IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჰელოუინი - წარმართულ-სატანური დღესასწაული..., მგონი დიდი სიფრთხილე გვმართებს...
*ana*
პოსტი Oct 20 2010, 04:57 PM
პოსტი #21


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



k@the
ჰომმ..
დიდი იმედიმაქვს მაგის გამო
არმომიწევს აქედან წასვლა
IPB-ს სურათი

Funkenstein
biggrin.gif
უნამუსო ხალხი.
შენ(თქვენ) იცინი(თ) და... biggrin.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 20 2010, 05:00 PM
პოსტი #22


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



*ana*

შავი ტანსაცმელი გაცვია და სულ ეგაა? რატომ უნდა წახვიდე აქედან smile.gif
გუგლში ვნახე, უცებ ვერ მივხვდი გოთი ვარო რომ თქვი რას ნიშნავდა smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Oct 20 2010, 05:00 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(k@the @ Oct 20 2010, 05:00 PM) *

*ana*

შავი ტანსაცმელი გაცვია და სულ ეგაა? რატომ უნდა წახვიდე აქედან smile.gif
გუგლში ვნახე, უცებ ვერ მივხვდი გოთი ვარო რომ თქვი რას ნიშნავდა smile.gif

+1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Oct 20 2010, 05:03 PM
პოსტი #24


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



k@the
შავ ტანსაცმელზე ცოტათი,
ან უფრო მეტიც.
არა უბრალოდ ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა
როგორც ვიცი რელიგიის მხრიდან და
ამიტომ ვთქვი sad.gif
ცუდი დამოკიდებულება იმიტომ, რომ არ იციან რა არის გოთიკა,
და არა იმიტომ, რომ მართლა ცუდია IPB-ს სურათი

ვაი მგონი ვაოფებ.
ჰოდა ტემას რაც შეეხება,
არ ვარ წინააღმდეგი ჰელოუინის.
მხოლოდ შარშანდელივიტ
სულელობებს თუ არ იზამენ.


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Oct 20 2010, 05:19 PM
პოსტი #25


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ikanosi
მასე იმდენი დღესასწაულია...
ტუნდაც ახალი წელი.
ან დაბადების დღე,
დაბადებისდღეზე დალევიტ და ქეიფით
გვინდა მივაღწიოთ განღმრთოებას?
იგივეა.

არაა მიზნობდივად მსგავსი შედარებები. სად დაბადების დღე სად ჰელოუნი biggrin.gif
ციტატა
დაბადებისდღეზე დალევიტ და ქეიფით

მანდ სულ სხვა სიყვარულია biggrin.gif

ციტატა
არა უბრალოდ ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა
როგორც ვიცი რელიგიის მხრიდან და

ადამიანი მოწოდებულია ღმერთს ემსგავსოს და დადებითი დამოკიდებულება როგორ იქნება.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 20 2010, 05:22 PM
პოსტი #26


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



*ana*

ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს smile.gif ახალგაზრდები სიახლეებისაკენ ისწრაფიან, უნდათ იყვნენ განსხვავებულები და უფროს თაობას ყოველთვის უჭირს ამ სიახლეებზე აყოლა, ან გაგება.
შავ ტანსაცმელს ჩაიცმევ თუ თეთრს ჩემთვის სულ ერთია. სვირინგები და პირსინგები, არც ისე მომწონს და არც ასე, მაგრამ ვისაც როგორ უნდა ისე იყოს smile.gif). მუსიკას რაც შეეხება, ყველა ბრუნვაში გინება, სისხლი და არანორმალური, პათოლოგიისკენ მიდრეკილი ემოციები თუ იქნება აღწერილი, არც ის მომწონს, დანარჩენი ვისაც როგორი მელოდია/გაჯაზება უნდოდეს იმას უსმინოს.
შენ რომ ამბობ, გოთი ვარო, რას გულისხმობ ამაში? smile.gif
ერთი-ორ ადგილს გადავხედე აქ http://www.goth.net/goth.html ეთანხმები?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Oct 20 2010, 05:27 PM
პოსტი #27


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



ikanosi
ნეტავ სხვა ყველაფრით
ღმერთს ვემსგავსებოდეთ..

k@the
გოთიკას დოგმები არ აქვს.
თუ რელიგიასთან დაკავშირებით ამბობ,
სულაც არაა აუცილებელი არ გწამდეს.
საერთოდაც, არანაირ კავშირში არაა რელიგიასთან.

მუსიკას რაც შეეხება,
სად არის გოთიკაში გინება?
სისულელეა... გინება რეპში და მსგავს ''მუსიკაშია'' თუა.
http://www.youtube.com/watch?v=v24pR_INRJg
ღირს ნახვა.. <3


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 20 2010, 05:31 PM
პოსტი #28


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



*ana*
დაკვირვებით რომ წაგეკითხა, ნახავდი რომ ზოგადად ვსაუბრობდი და არა კონკრეტულად გოთიკაზე.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Oct 20 2010, 05:35 PM
პოსტი #29


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



k@the
ზოგადად რათქმაუნდა ვეთანხმები,
მაგრამ მემგონი ვერ მივხვდი რას მეკიტხებით sad.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 20 2010, 05:41 PM
პოსტი #30


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



*ana*
შენ ხომ თქვი გოთი ვარო. smile.gif
განმარტება, რას ნიშნავს იყო გოთი ვერსად ვნახე. ხოდა გეკითხები, რატომ ეძახი შენ თავს გოთს?
მე გოთური არქიტექტურა მომწონს, მაგრამ ამის გამო გოთი ნამდვილად არ ვარ. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Oct 20 2010, 05:45 PM
პოსტი #31


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



k@the
ააა, მივხვდი.
ყველაფერი მომწონს,
სტილი, არქიტექტურა, პოეზია, მუსიკა..
ანუ როგორ ავხსნა,
ყველაფერი რაც გოთიკას შეეხება მომწონს,
და რაცმთავარია ჩემს ხასიათში ზის.
ეს არაა დროებითი გატაცემა მერწმუნეტ,
უფრო მეტია ^^


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Oct 20 2010, 05:48 PM
პოსტი #32


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



*ana*
ციტატა
ეს არაა დროებითი გატაცემა მერწმუნეტ,

კი დროებითია, გაიზრდები და დაუტევებ იმედია biggrin.gif
ციტატა
ნეტავ სხვა ყველაფრით
ღმერთს ვემსგავსებოდეთ..

თუ მოქმედებას არ დაიწყებ ასე თქვი რამდენიც გინდა biggrin.gif

ისე რა მაინტერესებს პირადი მოძღვარი რას გეუბნება?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Oct 20 2010, 05:49 PM
პოსტი #33


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



,,საზოგადოებაში გავრცელებულია სამი ფაქტორი, რითაც განისაზღვრება ადამიანების მიკუთვნება გოთური სამყაროსათვის: მუსიკა, ჩაცმულობა და მსოფლმხედველობა. თუმცა გოთური სუბკულტურა არც მუსიკით, არც ტანისამოსით არ განისაზღვრება, მისი ფენომენი, პირველ რიგში, გულისხმობს სამყაროს დახვეწილად, ხოლო სილამაზისა და სიმახინჯის გაძლიერებულად აღქმას, დისჰარმონიის მტკივნეულა განცდას. მართალია, გოთებს ახასიათებთ განსაკუთრებული შეხედულებები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, მაგრამ ეს არ ნისნავს იმას, რომ მათ უყვართ სიკვდილი. გოთების აზროვნება და წარმოსახვა ძალიან ჰგავს იმავე სახელწოდების ძველი ჩრდილოელი გერმანული ტომების წარმოდგენებს სამყაროზე. ისინი იყვნენ ბუნების შვილები და არა მისი მბრძანებლები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გოთური ტომები აწყდებოდნენ პრობლემებს და იბრძოდნენ მათი გადაწყვეტისათვის. ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ გოთური მითოლოგია ძირითადად წარმოდგენილია მუქი სიუჟეტებითა და ძირითადად აქვს ტრაგიკული დასასრული.''

ციტატა
ისე რა მაინტერესებს პირადი მოძღვარი რას გეუბნება?

სამწუხაროდ არასდროს მისაუბრია,
არასდროს სცალია mellow.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Oct 20 2010, 06:04 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(*ana* @ Oct 20 2010, 05:49 PM) *

არასდროს სცალია mellow.gif


მოცლილთან მიდი.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 20 2010, 08:26 PM
პოსტი #35


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ვისაც თემის ავტორის პოსტი არ უნახავს, ან ლინკის გახსნა დაეზარა a075.gif

ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები

(სტატია Halloweenის (სატანიზმის) წინააღმდეგ)

სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოდური გახდა ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რისი თანაზიარი ხდება.



ჰელოუინი (ინგლ. Helloween) - ძველი კელტების წარმართული ზეიმია. იგი 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერსაც გრძელდება. მისი წარმომავლობა ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება.



მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.



ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.



ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას - სამჰეინს (Samhain). კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს და ასე წყვდიადში ეგებებოდნენ „დღესასწაულს“. მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებელს, ბნელეთის ბოროტ სულს (იგივე სატანას) მსხვერპლს სწირავდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს „ნებას დართავდა“ ამ დღეს თავიანთ სახლებში „ესტუმრათ“. ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების ქუჩებში ხეტიალი - მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს



ჰელოუინის წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე „გართობა“ - Trick-on-Treat, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვნის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვლილთა სულები წყვდიადის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან და კელტები დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რწმენის თანახმად, თუკი სულებს არ „დააპურებდნენ“ სამჰეინის რისხვა და წყევლა-კრულვა დაატყდებოდათ თავს.



ამგვარად, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.



ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წარმართული ტრადიციის საპირისპიროდ, ამ დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა დააწესეს. სიტყვა სიტყვით Helloween - All Hellows' Even (შემოკლებით „Hellow E'En“ ითარგმნება როგორც ყოველთა წმინდანთა საღამო. სამწუხაროდ, უწიგნური ადამიანების მიერ წარმართული ზეიმი გაიგივდა ყოველთა წმინდანთა დღესასწაულთან, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდა და ამიტომ წარმართულ ზეიმს შეცდომით Helloween ეწოდა.



ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას, რასაც მტრულად შეხვდნენ ანტიქრისტიანულად განწყობილი წარმართები. ამ დღეს ისინი განზრახ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანულ სიწმინდეებს; ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანთა თაყვანისცემის წესის შეურაცხყოფისთვის ისინი ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილნი დახტოდნენ, იპარავდნენ ჯვრებს და სიწმინდეებს ეკლესიიდან, რათა ამ „დღესასწაულზე“ ისინიც დაცინვის და შეურაცხყოფის საგნად ექციათ.



ადრექრისტიანულ ეკლესიას იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე - All Hellows' Even - თანდათანობით განდევნიდა წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, წარმართული დღესასნაული შეერწყა ამ დღეს, მოგვიანებით კი მის შინაარსს სრულიად განეშორა წმინდანთა ხსენება და იგი ჯადოქრების, მაგებისა და ჭინკების ზეიმად იქცა.



XIX საუკუნეში ეს ზეიმი ამერიკაში ევროპიდან ჩასულმა ირლანდიელმა და შოტლანდიელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს. XX საუკუნის 20-იან წლებში ეს დღესასწაული უკვე ფართოდ აღინიშნებოდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში. ზეიმში მონაწილეები ამსხვრევდნენ მინებს, სკამებს, ცეცხლს უკიდებდნენ ხეებს და ა.შ. ბიზნესმენებმა ჰელოუინში შემოსავლის წყარო დაინახეს, შეიქმნა მთელი ინდუსტრია, რომელიც ამ დღისთვის ჰელოუინის ატრიბუტიკას აწარმოებს. აშშ-ში ამ მიზნით ყოველწლიურად 2,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია იწარმოება.



თუმცა, უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშ-ში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური დღესასწაული, უფრო მეტიც, უკანასკნელ პერიოდში აშშ-ს სახელმწიფო მოხელეებმა აკრძალეს მისი აღნიშვნა სკოლებში.



XX საუკუნის მიწურულს აშშ-დან ჰელოუინი კვლავ შეიჭრა ევროპაში და ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპასაც მოედო.



ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნას ერთი ზოგადი სცენარი აქვს. მასკარადი იწყება ე.წ. „ვამპირთა ქორწინებით“, რაც იმას გულისხმობს, რომ ნეფე-დედოფალს „ჯვარს წერს“ საფლავიდან წამომდგარი დრაკულა, რაც სატანის მშობლების ქორწინებას და დედამიწაზე მის განხორციელებას გამოხატავს (მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ რომ უნდა აღსრულდეს) . ზეიმის მონაწილენი ვამპირების, ჯადოქრებისა და ბოროტ სულთა კოსტუმებში ეწყობიან. ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ჩონჩხის ფორმის კარამელი, მიცვალებულთა გამომსახველი მარმელადი, ექსკრემენტის ფორმისა და შესახედაობის ტკბილეული. ზეიმის მონაწილენი ერთმანეთს კვერცხებს უშენენ.



ცნობილი კულტუროლოგის ჯ. ფრეზერის აზრით, „ეს ზეიმი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს მოზარდებისთვის; იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე, - ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე. ამ ზეიმზე ტრადიციად იქცა ბავშვებისა და უფროსებისთვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების და სხვა ბილწი სულების განსახიერება. ბავშვები ქუჩა-ქუჩა დადიან და მათხოვრობენ. უფროსები მოზარდებთან ერთად აწყობენ სასტიკ და ამორალურ ოინებს, ვანდალურ და აღვირახსნილ ორგიებს. ამ დღეს ბავშვებისთვის ნორმად იქცევა ადამიანების მსხვერპლშეწირვის განსახიერება, ადამიანის ტანჯვისა და სიკვდილის დაცინვა, რამაც შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს და ნეგატიურად არ აისახოს არა მარტო მოზარდის ფსიქიურ მდგომარეობაზე, არამედ მის შემდგომ პიროვნულ განვითარებაზეც. ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც ჰელოუინის ზეიმის დღეს იპოვეს რიტუალურად მოწამლული, მოკლული, ჩამოხრჩობილი, დამწვარი ადამიანები. თუნდაც, გავიხსენოთ შარშან, შვეციაში დისკოთეკაზე მოწყობილ ხანძარში დაზარალებული 200 მოზარდი!..“



ჰელოუინის აღნიშვნაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით, მსგავსი დღესასწაულები მოწმობს კულტურის კრიზისზე. ეს უკიდურესი სულიერი გამოფიტვაა, ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამის მტკიცებულებაა ოკულტიზმისა და მაგიისადმი გაცხოველებული ინტერესი და ამგვარი ლიტერატურის დიდი ტირაჟებით გამოცემა.



ფსიქოლოგების აზრით, ჰელოუინის გამოკვეთილი სიმბოლიკა, კონკრეტული უზნეო სახეები, არქეტიპული ხასიათის მატარებელი დღესასწაულის უაზრო არსი, ერთობლივი მოქმედების ეფექტი, ნეგატიური აღგზნება - ბავშვებში ძლიერი ფსიქოფიზიკურ, ემოციურ, სუგესტიურ ზემოქმედებას ახდენს, რასაც შედეგად მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია. აქ ხდება კეთილისა და ბოროტის შესახებ ზოგადსაკაცობრიო წარმოდგენის ჩანაცვლება და მისი თავდაყირა დაყენება - აღრეულია ცნებები - მშვენიერება და სიმახინჯე, სიმართლე და ტყუილი, რაც უკვე თვით ამ დღესასწაულის სახელწოდებაში „ჰელუინი“ - „ყოველთა წმინდანთა ხსენება“ - არის გამოხატული. ამ დღისთვის წმინდანთა ხსენების დარქმევა არის ურცხვი განცხადება ვამპირებისა და მონსტრების კოსტუმებში გამოწყობილი ვანდალებისათვის. პელოუინზე ახსნილია ადამიანის ფსიქიკამი არსებული ბუნებრივი ტაბუ ყველაფერზე, დახშულია სინდისის ხმა, შინაგანი ცენზურა. ადამიანები, თამაშის ფორმით, მონაწილეობენ დიდ სიბილწეში. ისინი მიირთმევენ მსხვერპლის სისხლის კონსტინენციისა და შესახედაობის ნუგბარს, ადამიანის ექსკრემენტების ფორმისა და სხვაგვარ სიბილწის მაგვარ ტკბილეულს.



ციტატა
ikanosi
მასე იმდენი დღესასწაულია...
ტუნდაც ახალი წელი.
ან დაბადების დღე,
დაბადებისდღეზე დალევიტ და ქეიფით
გვინდა მივაღწიოთ განღმრთოებას?
იგივეა.


არ გეთანხმები, თუ ნორმალურად გადაიხდი დაბადების დღეს, და ახალ წელსაც შესაფერისად აღნიშნავ, ზუსტად რომ განიღმრთობი, იმიტომ რომ შენს სიხარულს, სიყვარულს გაუზიარებ იმ ადამინებს, ვინც გიყვარს...

ჩემი აზრით, უფლის პოვნა ყველგან შეიძლება, სადაც სიყვარულია. Hელოვინი, კი ზუსტად იმიტომ არ მიყვარს, რომ მონსტრების მეშინია და სიყვარუს მანდ მართლა ვერსად ვხედავ....


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Oct 20 2010, 08:28 PM
პოსტი #36


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



ვისთვის როგორ... IPB-ს სურათი


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 20 2010, 08:33 PM
პოსტი #37


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ისინი იყვნენ ბუნების შვილები და არა მისი მბრძანებლები



ვა და ქართველები აბა ვინ ვიყავით?? g.gif g.gif g.gif g.gif gio.gif gio.gif gio.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Oct 22 2010, 12:54 AM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



ციტატა(*ana* @ Oct 20 2010, 05:00 PM) *

k@the
სარგებლობა არაფერი,
კიარადა ტკბილეული biggrin.gif
გართობას რა სარგებლობა
მოაქვს აბა? biggrin.gif

დაბადებისდღეზე წასვლას
ხომ ვერ დაუშლი შენს შვილს,
ახალ წელს არ აღნიშნავტ? :>

ესეც ასეა,
უბრალოდ ჩემთვის გაუგებარი
მიზეზების გამო
ასე ჩაქოლილი IPB-ს სურათი


ტემაზე მიმაგრებული ბმული კარგად ჩაიკითხე, თუ მარტო სათაური წაიკითხე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2010, 10:03 AM
პოსტი #39


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ერთი კითხვა მაქვს:

რომელმა ჩვენგანმა იცის, რომ ჩვენთვის ერთობ საყვარელი სვანური ცეკვა არის წარმართული რიტუალი, მიძღვნილი ფალოსის კულტისადმი, რომლის დროსაც ხდებოდა (უკაცრავად და) ჯგუფური მასტურბირება? unsure.gif mellow.gif

ამიტომ, რა ვქნათ, აღარ ვიცეკვოთ ქართული ცეკვები?

საუბარი აღარ მაქვს "ბერიკაობაზე"...

ქრისტიანი ყოველთვის ქმედების არსს უნდა ჩაწვდეს და არა გარეგნულ სახეს. ახალმა აღთქმამ ძველისაგან განსხვავებით, ერთი დიდი საფეხურით მაღლა აიყვანა ადამიანთა მართლშეგნება, რაც კარგად არის გადმოცემული მათეს სახარების მეხუთე თავში:

გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. (27-28)

გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. (38-39)

გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. (43-44)






--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 22 2010, 10:20 AM
პოსტი #40


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
რომელმა ჩვენგანმა იცის, რომ ჩვენთვის ერთობ საყვარელი სვანური ცეკვა არის წარმართული რიტუალი, მიძღვნილი ფალოსის კულტისადმი, რომლის დროსაც ხდებოდა (უკაცრავად და) ჯგუფური მასტურბირება? ამიტომ, რა ვქნათ, აღარ ვიცეკვოთ ქართული ცეკვები? საუბარი აღარ მაქვს "ბერიკაობაზე"...



ნუ, სწორედ ეს დავწერე წეღან სამოდეროში და ვფიქორბდი ღირდა თუ არა, ღია ფორუმზე ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან დათომ დაიწყო, მეც ავყვები.

ვეთანხმები ყველას ვინც ამბობს, რომ ჰელოვინი წარმართული და სატანური ფესვებისგან წარმოსდგებაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი დღეს აღნიშვნა და მასში მონაწილეობის მიღება, ისევ რიტუალის შესრულებაა. დღეს ჰელოვინმდა დაკარგა ის პირველი რიტუალური დანშნულება და გართობის სახითღა შემოგრჩა, ისე როგორც სხვათა შორის ქარტული ცეკვები, რომლებიც (არა მოხლოდ სვანური) რიტუალური ხასიათის იყო.

მე პირადად, სწორად არ მიმაჩნია, ახალგაზრდობისთვის კიჟინი არ მიიღოთ მონაწილეობა ამ სატანური რიტუალშიო, იმიტომ, რომ 1. ყველ ვინც ამ გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს, არ არის ეკლესიური და ბოლომდე ვერ აღიქვავს, ან არ უნდა აღქმა რა არის სატანური რიტუალი, ან უარესიც, ართობს ასეთის გაგონება. 2.ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება იწვევს უკუშედეგს. 3.დღეს ჰემოვინი აღარაა რიტუალი.

მე მგონი აჯობებს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ორიენტირებულია გართობაზე და ვერც ამის გამო დავძრახავ, ის უთხრან, რომ ყვლა უაზრო-გასართობი და დაბალი დონის ,,რიტუალის,, თუ დღესსასწაულის გადმოტანა, ძალიან დაბალი დონის კულტურის მაჩვენებელია. ათასი გასართობია ჩვენთანაც, თბილისობაზე გაერთონ, ბერიკაობაზე, რომელიც მეტად წარმართულიცაა და ატასწლეულებსაც კი გაუძლო biggrin.gif და აშ. უბრალოდ, ძალიან ცუდი ჩვეულება გვაქვს და რაღაც ძალიან გვაკნინებს ეს ჩვეულება ქართველებს, სხვისი ასე გადმოკოპირება და სხვაზე ასე გადარევა. ერთადერთი გამაღიზიანებლი და ნერვებისამშლელი ჰელოვინში ჩემთვის ესაა, ვიღაც გადამთიელების სუბკულტურის ასეთი უაზრო აუპელაციო კოპირება, გართობის სახელით. ძალიან დაბალი დონისები ვართ, ესაა სამწუხარო დასკვნა და მეტი არაფერი.

ანუ, რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ ჩვენს საზოგადოებას ცოტა შეგნბის ამაღლება სჭირდება, რომ სხვისი გასართობები არ გადმოიტანონ ასე უარზოდ. ამასთან ერთად, ცხადია იმის მითითებაც არ იქნება ზედმეტი, რომ ეგ რასაც დღეს გარტბად უყურებდნენ, ოდესღაც სატანური რიტუალი იყო და არაა ლამაზი მაც და მიანც ასეთ გასართობში მონაწილეობის მიღება და ბოროტის შესამოსელით უუქჩაში სიარული. უბრალოდ, ეს არ უნდ ა იყოს ყიჟინის ერთადერთი მიზეზი, რადგან მართლაც არაა ერთადერთი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 01:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი