თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ ფ ა უ ნ ა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 01:51 PM

"ცხოველთა უმრავლესობას ღმერთის შთაგონებით თავისი თავის შველაც შეუძლიათ. მაგ.: დათვი ჭრილობაზე ბალახს, ე.წ. "მეფის სკიპტრას" იფენს, ველური კუ როცა იქედნეს შეჭამს, მას დააყოლებს ველურ ქონდარს და ამით იქედნეს გესლს გააუვნებელებს; გველი თვალების სნეულების დროს კამას ისე სძოვს, როგორც ცხვარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2022, 08:34 PM

"უგვი (უშობელი) საქონელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 02:12 PM

"საყურადღებოა, რომ კვერნაზე ნადირობის დროს თოფებს არ ხმარობდნენ, ვინაიდან კვერნის ერთ-ერთ ღირებულებას მისი ბეწვი წარმოადგენდა. კვერნას ძაღლს მიუსევდნენ და კეტებით კლავდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 141/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 01:34 PM

"არ შეიძლება არ გავიხსენოთ ცნობილი ზოოლოგი, თამარ მხეიძე, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, მთელს ამიერკავკასიაში ახალ მეცნიერება - არაქნოლოგიას (ობობებისა და მთიბავების შესწავლა) ჩაუყარა საფუძველი. პირადად აღწერა 50-ზე მეტი ობობა და მთიბავი აღმოაჩინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 08:28 PM

"[სამნავიანი ბაზილიკის მარიენკირხეს] საიდუმლო სერობის ბარელიეფი შეიცავს დეტალს, რომელიც ქალაქ ლიუბეკის ლეგენდას უკავშირდება. ეს გახლავთ თაგვი, რომელიც ბუჩქის ფესვებს ღრთნის. ლეგენდის თანახმად, ვარდის ბუჩქი ლიუბეკში თვით წმინდა მარიამმა გაახარა. ქალაქი დანიას ეომებოდა და თავისუფლებას შეინარჩუნებდა, სანამ ბუჩქი ყვაოდა. 1227წელს ბუჩქმა ხმობა დაიწყო, რადგან თურმე ფესვებს თაგვი უღრღნიდა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ლიუბეკმა იქით დაამარცხა დანია მას შემდეგ, რაც ბუჩქი მთლიანად გახმა. ქალაქის საბჭომაც თაგვის "უკვდავყოფა" გადაწყვიტა და იგი ბარელიეფზე დაიტანეს. თვით ბარელიეფი საკურთხევლის გვერდით მოთავსეს და "ყოველი შემთხვევისთვის", ახალი ვარდის ბუჩქიც დარგეს ეკლესიის კედელთან"

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N1, 2022, გვ.88/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2022, 06:03 PM

"რატომ არის კურდღლის მტერი ძილი? - კურდღელი თავს სწრაფად სირბილით იცავს, თუ ჩაეძინება, მტაცებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:38 PM

"არწივზე ამბობენ, რომ მას, სიბერის გამო ძალაგამოცლილს, ფრთები უვარდება, მაგრამ საკვირველია, რომ უფლის ნებით მას ახალი ფრთები ამოსდის"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)