"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jun 21 2018, 09:43 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- რა მიზანი აქვს სახარების იგავს?
- სახარებაში უფალი იესო რამდენჯერმე ამბობს: "რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათე 13,9) - ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოსო! უფალი ამ სიტყვებს დასკვნის სახით დაურთავს ხოლმე იგავის თხრობის ან განმარტების ბოლოს. იგავთა მთხრობელი იესო ამით მსმენელის ყურადღებას ძაბავს, რათა მან მართებულად და შეუმცდარად მიიღოს იგავური სათქმელი. მოწაფეები თავის მოძღვარს, უფალ იესოს, ეკითხებიან: "რაისათვის იგავით ეტყვი მათ?" (მათე 13,10). უფალი თავის მოწაფეებს იმასაც აუწყებს, რომ ხალხს არ მისცემია ცათა სასუფევლის საიდუმლოს ცოდნა, მათ კი, უფლისგან გამორჩეულთ, ეს ცოდნა მიეცათ, თუმცა ის ჯერ არ იყო სრულყოფილი, სანამ სულიწმინდა არ გადმოვიდა მათზე. სწორედ გამოუცდელი მსმენელის, ხალხის "ჩვილი ქრისტესმიერობა" მიიღო მხედველობაში გულმოწყალე უფალმა, როდესაც იგავსა და თხრობის იგავურ წესს მიანიჭა უპირატესობა ქადაგებისას. მეტი თვალსაჩინოებისთვის უფალი იესო ხალხს უქადაგებდა "განმარტებულითა სიტყვითა" - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს. ამიტომაც არის, რომ უფალი იესო ქრისტეს იგავები გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი უბრალოებით, სიცხადითა და სიწმინდით. სახარების იგავის შინაარსი უმეტესწილად აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქმიანობიდან, ურთიერთობიდან, ყველასთვის ნაცნობი და გასაგები ვითარებიდან..." /მარიამ (დოდო) ღლონტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 22 2018, 07:18 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხალხში ხშირად იდგნენ ხოლმე ფარისევლები, მწიგნობრები, რჯულისმეცნიერნი, რომელთაც უფალი ასევე იგავებით მიმართავდა, ან იგავებითვე სცემდა პასუხს მათ შეკითხვებს. ფარისევლებისა და მისთანების ცოდვით გაუხეშებული გულის, ზნეობრივი უგრძნობლობის გამო მოიმარჯვებდა ხოლმე ჩვენი უფალი იგავებს, რათა როგორმე ჭეშმარიტებისკენ მიებრუნებინა ისინი, ან კიდევ ამ გზით ღვთის სიტყვაში უწმინდური ხელების ფათური აღეკვეთა მათთვის."
/მარიამ (დოდო) ღლონტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 23 2018, 02:37 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- რა განსხვავებაა სახარების იგავსა და არაკს შორის?
- ეს ორი მხატვრული ჟანრი - იგავი და არაკი - სასულიერო, საღვთისმეტყველო ლიტერატურაში გაემიჯნა მკვეთრად ერთმანეთს, რის შედეგადაც არაკი ეკლესიამ საერო ჟანრს მიაკუთვნა და აღიარა მხოლოდ იგავი. ერთი დეტალია გამოსაყოფი. არაკისგან განსხვავებით, სახარების იგავისთვის დაუშვებელია ხუმრობა, რომ არაფერი ვთქვათ, დაცინვასა და გესლიანობაზე. ეს, ჩვეულებრივ, არაკისთვის არის დამახასიათებელი. მკითხველი სახარების იგავიდან ზოგჯერ წყრომისა და სიმკაცრის მსუბუქ სუსხს შეიგრძნობს, მაგრამ ეს ცოდვილის გონს მოსაყვანი ის მარჯვე იგავური საშუალებაა, რომელსაც "მართალთა მოყვარული და ცოდვილთა მწყალობელი" უფალი მიმართავს. სახარების იგავთა ტკბილად მთხრობელი არასოდეს მრისხანებს, შეუბრალებლობისა თუ დაუნდობლობის ნასახიც არ არის მის ნაამბობში. არსებითი განსხვავება არაკსა და სახარების იგავს შორის მათივე გამიზნულობით მჟღავნდება. ისინი ცასა და დედამიწასავით დაშორებიან ერთმანეთს - არაკი ამსოფლიურობით იფარგლება, მისი მზერა ამქვეყნიური, ხილული სიბრძნისკენაა მიქცეული, სახარების იგავი კი ზეცას ჭვრეტს, ღვთიურ სიბრძნეს გვაწვდის." /მარიამ (დოდო) ღლონტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 23 2018, 05:05 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იგავი მეგობრის თხოვნაზე
"რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მივიდეს მასთან და სთხოვოს: მეგობარო, მასესხე სამი პური, ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე; და მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, რადგან კარი უკვე დაკეტილია, შვილებიც ლოგინში მიწვანან, ვერ ავდგები და ვერ მოგცემ პურს, - გეუბნებით თქვენ: თუ თავს მოაბეზრებს და დაჟინებით მოსთხოვს, მეგობრის ხათრიც რომ არ ჰქონდეს, მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება". ლუკა 11,5-8 ლოცვა ნუ მოგბეზრდება ერთხელ უფალ იესოს მოწაფეებმა სთხოვეს: გვასწავლე, როგორ ვილოცოთო. უფალმა მათ "მამაო ჩვენოს" ლოცვა ასწავლა და უამბო იგავი "მეგობრის თხოვნაზე". უფალი იესო ქრისტე ხშირად ლოცულობდა: ხან მთის წვერზე განმარტოვდებოდა, ხან კიდევ თავის მოწაფეებთან ერთად დადგებოდა ლოცვად. ზოგი ყოველდღე ლოცულობს, მთელი გულით ესაუბრება უფალს. მაგრამ ზოგიერთი, მაშინვე თუ არ აუსრულა უფალმა თხოვნა, გულს აიყრის ხოლმე და აღარ ლოცულობს. შენც რომ ასე არ დაგემართოს, კარგად დაუკვირდი, რას გასწავლის უფალი ამ იგავით. პურის მთხოვნელი მლოცველია. მას მეგობარი ესტუმრა, მაგრამ ვერ უმასპინძლა, შინ პურიც კი არ აღმოაჩნდა. სტუმრად მოსული მეგობარი მისი კეთილი ანგელოზია. სანამ მფარველი ანგელოზი არ ეწვია და არ გამოაფხიზლა, მანამდე ვერც იმას ხვდებოდა, რომ არაფერი ჰქონდა, და არც თავისი ზეციური მეგობარი - უფალი იესო ქრისტე გახსენებია. რატომ ითხოვს ეს მლოცველი მაინცდამაინც სამ პურს? იმიტომ, რომ მლოცველმა ქრისტიანმა, უპირველესად, ყოვლადწმიდა სამების მადლი უნდა ითხოვოს უფლისგან. უფლის შეუწევნელად კეთილ საქმეს ვერ გააკეთებ. გაჭირვებული ადამიანის შველას რომ დააპირებ, უფალს შესთხოვე, ძალა მოგცეს ამისთვის, და აუცილებლად გადმოვა შენზე მადლი ყოვლადწმიდისა სამებისა. იქნებ გაგიკვირდა, რომ მეგობარმა ჯერ უარი უთხრა პურის მთხოვნელს; არც ლოგინიდან ადგა, არც კარი გაუღო - შვილებს ვერ გავაღვიძებო! თუ უგერგილოდ ილოცებ ან მარტო გაჭირვებაში გაგახსენდება უფალი და ეკლესია, შენს ლოცვას ძალა არ ექნება და ვერც ხმას მიაწვდენ შენს ზეციურ მეგობარს. როგორც კი მთელი გულით ინდომებ, უფალს მიმართო, ეკლესიაში მიდი სალოცავად და კარი არასოდეს დაგხვდება დაკეტილი. გულგრილად მლოცველი თვითონ იკეტავს ამ კარს, გულმოდგინე მლოცველს კი უფალი მფარველობს. ისწავლე გულმოდგინე ლოცვა და უფლის მფარველობა არასოდეს მოგაკლდება." /მარიამ (დოდო) ღლონტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 12 2018, 05:56 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძე შეცდომილის იგავს" ყველა დროსა და ხალხის უდიდეს მონათხრობს უწოდებენ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2019, 10:23 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფლის მიერ მოთხრობილ იგავებში უფალი, სახლის პატრონი და ა. შ. არის თვით ღმერთი"
/მამა გიორგი სამსონიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 3 2020, 06:32 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი გულის შემმეცნებლობით განაცხადებს ყოველს და არა გონებისა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2020, 10:27 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სახარებისეული იგავები კოსმოსურ სიბრძნეს შეიცავს, ისინი ღვთის ლოგოსის, ღვთის სიტყვის სრულყოფილი გამოვლინებაა"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2021, 07:58 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი საუბრობს იგავებით, რათა თავისი სიტყვები უფრო შთამბეჭდავი გახადოს, ჭეშმარიტებას შემოსოს ცოცხალი სახე, ღრმად აღბეჭდოს იგი ჩვენს აზროვნებაში და თვალისთვისაც გახადოს დასანახი. იგავი მარტო გონებაზე კი არ მოქმედებს, არამედ გულზეც და მსმენელის წარმოსახვაზეც, ამიტომ ჭეშმარიტება, როგორც სურათი, ადვილად ინახება მახსოვრობაში. თუმცა ზოგჯერ მსმენელები იგავის შინაარსს ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ თვით იგავი მათში მაინც რჩებოდა, როგორც კეთილი თესლი, რომელიც მაშინვე ღვივდებოდა, როგორც კი გულს შეეხებოდა სულიწმინდის მადლი, ყოველივეს განმაცხოველებელი".
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 27 2021, 08:57 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არ არის არაკი: არაკებში დაშვებულია ბევრი უმსგავსობანი, მაგალითად, ცხოველებისა და მცენარეების საუბარიც კი; ისეთ გამონაგონებს, რომლებიც არ ეთანხმება ბუნების კანონებს, უფალი არ იყენებდა"
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 28 2021, 10:22 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანურ იგავებს შორის არ არის იმათზე უკეთესი, რომლებსაც ვკითხულობთ ბიბლიაში, ხოლო ბიბლიურ იგავთა შორის არ მოიძებნება ჩვენი უფლის,იესო ქრისტეს იგავებზე უმჯობესი. ისინი მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია ყოველი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანისთვის, ადვილად გასაგებია პატარა ბავშვისთვისაც კი, მაგრამ თითოეულ მათგანში ბევრი რამაა ისეთი, რაზეც შეუძლია ჩაფიქრება ყველაზე ღრმად მოაზროვნე ადამიანსაც კი".
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 31 2021, 10:19 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
ეს სიტყვები ღვთაებრივმა მასწავლებელმა იგავის დასასრულს ბრძანა. რაც ნიშნავს შემდეგს: ვისაც სურს შეიცნოს ჭეშმარიტება, ვინც არ ახშობს თავის თავში საკუთარი სინდისის ხმას, დაე, იგი ჩაუფქრდეს აღნიშნული იგავის სიბრძნეს და გაითავისოს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2021, 05:10 PM
პოსტი
#33
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პრინსტონის თეოლოგიური სემინარიის სტუდენტებს დაავალეს, მოემზადებინათ ქადაგება მოწყალე სამარიელის იგავის შესახებ და გაეცნოთ მსმენელებისათვის, რომელთაც იგი უნდა შეეფასებინათ. ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ქადაგებაზე არ დაეგვიანათ. როდესაც ექსპერიმენტის თითოეული მონაწილე დანიშნულების ადგილისაკენ მიდიოდა, გზად ექსპერიმენტატორები ახვედრებდნენ ადამიანს, რომელიც მათ თვალწინ, მოწყვეტით, ხველებითა და კვნესით ეცემოდა მიწაზე. ამრიგად, სემინარიელებს ეძლეოდათ შანსი, რეალურად განეხორციელებინათ ის, რის შესახებაც უნდა ექადაგათ. აღასრულეს კი მათ ეს? მათმა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 3 2021, 08:46 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ხალხს ნაკლებად შეეძლო იგავის მეშვეობით გადმოცემული სწავლების გაგება, მაშინ უიგავოდ კიდევ უფრო ნაკლებად იქნებოდა იგი შემძლე რაიმეს გულისხმისყოფისა. მთელ თავის შეფარებულობასა და შეუცნობლობასთან ერთად, გადმოცემის იგავური სახე უბრალო ხალხს მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან აღებული შედარებებს სთავაზობდა დასახმარებლად, და ამავე დროს, აღაგზნებდა რა მსმენელის ყურადღებას, განამზადებდა და ხვეწდა მას სახარების უფრო განცხადებული ქადაგების აღსაქმელად და გასაგებად. ამასთანავე, იგავის მთავარი აზრის შეფარულობა საცთურის საბაბს მოაკლებდა ნაკლებად ყურადღებიან და ურწმუნო ადამიანებს და ქრისტეს სწავლების მოწინააღმდეგეებსაც ართმევდა შესაძლებლობას მისი გაკიცხვა-ყვედრებისათვის. მაგრამ, მეორე მხრივ, მაცხოვარი ყოველივე აუცილებელს აკეთებდა იმისათვის, რომ ადამიანებისათვის სახარების საღვთო ჭეშმარიტებათა პირდაპირი გულისხმისყოფა მოეცა. იგი თავადვე განუმარტავდა მოციქულებს თავის იგავებს იმ მიზნით, რომ მოციქულებს შემდგომში თავადაც შესძლებოდათ სხვებისათვის გადაეცათ ყოველივე ის, რაც უფლისაგან მოესმინათ. უფალი იესო ქრისტე იმისათვის განამზადებდა თავის მოწაფეებს, მოციქულებს, რომ ისინი ყოფილიყვნენ "ნათელი სოფლისა" (მთ. 5,14), როცა ამისათვის კეთილხელსაყრელი დრო დადგებოდა".
/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 4 2021, 04:53 PM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ასწავლიდა რა ხალხს იგავებით, უფალი ლაპარაკობდა უბრალოდ, ხალხისთვის გასაგები ენით".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2021, 09:17 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლუკას სახარება მდიდარია ქრისტეს იგავებით, რომლებიც არ გვხვდება სხვა სახარებაში. მაგალითად:
- მოწყალე სამარიტელის იგავი; - უძღები შვილის იგავი; - დაკარგული დრაქმის იგავი; - მეზვერისა და ფარისევლის იგავი; - მდიდრისა და ლაზარეს იგავი; - იგავი ტალანტებზე; - იგავი ორ მოვალეზე; - იგავი უსარგებლო ლეღვის ხეზე; - იგავი ომში მიმავალ მეფეზე; - იგავი მოღალატე მმართველზე; - იგავი უსამართლო მოსამართლეზე." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 24 2021, 08:14 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[უფლის] იგავური მეტყველება ტაძარში შესასვლელ კარს ჰგავდა. იგი ღირსეულთათვის იღებოდა, ხოლო უღირსთათვის დაკეტილი იყო".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 16 2022, 07:45 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფლის იგავთა შორის "მდიდარი და ლაზარე" ერთადერთია, როდესაც მაცხოვარი იგავის პერსონაჟს სახელით იხსენიებს. როდესაც უფალი იგავებს ამბობდა, შეეძლო, პირობითად რაიმე სახელი ეთქვა - ვთქვათ, იუდა, სვიმონი. მაგრამ ნებისმიერ მათგანთან დაკავშირებით ვინმეს შეიძლება ეფიქრა, - ჩემზეა ნათქვამიო; მაგრამ უფალი ხომ იგავებით კონკრეტულ ადამიანს არასოდეს მიმართავდა. უფლის იგავების პერსონაჟებში თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავი უნდა ამოიცნოს, რათა შინაგანმა ხმამ სინდისი გააღვიძოს და სინანულში მოვიდეს. სამწუხაროდ, ხშირად ასე ხდება - პატივმოყვარე და ამპარტავანი ადამიანი, როცა თავის სახელს გაიგონებს, თავის მართლებას იწყებს და კიდევ უფრო ახშობს საკუთარ თავში სინდისის ხმას. ლაზარე იმდენად კეთილად არის წარმოჩენილი და იმდენად გაჭირვებულადაა აღწერილი, რომ ერთი მხრივ, სულიერად ლაზარეს ადგილას ყოფნას ყველა ინატრებდა და ინდომებდა, მეორე მხრივ კი, თავის თავზეც არავის მიიღებდა, რადგან ასეთი გაჭირვებული არავინ იყო, გადმოცემით, იმ დროს იერუსალიმში მართლაც ცხოვრობდა გლახაკი ლაზარე - უკიდურესად გაჭირვებული, რომელიც თავის სათნოებით იყო ცნობილი. ამის გამოც იყო, რომ უფალმა უკვე კონკრეტულად დაასახელა იგი.
ამ იგავის არსი არის ის, რომ დავინახოთ, თუ რა შეუძლია სიკეთეს და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბოროტებას, არაღვთივსათნო ცხოვრებას: როგორ შეიძლება დაღუპოს სიმდიდრემ ადამიანი, თუ ის კეთილგონივრულად არ განაგებს თავის ქონებას, და როგორ შეიძლება უკიდურეს სიღატაკეშიც კი ცხონდეს კაცი, თუკი მას აქვს უმაღლესი სათნოება - გულმოწყალება, განუკითხველობა, ღვთის სიყავრული და მოშიშება". /სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2024, 07:48 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი უძველესი დროიდან იყო ადამიანისათვის ცხოვრების აზრის შესახებ ცოდნის გადმოცემის ერთ-ერთი განსაკუთრებული საშუალება. ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების მაგალითებზე იგავები გვეხმარება, შეივსწავლოთ ან გაივხსენოთ ისეთი აუცილებელი და მარადიული ჭეშმარიტებანი, როგორიცაა ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, ყველაფერში ზომიერების დაცვა, ჰარმონიულად ცხოვრება ყოვლის შემოქმედთან, ერთმანეთთან, ბუნებასთან.
იგავი არის სიტყვის ხელოვნება, შეძრას მკითხველის გული და მიანიჭოს წვდომა სტრიქონებს შორის დაფარული სიბრძნის მარცვლისა, დააფიქროს ადამიანის დანიშნულებისა და მოწოდების აზრზე, შეასწავლოს სიკეთის, სიყვარულისა და გულლმობიერების უმოკლესი გზები" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 28 2024, 03:49 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი გამოარჩევს ღირსეულ მსმენელს უღირსი მსმენელისგან: ღირსეული ცდილობს მისი აზრის გაგებას, უღირსი კი უყურადღებობას იჩენს მოსმენილის მიმართ"
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი