ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში |
N. R. |
Nov 29 2007, 04:17 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
თქვენი აქრით რა მიზეზებია რომ რაიონებში განსაკუთრებულად ცუდად გვაქვს ამ მხრივ საქმე?
რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ ვინმეს ან ხომ არ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორებისათვის ზრუნვა? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Nanio |
Nov 29 2007, 11:58 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
N. R.
ციტატა რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ ვინმეს ან ხომ არ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორებისათვის ზრუნვა? პირველ რიგში თბილისში უნდა შეწყდეს ტაძრებში სიონური გალობა და 6 ხმიანი საგალობლები. რაიონები თბილისს ბაძავენ. აქ რომ გამოსწორდება ვითარება იქაც გამოსწორდება -------------------- მეკენდარია? |
yipiani gio |
Nov 29 2007, 09:08 PM
პოსტი
#3
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
კანონისტი
მართალი ხარ ეგ გალობა მეც მაქ მოსმენილი. N. R. ჩემი აზრით ძალიან ცუდი მდგომარეობაა.და როგორც ქარცივაძემ თქვა მართლაც ჯერ თბილისში უნდა აღმოიფხვრას არაკანონიკური გალობა და მერე სხვაგან.ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი ისაა რომ სამრევლო სკოლიდან რამოდენიმე ადამიანი უნდა წავიდეს(რათქმაუნდა გამოცდილები) ამა თუ იმ რაიონში და იქ ასწავლონ გალობა .თუნდაც პირველ რიგში თAვიანთ ან გვერძე სოფლებში,როცა ზაფხულში მაინც ჩავლენ იქ.უმარტივეს საგალობლებს 1 კაციც კი ამეცადინებს და მგონი წელიწადში 3 ან 2 თვეც კი იმის საფუძველს მოგვცემს რო შემდეგ სერიოზული მუშაობა დავიწყოთ მათზე. -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
Didgoreli |
Nov 29 2007, 09:42 PM
პოსტი
#4
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
მიმაჩნია რომ ამ ყოველივეს გამოსწორებისთვის საჭიროაა ქართული გალობის ცენტრისგან გამოყოფილ იქნას რამდენიმე ამ საქმეში კარგად გაცნობიერებული ადამიანი და შემოწმებული იქნას სხვადასხვა კუთხეებში შესრულებული საგალობლების ვარგისიანობა , სისწორე და ა.შ. უნდა მოხდეს ყველას კუთხისა თუ ქალაქის , ყველა დიდი ტაძრის დათვალიერება და იქ აღსრულებული გალობის რაიმე საშუალებით ჩაწერა!!! შემდეგ უნდა მოხდეს ამ ჩანაწერების განხილვა ქართული გალობის მცოდნეების მიერ და უნდა გადაწყდეს გალობენ თუ არა სწორად !!! შემდეგ დაიბარონ იმ ტაძრის რეგენტები რომელთა გუნდების გალობაც არ ჯდება კანონიკის ფარგლებში და მისცენ მათ შესაბამისი მითითებები . ამ მითითებების არ შესრულების შემთხვევაში მათ უნდა აეკრძალოთ რეგენტობა !!! ამ ყოველივეს საქმის კურსში უნდა იყვნენ იმ ეპარქიის მეუფეები და თვალყური ადევნონ მათი ეპარქიის ტაძრების რეგენტებზე დაკისრებული დავალების შესრულების ხარისხს !!!
-------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
ზარნაშო |
Nov 30 2007, 07:53 PM
პოსტი
#5
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
თქვენი აქრით რა მიზეზებია რაიონებში რომ ცუდად გვაქვს ამ მხრივ საქმე? რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ ვინმეს ან ხომ არ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორებისათვის ზრუნვა? პრინციპში, განსაკუთრებული რა გეგმა უნდა, უბრალოდ კადრების და ყურადღების ნაკლებობაა. მიმაჩნია რომ ამ ყოველივეს გამოსწორებისთვის საჭიროაა ქართული გალობის ცენტრისგან გამოყოფილ იქნას რამდენიმე ამ საქმეში კარგად გაცნობიერებული ადამიანი და შემოწმებული იქნას სხვადასხვა კუთხეებში შესრულებული საგალობლების ვარგისიანობა , სისწორე და ა.შ. უნდა მოხდეს ყველას კუთხისა თუ ქალაქის , ყველა დიდი ტაძრის დათვალიერება და იქ აღსრულებული გალობის რაიმე საშუალებით ჩაწერა!!! შემდეგ უნდა მოხდეს ამ ჩანაწერების განხილვა ქართული გალობის მცოდნეების მიერ და უნდა გადაწყდეს გალობენ თუ არა სწორად !!! შემდეგ დაიბარონ იმ ტაძრის რეგენტები რომელთა გუნდების გალობაც არ ჯდება კანონიკის ფარგლებში და მისცენ მათ შესაბამისი მითითებები . ამ მითითებების არ შესრულების შემთხვევაში მათ უნდა აეკრძალოთ რეგენტობა !!! ამ ყოველივეს საქმის კურსში უნდა იყვნენ იმ ეპარქიის მეუფეები და თვალყური ადევნონ მათი ეპარქიის ტაძრების რეგენტებზე დაკისრებული დავალების შესრულების ხარისხს !!! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
ზარნაშო |
Jan 11 2008, 01:28 PM
პოსტი
#6
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ამასწინეებზე სიონის სამრევლო სკოლაში ათიოდე ყმაწვილი ვიყავით შეკრებილი. მოულოდნელად ჩვენთან ჯამბაკური ამოვიდა და ორი საგნის შესახებ გვესაუბრა. ერთი მათგანის შესახებ თემის გახსნას თვითონ დაგვპირდა, ასე რომ მე გავჩერდები. მეორე კი ის იყო, რომ ქართული გალობა, საბჭოთა პერიოდის შემდეგ აყვავების გზაზეა,მაგრამ მიუხედავად იმისა მაინც ცუდ დღეშია. გვითხრა, რომ მოგვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, თუ რა მოეთხოვებოდა მგალობელს ადრე, რათა შევძლოთ დღევანდელ მგალობლებთან მათი შედარება. იმედია აქაც დაგვიწერს, იქამდე კი მე რასაც ვამჩნევ და რაც არ მომწონს, იმას ვიტყვი. ადრეც მიფიქრია ხოლმე ამაზე, მაგრამ ჯამბაკურის ნათქვამმა უფრო ჩამაფიქრა.
ერთი ისაა, რომ მგალობლები ადრე სწავლობდნენ საგალობელს მთლიანად, ანუ სამივე ხმას და მათი შეწყობის პრინციპებს. ახლა თუ თვითონ მოეხალისა, შეიძლება ისწავლოს ორი ან სამი ხმა, არადა გაიზეპირებს, ვთქვათ, ბანს და მარტო ამას გალობს ცხოვრების ბოლომდე. სამრევლო სკოლაში, საპატრიარქოში და სხვადასხვა რეგენტის ცალკე გუნდებში სწავლების პრინციპი სწორედ ასე წარიმართება. არადა, რატომ? ხმათა შეწყობის პრინციპებს არ ვამბობ, ეს მგონი აღარავინ იცის სრულყოფილად დღეს, მაგრამ სამივე ხმა რომ ასწავლონ, ხომ შეიძლება? საწვალებელია, მაგრამ ადვილი ხომ ფაფის ჭამაა. გასაგებია, რომ ადრე ქართველი კაცი ბავშვობიდან ეჩვეოდა პოლიფონიურ აზროვნებას და დღევანდელი ყურწაბილწული ქართველისგან იგივეს ვერ მოითხოვ (სწავლების პირველ ეტაპებზე მაინც), მაგრამ რაღაც ნაბიჯები ხომ შეიძლება გდაიდგას? ბავშვებთან ალბათ უფრო ადვილია, რბილი მასალაა. ან კიდევ დაწინაურებულ გუნდებთან, რომლებსაც სმენა უკვე მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. კიდევ სწავლების მეთოდიკაზე მინდა ვთქვა. ვიცი, რომ ადრე სწავლება მიმდინარეობდა მხოლოდ ზეპირად და ბოლო დროის ყველა დიდი მგალობელი ასეთი სწავლების მომხრე იყო. ნევმები გამოიყენებოდა მხოლოდ ჩასაწერად, რომ საგალობელი არ დაკარგულიყო და საჭირო დროს მგალობელს ადვილად შესძლებოდა საგალობლის გახსენება. დღეს კიდევ, მიხვალ თუ არა, მაშინვე ნოტებს დაგაჭერინებენ ხელში. არადა სმენითი მეხსიერება რა კარგი რამეა... ა. ერქომაიშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებლის (არ მახსოვს ვისი) პასუხად სიმონმა განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ზეპირ სწავლებაზე არც უნდა ვიფიქროთ. გულში არ დავეთანხმე, მაგრამ ჯერ ერთი კონფერენცია ძალიან გაიწელა, მე კი კონცერტზე მეჩქარებოდა (დამატებით ორი ანსამბლი რომ გამოვიდა ადრე, კამერულ დარბაზში) და მეორეც, იქ პროფესიონალთა ცვენა იყო და მე რომ გამეპროტესტებინა, თუ არ მეტყოდნენ, ხომ იფიქრებდნენ მაინც შენ ვიღა გდიხარო? მესმის სიმონმა რატომაც თქვა ასე. ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დღევანდელ ქართველებს მართლა ძალიან გვიჭირს. შეიძლება ზოგჯერ ბგერის უმცირესი ასვლა-ჩასვლაც კი დავაფიქსირო ხოლმე, მაგრამ დამახსოვრება უმარტივესი მელოდიისაც კი მიჭირს. რასაც ვიმახსოვრებ, იმის გადმოცემაც მიძნელდება. როცა სასწრაფოდ გუნდია შესაქმნელი ტაძრისთვის, მაშინ გასაგებია, მაგრამ როცა სადა წირვა-ლოცვას უკვე აითვისებენ და მსახურება კალაპოტში ჩადგება, ამის მერე, რეპერტუარის გამდიდრებისას ან გუნდის წევრების მიერ სხვა ხმების შესწავლისას მაინც ხომ შეიძლება ზეპირი სწავლების გამოყენება? ისე, თავიდანვე ჯობია. ეს მე რაც ვიცოდი და რაც ახლა გამახსენდა, ისა ვთქვი. ვინც რამეს ფიქრობთ ქართული გალობის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, დაწერეთ. რაიონებში გალობის პრობლემებზე რომ თემაა, ისიც შეიძლება ამას შემოუერთდეს. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Didgoreli |
Jan 11 2008, 07:23 PM
პოსტი
#7
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
M.M.
ციტატა ახლა თუ თვითონ მოეხალისა, შეიძლება ისწავლოს ორი ან სამი ხმა, არადა გაიზეპირებს, ვთქვათ, ბანს და მარტო ამას გალობს ცხოვრების ბოლომდე. სამრევლო სკოლაში, საპატრიარქოში და სხვადასხვა რეგენტის ცალკე გუნდებში სწავლების პრინციპი სწორედ ასე წარიმართება. არ არის მასე მიშა _ჩვენთან , სარეგენტო სკოლაში სამივე ხმა ისწავლება მართალია ნოტიდან ისწავლება , მაგრამ ჩაბარება ზეპირად ხდება ამ შესწავლილი მასალის ციტატა ხმათა შეწყობის პრინციპებს არ ვამბობ, ეს მგონი აღარავინ იცის სრულყოფილად დღეს, მალხაზ ერქვანიძემ იცის !!! ისე მგონი კიდევ რამდენიმე ანჩისხატელმაც იცის ციტატა მაგრამ სამივე ხმა რომ ასწავლონ, ხომ შეიძლება? შენ რა გგონია კაცო?? დღეს მთელი წირვა-ლოცვა ყველა კილოსი ზეპირად რომ იცოდეს მასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელია , გალობის სწავლის მსურველი კი უამრავი ! ასე რომ თუ თვითონ არ მოინდომა ადამიანმა ვერ ასწავლის ვერავინ ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის რომ ადამიანმა დამოუკიდებლად შეისწავლოს საგალობლები ნოტებიც არის , ჩანაწერებიც და მეტი რაღაა საჭირო? -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
ჯამბაკური |
Jan 12 2008, 03:19 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
უმთავრესად ამ საქმის სიყვარული და პატივისცემაა საჭირო.
აი რამდენი ეკლესია მონასტერი მოქმედებს, წირვა-ლოცვა ყველგან აღევლინება, მაგრამ სამწუხაროდ სრულად გამართული ღვთისმსახურება, წესისამებრ შეწყობილი და გამშვენებული არსად არ არის . საეკლესიო გალობის ცენტრის შეკრებაზე მეუფე დავითმა იკითხა - ნუთუ ერთი ტაძარი არ გამოიძებნა სადაც მოხერხდება ანტიფონური გალობა? თვით ანჩისხატშიც კი ? უმთავრესი პრობლემა კი იმაშია, რომ თავად სასულიერო პირებს არ აქვთ სურვილი და მოთხოვნილება ღვთისმსახურების სათანადოდ გამშვენებისა. სამწუხაროდ სასულიერო პირთა უმეტესობა ჩქარობს ღვთისმსახურების დროს. არ მოსწონს გალობის მიზეზით გაგრძელებული წირვა-ლოცვა. მე ვფიქრობ სანამ იქნება გალობა მეორეხარისხოვან საზრუნავთა შორის, მანამდე მოწესრიგებულ ღვთისმსახურებას ვერ ვნახავთ. ერთ-ერთმა დიდი თანამდებობის სასულიერო პირმა განგვიცხადა: ,,მგალობლობა დიდი პატივია, თქვენ უპირატესი ხართ მრევლზე,გაქვთ კადნიერება უგალობოთ უფალს და ამაში სასყიდელის მოთხოვნა ულამაზოაო. არა ხომ მაინც უნდა მდგარიყავით შაბათ-კვირას ტაძარშიო, ახლა კი ასეთ აღმატებულ ხარისხში ხართო." ის კი არ გაუთვალისწინებია რომ კარგ გალობას დიდი შრომა უნდა, ვარჯიში და რეპეტიციები, ხშირი შეკრება და გუნდის წევრების ერთობა და მეგობრობა. მარტო შაბათ-კვირას რომ ხვდებიან ეთმანეთს საეკლესიო გუნდების წევრთა უმეტესობა იმიტომ ვერ მიდის საქმე წინ. ნებისმიერი შრომა კი სათანადოდ უნდა დაფასდეს. ეს ღვთისაგან არის. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ზარნაშო |
Jan 12 2008, 12:27 PM
პოსტი
#9
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
M.M. არ არის მასე მიშა _ჩვენთან , სარეგენტო სკოლაში სამივე ხმა ისწავლება ციტატა მალხაზ ერქვანიძემ იცის !!! ისე მგონი კიდევ რამდენიმე ანჩისხატელმაც იცის თუ ეგრეა, ძალიან კარგი. რაც მეტს ასწავლიან, უკეთესი. ციტატა ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის რომ ადამიანმა დამოუკიდებლად შეისწავლოს საგალობლები ნოტებიც არის , ჩანაწერებიც და მეტი რაღაა საჭირო? გამოცდილი ხელმძღვანელი. ნოტებიდან მე პირადად ვერ ვისწავლი, ჩანაწერებთანაც სარისკოა ჩემნაირი კაცის მარტო მუშაობა, ხელი რომც მიმიწვდებოდეს. სამწუხაროდ სასულიერო პირთა უმეტესობა ჩქარობს ღვთისმსახურების დროს. არ მოსწონს გალობის მიზეზით გაგრძელებული წირვა-ლოცვა. აუ, ეგ აღარ გამხსენებია. მრევლშიც და თვითონ მგალობლებშიც (ზოგიერთში მაინც) ისეთი განწყობაა, "ლიშ ბი ს რუკ დალოი", რეპერებივით მიაყრიან ხოლმე. მგალობლების სუ;ლიერ ცხოვრებაზე აღარ მითქვამს, ამ მხრივაც კოშმარია. ერთხელ ლია მასწავლებელმა გაკვეთილზე იკითხა, რამდენი კაცი ეზიარა ერთ თვეზე ნაკლები დროის წინო. რამოდენიმე ათეული კაცი ვიჯექით, აწეულ ხელებს კი ცალი ხელის თითებზე დაითვლიდი. არადა, რაც უნდა დიდი ცოდნა და ნიჭი ჰქონდეს ადამიანს, თუ სულიერად არ ცხოვრობს, ის მგალობელი არაა, მომღერალია უბრალოდ. დღეს "სარწმუნოებრივი დეფიციტის" გამო (მორწმუნეთა რაოდენობაც იგულისხმება და ხარისხიც) მგალობლებზე რა ვთქვა, სტიქაროსნებადაც კი ისეთი ხალხია, ადრე საკურთხეველში შეუშვებდნენ კი არა, ალბათ სტოას ვერ გაცდებოდნენ. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
თათარაშვილი |
Jan 12 2008, 12:30 PM
პოსტი
#10
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
უმთავრესად ამ საქმის სიყვარული და პატივისცემაა საჭირო. აი რამდენი ეკლესია მონასტერი მოქმედებს, წირვა-ლოცვა ყველგან აღევლინება, მაგრამ სამწუხაროდ სრულად გამართული ღვთისმსახურება, წესისამებრ შეწყობილი და გამშვენებული არსად არ არის . საეკლესიო გალობის ცენტრის შეკრებაზე მეუფე დავითმა იკითხა - ნუთუ ერთი ტაძარი არ გამოიძებნა სადაც მოხერხდება ანტიფონური გალობა? თვით ანჩისხატშიც კი ? უმთავრესი პრობლემა კი იმაშია, რომ თავად სასულიერო პირებს არ აქვთ სურვილი და მოთხოვნილება ღვთისმსახურების სათანადოდ გამშვენებისა. სამწუხაროდ სასულიერო პირთა უმეტესობა ჩქარობს ღვთისმსახურების დროს. არ მოსწონს გალობის მიზეზით გაგრძელებული წირვა-ლოცვა. მე ვფიქრობ სანამ იქნება გალობა მეორეხარისხოვან საზრუნავთა შორის, მანამდე მოწესრიგებულ ღვთისმსახურებას ვერ ვნახავთ. ერთ-ერთმა დიდი თანამდებობის სასულიერო პირმა განგვიცხადა: ,,მგალობლობა დიდი პატივია, თქვენ უპირატესი ხართ მრევლზე,გაქვთ კადნიერება უგალობოთ უფალს და ამაში სასყიდელის მოთხოვნა ულამაზოაო. არა ხომ მაინც უნდა მდგარიყავით შაბათ-კვირას ტაძარშიო, ახლა კი ასეთ აღმატებულ ხარისხში ხართო." ის კი არ გაუთვალისწინებია რომ კარგ გალობას დიდი შრომა უნდა, ვარჯიში და რეპეტიციები, ხშირი შეკრება და გუნდის წევრების ერთობა და მეგობრობა. მარტო შაბათ-კვირას რომ ხვდებიან ეთმანეთს საეკლესიო გუნდების წევრთა უმეტესობა იმიტომ ვერ მიდის საქმე წინ. ნებისმიერი შრომა კი სათანადოდ უნდა დაფასდეს. ეს ღვთისაგან არის. +1 ვეთანხმები აბსოლიტურად |
Didgoreli |
Jan 13 2008, 12:19 AM
პოსტი
#11
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
M.M.
ციტატა იმ ჩამონათვალში თქვენი სასწავლებელი არც მიხენებია. რაც ვიცოდი, ისენი დავწერე. ხო ნუ არაუშავს , აწი გეცოდინება ციტატა თუ ეგრეა, ძალიან კარგი. რაც მეტს ასწავლიან, უკეთესი. ვიცი ნამდვილად რომ ცდილობენ ბევრს ასწავლობ ციტატა გამოცდილი ხელმძღვანელი. ნოტებიდან მე პირადად ვერ ვისწავლი, ჩანაწერებთანაც სარისკოა ჩემნაირი კაცის მარტო მუშაობა, ხელი რომც მიმიწვდებოდეს. ხოდა სამწუხაროდ არაა მაგდენი ხელმძღვანელი რომ გუნდს სათანადო განათლება მისცენ მითუმეტეს დამწყებებს -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
ზარნაშო |
Jan 14 2008, 12:10 PM
პოსტი
#12
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
M.M. ხო ნუ არაუშავს , აწი გეცოდინება მაგას ისედაც ვხვდებოდი, სალოტბარო სასწავლებელია და თავისთავად სამივე ხმას გასწავლიან. მასობრივად კი სხვანაირადაა საქმე. მონდომება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ხომაა განსხვავება სწავლების სისტემაც რომ ხელს გიწყობს და მარტო რომ ინდომებ და ცოდვილობ რაღაცეებს, ამათ შორის? -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
yipiani gio |
Jan 16 2008, 02:07 AM
პოსტი
#13
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
M.M.
მიშა მომისმინე ნიკა მართალს გეუბნება უბრალოდ ჩაუჯექი და დანარჩენიუ გამოგივა ოღონდ ერთი პირობით.ხმას თუ არ ამოიღებ არაფერი გამოვა. შენმა ყურმა თუ არ გაიგო შენ რას გალობ,კაპიკი ფასი. იუძახი ხმაარ მაქვსო მარა ხანდახან ისეთს დაიყვირებ ხოლმე რო მასეთ ხმას მე ვერ ვუშვებ. ამიტომ მოიხსენი ყველანაირი კომპლექსი და მიაწექი ჯიგრულად მაგ საქმეს -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
yipiani gio |
Jan 16 2008, 02:21 AM
პოსტი
#14
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
კაი იქნებოდა რაიონებში რომ მცოდნე ხალხი გავუშვათ თუნდაც მცირეხნით მაინ.ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება იმტთვის და ჩვენთვისაც.მე ზაფხულში ვგეგმავ ამის გაკეთებას რაჭაში.ვერ გალობენ მთლად ისეც რასაც კანონ და სამარტალი მოითხოვს,ამიტომ ცოტა შევუცვლი მიმართულებას
-------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
mariami-k |
Jan 16 2008, 12:05 PM
პოსტი
#15
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
yipiani gio
ციტატა აი იქნებოდა რაიონებში რომ მცოდნე ხალხი გავუშვათ თუნდაც მცირეხნით მაინ.ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება იმტთვის და ჩვენთვისაც.მე ზაფხულში ვგეგმავ ამის გაკეთებას რაჭაში.ვერ გალობენ მთლად ისეც რასაც კანონ და სამარტალი მოითხოვს,ამიტომ ცოტა შევუცვლი მიმართულებას კარგი საქმეა. აუცილებელია მცოდნე ხალხის გაგზავნა რაიონებში. შენც კარ საქმეს გააკეთებ თუ დაეხმარები რაჭაში. სამწუხაროდ არაკანონიკური და ე.წ. სიონური საგალობლები რომ დღესდღეობიტ ისევ აქტუალურია და იგალობება მამების ბრალია. მათ მოსწონთ და არ უნდათ ახალი საგალობლების შეტანა. 9 იანვარს ურბნისში ტაძრის დღესასაწაულზე მთელი წირვა სადა კილო ვიგალობეთ. 10-მდე საგალობელი კი გელათის სკოლიდან, წირვის მერე კი ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა შენისვნა მოგვცა, რომ ძალიან არ მომეწონა თქვენი საგალობლებიო. ძალიან გრძელი საგალობლები არისო და არ მომწონსო. სამწუხაროა ასეთი ფაქტები. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ზარნაშო |
Jan 16 2008, 12:41 PM
პოსტი
#16
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
M.M. მიშა მომისმინე ნიკა მართალს გეუბნება უბრალოდ ჩაუჯექი და დანარჩენიუ გამოგივა ოღონდ ერთი პირობით.ხმას თუ არ ამოიღებ არაფერი გამოვა. შენმა ყურმა თუ არ გაიგო შენ რას გალობ,კაპიკი ფასი. იუძახი ხმაარ მაქვსო მარა ხანდახან ისეთს დაიყვირებ ხოლმე რო მასეთ ხმას მე ვერ ვუშვებ. ამიტომ მოიხსენი ყველანაირი კომპლექსი და მიაწექი ჯიგრულად მაგ საქმეს ეგ ერთი პრობლემაა, მაგრამ ეგ რომც მოვიხსნა, ნოტებიდან მაინც ვერ ვისწავლი. პიანინო რომ მქონდეს შინ, კიდევ შეიძლებოდა ცდა. ისე ვერ ვკითხულობ ნოტებს. სადა წირვა-ლოცვა უკვე ისე მექნება გამჯდარი, დღეში რამოდენიმე საგალობელს მასწავლის ალბათ კაცი (ბანს მაინც), ვინმე რომ ჩამიჯდეს. აყოლით ისედაც ვგალობ თითქმის ყველაფერს. მაიცა, ეს რა შუაში იყო? ჰო, ჩემნაირ გაჭირვებულებზე იყო ლაპარაკი. გვიშველეთ ხალხო ( © NATO-ს რეკლამა )! ჯამბაკურისგან ველოდებით ცნობებს ძველი მგალობლების შესახებ. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Didgoreli |
Jan 17 2008, 02:26 AM
პოსტი
#17
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
mariami-k
ციტატა სამწუხაროდ არაკანონიკური და ე.წ. სიონური საგალობლები რომ დღესდღეობიტ ისევ აქტუალურია და იგალობება მამების ბრალია. მათ მოსწონთ და არ უნდათ ახალი საგალობლების შეტანა. 9 იანვარს ურბნისში ტაძრის დღესასაწაულზე მთელი წირვა სადა კილო ვიგალობეთ. 10-მდე საგალობელი კი გელათის სკოლიდან, წირვის მერე კი ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა შენისვნა მოგვცა, რომ ძალიან არ მომეწონა თქვენი საგალობლებიო. ძალიან გრძელი საგალობლები არისო და არ მომწონსო. სამწუხაროა ასეთი ფაქტები. გრძელიაო რას ჰქვია?? ეჩქარებოდა სადმე თუ? ისე მასეთ დროს ჩემი აზრით პირდაპირ უნდა უთხრა რომ მწარედ სცდება ! უნდა აუხსნა რომ სიონური კი არა ესაა სწორი , კანონიკური და ჭეშმარიტი გალობა , არქიმანდრიტი კი არა ეპისკოპოსიც რომ იყოს ! -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
mariami-k |
Jan 17 2008, 11:06 AM
პოსტი
#18
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
Didgoreli
ციტატა გრძელიაო რას ჰქვია?? ეჩქარებოდა სადმე თუ? ისე მასეთ დროს ჩემი აზრით პირდაპირ უნდა უთხრა რომ მწარედ სცდება ! უნდა აუხსნა რომ სიონური კი არა ესაა სწორი , კანონიკური და ჭეშმარიტი გალობა , არქიმანდრიტი კი არა ეპისკოპოსიც რომ იყოს ! მეც ავუხსენი. ბოლოს ისღა სთქვა, რომ ზოგზ მღვდელი მოსწონს და ზოგ ეპისკოპოსი და გემოვნების საქმეაო. იმედი მალე შეეცვლებათ გემოვნება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
yipiani gio |
Jan 17 2008, 01:51 PM
პოსტი
#19
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
mariami-k
იმედია ასე მოხდება. არ არის გამართლებული როდესაც მღვდლის ან სასულიერო პირის სიყვარულის გამო დაირღვეს ის კანონიკა რომელიც დაწესებულია ეკლესიაში. -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
mariami-k |
Jan 17 2008, 05:57 PM
პოსტი
#20
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
yipiani gio
ციტატა riami-k იმედია ასე მოხდება. არ არის გამართლებული როდესაც მღვდლის ან სასულიერო პირის სიყვარულის გამო დაირღვეს ის კანონიკა რომელიც დაწესებულია ეკლესიაში. მართალი ხარ -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი