთვის, ჩვენი სხეული შეიმოსა და ჯვარს ეცვა, რათა ცოდვის ტყვეობისგან ვეხსენით, - როგორ შეიძლება სასო წარვიკვეთოთ?"
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"- სასოება მხოლოდ უფლის მიმართ უნდა გვქონდეს?
- ჭეშმარიტი, სრული სასოება - მხოლოდ და მხოლოდ უფლის მიმართ, რადგან მხოლოდ ის არის ყოვლისშემძლე და ერთადერთია, ვინც არასდროს გვიღალატებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოყვასს არ უნდა ვენდოთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ბრძოლაა, კეთილისა და ბოროტის ბრძოლა. დღეს თუ ამ ჭიდილში კეთილი იმარჯვებს, ხვალ შეიძლება პირიქით მოხდეს. ამიტომაც ადამიანს ბოლომდე ვერ მიენდობი. კაცი ღმერთს ღალატობს და რა გასაკვირია, თავისი დაცემულობის გამო კაცსვე რომ უმტყუნოს... "ყოველი კაცი ცრუ არს". სხვა თუ არაფერი, ადამიანი მოკვდავია, შეიძლება უფალმა წაიყვანოს. მერე რაღას ვიზამთ?"
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"არსებობს ორი უკიდურესობა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ყოველგვარი ზრუნვა ცოდვაა, ამით ამართლებენ თავიანთ - ხაზგასმით ვამბობ! - სიზარმაცეს და ხელს არ ანძრევენ - უფალი შეგვეწევაო, მეორენი კი მთელი დღე ზრუნავენ, იღვწიან, შფოთავენ, ხოლო მთავარი საზრუნავი - სულის ცხონება - ავიწყდებათ. უნდა დავიცვათ ზღვარი უსასოებასა და "ზედმეტ სასოებას" შორის და ჩვენი სულიერების შესაბამისად ვიმოქმედოთ."
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთისმშობლის, ჩვენი სასოების სიმბოლოს, ლოცვით მოგვმადლოს ჭეშმარიტი სასოება".
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"სასოება და იმედი ყოველთვის გვიან მტოვებდა ხოლმე"
"როდესაც ყველა ადამიანური ნუგეში ქრება, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვგრძნობთ უფლისმიერი ნუგეშის - ერთადერთი ჭეშმარიტი ნუგეშის - მოთხოვნილებას. და თუკი ღმერთს მივენდობით, აშკარად დავინახავთ ღვთის ხელს, რომელიც გვიფარავს."
"იმედმიხდილი"
"...არც ერთ თბილ და იმედისმომცემ სიტყვას არ დაგივიწყებთ უფალი..."
/ილია II/
"გეგმები და იმედები საკმაოდ დიდი მაქვს"
"ქრისტემ მოციქულ პავლეს პირით გვითხრა: "არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაი", რასაკვირველია, სულ არაფერზე წუხილი წმინდანებისთვისაც კი წარმოუდგენელია, მაგრამ ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც იმედი არა აქვს".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"კაცმა, რომელმაც 38 წელი უძლურებაში გაატარა, იმედი არ დაკარგა, ღმრთისადმი ვედრება არ შეწყვიტა, ჩვენ კი, მხოლოდ ათი დღე რომ ვევედროთ ღმერთს და თხოვნა არ შეგვისრულოს, მოვიწყენთ და ლოცვას მივატოვებთ.
მიწიერი დიდების შესაძენად მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ვშრომობთ, ხოლო საღმრთო დიდების შეძენისთვის გარჯა გვიმძიმს და გვეზარება. თხოვნა კიდეც რომ არ შეგვისრულდეს, განა ღმრთისადმი ვედრება და შემოქმედთან საუბარი ამსოფლიურ, თუნდაც ურცხვ სიკეთეს არ სჯობია? თუ იმას იტყვი, რომ სულ მუდამ ლოცვა ძნელია, მაშინ აბა მითხარი, რომელი სათნოების შეძენა არის ადვილი?"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკვილია. მას სტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას სტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივ ნუგეშს მიიღებს".
/წმ. პაისი ათონელი/
"სიმყუდროვესა და სასოებაშია სიმტკიცე თქვენი".
/ესაია წინასწარმეტყველი/
"ერთმანეთს უნდა ვაძლიერებდეთ, ერთმანეთის იმედები უნდა ვიყოთ."
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"სიმყუდროვესა და სასოებაშია სიმტკიცე თქუენი"
/წმ. ესაია წინასწარმეტყველი/
"დღევანდელი დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე"
/წმ. ილია მართალი/
"მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო"
" [ილია მეორე] ქვეყნის იმედი"
"თამამი იმედებით"
"ვისაც უფლის იმედი აქვს, ვინც უფლის მსასოებელია, ყველას ეწევა და მოხედავს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სასოება მხოლოდ ღმერთის უნდა გვქონდეს"
"- ადგილობრივი მრევლის მდგომარეობა როგორია?
- სამწუხაროდ, ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეულმა პრობლემებმა მოსახლეობაში უიმედობა, უსასოობა დანერგა. ფესვგამდგარია მცირედმორწმუნეობა, ხალხი გატანჯულია უსახსრობით. მიუხედავად ამისა, იქაურები დიდ ნდობას იჩენენ ჩვენი სამღვდელოების მიმართ. იგრძნობა დაინტერესება, მოკრძალება, ყურადღება, ეკლესიური ცხოვრების სურვილი, რაც იმედს გვაძლევს, რომ თანდათან გამოიღვიძებს ქართული ხასიათი, ეროვნული თვითშეგნება, სარწმუნოება და მამულიშვილობა, რაც ჩვენი ერის მომავლისა და სიმტკიცის საწინდარია."
„ვისაც ღვთის იმედი აქვს, მისი გული განძლიერდება და ღვთისგან მხნეობა შეეძინება.“
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სასოება ღვთისა ბუნებითად თან სდევს მტკიცე რწმენას. სასოების გარეშე ადამიანი უღუზო ხომალს ემსგავსება. ბევრი რამ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს ცხოვრების გზაზე და შემდეგ კვლავ დაიბრუნოს, მაგრამ თუკი იგი იმედს კარგავს - ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია.
სადაც არ არის იმედი - იქ არ არის არც სიხარული და არც რწმენა ღვთისა. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღვთის მსასოებელი არ შერცხვება წინაშე კაცთა, - უფალი გაამართლებს მის იმედს და ანუგეშებს.
მაგრამ ადამიანში სასოებაც ჯანსაღი უნდა იყოს. ამიტომ მორწმუნეს დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე მართებს. არსებობს ცრუ იმედი, რომელიც დროულად უნდა განიკურნოს.
ცრუ იმედი იოლი ამოსაცნობია, - ამგვარად "მსასოებელნი" თვალს არ უსწორებენ რეალობას და ილუზორულ სამყაროში ინაცვლებენ. სულისთვის ეს მეტად საშიში მდგომარეობაა, რადგან ცრუ იმედი, ისევე, როგორც ნებისმიერი სიცრუე, ღუპავს ადამიანს.
ფსიქოლოგმა ვიქტორ ფრანკლმა გამოიკვლია, რომ ოსვენციმის საკონსენტრაციო ბანაკში, სადაც იგი თავადაც იმყოფებოდა, პირველ რიგში ის ადამიანები იღუპებოდნენ, რომლებსაც მალე გათავისუფლების იმედი ჰქონდათ. ისინი საკუთარ წარმოდგენებში გათავისუფლების თარიღებსაც კი სახავდნენ და როდესაც ეს თარიღი დგებოდა და მათი მოლოდინი არ მართლდებოდა, - სასოწარკვეთილება ეუფლებოდათ და იღუპებოდნენ.
ცრუ იმედი ცხვრის ტყავში გახვეული სასოწარკვეთილებაა! განსაკუთრებით სახიფათოა, თუკი ცრუ იმედი ადამიანების ჯგუფს ან მთელ ერს ეუფლება!"
"სასოებას ადამიანი მხოლოდ უფალზე უნდა ამყარებდეს"
"ადამიანი იმედის გარეშე ძალიან დაიჩაგრება. რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი სათნოებაა, რომელიც ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ასე თუ ისე, გვწამს ღმერთის და როცა გვწამს, იმედიც გვაქვს და თუ იმედი გვაქვს, ესე იგი სიყვარულიც გაგვაჩნია".
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"უფალი არასოდეს ტოვებს ადამიანს იმედის გარეშე, რადგანაც მისი თვისებაა ყოვლადკეთილობა!"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"წინ იყურე იმედით და უკან მოიხედეთ მადლიერებით და არა ლოთის ცოლივით, რომელიც ძველ სოდომ-გომორულ ცხოვრებას მისტირის".
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"ყველა ნორმალური ადამიანი წინ იმედით იყურება. ღმერთი, ეკლესია გეუბნება, რომ წინ იმედით იყურე. მთავარია რწმენა, იმედი და სიყვარული".
"იმედით ცოცხლობს კაცი და თუ მას იმედი აღარ აქვს, არაფერი ეშველება"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"იმედი ღვთისა, თუნდაც მცირე და შეუმჩნეველი, არის "მტკიცე და სანდო ღუზა".
"ღვთისმშობელი იყო, არის და იქნება ჩვენი დიდი იმედი"
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"ჩვენ გვევალება იმედიანობა. ქრისტიანობა ეს არის. არ შეიძლება ქრისტიანი უიმედოდ იყოს".
/რევაზ სირაძე/
"ეკლესიაში, სადაც არის მაცხოვნებელი საიდუმლოებები, არ არსებობს უიმედობა. შეიძლება ვიყოთ დიდი ცოდვილები, მაგრამ ვამბობთ რა აღსარებას, მღვდელი გვიკითხავს ლოცვას, მოგვეტევება ცოდვები და მივდივართ უკვდავებისკენ, ყოველგვარი შფოთისა და შიშის გარეშე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ქრისტე არის ჩვენი იმედი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ცუდია, როცა იმედს კარგავ, რადგან უიმედო ადამიანი იტანჯება და კარგავს გულმოდგინებასა და ძალას, ხოლო ის, ვინც იმედოვნებს, წინ მიიწევს, რადგანაც გრძნობს თავის სიგლახაკეს და ცდილობს, გამდიდრდეს. რას შვება გლახაკი? თუ ჭკვიანია, ცდილობს, რაიმე გზა იპოვოს, რათა გამდიდრდეს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მიუხედავად წინააღმდეგობებისა, უფალს უნდა ვსასოებდეთ და იმედით ვუყურებდეთ მომავალს"
"ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, თუნდაც ხელისუფლების, სხვა ქვეყნების, ან ბელადის, პარტიის, საზოგადოების და ა.შ. იმედად კი არ უნდა იყოს, არამედ - უფლის"
/მამა გიორგი სამსონიძე/
"არ ვიცით, ხვალ რა იქნება, მაგრამ დღე იმედით უნდა დავიწყოთ"
/ელიფ შაფაქი/
"იმედით მგზავრობს მგზავრი, ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ზრდის მშობელი შვილებს, იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს"
"იმედი მხოლოდ ღმერთისა უნდა გვქონდეს"
"პრობლემა ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია"
/ილია მეორე/
"ადამიანს - იმედზე უკეთესი მეგობარი არც ჰყოლია, არც ჰყავს, არც ეყოლება!"
"ვისაც ღვთის იმედი აქვს, როგორც სიონის მთა, ისე იქნებაო შეურყეველად უკუნისამდე"
"ღიმილი ხომ იმედის უმცროსი დაა!"
/ლევან გოთუა/
"იმედიანო სევდავ ჩემო!"
/ლევან გოთუა/
,,ადამიანები იმიტომაც ბერდებიან,რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო,მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს,რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა,რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი.”(წითელი მგელი)
"იმედის სხივმა შეაღოს თქვენი დილის სარკმელი!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სევდას ვეებას იმედი რომ ებრძვის პაწია"
"რატომ გადავიწუროთ იმედი, თუკი ჩვენი ტკბილი იესო ასეთი კეთილი, მოწყალე და სახიერია?! მცირეს ვთხოვთ, ის კი ბევრს გვაძლევს, სინათლის ერთ სხივს ვთხოვთ, ის კი სრულ სინათლეს, სიყვარულს გვიბოძებს. ასე რომ დამდაბლდი და მთელი შენი სასოება მასზე დაამყარე"... /ისიხასტი ბერი იოსები/
"ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი. თუ კარგავს იმედს, ეს ნიშნავს, რომ კარგავს რწმენას"
/ილია მეორე/
"ერთადერთი იმედი ჩვენი შემოქმედი უფალია"
/ილია მეორე/
"იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად"
/ილია მეორე/
"ღმერთი განსაცდელებისგანაც გვიფარავს მაშინ, როდესაც უკვე ყოველგვარი ადამიანური იმედი ამოწურულია"
"რა გვეშველება" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველი"
/ილია მეორე/
"მართალია, რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ამას თავისი დიდი დადებითი მხარეც აქვს - ჩვენ გვამდაბლებს უფალი და გვაჩვენებს, რომ თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს. გვაჩვენებს იმასაც, რომ ღვთის გარდა, იმედი არავისი და არაფრისა არ უნდა გვქონდეს".
/ილია მეორე/
"წყალს, გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, წმინდა წერილში აქვს ალეგორიული გააზრებაც, წარმოადგენს რა იმედის სიმბოლოს"
"ხვალინდელი დღე მეტად იმედიანი გათენდეს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთს მთავარს ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და ძლიერება ცნობილია ყველასაგან. იმედი მთელ საადამიანო ჭირ-ვარამთა მღელვარე ზღვის განსარინებელი ხომალდია, რომლის უმისოდ ადამიანს ნაბიჯიც არ შეუძლია გადადგას. იმედით მგზავრობს მგზავრი, იმედით ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ვთესავთ და ვფლავთ თესლს დედამიწაში, - ყოვლადვე ყოველსა შინა სიცოცხლის არსებობას წინ უძღვის ძლევამოსილი იმედი და ეს იმედი ხომ პირმშო ძეა სარწმუნოებისა. სარწმუნოება იმედის თავ-საკიდურია, ვინაიდან სარწმუნოება შობს იმედს, იმედი შობს ნუგეშისცემას, ნუგეშისცემა აღუსუბუქებს ადამიანს ჭირვარამს და შობს სიმხნეს".
/წმ. ალექსი ბერი/
"როცა ადამიანი გეტყვის, ჩემი იმედი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, იმედი არ გაუცრუვდეს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მოეშვი და იცხოვრე იმედით!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ხვალინდელი დღის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს"
"ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს"
/ილია მეორე/
"რომ არ ყოფილიყო კეთილგონიერი ავაზაკი, ვერაფრით შეძლებდი თავის მართლებას. ის რომ არ ყოფილიყო, დედამიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთად. როცა ქრისტეს მიმართ ყველა მისი მოწაფე დაბრკოლდა, ავაზაკმა ის აღიარა, როგორც ღმერთი და როგორც მეუფე; ავაზაკი ჩვენი იმედია, რადგან მან მაშინ აღიარა ქრისტე ღმერთად, როდესაც ყველამ დაკარგა მისი, როგორც ღმერთის, იმედი, რადგან მან იესო მაშინ აღიარა ღმერთად, როცა იესო იყო გალანძღული, მასხრად აგდებული, ნაწამები, როცა ის გაცვლილ იქნა ბოროტმოქმედზე, ეს მაშინ, როცა ისე საშინლად ეწამებოდა და იტანჯებოდა, როგორც უბრალო ადამიანი".
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ყველაზე აშკარა ნიშანი ავადმყოფი სულისა - არის უიმედობა"
/ღირსი სილუან ათონელი/
"დღე დაიწყე იმედების გადანაწილებით, მერე სულში სიმშვიდე დაიმკვიდრებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"თავი უნდა განიკითხო, მაგრამ ღვთის სიყვარულისა და მოწყალების იმედი არ უნდა დაკარგო"
/ღირსი სილუან ათონელი/
"სინანულს ბადებს იმედი, სასოწარკვეთილებისგან სრული უარყოფა"
"ისე არაფერი გვაკარგვინებს ზეციურ შეწევნას, როგორც თავდაჯერებულობა და იმედი ადამიანებსა და გარემოებაზე"
/წ. თეოფანე დაყუდებული/
"სასოება (იმედი) - ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ღვთის წყალობით კეთილ აღსასრულს მიაღწევს"
"გახსოვდეს, როცა ეშმაკები თავს გესხმიან, უფალი გაკვირდება: რამდენად გაქვს მისი იმედი?"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"არავისი, მხოლოდ ღმერთის და საკუთარი თავის იმედად იცხოვრე...
ასე უფრო მეტს შეძლებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი" /ზირ. 34, 14/
"სასოებით შეიძლება ამპარტავანი დამდაბლდეს, უწმინდური - განიწმინდოს, სუსტი და უძლური - განმტკიცდეს, ცოდვილი - გამოსწორდეს. სასოების საფუძველია რწმენა"
"ადამიანს არ შეუძლია ღვთის იმედი ჰქონდეს, თუ მანამდე, თავის წილ, არ შეასრულებს მის ნებას. რადგან ღვთის იმედი და გულის სიმამაცე სინდისის დამოწმებით იშვება და მხოლოდ ჩვენი გონების ჭეშმარიტი დამოწმებით გვაქვს ღმერთისადმი სასოება"
/წმ. ისააკ ასური/
"რაც არ უნდა მოხდეს, იმედი არასოდეს არ დაკარგოთ"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ადამიანებისადმი სასოება შეიძლება გამტყუნდეს, მაგრამ ღვთისადმი სასოება - არასდროს"
"სულიწმიდის ძალით ულევი იმედი უნდა გვქონდეს, ანუ სუფთა გულიდან მომდინარე იმედი უნდა გაგვაჩნდეს"
/ნეტარი თეოდორიტე კვირელი/
"ყოველგვარი იმედი, რაც ღვთის განგებისადმი იმედს შეურაცხყოფს, - უზნეობაა"
"ღვთის შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ ისეთი, რომელიც იმედს არ თრგუნავს; აუცილებელია სულში იმედი ვასაზრდოოთ, ოღონდ ისეთი, რომელიც ღვთის შიშს არ გამორიცხავს"
"თუ ადამიანს ვერ ეხმარები, იმედი მაინც არ გადაუწურო!…"
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არ წარიკვეთო სასო, იმიტომ, რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ იყო უდარდელიც, იმიტომ, რომ იგი მართალია!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ გინდა იმედი გაგიცრუვდეს, ენდე მას, ვინც ასი პროცენტით მხარში დგომას გპირდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"შეიძლება, ადამიანებზე იმედის დამყარება დაგვიანებული იყო, მაგრამ უფლისადმი სასოება არასდროსაა გვიან"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
''არცერთმა ექიმმა არ იცის დაქანცული სხეულისა და გატანჯული სულის სამკურნალოდ იმაზე უკეთესი წამალი, როგორიცაა იმედი. ''
სადაც იმედი გაქვს გადაწურული, ყველაფერი შენ სასიკეთოდ მოულოდნელად შეიცვლება!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"კიდევ ცოტა მომითმინე, ჩემო უფალო. რამეს კი არ გპირდები მე, უბედური, არამედ შენი გულუხვობის იმედი მაქვს".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"უფალო, მე წყალობის ღირსი არ ვარ, არც გთხოვ, რომ შემიწყალო, არამედ შენს სახიერებას შემოვყურებ. თუ მოისურვებ, რომ გამონაკლისი გააკეთო ჩემთვის, კეთილი, მხოლოდ ამის იმედი მაქვს, თუ არა -სხვა არაფრისა"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ვინც საკუთარ თავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველს მიანდობს, აუცილებლად აღივსება სულიერი სიხარულით და განახლდება ურცხვენელი იმედებით".
"საბრალო მაშინ არის კაცი, როდესაც მის გულში უიმედობა და იმედი ერთმანეთს ეჭიდებიან! მაშინ შფოთავს კაცის გული, თორემ, რაკი იმედი გადაწყდება, მაშინ რაღა აქვს საშფოთავი?"
/აკაკი წერეთელი/
"როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგედგინა!"
"მხოლოდ მაშინ შეიძლება უარი თქვა შენდობის იმედის იმედზე, როდესაც ჯოჯოხეთში იქნები, იმიტომ, რომ მხოლოდ იქ იქნება ეს წამალი უძლური და უშედეგო; ვიდრე აქ ვართ, იგი, თუნდაც სიბერეში, ან თავად სიკვდილის პირას მყოფებსაც რომ გვეწვიოს, - კეთლმოქმედი და მაცხოვნებელი იქნება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"იმედის გულით ტარება ასწავლეთ [ბავშვებს], უკეთესი ხვალინდელი დღის იმედის"
/ფსიქოლოგის რჩევა/
"იმედგაცრუება დაგეუფლა? - ნუ დაიზარებ, შენი ყველა იმედი იესოზე დაამყარე, სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდები"
/ეფრემ არიზონელი/
"დაჰლეოდა იმედი"
/ვასილ ბარნოვი/
"იმედის შუქი ჰსერავდა წყვდიადს, თავის ხლართებში რომ სწურავდა მის გულს დალახვრულს"
/ვასილ ბარნოვი/
"ვერ მიიხარა იმედისკენ სასომიხდილი: მკვეთრი გრძნობა უბედობას უკარნახებდა"
/ვასილ ბარნოვი/
"რწმენა და იმედი ამა სოფლის საგზალია - ბოროტთან ბრძოლისთვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი, სიყვარული კი - სულის მარადიული თვისებაა"
"ივან ილიჩს დაეუფლა "იმედის წუთები" და სიცოცხლის სურვილი დაუბრუნდა"
"არ წარიკვეთო სასო, როცა იცი ღვთის უსაზღვრო მოწყალება, თუნდაც მრავალ ცოდვაში იყო ჩაფლული და თუნდაც შენს წინაშე სიკვდილს ხედავდე; მაგრამ ღვთის მოწყალებაზე ფიქრი ცოდვის ჩადენის წამახალისებელი, ანდა ცოდვილი ცხოვრების გამაგრძელებელიც ნუ გახდება, უფალი მოწყალეა ცოდვილებისადმი, მაგრამ - არა ყველასადმი, არამედ - მხოლოდ მონანულთადმი; ჯიუტი და მოუნანიებელი ცოდვილების მიმართ კი იგი მართლმსაჯულია!"
"ვიცოდი, რომ ხავსს ვეჭიდებოდი, მაგრამ ჩემს დღეში ჩავარდნილი აბლაბუდასაც იმედით მოეჭიდებოდა"
/შარლოტ ბრონტე/
"[ილია მეორემ] ცოცხალი თუ დახოცილი იმედები იტვირთა"
/ნიკოლოზ მესხიშვილი
წმ. ანდრიას სახელობის სტიპენდიანტი/
"თვით სინანული - ეს არის იმედი, ხოლო იმედი შეერთებული სიყვარულთან შეუძლებელია, რომ უარყოფილ იქნას ღვთისაგან"
/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი/
"ღვთის გარდა, ნურავის იმედი გექნება"
"თუნდაც დაეცე და ჯოჯოხეთური ბოროტების სიღრმემდეც დაეშვა, მაშინაც კი არ წარიკვეთო იმედი და დაუყოვნებლივ მიმართე ღმერთს. იგი სწრაფად აღადგენს შენს დაცემულ გულს და უწინდელზე მეტ ძალას მოგცემს".
"სამყაროზე ზედმეტ იმედებს ნუ დაამყარებ, თორემ დიდ იმედგაცრუებას მიიღებ"
"სინანულის ცრემლიანი ლოცვით იწმინდება ჩვენი არსება და მაშინ იშვება იმედი, როგორც ღვთის მიმართ დიდი ხარისხის სიყვარული"
"ბევრი რამ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს ცხოვრების გზაზე და შემდეგ კვლავ დაიბრუნოს, მაგრამ თუკი იგი იმედს კარგავს - ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია. სადაც არ არის იმედი - იქ არ არის აც სიხარული და არც რწმენა ღვთისა"
"პლატონი ამბობდა: "ადამიანებზე დამყარებული იმედი არის სიზმარი ცხადში, ანუ უფრო სწორედ, გაწბილების სურვილი"
"შენ ყოველთვის გუთნით ხნავდი,
და გულებში თესდი იმედს"
/ვალერიან წიკლაური/
"ცრუ იმედი იოლი ამოსაცნობია, - ამგვარად "მსასოებელნი" თვალს არ უსწორებენ რეალობას და ილუზორულ სამყაროში ინაცვლებენ. სულისთვის ეს მეტად საშიში მდგომარეობაა, რადგან ცრუ იმედი, ისევე, ოროგრც ნებისმიერი სიცრუე ღუპავს ადამიანს. ფსიქოლოგმა ვიქტორ ფრანკლმა გამოიკვლია, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იგი თავადაც იმყოფებოდა, პირველ რიგში ის ადამიანები იღუპებოდნენ, რომლებსაც მალე გათავისუფლების იმედი ჰქონდათ. ისინი საკუთარ წარმოდგენებში გათავისუფლების თარიღებსაც კი სახავდნენ და როდესაც ეს თარიღი დგებოდა და მათი მოლოდინი არ მართლდებოდა, - სასოწარკვეთილებაში ვარდებოდნენ და იღუპებოდნენ. ცრუ იმედი - ცხვრის ტყავში გახვეული სასოწარკვეთილებაა! განსაკუთრებით სახიფათოა, თუკი ცრუ იმედი ადამიანების ჯგუფს ან მთელ ერს ეუფლება!"
"ამ ცხოვრებაში ღმერთზე უარის თქმით მომავლის ყოველგვარ იმედს ვკლავთ"
/მონაზონი ვერონიკა/
"ყველაზე აშკარა ნიშანი ავადმყოფი სულისა - არის უიმედობა"
/ღირსი სილუან ათონელი/
"იმედგაცრუება დაგეუფლა? ნუ დაიზარებ, შენი ყველა იმედი იესოზე დაამყარე - სული სიმხნევით აგევსება და გაძლიერდები"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"ერთი წმიდა მამის შეგონება გამახსენდა: კაცზე ნუ დაამყარებ იმედს, მთელი არსებით ღმერთს მიენდეთ და ის გამოგიჩენთ პიროვნებას, რომელიც დაგეხმარებათო"
/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/
"როდესაც ადამიანს აქვს ღვთის იმედი და სასოება, საღვთო საქმეთა აღსრულებისას არათუ დაღლას განიცდის, განსვენებასა და სულიერ სიხარულს გრძნობს"
"იმედის მოკლება სიყვარულის გაუჩინარებაა"
"ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ერთადერთი იმედი ქრისტეა. ჩვენ უნდა გვქონდეს უფლის სასოება და არა ადამიანების იმედი"
"იმედი განსაცდელთა, ტანჯვათა, მწუხარებათა, უბედურებათა დათმენის გარეშე არ არსებობს. და, პირიქით, სადაც ჭეშმარიტი, ცოცხალი იმედია, ე. ი. სადაც ქრისტე-მაცხოვრის, ქრისტე-მხსნელის იმედი არსებობს, იქ მოთმინებაა, ხოლო სადაც მოთმინებაა, იქაა იმედიც!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"სული წმინდა ყოველ მართლმორწმუნეს ეძლევა. წმინდა მამათა აღწერით, ის მოდის ჩვენთან, გულს გვითბობს და შეგვაგრძნობინებს ღვთის სიყვარულს ჩვენდამი და ჩვენს სიყვარული ღვთისადმი. და როცა ღმერთი სიყვარულით გაგვათბობს მიწიერი ცხოვრების უდაბნოში, ამქვეყნიურ ზამთარში, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ იმედით აღგვავსებს და რწმენას გვაძლევს, რომ ის ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის თავისი აღთქმისაებრ, რასაც კი ველოდით მისგან"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ღმერთის არსებობის იმედით ცხოვრობს ადამიანი"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"მეუდაბნოე მარკო ამბობს: "ვისაც არ აქვს იმედი, რომ მიიღებს ღვთისაგან, რასაც საჭიროებს, - მით უფრო ვერ ექნება მოლოდინი იმისა, რომ მიიღებს უფლისგან სამ უდიდეს სათნოებას - რწმენას, სიყვარულსა და სასოებას, რაც მას ზეცათა სასუფეველს დაუმკვიდრებს".
"ეკლესიაში, სადაც არის მაცხოვნებელი საიდუმლოებები, არ არსებობს უიმედობა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვგრძნობ, რომ ცოდვილი ვარ, მაგრამ იმედით ვცხოვრობ. ცუდია, როცა იმედს კარგავ, რადგან უიმედო ადამიანი იტანჯება და კარგავს გულმოდგინებასა და ძალას, ხოლო ის, ვინც იმედოვნებს, წინ მიიწევს, რადგანაც გრძნობს თავის სიგლახაკეს და ცდილობს, გამდიდრდეს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მოვედ, უფალო, ჩემი იმედი გელის შენ!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"რა არის ხვალ, მიწის შვილნო, თუ არა თქვენი იმედი? თუ აღმოფხვრით ყველა თქვენს იმედს, თქვენი სურვილიც მოკვდება, რათა ხვალინდელი დღე გათენდეს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"უფალო, შენი იმედი მაქვს!"
"ღმერთი არ დაგივიწყებს არც ერთ თბილ, იმედისმომცემ სიტყვას"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"[ღირს პაისი ათონელს] იმედი არასოდეს ტოვებდა, ბნელსა და ნისლიან ყოფაშიც ამბობდა:
"ყველაფერი კარგად იქნება ღვთის მადლით".
"[ღირს პაისი ათონელს] იმედი არასოდეს ტოვებდა, ბნელსა და ნისლიან ყოფაშიც ამბობდა:
"ყველაფერი კარგად იქნება ღვთის მადლით".
"მოითმინე, დაო და ღმერთის იმედს ნუ დაკარგავ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუკი ადამიანს სურს, იცხოვროს უშფოთველად, მაშინ მან უნდა დაიჯეროს ქრისტეს სიტყვები - ჩემს გარეშე არაფერი ძალგიძთ. ანუ საჭიროა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, საკუთარი თავით იმედგაცრუება და უფლის ძალაზე სასოების დამყარება.
კარგი გაგებით, საკუთარი თავის იმედგაცრუებით ადამიანი პოულობს ღმერთს და მთელ სასოებას მასზე ამყარებს. ყველაზე სულიერი ადამიანებიც კი არ არიან საკუთარ ცხოვრებაში დარწმუნებული. ამიტომ ისინი არასდროს გადიან ღმერთზე სასოების დამყარების ფარგლებიდან. ისინი ამყარებენ თავის იმედს ღმერთზე და მხოლოდ საკუთარი თავით არიან იმედგაცრუებულნი, რადგან საკუთარ "მეს" მოაქვს ადამიანისთვის ყველა სულიერი უბეუდრება"
/ღირსი პაისი ათონელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)