IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
> მოძღვარი
marine
პოსტი Dec 14 2017, 11:32 AM
პოსტი #461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1954 წლის შემოდგომის ერთ ცივ განთიადს ილორში ხალხი ამოვიდა - სულთმობრძავს ეთხოვა, ტაძრიდან საზიარებლად მღვდელი მომიყვანეთო...

იმ დროს ილორი, წმინდა გიორგის სახლი, უწმინდესი კალისტრატე ცინცაძის ძალისხმევით მოქმედებდა, მისი წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოაკიმე შენგელაიას აღდგენილ-აღორძინებული, დევნილ ბერ-მონაზონთა და ჯერ კიდევ დარჩენილ მეუდაბნოე მამათა პატრონი, დასავლეთ საქართველოს გამორჩევით სათაყვანო ადგილი იყო...

მამა იოაკიმე სტუმრებს ლოგინად დახვდათ - ფილტვების ანთება ჰქონდა. ტაძარში არც მეორე ღვთისმსახური, ისააკ ჯორჯიკია იმყოფებოდა...

ეს ამბავი რომ შეიტყო, მამა იოაკიმე სარეცელიდან წამოდგა, საკურთხევლიდან წმინდა ძღვენი გამოაბრძანა - ჩემი ვალი უნდა აღვასრულო, ავადმყოფთან მივდივარო.

როგორ არ ევედრნენ - მამაო, ავად ხართ, მეორე მღვდელმსახურს დაველოდოთო, მაგრამ ამაოდ - სიკვდილი კი არ უცდის კაცს, კაცი უცდის სიკვდილს. თუ ავადმყოფი უზიარებლად გარდაიცვალა, ეს ცოდვა ხომ ჩემს კისერზე იქნებაო და გზას დაადგა.

სწორედ იმ დილით ამინდი, როგორც იტყვიან, გადაირია - ქარწვიმა აქცევდა ქვეყანას, მოვარდნილმა წყალმა ხიდი გაიყოლა... იდგნენ მის ნაპირად სულთმობრძავის დაბნეული ნათესავები და გამოსავალს ვეღარ პოულობდნენ.

მაშინ ადგა მამა იოაკიმე, ყინულივით წყალში შევიდა, ფონი მოძებნა, ადიდებული მდინარე გაჭირვებით გადალახა, ავადმყოფს მიუსწრო, აზიარა, მერე ილორს გამობრუნდა, წმინდა სანაწილე ტრაპეზზე დააბრუნა და ვეღარც წამოდგა სარეცლიდან, მალევე მიიცვალა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2017, 08:55 PM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ განათლებულ და ყურადღებიან მოძღვართან მოვხვდი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2017, 09:32 PM
პოსტი #463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის გადარჩენა"

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2017, 08:17 PM
პოსტი #464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ექიმის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება, ასევე უმოძღვროდ ვერავითარ ეკლესიურ მადლს ვერ ეზიარები".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2017, 08:50 PM
პოსტი #465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ადამიანი, რომელსაც არავითარი სიკეთე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, მხოლოდ იმის გამო ცხონდა, რომ ცუდ მოძღვარს გაუძლო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2017, 08:25 PM
პოსტი #466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი მოძღვრის თითოეულ სიტყვას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ რაღაცას არ შევასრულებთ, ისევ ცოდვაში ჩავვარდებით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2017, 09:20 PM
პოსტი #467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე მღვდელი ვარ... ესე იგი სათქმელიც არაფერია: საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნი“

/წმინდა იოანე კრონშტადტელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2017, 04:20 PM
პოსტი #468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ, მღვდლებიც, რომ ცოდვილი და სუსტი ადამიანები ვართ, ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე ოქროპირის ერთი ქადაგება მახსენდება. იგი ყვედრის სწორედ იმ ადამიანებს, ვინც იმიზეზებს ცოდვილობას და ამის გამო არ დადის ეკლესიაში.

"მითხარით, ვინ არის უცოდველი? - კითხულობს წმინდა მამა და პასუხობს, - ან იქნებ არ იცი, რომ თვით ეპისკოპოსნი და მღვდელნი დამძიმებლნი არიან ცოდვებით? ისინიც ისეთსავე სხეულს ატარებენ, როგორსაც ყველა. ეს ყოველივე, ანუ ის, რომ მღვდლები ცოდვილნი არიან, ხდება ღვთის განგებით.

თუ მღვდლები არ შესცოდავდნენ და არ იქნებოდნენ ამქვეყნიური ვნებებით სავსე, მაშინ გახდებოდნენ ნამდვილი დესპოტები და შეუწყნარებელი მრევლისადმი. ამიტომ ღმერთმა ასე მოაწყო, რომ თვით ეპისკოპოსნი და მღვდლები იყვნენ მონანი ცოდვისა, რათა რითაც თვით არიან დაავადებულნი, მრევლის იმავე ავადმყოფოებებს შეხედონ შემწყნარებლურად".

/მამა ვახტანგ დავითაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2017, 04:47 PM
პოსტი #469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა ძალა აქვს მოძღვრის ლოცვას?

- უდიდესი. ფართო მნიშვნელობით, სწორედ მისი მსახურებითა და ლოცვით აღესრულება უდიდესი სასწაული, როდესაც ღვინო და პური გარდაიქცევა მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, ხოლო ვიწრო მნიშვნელობით (როდესაც საქმე ეხება სულიერ შვილს, ან რაიმე კონკრეტულ შემთხვევას) მოვიყვან მამათა ცხოვრებიდან ერთ შემთხვევას.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა თავისი სულიერი შვილი მოსე ბოსტანში სამუშაოდ გაგზავნა. შუადღის სიცხითა და მუშაობით დაღლილმა მოსემ მთის ძირას, ჩრდილში დაიძინა. ამ დროს მისი მოძღვარი სენაკში ლოცულობდა და ცოტა ხნით წათვლიმა.

მას გამოეცხადა მშვენიერი სახის მღვდელი და უთხრა: "ჰოი, იოანე, შენ უზრუნველად გძინავს, ხოლო შენი მოწაფე მოსე გასჭირშია". იოანე მაშინვე გამოფხიზლდა და სულიერი შვილისთვის ლოცვა დაიწყო.

როდესაც მოსე სამუშაოდან დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რაიმე ხომ არ შეგემთხვაო. მან კი მიუგო: "დიდი ლოდი მეცემოდა თავზე, მამაო, რადგან მის ქვეშ მეძინა. შენი ხმა მომესმა, თითქოს მეძახდი. იმ ადგილს გავეცალე. ის ლოდი მეყსეულად ჩამოვარდა".

ასე გადაარჩინა მოძღვრის ლოცვამ სულიერი შვილი. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ჯვრის გადასახვით ჰაერში გააჩერა მორი, რომელიც მის სულიერ შვილს ეცემოდა. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება".

/მამა ვახტანგ დავითაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2017, 05:27 PM
პოსტი #470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარგი და ცუდი მოძღვარი არ არსებობს. მოძღვრის ინსტიტუტი ღვთისგანაა დადგენილი. მღვდელი სულიწმინდის მადლის მატარებელია და შეუბღალავი. როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, ღმერთი მწამს, მოძღვარი კი არაო?!"

/არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2017, 09:52 PM
პოსტი #471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორწმუნემ თავისი აღსარების, თავისი ცხოვრებისა და სულიერი მოღვაწეობის შესახებ სხვას არაფერი არ უნდა უთხრას. დე, ყოველივე საიდუმლოდ დარჩეს, მოძღვრის რჩევებიც.

ბერი პორფირი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2017, 09:33 AM
პოსტი #472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრის კურთხევა აუცილებელია, რომ შენი საქმე კეთილად წარიმართოს".

"უდიდესი სიბრძნე სწორედ ისაა, რომ შენ გინდა, ვინმეს დაემოწაფო"

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2017, 10:05 PM
პოსტი #473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ორიოდე სიტყვა მითხარი ღმერთზე, მამაო, სულიერად ძალზე ღატაკი ვარ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2017, 11:35 AM
პოსტი #474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ბევრს აინტერესებს, როგორ უნდა აირჩიოს ადამიანმა მოძღვარი?

- უფალი გულთამხილავია. პირველ რიგში ადამიანმა უფალს უნდა სთხოვოს, გამოუჩინოს მოძღვარი, რომელიც იზრუნებს მისი სულის ცხოვნებაზე. ჩვენ ყველა მოძღვარს პატივი უნდა მივაგოთ, რადგან მათზე ღვთის განსაკუთრებული მადლია, მაგრამ შეგვიძლია მათგან ჩვენთვის სასურველს დავემოწაფოთ. თუ ადამიანი თავის მართლების გამო ვერ პოულობს მისთვის სასურველ მოძღვარს და სუყველას ეჭვის თვალით ან განკითხვით უყურებს, რათა თქმა უნდა, ასეთი საქციელი დასაგმობია".

/მამა ვახტანგ დავითაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2017, 01:42 PM
პოსტი #475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს: "ვინც თავის სულიერ მამას ემორჩილება, იგი ამით უფალს ემორჩილება და მის ნებას აღასრულებს, ხოლო უფლის ყველა მორჩილი ამქვეყნად თავის სულიერ მოძღვარსაც დაემორჩილება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2017, 10:16 AM
პოსტი #476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არასდროს განსაჯო შენი მოძღვრის საქმენი, არამედ ყოველთვის მისდიე მის მოძღვრებას, მისი მცნებები აღასრულე. დემონები ჩვეულებისამებრ მიგითითებენ მოძღვრის ნაკლზე, რათა დაგიხშონ ყურები მისი გაკვეთილებისთვის, რომ გახდე უძლური და მოშიში მებრძოლი ბრძოლის ველზე ანდა ურწმუნოების გულისთქმებით დაგასუსტონ და სიზარმაცე მოგგვარონ, რომ რაიმე სათნოება ვერ აღასრულო".

/ედესის ეპისკოპოსი მღვდელმთავარი თეოდორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2017, 09:01 PM
პოსტი #477


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკეთის მქადაგებელი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2018, 11:14 AM
პოსტი #478


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შენს მოძღვარზე საყვედურს ნუ მიიღებ და ნუ წააქეზებ მას, ვინც სახელს უტეხს, რათა უფალი არ განარისხო და არ აგხოცოს მიწისაგან პირისა".

/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2018, 01:37 PM
პოსტი #479


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გავიდა რამდენიმე წელი და იგი [არქიმანდრიტი იოაკიმე შენგელაია] სოფელ წარჩეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მრევლიც შემოიკრიბა, მაგრამ წარჩეში მალე შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და სნეულთა მოვლისას მამა იოაკიმესაც შეეყარა...

ავადმყოფი მოძღვრის მიკარებას ვერავინ ბედავდა. ბოლოს მისმა მრევლთაგანმა, ღრმად მორწმუნე ძაკა შონიამ გადადო თავი და სანამ მოძღვარი არ განკურნა, აღარ მოსცილებია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2018, 02:01 PM
პოსტი #480


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი მოძღვარი არის ადამიანი, რომლის საშუალებითაც უფალი თავის კეთილ ნებას გვაუწყებს. ის მკურნალია, რომელსაც, ღვთის მადლით, ძალუძს ჩვენი სულის ურთულეს ლაბირინთებს ჩასწვდეს და ფიზიკური თვალისთვის უხილავი უფსკრულიდან სწორ გზაზე გაგვიყვანოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი