IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ლიტურგიკული კრებული
მარიამი
პოსტი Nov 13 2007, 05:17 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ვინც მედავითნეობაზე დადის, იმათ დააინტერესებთ, სხვებს - არ ვიცი smile.gif

ღამისთევის მსახურება (ლოცვა)

ა) დიდი მწუხრი

ღამისთევის ლოცვა დაიწყება 23 ან 24 სთ-ზე.
შევლენ რა საკურთხეველში, მღვდელი და დიაკონი შეიმოსებიან:
მღვდელი - ოლარით, (სამკლაურებით) და ფილონით;
დიაკონი - გინგილათი (ორარით), (სამკლაურებით) და სტიქარით.
დიაკონი გახსნის კრეტსაბმელს, აღსავლის კარს და მიიღებს მნათესაგან სანთელს.
მღვდელი მიიღებს რა საცეცხლურს, თვითონ ჩადებს მასში საკმეველს და ამბობს ლოცვას „სასაკმევლისასა“ საიდუმლოდ: „საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა, და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა“.
მღვდელი დიაკონთან ერთად აკმევს წმიდა ტრაპეზს ოთხივე მხრიდან და მთლიანად საკურთხეველს.
დიაკონი აღსავლის კარიდან გამოვა ამბიონზე და მხედველი დასავლეთისაკენ ამბობს ხმამაღლა:
- „აღსდეგინ“.
შემდეგ მოტრიალდება აღმოსავლეთით და იტყვის:
- „მეუფეო გვაკურთხენ“.
და შედის აღსავლის კარით საკურთხეველში.
მღვდელი საცეცხლურით გამოსახავს ჯვრის სახეს წმიდა ტრაპეზის წინ და იტყვის ასამაღლებელს: „დიდება წმიდასა და თანაარსსა, და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
- „მოვედით, თაყვანის-ვჰსცეთ“ – 3-ჯერ, „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ მას“.
- „აკურთხევს სული ჩემი უფალსა...“ – 103-ე ფსალმუნი.
მღვდელი და დიაკონი გამოდიან აღსავლის კარით და აკმევენ კანკელს, მთელ ტაძარს და მრევლს.
კმევის დასრულების შემდეგ აღსავლის კარი იხურება.
ხოლო როდესაც გუნდი იწყებს გალობას: „დიდება, აწდა... დიდება შენდა უფალო... ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“, მღვდელი თავმოხდილი ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ საიდუმლოდ კითხულობს მწუხრის შვიდ ლოცვას კონდაკიდან (იხ. Типикон си есть Устав, თავი მე-2 და კონდაკი, გვ. 6).

შენიშვნა: თანამედროვე პრაქტიკაში ვინაიდან საგალობელი „აკურთხევს სული ჩემი უფალსა...“ თითქმის აღარ იგალობება ტიპიკონით მითითებულ ხმაზე (ანუ მე-8-ზე) და ხანგრძლივობით არის მოკლე, დიდი კვერექსის დაწყებამდე ვეღარ ესწრება კმევასთან ერთად მწუხრის საიდუმლო ლოცვების კითხვა ამბიონზე, რის გამოც აღნიშნულ ლოცვებს მღვდელი კითხულობს საკურთხეველში (დიდი კვერექსის დროს).

დიაკონი: - დიდი კვერექსი: (1)
- „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა (სახელი), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღუდელოსა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და წმიდისა ამის ტაძრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - ყოველ მუხლზე პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.
მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
- „ნეტარ არს კაცი...“ – 1 კანონი.
დიაკონი: - მცირე კვერექსი:
- „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
- „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
- „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - პირველ ორ მუხლზე: „უფალო შეგვიწყალენ“.
- ბოლო მუხლზე: „შენ უფალო“.
მღვდელი: „ასამაღ.: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის შესაბამისად „ნეტარ არს კაცი“ – I კანონი იგალობება სამ დიდებად. თითოეული დიდების შემდეგ აღესრულება მცირე კვერექსი, რომლებზეც მღვდელი იტყვის შემდეგ ასამაღლებლებს:
I დიდების შემდეგ: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე…“
II დიდების შედეგ: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.
III დიდების შემდეგ: „რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“ (იხ. Типикон си есть Устав, თავი მე-2 და კონდაკი, გვ. 7).


გუნდი: - ამინ.
- „უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი...“
მედავითნე: - „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა...“ (ჟამნიდან).
- დასდებლები „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა 10 მუხლად: (2).
აღდგომისა - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან).
აღმოსავლური - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან).
წმიდისა - 3 მუხლი (თვენიდან).
„დიდება“ - წმიდისა (უკეთუ ჰქონდეს).
გუნდი: - „აწდა“ - ღვთისმშობლისა დოგმატიკონი (მიმდინარე ხმისა).

შენიშვნა: უკეთუ წმიდას „დიდება“ არა ჰქონდეს, მაშინ
გუნდი: - „დიდება, აწდა“ - ღვთისმშობლის დოგმატიკონი (მიმდინარე ხმისა).


დიაკონი: „აწდა“-ზე აღებს აღსავლის კარს და აღესრულება „შესვლა“ საცეცხლურით; საკურთხეველში დიაკონი მიიღებს რა საცეცხლურს, მივა მღვდელთან კურთხევისათვის მარჯვენა მხრიდან და ეტყვის: „აკურთხე მეუფეო საცეცხლური“. მიიღებს რა კურთხევას, მღვდელთან ერთად ემთხვევა წმიდა ტრაპეზის კიდეს და გამოდიან ჩრდილოეთ კარიდან. წინ მიუძღვით მნათე ანთებული სანთლით. მნათე დგება შუა ტაძარში ანალოღიის წინ. მღვდელი ჩერდება აღსავლის კარის წინ, ხოლო დიაკონი მის მარჯვნივ. უპყრია რა ორარი მარჯვენა ხელით, დიაკონი დაბალ ხმაზე მიმართავს მღვდელს: „უფლისა მიმართ ვილოცოთ“. მღვდელი ამბობს საიდუმლო ლოცვას: „მწუხრი, დილეულ და სამხრად...“ შემდგომად ლოცვისა მღვდელი მოიდრეკს ქედს, ხოლო დიაკონი უჩვენებს რა ორარი აღმოსავლეთისკენ, ეტყვის მღვდელს: „აკურთხე მეუფეო, წმიდა შესავალი“. მღვდელი აკურთხევს ჯვრის სახედ აღმოსავლეთით „კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთათა, უფალო“. დიაკონი ჩუმად იტყვის: „ამინ“ და უკმევს მღვდელს.
დიაკონი შემდგომად დოგმატიკონის გალობისა, დადგება მღვდლის წინ აღსავლის კართან და გამოსახავს რა საცეცხლურით ჯვარს, ხმამაღლა იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“.
გუნდი: - „იწყებს გალობას: „ნათელი მხიარული“.
დიაკონი შევა რა საკურთხეველში აღსავლის კარით, აკმევს წმიდა ტრაპეზს და მაღალ დასაჯდომელს. მღვდელი ჰყოფს თაყვანისცემას აღმოსავლეთით, მივა აღსავლის კართან, ემთხვევა წმიდა ხატებს, მოტრიალდება, აკურთხევს მნათეს და შევა საკურთხეველში. მოიდრეკს ქედს, ემთხვევა წმიდა ტრაპეზს და დადგება მაღალ დასაჯდომელთან მხედველი დასავლეთისაკენ. დიაკონი დადგება მის გვერდით.
დიაკონი: - მოხედენ.
მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
დიაკონი: - სიბრძნით, მოხედენ.
- წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმა მე-6: „უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა“.
გუნდი: - გაიმეორებს წარდგომას მე-6 ხმაზე.
დიაკონი: იტყვის წარდგომის მუხლებს.
გუნდი: - თითოეულ მუხლზე გალობს წარდგომას.
დიაკონი: - იტყვის წარდგომის ნახევარს: „უფალი სუფევს“.
გუნდი: - დააბოლოებს: „შვენიერება შეიმოსა“.
აღსავლის კარი იხურება.

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონით დღის წარდგომას ამბობს მედავითნე შუა ტაძარში ანალოღიასთან (წინასწარ აიღებს რა კურთხევას მღვდლისგან). აღსავლის კარი ამ დროს დახურულია.

დიაკონი: - მრჩობლი კვერექსი.
- „ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ“.
- „უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ“.
- „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ“.
- „მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის“.
- „მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა (სახელი) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის“.
- „მერმეცა გევედრებით, სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა, და ყოველთა პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“.
- „მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა“.
- „მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა“.
გუნდი: „პირველ ორ მუხლზე: „უფალო შეგვიწყალენ“ – 1 გზის.
დანარჩენებზე: „უფალო შეგვიწყალენ“ – 3-გზის.
მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
მედავითნე: - „და ღირს მყვენ ჩვენ უფალო...“ (ჟამნიდან).
დიაკონი: - თხოვნითი კვერექსი:
- „აღვუსრულოთ სამწუხრო ვედრებაი ჩვენი უფალსა“.
- „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
- „მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
- „ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
- „შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
- „კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშვიდობაი სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
- „შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
- „ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ“.
- „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - პირველ 2 მუხლზე: „უფალო შეგვიწყალენ“.
დანარჩენებზე: „მოგვმადლენ უფალო“.
ბოლო მუხლზე: „შენ უფალო“.
მღვდელი: ასამაღ.: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: - და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: - თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მღვდელი: - საიდუმლოდ კითხულობს თავმოდრეკის ლოცვას: „უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მოჰსდრიკენ ცანი...“
ერთა მოიდრიკონ თავი.
გუნდი: - შენ უფალო (გრძლად).
მღვდელი: - ასამაღ.: „იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა, კურთხეულ და დიდებულ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

შენიშვნა: I. საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნათა შესაბამისად (იხ. Типикон си есть Устав, თავი მე-2) ლ ი ტ ი ა ღამისთევის ლოცვის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. ძველად ლ ი ტ ი ა და პ უ რ ი ს კ უ რ თ ხ ე ვ ა ყოველი კვირის ღამისთევის მსახურებაზე აღესრულებოდა, თუნდაც იმ დღეს „მცირე წმიდის“ ხსენებაც რომ ყოფილიყო.
თანამედროვე ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრდა წესი ლიტიის მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე შესრულებისა (მხედველობაში გვაქვს დიდ წმიდათა ხსენება და დღესასწაულები, რომლებსაც „ღამისთევის“ მსახურება შეესაბამებათ). ამდენად, კვირის „ღამისთევის“ მსახურება (ანუ შვიდეულის ციკლის მსახურება), არ არის განმსაზღვრელი ლიტიის შესრულებისა, არამედ მას განსაზღვრავს კვირას თუ შვიდეულის სხვა დღეებში დამთხვეული დიდი წმიდანის ან დღესასწაულის მსახურება (ანუ წლიური ციკლის მსახურებები), რომელთაც „ღამისთევის“ ლოცვა შეესაბამებათ.
აქვე გვინდა ლიტიასთან დაკავშირებით დავაზუსტოთ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკითხიც:
ლიტია (ანუ გაძლიერებული ლოცვა) მწუხრის ჟამნის დამოუკიდებელ მსახურებას წარმოადგენს. მისი შესრულების შემდეგ თითქმის ყოველთვის აღესრულება (შუა ტაძარში) ხუთი პურის კურთხევა. აღნიშნული ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს პურის კურთხევა ლიტიის შემადგენელი ნაწილი იყოს. ბოლო ლოცვა, რომელიც ლიტიაზე აღესრულება, არის: „მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე...“, რომელიც მის ჩამოლოცვას წარმოადგენს (ასევე ჩამოილოცება დიდმარხვაში დიდი სერობის ჟამნიც). ლიტიის ჩამოლოცვას მოსდევს: „სტიქარონსა-ზედა“ დასდებლებისა და სხვა საგალობელთა შესრულება, რომელთა შემდეგაც იკურთხება ხუთი პური.
შევნიშნავთ, რომ პურის კურთხევას ყოველთვის წინ უძღვის ლიტია, ხოლო ლიტიის ლოცვა არ არის განმსაზღვრელი პურის კურთხევისა. უფრო მეტიც, საეკლესიო ტიბიკონი ლიტიის ლოცვას მიუთითებს „სადიდებლიან“ – IV რანგის მსახურებაზეც (ანუ როცა არ აღესრულება „ღამისთევის“ ლოცვა). ასე მაგალითად, 9/V; 21/V; 6/X; 9/X; 18/X; 14/XI; 16/XI; 30/XI და სხვა დღეებში (იხ. С.В. Булгаков, გვ. 849). მითითებულ დღეებში „სადიდებლიან“ მსახურებაზე დიდი მწუხრი აღესრულება ცისკრის ჟამნისაგან დამოუკიდებლად, ანუ ჩამოილოცება რა მწუხრი, მას მოებმის სერობა, შუაღამიანი და შემდგომად მისსა - ცისკარი. ამასთან დიდ მწუხრზე არ იკურთხება ხუთი პური მიუხედავად იმისა, რომ აღსრულებული იყო ლიტია (იხ. К. Субботин, გვ. 56).
შეგახსენებთ, რომ „ღამისთევის“ ლოცვაზე პურის კურთხევით ეკლესია იხსენებს მაცხოვრის მიერ აღსრულებულ სასწაულს - ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებისა, და ქრისტიანულ ძველ წესს მორწმუნეთა მიერ პურის, ხორბლის, ღვინისა და ზეთის ეკლესიაში მიტანისა და მათი კურთხევისა, ხოლო „ღამისთევის“ ლოცვაზე ნაკურთხი პური განიტეხებოდა და ღვინოსთან ერთად ურიგდებოდათ მორწმუნეებს. საგულისხმოა აგრეთვე ზატიკის მითითება (გვ. 86): „-კვირიაკითგან წმიდისა თომასსა არა იქმნების პურთა განტეხა შემდგომად პურის კურთხევისა სიმოკლისათვის ღამისა“.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ლიტიასთან დაკავშირებით ვასკვნით:
1. კვირის „ღამისთევის“ მსახურებაზე:
ა) თუ აღესრულება ხსენება წმიდისა, რომელსაც შეესაბამება „ღამისთევის“ მსახურება, ჩატარდება ლიტია და იკურთხება ხუთი პური.
ბ) თუ აღესრულება ხსენება წმიდისა, რომელსაც შეესაბამება „სადიდებლიანი“ მსახურება და არა ლიტიის საკითხავები, აღესრულება ლიტია პურის კურთხევის გარეშე (ან იკურთხება პური, უკეთუ ენებოსა უპირატესს).
გ) თუ აღესრულება ხსენება „მცირე წმიდისა“, უკეთუ ენებოს უპირატესს, ჩაატაროს

(აქ ერთი სტრიქონი ვერ ამოვიკითხე, ცუდად ნაბეჭდი იყო და იქნებ ვინმემ მომაწოდოს)

2. კვირის შვიდეულის დღეებში:
ა) „ღამისთევის“ მსახურებაზე აღესრულება ლიტია პურის კურთხევით;
ბ) „სადიდებლიან“ მსახურებაზე თუ არის ლიტიის საკითხავები, აღესრულება ლიტია პურის კურთხევის გარეშე.
აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ საწინასწარმეტყველოს კითხვას განსაზღვრავს წლის ციკლის მსახურება (და არა შვიდეულის ციკლისა, მათ შორის კვირისა) „ღამისთევისა“ და „სადიდებლიანი“. ასე რომ, თუ კვირის „ღამისთევის“ მსახურებაზე აღესრულება ხსენება „მცირე წმიდისა“ და უპირატესს ენებოს ლიტიის ლოცვა და პურის კურთხევა, საწინასწარმეტყველო არ წაიკითხება.
II. თუ აღესრულება ლიტია, მღვდელი და დაიკონი საკურთხევლიდან ჩრდილოეთ კარიდან გამოდიან და დგებიან სტოაში. დიაკონი ლიტიის დასდებლების კითხვაში აკმევს სტოას და სტოაში განლაგებულ წმიდა ხატებს, მღვდელსა და მრევლს (აღსავლის კარი დახურულია).


მედავითნე: - „სტიქარონსა ზედა“ დასდებლები 4 - მუხლად პარაკლიტონიდან, რომელთა შორის ჩაერთვის 3 მუხლი ჟამნიდან:
1. „უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა. შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა“.
2. „და რამეთუ დაამყარა სოფელი რათა არა შეიძრას“.
3. „სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა“.
- „დიდება“ - წმიდისა (თვენიდან).
- „აწდა“ - ღვთისმშობლისა აღდგომისა, „დიდების“ ხმის მიხედვით (იძიეთ სადღესასწაულოს ბოლოში).
თუ წმიდას „დიდება“ არა აქვს, „დიდება, აწდა“ - ღვთისმშობლისა აღდგომისა მიმდინარე ხმისა.
- აწ განუტევე.
- „წმიდაო ღმერთო“, „ყოვლად-წმიდაო სამებაო“, „მამაო ჩვენო“.
მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
გუნდი: - ამინ.
- „ღვთისმშობელო ქალწულო...“ – 3-ჯერ.
- „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“ – 3-ჯერ.
მედავითნე: - „დიდება, აწდა“.
- 33-ე ფსალმუნის 11 მუხლი: „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა...“ ვიდრე სიტყვებამდე: „არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა“.

შენიშვნა: ღამისთევის ლოცვაზე მწუხრის ბოლოში არ ეგება აღსავლის კარის გაღება, არამედ 33-ე ფსალმუნის კითხვაში მღვდელი გამოდის ამბიონზე ჩრდილოეთ კარით, და შემდგომად 11 მუხლის დამთავრებისა, მხედველი დასავლეთით იტყვის (იხ. С.В. Булгаков, გვ. 853).

მღვდელი: - „კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
(შედის საკურთხეველში სამხრეთის კარით).



------------------------
(1) დიაკონი ამ კვერექსს კითხულობს ამბიონზე აღსავლის კარის წინ, ისე როგორც მღვდელი, თუ მსახურებაში არ მონაწილეობს დიაკონი.
(2) დასდებლების კითხვაში დიაკონი აკმევს საკურთხეველს, გამოდის ჩრდილოეთ კარით, აკმევს კანკელს, მთელ ტაძარს, მრევლს და შედის სამხრეთის კარით.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 13 2007, 06:19 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გაგრძელება იქნება smile.gif
ვინმე თუ დამეხმარება მედავითნეობის შემსწავლელი ჯგუფიდან, მადლობელი ვიქნები wink.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 14 2007, 12:36 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ნაბეჭდი სახით კარგი იქნებოდა laugh.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 14 2007, 11:20 AM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(ალექსანდრე @ Nov 14 2007, 01:36 AM) *

ნაბეჭდი სახით კარგი იქნებოდა laugh.gif

ამოგიბეჭდო? rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 03:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი