თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სიმშვიდე... მყუდროება...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:18 AM

"- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს."



"დიდი მამა იყო მიქაელ პარეხელი. მიუხედავად ამისა თავის თავს მაინც არ ესვიდა. როცა ეშმაკმა კლდიდან გადმოაგდო, შეწევნისთვის თავის სულიერ ძმას, წმინდა გრიგოლ ხანძთელს მიმართა. მანაც ხისგან შეკრა ორი ჯვარი, აღმართა მისი სენაკის მახლობლად ორ მხარეს და უთხრა: ამ ორ ჯვარს შორის იყავი და არაფერი დაგემართებაო. წმინდა გრიგოლის ლოცვით პოვა მამა მიქაელმა სიმშვიდე, რადგან "არა სიმართლეთა თვისთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოისა მინდობითა მოიყვანა მოძღვარი თვისი და სულიერი ძმა გრიგოლ შემწედ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 01:17 PM

"სულიერი სიმშვიდე მოიპოვება ღვთის ნებისადმი სრული მინდობით".

/წმ. ანტონი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:53 PM

"წმინდა ნექტარიოსის განმარტებით, სიმშვიდე არის ღვთის დიდი მადლი და უხვად ეძლევა მათ, ვინც შერიგებულია ღმერთთან და ასრულებს მის მცნებებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 08:13 PM

"სიმშვიდე არის სინათლე და ქრება მხოლოდ ცოდვისაგან, ცოდვილს არ ძალუძს დამშვიდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 10:45 AM

"სიმშვიდე და სიწმინდე არის ორი აუცილებელი წინაპირობა მათთვის, ვინც დაჟინებით ითხოვს უფლის სახის ხილვას, სიმშვიდე არის საძირკველი, რომელსაც ემყარება სიწმინდე. სიწმინდე არ რჩება შფოთიან და აღრეულ გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 09:47 PM

"ის, ვინც მშვიდდება თავის თავთან, ასევე მშვიდდება მოყვასთანაც და მშვიდია ღმერთთანაც. ასეთი ადამიანი სავსეა სიწმინდით და თავად ღმერთი სახლობს მასში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 04:28 PM

"უფალთან მყოფობა ამ სოფელშივე მოგვანიჭებს სულიერ მშვიდობას. შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდეს ფიზიკური მშვიდობა, მაგრამ გვექნება სულიერი მშვიდობა, ისევე, როგორც მოციქულებს დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, მაგრამ მათ უხაროდათ, ფიზიკურად განიცდიდნენ დევნას, ტკივილს, მაგრამ მათ სულში სიხარული იყო. ფიზიკური განსაცდელი უფრო განამტკიცებდა მათ სულიერ მხნეობას.

ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ წუთისოფელში არ შეიძლება, განუწყვეტლივ მიწიერი მშვიდობა გვქონდეს. რაც მეტადაა ადამიანი ქრისტეს შედგომილი, მით მეტადაა მასში სულიერი მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მატერიალური და სხეულებრივი მშვიდობაც განუწყვეტლივ ექნება. თუმცა ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, თუ ადამიანი უფალთან მყოფობს, მისი სული სიმშვიდეს განიცდის".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:43 AM

"მელქისედეკი ქალაქ სალიმის, ანუ მშვიდობის მეფე იყო; ქრისტეც მშვიდობაა, რომელმაც მამა ღმერთთან შეგვარიგა, როგორც ამბობს მოციქული: იგი თავად არის მშვიდობაი ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად (ეფ. 2.14)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:52 PM

"ტკბილი სიმშვიდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 10:53 PM

"როცა ვწუხვართ ხშირად ე.ი. ჩვენს სულს სიმშვიდე აკლია, ის სულიერად შიმშილობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2017, 07:56 PM

"ყოველმა სულმა, რომელმაც სიმშვიდე დაკარგა, უნდა შეინანოს და უფალი მიუტევებს ცოდვებს; მაშინ სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს; სხვა მოწმეები საჭირო არ არის, თვით სულიწმინდა მოწმობს, რომ ცოდვები მიტევებულია. აი, ცოდვათა მიტევების ნიშანია: თუ ცოდვა შეიძულე, მაშასადამე, მოგიტევა უფალმა შეცოდებანი".

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:04 PM

"მშვიდი ადამიანი თავშეკავებული და გონიერია, აკონტროლებს საკუთარ იმპულსებსა და სურვილებს. წმინდა იოანე ოქროპირისთვის სიმშვიდე ნიშნავს შფოთისა და გაღიზიანებისაგან შორს ყოფნას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:48 PM

"ცისარტყელა მშვიდობის სიმბოლოა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 08:27 PM

"სიმშვიდე და უფლის მინდობა უთუოდ გამოგიჩენს საშველს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2017, 09:22 PM

"შინაგანი სიმშვიდე მიიღწევა ქრისტიანული ცხოვრების გზით".

/მამა ვახტანგ დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 10:30 AM

"თუ შენს სულში მშვიდობა არ სუფევს და მრავალი ცოდვით სცოდავ, ათასი დღესასწაულიც რომ იყოს, თავს მგლოვიარედ იგრძნობ".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:23 PM

"უნდა გვახსოვდეს, რომ გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:55 PM

ფსალმუნი 146

6. "შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე"

- ვის შეიწყნარებს უფალი? - ვინც სულიერად მშვიდია, ვინც არ შფოთავს, ვინც უფალს ემსგავსება ამით. მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. ქრისტეს ყველა მოწაფე, ვინც თვლის, რომ ქრისტიანია, ქრისტეს უნდა ემსგავსოს. უპირველესი მსგავსება არის სიმშვიდე. ყოველივე, რაც ამ ქვეყანაზე ხდება, რაც ჩვენს თავს ხდება, უნდა მივიღოთ სიმშვიდით. მაშინ ვიქნებით ჭეშმარიტი ღვთის მოწაფეები. ხოლო ვინც ცოდვილია, მიწადმდე დამდაბლდება".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 06:27 PM

"მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან, თვით შენს თავთან"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 11:55 AM

"უფალს, ისევე როგორც ყველა მშობელს, სურს, ადამიანი მასკენ მიილტვოდეს და მისგან სწავლობდეს. ეს არის ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ამ გზით ეზიარება იგი ნამდვილ სიმშვიდეს და ბედნიერებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:45 PM

"სიმშვიდის სათნოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 01:09 PM

"სიმშვიდე ღვთაებრივი თვისებაა და ამიტომ ადამიანი მშვიდი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როცა ღმერთთანაა."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2018, 05:31 PM

“როცა უფალი მობრძანდა, მოციქულებს უთხრა: "მშვიდობა თქვენთანა". უფალმა მათ ადამიანური მშვიდობა კი არ უსურვა, არამედ ღვთაებრივი. რატომ არ უსურვა ადამიანური მშვიდობა? რადგან კაცი ყოველთვის ცვალებადია. შეიძლება დღეს იყოს მასში მშვიდობა, ხვალ კი შფოთი წამოიწყოს. სიყვარულს სიძულვილი ენაცვლება. რა სძულს ადამიანს? ისევ ადამიანი. როცა პირიქით, უნდა უყვარდეს. ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა ყოველივე, რასაც ვხედავთ და მოვიხმართ. წყალში - თევზი, ცაში - ფრინველი, დედამიწაზე პირუტყვიც შენ გემორჩილება და გამოიყენე იგი შენს სასარგებლოდ, - ბრძანებს უფალი”.

/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2018, 08:53 PM

"გისურვებ, შვილო ჩემო, რომ ყველაფერში მშვიდობა გქონდეს, რა არის სულიერ მშვიდობასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მშვენიერი? რადგან ისინი ადამიანის ცხოვრებას საამურს ხდიან. მათი არყოფნის შემთხვევაში კი საშინელი შტორმი იწყება და და ხომალდს მღელვარე ტალღები აწყდება. რა ლოცვა აღარ აღევლინება მაშინ ზეცისკენ!

უფალიც, თავისი მიწიერი ცხოვრების გზაზე ამგვარ ქარიშხალს შეხვდა: "და აღდგა და შეჰრისხა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი და იქმნა დაყუდება დიდ" ( მარკ.4,39).

ამიტომ, შვილო ჩემო, როდესაც სულიერი ქარიშხალი შეგიპყრობს, მოვუხმოთ მშვიდობისმყოფელსა და მეუფეს ჩვენსა უფალს და მე მჯერა, რომ თუ მას რწმენით მოვუხმოვბთ, უთუოდ მოვა საშველად და გვეტყვის: "აი, მოვედი!"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:38 PM

"გტოვებ უფლის მშვიდობასა და სიყვარულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:38 PM

"გტოვებ უფლის მშვიდობასა და სიყვარულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:06 PM

"დე, მშვიდობა და სიმშვიდე მოანიჭოს შენს ძვირფას სულს დედაღვთისმშობელმა"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:07 PM

"სიმშვიდე რომ მოიპოვო, საჭიროა ღვთის მინდობა. როცა ადამიანი ერწმუნება უფალს, მასში სიმშვიდე იმკვიდრებს. წუთისოფელში მრავალი შფოთი გველის, მაგრამ მთავარია გწამდეს, რომ უფალი შენთან არის, არ დაგტოვებს, განსაცდელი გადაივლის... მთავარია უფლისკენ მივაპყროთ მზერა, გვწამდეს, რომ მისი შვილნი ვართ და მოყვარული მამა არასოდეს მიგვატოვებს."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:25 PM

“ჰუნების ბელადმა, ატილამ ხუთასი ქალაქი ააოხრა. რომს მიადგა. ქალაქიდან ყველა გარბოდა. "ღვთის მათრახისა" მხოლოდ რომის პაპს ლევს არ ეშინოდა. იმპერატორმა ატილასთან ის გაგზავნა. მღვდელმთავარმა მშვიდად მიმართა დამპყრობელს: "ატილა, შენ მთელ სამყაროს მოერიე. სძლიე ახლა საკუთარ თავს, დაგვინდე, ნუ დაანგრევ ჩვენს ქალაქსო". წმინდა ლევის მშვიდმა და მდაბალმა სიტყვებმა შეძრა ბარბაროსის გული. "შენმა სიტყვებმა ამაღელვა. ვინც არ უნდა იყო, კაცი თუ ანგელოზი, რომი გადარჩენას შენ უნდა გიმადლოდეს. ბერო, შენ ერთ წუთში რამდენიმე სიტყვით შეძელი ის, რაც ვერ გააკეთეს მრავალრიცხოვანმა არმიებმა, ჩემს წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ. მე თავს დამარცხებულად ვაღიარებო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2018, 03:52 PM

"სიმშვიდე, ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ უფალთან თანამყოფობით მიიღწევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 11:29 AM

"სიმშვიდის მოსაპოვებლად სულ არ არის საჭირო, შორ გზას დაადგე, სჯობს საკუთარ სახლში დამდაბლდე - ეს უფრო ადვილი იქნება. მხოლოდ სამეუფო პირნი მიდიან უცხო ქვეყანაში სიმშვიდის მოსაპოვებლად. საჭიროა თავს სიმდაბლე და თვითგანქიქება ვაიძულოთ. კეთილგონიერ ავაზაკს წვივები გადაუმტვრიეს, ის კი უფლის მიერ დაპირებული ზეციური სასუფევლის გამო ყველაფერს ითმენდა. მე და შენ კი როგორ გვინდა, ღვთის წყალობა მივიღოთ?"

"რამდენადაც თავს გავიმართლებთ და სხვებს ბრალს დავდებთ, იმდენად მოგვაკლდება სულიერი სიმშვიდე"

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2018, 08:47 PM

"ვინც საკუთარ თავში სულიწმინდის მშვიდობას ატარებს, ის ამ მშვიდობას სხვებზეც გადაღვრის, ხოლო ვინც ბოროტ სულს ატარებს, ის სხვებსაც ბოროტებას გადასცემს".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"სულით მშვიდი ქრისტიანი მუდამ და ყველგან უცვლელია. ის მშვიდია ყველასთან, საკუთარ სინდისთან და, რაც მთავარია, ღმერთთან. მასში უფალს დაივანებს".

/სქემიღუმენი საბა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2019, 07:00 PM

"თუკი ადამიანში არის გულწრფელობა და იგი არაფრად მიიჩნევს საკუთარ თავს, ასეთი ადამიანი უბრალო და თავმდაბალია. ეს ყველაფერი თავად მას ანიჭებს სიმშვიდეს. ამავე დროს, ეს სხვისთვისაც შესამჩნევია".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2019, 03:34 PM

"ადამიანს უფლის მადლის მიღების დაუოკებელი წყურვილი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი, მაშინ შეიძლება ინებოს ღმერთმა და საღვთო სიმშვიდემ დაისდგუროს ჩვენში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2019, 05:59 PM

"ადამიანი, რომელიც შორდება ღმერთს, ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს ვერც ამ წარმავალ ცხოვრებაში, ვერც - მარადიულში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:04 PM

"თუკი ქრისტიანები ვართ, გვმართებს ვიყოთ მშვიდნი"

"თუ არ გვაქვს სიმშვიდე, ე.ი. განძარცვული ვართ სულიწმინდის მადლისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2019, 03:01 PM

"ჩვენ, მართლმადიდებლებს გვწამს, მშვიდობა დედამიწაზე - საჩუქარია უფლისა"

"მშვიდობა სათნოების შედეგია, და არა - ადამიანთა გამჭრიახობის"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:27 PM

"როგორ სჭირდება დღეს ქვეყანას მშვიდობა! როგორ ღელავს დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. მაგრამ ღმერთი მოწყალეა; იგი მოგვანიჭებს მშვიდობას და ჩვენს სულებს დიდ წყალობას!"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:55 PM

"შევევედროთ წმინდანებს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს სიმშვიდემ"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:12 PM

"მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის"

"სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:38 AM

"მშვიდობის დღე გაგთენებოდეს სრულიად საქართველოვ!!!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:23 PM

"გონი ქრისტესმიერი, მოთმინება და მტრედის სიმშვიდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2019, 08:43 PM

"წყარო და ძირი ჭეშმარიტი სიმშვიდისა მხოლოდ ღმერთი და მის მიერ დაარსებული ეკლესიაა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 11:56 AM

"ვინც მშვიდობას ჰყოფს სიტყვით, საქმითა თუ სხვა სახის ქმედებით - ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს"

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:21 PM

"ჭეშმარიტი სულიერი სიმშვიდე მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. თუ ადამიანს ეყოლება სულიერი მოძღვარი, იქნება აღმსარებელი და არ მოაკლდება ზიარების მადლი, მაშინ დაისადგურებს მასში ჭეშმარიტი სიმშვიდე. სადაც ღმერთი სუფევს, სიმშვიდეც იქ არის და საღი აზრიც."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2019, 01:42 PM

"სიმშვიდის მოპოვება მაჭირვებელთათვის ლოცვით უნდა დავიწყოთ, მტრების სიყვარული ვისწავლოთ"

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 12:20 PM

"მშვიდი ადამიანის გარშემო მუდამ სიმშვიდე იმკვიდრებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 10:35 PM

"ერთ-ერთი წმინდა მამა თავის სენაკში შევიდა და საწოლზე მწოლი ეშმაკი იხილა. ადგა და მშვიდად შეწვა საწოლის ქვეშ. ბოროტი მაშინვე გაეცალა - მან სწორედ მისი სიმშვიდე ვერ დაითმინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:04 PM

"როდესაც ქრისტეს იპოვი, ეს კამარა შენთვის, სხვა არაფერი გსურს; მშვიდდები, სხვა ადამიანი ხდები"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:31 PM

"სიმშვიდე უძლიერესი იარაღია ქრისტიანისა. ამ სათნოების მფლობელი თვით დაცემული ანგელოზის წინაშეც კი მშვიდია და ამ სიმშვიდით ამარცხებს ბოროტ სულს"

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 06:36 PM

"ეკლესიის გარეთ ჭეშმარიტი სიმშვიდე არ არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 07:56 PM

"ღვთის მადიდებელ, თავმდაბალ ადამიანზე გადმოდის მისი მადლი და შედეგად - სიმშვიდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:49 PM

"თუ მდუმარებას დაიცავ, ყველგან ჰპოვებ სიმშვიდეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდე"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2019, 03:22 PM

"ღირს მამა მოსე შავს, ავაზაკყოფილს, ღამე თავს ავაზაკები დაესხნენ. ღირსი მოსე ისე ძლიერი იყო, რომ ისინი შეკრა, ზურგზე ფიჩხის კონასავით მოიკიდა და მონასტერში იღუმენს მიუყვანა , - ამ ხალხმა ჩემი გაძარცვა მოისურვა. რადგანაც ნაბრძანები მაქვს, არავის გავუბრაზდე, თქვენთვის მომინდვია, მითხარით, რა ვუყოო. გაუშვი, რადგან ჩვენ არა გვმართებს, ვინმე მოვკლათო. ღირსი მამის სიმშვიდით შეძრულმა ავაზაკებმა მსწრაფლ შეინანეს და იმ მონასტერს აღარ გასცილებიან, აღიკვეცნენ ბერად და სათნო მონაზვნები გახდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2019, 04:00 PM

"მშვიდ ადამიანთან მოსაუბრე შფოთისა და მრისხანებისაგან იცვლება. ღვთისმოყვარე, მდაბალი სულის განწყობა სხვასაც ეფინება"

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:01 PM

"განმარტოებაში სულიც მშვიდია, ხორციელი გულისთქმაც თანდათან სუსტდება, და ზოგადად ყოველგვარი ვნება, რადგან არ აღეგზნება, ღრმა სიჩუმეშია, ჩაივლის და სავსებით მშვიდდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:47 PM

"როცა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეიტყო, რომ მეორე მსოფლიო კრების მამები კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე მისი უფლებების გამო დავობდნენ, განაცხადა: "მე წინასწარმეტყველ იოანეზე უკეთესი არ ვარ, გადამაგდეთ ზღვაში, რათა ჩემ გამო ატეხილი ღელვა დაცხრესო" და პატრიარქობაზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

"ნურავინ იფიქრებს, - წერს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - თითქოს ყველანაირ მშვიდობას უნდა ვუფრთხილდებოდეთ, - რამეთუ ვიცი, რომ არსებობს მშვენიერი უთანხმოება და დამღუპველი ერთობა, - არამედ უნდა გვიყვარდეს კეთილი მშვიდობა, რომელსაც კეთილი მიზანი აქვს და ღმერთთან გვაერთებს. მაგრამ როცა საქმე ეხება აშკარა სიბილწეს, ჯობს მახვილმა და ცეცხლმა განგვგმიროს, ვიდრე ვეზიაროთ ბოროტ სასმელს და შევეხოთ დასნეულებულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 06:02 PM

"მე მახსენდება, ჩვენ გვესტუმრა ორი მოხუცებული აითოლა ირანიდან და მითხრეს, როცა ხელებს აწევ სალოცავადო, ჩვენც მოგვიხსენეო. ახლა ხელებს ვწევ ღვთისადმი და ვლოცავ მსოფლიოს, რათა მშვიდობა სუფევდეს. ღმერთმა დაგლოცოთ!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 10:04 PM

"არასოდეს კარგავდა შინაგან მშვიდობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 06:52 PM

"ღამე წყნარია და სიმშვიდის მოსასხამის ქვეშ ფარული ოცნებები იმალება..."

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 07:13 PM

"სიმშვიდე, რომელშიც შალის მოსასხამივით ეხვევა ყოველი გამთენიისას"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 07:42 PM

"[ღირსი ლეონი] არავის უნახავს აღშფოთებული ან განრისხებული; არავის გაუგონია მისგან დრტვინვა. სიმშვიდესა და ქრისტიანულ სიხარულს იგი არასდროს დაუტოვებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:27 PM

"ნუ იტყვი: "მტერს საზღაურს მივუზღავ", რადგან ზეცაში გვყავს მართლმსაჯული. არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენს სხეულში, შენს სულში, შენს სამშვინველში".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:57 PM

"რა არის იმისათვის საჭირო, რომ მშვიდობა სუფევდეს სულსა და სხეულში? ამისათვის საჭიროა ყველა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და ყოველ წუთს მზად უნდა იყო სიკვდილისათვის"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 02:27 PM

"ყველა ადამიანი, თუ აღკვეთს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2020, 09:52 PM

"სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:26 PM

"უფალს მყუდროება, შინაგანი სიმშვიდე და წმინდა გული უყვარს. მშვიდობა თქვენდა, - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს" (ილია მეორე). მაგრამ არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძებო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენს სხეულში, შენს სულში, შენს სამშვინველში" (წმ. ნილოს სინელი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:46 PM

"ვისთანაც უფალია, ის მშვიდობას და სიხარულს პოულობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2020, 07:46 PM

"ყოველი საკითხავის წინ ეპისკოპოსის თუ მღვდლის მიერ წარმოთქმული დალოცვა "მშვიდობა ყოველთა" მადლია, რომელსაც ანგელოზები გვაფრქვევენ, რათა დაგვეხმარონ ბოროტებასთან ბრძოლაში და დაგვიმკვიდრონ მშვიდობა და გაგვათავისუფლონ ვნებებისაგან"

"ადამიანსა და ღმერთს შორის მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგა, რაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და უთხრა: "მშვიდობა თქვენდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 10:47 AM

"სიმშვიდე, ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ უფალთან თანამყოფობით მიიღწევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 08:48 PM

"ის, ვინც უკმაყოფილოა ცხოვრებით, დრტვინავს ან ვინმეზე გულძვირად არის, მას არ ექნება მშვიდობა. ამდენად მისი ლოცვა არ იქნება ღვთისთვის სათნო, რამეთუ თვინიერ მშვიდობისა შეუძლებელია ლოცვა - ღმერთთან საუბარი და ვერც ცოდვათა შენდობასა და ვერც სხვა წყალობას ვერ მიიღებს.

აუცილებელია მშვიდობა სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან. ამიტომ ნაბრძანები გვაქვს ზევიდან უპირველესად მშვიდობა ვითხოვოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:32 PM

"ქარი მიდის, მაგრამ სიმშვიდეს ტოვებს... ისეთ სიმშვიდეს, რომელიც დამანგრეველ ქარიშხალს გავიწყებს...
გჯეროდეს, ცვალებადობის კანონი უცვლელია!..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:46 PM

"არავის მისცე უფლება, შინაგანი სიმშვიდე ვინმემ დაგირღვიოს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2020, 09:51 PM

"იცით, რომელია უმშვენიერესი ჰანგი? - ეს სულის მუსიკაა", - ბრძანა წმინდა ბარსანოფი ოპტელმა. "როგორ ჟღერს იგი, მამაო?" - ჰკითხეს. "ეს არის მყუდროება სულისა, ის სიმშვიდეა, სახარებაში რომ წერია: "იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და პოვებთ სულის სიმშვიდეს, ვინაიდან უღელი ჩემი საამურია და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს." (მათე 11,29-30).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 10:33 PM

"ვის შეიწყნარებს უფალი? - ვინც სულიერად მშვიდია, ვინც არ შფოთავს, ვინც უფალს ემსგავსება ამით. "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", - ამბობს ქრისტე (მთ. 11.29). ვინც თვლის, რომ ქრისტიანია, ქრისტეს უნდა მიემსგავსოს. ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაზე ხდება, სიმშვიდით უნდა მივიღოთ. მაშინ ვიქნებით ჭეშმარიტად ღვთის მოწაფეები. ხოლო ვინც ცოდვილია, მიწამდე დამდაბლდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:22 PM

" - როგორ უნდა მოვიყვანოთ გონს სხვა ისე, რომ თავად არ დავკარგოთ შინაგანი სიმშვიდე?

- ადამიანი უნდა შთააგონოთ მშვიდად, სიყვარულით. სიმშვიდე იკარგება მაშინ, როდესაც სული გაამპარტავნდება, თავს აღიმაღლებს ძმის წინაშე, ან ვისმე განიკითხავს, ან ძმას შთააგონებს, მაგრამ არა მშვიადად, სიყვარულით. სიმშვიდე იკარგება მაშინაც, როდესაც ადამიანი ბევრს ჭამს და დუნედ ლოცულობს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 07:06 PM

" - რა ნიშნავს იყო მშვიდი?

- ეს ნიშნავს გულის განურისხებლად ავიტანოთ ჩვენს მიმართ გამოჩენილი უსამართლობა (ლანძღვა-გინება და სხვ.) და ვილოცოთ მტერზე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:29 PM

"რა არის ყველაზე კარგი სულის სიმშვიდისათვის?

- ბევრი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და ჩემი სულის სიმშვიდისათვის იმაზე კარგი ვერაფერი ვნახე, ვიდრე საკვების ზომიერად მიღება, ერთ ადგილზე ყოფნა და ღვთი სიტყვის კითხვა"

/მღვდელსქემმონოზონი სტეფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 07:36 PM

"თუ გაწყენინეს, ნურავის ეტყვი, გარდა სულიერი მამისა და იქნები მშვიდად"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2020, 03:35 PM

"მშვიდობა დედამიწას და დედამიწელებს!.."

/პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:39 PM

"მეტად რთული პროცესია განშორება მიწიერი ცხოვრებისაგან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 08:07 PM

"შენ შეგიძლია საკუთარ თავში იპოვნო სიმშვიდე. მერე სამყაროც დამშვიდდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:28 PM

"ალერსიანი მიმართვა და კეთილი სიტყვები გვეხმარება, რომ მშვიდად ვიცხოვროთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 07:13 PM

"ლოცვა სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების მძლავრი იარაღია. იმ სიმშვიდისა, რომლის დარღვევასაც ცდილობს ბოროტი ძალა მძიმე ფიქრებით, განცდებითა და ემოციებით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 08:41 PM

"ღვთის ხსოვნის, ღვთის შიშისა და სიყვარულის გარეშე სულის სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 09:32 PM

" - მე ასე მინდა. - ამბობს ერთი; - მე კი - ისე. - ყველა იმისაკენ ისწრაფვის რაც თვითონ მოწონს, მაგრამ სიმშვიდეს ვერ პოულობს, რადგანაც ჭეშმარიტი სიმშვიდე მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე კი არა, - სხვებზე ფიქრობს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 02:20 PM

"როდესაც ადამიანი ღვთისმოსაობით იმართება, იგი შინაგან გასხივოსნებას გრძნობს. ანუ შინაგანად სიმშვიდესა და სიწყნარეს განიცდის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 07:58 PM

"სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს. სიმშვიდე ის არის: როდესაც მოყვასი გაგინებს და შეურაცხგყოფს, შენ განწმენდილი გულით მთელი სულით ლოცულობ მისთვის".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2020, 02:23 PM

"ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი", - ამბობს უფლის სიტყვა, ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, წავკიდებთ ხოლმე ადამიანებს ენის მიტან-მოტანით"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:04 PM

"სიმშვიდეს გარედან ვერ მოიპოვებ, თუ შიგნით არ ეძებე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2020, 09:38 PM

"ზრუნვა და ფორიაქი სიმშვიდედაკარგული კაცის საქმეა: ვინც ღმერთსაა მინდობილი - უშფოთველია, აღარც ზრუნავს და აღარც შფოთავს"

/დოდო (მარიამ) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2020, 07:31 PM

"სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას ისინი გრძნობენ, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ, იკვლევენ ღვთის სიტყვას, იციან, რა არის ბოროტება და რა - სიკეთე".

/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 06:15 PM

"ამქვეყნად მშვიდად მხოლოდ ის არის, ვინც თავისი შეცდომილი გონება, თავისი ნება დაუმორჩილა ქრისტეს შეუცდომელ გონებას, ქრისტეს ნებას და ისე აღასრულებს ღვთის ნებას, როგორც თავისას".

/არქიმადრიტი ილია (თოლორაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2020, 02:21 PM

"ისინი, ვინც ისე ცხოვრობს, როგორც ღვთის ჭეშმარიტი შვილი, ანუ სიკეთის ქმნა მთელი სულითა და გულით უყვარს, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი განიცდიან მაღალზნეობრივ სიმშვიდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:04 PM

"პირველი სიტყვები, რითაც მაცხოვარი მიმართავდა მოციქულებს: - "მშვიდობა თქვენათა". მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნება ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:20 PM

"ის, ვინც მშვიდდება თავის თავთან, ასევე მშვიდდება მოყვასთანაც და მშვიდია ღმერთთანაც. ასეთი ადამიანი სავსეა სიწმინდით და თავად ღმერთი სახლობს მასში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:38 PM

"წმინდა ნექტარიოსის განამრტებით, სიმშვიდე არის ღვთის დიდი მადლი და უხვად ეძლევა მათ, ვინც შერიგებულია ღმერთთან და ასრულებს მის მცნებებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:57 PM

"სიმშვიდე არის სინათლე და ქრება მხოლოდ ცოდვისგან, ცოდვილს არ ძალუძს დამშვიდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:54 PM

"ძალიან დიდ სიმშვიდეს გრძნობ, როცა ყველასთვის საუკეთესო გემეტება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 02:38 PM

"სასიამოვნო სანახავია მშვიდი ზღვა, მაგრამ უფრო სასიამოვნოა სულის სიმშვიდე"

/იღუმენია ეკატერინე (სადათერაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 02:56 PM

"სიმშვიდე არის ისეთი მდგომარეობა სულისა, როცა ქრისტიანი არავის აბოროტებს, არ აწყენინებს და თვითონაც ერიდება განრისხება-გაბოროტებას, მშვიდი ადამიანი მზად არის, მოითმინოს და აიტანოს სხვისგან შეურაცხყოფა, ცდილობს მოსპოს მტრობა და ბოროტება, თუნდაც შეილახოს მისი უფლებები, ეს არ ნიშნავს ხასიათის სისუსტეს, ამისთანა ადამიანს ყოველთვის შეუძლია ეძიოს თავისი, მხოლოდ სიყვარულით, განუბოროტებლად".

/იღუმენია ეკატერინე (სადათერაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 08:42 PM

"დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 10:25 PM

"სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმიდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:29 PM

"ეკლესიის მამათა განმარტებით - სულის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც აღმოფხვრილია მისგან მრისხანება, სიძულვილი, ძვირისხსენება და განკითხვა - ესაა ახალი ნეტარება და მას "სიმშვიდე" ეწოდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:44 PM

"მშვიდობა სულიწმინდის ნაყოფია, მისი მოქმედებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:58 PM

"სულის მშვიდობა კი მიიღწევა ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მცნებათა მიღებით და ცხოვრებაში გატარებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 10:12 PM

"შევინარჩუნოთ მშვიდობის სული, არ გვქონდეს სიძულვილი და ამით გავძლიერდებით"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 08:30 PM

"უშფოთველობას ის კი არ იხვეჭს, ვინც ზოგჯერ ცოდვებს აუჯანყდება, ზოგჯერ კი მშვიდი და წყნარია, არამედ ის, ვინც მუდამ აუღელვებელია; შეურყეველი რჩება, როდესაც ვნებების აღმძვრელი მიზეზი ცოცხალია, უპირატესად ის, ვისაც ორივე მათგანზე ფიქრისა ეშინია".

/ამბა თეოგნოსტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:28 PM

"სულიერი მშვიდობა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე მრავალი იღვაწა და თავისი ყოველი ვნება დათრგუნა".

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2021, 08:11 PM

"სული წმიდამ დაგვანათესავა უფალს. იცოდე, თუკი საკუთარ თავში საღმრთო მშვიდობას და ყოველი კაცისადმი სიყვარულს გრძნობ, მაშინ შენი სული უფალს შეემსგავსა".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 08:50 PM

"თუ ძმას მშვიდობას მიანიჭებ, უფალი გაცილებით მეტს გიბოძებს, ხოლო თუ ძმას შეურაცხყოფ, შენს სულშიც გარდუვალად შემოვა მწუხარება"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2021, 08:34 PM

"პაისი დიდი ლოცულობდა თავის მოწაფისთვის, რომელმაც ქრისტე უარყო. ლოცვის დროს მას უფალი გამოეცხადა და ჰკითხა: "ვისთვის ლოცულობ, პაისი, მან ხომ მე უარმყო?" მაგრამ ღირს მამას მაინც ეცოდებოდა მოწაფე და ლოცულობდა მისთვის. მაშინ უფალმა უთხრა:
"პაისი, შენ მე მომემსგავსე სიყვარულით".
ასე ხდება სულის მშვიდობის მოხვეჭა - სხვა გზა ამის არ არსებობს. თუ ვინმე ბევრს ლოცულობს და მარხულობს, მაგრამ მტრების სიყვარული არ გააჩნია, სულის მშვიდობა ვერ ექნება. ვერც მე შევძლებდი ამაზე ლაპარაკს, სული წმიდას რომ არ ესწავლებინა სიყვარული".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:30 PM

"თუ საკუთარ ნებას მოიკვეთ, ეშმაკებს განაგდებ და სულის მშვიდობას მოიპოვებ"

/ღირსი სილუანე ათონელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: გუშინ, 02:48 PM

"სული კარგავს მშვიდობას, თუ ცუდმედიდობს, თუ ძმაზე მაღლა აყენებს თავს, თუ განიკითხავს ანდა შეაგონებს, მაგრამ არა მშვიდად და სიყვარულით; მშვიდობა იკარგება მაშინაც, თუ ბევრს ვჭამთ და უხალისოდ ვლოცულობთ".

/ღირსი სილუანე ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)