IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეხედულებები მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობაზე
toka@
პოსტი Mar 30 2012, 03:26 PM
პოსტი #1


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



ნიუტონი (1642-1727 წწ.) - თავის კაპიტალურ ნაშრომში - „სამყაროს სისტემები“ - წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს. ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“.

კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.

მე ღმრთის ნატერფალს, მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ ქმნილებებშიც კი ვხედავდი. რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება! ვაკვირდებოდი, უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერი არსებები, როგორ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ სამყაროსთან, თავის მხრივ, მცენარეული სამყარო - მინერალურ ნივთიერებებთან, რომლებიც დედამიწის სფეროს ფესვებშია; თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს. ვხედავდი, მზე და ყველა ვარსკვლავი, მთელი მზის სისტემა, უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში, სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყაროს მიუწვდომელ პირველსაწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს“.

ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) - დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ - ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი - „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე - თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა - რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ. მაგრამ რადგან ისეთი ადამიანებიც არიან, სხვაგვარ პოზიციებზე რომ დგანან, უპრიანი იქნება, ვნახოთ, თვით დარვინი ამ საკითხს როგორ განიხილავდა.

მოვიტანთ ფრაგმენტებს მისი ცნობილი წიგნიდან - „სახეობათა წარმოშობა“, რომელშიც მისი შეხედულებები ღმრთისა და ქვეყნიერების ურთიერთობაზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. დარვინმა ეს წიგნი რამდნჯერმე გამოსცა, ამასთან, უკანასკნელად - სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშასადამე, ამ შეხედულებებს იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა, პირველ რიგში, საგულისხმო და საყურადღებოა ეპიგრაფები. წიგნის დასაწყისში პირველი ეპიგრაფი: მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით შეგვიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგი რამ დავუშვათ: ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები გამოწვეულია არა საღმრთო ძალის ცალკეული ჩარევებით, ძალისა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენს, არამედ საერთო კანონების დადგინებითა და არსებობით“ - უდველი. აქ, როგორც ვხედავთ, არამც და არამც უარყოფილი არ არის თვით საღმრთო ძალის არსებობა და მნიშვნელობა სამყაროს წარმოშობის საკითხში. მეორე ეპიგრაფი სიტყვა „ბუნებრივის“ მნიშვნელობას განმარტავს. მესამე ეპიგრაფი უკვე მათ წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც სურთ, ადამიანური გონება ღვთიურ გონებას დაუპირისპირონ და განვითარების დარვინისტული თეორია ანტირელიგიური მიზნებით გამოიყენონ. „ამიტომ დავასკვნით, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება არა აქვს ჯანსაღი აზრის მიმართ, არ ეგების, ფიქრობდეს ან, მით უმეტეს, ამტკიცებდეს, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს და ამომწურავად შეისწავლოს ღმრთის სიტყვა, ღმრთისმეტყველება ანდა ფილოსოფია. მაგრამ, დაე, ადამიანები ამ მიმართულებით ან უსასრულო სრულქმნილებისაკენ მიილტვოდნენ ან წარმატებას ესწრაფოდნენ“ - ბეკონი. მეცნიერების პროგრესი.

მთელი ნაშრომისათვის წამძღვარებული ეს ეპიგრაფი იმდენად ნათლად მეტყველებს, თვით დარვინი როგორ და რომელ მსოფლმხედველობას იცავდა და უჭედა მხარს, რომ ყოველეგვარი კამათი აქ, უბრალოდ, ზედმეტად მიგვაჩნია. ეს ეპიგრაფები საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა წიგნის დამამთავრებელი სიტყვები, რითაც დარვინი, ფაქრობრივად, სახეობათა წარმოქმნის საკუთარ თეორიას აჯამებს: „ყველა ეს მშვენივრად აგებული ფორმა, ერთმანეთისაგან ესოდენ განსხვავებული და, ამავე დროს, ერთმანეთზე ესოდენ დიდებულად ურთიერთდამოკიდებულნი, იმ კანონთა წყალობით შეიქმნა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დღემდე მოქმედებენ. ყველაზე ფართო გაგებით, ამ კანონების არსი - ზრდა და კვლავწარმოება, მემკვიდრეობითობა, თითქმის გარდუვალად რომ გამომდინარეობს კვლავწარმოებიდან, ცვალებადობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ცხოვრების პირობათა მოქმედებაზე და ვარჯიშსა და უვარჯიშებლობაზეა დამოკიდებული. იმდენად მაღალია გამრავლების პროგრესია, რომ მას სიცოცხლისათვის ბრძოლასთან და მის შედეგთან - ბუნებრივ შერჩევასთან მივყავართ, რასაც ნაკლენად სრულყოფილი ფორმების კვდომა მოჰყვება. ამრიგად, ამ მძვინვარე ბრძოლიდან, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, შიმშილიდან და სიკვდილიდან, უშუალოდ გამომდინარეობს ისეთი მაღალი შედეგი, როგორის წარმოდგენაც კი გონებას შეუძლია, - ცხოველური სიცოცხლის უმაღლეს ფორმათა წარმოქმნა. სიცოცხლის შესახებ ასეთ შეხედულებაში არის სიდიადე, - სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ძალა იმთავითვეა შემოქმედის მიერ ჩადებული ფორმათა ან უმნიშვნელო რაოდენობაში, ან მხოლოდ - ერთში. ამასთან ერთად, ჩვენი პლანეტა დღესაც აგრძელებს სივრცეში თავისი გზით გარშემოვლას მიზიდულობის უცვლელი კანონების ძალით. სწორედ მისი სივრციდან დაიწყეს გაჩენა და დღესაც აგრძელებენ გაჩენას განსაცვიფრებლად სრულყოფილი და მშვენიერი ურიცხვი ფორმები“. ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი - „სახეობათა წარმოშობა“.

თავის არანაკლებ ცნობილ ნაშრომში: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, დარვინი თავში - „ღმრთის იდეის წარმოშობა“ - წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს ღმრთის იდეის წარმოშობის შესახებ არაფერი საერთო არა აქვს თვით შემოქმედი ღმრთის არსებობის საკითხთან, საკითხთან, რომელზედაც კაცობრიობის მრავალ უდიდეს გონებათა პასუხი დადებითი იყო“.

„ჩემზე, - ამბობს დარვინი სხვა ადგილას, - გაცილებით უფრო მძაფრ და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა წყარო, რომელიც ღმრთის არსებობაში გვარწმუნებს და რომელიც გონებიდან მომდინარეობს და არა გრძნობიდან. ასეთი რწმენა ჩნდება უკიდურესი სირთულიდან და შეუძლებლობიდანაც კი, უსაზღვრო და გასაოცარ სამყაროს განვიხილავდეთ ადამიანთან ერთად, რომელიც დაჯილდოებულია წარსულის განსჯისა და მომავალზე ფიქრის უნარით (რაც არის შეედეგი ბრმა შემთხვევის ან აუცილებლობისა). ყოველივე ამაზე ფიქრი მაიძულებს, ვაღიარო პირველმიზეზი, რომელიც, გარკვეულწილად, ფლობს ადამიანურ ინტელექტს; ამიტომ თეისტის, ე.ი. ღმრთის მორმწუნის სახელს ნამდვილად ვიმსახურებ“.

ლუი პასტერი (1822-1895 წწ.) - „დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიის სისულელეებს სასაცილოდ აიგდებენ. რაც უფრო მეტს ვმუშაობ, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ ბუნების შესწავლას, მით უფრო მოწიწებული და მოკრძალებული განცვიფრება მიპყრობს შემოქმედის საქმეთა მიმართ. ლაბორატორიაში მუშაობის დროს ყოველთვის ვლოცულობ“ (Журнал «Вера и разум»; 1905, № 9, გვ. 370).

ნ.ი. პიგოროვი (1818-1891 წწ.) თავის ცნობილ „დღიურში“ წერს: „რწმენა და უმაღლესი არსება, როგორც სიცოცხლის წყარო, სამეცნიერო მტკიცებებს არ ეწინააღმდეგება. მე რომ ღმრთის არსებობის უარყოფა მომესურვებინა, ამას ვერ შევძლებდი ისე, ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი. თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ შემთხვევიდან - შემთხვევამდე ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში გადასვლას ძუძმწოვრების სახეობამდე მივყავართ, აქედან კი ერთი ხელის გაწვდენაღა რჩება ადამიანამდე, რომლის გონებაც, ბოლოს და ბოლოს, გაუმხელს და გაუმჟღავნებს მას, რომ მის წარმომქმნელ უჯრედს არსებითად არაფერი არ განასხვავებს სხვა ცოცხალი უჯდრებისაგან, და რომ მხოლოდ გარემოს, შემთხვევისა და დროის წყალობით უჯრედისაგან წარმოიქმნა და განვითარდა ადამიანი ან მისი მონათესავე მაიმუნი. ამ დოქტრინის მიმდევრობამ პიედისტალზე აიყვანეს შემთხვევა, შემთხვევით შეცვალეს ღმერთი, და როგორც ზედმეტი ხარახურა, ისე მოისროლეს სამყაროში არსებული გეგმაც და მიზანშეწონილობაც. დოქტრინაში წარსული აწმყოსთანაა შეთანხმებული. და ეს მისი მიმზიდველი მხარეა; ყველაფერი დაბადებულია, და არა - შექმნილი. მაგრამ რას წარმოადგენს ეს შემთხვევა ორიგანული წარმომქმნელი ძალის გარეშე, რომელსაც გარკვეულ დაჯგუფებებამდე მივყავართ, - არ ვიცი. ან იქნებ საერთოდ არც არსებობს შემთხვევა, ან იქნებ შემთხვევასა და ყველა იმ მოქმედებასა და მიზეზს შორის კავშირი არსებობს? ასეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, იძენს მოქმედების სტატუსს, რისი მიზეზებიც სრულიად უცნობია, მრავალი მოვლენის შესახებ კი მართლაც შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ არც არასოდეს გახდება ცნობილი“.

ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) - მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა:

„ჩემი რელიგია - ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“.

„იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, - ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“.

ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღვთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა.

ზოგჯერ ეკლესიას განიკითხავენ, რომ იგი თითქოსდა მეცნიერების მოწინავე და საუკეთესო წარმომადგენლებს დევნიდა. სანიმუშოს კოპერნიკის, გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებას ასახელებენ ხოლმე.

ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) - ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი, კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა - მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის სამშობლოში.

ეპოქა, რომელშიც კოპერნიკი, ბრუნო, გალილეი ცხოვრობდნენ, მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხლობდა ძველ დროთა ტრადიცია, - ჭეშმარიტება განესაზღვრათ და დაეკანონებინათ ძალადობის გზით. პირველ რიგში, იმ ეპოქაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი დიფერენციაცია. იმ დროში მეცნიერებაც და დასავლეთ-ევროპული ფილსოფიაც ჯერ მხოლოდ თავიანთი საერთო დედის - რელიგიის ფრთებქვეშ იმყოფებოდა და რელიგია ორივეს იცავდა და მფარველობდა.

ის ადამიანები, რომელტაც გალილეი გაასამართლეს, ერთსა და იმავე დროს ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მეცნიერებისაც. ხოლო ჯორდანო ბრუნოს გასამართლებისას წმინდა პოლიტიკური მომენტებიც ჰქონდათ მხედველობაში. შესაძლოა, იგი ასე არც დაღუპულიყო, მის მიმართ სამონასტრო შემოსავლებისა და მისი ქონების წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდება რომ არ წამოეყენებინათ. როგორც ეს უტყუარი, ნამდვილი დოკუმენტებითაა დამოწმებული და დადასტურებული, დაკითხვის დროს ინკვიზიტორებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე ჰქონდათ კონცენტრირებული (გადატანილი). რას ვიზამთ, არ უყვართ ადამიანებს, როცა მათ ქონებას ართმევენ!


დასკვნა

ის, ვინც ქრისტიანული რელიგიის უფრო დაწვრილებით შესწავლას გადაწყვეტს, დაე, თვითონ შეუდგეს მის კითხვას. სიტყვა „სახარება“ „სასიხარულო ცნობას“ ნიშნავს. შეტყობინება და უწყება ახალი სიცოცხლის შესაძლებლობისა სამყაროში „ახალი ადამიანის“ შობის შესახებ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, დედამიწაზე იესო ქრისტემ მოიტანა. ის ამქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანთა ხვედრის, ადამიანთა ცხოვრების თანამოაზრე ყოფილიყო, მოვიდა, რათა ხალხისათვის მიეცა მოძღვრება, რომელიც ცეცხლს ჰგავს, ცეცხლს, რომელსაც ადამიანთა ჩამქრალი სულების ანთება შეუძლია. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს (ლკ. 12,49).

ის ამქვეყნად მოვიდა, ადამიანებისათვის თავისუფლება რომ ესწავლებინა. „ახალი ადამიანი“, სახარების მიხედვით, ისაა, ვინც თავის თავში სძლია ყველა გამოცდას, საცდურსა და განსაცდელს (რომელთაც ქრისტემ სძლია) და ვინც ქრისტეს მცნებებს ასრულებს. იყავით თქვენ ისეთივე სრულქმნილნი, როგორი სრულქმნილიცაა მამა თქვენი ზეციერი, იყავით მოწყალენი, ეძიებდით სიმართლეს, შეიცანით ჭეშმარიტება, გახდით ძენი სიმართლისანი.

მცნებებს ღმრთისადმი სიყვარულისა და ადამიანებისადმი, როგორც ძმებისადმი სიყვარულის შესახებ ძველი წარმართული სამყარო არ იცნობდა. მას შემდგომ კაცობრიობის ისტორია ორ პერიოდად განიყოფება - ქრისტემდე (ჩვენს ერამდე) და ქრისტეს აქეთ (სწორედ ქრისტეს შობიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა), ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მოცემულმა სახარებამ ადამიანთა შეგნებაში, მათ ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა; იმ ფასეულობათა გადაფასება გამოიწვია, რითაც ძველი სამყარო ცხოვრობდა. სახარება არის ახალი სიცოცხლისათვის ხმობილთა რელიგია. მაგრამ მოხმობილი და მოწოდებული ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ამავე დროს, ყველა მოწოდებულში როდი ხდება ახალი სიცოცხლისაკენ სულიერი ფერისცვალება, რადგან როგორც ძველმა წინასწარმეტყველმა თქვა: მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 20,16).

სახარების თანახმად, ცხოვრება - ესაა ადამიანის სულში სინათლის წყვდიადთან ბრძოლა: ბრძოლის ველი -ადამიანის გულია. ეს ბრძოლა მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაშიც. ისტორია - ესაა მოვლენათა განუწყვეტელი მონაცველობა. იცვლება ცხოვრების ნორმები, იცვლება ცნებები, ბერდება და ქრება ტრადიციები, ემხობიან და ნადგურდებიან ადამიანთა კერპები, მაგრამ მოვლენათა, მოძღვრებათა და იდეათა ამ მარად მღელვარე ოკეანეში უცვლელი რჩება ერთი სწავლება: გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, თუ ვინმე თავს დასდებს თავისი მეგობრისათვის.

ქრისტემ ეს მცნება არა მარტო ასწავლა ადამიანებს, არამედ პირველად თვითონვე აღასრულა იგი, მსხვერპლად გაიღო რა საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის გადასარჩენად.

გაივლის საუკუნეები, ათასწლეულები, ერთმანეთს შეცვლიან სწავლებანი, მაგრამ ქრისტეს ეს მცნება მუდამჟამს ყოვლადსრულქმნილ, შეუცვლელ და შეუდარებელ მცნებად დარჩება. ის გვანიჭებს აზრს, ძალასა და ნებას სიცოცხლისათვის.

ქრისტე - ძე კაცისა - მარადიული იდეალი იქნება, ადამიანები ყოველთვის დააფასებენ და პატივს მიაგებენ ყოველივეს, რაც სახარებიდან გვეუწყა. მისი მცნებები გზის მანათობელ ვარსკვლავად დარჩება.

ქრისტე არის ნათელი ქვეყნიერებისა, და ეს ნათელი მუდამ გაუნათებს ადამიანებს, ვიდრე ისინი დედამიწაზე იარსებებენ.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ დიდი რუსი ქირურგის, პროფესორ ნ.ი.პიგოროვის სიტყვებს: „მწამს, რომ ქრისტეს მოძღვრების ძირითადი იდეალი თავისი მიწუვდომლობის გამო მარადიული იქნება და ის მარადიულად მოახდენს ზეგავლენას იმ სულებზე, რომლებიც მშვიდობას ღმერთთან შინაგანი კავშირის მეშვეობით ეძიებენ. ამიტომ წუთითაც კი არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს მოძღვრება ჩვენი პროგრესის უსწორმასწორო გზაზე ჩაუქრობელ შუქურად დარჩება“.


წყარო : http://www.orthodoxy.ge/

უარმყოფელ აზრთა წყაროები

საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს სტუდენტებს, და საერთოდ, განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება?

ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება.

როდესაც მალემრწმენობით მეცნიერულ დასკვნებად ვიღებთ მტკიცებებს, რომლებსაც იმ შეხედულების (თვალსაზრისის) სასარგებლოდ მოუხმობენ, თითქოსდა ღმერთი არ არსებობს, ამით კანტის მიერ უკვე გამორკვეულ დებულებას ვივიწყებთ, რომლის თანახმად თეორიტიკული გონება ერთნაირად უძლურია, დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება და ნების თავისუფლება. ეს ობიექტები და ეს საკითხები სწორედ ამიტომ იწოდებიან ტრანსცენდენტურებად (ისინი მეცნიერების საზღვრებს მიღმა არიან).

გონებით შეგვიძლია მხოლოდ გარეგანი ფაქტი შევიმეცნოთ, და არა საგანი თავის თავში. მთელი სამყარო, რომდენადაც იგი დროსა და სივრცესთანაა დაკავშირებული, ამდენად ობიექტურად შეუმეცნებადია, რადგან დრო და სივრცე ჩვენი ცნობიერების სუბიექტური ფორმებია, რომელთაც სამყაროს მივაკუთვნებთ ხოლმე. აქედანაა გამონათქვამი: „სამყარო - ეს მე ვარ“. ჩვენი შეგრძნებების, აღქმებისა და წარმოდგენების სუბიექტურობას კიდევ უფრო ზუსტად განმარტავს შემეცნების ფსიქოლოგია. ჩვენს მეირ აღქმული ფერი, ტემპერატურა, გემო ჩვენი შეცნობის გარეშე თავისთავად არ არსებობენ (უკუაღიარებას ფსიქოლოგიაში გულუბრყვილო რეალიზმი ეწოდება). თვით მატერიის შეცნობაც კი არ ძალგვიძს ისე, როგორც ის არსებობს, იმიტომ რომ მისი სპეციფიკური თვისებები - მასა, სიმკვრივე და სიმძიმე - სუბიექტურია.

საერთოდ, საგნებს ისე კი არ ვხედავთ, როგორც არსებობენ, არამედ ისე, როგორც მათ პიროვნული, სუბიექტური თვალსაწიერიდან აღვიქვამთ.

მით უფრო არ ძალგვიძს მეცნიერულ-შემეცნებითი უნარებით საგანთა მიღმა არსებულის, ე.ი. საგანთა არსის, და მით უმეტეს - პირველარსის, ე.ი. ღმერთის წვდომა. აი, ამიტომაა შეუძლებელი მეცნიერებისათვის ღმრთის არსებობის უარყოფა, რადგან ეს თემა ისევე, როგორც არსთა მთელი სფერო, უკვე მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება!

ისეთი თანამედროვე ფილოსოფოსები, როგორებიც არისნ ბერგსონი, ლოსკი, კანტზე შორსაც მიდიან, როდესაც აღიარებენ და ცდილობენ ღმერთის არსებობის გონებითაც დასაბუთებას. სხვათა შორის, უკვე ამ მიმართულებით გენიალური ნაბიჯები ვ.ს.სოლოვიოვმა გადადგა.

მეორე ჩვენი ცდომილება მეცნიერების მეცნიერთა შეხედულებებთან გაიგივებაა. ზოგჯერ ეს შეხედულებები მართლაც უპირისპირდებიან რელიგიას, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვევა ხოლმე, რომ ისინი უპირისპირდებიან არა მარტო რელიგიას, არამედ ბუნებასაც და ჭეშმარიტ მეცნიერებასაც, რომელიც ბუნების ნამდვილ მოვლენებს ასახავს. ამ დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობას სწორედ ის გარემოება განაპირობებს, რომ ეს და მსგავსი შეხედულებები იმდენად ობიექტურ ბუნებას არ ასახავენ, რამდენადაც მეცნიერთა გემოვნებას, გემოვნებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდილობს მეცნიერებისათვის მიუწვდომელ იმ სფეროსად გადასწვდეს, საიდანაც როგორც რწმენის, ისე ცრურწმენის სამეფო იწყება.

ეგრეთ წოდებული მეცნიერული ათეიზმი ნამდვილად უპირისპირდება რელიგიას, მაგრამ ათეიზმი წარმოადგენს მხოლოდ ზოგიერთი სწავლული ადამიანის ვარაუდს - დაუსაბუთებელსა და დაუმტკიცებელს.

ათეისტების მცდელობა, როგორმე დაამტკიცონ ის, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია, უნებლიედ გვაგონებს პუშკინის სტრიქონებს:

Художник варвар кистью - сонной
Картину гения чернит
И свой рисунок беззаконный
Над ним бессмысленно чертит.

თეორია, რომლის თანახმად სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, არათუ მეცნიერულად დასაბუთებულ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, არამედ - სრულიად გარეშემეცნიერულია. ეგრეთ წოდებული დარვინიზმი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანი ევოლუციის მეშვეობით ცხოველთა დაბალი სახეობიდან განვითარდა და ღმრთაების შემოქმედებითი აქტის პროდუქტი არ არის, მხოლოდ ვარაუდი, მხოლოდ ჰიპითეზა აღმოჩნდა, უკვე მოძველებული თვით მეცნიერებისთვისაც კი. ეს ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება არა მარტო ბიბლიას, არამედ თვით ბუნებასაც, რომელიც ერთგულად ცდილობს ყოველი სახეობის სიწმინდის შენარჩუნებას და არ იცნობს თვით ბეღურიდან მერცხლის სახეობისკენ განვითარებისა და გადასვლის ფაქტს. უცნობია მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის ფაქტები. სინამდვილეში ვხვდებით საპირისპირო ფაქტებს. მოვიყვანთ „ყურანიდან“ მუჰამედის მიერ გამოთქმულ ერთ აზრს: „ზოგიერთი ადამიანი ცოდვების გამო ღმერთმა მაიმუნად გადააქცია“.

ჩვენი დროებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანის მაიმუნად მორალური გარდაქმა-გადაქცევა.

ადამიანი, როდესაც რომელიმე დაბალ ვნებას ემონება, ვთქვათ, ისეთს, როგორიცაა თრობა, თავდაპირველად სასიამოვნო და სასიხარულო შეგრძნება უჩნდება, მაგრამ შემდეგ თანდათან უგუნურდება და სულელდება, ცხვარს ემსგავსება. ხოლო სმას თუ გააგრძელებს, თავის თავს უკვე ლომად წარმოიდგენს, მზვაობარი და ცოფიანი ხდება; რაც უფრო მეტს სვამს, სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაიმუნს - ხტუნავს, იმანჭება, ათასგვარ სისულელეს სჩადის, ხოლო ცნობიერების დაკარგვამდე უგონოდ მთვრალი უკვე ღორად „გადაიქცევა“ და ტალახში ღორივით გაწვება. განა ყოველდღიურად არ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს ცხვრებად, ლომებად და მაიმუნებად „გადაქცევას“? მაგრამ დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მაიმუნი, ადამიანივით ეაზროვნა. ამავე დროს, ზედმეტი იქნებოდა, შეგვენიშნა, - მან, ვინც მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის პროცესი წარმოგვიდგინა, თავისი შეცდომა უარყო და ღმრთის წინაშე მდაბლად მოინანია.

თეორეტიკოსები, რომელთათვისაც თავიანთი ტენდენციები ჭეშმარიტებაზე ძვირფასია, საკუთარი ჰიპოთეზის დასაცავად ცრუ მტკიცებებსაც კი მიმართავენ. როდესაც ამ ჰიპოთეზის უარმყოფელ ფაქტებს აწყდებიან, მაშინ აცხადებენ: „მით უარესი ფაქტებისთვის“. რადგან ისინი მოცემული თეორიის გამამართლებელ ფაქტებს ვერ პოულობენ, თავადვე „თხზავენ“ ფაქტებს. ცნობილია ჰეკელის სახელთან დაკავშირებული „სამი კლიშეს“ თეორია. ევოლუციური თეორიის გამართლების მიზნით (რომლის მიხედვით, ადამიანი, მაიმუნი და ძაღლი ერთნაირი ჩანასახიდან ვითარდება), თავის ანთროპოლოგიაში დაბეჭდა ამ ჩანასახთა სამი ნეგატივი. სამივე სინამდვილეში ერთი ნეგატივის პროდუქტები აღმოჩნდა. ისინი ჰეკელმა ისე დაბეჭდა, რომ ნეგატივები მისი ჰიპოთეზისათვის არასასურველი დეტალებისაგან გაწმინდა. პირველად ნაყალბევი ცნობილმა ემბრიოლოგმა გისმა შენიშნა, რაც შემდეგ თვით ჰეკელმაც აღიარა, თავი კი იმ „არგუმენტით“ იმართლა, რომ ჩემი ვარაუდის ჭეშმარიტებაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებულიო. ამ ნაყალბევის გამო ენერგიული პროტესტი გამოხადა 50 მეცნიერმა, მათ შორის, რუსმა მეცნიერმა ხვოლსონმა, რომელმაც დაწერა ბროშურა „კოშუტის მეთერთმეტე მცნება“ (ეს მცნება შეგვაგონებს: „ნუ წერ იმის შესახებ, რაც არ იცი“).

მეორე „მტკიცება“ ეყრდნობა 1891 წელს მეცნიერ ლობუას მიერ კუნძულ იავაზე ნაპოვნ ძვლებს (თავის ქალის ნაწილი, სამი კბილი და ბარძაყის ძვალი), რომლებიც თითქოსდა ადამიანსა და მაიმუნს შორის გარდამავალ რგოლს წარმოადგენენ.

ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებლად მიაჩნია ცნობილ ანატომს, ვირხოვს. მას იმაშიც კი ეპარება ეჭვი, ეს ძვლები, რომლებიც ერთმანეთისგან 16 მეტრის დაშორებით იპოვნეს, საერთოდ ერთი და იმავე ორგანიზმის კუთვნილებას წარმოადგენდეს. ვირხოვმა ამხილა და კრიტიკულად გაანალიზა პრუსიაში ნეანდერტალის ველზე 1856 წელს აღმოჩენილი „ნეანდერტალელის თავის ქალაც“, რომელიც პირველყოფილ ადამიანს მიეწერება, და დაასაბუთა (ბიბლიაში მითითებული ფაქტი), რომ ეს „სახეობები ფიქსირებულია“, ჩაკეტილია და დარვინის ამგვარი დაცვის ყოველგვარი მცდელობა იმ წყალწაღებულ კაცს მოგვაგონებს, ხავსს რომ ეჭიდება.

ვირხოვი ამბობდა: „ცდა, ეპოვნათ ცხოველისაგან ადამიანისაკენ გარდამავალი საფეხური, სრული წარუმატებლობით დასრულდა“. მისი დაკვირვებით, ადამიანისა და მაიმუნის ანატომია ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება (კიდურები, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ქალის ღრუში მოთავსებული თავის ტვინი და სხვა.)

საგულისხმოა, რომ თვითონ დარვინი საკუთარ თეორიას მხოლოდ ჰიპოთეზად მიიჩნევდა (იხ. „სახეობათა წარმოშობა“ და „ადამიანის წარმოშობა“). დარვინი თავის თხზულებებში მაიმუნსა და ადამიანს შორის არსებულ თვისობრივ განსხვავებაზე მიუთითებს, კერძოდ, დანაწევრებულ მეტყველებაზე, რომელიც მარტო ადამიანს ახასიათებს.

საგულისხმოა აგრეთვე დარვინის უბის წიგნაკში (1837 წ.) ნაპოვნი ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ მას თავისი თეორიით მეცნიერული გამოკველევებისათვის მხოლოდ გარკვეული მიმართულების მიცემა სურდა. ამგვარად, დარვინიზმი ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ იგი მეცნიერებას კი არ წარმოადგენს, არამედ შეხედულებას მეცნიერთა, რომლებიც მეცნიერულად დადგენილ და დასაბუთებულ ფაქტებს უპირისპირდება.


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
G_saxva
პოსტი Apr 28 2014, 09:10 AM
პოსტი #21


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
ამას ტელევიზორში მაქ ნაყურები დოკუმენტურ ფულმად ერთი წლის წინ smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 13 2014, 02:09 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მახსოვს , წლების წინ ,დიდი აჟიოტაჟი იყო ხალხში :
,,ეშმაკის ყუთი დაიდგა მეორედმოსვლის წინ და ახდა მამათა წინასწარმეტყველებაო !'' (საუბარი იყო ტელევიზორზე)
ყველას კარგად მოგეხსენებათ , რომ დღესდღეობით , მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა , პლაზმური,თხევადკრისტალური , პროექციული და 3D ტელევიზორებით სარგებლობს .
ხოდა , მე ვეკითხები ამ ,,ღრმადმორწმუნე მოსახლეობას'' , იმ წინასწარმეტყველებებში , მხოლოდ ყუთი იყო ნახსენები თუ ფირფიტაც?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 13 2014, 02:47 PM
პოსტი #23


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ეგრე იყო გურამ ტელეფონებიც კომპიუტერებიც თავის დროზე მანქანები და ეტლები, ყოველი სიახლე ეშმაკის მოგონილია biggrin.gif
პ.ს ეს "ეშმაკი" რა ეშმაკია არა?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 18 2014, 11:05 PM
პოსტი #24


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მითი ახალშობილებში ჩიპების ჩაყენების შესახებ მცდარია

ევროკავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც მსოფლიოს არცერთ სხვა სახელმწიფოში, ახალშობილთათვის კანქვეშ ე.წ. ჩიპების ჩადგმა არ იგეგმება. ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები ან მისი რომელიმე წევრი ქვეყნის კანონმდებლობა და სახელმწიფო პროგრამები არ შეიცავს რაიმე მითითებას ამ საკითხზე. უფრო მეტიც, არც ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში და არც ევროპული ქვეყნების შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიკროჩიპების ახალშობილებში ან ზრდასრულ ადამიანებში გამოყენების საკითხი არ წამოჭრილა.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიკროჩიპების ჩადგმა ნამდვილად სავალდებულოა ოღონდ არა ადამიანებში, არამედ შინაური ცხოველების გარკვეულ სახეობებში. ამგვარი მიკროჩიპი მრავალნიშნა კოდს შეიცავს, რომლის წაკითხვა სპეციალური სკანერით შეიძლება. მიკროჩიპები ნემსის საშუალებით თავსდება ცხოველის სხეულში, ხოლო კოდის მეშვეობით ხდება დაკარგული ცხოველის პატრონის იდენტიფიცირება და საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

ევროკავშირის წესებით, ე.წ. „დაჩიპვა" სავალდებულოა არაწევრი ქვეყნებიდან შინაური ცხოველების ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის. მიკროჩიპზე დატანილი კოდით ხორციელდება კონკრეტული ცხოველის დაკავშირება მის ვეტერინარულ პასპორტთან და ვაქცინაციის შესაბამისობის დადგენა. მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიკროჩიპები GPS ტექნოლოგიას შეიცავს და მათი მატარებლის ადგილსამყოფელის დადგენის საშუალებას იძლევა.
ამდენად, ცნობა ახალშობილებში მიკროჩიპების ჩადგმის შესახებ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის გადაადგილების გაკონტროლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მთლიანად შეთხზულია. არცერთი სანდო საინფორმაციო საშულებით მსგავსი ცნობის გავრცელება არ მომხდარა, ხოლო არცერთ სერიოზულ კვლევას ასეთი ტექნოლოგიის არსებობა არ დაუადასტურებია.

მცდარი ინფორმაციის ძირითადი წყარო სხვადასხვა ვებ-პორტალებია. მათი ნაწილი სატირული ჟანრის სტატიებს აქვეყნებს და ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უსაფუძლო ეჭვების გაშარჟებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ამერიკული Nationalreport.net პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას უაიომინგის შტატის პატარა ქალაქ ჰანაში სავალდებულო „დაჩიპვის" პილოტური პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. მიუხედევად იმისა, რომ ელექტრონული გამოცემა პირდაპირ ურჩევს მკითხველს, სერიოზულად არ აღიქვან მისი სტატიები, ჰანას ხელმძღვანელობას პერიოდულად უწევს აღშფოთებული მოქალაქეების ზარებთან გამკლავება.

ამავდროულად, ინტერნეტში მოქმედებს საკმაოდ დიდი სადეზინფორმაციო ქსელი, რომელიც შეთქმულების თეორიების მოყვარულ მკითხველზე მუშაობს და მცდარ ინფორმაციას შეგნებულად ასაღებს რეალობად. ამ ქსელის მეშვეობით ადამიანებში ჩიპების ჩადგმაზე გავრცელებული ცნობები, ჩვეულებრივ, ერთმანეთის მსგავსია. მეტი დამაჯერებლობისთვის მათ სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევის, მაგალითად, ორგანიზმში გლუკოზის დონის დამდგენი კანქვეშა მოწყობილობის, ამსახველი ფოტოები ახლავს თან. ინფორმაცია 2014 წლის მაისიდან ევროკავშირში ახალშობილთა სავალდებულო „დაჩიპვის" პროგრამის დაწყების თაობაზე სწორედ ამ გზით გავრცელდა.

მითის წყარო:

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 მარტი

ნინო რატიშვილი, წამყვანი: „თუ არ ვცდები, 2014-15 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის აუცილებელი იქნება და არა დავუშვათ ვიღაცის სურვილზე, ჩიპების ჩადგმა ადამიანებში, დაწყებული ჩვილი ბავშვებიდან დამთავრებული ნებისმიერი მოქალაქით... არიან ადამიანები, რომლებიც ამას ჯერ ნებაყოფლობით აკეთებენ დასავლეთში..."
http://www.myvideo.ge/?video_id=2288171

პირველი, 26 თებერვალი და geworld.ge, 28 თებერვალი

იტალიური გამოცემა ,,Corrire di Roma’’ -ზე დაყრდნობით, სააგენტო პირველი და ინტერნეტ-პორტალი geworld.ge ავრცელებენ ინფრომაციას, თითქოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველა ახალშობილისთვის კანქვეშ მიკრო-ჩიპის ჩაყენება სავალდებულო ხდება. აღნიშნული ინფორმაცია არ არის გამყარებლი ევროკავშირის მიერ გამოცემული შესაბამისი რეგულაციით, რომელიც დამაჯერებლობას მისცემდა გავრცელებულ ცნობებს.

http://pia.ge/show_news.php?id=5598&lang=geo
http://geworld.net/ViewGE.php?G=7988&lang=ge

http://www.eurocommunicator.ge/geo/view_myth/5


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლოგიკⒶ
პოსტი Aug 30 2014, 12:13 AM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 29-August 14
წევრი № 13,805



ჰმმ... მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რელიგიას? huh.gif

მაგალითად მეცნიერების ათზე მეტი სფერო რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ევოლუციის აღიარებასთან? ბიბლიაში მემგონი არაფერია ნათქვამი იმაზე რომ ღმერთმა ბაქტერია შექმნა და მერე მაქედან განვითარდა ყველაფერიო

შეგვიძლია გეოლოგიაც ვთქვათ ვინაიდან წარღვნის არანაირი ფაქტი არაა აღმოჩენილი გეოლოგების მიერ

შეგვიძლია ბარემ ასტრონომიაც მივამატოთ აშკარად ბიბლიის მიხედვით ჯერ დედამიწა და მცენარეები შეიქმნა ხოლო შემდეგ 2 დიდი მნათობი და ბოლოს დანარჩენი პატარა ვარსკვლავები

ისტორიაც არ დაგვავიწყდეს ეგვიპტიდან მონების მასიური გაქცევა და 40 წელი უდაბნოში ხეტიალი არცერთ ისტორიულ დოკუმენტში არაა (ასევე სხვა მოვლენებიც რაც ბიბლიაშია აღწერილი)


პრინციპში ფსიქოლოგიის დაწერაც შეიძლება თუმცა ეს სფერო პირდაპირ წინააღმდეგობაში არაა რელიგიასთან უბრალოდ მორწმუნეების რწმენის მიზეზს ხსნის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 30 2014, 12:39 AM
პოსტი #26


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ლოგიკⒶ
მე რომ მეცნიერები ჩამოვწერო ახლა და მათი მეცნიერული შეხედულებები (საერთოდ რომა რ ვახსენო რელიგია) , რომელიც ევოლუციის თეორიას ეწინააღმდეგება ,როგორ მოვიქცეთ ? ვთქვათ რომ მეცნიერება მეცნიერებას ეწინააღმდეგება ?

რაც შეეხება შენ მიერ მოტანილ - ,,გეოლოგიურ,ასტრონომიულ,ისტორ
ულ'' ,,არგუმენტებზე'' , ეგრე ზერელე თუ იცნობ , ყველა მაგ მეცნიერებას ,რომ ხსენებულ დასკვნებს აკეთებ, მაშინ ახლავე გვითხარი და პოლემიკა არც დავიწყოთ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლოგიკⒶ
პოსტი Aug 30 2014, 04:40 AM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 29-August 14
წევრი № 13,805



A.V.M
ინდივიდუალური პიროვნების შეხედულება არაფერს არ ნიშნავს მთავარია მტკიცებულება შენ თუ გაგაჩნია რომელიმე მეცნიერის მეცნიერული ნაშრომი სადაც ფაქტებზე დაყრდნობით ახსნილია რომ სახეობების ცვლილებით უამრავი ნამარხების აღმოჩენით დეენემის კვლევით და ათასი სხვა დაკვირვება სინამდვილეში ევოლუციაზე კი არ მეტყველებს არამედ ეს ყველაფერი რაღაც სხვა მიზეზებითაა წარმოშობილი მაშინ დიდი სიამოვნებით გავეცნობი ასეთ ნაშრომს შეგიძლია წარმოადგინო


ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა გეოლოგიაზე ასტრონომიაზე და ისტორიაზე თუმცა ისტორია ყველაზე ნაკლებად ზუსტი მეცნიერებაა სხვებთან შედარებით და შესაძლებელია ისტორიაში არ მოიძიოს რეალურად მომხდარი მოვლენები (თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ ებრაელი მონების ასეთ მაშტაბურ გაქცევაზე და თან ამ გაქცევის პერიოდში თანმხლები ასეთი მაშტაბური სასწაულების ფონზე ისტორიაში ერთი პატარა ჩანაწერი მაინც არ ყოფილიყო)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 30 2014, 11:57 AM
პოსტი #28


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ლოგიკⒶ
გავიგეთ რომ შენ არ გჯერა მაგის , არცაა პრობლემა , მაგრამ თუ გინდა რომ პოლემიკის რეჟიმში ვიკონტაქტოთ , რაიმე კონკრეტული აირჩიე .

რაც შეეხება მონების გაქცევას და ზოგადად , ეგვიპტეში ყოფას ებრაელებისას.
ეგფვიპტეში , ჰიქსოსების დინასტიაზე , რომელი ნაშრომები გაქვს დამუშავებული?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლოგიკⒶ
პოსტი Dec 17 2014, 06:17 PM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 29-August 14
წევრი № 13,805



A.V.M
მე პირადად არ დამიმუშავებია ნაშრომები თუმცა ვისაც დაუმუშავებია იმათგან ვიცი რომ ისტორიაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს და პირადად მეც არ შემხვედრია ასეთი რამ

კონკრეტულ საკითხს რაც შეეხება ჩემთვის სულერთია შენ აირჩიე რომელიც გინდა... მაგალითად ბიბლიაში აღწერილ მოვლენებს ყველაზე მეტად რომელი მეცნიერება ამყარებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2015, 10:58 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერება უპასუხებს კითხვას "რატომ" და "როგორ", ხოლო რელიგიურად მოაზროვნისათვის მთავარი კითხვაა - "რისთვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2015, 10:28 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად თანამედროვე მეცნიერება წარმოიქმნა, როგორც ერთგვარი მცდელობა, სამყარო წაკითხულიყო, როგორც გარკვეული წიგნი ღმერთის შესახებ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2016, 10:24 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ან მოსე ისეთივე ღრმა მეცნიერულ ცოდნას ფლობდა, როგორსაც - ჩვენი საუკუნე, ანდა იგი შთაგონებული იყო ზემოდან".

/ფრანგი ფიზიკოსი ბიასი (1774-1861)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2016, 10:46 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რელიგია იმიტომ ამოძრავებს მეცნიერებას, რომ რელიგიურ გამოცდილებაში ჩვენ კონტაქტს ვამყარებთ მარადიულ გონთან, სამყაროს ხმასთან. ვისაც უყვარს ღმერთი, მიცემული აქვს ცოდნა მის მიერ (1 კორ. 8,3). იქნებ ამიტომაც არიან დიდ აღმოჩენათა და გამოგონებათა ერთი ნაწილის ავტორები ის პირები, რომლებიც ერთდროულად დიდი მეცნიერებიც იყვნენ და დიდი ქრისტიანებიც.

გავიხსენოთ ბერი გუტენბერგი, რომელიც უდიდესი სურვილით იწვოდა, რადაც უნდა დაჯდომოდა ბიბლიის მასობრივად გასავრცელებლად უფრო ფართო საშუალებისათვის მიეკვლია (მის მიერ დაბეჭდილი პირველი წიგნი სწორედ ბიბლია გახლდათ).

გავიხსენოთ ნიუტონიც, რომელსაც იშვიათი უნარი გააჩნდა, კეთილკრძალულებით მიეყურადებინა ბუნების პროცესებისათვის იქ, სადაც სხვები ხიდან ვაშლის ჩვეულებრივ ჩამოვარდნას ხედავდნენ მხოლოდ“.

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2016, 12:48 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისევე, როგორც რელიგია, მეცნიერებაც ჭეშმარიტებას ეძებს და ღმერთის აღიარებამდე მიდის. ოღონდ რელიგია ღმერთს დასაწყისში ადიდებს, ხოლო მეცნიერება ყველა თვალსაზრისის ბოლოს".

/მაქს კლანკი, გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2016, 02:34 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერება ეს ის კიბეა, რომელიც ყველა ჩვენგანს ჭეშმარიტებისაკენ გვწინამძღვრობს. ეკლესიის მამები მას სარწმუნოების მხევლადაც კი მოიხსენებენ".

/დეკ. გიორგი შაშვიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2016, 07:21 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2016, 09:22 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორ შეიძლება ერთობაში იყოს ეკლესია მეცნიერების ისეთ დარგთან, რომელიც ამტკიცებს, რომ დედამიწა 500 მილიონი წლის წინ შეიქმნა, მაშინ როცა ბიბლიის მიხედვით ჩვენი პლანეტა სულ რაღაც 7605 წელს ითვლის?!"

/დეკ. გიორგი დორეული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2016, 01:21 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეცნიერებას, რომელიც თავისი არსით და იდეოლოგიით არ ეწინააღმდეგება ჩვენს უმთავრეს წიგნს - სახარებას, ეკლესია არ უარყოფს".

/დეკ. გიორგი დორეული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2016, 08:38 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - ანუ ღმერთი ზღვარს უდებს ადამიანის შესაძლებლობებს დასამდაბლებლად, ყოვლისშემძლე მხოლოდ უზენაესია!

- სრული სიმართლეა! სწორედ ბრძანეთ, ფაქტობრივად მეცნიერება არის ღმერთის მიერ შექმნილი კანონების აღმოჩენა და გამოყენება, მეტი არაფერი".

/მეცნიერი ნოდარ კეკელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2016, 09:38 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,044
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილია, როცა მეცნიერება არ ექვემდებარება ღმერთს, ის აღვირახსნილი ხდება. ფიზიკაში ასეთი აღვირახსნილობის მაგალითია ატომური ბომბი, მედიცინაში - აბორტი, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, კლონირება და სხვა, ბიოლოგიაში - გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნა, არქეოლოგიაში - ნახშირბადის დაშლის სიჩქარით ქრონოლოგიის დადგენა და ა.შ. საჭიროა ლაგამი, ზღვარი, რომელსაც ეკლესია და მისი კურთხევა იძლევა. მის გარეშე ადამიანი უგზო-უკვლოდ მიექანება და ბოლოს სადმე გადაიჩეხება კიდეც".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 08:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი