თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ იესოს გარეგნობა

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 14 2010, 09:41 PM

« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»

ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! huh.gif ჩემი აზრით იესო ქრისტე უმშვენიერესი და უსრულყოფილესი განკაციერებული ღმერთი იყო, როემლსაც ყველაზე სრულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერება, მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება, არადა სულ სხვა რამეს მოგვითხრობს მესიის შესახებ ესაია...

რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?!

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 14 2010, 10:06 PM

Molen
ამ სიტრყვებზე ვერაფერს ვიტყვი....

არ ვიცი პირდაპირ გავიგოთ თუ როგორ...

თუმცა მე ასე არ ვფიქრობ... რაც შენ თქვი მეც ასე ვფიქრობ. . . .

შეიძლება ღვთის ძისეული ღირსება და მშვენება იგულისხმა ესაიამ?!

და ამ დროს მოვიდა "როგორც ჩვენდა მსახური, ჩვენნარი "

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 14 2010, 10:21 PM

Molen

ციტატა
ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»


ჯვარცმული ქრისტესთვის რომ შეგეხედა ალბათ სხვა შთაბეჭდილება არ დარჩებოდა ადამიანს. ავაზაკის ქმედების უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მან ამ სიტუაციაში შეიცნო განხორციელებული ძე ღვთისა.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 15 2010, 12:56 AM

ციტატა(Molen @ Apr 14 2010, 09:41 PM) *

« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»


რა მძიმე სიტყვებია sad.gif

შეიძლება ამ ხაზგასმულში, მაცხოვრის უბრალოება და სისადავე იგულისხმება.
რომ არ დადიოდა მღვდელმთავრებივით ბრწყინვალე სამოსით შემოსილი.
თავმდაბალი იყო, მშვიდი და დიდებას არ ელტვოდა.
ასეთ უბრალო ადამიანებს, ადამიანთა უმეტესობა, ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

საინტერესოა, ეგზეგეტიკა რას გვეუბნება ამ მონაკვეთზე.
თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი, დადეთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2010, 10:33 AM

"ახლახან გამოჩნდა ჩვენთან იუდეაში კაცი, ერთობ სათნო, იწოდება იესო ქრისტედ. ხალხი მას თაყვანს სცემს, როგორც დიდ წინასწარმეტყველს, ხოლო მოწაფენი მისნი ცნობენ, როგორც ღვთის ძეს. იგი აღადგენს მიცვალებულებს, კურნავს ყველა სახის სნეულებას, ერთი სიტყვით.

ეს ადამიანი არის ტანადი, მაღალი, სახეზე აწერია დიდებულება და შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე. ასე რომ, მნახველმა არ შეიძლება არ იგრძნოს მისადმი სიყვარული და ამასთან ერთად, არ დაეუფლოს უცნაური შიში.
მისი თმები მწიფე კაკლის ფერია, ყურებამდე სწორი, მბზინვარებას მოკლებული, ხოლო ყურებინდა მხრებამდე და მის ქვემოთ ხუჭუჭი, და თანასწორად შუაზე გაყოფილი, როგორც ნაზარეველებს ჩვევიათ. შუბლი - გადატკეცილი და სუფთა, სახე - ნათელი, ყოველგვარ ლაქას მოკლებული და გაციხკროვნებულია მსუბუქი მეწამულისფერით. ცხვირი და ბაგენი სწორი, წვერი ისეთივე ფერისაა, როგორც თმა. ხშირი, მაგრამ არც ისე გრძელი, ბოლოში ორად გაყოფილი. შემოხედვა მშვიდი აქვს, დიდებული და სასიამოვნო. თვალები - ცისფერი, გამჭვირვალე, გულში ჩამწვდომი.

იგი ერთობ მოალერსეა და თავაზიანი, როცა ასწავლის, ანუ მოძღვრავს, მკაცრია და გოროზი მხილების დროს. მისი სახე ამჟღავნებს საოცარ კეთილშობილებასა და მიმზიდველობას. არავის უნახავს იგი მხიარული, უფრო ხშირად მოწყენილია და მტირალი. მაღალია ტანად, ხელები აქვს სწორი, მოქნილი, ბეჭები - გამართული; ლაპარაკობს ცოტას ღირსებით და ყოველი მისი სიტყვა აწონილია. ჭეშმარიტად, იგი ულამაზესია ადამიანთა შორის. სახეზე ატყვია სიმართლის ბეჭედი და უცხოა მისთვის პირფერობა."

იუდეის მმართველის პილატეს წინამორბედი პუბლია ლეონტულასი


The Description of Publius Lentullus

The following was taken from a manuscript in the possession of Lord Kelly, and in his library, and was copied from an original letter of Publius Lentullus at Rome. It being the usual custom of Roman Governors to advertise the Senate and people of such material things as happened in their provinces in the days of Tiberius Caesar, Publius Lentullus, President of Judea, wrote the following epistle to the Senate concerning the Nazarene called Jesus.


"There appeared in these our days a man, of the Jewish Nation, of great virtue, named Yeshua [Jesus], who is yet living among us, and of the Gentiles is accepted for a Prophet of truth, but His own disciples call Him the Son of God- He raiseth the dead and cureth all manner of diseases. A man of stature somewhat tall, and comely, with very reverent countenance, such as the beholders may both love and fear, his hair of (the colour of) the chestnut, full ripe, plain to His ears, whence downwards it is more orient and curling and wavering about His shoulders. In the midst of His head is a seam or partition in His hair, after the manner of the Nazarenes. His forehead plain and very delicate; His face without spot or wrinkle, beautified with a lovely red; His nose and mouth so formed as nothing can be reprehended; His beard thickish, in colour like His hair, not very long, but forked; His look innocent and mature; His eyes grey, clear, and quick- In reproving hypocrisy He is terrible; in admonishing, courteous and fair spoken; pleasant in conversation, mixed with gravity. It cannot be remembered that any have seen Him Laugh, but many have seen Him Weep. In proportion of body, most excellent; His hands and arms delicate to behold. In speaking, very temperate, modest, and wise. A man, for His singular beauty, surpassing the children of men"

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 15 2010, 12:55 PM

აკაკი

ციტატა
თუმცა მე ასე არ ვფიქრობ... რაც შენ თქვი მეც ასე ვფიქრობ. . . .

გაიხარე, მეც ვისაც ვკითხე აღფრთოვანებით მიპასუხეს, იესოს გარეგნობის შესახებ.

afxazi
ციტატა
ჯვარცმული ქრისტესთვის რომ შეგეხედა ალბათ სხვა შთაბეჭდილება არ დარჩებოდა ადამიანს. ავაზაკის ქმედების უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მან ამ სიტუაციაში შეიცნო განხორციელებული ძე ღვთისა.

მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება, არადა ეს ასე ნამდვილად არ არის.

terra
ციტატა
შეიძლება ამ ხაზგასმულში, მაცხოვრის უბრალოება და სიხალასე იგულისხმება.

სავსებით შესაძლებელია.

marine
უღრმესი მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი და მეტად საინტერესო დოკუმენტისათვის.
მაგრამ იესოს თვალები თუ ცისფერი ჰქონდა არ ვიცოდი, ძალიან კარგი, ეს საერთოდ მიმზიდველსა და მომნუსხველს გახდიდა მის გარეგნობას, მით უფრო ახლო აღმოსავლეთში.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2010, 01:02 PM

ციტატა(Molen @ Apr 15 2010, 12:55 PM) *

marine
უღრმესი მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი და მეტად საინტერესო დოკუმენტისათვის.



არაფრის rolleyes.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 15 2010, 03:47 PM

marine
მაგარი სიტყვებია და აღწერილობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2010, 03:58 PM

ციტატა(აკაკი @ Apr 15 2010, 03:47 PM) *

marine
მაგარი სიტყვებია და აღწერილობა


ჩემთვისაც ძალიან შთამბეჭდავია. სხვანაირი არც შეიძლება ყოფილიყო იესო ქრისტე.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 15 2010, 04:11 PM

marine
ზუსტად ისეთI აღწერილობაა როგორ სუდარიდან აღდგენილი . . .

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2010, 04:19 PM

ციტატა(აკაკი @ Apr 15 2010, 04:11 PM) *

marine
ზუსტად ისეთI აღწერილობაა როგორ სუდარიდან აღდგენილი . . .

ამ სურათზე ამბობ, ხომ? http://pix.ge/

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 15 2010, 04:30 PM

ხო

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 15 2010, 05:58 PM

აკაკი
თან ეგ უკანასკნელი სურათი წამების შემდეგაა ხომ გამოსახული სუდარაზე?
ანუ თუ წამების შემდეგ ასეთი სრულყოფილია, წამებამდე როგორი იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ?! smile.gif

ეს კი ხელთუქმნელი ხატია, თუმცა, როგორც ვიცი ესეც წამების დროსაა გამოსახული.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 15 2010, 06:01 PM

Molen
არა, ნაწამები, რომ შეახვიეს სუდარაშI აღდგომისას იმხელა ნათება ყოფილა და ცეცხლოვანი თანაც (არა ფიზიკური მოქმედებით, რომელიც არ წვავდა), რომ ნათებისგან გადავიდა ნაწამები გამოსახულება, ნეგატივში

შემდეგ იკვლევდნენ და ნაწამები, რომ იყო გამოსახული მიიჩნევდნენ რომ 33 წლის ადამიანზე მეტის შეხედულება აქვსო.. და დაეჭვდნენ და შემდეგ ჩამოაშორეს ეს წამბის ნაკვალევები და დაინახეს და გამოიკვეთა ახალგაზრდა კაცის სახე...

რასაც ვხედავთ ეს არის
____

ნაწამები იყო სასტიკად, მარჯვენა თვალი გახეთქილი გასიებული, მარჯვენა ლოყაც სახეშI რტყმევისგან ჩამოსიებული,, შუბლზე ეკლის გვირგვინისგან თან ეკლის გვირგვინზე ურტყავდნენ და უფრო ამგრამ ეჭირებოდა....

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 15 2010, 06:04 PM

აკაკი

ციტატა
არა, ნაწამები, რომ შეახვიეს სუდარაშI აღდგომისას იმხელა ნათება ყოფილა და ცეცხლოვანი თანაც (არა ფიზიკური მოქმედებით, რომელიც არ წვავდა), რომ ნათებისგან გადავიდა ნაწამები გამოსახულება, ნეგატივში შემდეგ იკვლევდნენ და ნაწამები, რომ იყო გამოსახული მიიჩნევდნენ რომ 33 წლის ადამიანზე მეტის შეხედულება აქვსო.. და დაეჭვდნენ და შემდეგ ჩამოაშორეს ეს წამბის ნაკვალევები და დაინახეს და გამოიკვეთა ახალგაზრდა კაცის სახე... რასაც ვხედავთ ეს არის

ვაჰ, შენ გაიხარე smile.gif

ძალიან კარგი, ისე, მაგ ფოტოს უკეთ დამუშავება რომ მოხდეს (თმის, წვერისა და თვალის ფერის აღდგენა-დაბრუნება) უეკეთესი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 15 2010, 06:04 PM

3 განზომილებიანი მოდელიც კი შეუქმნიათ

IPB-ს სურათი

http://www.flickr.com/photos/ildarabbit/3143279226/sizes/l/

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 15 2010, 08:20 PM

ციტატა(აკაკი @ Apr 15 2010, 04:30 PM) *

ხო

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მეორე სურათის უფრო დიდი ვერსია დადე თუ შეგიძლია

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 15 2010, 08:27 PM

ვერ ვნახე

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Apr 15 2010, 09:22 PM

ikanosi
ინტერნეტში ამაზე დიდი ვერ ვიპოვე:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 15 2010, 09:32 PM

Molen
გმადლობ, გაიხარე

პოსტის ავტორი: კესო თარიღი: Apr 15 2010, 10:55 PM

ციტატა
ხშირად მოწყენილია და მტირალი

fiqri.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 17 2010, 09:59 PM

ციტატა(Molen @ Apr 14 2010, 10:41 PM) *

« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»

ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! huh.gif ჩემი აზრით იესო ქრისტე უმშვენიერესი და უსრულყოფილესი განკაციერებული ღმერთი იყო, როემლსაც ყველაზე სრულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერება, მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება, არადა სულ სხვა რამეს მოგვითხრობს მესიის შესახებ ესაია...

რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?!

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მეც მაქვს ეს სიტყვები წაკითხული და ლამის ვიტირე.. გარეგნობა კი უფალს ნამდვილად დიდსულოვანი და მრავლის მეტყველი აქვს .. ხანდახან ვფიქრობ რატომ აქვს მკაცრი სახე მეთქი მაგრამ გარეგნობით ნამდვილად უსათნოესი და მომხიბვლელია.. უბრალოდ ის არ ცდილობდა მისთვის ყურადღება მიექციათ..თორემ უსახური ნამდვილად არ არის..
პირიქით. თუმცა პირველ რიგში აქ მაინც მისი სულიერი სიკეთე გვიზიდავს, მისი ღვთიურობა და ამის მიუხედავად მისი თავმდაბლობა. ვიცით მისი მოღვაწეობა და ამიტომაც თავს ვხრით მის წინაშე..მე ზოგჯერ თვალის გასწორება მიჭირს ასე მგონია უფრო თAვმდაბალი უნდა ვიყო ვიდრე პირდაპირ ვუცქირო. smile.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Apr 20 2010, 01:22 PM

QUOTE(Molen @ Apr 15 2010, 11:55 AM) *

აკაკი



afxazi

მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება, არადა ეს ასე ნამდვილად არ არის.

terra

სავსებით შესაძლებელია.
marine



ესაია ჯერ ერთი ეხება სწორედ იმ მომენტს, როცა უფალი ჯვარცმულია და მისი სახე უპატიოა. უფრო ღრმა გაგებით კი ღვთისთვის ხორცშესხმა ,,უპატიოა". ღმერთი გამოჩნდა ხორცით, უხილავი იხილვა, მაგრამ ვინ იტყვის რომ ადამიანური ხორცი ან რამე ქმნილებათაგანი შესაფერისია ღვთისთვის. აი, ამას გულისხმობს ესაია.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 4 2010, 09:34 AM

ოფტოპიკების წაშლილია!

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 26 2010, 07:29 PM

IPB-ს სურათი

აი ეს არის ის უახლესი და მაქსიმალურად ზუსტი ნამუშევარი

sad.gif wub.gif უბრალოდ რამხელა სიმშვიდე და თავმდაბლობა ჩანს ამ სურათიდან და სახიდან... სიყვარულიც..

პოსტის ავტორი: ■გიორგი■ თარიღი: Dec 28 2010, 12:10 AM

ციტატა(Molen @ Apr 15 2010, 12:55 PM) *

ციტატა
«ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 53:2-7)»


afxazi

მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება.

Molen

გეთანხმები. მაგ მუხლებში ესაია მესიაზე ამბობს და საერთოდ არ საუბრობს იესოს წამების დეტალებზე.

როგორც ჩანს იესო არც თავის მოციქულებს შორის გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, რადგან იმისათვის რომ მტრებს ეცნოთ იესო, იუდას უნდა ეკოცნა მისთვის, სხვა შემთხვევაში ვერ ამოიცნობდნენ. იესო რომ რაღაც განსაკუთრებული გარეგნობის ყოფილიყო, იუდა გაროგნობაზე მიუთითებდა მათ, ვისაც იესო უნდა დაეპატიმრებინათ. ასე არაა? მაგრამ იუდა ამოსაცნობ ნიშნად, იესოს გარეგნობას კი არ ასახელებს, არამედ იმას, რომ აკოცებდა იმ ადამიანს, ვინც უნდა შეემყროთ.

"ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ". - http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/markozi-14.htm

ფაქტია რომ იესოს შეეძლო ადვილად გარეულიყო ხალხში ისე, რომ ვერ ამოეცნოთ ვინ იყო. გავიხსენოთ თუნდაც მარკოზის მიერ სახარებაში დაწერილი ამბავი. ერთხელ იესომ გალილეიდან იერუსალიმში ისე იმგზავრა რომ ვერ იცნეს:

"როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?" - იოანე 7:10, 11.

იესოს არცერთი მოწაფე გადაკვრითაც კი არ ახსენებს იესოს გარეგნობის ასეთ "ზემოქმედების" მომხდენ დეტალებზე, როგორც ნახატებში და გადმოცემებში აღიწერება ხოლმე. ნეტა რატომ?

ნუ დამძრახავთ და ჩემი აზრით, ამ სავარაუდო დეტალების წარმოდგენა გონებაში, და თქმა 'აუ რა მაგარი თვალები ქონდა ან ექნებოდა.. აუ რა მიმზიდველი იყო.. აუ რა შთამბეჭდავი იყო.. აუ რა ზემოქმედების მომხდენი იქნებოდა თავისი მიმზიდველი გარეგნობით.. ყველაზე მიმზიდველი, სიმპატიური მამაკაცი იყო, ისეთი გამოხედვა ქონდა აშკარად მიხვდებოდი რომ იესო იყო - ასეთ რამეებზე საუბარი და ჩვენი ყურადღების გადამეტებულმა გამახვილებამ იესოს გარეგნობაზე, მგონია რომ ყურადღებას გადაატანინებდა ყველაზე მთავარისგან და იმის საშიშროებასაც კი შექმნიდა, ვინმე სურათის თაყვანისმცემლადაც კი ექცია.

იესოს გარეგნობისთვის განსაკუთრებული მნი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 02:01 PM

"ზოგი კი ანერწყვებდა მის ნათელ პირისახეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 09:39 PM

"ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ნეტარი ავგუსტინე, თავის შრომებში გვიყვება, რომ ჰარპოკრიტიანების სექტიდან ერთი ქალი, სახელად მარკელინა, პაპ ანიკიტეს (157-168 წწ.) დროს რომში ჩამოვიდა. ამ ქალს ჰქონდა იესო ქრისტეს, პავლე მოციქულის, ჰომეროსის და პითაგორას გამოსახულებები, რომლებსაც იგი ეთაყვანებოდა. უძველეს გამოცემებში შემონახულია თქმულება იესო ქრისტეს ქანდაკებაზე, რომელიც ფილიპეს კესარიაში იყო აღმართული, ეს ქანდაკება იესო ქრისტეს სადიდებლად ერთ განკურნებულ ქალს მადლიერების ნიშნად დაედგა. ეს ქალი სახარებაში ნახსენებია "სისხლმდინარედ". სპილენძის ქანდაკება იყო ლოცვით ექსტაზში წინ ხელებგაწვდილი მუხლმოდრეკილი ქალისა. ქალის პირდაპირ იესო ქრისტეს იმავე ლითონის ქანდაკება იდგა. მაცხოვარი გამოსახული იყო იმ მომენტში, როცა იგი ხელს უწვდის მუხლმოდრეკილ ქალს. ქრისტეს სახე მშვიდი და კეთილსახილველია, ხოლო ფიგურა ლამაზი და ორმაგი მანტიითაა შემოსილი. ამ სკულპტურულ ჯგუფს ამთავრებს გამოსახულთა ფეხებთან ამომავალი ბალახი. ევსები კესარიელს ეს ქანდაკება ფილიპეს კესარიაში ყოფნისას უნახავს და დააფიქსირა თავის ცნობილ ნაშრომში (ევსები, ეკლესიის ისტორია III, 4).

ხალხური გადმოცემით არსებობდა მაცხოვრის ნამდვილი გამოსახულება და ის ჰქონდათ ქრისტიანებსაც და წარმართებსაც. ყველა ეს მოწმობა ლაპარაკობს იმაზე, რომ უძველესი დროიდან ხალხური ტრადიცია (ზეპირი, შემდეგ კი წერილობით) მიისწრაფოდა აღებეჭდა არა მარტო სწავლება, არამედ იესო ქრისტეს გამოსახულებაც: იუდეის და გალილეის მოსახლეობას ნანახი ჰყავდათ მაცხოვარი, უსმენდნენ მის ქადაგებებს და შეეძლოთ მეხსიერებაში შეენახათ მისი წმინდა გარეგნობა.

ქართულ სინამდვილეში მაცხოვრის გარეგნობის შესახებ დაცულია ცნობა "ქართლის ცხოვრებაში", რომელიც ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მიმოსვლას მოგვითხრობს და ეხება ხელთუქმნელ ხატს. აწყურის მბრძანებლის, სამძივარისადმი მოხსენებიდან ვგებულობთ: "არიან უცხო კაცები, ქადაგებენ ჩვენთვის უცნობ ღმერთს ქვეყნის შემოქმედად, დამბადებლად, ადამიანთათვის სიცოცხლის მიმნიჭებლად და მკვდართა აღმდგენელად. ჰყავთ მათ მშვენიერი ხატი, რომელსაც პატივს ცემენ" ("ქართლის ცხოვრება" 3, 38-43). უდავოა, შეფასება "მშვენიერი", ამ შემთხვევაში, ხატის დეკორს არ მიეკუთვნება, არამედ, მასზე გამოსახული პიროვნებების ღირსებას, გარეგნულ სიდიადეს (რამეთუ სულიერი და სასწაულებრივი ძალა ჯერ არ გამოევლინა) და სიმშვენიერეს განეკუთვნება. თანაც, ეს შეფასება ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს თანაბრად ეკუთვნის. თუ გავითვალისწინებთ ჩვენამდე მოღწეულ იესო ქრისტეს აღწერილობებს, რომლებიც მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამსგავსებენ, მაშინ ქართული წყაროს ეს ცნობა ეხმიანება დამკვიდრებულ ზოგადქრისტიანულ ტრადიციას".

/დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია", ნაწილი 1, გვ. 69-71/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)