IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ფარდობითობის თეორია, ჩემი უსაყვარლესი თეორია
m16
პოსტი Dec 14 2007, 08:17 PM
პოსტი #1


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



რახან ამ განყოფილების სათაურია "მეცნიერება და განათლება"ფარდობითობის თეორია ზუსტად მეცნიერებას ეხება და თემაც ამიტომ გავხსენი....

მოკლედ ვინც იცის რამე,ოღონდ აქ მართლა არ გვინდა ოფები.
მე რაღაც წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მისი ჭეშმარიტი სახის დანახვა მინდაsmile.gif
ზოგადათ მიმოვიხილოთ ფარდობითობის თეორია,ძირითად ნაწილებს შევეხოთ თორემ დეტალებს თუ ჩავუღრმავდით ნადვილად გავფრინდებით...


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 14 2007, 09:42 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967




ძალიანაც დაკავებული ვარ, მაგრამ თუ მათემატიკასთან რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, დროს ყოველთვის გამოვნახავ ბავშვებო თქვენთვის! არ მესმის რატო გაგაბრაზათ ამ თემამ? ყოველთვის ყველაფერს წიგნიდან ვერ ისწავლი. ხანდახან საჭიროა ვინმეს კითხო და მარტივი ახსნილი მოისმინო. აკადემიური ენით ნაწერი წიგნები ჩემთვისაც რთულია, მითუმეტეს თქვენთვის.

ასე რომ ნურავის მოგერიდებათ კითხვის დასმა! ეს განყოფილებაც სწორედ კითხვებისთვისაა!
სადაც კითხვა ჩნდება, იქ პასუხის ძიებაც უფრო საინტერესო და მრავლისმომცემია.

თემა საინტერესოა. ვერ ვხედავ მისი დახურვის აუცილებლობას. ფორუმზე გვყავს ხალხი, ვისაც ერთი-ორი საიტერესო პოსტის დაწერა შეეძლება ამ საკითხზე და სიამოვნებით გავეცნობი.



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 19 2007, 08:17 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(m16 @ Dec 18 2007, 01:30 PM) *

დროისა და სივრცის დამოკიდებულება ფორუმილით,რა სახით მოიცემა?


პრაქტიკული კითხვებიდან აქ გადმოვიტანე შენი კითხვა, რამდენადაც გავიგე ამ თემას ეხება, თუ სხვანაირად ფიქრობდი,მაშინ იქ დაწერე ზუსტად რა გაინტერესებს.

ანუ სივრცედროის დამოკიდებულება შეიძლება ამ ფორმულით ვაჩვენოთ:

IPB-ს სურათი

c = სინათლის სიცქარე, 300 000 კმ/წმ (ფორმულაში უნდა გამოიყენო მ/წმ)
t = დროისკორდინატი, წამებში
ct-ს აქვს განზომილება მ (მეტრი) , რამეთუ სიჩქარისა და დროის ნამრავლია, ისევე როგორც სივრცული კოორდინატები: x, y , z უნდა ცასვა ფორმულაში მეტრებით (SI- სისტემა) .

პ.ს. ნოდარ, ალბათ გეცოდინება, რომ ფარდობითობის თეორიით ფიზიკაში შემოვიდა სივრცე-დროის "კოორდინატთა" ღერძი, ანუ "მეოთხე განზომილება".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 19 2007, 09:14 PM
პოსტი #4


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
ნოდარ, ალბათ გეცოდინება, რომ ფარდობითობის თეორიით ფიზიკაში შემოვიდა სივრცე-დროის "კოორდინატთა" ღერძი, ანუ "მეოთხე განზომილება".

მეოთხე განზომილება როგორც ვიცი თავად დროა ხო?

ამ ფორუმულიდან r რა არის?

ცე ტე კვადრატი რატომ აკლდება?

იქს კვადრატი,იგრეკ კვადრატი და ზეტ კვადრატი წარმოადგენს სივრცეს სადაც ტე მუდმივია.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლალი
პოსტი Dec 20 2007, 12:38 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 979
რეგისტრ.: 25-December 06
წევრი № 742



m16
ციტატა
ამ ფორუმულიდან r რა არის?

ოთხგანზომილებიანი სივრცის რადიუს-ვექტორი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 20 2007, 12:42 AM
პოსტი #6


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ადამიანი
unsure.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 20 2007, 12:29 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(m16 @ Dec 19 2007, 06:14 PM) *


ცე ტე კვადრატი რატომ აკლდება?

იქს კვადრატი,იგრეკ კვადრატი და ზეტ კვადრატი წარმოადგენს სივრცეს სადაც ტე მუდმივია.


ფარდობითობის თეორიის მიხედვით ნაწილაკის (ან სხეულის) "მდებარეობას" საზღვრავს დროითი კორდინატი t და სივრცული კოორდინატები (x,y,z), დროის კოორდინატი აქ "გამოიყენება" c სინათლის სიჩქარის ერთად ანუ ct ნამრავლად, რომ ქონდეს მას იგივე განზომილება რაც (x,y,z)-ს. ყველაფერი ამის ერთობლიობას გამოსახავს ე.წ. ოთხ-ვექტორი , რომლის "მოდულიც" ზედა ფორმულაში წერია.

აქ შემოდის ევკლიდეს სივრცეებისგან განსხვავებული სივრცეების ცნებები,მაგ. მინკოვსკის სივრცე და ა.შ., რისი აღწერაც აქ კომპლეკსურია და აზრი არ აქვს, შემოდის კიდევ მათემატიკური სიდიდე ტენზორი, რომელიც არის გეომეტრიული ობიექტი და "შედგენილია" სკალარული და ვექტორული სიდიდეების ერთობლიობისაგან. მაგალითად, 0 ხარისხის ტენზორი არის სკალარი და 1 (პირველი) ხარისხის ტენზორი არის ვექტორი ჩვეულებრივი.

მინუს ნიშანი ზედა სივრცე-დროის ფორმულაში იმის შედეგია, უფრო რომ გაიგო ასე ვიტყვი დაახლოებით: ის r ვექტორი წარმოიდგინე რომ დააპროექციო x,y,z და ct ღერზებზე, როდის არის მინუს ნიშანი? როცა ღერძის მიმართულების საწინააღმდეგოდაა მიმართული ხომ? ალბათ გაიგე, აქ ვერ დავხაზავ რომ თუნდაც სიბრტყის შემთხვევაში ვაჩვენო. ეს პრიმიტული განმარტება, საკითხი უფრო რთულია, შემოდის სხვადასხვაგვარი გარდაქმნები, ერთერთი ცნობილი კი ლორენცის გარდაქმნებია, ასევე გამოიყენება ზემოთ ხსენებული ტენზორული აღრიცხვა და ასევე მატრიცებიც მრავლობენ.

მოკლედ, ამ თეორიის მიხედვით, სივრცულ და დროით კოორდინატებს მუდამ აქვთ განსხვავებული ნიშანი. მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, როდესაც შავ ხვრელებთან გვაქვს "საქმე", ამ დროს მატრიცის ნიშანი იცვლება და შესაბამისად დრო და სივრცე იცვლიან ნიშნებს, რაც სხვა არაფერი თუ არა იმის წარმოდგენა , რომ ისინი მათ მნიშვნელობას, არსს " უცვლიან ადგილებს ".

მარტივად სათქმელია ასეც : რაც სწრაფად მოძრაობს სისტემა, მასში დრო უფრო ნელა გადის, ანუ ე.წ. ტყუპების პარადოქსი, წარმოიდგინე ორი ტყუპი, ერთი დედამიწაზე დარჩეს, მეორე კი რაკეტით დიდი სიჩქარით გააფრინონ ."მიწიერი დროის " მიხედვით ვთქვათ 20 წლის მერე რომ დაბრუნდეს გაფრენილი ტყუპი დედამიწაზე, ის უფრო ახალგაზრდა იქნება,ვიდრე მიწაზე დარჩენილი.

საიდან გაგახსენდა შენაც ეს ფარდობითობის თეორიაც შე კაცო biggrin.gif ბოლოში თვით აინშტაინიც ვეღარ და აღარ უგებდა მაგას.

მე არ მაქვს პედაგოგიური ნიჭი ნოდარიკო smile.gif ამ საკითხში ეგება უფრო D.P , ზაზა ან სხვები უკეთ დაგეხმარებიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 20 2007, 02:47 PM
პოსტი #8


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
მე არ მაქვს პედაგოგიური ნიჭი ნოდარიკო ამ საკითხში

არა ყველაფერი გავიგე დიდი მადლობა wub.gif შენ biggrin.gif:D:D



--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 24 2007, 01:30 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



m16


დიდი დრო არ მაქვს და შევეცდები მოკლედ გითხრა:

განვიხილოთ ერთი სივრცითი განზომილება X და დრო T
მაშინ მაგ დროში სინათლე გაივლის მანძილს X=CT, ანუ სინათლისთვის X^2-(CT)^2=0, მოდი ამ ნულს დავარქვათ S^2(=0), ანუ ზოგადად X^2-(CT)^2= S^2, ხოლო სინათლისთვის ის გამოსახულება უდრის ნულს - ეს არის მინუსის ასე ვთქვათ შემოტანის მიზეზი. გეომეტრიული შინაარსი კი ის არის, რომ ის 4 განზომილებიანი ზეაპირი არ არის ე.წ. ევკლიდის ზედაპირი, ანუ ზედაპირი, სადაც ევკლიდის გეომეტრიაა ძალაში.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 06:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი