უნაყოფო ლეღვის ხე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უნაყოფო ლეღვის ხე |
მარიამი |
Nov 29 2007, 12:32 AM
პოსტი
#1
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:
"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11) მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე. როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე? აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა. იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
m16 |
Nov 29 2007, 01:16 AM
პოსტი
#2
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ციტატა რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე? ვერ გავიგე უფალი წამოვიდა ბეთანიიდან მოშიებული?? რაღაც შეცდმოით წერია ალბათ ისე მეც დამაინტერესა თუ ადამიანია შედერებული ლეღვის ხესთან, მაშინ ნაყოფის არ დაგემოვნება ადამიანს როგორ უნდა დავუკავშიროთ?? -------------------- :)
|
დეკ. ირაკლი |
Nov 29 2007, 01:27 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი: "ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11) მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე. როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე? აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა. იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება. ლეღვის ხე ,სჯულს განასახიერებდა.სხვაგანაც წერია რომ ნათანაილი ლეღვის ხის ქვეს იპოვა! სამწუხაროდ სჯულმა ნაყოფი ვერ გამოიღო(ძველ სჯულზეა საუბარი,განა სჯულს რაიმე ნაკლი ჰქონდა,ადამიანების უსიყვარულობის,ურწმუნოების გამო ითქვა ეს). |
მარიამი |
Nov 29 2007, 01:48 AM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მამა ირაკლი
დიდი მადლობა. რა მოკლედ და კარგად ახსენით -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Nov 29 2007, 01:59 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ლეღვის ხე ,სჯულს განასახიერებდა.სხვაგანაც წერია რომ ნათანაილი ლეღვის ხის ქვეს იპოვა! სამწუხაროდ სჯულმა ნაყოფი ვერ გამოიღო(ძველ სჯულზეა საუბარი,განა სჯულს რაიმე ნაკლი ჰქონდა,ადამიანების უსიყვარულობის,ურწმუნოების გამო ითქვა ეს). wooooooow მართლა არასდროს მომისმენია ასეთი მოკლე განმარტება არადა ტრაქტატები მაქვს ნაკითხი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Genesis |
Nov 29 2007, 03:00 AM
პოსტი
#6
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი: "ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11) მანდ იმან დაგაინტერესა თU მწიფობის დრო არ იყო რაღა ნაყოფს ეძებდაო? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მარიამი |
Nov 29 2007, 10:54 AM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მანდ იმან დაგაინტერესა თU მწიფობის დრო არ იყო რაღა ნაყოფს ეძებდაო? ჩემი მთავარი გაუგებრობა იქიდან წამოვიდა, რომ მეგონა უნაყოფო ლეღვის ხეში კონკრეტული ადამიანები იგულისხმებოდა. თუ ძველ სჯულს ვიგულისხმებთ, ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ბოლქვაძე |
Nov 29 2007, 11:18 AM
პოსტი
#8
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
ციტატა ლეღვის ხე ,სჯულს განასახიერებდა.სხვაგანაც წერია რომ ნათანაილი ლეღვის ხის ქვეს იპოვა! სამწუხაროდ სჯულმა ნაყოფი ვერ გამოიღო(ძველ სჯულზეა საუბარი,განა სჯულს რაიმე ნაკლი ჰქონდა,ადამიანების უსიყვარულობის,ურწმუნოების გამო ითქვა ეს). აჰა ახლა გასაგებია -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
neo |
Nov 29 2007, 01:40 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
სჯულსაც ვადაზე ადრე მოთხოვეს ნაყოფი ?
ან კონკრეტულად იმ ხემ რა დააშავა ? -------------------- www.cordesign.ge
|
.ნინო |
Nov 29 2007, 02:14 PM
პოსტი
#10
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
მე პირადად ასე გავიგე, რომ ლეღვის ხის მაგალითი იყო წინასწარმეტყველება, მინიშნება თუ რა ბედი ეწეოდა რჯულს...
იმ პერიოდში როცა ლეღვის ხის ამბავი მოხდა, რჯულიც არ იყო აღსრულებული, რადგან მაცხოვარი ჯერ არ იკო ვნებული, მაცხოვარმა როცა დაწყევლა ხე, მაშინვე ხომ არ გამხმარა, მერე გახმა, განთიადის შემდეგ... ანუ როცა კაცობრიობის ხსნა მოხდა, შემდეგ გაუქმდა ის რჯული... თუ რამე შემეშალა შემისწორეთ -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
დეკ. ირაკლი |
Nov 29 2007, 08:46 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
მე პირადად ასე გავიგე, რომ ლეღვის ხის მაგალითი იყო წინასწარმეტყველება, მინიშნება თუ რა ბედი ეწეოდა რჯულს... იმ პერიოდში როცა ლეღვის ხის ამბავი მოხდა, რჯულიც არ იყო აღსრულებული, რადგან მაცხოვარი ჯერ არ იკო ვნებული, მაცხოვარმა როცა დაწყევლა ხე, მაშინვე ხომ არ გამხმარა, მერე გახმა, განთიადის შემდეგ... ანუ როცა კაცობრიობის ხსნა მოხდა, შემდეგ გაუქმდა ის რჯული... თუ რამე შემეშალა შემისწორეთ მართალი ხარ ეს შენ დაასრულე ეგზეგეტიკა,რაც მე არ დავწერე! |
seminaristi |
Apr 8 2008, 03:15 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი: "ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11) მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე. როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე? აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა. იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება. 3. ПРОКЛЯТИЕ БЕСПЛОДНОЙ СМОКОВНИЦЫ (Матфея 21:18-19; Марка 11:12-14) Два Евангелиста свв. Матфей и Марк рассказывают, что после торжественного входа в Иерусалим, Господь провел со своими учениками ночь в Вифании, а утром на другой день, идя опять в Иерусалим, по дороге увидев смоковницу, пожелал вкусить от нее плодов, но ничего не нашел на ней, хотя она и одета была листьями, и сказал: “Да не будет же впредь от тебя плода во век”. “И абие изсше смоковница”, чему чрезвычайно поразились ученики. Евангелисты говорят, что Господь “взалкал” и потому искал плодов. Это не должно удивлять, ибо Господь Иисус Христос, по Своей человеческой природе, был подвержен всем немощам человеческого естества, и во всем был подобен нам, кроме греха. Ведь Он был не только Бог, но БОГОЧЕЛОВЕК. Характерно, что для удовлетворения Своих человеческих потребностей Он никогда не пользовался Своим Божественным всемогуществом и силою, а прибегал в таких случаях к обычным человеческим средствам, отвергнув раз навсегда первое диавольское искушение о претворении камней в хлебы. Св. Марк замечает при этом, что на смоковнице не было плодов, потому что еще было не время. За что же тогда смоковница подверглась проклятию? За то, что она видом своим обманывала, вводила в заблуждение. На смоковнице листья являются обычно после плодов, а эта смоковница своим зеленеющим видом обещала плоды проходящим по дороге путникам, в то время как в действительности на ней ничего, кроме одних листьев, не было. По учению Церкви смоковница эта была символом представителей и руководителей иудейской ветхозаветной церкви — первосвященников, книжников и фарисеев, которые имели только внешний вид исполнителей Закона Божия, а действительных плодов веры не приносили. Господь обрек их на иссушение в наказание за их лицемерие, и предрек, как мы увидим дальше, что “отъимется от них Царствие Божие и дастся языку творящему плоды его” (Матф. 21:43). იხილეთ აქ. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
marine |
May 13 2021, 08:09 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იესომ ცეცხლით არ დაწვა იუდეველები, რომელთაც არ მიიღეს იგი, არ აქცია ისინი მარილის სვეტებად, - უბრალოდ დააჭკნო ლეღვის ხე, ამით შეაგონა ისინი და უჩვენა, როგორი მომავალი მოელით, თუკი არ შეინანებენ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 16 2021, 09:52 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალმა დაწყევლა ლეღვის ხე, რათა ეს მოყვასისთვის ქცეულიყო მაგალითად, ხოლო მტრებისთვის - გაფრთხილებად. მან გაახმო ლეღვის ხე, რათა ეჩვენებინა, რომ უკვე აღარ იყო საჭირო ლეღვის ის ფურცლები, რითაც იმოსებოდა ადამი, რადგან იგი ამაღლებულ იქნა ძველ დიდებაში, რომლის დროსაც მას არ სჭირდებოდა, არც ფოთლებით შემოსვა და არც სხვა ტანსაცმელი".
/წმ. ეფრემ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 12 2024, 09:34 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუმცა არსებობს ქრისტეს სასწაული, რომელსაც არავითარი კონკრეტული სიკეთე არ მოუტანია ერთი კონკრეტული პიროვნებისათვის. მას საიდუმლო მნიშვნელობა ჰქონდა და წინასწარ მოასწავებდა მთელი კაცობრიობისათვის მინიჭებულ სიკეთეს - ცხონებას. ეს სასწაული იყო გახმობა უნაყოფო ლეღვის ხისა, რომელსაც მხოლოდ ფოთლები ესხა. ამ ხეს ძველი აღთქმაც ახსენებს სამოთხის ხეებს შორის, როდესაც ჩვენი წინაპრების დაცემის ამბავს გაადმოგვცემს. ლეღვის ხის ფოთლები ადამ და ევამ გამოიყენეს სიშიშვლის დასაფარად, რომელსაც ვერც კი ამჩნევდნენ, სანამ ცოდვას ჩაიდენდნენ, მაგრამ როგორც კი სცოდეს, მაშინვე შენიშნეს. შესაძლოა, სამოთხის ბაღში მდგომი ლეღვის ხის ნაყოფი იყო სწორედ აკრძალული ხილი. უფალმა ლეღვის ხეზე ვერ ჰპოვა ნაყოფი და არც იყო ამ ხისგან ნაყოფის გამოღების დრო. მაგრამ მაცხოვარმა ნება მისცა თავის ხორციელ ბუნებას უდროო სურვილისა: ამით შეიძლება აიხსნას წინაპართა არასწორი სურვილი, რომელიც უფალმა, ისევე როგორც კაცთა ყველა სისუსტე, იტვირთა და განაქარვა. რაკი ნაყოფი ვერ ჰპოვა, უფალმა უარყო ფოთლებიც, უარყო თვით ამ ხის არსებობა: უკვე მზადდებოდა სხვა ხე - ძელი ჯვარისა - კაცთა გამოსახსნელად, ხე, რომელიც კაცთა წარწყმედის იარაღად იქცა, უფლის ბრძანებით გახმა. საიდუმლო სასწაული მოხდა მხოლოდ უფლის მოწაფეების, მისი საიდუმლო მოძღვრების მიმდევართა თანდასწრებით. ეს სასწაული იყო ცოტა ხნით ადრე ღმერთკაცის ვნებასა და ჯვარცმამდე, რომელმაც ხსნა მოუტანა კაცობრიობას"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი