IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> იესოს გარეგნობა
კესო
პოსტი Apr 15 2010, 10:55 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



ციტატა
ხშირად მოწყენილია და მტირალი

fiqri.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 17 2010, 09:59 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ციტატა(Molen @ Apr 14 2010, 10:41 PM) *

« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»

ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! huh.gif ჩემი აზრით იესო ქრისტე უმშვენიერესი და უსრულყოფილესი განკაციერებული ღმერთი იყო, როემლსაც ყველაზე სრულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერება, მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება, არადა სულ სხვა რამეს მოგვითხრობს მესიის შესახებ ესაია...

რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?!

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მეც მაქვს ეს სიტყვები წაკითხული და ლამის ვიტირე.. გარეგნობა კი უფალს ნამდვილად დიდსულოვანი და მრავლის მეტყველი აქვს .. ხანდახან ვფიქრობ რატომ აქვს მკაცრი სახე მეთქი მაგრამ გარეგნობით ნამდვილად უსათნოესი და მომხიბვლელია.. უბრალოდ ის არ ცდილობდა მისთვის ყურადღება მიექციათ..თორემ უსახური ნამდვილად არ არის..
პირიქით. თუმცა პირველ რიგში აქ მაინც მისი სულიერი სიკეთე გვიზიდავს, მისი ღვთიურობა და ამის მიუხედავად მისი თავმდაბლობა. ვიცით მისი მოღვაწეობა და ამიტომაც თავს ვხრით მის წინაშე..მე ზოგჯერ თვალის გასწორება მიჭირს ასე მგონია უფრო თAვმდაბალი უნდა ვიყო ვიდრე პირდაპირ ვუცქირო. smile.gif


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 20 2010, 01:22 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



QUOTE(Molen @ Apr 15 2010, 11:55 AM) *

აკაკი



afxazi

მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება, არადა ეს ასე ნამდვილად არ არის.

terra

სავსებით შესაძლებელია.
marine



ესაია ჯერ ერთი ეხება სწორედ იმ მომენტს, როცა უფალი ჯვარცმულია და მისი სახე უპატიოა. უფრო ღრმა გაგებით კი ღვთისთვის ხორცშესხმა ,,უპატიოა". ღმერთი გამოჩნდა ხორცით, უხილავი იხილვა, მაგრამ ვინ იტყვის რომ ადამიანური ხორცი ან რამე ქმნილებათაგანი შესაფერისია ღვთისთვის. აი, ამას გულისხმობს ესაია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 4 2010, 09:34 AM
პოსტი #24


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ოფტოპიკების წაშლილია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 26 2010, 07:29 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



IPB-ს სურათი

აი ეს არის ის უახლესი და მაქსიმალურად ზუსტი ნამუშევარი

sad.gif wub.gif უბრალოდ რამხელა სიმშვიდე და თავმდაბლობა ჩანს ამ სურათიდან და სახიდან... სიყვარულიც..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Dec 28 2010, 12:10 AM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(Molen @ Apr 15 2010, 12:55 PM) *

ციტატა
«ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 53:2-7)»


afxazi

მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება.

Molen

გეთანხმები. მაგ მუხლებში ესაია მესიაზე ამბობს და საერთოდ არ საუბრობს იესოს წამების დეტალებზე.

როგორც ჩანს იესო არც თავის მოციქულებს შორის გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, რადგან იმისათვის რომ მტრებს ეცნოთ იესო, იუდას უნდა ეკოცნა მისთვის, სხვა შემთხვევაში ვერ ამოიცნობდნენ. იესო რომ რაღაც განსაკუთრებული გარეგნობის ყოფილიყო, იუდა გაროგნობაზე მიუთითებდა მათ, ვისაც იესო უნდა დაეპატიმრებინათ. ასე არაა? მაგრამ იუდა ამოსაცნობ ნიშნად, იესოს გარეგნობას კი არ ასახელებს, არამედ იმას, რომ აკოცებდა იმ ადამიანს, ვინც უნდა შეემყროთ.

"ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ". - http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/markozi-14.htm

ფაქტია რომ იესოს შეეძლო ადვილად გარეულიყო ხალხში ისე, რომ ვერ ამოეცნოთ ვინ იყო. გავიხსენოთ თუნდაც მარკოზის მიერ სახარებაში დაწერილი ამბავი. ერთხელ იესომ გალილეიდან იერუსალიმში ისე იმგზავრა რომ ვერ იცნეს:

"როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?" - იოანე 7:10, 11.

იესოს არცერთი მოწაფე გადაკვრითაც კი არ ახსენებს იესოს გარეგნობის ასეთ "ზემოქმედების" მომხდენ დეტალებზე, როგორც ნახატებში და გადმოცემებში აღიწერება ხოლმე. ნეტა რატომ?

ნუ დამძრახავთ და ჩემი აზრით, ამ სავარაუდო დეტალების წარმოდგენა გონებაში, და თქმა 'აუ რა მაგარი თვალები ქონდა ან ექნებოდა.. აუ რა მიმზიდველი იყო.. აუ რა შთამბეჭდავი იყო.. აუ რა ზემოქმედების მომხდენი იქნებოდა თავისი მიმზიდველი გარეგნობით.. ყველაზე მიმზიდველი, სიმპატიური მამაკაცი იყო, ისეთი გამოხედვა ქონდა აშკარად მიხვდებოდი რომ იესო იყო - ასეთ რამეებზე საუბარი და ჩვენი ყურადღების გადამეტებულმა გამახვილებამ იესოს გარეგნობაზე, მგონია რომ ყურადღებას გადაატანინებდა ყველაზე მთავარისგან და იმის საშიშროებასაც კი შექმნიდა, ვინმე სურათის თაყვანისმცემლადაც კი ექცია.

იესოს გარეგნობისთვის განსაკუთრებული მნი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2017, 02:01 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგი კი ანერწყვებდა მის ნათელ პირისახეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2021, 09:39 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ნეტარი ავგუსტინე, თავის შრომებში გვიყვება, რომ ჰარპოკრიტიანების სექტიდან ერთი ქალი, სახელად მარკელინა, პაპ ანიკიტეს (157-168 წწ.) დროს რომში ჩამოვიდა. ამ ქალს ჰქონდა იესო ქრისტეს, პავლე მოციქულის, ჰომეროსის და პითაგორას გამოსახულებები, რომლებსაც იგი ეთაყვანებოდა. უძველეს გამოცემებში შემონახულია თქმულება იესო ქრისტეს ქანდაკებაზე, რომელიც ფილიპეს კესარიაში იყო აღმართული, ეს ქანდაკება იესო ქრისტეს სადიდებლად ერთ განკურნებულ ქალს მადლიერების ნიშნად დაედგა. ეს ქალი სახარებაში ნახსენებია "სისხლმდინარედ". სპილენძის ქანდაკება იყო ლოცვით ექსტაზში წინ ხელებგაწვდილი მუხლმოდრეკილი ქალისა. ქალის პირდაპირ იესო ქრისტეს იმავე ლითონის ქანდაკება იდგა. მაცხოვარი გამოსახული იყო იმ მომენტში, როცა იგი ხელს უწვდის მუხლმოდრეკილ ქალს. ქრისტეს სახე მშვიდი და კეთილსახილველია, ხოლო ფიგურა ლამაზი და ორმაგი მანტიითაა შემოსილი. ამ სკულპტურულ ჯგუფს ამთავრებს გამოსახულთა ფეხებთან ამომავალი ბალახი. ევსები კესარიელს ეს ქანდაკება ფილიპეს კესარიაში ყოფნისას უნახავს და დააფიქსირა თავის ცნობილ ნაშრომში (ევსები, ეკლესიის ისტორია III, 4).

ხალხური გადმოცემით არსებობდა მაცხოვრის ნამდვილი გამოსახულება და ის ჰქონდათ ქრისტიანებსაც და წარმართებსაც. ყველა ეს მოწმობა ლაპარაკობს იმაზე, რომ უძველესი დროიდან ხალხური ტრადიცია (ზეპირი, შემდეგ კი წერილობით) მიისწრაფოდა აღებეჭდა არა მარტო სწავლება, არამედ იესო ქრისტეს გამოსახულებაც: იუდეის და გალილეის მოსახლეობას ნანახი ჰყავდათ მაცხოვარი, უსმენდნენ მის ქადაგებებს და შეეძლოთ მეხსიერებაში შეენახათ მისი წმინდა გარეგნობა.

ქართულ სინამდვილეში მაცხოვრის გარეგნობის შესახებ დაცულია ცნობა "ქართლის ცხოვრებაში", რომელიც ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მიმოსვლას მოგვითხრობს და ეხება ხელთუქმნელ ხატს. აწყურის მბრძანებლის, სამძივარისადმი მოხსენებიდან ვგებულობთ: "არიან უცხო კაცები, ქადაგებენ ჩვენთვის უცნობ ღმერთს ქვეყნის შემოქმედად, დამბადებლად, ადამიანთათვის სიცოცხლის მიმნიჭებლად და მკვდართა აღმდგენელად. ჰყავთ მათ მშვენიერი ხატი, რომელსაც პატივს ცემენ" ("ქართლის ცხოვრება" 3, 38-43). უდავოა, შეფასება "მშვენიერი", ამ შემთხვევაში, ხატის დეკორს არ მიეკუთვნება, არამედ, მასზე გამოსახული პიროვნებების ღირსებას, გარეგნულ სიდიადეს (რამეთუ სულიერი და სასწაულებრივი ძალა ჯერ არ გამოევლინა) და სიმშვენიერეს განეკუთვნება. თანაც, ეს შეფასება ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს თანაბრად ეკუთვნის. თუ გავითვალისწინებთ ჩვენამდე მოღწეულ იესო ქრისტეს აღწერილობებს, რომლებიც მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამსგავსებენ, მაშინ ქართული წყაროს ეს ცნობა ეხმიანება დამკვიდრებულ ზოგადქრისტიანულ ტრადიციას".

/დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია", ნაწილი 1, გვ. 69-71/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი