IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კოლხეთი, ერთ-ერთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეული
sable
პოსტი Oct 8 2009, 02:07 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



აქ კოლხეტის შესახებ ერთ-ერთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეულის შესახებ.

ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიას ხშირად კოლხეთიდან იწყებენ, ხოდა კოლხეთის შესახებ არ იქნება ურიგო კამათი და ინფორმაციის შეგროვება.


აგერ მცირე ექსკურსი ქართული ვიკიდან კოლხეთის ისტორიის შესახებ:



ძვ. წ. XVII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფო. ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც ქუხა (ასევე კოლხა, ან კილხი). მეზობელ ერებთან გამოდმებულ ომებში ჩართულმა კოლხებმა მოახერხეს დიაოხის ნაწილის შემოერთება ძვ. წ. 750-იანებში, თუმცა რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდემუსა) ურარტუს მეფე სარდურის II-სთან ძვ. წ. 750-748 და 744-742 ომების შედეგად.

სიმერიელებისა და სკვითების შემოსევებით დაუძლურებული სამეფო ძვ. წ. 730-720-იანებში აქამენიდი სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში. სკვითებისა და კიმირიელების დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და უმთავრესად მესაქონლეობას და ცხენების მოშენებას მისდევდა. ამ მეომარ მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქარი იმ დროისათვის საშინელ ძალას წარმოადგენდა და თავისი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. სამხრეთ კოლხეთში მცხოვრები ტომები (ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონების, მოსქები და მარები) სპარსეთის მე-19 სატრაპოში მოაქციეს, ხოლო ჩრდილოეთი ტომები უსისხლოდ დანებდნენ და ხარკის სახით ყოველ ხუთ წელიწადში 100 ქალიშვილსა და 100 ჭაბუკს უგზავნიდნენ სპარსეთის მეფეს. აქამენიდთა უზარმაზარი იმპერიის სხვა რეგიონებთან მზარდი კომერციული და ეკონომიკური კავშირების წყალობით კოლხების მიწების სოციო-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა.


საინტერესოა იყო თუ არა კოლხეთი უძველესი ქართული პოლიტიკური ერთეული და თუ იყო როდიდან ყალიბდება ასეთად აქ მოყვანი დათარირება ცოტა საეჭვოა რადგან კოლხეთის სამეფოდ ჩამოყალიბება ძვ.წ. XVII ს. რამდენადაც მე ვიცი არ დასტურდება შესაბამისი მასალებით.

მოკლედ საკამათო ბევრი დაწერეთ ვისაც რა გაგიგიათ და ტყუილი და მართალი მერე თანდათან გაირჩევა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2022, 05:19 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასე წერდა ჯერ კიდევ თითქმის ორი ათასი წლის წინ კოლხეთის შესახებ ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გეოგრაფოსი და ისტორიკოსი სტრაბონი (ძვ. წ. 64/63 - ახ.წ.23-24 წწ.). სახელოვან ბერძენ მეცნიერს არგონავტების შესახებ თქმულება ნამდვილ ამბად მიაჩნდა და თავგამოდებით ეპაექრებოდა თავის წინამორბედს, ძვ. წ. II ს-ის ცნობილ ბერძენ ისტორიკოსს და გრამატიკოსს დემეტრიოს სკეფსისელს: "ვფიცავ ზევსს, რომ ნამდვილად იყო ეს შორეული მოგზაურობა, ისევე როგორც ოდისევსისა და მენელაოსისა, რომელთა შესახებ ახლაც მიუთითებენ და ირწმუნებიან ფასისთან, ხოლო აიეტი რომ კოლხეთში მეფობდა, სარწმუნოა! იქაურებში ეს სახელი ადგილობრივია. ...რაც იასონს გადახდა თავს, არგოსა და არგონავტებს, ყველანი ერთი აზრისა არიან ამის შესახებ და ნუთუ ჰომეროსმა გამოიგონა ოკეანეში აიეტთან მგზავრობა და არავითარი ისტორიული საფუძველი არსაიდან აუღია? (სტრაბონი, 1,2,39 [334, გვ.71])".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 227/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2022, 12:39 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძვ. წ. VIII-VII სს-ის ბერძნებსა და კოლხეთს შორის ურთიერთობათა არსებობის არაპირდაპირი მოწმობად შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე ოქროს საწმისისათვის არგონავტების კოლხეთში ლაშქრობი შესახებ მითის არაჩვეულებრივი პოპულარობა იმდროინდელ ბერძნულ ლიტერატურაში (ჰომეროსი, ჰესიოდე, ევმელოს კორინთელი, "ნავპაკტიკა", კიკლიკური ეპოსი). უთუოდ დიდმნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არგონავტიკის თემა, კერძოდ, მედეას გამოსახულება ჩნდება ეტრუსუკლ კერამიკულ ფერწერაში უკვე ძვ. წ. VIIს-ში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.339/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2022, 01:16 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახ.წ. II საუკუნის მწერლის აპიანეს ცნობით: "კავკასიონიდან გამომდინარე მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეში სქელმატყლიანი ცხვრის ტყავებს დებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც ამ ტყავზე რჩება. ალბათ, ამგვარივე იყო აიეტის საწმისიც"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.361/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2022, 01:34 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"II ს-ის ერთ-ერთ ანონიმურ ტრაქტატში შემონახულია საინტერესო ცნობა, რომლის პირველწყაროდ ძვ.წ. IV ს-ის ბერძენი ევჰემერისტი პალეფატე ივარაუდება: "კოლხეთში დაცული (ტყავი) ნამდვილად ოქროს საწმისი კი არ იყო (ეს პოეტური გამონაგონია), არამედ ტყავებზე ნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.51/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2022, 02:51 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მრავალმა რომაელმა ავტორმა (ვირგილიუსი, მარკოზ ლუკა, ვალერიუს ფლაკუსი, ოვიდიუს ნაზონი და სხვ.) შემოინახა არგონავტების კოლხეთში ოქროს საწმისისათვის ლაშქრობის თქმულებების ისეთი დეტალები, რომლებიც არ გვხვდება ძველბერძნულ ლიტერატურაში. სამაგალითოდ შეიძლება დავასახელოთ "ორფიკული არგონავტიკა",სადაც დეტალურად აღწერაა "მედეას ბაღისა", თავისი სამკურნალო მცენარეებით რომ იყო განთქმული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.59/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2022, 07:57 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლეგენდარული კოლხეთი მართლაც შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი ქართველური სახელმწიფო გაერთიანება, რომელსაც ქართველური თვითშეგნების ფორმირების პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს შესრულებული"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 07:50 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შორაპნის ციხეს აქვს კიდევ ერთი ანდამატი. ეს არის მისი კავშირი ოქროს საწმისთან. იასონის მიერ "ოქროს საწმისის" გატაცება კოლხეთიდან, სწორედ შორაპნის ციხეს უკავშირდება.
ლეგენდის თანახმად, ოქროს საწმისის მაძიებელი იასონი, რიონით ამოვიდა ქუთაისამდე და მიადგა კოლხეთის მეფის - აიეტის სასახლეს. მეფემ იასონს უამარავი განსაცდელი მოუვლინა, რადგან არ სურდა ოქროს საწმისის დათმობა. იასონმა, მეფის ასულის - მედეას დახმარებით, აიეტის ყველა დავალება შეასრულა. ღმერთების მეფის - ზევსის საჩუქარი, "ოქროს ფრთოსანი ვერძის" ტყავი, აიეტს სატახტო ქალაქიდან მოშორებით ჰქონდა გადამალული და მას ცეცხლისმრქვეველი გველეშაპი იცავდა. ქუთაისთან შორიახლოს მდებარე და მიუვალი ადგილი, მით უმეტეს, იმ პერიოდში, იყო შორაპანი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოქროს საწმისის სავანე იყო შორაპნის ციხე, რომელიც ქუთაისიდან დაახლოებით 30-იოდე კილომეტრში მდებარეობს. სწორედ აქედან გაიტაცეს მედეამ და იასონმა კოლხეთის მეფე აიეტის კუთვნილი ოქროს საწმისი - კოლხთა კეთილდღეობის გარანტი და წაიღეს საბერძნეთში. ეს ფაქტი უნდა გამოვიყენოთ ტურისტების მოსაზიდად, რადგან ციხე-სიმაგრის მნიშვნელობა უკვე სცდება საქართველოს საზღვრებს და გადის საერთაშორისო მასშტაბებზე. მოგეხსენებათ, ოქროს საწმისის ლეგენდა, უდიდესი ლეგენდაა ლეგენდათა შორის. ტურსააგენტოები და ტურისტული ორგანიზაციები კი, ლეგენდების განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ".

/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2022, 07:55 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველი კოლხური საცხოვრებლებისა და დასახლების ტიპის შესახებ მრავალი საინტერესო ცნობა გვხვდება ძველ ბერძენ და რომაელ ავტორთა შრომებში. ისინი გვაწვდიან ცნობებს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული საცხოვრებლებისა და სასიმაგრო ნაგებობების შესახებ. დაინტერესება კოლხური საცხოვრებელი თუ თავდაცვითი ნაგებობებით მათი უძველესი და ორიგინალური სახით იყო განპირობებული.

კოლხური საცხოვრებელი და სასიმაგრო ნაგებობების შესახებ ფასდაუდებელ ინფორმაციას იძლევა მდიდარი არქეოლოგიური მასალა. ძვ.წ. II ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური მონაპოვარი სამშენებლო-საინჟინრო საქმის მაღალ დონეზე განვითარების უტყუარ დოკუმენტაციას წარმოადგენს.

ცნობილი რომაელი არქიტექტორის ვიტრუვიუსის (ძვ.წ. I საუკუნე) ტრაქტატში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "კოლხური სახლის" დეტალურ აღწერას. ვიტრუვიუსის მიერ "კოლხური სახლი", ფრიგიულთან ერთად, კაცობრიობის ისტორიაში საცხოვრებლის უძველს ფორმად არის მიჩნეული. ძველ კოლხეთში სამშენებლო-საინჟინრო საქმე მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული, რის შესახებაც, უპირველესად ყოვლისა, მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქ საცხოვრებელი და სასიმაგრო ნაგებობები შენდებოდა ბიოგეოგარემო პირობებთან შეხამებით, რაც გარკვეული სირთულეებით ხასიათდებოდა - დაბალი რელიეფი, ნიადაგის ხშირი დაწევა, გრუნტის წყლები, ჭაობი, ხშირი ნალექიანობა - ყოველივე ეს კი რთულ პირობებს უქმნიდა სამშენებლო საქმის განვითარებას.

ამ პირობებმა გამოიწვია ის, რომ კოლხეთში უძველესი დროიდანვე სამოსახლოს გორებსა და ბორცვებზე მართავდნენ. ხშირად კი გორებსა და ბორცვებს ხელოვნურადაც ქმნიდნენ, მოზვინული მიწის საშუალებით გარშემო შემოავლებდნენ თხრილებს, რომლებსაც როგორც თავდაცვითი, ასევე წყლის საწრეტი და სამიმოსვლო დანიშნულება ჰქონდათ. თხრილებით გარშემორტყმული ბორცვები და თიხაზვინულები კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული და დასახლების ერთ-ერთ ძირითად ტიპს წარმოადგენდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 210/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2022, 02:32 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსაკუთრებით მაღალ დონეზე იდგა კოლხეთში სელის ქსოვილების დამზადება, რომელსაც ჰორიზონტალურ დაზგაზე ქსოვდნენ. კოლხური სელი ცნობილი იყო მაშინდელ მსოფლიოში თავის მაღალი ღირსებით და უცხო ქვეყნებშიც ბლომად გაჰქონდათ. ქსენოფონტეს სიტყვით, მეთევზეთა ბადეების საქსოვად საუკეთესო ნართად კოლხური სელის ნართი იყო მიჩნეული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 192/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 03:59 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცული უძველესი დროიდან გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, მისი განვითარების მწვერვალს კი წარმოადგენს ბრინჯაოს "კოლხური ცული". "ცული" კოლხი მეომრის შეიარაღების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 236/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2022, 08:38 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უძველესი წერილობითი ცნობა რიონზე ნაოსნობის შესახებ ძვ. წ. IV საუკუნეში მოგვეპოვება. ამ დროს არის შედგენილი ერთი გეოგრაფიული ნაშრომი, რომლის ავტორობას, ხშირად, ძველ ბერძენ სკილაქს კარიანდეს მიაწერენ. აქ მოხსენიებულია "მდინარე ფასიდი და ელინური ქალაქი ფასიდი და აქედან მდინარის ზემოთ ცურვით 180 სტადიონის დამოშორებით დიდი... ქალაქი, საიდანაც იყო მედეა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 159/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2022, 01:11 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთოდ, შუა საუკუნეების საქართველოში ვირზე შესმა და ასე ტარება მძიმე გამაწბილებელ სასჯელად ითვლებოდა, რომლის მიზეზიც დამნაშავისათვის უფრო მორალური ტრავმის მიყენება იყო, ვიდრე ფიზიკურის. ბიზანტიელი ისტორიკოსის აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, კოლხებმა ჯორზე შესვეს გუბაზ მეფის მკვლელები, რაც, როგორც ჩანს, უდიდეს და ამავე დროს შიშის მომგვრელ სანახაობას წარმოადგენდა კოლხებისათვის".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.325/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2022, 04:07 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს ქვეყანაში, სახელდობრ, ძველ კოლხეთში, საკუთარი მონეტა ძალიან ადრე გაჩენილა. კოლხური თეთრის ზოგიერთი სახეობა, უკანასკნელ გამოკვლევათა მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება: ამიტომ სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ისინი მსოფლიოს უძველესი მონეტების რიცხვს ეკუთვნის; თავისი ტექნიკურ-მხატვრული შესრულებითაც კოლხური თეთრი იმდროინდელ საუკეთესო ნიმუშს არაფრით ჩამოუვარდება"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ფულის ისტორია საქართველოში", გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი