IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.

ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
40 გვერდი V « < 38 39 40  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(780 - 790)
marine
პოსტი Jan 11 2024, 03:36 PM
პოსტი #781

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მამა პაისს [ათონელი] უხაროდა, როცა ვინმეს მღვდლობა სურდა. ეხმარებოდა, რომ კარგი მოძღვარი გამხდარიყო. ურჩევდა, რომ თავდაპირველად საკუთარი თავი განეწმინდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა სხვის განწმენდას. ამბობდა: "არაჭეშმარიტი მოციქულობა ჩვენშიც შემოიჭრა. ჩვენს თავს არ ვუყურებთ, რადგან აღსავსენი ვართ ჭრილობებით და სიბინძურით, როგორ გადავარჩენთ სხვას. ჩვენს სულს უნდა ჩავუღრმავდეთ, მაშინ სხვებსაც დავეხმარებით. ერთი რუსი მონაზონი წმიდა მიწაზე ქადაგებდა თავისი სიჩუმით, ღვთიურ მადლს გასცემდა. მარტო მისი შეხედვა იყო უსიტყვო ქადაგება, ჩემი სკვნილი ვაჩუქე იმ მონაზონს".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2024, 07:38 PM
პოსტი #782

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მამა პაისთან [ათონელი] ახალხელდასხმული მღვდელი მივიდა. მამა პაისს მის ხელზე ამბორი სურდა, მღვდელმა კი თავმდაბლობის გამო არ მისცა საშუალება. მამა პაისმა მიუგო: "თუ გინდოდა შენი ხელი შენთვის გქონოდა, მღვდლობა რად გინდოდა" - და ხელზე ეამბორა".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2024, 07:45 PM
პოსტი #783

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ერთი კაცი მღვდელს ეუბნებოდა:

- ხშირად საამაყო აზრები მებადება, მამაო, რომ თქვენ მე მენდობით.

ამაზე მღვდელმა მიუგო:

- ერთ იგავს მოგიყვები. ერთი მეუდაბნოე მთავარეპისკოპოსად გამოირჩიეს. ის დიდხანს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არ მოეშვნენ. მაშინ მან გაიფიქრა: "არ ვიცოდი, ღირსი რომ ვიაყვი, მაგრამ ახლა მივხვდი, დამიმსახურებია ეს ხარისხი". ამ დროს მას ანგელოზი მოევლინა და უთხრა: "რას იქადი, მონოზონო? იმ ეპარქიაში ადამიანებმა დიდად შესცოდეს და მათი დასჯაა საჭირო. შენ კი იმიტომ აგირჩიეს მის მმართველად, რომ უარესი ვერავინ მოიძებნა".

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 04:44 PM
პოსტი #784

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ერთმა 45 წლის, უფროსი კლასების, შვილებიანმა მასწავლებელმა აცდუნა თავისი თექვსმეტი წლის მოსწავლე. ბიჭი სახლიდან წავიდა და გადასახლდა მასთან.

როცა ბიჭის მამა მოვიდა ჩემთან და თავისი სატკივარი მითხრა, მე მას ვურჩიე, მოქცეულიყო ისე, როგორც საკუთარი მოძღვარი ურჩევს. უბედური წავიდა თავის მოძღვართან და მერე ისევ ჩემთან დაბრუნდა. მაშინ მე სტუმრად მყავდა მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები. რადგან იმ დღეს მის მიღებას ვერ შევძლებდი, ვუთხარი - ისე მოიქეცი, როგორც მოძღვარმა გითხრა. მაგრამ ეს კაცი არ წავიდა - და მადლობა ღმერთს, რომ არ წავიდა და დამელოდა. როცა მისთვის წუთი გამოვნახე, მითხრა - ხუცესო, მე გადავწყვიტე, მოვკლა ეს ქალი. ეგრე მითხრა ჩემმა მოძღვარმა.

- მოიცადე, მეგობარო, - ვუთხარი მას, - კონკრეტულად რა გითხრა მოძღვარმა?

მან მიპასუხა:

- ამ გარყვნილის მოკლვა კიდევ ცოტაა მისთვის, - ასე მითხრა მოძღვარმაო.

მოძღვარმა ამ სიტყვებით თავისი გაბრაზება გამოხატა, ამან კი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. ამ შემთხვევის მერე აღარავის ვეუბნები, ისე მოიქეცი, როგორც მოძღვარმა გითხრა მეთქი. ჯერ ვიკვლევ, რა უთხრა მოძღვარმა"

/ღირსი პაისი ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2024, 10:13 AM
პოსტი #785

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"რითაა მღვდელი ასე დაკავებული და რატომ ჩაგვივლის ხოლმე ისე, რომ ზედაც არ შემოგვხედავს? გულისყური მოიკრიბეთ ამის გასაგებად. როდისმე მეტეორის მონასტრებში ასულხართ? დიდ მეტეორაში თუ ყოფილხართ? ძველად იქ ადამიანები საგანგებო გალიებით ადიოდნენ. მათ თვალებს უხვევდნენ, თავბრუ რომ არ დახვეოდათ, და ზემოთ ჯალამბრით სწევდნენ. მოგვიანებით ბილიკიც გაიყვანეს, ძალიან ვიწრო, კლდეს მიკრული: ის ფერისცვალების მონასტრამდე მიდიოდა. როგორ ახერხებდა ვინმე ამ ვიწრო ბილიკზე გავლას? ერთი დაბლა ჩახედვა კმაროდა და - ფეხი დაგიცდებოდა და დაილეწებოდი. ერთხელ მონასტრიდან ჩამოსული ბერი მომლოცველს მოძღვრავდა: "ასვლისას მხოლოდ ზევით ვიყურები. შენ ანაფორის კალთაზე ჩამეჭიდე. ერთად ავიდეთ. დაბლა არ ჩაიხედო. თუ ჩაიხედავ, ჩაიჩეხები და მეც თან წამიყოლებ". და აი, ამ ბილიკით, რომელზეც უფსკრულის პირას მავალი მომლოცველის გულისცემა ისმოდა, ბერმა მგზავრი სავანეში მიიყვანა. კლდის თავს რომ მიაღწიეს, ბერმა უთხრა თანამგზავრს: "აქ ქრისტეა". ზუსტად ამას აკეთებს ჩვენთვის მღვდელი. ის ვიწრო გზით ზეცაში მიგვიძღვის. უფრთხილდი დაბლა ჩახედვას, მიწიერში გაბმას! ზე მიმართე შენი გული, დაე, შენი გონება არწივად იქცეს, ეთერი და ზეცა გაკვეთოს! რადგან მიწაზე მცოცავი ცხოველები არ ფრენენ. მაშ, იქეც არწივად! მაღლა იყურე!"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 10 2024, 08:51 PM
პოსტი #786

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ვინთ თავის მოძღვარს ეკამათება, ის დემონებს ახარებს; ხოლო ვინც სიკვდილამდე მორჩილებაშია, ის ნათელ ანგელოზებს აკვირვებს. რამეთუ ასეთი ადამიანი ღვთაებრივად მოქმედებს და ძე ღვთისას ემსგავსება, რომელმაც "დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა"

/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2024, 04:31 PM
პოსტი #787

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მოძღვრები სიკვდილის შემდგომაც არ ტოვებენ თავიანთ მოწაფეებს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2024, 07:19 PM
პოსტი #788

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წინამძღვარი არც გართობისათვის გვეძლევა და არც "სიმყუდროვისთვის", არც მრავალსიტყვიანი საუბრებისთვის და არც ფარული მეტოქეობისთვის, არამედ ცხონებისთვის"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2024, 06:59 PM
პოსტი #789

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"რას ნიშნავს კურთხევა? პირდაპირი განმარტებით - ღვთაებრივი ძალის მატარებელ კეთილ სიტყვას"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2024, 07:53 PM
პოსტი #790

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მოძღვარს მიბაძეო, რომ წერია, იქ ჭეშმარიტი მოძღვარი იგულისხმება და არა ცრუმოძღვარი: ურწმუნო, უღმერთო"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტი #791

ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 09:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი