თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ მაცხოვრის გენეალოგია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 27 2007, 11:09 PM

ძველი ქართულით:

QUOTE
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

ახალი ქართულით:
QUOTE
1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;
5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;
6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;
7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;
8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;
9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;
10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;
11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;
12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;
13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;
15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;
16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.


ჯერ ზოგადად: http://www.orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/genealogia.htm

განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით:

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
1 . „წიგნი შობისა“ - რატომ არ გამოიყენა აქ წმ. მათემ წინასწარმეტყველთა მსგავსად „ხილვა“ ან “ სიტყვა“ ნაცვლად შობისა. ისინი ხომ ამგვარად წერდნენ: „ხილვა რომელი იხილა ესაია“ (ესაია 1,1 ) ან „სიტყვა, რომელიც იყო ესაიასადმი“ (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და უხეშ ხალხს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ მასზე - „საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვა არისო“, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და აბუჩად არ აეგდო მათი ნათქვამი. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და, ამასთანავე, დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ წინასწარ არაფერი უთქვამს წინასწარმეტყველთა მსგავსად. სხვაც მაქვს სათქმელი. ის რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს და სულიწმიდით განჭვრიტეს. ამიტომ უწოდებდნენ მას ხილვას. ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ ზნეობრივად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა „ხილვა, რომელიც მე ვიხილე“, ან „განჭვრიტა“ არამედ თქვა: „წიგნი შობისა“.
„იესო“ - სახელი „იესო“ ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში „მაცხოვარს“ ნიშნავბ, რამეთუ სიტყვით „იაო“ (ιαω) ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
„ქრისტესი“ - ქრისტე ბერძნულად „ცხებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ მეფეებსა და მღვდელმთავრებს, რადგან მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდა ქრისტე, როგორც მეუფეს და როგორც მღვდელმთავარს, რამეთუ ის ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა და თავისი თავი მსხვერპლად მიიტანა ჩვენთვის. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც - უფალს? წმინდანებში მოქმედებდა მადლი სულიწმიდისა, ქრისტეში კი მოქმედებდა არა მადლი სულიწმიდისა, არამედ თვით ქრისტე აღასრულებდა სასწაულებს თავის თანაარს სულთან ერთად.
„ძისა დავითისი“ - მას შემდეგ, რაც მეფემ თქვა „იესო“, დაუმატა - „ძისა დავითისი“, იმიტომ, რომ შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი ებრაელთა წინამძღოლის მოსეს შემდეგ, მაგრამ იგი ნავეს ძე იყო და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.
„ძისა აბრაჰამისი“ - რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია. იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ისრაელის მეფეთაგან პირველმა მან მოიგო ღვთის გული და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლტომიდან გამოვიდოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ქრისტეს დავითის ძეს. სინამდვილეში დავითი ქრისტეს სახეს წარმოადგენს. როგორც ის გამეფდა ღვთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრიბტე გამეფდა ჩვენზე მას შემდეგ, რაც ადამი მოაკლდა მეფობასა და უფლებას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.

2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
2. „აბრაჰამ შვა ისააკ“ - ქრისტეს გენეალოგიას მახარებელი აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველმა მან მიიღო აღთქმა, რომ მისი „თესლით იკურთხევიან ხალხები“. მაშასადამე, სწორია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომელშიც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც „მამა ერებისა“, ისაკი კი როგორც „სიხარული“, „სიცილი“. მახარებელი არ ახსენებს აბრაჰამის უკანონო შვილებს. მაგ., ისმაელსა და სხვებს, რადგანაც იუდეველნი მათგან კი არა ისააკისგან წარმოიშვნენ.
„ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი“ - ხედავ რომ იუდა და მისი ძმები ახსენა მათემ. ეს იმიტომ, რომ მათგან წარმოსდგა თორმეტი ტომი.

3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;

3-6. „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ - იუდამ თამარი ცოლად შერთო ჰერს, ერთ-ერთს თავის ძეთაგან. როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, მაშინ ავნანს მისცა ცოლად, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა ისიც მოაკლდა სიცოცხლეს თავისი სამარცხვინო საქციელის გამო, იუდას თამარი აღარავისზე დაუქორწინებია. მაგრამ თამარს ძლიერ უნდოდა ჰყოლოდა შვილები აბრაჰამის თესლისაგან. ამიტომ გაიხადა ქვრივის სამოსი, მიიღო მეძავის სახე და შეერთო თავის მამამთილს, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ერთ-ერთმა ბავშვმა გამოყო ხელი საშოდან, თითქოს პირველი ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა, პირველად რომელი დაიბადა, მაგრამ მან ხელი უკან წაიღო და პირველად მეორე ბავშვი დაიბადა, შემდეგ კი, უკვე ის, რომელმაც პირველად გამოყო ხელი. ამიტომ პირველად დაბადებულს ეწოდა ფარეზი, რაც „შეყოვნებას“ ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკანვე შეყო, ზარა ეწოდა. ეს ისტორია ერათგვარ საიდუმლოზე მიგვანიშნებს. ქრისტეს ცხოვრება ემსგავსვბა ზარას მიერ ჯერ ხელის გამოყოფას და შემდეგ ისევ უკან წაღებას. ეს ცხოვრება გამოეცხადათ წმინდანებს, რომელნიც სჯულისა და წინადაცვეთის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი სჯულისა და მცნებების დაცვით კი არ განმართლდნენ, არამედ სახარებისმიერი ცხოვრებით. გაიხსენე აბრაჰამი, ვინც ღვთის გამო დატოვა თავისი მამა, სახლი და ბუნებისაგან განდგა. გაიხსენე იობი, მელქისედეკი, სჯულის მოსვლის შემდეგ ამგვარი ცხოვრება გაქრა. როგორც ფარეზის დაბადების შემდეგ ზარა გამოვიდა საშოდან, ასევე სჯულის ბოძებით გვიან გამობრწყინდა ევანგელური ცხოვრება, აღბეჭდილი წითელი ძაფით, ე. ი. ქრისტეს სისხლით. მახარებელმა იმიტომ ახსენა ეს ორი ყრმა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა თუმცა თამარი არ იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, მაგრამ მახარებელმა ისიც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა. უფრო ზუსტად: მათგან იმიტომ იშვა, რომ განეწმინდა ისინი, რამეთუ „წოდებად მართალთა“ კი არ მოვიდა, არამედ „ცოდვილთა“.
და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; - ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ რექაბი არის ის მეძავი რააბი, ვინც იესო ნავეს მსტოვრები დამალა. მეძავმა მსტოვრებიც გადაარჩინა და თავიც გადაირჩინა. მათემ რექაბი იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა: წარმართთა მთელი კრებული მასავით მეძავი იყო, თავისი საქმეებით მრუში. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც იესოს მსტოვარნი, ე.ი. მოციქულნი შეიწყნარეს და მათი სიტყვა ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
„ბოოს შვა იობედ რუთისგან“ - ეს რუთი უცხო ტომისა არ იყო, მაგრამ ქორწინებით მაინც შეეუღლა ბოოსს. ასევე წარმართულმა ეკლესიამ, რომელიც ტომისა და სჯულის გარეშე უცხო იყო, დაივიწყა თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა, მამა ეშმაკი, რისთვისაც იგი ძე ღვთისამ სასძლოდ მიიღო.
„იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ - მათემ აქ ურიას ცოლიც ახსენა, იმის საჩვენებლად, რომ წინაპრების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, არამედ უნდა ვეცადოთ განვადიდოთ ისინი ჩვენი სიქველით, რადგან ღმერთს ყველა მოეწონება, თუნდაც მეძავისაგან შობილი, თუკი სიქველე ექნება.

7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.

7-11. ბაბილონის ტყვეობა ეწოდება იუდეის მთელი მოსახლეობის ბაბილონში ტყვედ წაყვანას. მართალია, ბაბილონელები ადრეც ებრძოდნენ მათ, მაგრამ მაშინ უფრო მოსათმენად შეურაცხყოფდნენ, ამ დროს კი ყველა ერთიანად გადაასახლეს სამშობლოდან.

12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.

12-16. რატომ არის აქ მოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღვთისმშობლისა, რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლო შობაში? ქრისტეს ნამდვილი მამა ხომ იოსები არ ყოფილა, რომ მისგან იწყებოდეს ქრისტეს გენეალოგია. მაშ-მოისმინე: სინამდვილეში იოსებს ქრისტეს გაჩენაში არავითარი მონაწილეობა -არ მიუღია და ამიტომაც აქ, რა თქმა უნდა, მოთხრობილი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის გვარზე, მაგრამ მათემ არ მოგვცა წმიდა ქალწულის გენეალოგია, რადგანაც ქალის ხაზით გენეალოგიის წარმოება არ შეიძლებოდა (რიცხვ. 36,6). გარდა ამისა, იოსების გენეალოგიით, მან ქალწულ მარიამის გვარზეც მოგვითხრო, რადგანაც სჯულის მიხედვით კაცს ეკრძალებოდა ცოლის სხვა ტომიდან, გვარიდან და ოჯახიდან მოყვანა და მას მხოლოდ თავისივე ტომისა და გვარის ქალის შერთვის უფლება ჰქონდა. ამ კანონიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იოსების გენეალოგიით გადმოცემულია ღვთისმშობლის გენეალოგიაც, რომელიც იოსების ტომისა და გვარისა იყო, სხვა შემთხვევაში იოსები მას ვერ დანიშნავდა. ამგვარად მახარებელმა დაიცვა კანონი, რომელიც კრძალავდა გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით და ამავე დროს ღვთისმშობლის გვარზე მოგვითხრო იოსების გენეალოგიის გადმოცემით. მარიამის ქმრად მან იგი ჩვეულების მიხედვით მოიხსენია, რადგან ჩვენ ჩვეულებად გვაქვს დამწინდველს ქმარი ვუწოდოთ ქორწინებამდეც.

17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
17. მათემ თაობები სამ ნაწილად გაყო, რათა იუდეველებისათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულები მართავდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, როგორც ეს ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა, თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, - სათნოების ასამაღლებლად ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეუფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც არის ქრისტე. როცა იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა, მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა ის ცამეტი იყო? შთამომავლობის სიაში ქალის შეტანაც რომ შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი არ შედის გვარტომობის სიაში. მაშ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ „ტყვეობა“ როგორც პიროვნება ისე შეიტანა რიცხვში.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 1 2007, 12:28 AM

განმარტება ღვთისმეტყველების მაგისტრის, მღვდელ გრიგოლ დიაჩენკოს მიხედვით:

„წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მუხლი 1).
პირველი გამოთქმა - „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“ - ზოგიერთთა აზრით თითქოსდა საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას, - სათაურად, რომელშიც გადმოცემულია მათეს სახარების მთავარი საგანი და ძირითადი შინაარსი: და ეს შეხედულება უსაფუძვლო არ არის, იმიტომ, რომ ყოველივე ის, რის შესახებაც წმიდა მათე მახარებელი მოგვითხრობს იესო ქრისტეს შესახებ, მდგომარეობს მის წარმომავლობაში, გენეალოგიაში, როგორც ძირსა თუ დასაბამში. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ყველაზე განსაკვირველი, ყოველგვარ იმედზე აღმატებული ის არის, რომ ღმერთი განკაცდა, ადამიანი შეიქნა. ხოლო როცა ეს აღსრულდა, ყოველივე, რაც შემდგომში მოჰყვა ამას, გასაგებიცაა და ბუნებრივიც“. თუმცა უფრო სწორი და უმჯობესი იქნება, თუკი ამ გამოთქმის ქვეშ ვიგულისხმებთ თქმულებას, ჩანაწერს იესო ქრისტეს ხორციელი გენალოგიის შესახებ, მისი გენალოგიის შესახებ, მსგავსად იმისა, როგორც დაბადების წიგნის მე-2 თავის მე-4 მუხლში გამოთქმა - „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყნისაი“, - აღნიშნავს ცისა და ქვეყნის შექმნის აღწერას.
სიტყვა იესო (ებრაულად- „იეშუა“) ებრაელებში საკმაოდ გავრცელებული სახელია. და აღნრხავს „მხსნელს“, „მაცხოვარს“. ქრისტესთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამოხატავს რა კაცთა მოდგმის ხსნის, ცხოვნების მის მიერ აღსრულებულ საქმეს (მუხლი 21). ზედსართავი სახელი „ქრისტე“ - საკუთრივ ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს „ცხებულს“, ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა „მიშიაჰ“ - „მესია“, რის გამოც იესო იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.
წმიდა ირინეოს ლიონელის სიტყვით, „სახელში ქრისტე იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც, რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: „სული უფლისაი ჩემზედა, რომლისა ძლით მცხო მე“ (ესაია 61,1), აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულისწმიდა“.
„ძე დავითისი, ძე აბრაჰამისი“. იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაჰამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა. მახარებელ მათეს, თუკი მას მიზნად დასახული ჰქონდა (როგორც ამას მთელი ძველი ქრისტიანული აზრი ამტკიცებს) დაედასტურებინა თავისი სახარებით იუდეველთათვის იესოს მესიანური ღირსება, შეეძლო იგი სწორედ ამ სიტყვებით დაეწყო: „იესუ - მესია (ქრისტე), ძე დავითისი, ძე აბრაჰამისი“. დავითისა და აბრაჰამის ძედ მახარებელი იესო ქრისტეს ხმობს ზოგადი აზრით, ანუ შთამომავლის მნიშვნელობით, როგორიც იესო ქრისტე იყო კიდეც თანახმად ღმერთის აღთქმისა (დაბად. 12,1 და შემდგ.; 22,18; გალატ. 3,17; II მეფეთა 7,12; I ნეშტთა 17,11; ფსალმ. 88,4; 131,11; ესაია 11,1 და სხვა). მახარებელმა იესო ქრისტე ჯერ დავითის ძედ, ალბათ იმიტომ დაასახელა, რომ მისადმი ღმერთისაგან მიცემული აღთქმა ახალი იყო და მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვნებოდა, როგორც აბრაჰამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, და არც თორმეტი იუდიური ტომიდან ერთ-ერთს განეკუთვნებოდა, როგორც ეს იუდასადმი მიცემული აღთქმით ვიცით, არამედ იგი უფრო კერძო იყო და მხოლოდ დავითის სახლს ეკუთვნოდა, რომლის სახელიც განკაცებულ იესო ქრისტეს მიეკუთვნა (იერემ. 30,9); ეზეკიელი 34,24; 37,24). ამრიგად, როცა მახარებელმა პირველად დავითის ძედ დაასახელა იესო ქრისტე. ამით მას სურდა ეჩვენებინა ებრაელებისათვის - იუდეველებისათვის, - მე სწორედ იმ მესიაზე - ქრისტეზე გელაპარაკებით, რომელსაც თქვენ მოელით როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრესო. ამ მოკლე შესავლის შემდეგ იწყება თვით გენეალოგიაც:

„აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ (მუხლები 2-6).
რატომ მოიხსენია წმიდა მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა - ისმაილზე და არც იაკობის ძმა - ესავზე?
წმიდა იოანე ოქროპირის შენიშვნით, „მახარებელი ასე საფუძვლიანი მიზეზის გარეშე როდი მოიქცა. მას სურდა ამით ეჩვენებინა, რომ ისმაილსა და ესავს, მათგან აღმოცენებულ ხალხებითურთ - ისმაილიტებითურთ, სარკინოზებითურთ, არაბებითურთ და სხვა ერებითურთ, არაფერი საერთო არ ჰქონდათ იუდეველ ხალხთან, და რომ ქრისტე მათგან არ იყო წარმოშობილი“; მაშინ, როდესაც იაკობის ძენი - იუდა და მისი ძმები ისრაელი ერის თორმეტი ტომის მამამთავრები იყვნენ, - იმ ტომებისა, რომლებიც შეადგენენ კიდეც ღმრთივ რჩეულ თესლს აბრაჰამისა.
რა აზრი, რა მნიშვნელობა აქვთ იმ მდედრობით პირებს, რომლებიც მახარებელმა მათემ ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა? ესენია - თამარი (3), რექაბი, რუთი (5) და ურიას ცოლი (6). თამარი იუდას ცოლი იყო. ბიბლია შემდეგს გადმოგვცეძს მის შესახებ: თავისი ორი პირველი ქმრის - იუდას ძეთა გარდაცვალების შემდგომ, თამარი უშვილო დარჩა და მამამთილის წინადადებით თავისი მამის სახლში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეცხოვრა მანამდე, სანამ იუდას მესამე ძე სილოამი, ვისაც იგი დაპირდა თამარზევე დაგაქორწინებო, სრულწლოვანი არ გახდებოდა. მაგრამ ამასობაში თავად იუდას ცოლი გარდაიცვალა; შემდეგ, ერთხელაც, იუდა ველად გავიდა იმის სანახავად, თუ როგორ კრეჭდნენ (პარსავდნენ) ცხვარს. როცა ამის შესახებ თამარს უთხრეს, მან განიძარცვა სამგლოვიარო ძაძები, მოირთო-მოიკაზმა და თავისი მამამთილის შესახვედრად გაეშურა. მან იცოდა, რომ სილოამი უკვე ზრდასრული მამაკაცი შექნილიყო, მაგრამ მიუხედავად იუდას დაპირებისა, ჯერ არ მოეყვანა ცოლად თამარი. იუდამ დაინახა თამარი, მაგრამ ვერ იცნო, მოეწონა იგი და ეცთუნა კიდეც. რისი ნაყოფნიც მისი ორი ძე. ტყუპები - ფარეზი დაზარა იყვნენ (დაბად. 38). ხოლო მახარებელმა, როგორც ფიქრობენ, ორივე იმის გამო დაასახელა, რომ ისინი - ფარეზი და ზარა ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის - იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.
რექაბი სალმონის, ნაასონის ძის ცოლი იყო და მისგან შვა ბოოსი, რუთის ქმარი. განმმარტებელთა დიდი ნაწილი მას რააბთან - იერიქონის მეძავ დედაკაცთან აიგივებს, რომლის შესახებაც ისუ ნავეს წიგნშია მოთხრობილი (2,1; შდრ. ებრ. 11,31); ცნობები მის შესახებ, ალბათ, დავითის სახლის საგვარეულო ჩანაწერებიდანაა აღებული.
რუთი - იობედის დედა - წარმოშობით მოაბელი დედაკაცი იყო, ანუ წარმართი, და შემთხვევით გახდა ბოოსის ცოლი თანაცხოვრების კანონის მიხედვით.
მდედრობითი სქესის მეოთხე პირი. მოხსენიებული ქრისტეს გენეალოგიაში, დავით მეფის უკანონო ცოლი - ბერსაბე იყო. რომელიც მან ურიას წაართვა.
როცა ასეთი დედაკაცნი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს; რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძნება, არამედ - ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას; რომ ღმერთის აღთქმები არ არის დარღვეულ-გაუქმებული ადამიანთა ცოდვებით; რომ ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ რჩეული ერის - ებრაელთა სახსნელად კი არ მოივლინა, არამედ - მთელი კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, ყოველთა სახსნელად რა გვარტომობის, წარმომავლობის, წოდების, ღირსებისა და სქესისაც არ უნდა იყოს ადამიანი.

„სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა“ (მუხლები 7-11).
იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის - ოქოზიას, იოასისა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის. ამასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ წმიდა მახარებელი ამ სამი მეფის სახელს იმის გამო გამოსტოვებს, რომ ისინი აქაბის გვარს ეკუთვნოდნენ მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, - ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება (III მეფ. 21,21; IV მეფ. 9,7). ამ ახსნას თავისი საფუძველი აქვს იმაში, რომ ქვემოთ (მუხლი 17) მახარებელი თვითონვე გვაგებინებს, რომ გვართა (იესოს წინაპართა) აღრაცხვაში მას მხედველობაში ჰქონდა რიცხვითი თანაფარდობაც და რომ, აქედან გამომდინარე შეეძლო გაზრახ გამოეტოვებინა ზოგიერთი პირი მაცხოვრის გენალოგიიდან. მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს - იოაკიმეს შეეხება. მაგრამ უნდა ითქვას. რომ ეს სახელი შემონახულია აღმოსავლური რედაქციის ბევრ ხელნაწერში. რომლებიც დასავლურ ხელნაწერებთან შედარებით. მეტი სისწორით და გამართულობით გამოირჩევა. ამიტომ ძველთაგანვე საფუძვლიანად შენიშნავენ, რომ იოაკიმეს სახელის გამოტოვგბა ბევრ ძველ ხელნაწერში, სავარაუდოდ, გადამწერის მიზეზით მოხდა. რომელიც შეაცდინა სახელების - იოაკიმესა და იექონიას მსგავსებამ. და ამის გამო მახარებელ მათეს ნამდვილ ტექსტად მიიჩნევენ ასეთ წაკითხვას: „იოსია შვა იოაკიმე და ძმანი მისნი: ხოლო იოაკიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა“, ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს, ანდა ტყვეობაში გადასახლების წინ ისრაელი ერისა (დაახლ. 588 წელს ქრისტეს შობამდე - იხ. II ნეშტთა, თ.36); ეს გადასახლება ბაბილონის ტყვეობად იწოდება ქალდეას სამეფოს მთავარი ქალაქის - ბაბილონის მიხედვით.

„შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე“ (მუხლები 12-16).
რადგანაც წმიდა მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისათვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ (მათე 13,55; ლუკა 4,22; იოანე 6,42), მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება, გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთის მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე, ანუ ნიშნობის შემდეგვე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ (შდრ. დაბად. 29,21; II სჯული 22,23-24), მეორეს მხრივ კი იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი (მათე 1,20). და ბოლოს, ღირსშესანიშნავია ისიც, თუ როგორ გადმოსცა მახარებელმა თვით იესოს შობის ამბავი ამ გენეალოგიაში: მან ყველა ზემორე ჩამოთვლილის მსგავსად როდი თქვა იაკობმა შვა იოსებიო, იოსებმა შვა იესოო, არამედ ასე დაწერა: „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე“. იოსები არ იყო იესოს ხორციელი მამა, არამედ მხოლოდ დამწინდველი იყო ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა. ამიტომაც მიაკუთვნებს წმიდა მახარებელი იესოს შობას მხოლოდ მარიამს. „რომლისაგან იშვა იესუ“ - ეს ბოლო სიტყვები წარმოადგენენ მახარებლის შემდგომი თხრობის შესავალს იესო ქრისტეს ზებუნებრივი შობის შესახებ.

„ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (მუხლი 17).
იესო ქრისტეს გენეალოგიის საერთო დაყოფას სამ ნაწილად საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშვნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში: პირველი ნაწილი - აბრაჰამიდან დავითამდე მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს სამეფო ხელისუფლების დამკვიდრებამდე და დავით მეფის - მესიის წინაპრის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი პატრიარქების, მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა მმართველობის ქვეშ იყო. გენეალოგიის მეორე ნაკვეთი მოიცავს მეფეთა პერიოდს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ბაბილონის ტყვეობის დაწყების გამო. და ბოლოს მესამე ნაწილს შეადგენს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი მღვდელმთავართა მმართველობის ქვეშ თვით მესიის - ქრისტეს გამოჩენამდე. წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა - 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2. მეფობის პერიოდი და 3. მღვდელმთავართა პერიოდი, რომლებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაა მის შესახებ.

პოსტის ავტორი: LEBU თარიღი: Mar 14 2007, 05:38 PM

ციტატა
ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ „ტყვეობა“ როგორც პიროვნება ისე შეიტანა რიცხვში.


ეს ადგილი არ მესმის, როგორ შეიძლება ებრაელი ერის სოციალური მდგომარეობა- "ტყვეობა" ჩაითვალოს პიროვნებად? ჰაა?

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: Apr 18 2007, 11:03 PM

მოგესალმები დათიკო!
შეიძლება მაცხოვრის გენეოლოგიასთან დაკავშირებული ჩემი შეკითხვები ამ თემაში დავსვა?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 18 2007, 11:56 PM

ეგრი

ციტატა
მოგესალმები დათიკო!
შეიძლება მაცხოვრის გენეოლოგიასთან დაკავშირებული ჩემი შეკითხვები ამ თემაში დავსვა?

აქაც გაგიმარჯოს smile.gif
რა თქმა უნდა, მიხარია რომ შემოგვიერთდი smile.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 1 2007, 06:14 PM

მე ერთი კვირა უსაქმოდ ვერ ვიჯდები. ასე რომ დავიწყოთ:
1. მათეს და ლუკას სახარებაში მოყვანილი აქვთ იოსების და არა მაცხოვრის გენეოლოგია. იოსები იესოს ბიოლოგიური მშობელი არ გახლავთ.
2. როგორ შეიძლება დავითის ორი სხვადასხვა შტო, ერთი სოლომონის ხაზით და მეორე ნათანის ხაზით, თან ორივე მამაკაცების ხაზით გაგრძელებული, გადაიკვეთოს ერთიდაიგივე ადამიანებზე? სალათიელი, მატათანი და იოსები მყავს მხედველობაში.

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 1 2007, 06:34 PM

QUOTE
1. მათეს და ლუკას სახარებაში მოყვანილი აქვთ იოსების და არა მაცხოვრის გენეოლოგია. იოსები იესოს ბიოლოგიური მშობელი არ გახლავთ.


მართალია იოსები არ იყო იესოს ბიოლოგიური მშობელი, ამას არ ამბობს წმიდა წერილი. წმიდა წერილი ამბობს: "იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.

მოდი ჯერ საერთოდ იმაზე ვიმსჯელოთ, თუ რატომ მოჰყვა ამხელა გენიალოგია მათემ თავის სახარებაში. ამის მიზეზი შემდეგი იყო, რომ არსებობდა რამდენიმე მეფობის პერიოდი ისრაელის ისტორიაში:

1. აბრაამიდან - დავითამდე - ისრაელის მეფე იყო თვით ღმერთი;

თოთხმეტი მოდგმა

2. დავითიდან ბაბილონში გასახლებამდე - ისრაელის მეფე იყო დავითის შთამომავალი

თოთხმეტი მოდგმა

3. ბაბილონში გასახლებიდან ქრისტემდე - ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ან უფრო სწორედ ჰყავდა მეფუკები და მმართველები, რომლებსაც დაუყენებდა ბაბილონის, სპარსეთის, საბერძნეთის თუ რომის იმპერატორები.

მათეს სახარების პირველი თავის ლოგიკა ასეთია, ღმერთი მეფობდა 14 მოდგმა, ადამიანი მეფობდა 14 მოდგმა, ურჯულო მეფობდა 14 მოდგმა. აქედან გამომდინარე რაღაც უნდა შეცვლილიყო ისრაელის მეფობის ისტორიაში. ისრაელში მეფე უნდა დაბადებულიყო, რომელიც იქნებოდა ღვთის ძე. და ეს უნდა მომხდარიყო დავითის (მისი შთამომავლის) ოჯახში. ასე, რომ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ იოსები იესოს ბიოლოგიური მამა არ იყო, არამედ ის, რომ იესო დაიბადა დავითის მოდგმის ოჯახში და დაიბადა სწორედ 14 მოდგმის შემდეგ, რაც ისრაელს ღმერთისაგან დაყენებული მეფე აღარ ჰყავდათ.


QUOTE
2. როგორ შეიძლება დავითის ორი სხვადასხვა შტო, ერთი სოლომონის ხაზით და მეორე ნათანის ხაზით, თან ორივე მამაკაცების ხაზით გაგრძელებული, გადაიკვეთოს ერთიდაიგივე ადამიანებზე? სალათიელი, მატათანი და იოსები მყავს მხედველობაში.

ეგრი შენს გახარებას ეს კითხვა ცოტა უფრო გარკვევით დასვი, თორემ თავი ვიმტვრიე და ვერ მივხვდი რას გულისხმობ, და შევეცდები გიპასუხო (თუ გამომივიდა).


პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 1 2007, 06:53 PM

alex_b

ციტატა
მათეს სახარების პირველი თავის ლოგიკა ასეთია, ღმერთი მეფობდა 14 მოდგმა, ადამიანი მეფობდა 14 მოდგმა, ურჯულო მეფობდა 14 მოდგმა.

მაგ თოთხმეტებს გადავამოწმებ. დიდი ეჭვი მაქვს შეცდომა იქნება. ლუკამ რა 14-მდე თვლა არ იცოდა? მახარობლებს რატომღაც არითმეტიკა არ უყვართ.
ციტატა
ისრაელში მეფე უნდა დაბადებულიყო, რომელიც იქნებოდა ღვთის ძე. და ეს უნდა მომხდარიყო დავითის (მისი შთამომავლის) ოჯახში.

შენ ეტყობა სხვა ბიბლიას კითხულობ. ღმერთი დაჰპირდა დავითს, რომ მესია მისი ოჯახში კი არ დაიბადებოდა, არამედ მისი სისხლი და ხორცი იქნებოდა. ციტატებს საღამოს მოგაწვდი.
ციტატა
ეგრი შენს გახარებას ეს კითხვა ცოტა უფრო გარკვევით დასვი, თორემ თავი ვიმტვრიე და ვერ მივხვდი რას გულისხმობ, და შევეცდები გიპასუხო (თუ გამომივიდა).

არ გამოგივა. (ლუკა 3.23-31 და მათე 1.6-16)
ლუკასთან:------------------მათესთან:
დავითი----------დავითი
ნათანი----------სოლომონი
მატათანი----------რობოამი
მაინანი----------აბია
მელეა----------ასა
ელიაკიმი----------იოსაფეტი
იონანი----------იორამი
იოსები----------ოზია
იუდა----------იოათამი
სვიმეონი----------აქაზი
ლევი----------ეზეკია
მატათი----------მანასე
იორამი----------ამონ
ელიეზერი----------იოსია
იოსი----------იექონია
ერი
ელმოდადი
კოსამი
ადდი
მელქი
ნერი
შემდეგ ორივესთან - სალათიელი და ზორობაბელი შემდეგ

ლუკასთან:----------მათესთან:
რესა----------აბიუდ
იონანი----------ელიაკიმ
იუდა----------აზორ
იოსები----------სადუკ
სემი----------აქიმ
მატათი----------ალიუდ
მაათი----------ელეაზარ
ნაგე
ესლი
ნაომი
ამოსი
მატათი
იოსები
იანე
მელქი
ლევი
შემდეგ ორივესთან მატათანი

შემდეგ ლუკასთან ელი და იოსები და მათესთან იაკობი და იოსები.

აი შეძლებისდაგვარად იოსების ორივე გენეოლოგია დავწერე (თუ სადმე სახელები არასწორი ტრანსკრიფციით მოვიყვანე მომიტევე).

როგორც ვხედავთ, დავითის მერე იოსების წინაპრები იყოფიან სოლომონის და ნათანის შტოებად. შემდეგ ღმერთის ჩარევით ეს ორი შტო კაცების ხაზით გაგრძელებული იკვეთება სალათიელზე და ზორობაბელზე და კვლავ იყოფა რესას და აბიუდის შტოებად, შემდეგი ისევ კაცების ხაზით გაგრძელებული კვლავ იკვეთება მატათანზე და კვლავ იყოფა და კვლავ იკვეთება იოსებზე.

სიტყვა ლევირატი არ წამოგცდეს გაფრთხილებ, თორემ უარეს წინააღმდეგობებს წააწყდები წმინდა წერილში.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 1 2007, 07:55 PM

ეგრი

ციტატა
დიდი ეჭვი მაქვს შეცდომა იქნება

ციტატა
შენ ეტყობა სხვა ბიბლიას კითხულობ

ციტატა
არ გამოგივა

ციტატა
სიტყვა ლევირატი არ წამოგცდეს გაფრთხილებ

კიდევ ერთი ასეთი პოსტი და სამუდამო ბანი გარანტირებული გაქვს!
შენ აქ უბნის ბირჟა ხომა რ გგონია? კეთილი ინებე და მოიქეცი ისე, როგორც ეს კულტურულ, განათლებულ და მოაზროვნე ადამიანს შეეფერება!


პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 1 2007, 09:15 PM

დათიკო
მეოთხე შემთხვევაში ვიჩქარე, მაგრამ "ეჭვი მაქვს" და "არ გამოგივა" ჩემი აზრია, რომლის გამოხატვის უფლებას თუ დამიხშობ კათოლიკე ინკვიზიტორებს დაემსგავსები.

რაც შეეხება სხვა ბიბლიას, მშვენივრად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობდი. კარგად იცი ინტერნეტში ბიბლიის მრავალი ისეთი ვარიანტი დევს (მაგალითად ორთოდოქსი.გე-ზე), რომლებიც კანონიკურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

alex_b

ციტატა
მართალია იოსები არ იყო იესოს ბიოლოგიური მშობელი, ამას არ ამბობს წმიდა წერილი. წმიდა წერილი ამბობს: "იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.

თუ ასეა რატომ დაარქვით თემას მაცხოვრის გენეოლოგია და არა მაცხოვრის მამობილის გენეოლოგია?
ციტატა
ისრაელში მეფე უნდა დაბადებულიყო, რომელიც იქნებოდა ღვთის ძე. და ეს უნდა მომხდარიყო დავითის (მისი შთამომავლის) ოჯახში.

Когда же исполнятся дни твои, и ты почиешь с отцами твоими, то Я восставлю после тебя семя твое, которое произойдет из чресл твоих, и упрочу царство его. Он построит дом имени Моему, и Я утвержу престол царства его на веки. (II მეფეთა 7.12-13)
Клялся Господь Давиду в истине, и не отречется ее: `от семени чрева твоего посажу на престоле твоем. Если сыновья твои будут сохранять завет Мой и откровения Мои, которым Я научу их, то и их сыновья во веки будут сидеть на престоле твоем'. (ფსამლ. 132.11-12)
Помни Господа Иисуса Христа от семени Давидова, воскресшего из мертвых, по благовествованию моему (II ტიმოთეს მიმართ 2.8)
აჰა ციტატები ორივე აღქმიდან. აქ დავითის თესლზეა საუბარი და არა ოჯახზე.

მოდი ეხლა თოთხმეტები დავთვალოთ:
1.აბრაჰამ 2.ისაკ 3.იაკობ 4.იუდა 5.ფარეზ 6.ესრომ 7.არამ 8.ამინადაბ 9.ნაასონ 10.სალმონ 11.ბოოს 12.იობედ 13.იესე. 14.დავით

1.სოლომონ 2.რობოამ 3.აბია 4.ასა 5.იოსაფატ 6.იორამ 7.ოზია 8.იოათამ 9.ეზეკია 10.მანასე 11.ამონ 12.იოსია (იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.) უი თორმეტი გამოვიდა.

1.იექონია 2.სალათიელ 3.ზორობაბელ 4.აბიუდ 5.ელიაკიმ 6.აზორ 7.სადუკ 8.აქიმ 9.ალიუდ 10.ელეაზარ 11.მატთან 12.იაკობ 13.იოსებ 14.იესო (თუმცა ეს არ არის დავითის შთამომავალი მაგრამ 14-მდე შესავსებად საჭიროა.)

მაგრამ დავითიდან ბაბილონამდე რომ თორმეტია?!

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 1 2007, 09:51 PM

დათიკო
მართალი ყოფილა ჩემი ეჭვი 14-თან დაკავშირებით? ჰა?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 1 2007, 10:00 PM

ეგრი

ციტატა
მეოთხე შემთხვევაში ვიჩქარე, მაგრამ "ეჭვი მაქვს" და "არ გამოგივა" ჩემი აზრია, რომლის გამოხატვის უფლებას თუ დამიხშობ კათოლიკე ინკვიზიტორებს დაემსგავსები.

აზრის გამოხატვას არავინ გიშლის, მაგრამ შენი ტონი და ფამილიარული დამოკიდებულება არ უხდება ჩვენს ფორუმს.
შეეცადე რომ ასეთ ფორმაში სათქმელი აღარ გამოხატო!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 1 2007, 10:56 PM

ეგრი

გამარჯობა laugh.gif ვახ არა რა, სუნი მეცა, წმიდა წერილში შეიხედეო laugh.gif

აბა ინკვიზიციურ იარაღებს შემოგთავაზებ, რომლით გსურს სხეული მატერიას მიაბარო laugh.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 1 2007, 11:03 PM

მნათე
ვახ, ცოცხალი ხატ ტო!

ციტატა
ვახ არა რა, სუნი მეცა, წმიდა წერილში შეიხედეო

გოგირდის სუნი ხომ არ გეცა? wink.gif

ციტატა
აბა ინკვიზიციურ იარაღებს შემოგთავაზებ, რომლით გსურს სხეული მატერიას მიაბარო

1 წლიანი ბანი მირჩევნია ყველას :-)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 1 2007, 11:05 PM

ციტატა
ვახ, ცოცხალი ხატ ტო!


ამბობენ laugh.gif

ციტატა
გოგირდის სუნი ხომ არ გეცა?


არა გველები ჯერ არ გვყავს laugh.gif

ციტატა
გოგირდის სუნი ხომ არ გეცა?


ეგ დომინიკელთა ხერხია, აარჩევინებენ ხოლმე და შემდეგ სხვა რამით აწამებენ laugh.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 1 2007, 11:12 PM

ეგრი
მნათე
ჩეთაობას მოეშვით!

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 2 2007, 02:33 PM

ეგრი
გატყობ, რომ წაგიკითხავს ბიბლია, თუმცა არა ისე, როგორც უნდა კითხულობდე.
ბიბლიის განმარტებისას პირველ რიგში, თუ გინდა, რომ სწორი დასკვნები გააკეთო, მისი უნდა გჯეროდეს.

ასევეა ამ გენეალოგიის შემთხვევაში.
მათეს სახარებიდან სიტყვები:
"ყოველი ნათესავი აბრაჰამისთგან ვიდრე დავითისადმე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრიტესამდე ნათესავი ათოთხმეტ."
ისე კი არ წაგიკითხავს, როგორც წერია, არამედ ისე, როგორც შენ იგებ huh.gif .

QUOTE
მე ერთი კვირა უსაქმოდ ვერ ვიჯდები. ასე რომ დავიწყოთ:

biggrin.gif
ამ ფრაზიდან ჩანს, რომ შენ მეტი საქმე არ გაქვს, გარდა იმისა, რომ იმ ადამიანებს ედავო, რომლებსაც ბიბლიის სჯერათ. cool.gif
ჩვენ კი სხვა საქმეებიც გვაქვს, ასე რომ პოსტების დაგვიანებაზე ნუ განგვსჯი. smile.gif
QUOTE
მაგ თოთხმეტებს გადავამოწმებ. დიდი ეჭვი მაქვს შეცდომა იქნება. ლუკამ რა 14-მდე თვლა არ იცოდა? მახარობლებს რატომღაც არითმეტიკა არ უყვართ.


არითმეტიკა მგონი შენ არ გიყვარს biggrin.gif

QUOTE
1.სოლომონ 2.რობოამ 3.აბია 4.ასა 5.იოსაფატ 6.იორამ 7.ოზია 8.იოათამ 9.ეზეკია 10.მანასე 11.ამონ 12.იოსია (იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.) უი თორმეტი გამოვიდა.

ასეთ განათლებულ კაცს ცამეტამდე დათვლა როგორ შეგეშალა? biggrin.gif
ამ ჩამონათვალში ხომ არავინ გამოგრჩა? აბა კარგად გადახედე, შემთხვევით იიოთამის ძე ახაზი ხომ არ იყო და ახაზის ძე ეზეკია? tongue.gif ნუ არა უშავს ამას შევეშვათ

მათეს სახარებიდან სიტყვები:
"ყოველი ნათესავი აბრაჰამისთგან ვიდრე დავითისადმე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრიტესამდე ნათესავი ათოთხმეტ."
ისე კი არ წაგიკითხავს, როგორც წერია, არამედ ისე, როგორც შენ იგებ.

მათე ამბობს, რომ აბრაამიდან დავითამდე იყო თოთხმეტი მოდგმა:
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. (1)აბრაჰამ შვა (2)ისაკ; ისაკ შვა (3)იაკობ; იაკობ შვა (4)იუდა და ძმანი მისნი;
3. ხოლო იუდა შვა (5)ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა (6)ესრომ; ესრომ შვა (7)არამ;
4. არამ შვა (8)ამინადაბ; ამინადაბ შვა (9)ნაასონ; ნაასონ შვა (10)სალმონ;
5. სალმონ შვა (11)ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა (12)იობედ რუთისგან; იობედ შვა (13)იესე;
6. იესე შვა (14)დავით მეფე;

ასევე მათე ამბობს, რომ დავითიდან ბაბილონში გასახლებამდე თორმეტმა თაობამ გაიარა, მათში იყო ასევე იექონია.

(1)დავით მეფემან შვა (2)სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;
7. სოლომონ შვა (2)რობოამ; რობოამ შვა (3)აბია; აბია შვა (4)ასა;
8. ასა შვა (5)იოსაფატ; იოსაფატ შვა (6)იორამ; იორამ შვა (7)ოზია; ოზია შვა (8)იოათამ;
9. იოათამ შვა (9)აქაზ; აქაზ შვა (10)ეზეკია;
10. ეზეკია შვა (11)მანასე; მანასე შვა (12)ამონ; ამონ შვა (13)იოსია;
11. იოსია შვა (14)იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილონელთასა.
12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილონისა

ასევე მათე ამბობს, რომ ბაბილონში გასახლებიდან იესომდე იყო თოთხმეტი მოდგმა. ისე სხვათაშორის იექონია ბაბილონში გასახლების შემდეგაც ცოცხალი იყო.
(1)იექონია შვა (2)სალათიელ; სალათიელ შვა (3)ზორობაბელ; ზორობაბელ შვა (4)აბიუდ;
13. აბიუდ შვა (5)ელიაკიმ; ელიაკიმ შვა (6)აზორ;
14. აზორ შვა (7)სადუკ; სადუკ შვა (8)აქიმ; აქიმ შვა (9)ელიუდ;
15. ელიუდ შვა (10)ელეაზარ; ელეაზარ შვა (11)მატათან; მატათან შვა (12)იაკობ;
16. იაკობ შვა (13)იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა (14)იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისთგან ვიდრე დავითისადმე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრიტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

დანარჩენზე და სახელების დამთხვევაზე მერე დავწერ, თორემ გამაგდებენ სამსახურიდან biggrin.gif


პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 02:51 PM

alex_b
აქაზი გამომრჩა, ვაღიარებ, მაგრამ შენც მშვენიერი არითმეტიკა გაქვს. საიდანაც გინდა იქიდან აბამ ყურს. დავითი რომ ორივე 14-ში ჩაჯდა კაი, მარა ტყვეობაში დაბადებული იექონია როგორღა მოხვდა იმავე 14-ში?

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 2 2007, 02:59 PM

QUOTE
alex_b
აქაზი გამომრჩა, ვაღიარებ, მაგრამ შენც მშვენიერი არითმეტიკა გაქვს. საიდანაც გინდა იქიდან აბამ ყურს. დავითი რომ ორივე 14-ში ჩაჯდა კაი, მარა ტყვეობაში დაბადებული იექონია როგორღა მოხვდა იმავე 14-ში?

მე კი არ ჩავსი დავითი და იექონია ორივე თოთხმეტში, ალბათ კარგად ვერ აგიხსენი.
მათე ამბობს:
აბრამიდან დავითამდე არის 14
დავითიდან ბაბილონში გასახლებამდე 14
ბაბილონში გასახლებიდან ქრისტემდე - 14

ვაპატიოთ მთარგმნელებს თუ "მდე" თარგმნეს და არა "ჩათვლით".
მაგრამ სიტყვა "მდე" - შეიძლება მთლად ათეისტურად თუ არ შევხედავთ ჩათვლითაც ნიშნავდეს.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 03:09 PM

alex_b
კაი ეგ თოთხმეტი არაა პრინციპული. ვის როგორ გვესმის "მდე" იმაზეა. ისე გადასახლებაში დაბადებული როგორაა "მდე" ან "ჩათვლით" ვერ მივხვდი, მაგრამ თეიქ ით იზი.
13 მოციქულზე და შტოების კვეთაზე რას ფიქრობ? იესოს რომ დავითის შთამომავალია ეგეც მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 2 2007, 03:26 PM

QUOTE
alex_b
კაი ეგ თოთხმეტი არაა პრინციპული. ვის როგორ გვესმის "მდე" იმაზეა. ისე გადასახლებაში დაბადებული როგორაა "მდე" ან "ჩათვლით" ვერ მივხვდი, მაგრამ თეიქ ით იზი.
13 მოციქულზე და შტოების კვეთაზე რას ფიქრობ? იესოს რომ დავითის შთამომავალია ეგეც მაინტერესებს.

თუ გაგება უნდა ადამიანს აუცილებლად გაიგებს smile.gif მდეს-დაჩათვლითს.
იმიტომ, რომ მათე, რომელიც წერდა ამ სახარებას, წერილიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოდ, რომ მისი მკითხველები საკმაოდ გაცნობიერებულები იკვნენ ძველ აღთქმაში. და ნამდვილად ვერ მოატყუებდა მათე მკითხველ ებრაელებს.


ხოლო რაც შეეხება მოციქულებს, ეგ უკვე ამ თემის მიღმაა.
ისე ვადევნებდი თვალყურს შენი და მნათეს საუბარს, და მნათეს დავეთანხმები (თუმცა რა გასაკვირია wink.gif

შტოების კვეთის კითხვა უკეთესად დააკონკრეტე გთხოვს. და რაც შეეხება იმას, რომ იესო დავითის შთამომავალია, ამაზე კი შემიძლია გიპასუხო, ცოტა დრო მჭირდება. აქ ჩემთან სამსახურში საგიჟეთია smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 2 2007, 08:37 PM

კანონისტი

ციტატა
ეგრის ქმედება წარმოადგენს ამ განყოფილების წესების 1 თავის მე-3 პუნქის უხეშ დარღვევას:
3. განყოფილებაში დაუშვებელია პირადი მოსაზრების დაწერა.

როგორც სენატორი, მოდერატორს ვთხოვ განიხილოს მისთვის გაფრთხილების მიცემის საკითხი

ეგრის ძალიან სურს გაერკვეს წმინდა წერილის დეტალებში და ამისთვის მრავალ კითხვას სვამს. თუმცა, უნდა აღვნიშნო რომ მისი კითხვის დასმა მტკიცებით ფორმას წააგავს ხოლმე, რაც მართლაც დაუშვებელია ამ განყოფილებაში.
თუკი ეგრი კვლავაც განაგრძობს საკუთარი მოსაზრებების წერას და მხოლოდ კითხვებით არ შემოიფარგლება, აუცუილებლად მივიღებ შესაბამის ზომებს.

ეგრი
ამ განყოფილებას აქვს თავისი წესები და უმორჩილესად გთხოვ გაეცნო მას.
უმთავრესი წესის ის რომ აკრძალულია საკუთარი მოსაზრებების წერა და მხოლოდ წმინდა მამათა განმარტებების მოხმობაა შესაძლებელი.
ეს განყოფილება არ არის იმისთვის, რომ ჩვენი ვარაუდები და აზრები ვწეროთ, არამედ იმისთვისაა, რომ მართლმადიდებელი წმინდა მამების შემწეობით უკეთ შევისწავლოთ წმინდა წერილი.
იმედს ვიტოვებ რომ ასეთი რამის შეხსენება მეეორედ აღარ დამჭირდება.
ასევე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შენი ფამილიარული დამოკიდებულება სრულებით არ შეეფერება ჩვენს ფორუმს და გთხოვ მეტი დელიკარტურიბით ისაუბრო.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 08:55 PM

ციტატა
იმედს ვიტოვებ რომ ასეთი რამის შეხსენება მეეორედ აღარ დამჭირდება.

შევეცდები. თხრობითი წინადადებების ბოლოშიც კითხვის ნიშნებს დავსვამ.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 10:31 AM

alex_b
ეეჰ. მთელი საღამო ველოდი შენს პოსტს? (კითხვის ნიშანს რატომაც ვიყენებ იხ. ზედა პოსტი)
ვიფიქრე ნათელი მოეფინებოდა რაიმეს მაინც?

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 3 2007, 04:32 PM

QUOTE
ეეჰ. მთელი საღამო ველოდი შენს პოსტს? (კითხვის ნიშანს რატომაც ვიყენებ იხ. ზედა პოსტი)
ვიფიქრე ნათელი მოეფინებოდა რაიმეს მაინც?

არა უშავს ეგრი, ჯერ ცოცხლები ვართ, და მოვასწრებთ პასუხებს.

რაც შეეხება დათიკოს შენიშვნებს ვეთანხმები.
მეც მქონდა დავა ამ ფორუმში, მაგრამ განსხვავებული სიტყვებითა და მიდგომით ვლაპარაკობდი.
ასე რომ გაითვალისწინე.

ეხლა მითხარი კონკრეტულად, რა საკითხთან მიმართებაში გაინტერესებს ჩემი აზრი.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 3 2007, 05:05 PM

alex_b
დავითის მერე იოსების წინაპრები იყოფიან სოლომონის და ნათანის შტოებად. შემდეგ ეს ორი შტო კაცების ხაზით გაგრძელებული იკვეთება სალათიელზე და ზორობაბელზე და კვლავ იყოფა რესას და აბიუდის შტოებად, შემდეგი ისევ კაცების ხაზით გაგრძელებული კვლავ იკვეთება მატათანზე და კვლავ იყოფა და კვლავ იკვეთება იოსებზე.

აი ეს როგორ შეიძლება მოხდეს?

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 3 2007, 06:21 PM

QUOTE

აი ეს როგორ შეიძლება მოხდეს?

მაგას დაგიდგენ როგორმე smile.gif
ოღონდ დღეს უკვე გავედი, მივდივარ სახლში.

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 4 2007, 10:57 AM

ეგრი

QUOTE
alex_b
დავითის მერე იოსების წინაპრები იყოფიან სოლომონის და ნათანის შტოებად. შემდეგ ეს ორი შტო კაცების ხაზით გაგრძელებული იკვეთება სალათიელზე და ზორობაბელზე და კვლავ იყოფა რესას და აბიუდის შტოებად, შემდეგი ისევ კაცების ხაზით გაგრძელებული კვლავ იკვეთება მატათანზე და კვლავ იყოფა და კვლავ იკვეთება იოსებზე.

აი ეს როგორ შეიძლება მოხდეს?


ამ დილას ვლოცულობდი და გამახსენდა ეს შენი შეკითხვა. და რავიცი რაღაც აზრი გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით. ეხლა დრო არ მაქვს ძირეულად შევისწავლო, მაგრამ აქ არის ორი მომენტი.
ლუკას ტექსტის თანახმად, თუ "ელი" - იოსების მამად არის მოხსენებული და სიმამრის მამად ხსენება შესაძლებელი იყო, შეიძლება იმიტომ ერთდება და იყოფა შტოები, რომ ზემოთაც არის მსგავსი შემთხვევები, რომ სიმამრის ხაზით გრძელდება.
მეორე კიდევ ის არის, რომ ეს გენიალოგია იწყება სიტყვებით:
"რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა...." ანუ ხალხს მიაჩნდა ასე. ლუკა არ ამბობს რომ ის იყო, არამედ ის ეგონად...
ხო, თუ გინდა ეგრი განვავრცოთ ეს თემა, მაგრამ ამ მიდგომით მგონი ადვილად წყდება საკითხი.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 4 2007, 12:10 PM

alex_b

ციტატა
ლუკას ტექსტის თანახმად, თუ "ელი" - იოსების მამად არის მოხსენებული და სიმამრის მამად ხსენება შესაძლებელი იყო, შეიძლება იმიტომ ერთდება და იყოფა შტოები, რომ ზემოთაც არის მსგავსი შემთხვევები, რომ სიმამრის ხაზით გრძელდება.
მეორე კიდევ ის არის, რომ ეს გენიალოგია იწყება სიტყვებით:
"რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა...." ანუ ხალხს მიაჩნდა ასე. ლუკა არ ამბობს რომ ის იყო, არამედ ის ეგონად...
ხო, თუ გინდა ეგრი განვავრცოთ ეს თემა, მაგრამ ამ მიდგომით მგონი ადვილად წყდება საკითხი.

ვერაფერი გავიგე.
მე კითხვის დასასმელად იმხელა ცხრილი დავხაზე და შენ ზედმეტი ორი სიტყვის დაწერა გეზარება?

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 4 2007, 03:33 PM

ეგრი

QUOTE
ვერაფერი გავიგე.
მე კითხვის დასასმელად იმხელა ცხრილი დავხაზე და შენ ზედმეტი ორი სიტყვის დაწერა გეზარება?

არ მეზარება, მაგრამ რას იზამ წუთისოფელში ვარ და დროის კანონებს ვემორჩილები smile.gif

ხო ეხლა ჩემი პასუხი.
ძირითადად პასუხი იგივეა, რაც წეღან გითხარი, მაგრამ ცოტა უფრო განვავრცობ.

ათე ლუკა
იექონია ნერი
შეალთიელი შეალთიელი
ზერუბაბელი ზერუბაბელი
აბიჰუდი რესაი

როგორც გავიგე კითხვა ასეთია, რომ შეიძლება ზერუბაბელს ორი შვილი ჰყავდა რესაი და აბიჰუდი, მაგრამ, როგორ შეიძლებოდა შეალთიელს ჰყოლოდა ორი მამა?
მოგახსენებ:
ლუკას სახარების პრინციპის თანახმად, შესაძლებელი იყო "მამად" დასახელებულიყო არა მარტო ბიოლოგიური მამა, არამედ "სიმამრიც" როგორც იოსებისა და ელის შემთხვევაში.

თან კიდევ ვიმეორებ, რომ ამ გენიალოგიას წინ უძღვის ფრაზა: "როგორც ფიქრობდნენ".

ეს არის პასუხი.
მართალია ვერ მოვიძიე ბიბლიაში იმის დამადასტურებელი მოწმობა, რომ ნერი შელათიელის სიმამრი იყო, მაგრამ თუ დავინტერესდებით და წრფელად დავიწყებთ კვლევას ვინ იყო "ნერი". მაშინ მივხვდებით. თუმცა ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ უნდა ვირწმუნოთ პირველ რიგში წყაროს ჭეშმარიტება და მერე უფრო ადვილად იქნება გასაგები ყველაფერი.

აბა სიყვარულით
ალეხ_ბ

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 5 2007, 12:16 AM

alex_b
ჯერ ერთი დავითიდან უნდა დაიწყო. მერე აღწერო, ყოველი მომდევნო თაობა ვისი შვილი და ვისი სიძე იყო.

ეს შემოკლებული მიფუჩეჩება არ გამოდგება.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 5 2007, 12:42 AM

ეგრი

ციტატა
ეს შემოკლებული მიფუჩეჩება არ გამოდგება.

ისე იქცევი თითქოს ვინმე ვალდებული იყოს შენი დავალება შეასრულოს.
ხანდახან გაიხსენე, რომ მოთხოვნის გარდა, თხოვნის ფორმაც არსებობს wink.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 5 2007, 12:45 AM

დათიკო

ციტატა
ისე იქცევი თითქოს ვინმე ვალდებული იყოს შენი დავალება შეასრულოს.

ეს ადამიანი დამპირდა რომ ამას გააკეთებს. გავუგებთ როგორმე ერთმანეთს.

სხვათა შორის შენგან განსხვავებით პირადად ვიცნობ. შენც გაგიცნობდი სიამოვნებით, მაგრამ ფორუმ.გე-ზე რელიგიოზნიკების შეკრების თემა ბოლო გვერდზე ღაფავს სულს.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 5 2007, 01:24 AM

ეგრი

ციტატა
შენც გაგიცნობდი სიამოვნებით

კვირა დილას სამების ტაძარში მოდი და გავიცნოთ ერთმანეთი smile.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 5 2007, 01:53 AM

დათიკო

ციტატა
კვირა დილას სამების ტაძარში მოდი და გავიცნოთ ერთმანეთი

ეუფ. რა მაგარი სტრელი დამიდე.

დილა? კვირას 13.00 საათია ჩემთვის დილა. შენთვის?
სამების ეკლესია ერთია თბილისში?

მნათე იქნება?
არმორსაც ხომ არ დავუძახოთ?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 5 2007, 02:22 AM

ციტატა
მნათე იქნება?


მნათეს მსახურება აქვს smile.gif სამწუხაროდ სამების საკათედრო ტაძარში ვერ გავხდები ევქარისტიის თანამონაწილე smile.gif

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: May 5 2007, 04:17 PM

QUOTE
სხვათა შორის შენგან განსხვავებით პირადად ვიცნობ. შენც გაგიცნობდი სიამოვნებით, მაგრამ ფორუმ.გე-ზე რელიგიოზნიკების შეკრების თემა ბოლო გვერდზე ღაფავს სულს.

კი, გავიცანით ერთმანეთი. საკმაოდ საინტერესო საუბრები გამოგვივიდა.
მაგრამ რაღაც მგონია, რომ აქ გაშვებული "ჩატი" სულაც არ შეესაბამება თემას. მგონი მაცხოვრის გენეალოგიაზე, სათქმელი იქნა თქმული.

რაც შეეხება ეგრის კითხვას შეალთიელზე და ზერუბაბელზე,
ორი ვარიანტი მაქვს:

1. ლუკას სახარებაში მოხსენებულია შეალთიელის სიმამრი და არა მამა, როგორც იოსების შემთხვევაშია.
2. ისე რა გარანტია აქვს ეგრის, რომ ეს ერთიდაიგივე ზერუბაბელი და შეალთიელია? ისე მე იმის დაჯერება უფრო გამიადვილდება, რომ სხვადასხვა პიროვნებებს წარმოადგენენ, ვიდრე იმის, რომ ბიბლიაში სიცრუეა ჩაწერილი.
რა ვქნა? ეს არის ჩემი რწმენა, ხოლო მთელი ჩემი 25 წლის აქედან გააზრებული 12 წლის მანძილზე, ყოველთვის სიმართლეს ამბობდა ბიბლია. ხოლო ათეისტები, ხან ჭრიან, ხან კერავენ. ათეიზმის დაჯერებას, მირჩევნია უფალს მივენდო და მის სიტყვას.
იმიტომ, რომ ათეიზმი ერთდროულად ამტკიცებს:
1. იესო არ არსებობდა - იესო იყო მატყუარე
2. მოციქულები არ არსებობდნენ სინამდვილეში - ისინი იყვნენ აფერისტები.

ისე ეგრის, მინდა რაღაც გკითხო.
ჩემი აზრით ნამდვილი ათეისტი ის არის, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს თეისტური თემა. მაგრამ რატომ ცდილობ ასე დაბეჯითებით ქრისტიანობის სიცრუის დამტკიცებას? რა გაიძულებს? რა გაძლევს ძალას?

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 5 2007, 06:44 PM

alex_b

ციტატა
რაც შეეხება ეგრის კითხვას შეალთიელზე და ზერუბაბელზე,

ეგრის შეკითხვა არ იყო სალათიელზე და ზორაბაბელზე. ეგრის შეკითხვა დავითიდან იწყება და იოსებზე თავდება. ნუ იჩქარებ პასუხის გაცემას. კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი და მერე დეტალურად დაპოსტე.
ციტატა
ისე რა გარანტია აქვს ეგრის, რომ ეს ერთიდაიგივე ზერუბაბელი და შეალთიელია? ისე მე იმის დაჯერება უფრო გამიადვილდება, რომ სხვადასხვა პიროვნებებს წარმოადგენენ, ვიდრე იმის, რომ ბიბლიაში სიცრუეა ჩაწერილი.

არანაირი გარანტია არ მაქვს. თუ სხვადასხვა ადამიანები არიან განმარტებაში დასწერე, რომ სხვადასხვა ადამიანები არიან.
ციტატა
ათეიზმი ერთდროულად ამტკიცებს:
1. იესო არ არსებობდა - იესო იყო მატყუარე
2. მოციქულები არ არსებობდნენ სინამდვილეში - ისინი იყვნენ აფერისტები.

შენ მე ათეიზმთან ნუ მაიგივებ და ჩემს ნათქვამს შენებურ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებ. მე ასე ვფიქრობ:
1. იესო არ არსებობდა - სახარების პერსონაჟი სახელად იესო იტყუება.
2. იესოს მოციქულები არ არსებობდნენ (რადგანაც იესო არ არსებოდა), თუმცა ეს 13 პიროვნება შესაძლოა მართლაც ცხოვრობდა წელთაღრიცხვების გასაყარზე - იყვნენ თუ არა აფერისტები ვერ ვიტყვით, რამეთუ სახარებები, აპოკალიფსი და სხვა წიგნები, რომელთა ავტორობასაც მათ მიაწერენ, სინამდვილეში მათი დაწერილი არაა.
ციტატა
მაგრამ რატომ ცდილობ ასე დაბეჯითებით ქრისტიანობის სიცრუის დამტკიცებას? რა გაიძულებს? რა გაძლევს ძალას?

ეშმას მივყიდე სული.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 5 2007, 06:58 PM

ეგრი
კიდევ ერთხელ დაწერ 13 მოციქულს და ბანს მიიღებ!

ციტატა
ეშმას მივყიდე სული.

ეს კიდე ტყულია, რადგან შენ არც ღმერთის გწამს და შეასბამისად არც ეშმაკის.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 6 2007, 11:36 PM

ვააახ. ვიღაც უპორნად შლის ჩემს პოსტებს.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 7 2007, 02:51 PM

ეგრი

ციტატა
ვააახ. ვიღაც უპორნად შლის ჩემს პოსტებს.

შენს პოსტებს მე ვშლი, იმიტომ რომ გაფრთხილებისდა მიუხედავად "უპორნად" "შენსას მიერეკები"!
წესები გადაიკითხე!

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: May 17 2007, 12:26 AM

ეგრი
კარგი, რადგან ცოტა ზევით მეც მახსენეთ ორ სიტყვას შეგაწევთ.
მათთვის ვინც ეჭვობს იმას რომ იოსების გენეოლოგია არანაირ კავშირში არ არის მარიამის გენეოლოგიასთან და მეტადრე ქრისტეს გენეოლოგიასთან.

იმ ხანად, ანუ ქრისტეს შობის დროს, ებრაელებს ჰქონდათ ერთი ტრადიცია, რომლის შესრულება არათუ სასურველი, არამედ სავალდებულოც კი იყო ყველა ებრაელისთვის.
არ შეიძლებოდა ქალის გათხოვება უცხო ტომის წარმომადგენელზე, არამედ აუცილებლად იმავე ტომის შვილზე უნდა მიეთხოვებინათ რომლიდანაც თვითონ ქალი იქნებოდა.(ასეთ ნიუანსებს სერიოზული ყურადღება ექცეოდა)
აქედან გამომდინარე ვასკვნით რომ მარიამიც, მზგავსად იოსებისა, დავითის ტომიდან იყო და ისაც ნათელი ხდება რომ იოსების გენეოლოგია პირდაპირ კავშირშია ქრისტესთან.

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: May 19 2007, 01:35 AM

ეგრიერთი სათხოვარი მაქვს. იჩქარე ნელა.

როდესაც ვსაუბრობთ მაცხოვრის გენეოლოგიაზე, ძირითად და ერთადერთ წყაროდ მათეს და ლუკას სახარებებს ვიყენებთ რადგან მხოლოდ ამ სახარებებშია საუბარი გენეოლოგიაზე. ორივე სახარებაში ქრისტეს დავითისა და აბრაამის შთამომავლობაზეა გამახვილებული ყურადღება. თუმცა სახელები რატომღაც არ ემთხვევა ამ ორ , ერთიმეორესგან დამოუკიდებელ სიაში. რაც ეგრი-ს უკმაყოფილობის საფუძვლადაც იქცა.
საქმე ისაა რომ, სახარებები მოგვიანებით დაადგიონეს წმიდა მამებმა, როგორც ყველასათვის სავალდებულო სახელმძღვანელოები. მანანდე კი მათ კონკრეტული ადრესატები ჰყავდათ.
ცნობილია რომ მათე მახარებელი, თავის სახარებას წერდა უშვალოდ ებრაელი ხალხისთვის, და მას მიზნად ჰქონდა დასახული ებრაელთათვის უფრო დამაჯერებელი ენით მოეთხრო ქრისტეს შესახებ.
ის თავის სახარებას იწყებს ასე "წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი."
ამ ფრაზით ის ამახვილებს ებრაელთა ყურადღებას იმაზე რომ, საუბარი ეხება მესიას, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ მათთვის სათაყვანებელი წინასწარმეტყველები. (წინასწარმეტყველნიც ამას ამბობდნენ რომ მესია აბრაამის და დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.)
მაშ ასე;- მათესთან გენეოლოგიის ათვლა სწორედ ამ მიზეზით იწყება აბრაამიოდან იოსებამდე და არა ადამიდან იოსებამდე. მათეს კონკრეტული ადრესატები იყვნენ ებრაელები.
რატომ იოსების და არა მარიამის გენეოლოგია?
იმიტომ რომ, ებრაელებში შთამომავლობა მამის მხრიდან აითვლებოდა ტრადიციულად. ხოლო მახარებელი ვერ და არ დაარღვევდა მოსეს სჯულს რომელიც ავალდებულებდა მას მამის მხრიდან დაეწერა ყოველივე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ, არანაირი აუცილებლობა იმისა რომ მაინცდამაინც მარიამის გენეოლოგია დაწერილიყო არ იყო, რადგან ებრაელთა წესის თანახმად, მარიამი იყო რა ერთადერთი შვილი თავისი მშობლებისა აუცილებლად იმავე ჩამომავლობის კაცზე უნდა გაეთხოვებინათ, რომლიდანაც თვითონ იყო.
რაც შეეხება ლუკა მახარებელს, ის მიზნად ისახავს თავის სახარებაში, მკითხველს დაანახოს რომ იესო ქრისტე, მთელი ქვეყნიერების მხსნელი და მესიაა, და სწორედ მის მიერ ჩამოთვლილი გენეოლოგია ადამს უკავშირდება.
ადამს, რომელიც უშვალოდ ღმერთის ხელით შეიქმნა და რომელიც არის პირველწყარო ყოველი ადამიანისა.
ლუკა, უკავშირებს რა ადამს ქრისტეს გენეოლოგიას, ამით მიანიშნებს ყველა ადამიანს რომ ყველანი ვართ ქრისტესთან უხილავი, ნათესაური კავშირით დაკავშირებულნი და ქრისტე ყველასთვის მოვიდა და ევნო, რადგან ყველანი მისნი ვართ და ის ყველასია.
ახლა რაც შეეხება იმ გაურკვევლობას რომელიც სახელთა ჩამონათვალის არათანმიმდევრულობას შეეხება.
შენი ნებართვით ოდნავ მოგვიანებით დავდებ ამ იმფორმაციას, არა იმიტომ რომ არ ვიცი რა დავდო, არამედ იმიტომ რომ, მინდა ენა გავამარტივო, ამ ფორუმს ჩვენს გარდა ბევრი სხვაც კითხულობს და არ მინდა რთული და გაუგებარი ენით რამე დავწერო და ვინმე ვერ გაერკვეს.
მე შევეცდები, სულ მალე, რაც შეიძლება მარტივი ენით დავწერო ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 19 2007, 03:06 PM

ციტატა
ორივე სახარებაში ქრისტეს დავითისა და აბრაამის შთამომავლობაზეა გამახვილებული ყურადღება.

ქრისტეს არა, იოსების. თუ ვცდები დააციტატე.
ციტატა
წინასწარმეტყველნიც ამას ამბობდნენ რომ მესია აბრაამის და დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.

ამ ციტატებსაც თუ დადებ, ბევრ საინტერესო დეტალს მოეფინება ნათელი. ოღონდ შეეცადე სრულად ამოკრიფო, არასასურველი დასაწყისები და გაგრძელებები არ დააკლო.
ციტატა
იმიტომ რომ, ებრაელებში შთამომავლობა მამის მხრიდან აითვლებოდა ტრადიციულად. ხოლო მახარებელი ვერ და არ დაარღვევდა მოსეს სჯულს რომელიც ავალდებულებდა მას მამის მხრიდან დაეწერა ყოველივე.

იესო სადაა აქ? იოსები ხომ არ იყო მისი მამა?
ციტატა
მარიამი იყო რა ერთადერთი შვილი თავისი მშობლებისა აუცილებლად იმავე ჩამომავლობის კაცზე უნდა გაეთხოვებინათ, რომლიდანაც თვითონ იყო.

ჩამომავლობა რას ნიშნავს?
იოსები და მარიამი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ?
ციტატა
რაც შეეხება ლუკა მახარებელს, ის მიზნად ისახავს თავის სახარებაში, მკითხველს დაანახოს რომ იესო ქრისტე, მთელი ქვეყნიერების მხსნელი და მესიაა, და სწორედ მის მიერ ჩამოთვლილი გენეოლოგია ადამს უკავშირდება.

კიდევ გიმეორებ. იოსები და არა იესო.
საკუთარ განმარტებებს ნუ დასჯერდები, სახარების ადგილების ციტირების გარეშე ცარიელი სიტყვებია.
ციტატა
ლუკა, უკავშირებს რა ადამს ქრისტეს გენეოლოგიას

აბა როგორ? სად?
ციტატა
ახლა რაც შეეხება იმ გაურკვევლობას რომელიც სახელთა ჩამონათვალის არათანმიმდევრულობას შეეხება.
შენი ნებართვით ოდნავ მოგვიანებით დავდებ ამ იმფორმაციას, არა იმიტომ რომ არ ვიცი რა დავდო, არამედ იმიტომ რომ, მინდა ენა გავამარტივო, ამ ფორუმს ჩვენს გარდა ბევრი სხვაც კითხულობს და არ მინდა რთული და გაუგებარი ენით რამე დავწერო და ვინმე ვერ გაერკვეს.
მე შევეცდები, სულ მალე, რაც შეიძლება მარტივი ენით დავწერო ყველაფერი.

პრობლემა არაა.

ჯერ ამ პოსტში დასმულ შეკითხვებს უპასუხე, თუ შესძლებ.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 20 2007, 01:14 AM

ეგრი

ციტატა
იოსები ხომ არ იყო მისი მამა?

ციტატა
ცნობილია რომ მათე მახარებელი, თავის სახარებას წერდა უშვალოდ ებრაელი ხალხისთვის, და მას მიზნად ჰქონდა დასახული ებრაელთათვის უფრო დამაჯერებელი ენით მოეთხრო ქრისტეს შესახებ.

ჩვენ კი ვიცით რომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ არის იოსები, მაგრამ ებრაელებმა ხომ არ იცოდნენ ეს?
თუმცა, იოსები მამად მაინც ითვლებოდა, რადგან დაწინდული იყო მარიამზე.
ციტატა
ჩამომავლობა რას ნიშნავს?

იგივე ტომის ჩამომავალს ნიშნავს. ებრაელთა ტრადიციით უცხო ტომიდან ცოლის მოყვანა არ შეიძლებოდა.
ციტატა
იოსები და მარიამი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ?

არა
ციტატა
აბა როგორ? სად?

აბრაამის შთამომავალი ხომ არის ქრისტე. ხოდა, აბრაამი კი ადამის შთამომავალია. რა არის აქ გაურკვეველი.
ააა, შენ ალბათ იმის გამო ამბობ ამას, ქრისტეს ბიოლოგიური მამა რომ არ იყო იოსები. ასეა?
კი ბატონო, ეგ სწორია, მაგრამ, როგორც უკვე აღვნშნე, იოსები დაწინდული იყო მარიამზე. ებრაელთა ტრადიციით კი დაწიდვა უკვე ცოლ-ქმრობას ნიშნავდა. შესაბამისად, იოსები ქრისტეს დედის ქმარი, ანუ მისი მამა იყო, ხოლო თავად იოსები კი დავითის შთამომავალი, ისევე როგორც ღვთისმშობელი.
გავიხსენოთ ციტატა სადაც თავად ღვთისმშობელი იხსენიებს იოსებს იესოს მამად:
"...ჰრქუა მას დედამან მისმან: "შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა, ესერა, მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.” (ლუკა 2,48)

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 20 2007, 01:31 PM

დათიკო
ჩვენ ვსაუბრობდით იესოს წარმომავლობაზე წინასწარმეტყველებების კუთხით.

ციტატა
აბრაამის შთამომავალი ხომ არის ქრისტე. ხოდა, აბრაამი კი ადამის შთამომავალია. რა არის აქ გაურკვეველი.

ეგ დედის მხრივ.
ციტატა
ხოლო თავად იოსები კი დავითის შთამომავალი, ისევე როგორც ღვთისმშობელი.

იოსებზეც ვერ იტყვი მაგას, ნამეტანი განსხვავებული გენეალოგიები აქვს. მარიამზე როგორღა ამტკიცებ?

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: May 21 2007, 12:11 AM

მაშ ასე.
რა არის მიზეზი იმისა რომ მათე და ლუკა განსხვავებულ პირთა სახელების ჩამონათვალს გვთავაზობენ მაცხოვრის გენეოლოგიაში!?
იოსები, ქმარი მარიამისა, მათეს მიხედვით იაკობის ძეა. ხოლო ლუკას მიხედვით, ელის ძეა.
ასევე ზორობაბელის მამა, სალათიელი, მათეს მიხედვით იექონიას ძეა, ხოლო ლუკასთან ნერისა.
უძველესი ქრისტიანი მეცნიერი, იულიუს აფრიკელი ამ მოვლენას ახსნას უძებნის მოსეს სჯულში, კერძოდ (მეორე სჯული;25.5-6.)კანონში თესლის აღდგენის შესახებ. რომლის მიხედვითაც თუ ორი ძმიდან ერთერთი გარდაიცვლებოდა და შვილი არ დარჩებოდა, მეორე ძმას უნდა შეერთო პირველის ცოლი და ამ ცოლისგან გაჩენილი პირველი შვილი იწოდებოდა გარდაცვლილი ძმის შვილად.
ეს კანონი ძალაში იყო არა მხოლოდ ღვიძლი ძმების შემთხვევაში, არამედ იმ დროსაც, როდესაც ძმებს სხვადასხვა მამა და ერთი დედა ჰყავდათ.
სწორედ ასეთი ძმები იყვნენ, იაკობი იოსების მამა, მათეს მიხედვით და ელი, იაკობის მამა ლუკას მიხედვით. ისინი დაიბადნენ სხვადასხვა მამისგან და ერთი დედისგან, რომელიც ჯერ იაკობის მამის ცოლი იყო და შემდეგ ელის მამისა. მისი სახელი იყო ესთა.
აქედან გამომდინარე, როდესაც ესთას ერთი შვილი, ელი მოკვდა უშვილოდ მეორე შვილმა, იაკობმა ელის ცოლი შეირთო რათა ძმისთვის თესლი აღედგინა და შეეძინათ იოსები.
ეს არის მიზეზი იმისა რომ წმიდა ლუკა, იოსების გენეოლოგიურ ხაზს მიჰყვება რესაის, ანუ ზორობაბელის პირველი შვილის და ელი, იოსების მამის ხაზით. ხოლო წმიდა მათე- ზორობაბელის მეორე შვილის, აბიუდის და იაკობის, ანუ იოსების მეორე მამის ხაზით.
აქვე დაუმატებ იმასაც რომ, მათესთან წარმართი და ცოდვილი დედაკაცების მოხსენიებით, ღმერთი ებრაელებს შეახსენებს რომ ის მხოლოდ ებრაელთა ღმერთი კი არ არის, და მხოლოდ ებრაელებს კი არ მოუწოდებს არამედ წარმართებსაც.

რა გამომივიდა არ ვიცი!?
მე შევეცადე გასაგები ენით ამეხსნა და თუ ვინმემ ვერ გაიგო, ალბათ სხვა გამოჩნდება ვინმე ვინც უკეთ ახსნის. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 21 2007, 12:41 AM

inkvizitor

ციტატა
რა გამომივიდა არ ვიცი!?
მე შევეცადე გასაგები ენით ამეხსნა და თუ ვინმემ ვერ გაიგო, ალბათ სხვა გამოჩნდება ვინმე ვინც უკეთ ახსნის.

laugh.gif laugh.gif laugh.gif
მე და დათიკომ თავი შევაკალით ამ ამბავის გარკვევას და თურმე რა ადვილად ყოფილა საქმე!!!
ციტატა
რა არის მიზეზი იმისა რომ მათე და ლუკა განსხვავებულ პირთა სახელების ჩამონათვალს გვთავაზობენ მაცხოვრის გენეოლოგიაში!?

ჯერჯერობით არ დაგისაბუთებიათ, რომ ლუკა და მათე სწორედ მაცხოვრის გენეალოგიას აღწერენ. როგორ მოვიქცეთ? გადავახტეთ ამ საკითხს და პირდაპირ გენეალოგია განვიხილოთ, თუ ჯერ გავარკვიოთ - მაცხოვრის გენეალოგიასთან გვაქვს საქმე თუ იოსების გენეალოგიასთან?

ციტატა
სწორედ ასეთი ძმები იყვნენ, იაკობი იოსების მამა, მათეს მიხედვით და ელი, იაკობის მამა ლუკას მიხედვით. ისინი დაიბადნენ სხვადასხვა მამისგან და ერთი დედისგან, რომელიც ჯერ იაკობის მამის ცოლი იყო და შემდეგ ელის მამისა. მისი სახელი იყო ესთა.

აბა მატათანი ვინღაა? შენ აპოკრიფებს ხომ არ იშველიებ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 21 2007, 11:20 AM

ეგრი

ციტატა
ჩვენ ვსაუბრობდით იესოს წარმომავლობაზე წინასწარმეტყველებების კუთხით.

ეგ რაღაა? blink.gif
იესოს ორი ბუნება გააჩნია, ერთი ღვთაებრივი და მეორე კაცობრივი. მისი ღვთაებრივი წარმომავლობა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი - მამისგან შობილობა: "და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა."
ხოლო, მისი კაცობრივი ბუნება კი ღვთისმშობლისგან: რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა."

მოდი ნუ ავურევთ მაცხოვრის ღვთაებრივ წარმომავლობას და მის გენეალოგიაზე ვისაუბროთ, რაც სახარებაშია ჩაწერილი.

ციტატა
იოსებზეც ვერ იტყვი მაგას, ნამეტანი განსხვავებული გენეალოგიები აქვს. მარიამზე როგორღა ამტკიცებ?

იოსები დავითის შთამომავალია. იმედია ეს არ არის საკამათო საგანი.
ხოლო, რაც შეეხება მარიამს, როგორც უკვე აღნინიშნა, ებრაელთა წესის მიხედვით არ შეიძლებოდა სხვა ტომის წარმომადგენელზე ქორწინება.

ციტატა
ჯერჯერობით არ დაგისაბუთებიათ, რომ ლუკა და მათე სწორედ მაცხოვრის გენეალოგიას აღწერენ.

აბა, ბაბუაჩემის გენეალოგიას ხომ არ აღწერენ. თუკი მისი მშობლების გენეალოგიას აღწერენ, შვლისი გენეალოგიის აღწერა არ გამოდის ავტომატურად?
ციტატა
გადავახტეთ ამ საკითხს და პირდაპირ გენეალოგია განვიხილოთ, თუ ჯერ გავარკვიოთ - მაცხოვრის გენეალოგიასთან გვაქვს საქმე თუ იოსების გენეალოგიასთან?

შენ, ეტყობა პოსტებს არ კითხულობ.
ციტატა
ჩვენ კი ვიცით რომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ არის იოსები, მაგრამ ებრაელებმა ხომ არ იცოდნენ ეს?
თუმცა, იოსები მამად მაინც ითვლებოდა, რადგან დაწინდული იყო მარიამზე.

აი ეს რომ დავწერე, შენი აზრით ვის დავუწერე?
ციტატა
როგორც უკვე აღვნშნე, იოსები დაწინდული იყო მარიამზე. ებრაელთა ტრადიციით კი დაწიდვა უკვე ცოლ-ქმრობას ნიშნავდა. შესაბამისად, იოსები ქრისტეს დედის ქმარი, ანუ მისი მამა იყო, ხოლო თავად იოსები კი დავითის შთამომავალი, ისევე როგორც ღვთისმშობელი.
გავიხსენოთ ციტატა სადაც თავად ღვთისმშობელი იხსენიებს იოსებს იესოს მამად:
"...ჰრქუა მას დედამან მისმან: "შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა, ესერა, მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.” (ლუკა 2,48)

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 21 2007, 07:24 PM

ეგრი

ციტატა
ანუ ახდა თუ არა ძველი აღქმის წინასწარმეტყველებები, იყო თუ არა იესო მესია.

შენ ისევ დაარღვიე ამ განყოფილების წესი.
მემგონი ნათლად ითქვა, რომ ეს განყოფილება არ არის სკეპტიკურად განწყობილი ათეისტების კვლევცითი ლაბორატორია.
შენი პოსტები წაიშლება და შენ მოგეცემა გაფრთხილება.

კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, ეს განყოფილება განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ შეისწავლონ სახარება. შესწავლის წყარო კი მართლმადიდებელ წმინდა მამათა გადმოცემაა.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 3 2007, 11:55 PM


რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?


სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი.
მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: "წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისი" (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა "ბენ" (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტუვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა.შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი.
მათეს სახარებაში გენეალოგია ებრაელი ერის მამამთავრის - აბრაამის სახელით იწყება, ხოლო ლუკას სახარებაში - პირველი კაციდან. ადამიდან. ორივე მახარებელთან მაცხოვრის გენეალოგია იოსებ მართლის სახელით მთავრდება.
ქრისტეს გენეალოგია მოუმზადებელი ადამიანსთვის მძიმე წასაკითხია: იგი მას ვრცელი, მოსაწყენი და სრულიად უსარგებლო ეჩვენება. მაგრამ შემთხვევით არაა, რომ სახარებაში გადმოცემულია სრული გენეალოგია: უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მას ქრისტიანობისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

უკვე 2000 წელია, რაც მსოფლიოში არ ცხრება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო სინამდვილეში იესო ქრისტე. მოდავეთა შორის უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ იესო ნაზარეველი ნამდვილად ისტორიული პიროვნებაა და არა "ქრისტიანულ მითოლოგიაში შეთხზული გმირი". მოდავენი ასევე პატივს სცემენ მის მოძღვრებას. მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ და კვლავ ეჭქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რაც სახარების სულს და უცილობელ ჭეშმარიტებას წარმოადგენს: რომ სწორედ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია! მათ არ ესმით, რატომ არიან ასე დარწმუნებულები ქრისტიანები იმაში, რომ ჯერ კიდევ ადამისთვის აღთქმული სამყაროს გამომხსნელი და მაცხოვარი იესო ქრისტეა. ადამიაებისათვის, რომლებიც ბიბლიის ავტორიტეტს აღიარებენ, ამის დასტურია ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი. ბიბლია, რომელიც იესო ნაზარეველის შობამდე ბევრად ადრე დაიწერა, შეიცავს წინასწარმეტველებებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობას გამოიხსნის ქვეყნად მოვლენილი მესია - ქრისტე (ქართ. - ცხებული). წინასწარმეტყველებებში მკითხველი აღმოაჩენს "გენეალოგიურ" მტკიცებულებასაც, რომელიც მოწოდებულია, დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტი მესიის შეცნობაში. ღმერთმა უწინასწარმეტყველა აბრაამს, შემდეგ კი ისრაელის მეფე დავითს, რომ მაცხოვარი სოფლისა - მესია სწორედ მათი შთამომავალი გახდება. ამიტომ ძველი იუდეველები თავისი მოდგმის გაგრძელებას ზემიდწევნითი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. ბავშვის დაბადებას ისრაელელები ღვთის კურთხევად მიიჩნევდნენ. ყოველ ოჯახში აუცილებლად იწერებოდა გენეალოგია. გენეალოგიური ცხრილები ინახებოდა ოჯახებშიც და ასევე იერუსალიმის ტაძარშიც. ნებისმიერმა ისრაელელმა კარგად იცოდა, თუ რომელ თორმეტ იუდეურ ტომთაგანს მიეკუთვნებოდნენ მისი წინაპრები. ამიტომ სახარებაში დაფიქსირებული გენეალოგიის ზედმიწევნითი სიზუსტე ეჭვგარეშეა და თავადვეა იესო ქრისტეს მესიანობის ყველაზე ცხადი არგუმენტი.

როდესაც მოციქულების წინაშე დადგა საკითხი, გაჰყოლოდნენ თუ არა ქრისტეს, გამხდარიყვნენ თუ არა მისი მიმდევრები, - ამაზე პასუხს ისინი, როგორც ებრაელი ერის შვილები, - ბიბლიის წიგნებში ეძიებდნენ. ისინი სვამდნენ კითხვას: მართალია, რომ იესო პატარა ქალაქ ნაზარეთიდან მეფე დავითის შთამომავალია? ქრისტეს გენეალოგია ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს. აღსანიშნავია, რომ მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება არსებობს და მესიის წარმომავლობა აბრაამისა და დავითის ტომიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ყველა დანარჩენი ნიშანიც, რომლის მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ მესია, - იესო ქრისტეს პიროვნებას ემთხვეოდა. ამიტომ მოციქულთათვის ცხადი გახდა, რომ მათ წინაშეა მხსნელი სოფლისა. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე არ იყო არც წარჩინებული. არც რელიგიური სკოლები ჰქონდა დამთავრებული, ხოლო ხელობით კი დურგალი იყო, - მისი მაინც ირწმუნეს და მისი მიმდევრები გახდნენ.

ამრიგად, ქრისტიანთა პირველი თაობისათვის იესოს გენეალოგია უეჭველ არგუმენტად იქცა. და ეს არგუმენტი თავის აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ადამიანები იმეცნებენ ქრისტეს გენეალოგიას, ბიბლიურ წინასწარმეტველებებს, რათა გადაწყვიტონ თავისთვის, მოვიდა თუ არა ნამდვილად ისრაელის მიწაზე 2000 წლის წინათ მესია და არა ვინმე ნიჭიერი მქადაგებელი და მორალისტი.

თუმცა, მაცხოვრის გენეალოგიას სხვა მნიშვნელოვანი მიზნებიც გააჩნია. ჯერ ერთი, ქრისტიანობის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ ძველი და ახალი აღთქმის განუყოფელ კავშირს. ისინი აცხადებდნენ: "ძველი აღთქმის ღმერთი - ბოროტი, სასტიკი და შურისმაძიებელი დემონია; ახალი აღთქმის ღმერთი კი - სიყვარულისა და უეთიერთშენდობის კეთილი ღმერთია." საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოველივე ამისადმი მოციქულ პავლეს, რომელიც არის ძველი აღთქმის ახლით შეცვლის ყველაზე თანმიმდევრული მქადაგებელი. მან ყოველივეს "დედაბერებრთა ზღაპარი" უწოდა. ამგვარი ზღაპრებისათვის საუკეთესო პასუხი არის სწორედ მაცხოვრის გენეალოგია. იგი ნათლად წამოაჩენს. რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა.

და მეორეც, სახარება ვიდრე მაცხოვრის შობის შესახებ თხრობას შეუდგებოდეს, გარდასულ ათასწლეულებს გასცქერის და წამოაჩენს, როგორ ამზადებდა ღმერთი კაცობრიობას მესიის მისაღებად. ახალ აღთქმაში კი ეს მოვლენები გენეალოგიაშI სახელების ჩამოთვლით წამოჩინდება, მაგრამ ამ სახელებში კონცენტრირებულია ძველი აღთქმის პერსონაჟების სრული ისტორია, ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც იწამეს ერთი ღმერთი და გახდნენ მისი მიმდევრები, რითაც იმდროინდელ წარმართულ სამყაროს დაუპირისპირდნენ. გენეალოგია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ გრძელი და მძიმე გზა უნდა გაევლო კაცობრიობას, ვიდრე ქრისტეს შეეგებებოდა. ეს გზა ძალიან რთული და ეკლიანი გამოდგა. ჩვენ შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ და იგივე ქრისტეს მეორედ მოსვლას დავუკავშიროთ, რადგან იმ დრომდე თითოეულ ჩვენგანს გველის ვიწრო გზა და ამ გზაზე - მრავალი დაცემა და აღდგომა. მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე, მუდამ წინ იარო - გზის ბოლოს ხომ ქრისტესთან შეხვედრა გველის!

პოსტის ავტორი: seminaristi თარიღი: Jul 6 2007, 03:42 PM

მაცხოვრის გენეალოგიის ლუკასეულ და მათესეულ გენეალოგიებში სხვაობის შემდეგი განმარტებები არსებობს:ებრაელთა შორის არსებობდა ღმრთის მიერ დადგენილი თესლის აღდგენის წესი. როცა ძმა გარდაიცვლებოდა უშვილოდ,ცოცხალ ძმას უნდა შეერთო ძმის ქვრივი და აღედგინა ძმისთვის შთამომავლობა.აქედან გამომდინარე,შვილის მამად შეიძლებოდა წოდებულიყო,როგორც ბუნებითი,ნამდვილი,ასევე რჯულისმიერი მამა.ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი იოსებთან.მისი ნამდვილი მამა იყო იაკობი,რომელმაც თესლი აღუდგინა ძმას,ელის.ამიტომაა,რომ ლუკა იოსების მამად ასახელებს რჯულისმიერს,ელის,ხოლო მათე-ნამდვილ მამას,იაკობს.რაც შეეხება სოლომონისა და ნათანის შტოებში სალათიელისა და ზორობაბელის სახელთა თანხვედრას,აი როგორ განმარტავენ მას:სალათიელის მამა ლუკასთან არის ნერი,რომელმაც,ერთ განმმარტებელთა მიხედვით იქორწინა მათეს მიერ სალათიელის მამად სახელდებულ უძეო იექონიას ასულზე და რაკი ის გახდა იექონიას მემკვიდრე,ამიტომაც გამოჰყავს მათეს სალათიელი იექონიას ძედ,ისე კი იგი იყო ძე ნერისა,როგორც წერს ლუკა.მეორეთა მიხედვით კი,ნერი იყო ნათესავი იექონიასი,რომელმაც თესლი აღუდგინა იექონიას. სალათიელის ძის,ზორობაბელის ძეებში კი, მახარებლები ისევ სხვადასხვ შტოთა გენეალოგიას გვაწვდიან.

პოსტის ავტორი: seminaristi თარიღი: Jul 20 2007, 05:19 PM

ციტატა(ეგრი @ May 1 2007, 10:15 PM) *

1.სოლომონ 2.რობოამ 3.აბია 4.ასა 5.იოსაფატ 6.იორამ 7.ოზია 8.იოათამ 9.ეზეკია 10.მანასე 11.ამონ 12.იოსია (იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.) უი თორმეტი გამოვიდა.



აქ რომ აქაზი აკლია,ამაზე პასუხი უკვე გაცემულია,მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე,თუ რატომაა აქ 13 "ნათესავი", მაშინ,როცა მახარებელი ამბობს,რომ 14 არისო. საქმე ისაა,რომ, როგორც ნეტარი იერონიმე ამბობს, ეს გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომის გამოა. თურმე,იოსიასა და იექონიას შორის უნდა იყოს სახელი იოაკიმი,რომელიც ებრაულ ენაში გრაფიკულად ახლოსაა იექონიასთან (იოაკიმი იწერება,როგორც იოაქინი) და სწორედ ამ გრაფიკული სიახლოვის გამო ეს სახელი (იოაკიმი) გამორჩათ სახარების გადამწერთ. აღსანიშნავია,რომ არსებობს მათეს სახარების ბერძნული და რუსული რედაქციები,სადაც მართლაც არის სახელი იოაკიმი იოსიასა და იექონიას შორის. ასე რომ, მახარებელი ზუსტია,იმაში,რომ დავითიდან ბაბილოვნის ტყვეობამდე 14 ნათესავია.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 21 2007, 01:33 AM

seminaristi

ციტატა
სწორედ ამ გრაფიკული სიახლოვის გამო ეს სახელი (იოაკიმი) გამორჩათ სახარების გადამწერთ

ვერ გავიზიარებ ამ ვერსიას, რადგან ებრაელები ძალიან მკაცრად უდგებოდნენ წმინდა წიგნების გადაწერის საკითხს. სადღახც მაქვს წაკითხული, რომ რიტულაურად მკაცრი იყო გადაწერის დროც, საშუალებაც, გადამწერიც და ა.შ. ასე რომ გადამწერის შეცდომის ვერსიას ვერ დავეთანხმები.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 21 2007, 02:03 AM

დათიკო
დავით არ ეთანხმები, მაგრამ ხომ შეიძლება სწორი იყოს

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 22 2007, 01:22 AM

abo

ციტატა
დავით არ ეთანხმები, მაგრამ ხომ შეიძლება სწორი იყოს

რა თქმა უნდა. ყველაფერი დასაშვებია. smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 22 2007, 02:04 AM

დათიკო
შენი გაცნობა მინდა ძალიან.

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Jul 23 2007, 02:03 AM

seminaristi

ციტატა
აქ რომ აქაზი აკლია,ამაზე პასუხი უკვე გაცემულია,მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე,თუ რატომაა აქ 13 "ნათესავი", მაშინ,როცა მახარებელი ამბობს,რომ 14 არისო. საქმე ისაა,რომ, როგორც ნეტარი იერონიმე ამბობს, ეს გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომის გამოა. თურმე,იოსიასა და იექონიას შორის უნდა იყოს სახელი იოაკიმი,რომელიც ებრაულ ენაში გრაფიკულად ახლოსაა იექონიასთან (იოაკიმი იწერება,როგორც იოაქინი) და სწორედ ამ გრაფიკული სიახლოვის გამო ეს სახელი (იოაკიმი) გამორჩათ სახარების გადამწერთ. აღსანიშნავია,რომ არსებობს მათეს სახარების ბერძნული და რუსული რედაქციები,სადაც მართლაც არის სახელი იოაკიმი იოსიასა და იექონიას შორის. ასე რომ, მახარებელი ზუსტია,იმაში,რომ დავითიდან ბაბილოვნის ტყვეობამდე 14 ნათესავია.

ამ საკითხზე მგონი გავეცი მე პასუხი წინა პოსტებში. თუმცა არავისი განმარტებებით არ მისარგებლია ჩემეული ვერსია მოგაწოდეთ. აბა გადახედე სემინარისტო. ამ თემის მე-17 და მე-19 პოსტებია პირველ გვერდზე.

პოსტის ავტორი: seminaristi თარიღი: Jul 24 2007, 05:37 PM

ციტატა(დათიკო @ Jul 21 2007, 02:33 AM) *

ვერ გავიზიარებ ამ ვერსიას, რადგან ებრაელები ძალიან მკაცრად უდგებოდნენ წმინდა წიგნების გადაწერის საკითხს. სადღახც მაქვს წაკითხული, რომ რიტულაურად მკაცრი იყო გადაწერის დროც, საშუალებაც, გადამწერიც და ა.შ. ასე რომ გადამწერის შეცდომის ვერსიას ვერ დავეთანხმები.


ძმაო,დავით! დაეთანხმები თუ არა იმას,რომ გადამწერთ გამორჩათ სახელი იოაკიმი იოსიასა და იექონიას შორის,რა თქმა უნდა, შენი ნებაა. ეს არ არის ისეთი დოგმატური საკითხი,რომელიც ხელს შეგვიშლის ჩვენ,"რაითა ერთობით აღვიარებდეთ" ჭეშმარიტ ღმერთს. მე,უბრალოდ, მივაწოდე ეს განმარტება ფორუმელებს,ვინაიდან მის უკან დგას დიდი ავტორიტეტი- ნეტარი იერონიმე.
მართალი ხარ იმაში,რომ წმიდა წერილის გადაწერა საკმაოდ მკაცრი პირობებით ხდებოდა,მაგრამ მოდი,დავფიქრდეთ ამაზეც: არსებობს წმიდა წერილის მრავალი რედაქცია(ვგულისხმობ არა დღეს არსებულ,ბეჭდვით რედაქციებს,არამედ ადრეულს,ხელნაწერებს),რომელთა
ან, ორი რედაქცია,სრულიად იდენტური,ალბათ არ მოიპოვება. თუ გადამწერები არ უშვებდნენ შეცდომას, მაშ საიდანაა მათ შორის ხვაობები? ასევე,როგორც უწინ აღვნიშნე, თურმე არის ისეთი რედაქციები ბერძნულად და რუსულად(რუსული ასეთი რედაქცია თვითონ მაქვს ნანახი) სადაც,მართლაც არის სახელი იოაკიმი და თუ ჩვენთვის საინტერესო მუხლს ქართულად ვთარგმნით,დაახლოებით ასე იქნებოდა: იოსია შვა იოაკიმ; იოაკიმ შვა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილოვნელთასა და ა.შ.
აღსანიშნავია, ასევე, რომ მე-4 მეფეთა წიგნში,მართლაც არის იოსიასა და იექონიას შორის მეფე იოაკიმი(4.მეფ.23.34; 23.36; 24.6)
ეს განმარტება,როგორც ვთქვი, არაა დოგმა(ისევე,როგორც ბევრი სხვა) და ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ქრისტეანობაში არსებული შემდეგი პრინციპით: ერთობა მთავარში(დოგმატურ საკითხებში) და თავისუფლება მეორეხარისხოვანში.

სიყვარულით. გიორგი.

პოსტის ავტორი: seminaristi თარიღი: Jul 24 2007, 05:50 PM

ციტატა(alex_b @ Jul 23 2007, 03:03 AM) *


ამ საკითხზე მგონი გავეცი მე პასუხი წინა პოსტებში. თუმცა არავისი განმარტებებით არ მისარგებლია ჩემეული ვერსია მოგაწოდეთ. აბა გადახედე სემინარისტო. ამ თემის მე-17 და მე-19 პოსტებია პირველ გვერდზე.


როცა იმ განმარტებას წერდა, სემინარისტს უკვე წაკითხული ჰქონდა შენ მიერ მითითებული მე-17 და მე-19 პოსტები,მაგრამ "არავის განმარტებით არ სარგებლობას"(შენი სიტყვებია) ამჯობინა ისეთი დიდი ავტორიტეტის განმარტების მოყვანა,როგორიც ნეტარი იერონიმეა და თუ ამ წმიდა მამის განმარტება შენეულზე მეტად საყურადღებოდ მიიჩნია smile.gif ,გთხოვ,ნუ გაკიცხავ მას.



სიყვარულით.

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 03:17 PM

დათიკო

ციტატა
მემგონი ნათლად ითქვა, რომ ეს განყოფილება არ არის სკეპტიკურად განწყობილი ათეისტების კვლევცითი ლაბორატორია.



რომელ განყოფილებაში შეიძლება გაირჩეს იესოს გენეალოგია იმგვარად, რომ არ წავაწყდეთ ასეთი სახის დაბრკოლებებს?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 8 2007, 11:12 PM

егри

ციტატა
რომელ განყოფილებაში შეიძლება გაირჩეს იესოს გენეალოგია იმგვარად, რომ არ წავაწყდეთ ასეთი სახის დაბრკოლებებს?

ამ ფორუმზე ეგეთი ადგილი არ არის.
აქ ექსპერიმენტებს წმინდა წერილის თემაზე არ მიესალმებიან!!!

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 11:20 PM

დათიკო

ციტატა
ამ ფორუმზე ეგეთი ადგილი არ არის.
აქ ექსპერიმენტებს წმინდა წერილის თემაზე არ მიესალმებიან!!!

ანუ, თუ იესოს გენეოლოგიას წმინდა მამების გარეშე განვიხილავთ, მორიგ ბანს მივიღებ?

რატომ გეშინიათ განსხვავებული აზრის?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 8 2007, 11:23 PM

егри

ციტატა
ანუ, თუ იესოს გენეოლოგიას წმინდა მამების გარეშე განვიხილავთ, მორიგ ბანს მივიღებ?

რა თქმა უნდა smile.gif
ციტატა
რატომ გეშინიათ განსხვავებული აზრის?

იომიტომ რომ ის შესაძლებელია მცდარი იყოს.
აქ კი შეცდომების დაშვება არ შეიძლება!

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Mar 28 2008, 09:41 PM

ეს ეგრი აშკარად რთული აზროვნების ადამიანია.(იმედია ამ აზრის გამო მეც არ გადამეკიდება) tongue.gif (ბოდიშით თემას გადავუხვიე)

პოსტის ავტორი: tamtacxoidze თარიღი: Apr 1 2008, 09:36 PM

ციტატა(LEBU @ Mar 14 2007, 05:38 PM) *

ეს ადგილი არ მესმის, როგორ შეიძლება ებრაელი ერის სოციალური მდგომარეობა- "ტყვეობა" ჩაითვალოს პიროვნებად? ჰაა?

777

პოსტის ავტორი: skeptikosi თარიღი: Apr 22 2008, 02:22 PM

მე საერთოდ ის მაინტერესებს მაცხოვარი ხომ ებრაელი იყო ჰოდა გენეალოგია რატომ წერია მამიდან შვილზე? თუ ჩახედულიარ ვარ კარგად ბოდიშს ვიხდი

პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: Apr 25 2008, 10:28 PM

სალამი ჩემო ქრისტიანო დებო და ძმებო!

აი გრიგოლ ხანძთელი როცა აშოტ კურაპალატს მიმართავს, იგი ამბობს, რომ მისი გვარი დავით მეფეს შთამომავალია და ბაგრატიონთა გვარს სამუდამოდ დალოცავს.და რამე ცნობა ხომ არ გექნებათ ბაგრატიონთა და დავით მეფეს კავშირის შესახებ?

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: Apr 25 2008, 10:50 PM

ციტატა(kavkasioni @ Apr 25 2008, 10:28 PM) *

სალამი ჩემო ქრისტიანო დებო და ძმებო!

აი გრიგოლ ხანძთელი როცა აშოტ კურაპალატს მიმართავს, იგი ამბობს, რომ მისი გვარი დავით მეფეს შთამომავალია და ბაგრატიონთა გვარს სამუდამოდ დალოცავს.და რამე ცნობა ხომ არ გექნებათ ბაგრატიონთა და დავით მეფეს კავშირის შესახებ?



ისტორიის განყოფილებაშია მაგაზე თემა და თუ გადახედავ, იქ წერია რაც მაგ საკითხს ეხება. თემას ქვია: "ბაგრატიონები, დავით მეფსალმუნის შრთამომავალნი?" (თუ არ ვცდები...)

პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: May 7 2008, 12:46 AM

შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ როცა კრიტიკული შეკითხვები უჩნდება ადამიანს, წმიდა წერილის შესახებ, რწმენის დეფიციტს განიცდის...ერთხელ ერთი იაღოველი შემხვდა (დიდიპარასკევი იყო) დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ მის შეკითხვებზე მშვიდად მეპასუხა(ღვთის მადლით მოვახერხე),ბოლოს მითხრა სახარება დაკვირვებით წაიკითხეო ყველაფერს ჩაუკვირდიო... მაშინ დავფიქრდი ამ საკითხზე, მივხვდი რომ წმინდა წერილი მართლმადიდებელმა მხოლოდ რწმენითა და უფლის სიყვარულით უნდა წაიკითხოს.თუ ეჭვები გვიჩნდება უფალს უნდა ვთხოვოთ დახმარება ,რომ ღვთის სიტყვა ცხადი და ნათელი გახდეს ჩვენთვის.
fiqri.gif dntknw.gif
მაპატიეთ ასეთი კადნიერება


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 27 2010, 01:20 PM

ჩემი მოკრძალებული მცდელობა ამ საკითხის ირგვლივ ქართულად არსებული მასალების შეკრებისა, ნუ რაზეც მე მიმიწვდა ხელი.



იოანე ოქროპირი, სანამ იგი უშუალოდ გენეოლოგიის განმარტებას შეუდგებოდეს, მიგვითითებს იმის შესახებ, თუ რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას განსამარტავი ტექსტის (გენეოლოგიის) წაკითხვის შედეგად. იგი ამბობს: “ხოლო იმისათვის, რომ ჩვენი სიტყვები ადვილადგასაგები იყოს, გთხოვთ და გარწმუნებთ (როგორც ამას წერილის ნაწილის განმარტებისას ვაკეთებდით), წინასწარ გადავიკითხოთ წიგნის ის ნაწილი, რომლის განმარტებასაც ვაპირებთ. დაე გააზრებას წინ უძღოდეს კითხვა, როგორც ეს ენუქის შემთხვევაში იყო (საქმე. 8,28); ეს დიდად გაგვიადვილებს საქმეს. აქ ხომ ყოველ ნაბიჯზე კითხვები წარმოიშობა. აი ნახე, მაგალითად, რამდენი გაუგებრობა იბადება სახარების დაწყებისთანავე. პირველ რიგში, რატომაა გადმოცემული გენეოლოგია იოსებისა, რომელიც ქრისტეს მამა არ ყოფილა? მეორე, საიდან უნდა მივხვდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალია, როდესაც არ ვიცით, ვინ იყვნენ მარიამის, მისი მშობლის წინაპრები, მარიამის წარმომავლობა ხომ არ არის მითითებული? მესამე, რატომაა მოცემული იოსების გენეოლოგია, რომელსაც შობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო რომელი მშობლებისაგან, პაპისა და პაპისპაპებისაგან მოდიოდა ქალწული, რომელიც იყო დედა ქრისტესი, არ არის ნათქვამი? გარდა ამისა კვლევის საგანია ისიც, თუ რატომ მოხდა, რომ მახარებელმა გენეოლოგიის მამაკაცთა ხაზით აღწერისას, ზოგიერთი დედაკაციც მოიხსენია? შემდეგ: თუკი ის ამგვარად განსჯიდა, რატომ არ ჩამოთავალა ყველა ქალი, და მაშინ, როდესაც არაფერი თქვა ღირსახსოვარ, სარრაზე, რებეკაზე და სხვა მათ მსგავს ქალებზე, წარმოაჩინა მხოლოდ თავიანთი ცოდვებით ცნობილნი: მეძავი, მრუში, უცხოტომელი და უცხოქვეყნელი? სწორედ ისინი ახსენა მან: ურიას ცოლი, თამარი, რააბი და რუთი. რომელთაგან უკანასკნელი იყო უცხოტომელი, მეორე – მეძავი, მესამეს მამამთილთან ჰქონდა კავშირი და ამასთან არაკანონიერი ქორწინებით, არამედ სარეცელი სიძვის ვნებით დაიპყრო; რაც შეეხება ურიას ცოლს, მას ყველა იცნობს მისი უწესო დანაშაულით. და მაინც მახარებელმა, სხვა ყველას გვერდი აუარა და გენეოლოგიაში მხოლოდ ეს ქალები მოიხსენია. თუკი ქალების მოხსენიება საჭირო იყო, მაშინ უნდა ხსენებულიყო ყველა, თუკი არა – ყველა და მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, მაშინ – სათნოებებით ცნობილნი და არა – ცოდვებით. ხედავთ, რაოდენი ყურადღება გვესაჭიროება, უკვე სახარების დასაწყისშივე? თუმცა ზოგიერთს ეს დასაწყისი დანარჩენზე მეტად გასაგებად ეჩვენება, ზოგიერთს კი სრულიად ზედმეტი, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ სახელთა ჩამონათვალად მიიჩნევს. შემდეგ, კვლევას იმსახურებს ისიც, თუ რატომ არაფერი თქვა მათემ სამი მეფის შესახებ. თუკი დადუმდა მათ შესახებ, როგორც ყველაზე უზნეოებზე, მაშინ აღარც სხვები – მათი მსგავსნი უნდა ეხსენებინა. აი, კიდევ ერთი კითხვა წარმიშვა: რატომაა, რომ მახარებელმა, რომელმაც გენეოლოგია ნაწილებად დაჰყო და თითოეულში თოთხმეტი თაობა შეიყვანა, ეს წესი პირველ ორ ნაწილზე დაიცვა, ხოლო მესამეში ეს რიცხვი აღარ დაიცვა? შემდგომ: რატომაა, რომ ლუკა იხსენიებს სხვა სახელებსაც და არა მარტო იმათ, ვინც მათემ მოიხსენია და თუმცა გაცილებით მეტს ახსენებს, ყოველ მათგანს არ იხსენიებს, ვისზეც მათე ლაპარაკობდა. მათემ კი ნაკლები სახელები მოიტანა და თანაც სრულიად სხვა, თუმცა გენეოლოგია მაინც იოსებზე დაასრულა, ისევე როგორც – ლუკამ. ნახეთ, რაოდენი სიფხიზლე გვესაჭიროება, არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაუგებრობა გავარკვიოთ, არამედ იმისთვისაც, რომ მივხვდეთ, რა საკითხები მოითხოვს გადაჭრას”.


ეხლა კი ვნახოთ თუ როგორ განმარტავენ მათეს სახარებაში მოცემულ გენეოლოგიას



წმ. იოანე ოქროპირი: - 1. “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი”. – შენ რას მეუბნები მახარებელო? დაგპირდი, რომ ღმრთის მხოლოდშობილ ძეზე ვისაუბრებდით და ამის სანაცვლოდ იხსენებ დავითს, ადამიანს, მთელი თაობების მიღმა რომ ცხოვრობდა და მას მამად და პირველმშობელად იხსენიებ? დაიცადე, ნუ შეეცდები, ყველაფერი დაუყონებლივ შეიტყო. არამედ თანდათანობით და ცოტა-ცოტა გაიგე. შენ ჯერ კიდევ კარიბჭეში დგახარ?! ზღურბლზე: რად გეჩქარება სიწმინდეში შესვლა? ჯერ ხომ გარედან ყველაფერი კარგად არ დაგითვალიერებია? მე ჯერ შენ არაფერს გეტყვი უპირველესზე – ზეციურ შობაზე, უფრო სწორად არაფერს ვამბობ არც მეორეზე – მიწიერ შბაზე, რადგანაც ისიც აუხსნელი და გამოუთქმელია. ამაზე ჩემზე წინ ესაია წინასწარმეტყველმა გითხრა სწორედ მაშინ, როდესაც გაუწყებდა უფლის ვნებასა და ამ სოფლისადმი მის უდიდეს მზრუნველობას. მან, გულშეძრულმა იმის ხილვით, თუ ვინ იყო იგი, და რად იქცა, და სად მოვიდა, ხმამაღლა და მკაფიოდ შესძახა: “ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე?” (ეს. 53.8).
ამგვარად, ამჯერად სიტყვას იმ ზეციურ შობაზე კი არ დავიწყებთ, არამედ ამ შორეულ, მიწიერ შობაზე, ათასობით მოწმე რომ ჰყავდა. სწორედ მასზე ვილაპარაკებთ იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიერ მიღებული სულის მადლით იქნება ეს შესაძლებელი. მთელი სისრულით არც ამ შობის წარმოდგენაა შესაძლებელი, რამდენადაც ისიც საიდუმლოებითაა აღსავსე. ამგვარად, როდესაც ამ შობის შესახებ ისმენ, ნუ წარმოიდგენ, რომ რაიმე ნაკლებადმნიშვნელოვანს ისმენ. არამედ წარმართე გონება შენი და შიშით აღივსე, რამდენადაც გესმის, რომ ღმერთი დედამიწაზე მოვიდა. ეს იმდენად საოცარი და სასწაულებრივი იყო, მადიდებელ გუნდად შეკრებილმა ანგელოზებმა მთელ ქვეყანაზე ქება აღავლინეს და წინასწარმეტყველნი უფრო ადრე დიდხანს იყვნენ განცვიფრებულნი იმით, რომ ღმერთი “გამოჩნდა მიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის” (ბარუქ. 3,38). და ჭეშმარიტად, უკიდურესად განმაცვიფრებელია მოსმენა იმისა, რომ გამოუთქმელი, ამოუხსნელი და მიუწვდომელი ღმერთი, თანასწორი მამისა, ქალწულებრივი საშოდან მოვიდა, დედაკაცის მიერ შობა კეთილინება და წინაპრებად დავითი და აბრაამი ჰყავდა. და რას ვამბობ, დავითი და აბრაამი მეთქი, - თვით ის დედაკაცები, ადრე რომ ვახსენე! ამას ყოველივეს რომ გაიგონებ, შეიწყნარე და რაიმეს დამამცირებელს ნურც კი იეჭვებ. პირიქით, განსაკუთრებით განგაცვიფროს იმან, რომ დაუსაბამო მამის ძემ, ჭეშმარიტმა ძემ, დავითის ძედ წოდება ინება, რათა შენ ძედ ღმრთისად ექციე. კეთილინება ყოფილიყო მონად თვისი მამისა, რათა შენ მონა, მის მიერ მეუფის შვილად ექციე. ხედავ, როგორი კეთილუწყებაა დასაწყისშივე? თუკი საკუთარ ღმრთისძეობაში დაეჭვდები, მაშ, მას ერწმუნე, როდესაც ისმენ, რა აღესრულა მასთან მიმართებაში. ადამიანური განსჯის მიხედვით გაცილებით ძნელი არ არის იმის მიღება, რომ ღმერთი განკაცდა, ვიდრე იმისა, რომ ადამიანი გახდა ძე ღმერთისა?! ამგვარად, როდესაც გესმის, რომ ძე ღმრთისა დავითისა და აბრაამის ძედ იქცა, მაშინ ნუღარც ის დაგაეჭვებს, რომ შენც ძე ადამისი, ღმერთის ძედ იქცევი. ტყუილუბრალოდ და ამაოდ ის ხომ საკუთარ თავს არ დაიმდაბლებდა, ჩვენი ამაღლება რომ არ სურვებოდა?! ის იშვა ხორცით, რათა შენ იშვა სულით; იშვა დედაკაცისაგან, რათა შენ დედაკაცის ძე აღარ ყოფილიყავი. აი, რატომ იყო ეს შობა ორმაგი: ერთი მხრივ, ჩვენი მსგავსი და მეორე მხრივ – ჩვენი ამამაღლებელი. იმით, რომ იშვა დედაკაცისგან, იგი მოგვემსგავსა ჩვენ; იმით, რომ იშვა არა სისხლთაგან, არა კაცის თუ ხორცის ნებით, არამედ – სულიწმიდისაგან, იგი გვიწინასწარმეტყველებს ჩვენს მომავალ, ამაღლებულ შობას, რომლის მონიჭებასაც იგი სულის მადლით გვიპირებდა. ასეც მოხდა ყველაფერი შემდეგ. ასეთივე იყო ნათლისღება; მასშიც იყო რაღაც ძველი და იყო რაღაც ახალი: ნათლისღება წინასწარმეტყველისაგან გვაჩვენებდა ძველს, ხოლო გარდამოსვლა სულისა მიანიშნებდა ახალზე. მსგავსად იმისა, როგორც ვინმე, ჩადგება რა ორ საპირისპირო მყოფ მხარეს შორის, ხელებს განიპყრობს და შეაერთებს მათ, სწორედ ამგვარადვე მოიმოქმედა ძემ ღმრთისამ: ძველი აღთქმა შეაერთა ახალთან, საღმრთო ბუნება – კაცობრივთან, თავისი – ჩვენთან. ხედავ ღმრთის ქალაქის ბრწყინვალებას?! ხედავ, რაგვარი ელვარებით განგანათლა შესასვლელშივე?! ხედავ, რომ მაშინათვე გიჩვენა მეფე – შენივე სახით – როგორც ბანაკის შუაგულში?! აქაც კი მიწაზე მეფე ყოველთვის არ მოივლინება ხოლმე მთელი დიდებულებით, არამედ ხშირად პორფირსა და დიადემას გვერდზე გადადებს და უბრალო მეომრის სამოსით იმოსებ. მაგრამ მიწიერი მეფე ამას იმისათვის აკეთებს, რათა თავის გამოაშკარავებით მტერი არ მიიზიდოს; ზეციურმა მეფემ კი პირიქით, იმისათვის, რომ თავის გამოაშკარავებით არ ეიძულებინა მტერი მასთან შებრძოლებას განრიდებოდა, ხოლო თავისიანები არ შეეშფოთებინა, რადგანაც იგი სახსნელად მოვიდა და არა შესაშინებლად. აი რატომაა, რომ მახარებელმა მაშინათვე მოიხსენია იგი შესაბამისი სახელით – იესო. სახელი იესო ბერძნული არ არის; იესოდ იგი ებრაულად იწოდება, რაც ბერძნულ ენაზე მხსნელს ნიშნავს. მხსნელად კი იწოდება იმიტომ, რომ მან იხსნა თავისი ხალხი.

ხედავ როგორ აღაფრთოვანებს თავის მსმენელს მახარებელი? რამდენადაც იგი, ჩვეულებრივი სიტყვებით ლაპარაკობს და მათი საშუალებით განგვიცხადებს იმას, რაც ყოველგვარ სასოებაზე აღმატებულია. ორივე სახელი, რომელიც მას მიეცა, კარგად იყო ცნობილი იუდეველთათვის. რამდენადაც მოვლენები, რომელთა აღსრულება ჯერიყო, იყო იმდენად საოცარი, რომ თვით ამ სახელებსაც წინ უძღოდა ხატებები, რათა ამ საშუალებით წინასწარვე განრიდებულიყო ყოველგვარი მიზეზი ახლადმოვლინებულზე დრტვინვისა. ამგვარად მოსეს შთამომავალს, რომელმაც ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, ერქვა ისუ. ხომ ხედავ ხატს? მაშ, განჭვრიტე ჭეშმარიტება! მნ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, ხოლო ამან – ზეცაში და ზეციურ სიკეთეებთან; მან მოსეს სიკვდილის შემდეგ, ამან კი – შემდგომად სჯულის აღსრულებისა; მან – როგორც წინამძღოლმა, ამან კი – როგორც მეფემ. ხოლო იმისათვის, რომ როდესაც სახელ იესოს მოისმენ, მსგავსების გამო ცთომილებამ არ შეგიპყროს, მახარებელი დააზუსტებს: “იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი”. ის ისუ არ იყო დავითის ძე, არამედ სხვა შტოდან მოდიოდა. მაშ რად უწოდა მათემ თავის სახარებას “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი”, როდესაც ის მხოლოდ იესო ქრისტეს გენეოლოგიას კი არ შეიცავს, არამედ, მთელ საღმრთო განგებულებას? იმიტომ, რომ ქრისტეს გენეოლოგია უმთავრესია მთელ საღმრთო განგებულებაში და ის ყოველი, ჩვენთვის მომადლებული სიკეთის საწყისად და საფუძვლად გვევლინება. ისევე, როდესაც მოსე უწოდებს თავის პირველ წიგნს ცისა და მიწის დაბადებას, მიუხედავად იმისა, რომ მასში მხოლოდ ცისა და მიწის შესახებ კი არ მოგვითხრობს, არამედ, ყოველივეზე, რაც მათ შორის იმყოფება; ასევე მახარებელმა უწოდა თავის წიგნს უმთავრესის მიხედვით იმ საქმეთაგან ყვეაზე (ჩვენი ცხონებისათვის) რომ აღესრულა. ყველაზე გასაოცარი, ყოველგვარ იმედსა და სასოზე აღმატებული ჭეშმარიტად ისაა, რომ ღმერთი კაც იქმნა და მას შემდეგ, რაც ეს აღესრულა, ყოველივე დანარჩენი გახდა გასაგებიცა და ბუნებრივიც. მაგრამ, რატომაა, რომ მახარებელმა თავიდან კი არ თქვა – “ძისა აბრაჰამისი” და მხოლოდ მას მერე – “ძისა დავითისი”?. არა იმიტომ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სურდა გენეოლოგია აღმავალი ხაზით წარმოედგინა, რადგან ამ შემთხვევაში ის ლუკას მსგავსად იმოქმედებდა. ის კი პირიქით აკეთებს. მაშ, რად მოიხსენია პირველად დავითი? რადგანაც ამ ადამიანის სახელი ყველას პირზე ეკერა, როგორც მის საქმეთა დიდებულების გამო, ასევე ეპოქის გამოც, რადგანაც აბრაამზე გვიან აღესრულა. თუმცა ღმერთმა აღთქმა ორივეს მისცა, აბრაამის აღთქმაზე, როგორც უფრო ძველზე ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ხოლო აღთქმას, რომელიც დავითს მიეცა, როგორც არცთუ დიდი ხნისას და ახალს, ყველა ამოწმებდა. იუდეველები თავად ამბობდნენ: “არა წიგნი იტყÂსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე”? (იოანე 7,42). და არავინ უწოდებდა მას აბრაამის ძეს, არამედ, ყველა დავითის ძედ იხსენიებდა. იმიტომ, რომ როგორც ცხოვრების პერიოდით, - როგორც უკვე ავღნიშნე, - ასევე სახელგანთქმული მეფობით დავითი ყველას გაცილებით უკეთ ახსოვდა. აი, რატომაა, რომ დავითის მერე მცხოვრებ ყველა მეფეს, რომელთაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, მისივე სახელით იხსენიებდნენ და არა მარტო ადამიანები, არამედ თვით ღმერთი. ამგვარად, ეზეკიელი და სხვა წინასწარმეტყველები ამბობენ, რომ მათთან მივა და მკვდრეთით აღადგენს დავითი, ისინი გარდაცვლილ დავითს კი არ გულისხმობენ, არამედ მის კეთილ საქმეთა მობაძვას. ამგვარადვე ეზეკიას ეუბნება ღმერთი: “მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის” (IV მეფ. 19, 34), ასევე სოლომონსაც მიმართავს, რომ დავითის გამო არ განყოფს სამეფოს მისას მის სიცოცხლეში (III მეფ. 11,34). ამ ადამიანის საქმენი დიდი იყო როგორც ღმერთის, ასევე – კაცთა წინაშე. აი, რატომაა, რომ მახარებელი გენეოლოგიას უშუალოდ იწყებს უფრო სახელგანთქმულიდან და მხოლოდ შემდეგ მიმართავს უძველესს პირველმშობელს – აბრაამს. ხოლო გენეოლოგიის კიდევ უფრო შორს გაგრძელებას იგი იუდეველთათვის ზედეტად მიიჩნევს. ეს ორი ადამიანი განსაკუთრებულ განცვიფრებას აღძრავდა. ერთი როგორც წინასწარმეტყველი და მეფე, მეორე როგორც პატრიარქი და წინასწარმეტყველი”.

თეოფილაქტე ბულგარელი: 1. “წიგნი შობისა”. – რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასწარმეტყველთა “ხილვა” ან “სიტყვა” ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ: “ხილვა, რომელი იხილა ესაია” (ეს. 1.1), ან: “სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი” (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წჭინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს, წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმინდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას; ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობიერად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არა თქვა: “ხილვა, რომელი ვიხილე”, ან “წარმოსახვა”, არამედ წიგნი შობისა.

გრიგოლ დიაჩენკო: 1. პირველი გამოთქმა – “წიგნი შობისა იესუ ქრისტესი” – ზოგიერთთა აზრით თითქოსდა საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას, - სათაურად, რომელშიც გადმოცემულია მათეს სახარების მთავარი საგანი და ძირითადი შინაარსი; და ეს შეხედულება უსაფუძვლო არ არის, იმიტომ, რომ ყოველივე ის, რის შესახებაც წმ. მათე მახარებელი მოგვითხრობს იესო ქრისტეს შესახებ, მდგომარეობს მის წარმომავლობაში, გენეალოგიაში, როგორც ძირსა თუ დასაბამში. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: “ყველაზე განსაკვირველი, ყოველგვარ იმედზე აღმატებული ის არის, რომ ღმერთი განკაცდა, ადამიანი შეიქნა. ხოლო როცა ეს აღსრულდა, ყოველივე, რაც შემდგომში მოჰყვა ამას, გასაგებიცაა და ბუნებრივიც”. თუმცა უფრო სწორი და უმჯობესი იქნება, თუკი ამ გამოთქმის ქვეშ ვიგულისხმებთ თქმულებას, ჩანაწერს იესო ქრისტეს ხორციელი გენეალოგიის შესახებ, მისი გენეალოგიის შესახებ, მსგავსად იმისა, როგორც დაბადების წიგნის II თავის IV მუხლში გამოთქმა: “ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაი”, - აღნიშნავს ცისა და ქვეყნის შექმნის აღწერას.

თეოფილაქტე ბულგარელი: 1. “იესო” – სახელი “იესო” ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს, რამეთუ სიტყვით “იაო” ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
“ქრისტესი” – ქრისტეს (ბერძ. “ცხებული”) მეფეებსა და მღვდელმთავრებს უწოდებდნენ, რადგან მათ წმინდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდება ქრისტე, როგორც მეფეს, რომელიც ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა, და როგორც მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი თავი ჩვენთვის მსხვერპლად მიიტანა. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით – სულიწმინდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად. რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორც უფალს? წმინდანებში მადლი სულისა წმიდისა მოქმედებდა, ხოლო ქრისტეში მადლი სულისა წმიდისა კი არ მოქმედებდა, არამედ თავის ერთარს სულთან ერთად სასწაულებს თვით ქრისტე აღასრულებდა.

გრიგოლ დიაჩენკო: 1. სიტყვა “იესო” (ებრაულად – “იეშუა”) ებრაელებში საკმაოდ გავრცელებული სახელია და აღნიშნავს “მხსნელს”, “მაცხოვარს”. ქრისტესთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამოხატავს რა კაცთა მოდგმის ხსნის, ცხონების მის მიერ აღსრულებულ საქმეს (მუხლი 21). ზედსართავი სახელი “ქრისტე” – საკუთრივ ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს “ცხებულს”, ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა “მოშიაH” – “მესია”, რის გამოც იესო იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.
წმ. ირინეოს ლიონელის სიტყვით, “სახელში “ქრისტე” იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც, რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: “სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე” (ესაია 61,1), აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულიწმიდა”.

თეოფილაქტე ბულგარელი: 1. “ძისა დავითისი”. – მას შემდეგ, რაც მათემ თქვა “იესო”, დაუმატა “ძისა დავითისი”, რათა შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი, რომელიც ებრაელებს მოსეს შემდეგ წინამძღოლობდა; მაგრამ მას ნავეს ძე ეწოდებოდა და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.
“ძისა აბრაჰამისი”. – რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია, იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ღმრთის გული ისრაელში მეფეთაგან პირველმა მან მოიგო და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლიდან აღდგებოდა, ამიტომაც უწოდებდა ქრისტეს ყველა დავითის ძეს. დავითმა ქრისტეს წინასახე მართლაც დაიმარხა: როგორც ის გამეფდა ღმრთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრისტე ჩვენზე შემდეგ გამეფდა, რაც ადამი მოაკლდა სამეფოსა და მეფობას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.

გრიგოლ დიაჩენკო: 1. “ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი”. იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაჰამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა. მახარებელ მათეს, თუკი მას მიზნად დასახული ჰქონდა (როგორც ამას მთელი ძველი ქრისტიანული აზრი ამტკიცებს) დაედასტურებინა თავისი სახარებით იუდეველთათვის იესოს მესიანური ღირსება, შეეძლო იგი სწორედ ამ სიტყვებით დაეწყო: “იესო – მესია (ქრისტე), ძე დავითისი, ძე აბრაჰამისა”. დავითისა და აბრაჰამის ძედ მახარებელი იესო ქრისტეს ხმობს ზოგადი აზრით, ანუ შთამომავლის მნიშვნელობით, როგორიც იესო ქრისტე იყო კიდეც თანახმად ღმერთის აღთქმისა (დაბად. 12,1 და შემდეგ 22,18; გალატ. 3,17; II მეფეთა 7,12; I ნეშტთა 17,11; ფს. 88,4; 131,11; ესაია 11,1 და სხვა). მახარებელმა იესო ქრისტე ჯერ დავითის ძედ, ალბათ იმიტომ დაასახელა, რომ მისდამი ღმერთისაგან მიცემული აღთქმა ახალი იყო და მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვნებოდა, როგორც აბრაჰამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, და არც თორმეტი იუდეური ტომიდან ერთ-ერთს განეკუთვნებოდა, როგორც ეს იუდასადმი მიცემული აღთქმით ვიცით, არამედ იგი უფრო კერძო იყო და მხოლოდ დავითის სახლს ეკუთვნოდა, რომლის სახელიც განკაცებულ იესო ქრისტეს მიეკუთვნა (იერემ. 30,9; ეზეკიელი 34,24; 37,24). ამრიგად, როცა მახარებელმა პირველად დავითის ძედ დაასახელა იესო ქრისტე, ამით მას სურდა ეჩვენებინა ებრაელებისათვის – იუდეველებისათვის, - მე სწორედ იმ მესიაზე – ქრისტეზე გელაპარაკებით, რომელსაც თქვენ მოელით როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრესო. ამ მოკლე შესავლის შემდეგ იწყება თვით გენეალოგიაც.

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. - 1. ძველი აღთქმის მახარებელი, დიდებული წინასწარმეტყველი ესაია, წერდა რა ქვეყნად მომავალი მაცხოვრის ტანჯვა-წამებაზე, კეთილი კრძალულებით ფიქრობდა მასზე: ვინ არის ეს ქვეყნიერების მხსნელი? საიდან და სად გადმოდის ის? და მისი ღვთაებრივი დიდებულებით გაკვირვებული წინასწარმეტყველი წამოიძახებს: „ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე“ (ეს. 53, 8). მართლაც და ვის შეუძლია, ჩვენ, ქვეყანის მკვიდრთ, განგვიმარტოს მისი უწინარეს პირველ საუკუნეთა შობა მამა ღმერთისაგან? იგი მარტო ადამიანთა გონებისთვის კი არა, ანგელოზთათვისაც კი მიუწვდომელია. და აი, ეს ღმერთი, მიუვალი, გამოუთქმელი, მიუწვდომელი და მამის თანასწორი, მოვიდა ჩვენთან დედამიწაზე, არ ითაკილა ქალწულისაგან შობა, და დავითისა და აბრაამის წინაპრებად ყოლა. მარადიული ღმერთი იშვა, როგორც კაცი, მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა და ჩვენი მსგავსი გახდა.

ახალი აღთქმის პირველი მახარებელი მათე, გვიხსნის რა მის მიერ დაწერილ სახარებას, კეთილად გვაუწყებს, რომ იგი არის „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“, - რომელშიც ჩამოთვლილია მისი ხორციელი წინაპრები, მთელი ცხოვრება და ქვეყნიური მოღვაწეობა აღთქმული მესიისა, „ძისა დავითისი, ძისა აბრაამისი“. ძველი აღთქმის საღვთო მთხრობელის, წმიდა წინასწარმეტყველი მოსეს მსგავსად, რომელიც ცოდვილი კაცობრიობის ისტორიის აღწერიასას ამბობს: „ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი“ (შექ. 5,1), წმიდა მათეც, დაცემული კაცთა მოდგმის განახლების ისტორიის აღწერისას აღნიშნავს: „შობა იესო ქრისტესი“. პირველი მიწიერი კაცისაგან ყოველივე დაიშალა, აი ახალი ადამიანი, ახალი ადამი „უფალი ზეცით“ (1 კორ. 15, 17), თავისი ხალხის ახალი მოდგმისა, სულიერად შობილთა, რომელნიც იწოდებიან წმიდად. ძველი დრო წავიდა და ახალი დადგა; რამოდენა სიხარულია ჩადებული ქვეყნის მკვიდრთათვის მარტო სახელწოდებაშიც კი ამ წიგნისა: - წიგნი შობისა იესო ქრისტესი! რომელ წარმოშობაზე ამბობ შენ, მოციქულო ქრისტესო? ვინ ვის ენათესავება? ღმერთმა, შემოქმედმა ზეცისა და ქვეყანისამ, შეიერთა ჩვენი ბუნება, და არ ითაკილა ჩვენი მსგავსი ადამიანებისათვის თავისი წინაპრები ეწოდებინა, ჩვენ კი - თავისი ძმები გვიწოდა. განა ეს არ არის სასიხარულო? ეს არ არის კეთილი უწყება? მაგრამ ეს სასიხარულო ცნობა განსაკუთრებულ სიხარულად მორწმუნე იუდეველთათვის იქცა, რადგან იმათ იცოდნენ, რომ დავითსა და აბრაამს ღვთისაგან აღთქმული ჰქონდათ იმათი ტომისაგან ქრისტე მაცხოვრის შობა. და აი, წმიდა მახარებელი მათე, რომელიც სახარებას უმეტესად მორწმუნე იუდეველთათვის წერდა, წიგნის დასაწყისშივე უცხადებს მათ, რომ ეს საუკუნოვანი აღთქმა იესო ქრისტეზე შესრულდა: ის არის - ძე დავითისა, ის არის - ძე აბრაამისა, ძე დაუსაბამო მამისა „რომელი იგი არს ბრწყინვალება დიდებისა და ხატი არსებისა მისისა“ (ებრ. 1,3). მან კეთილად ინება წოდებულიყო ძე კაცისად, დავითის შთამომავლად, რათა შენ ადამიანო, გაეხადე ძედ ღვთისა. მან ინება თავისი მონისთვის ეწოდებინა მამა, რათა შენს მამად გაეხადა მეუფე დიდებისა. ამრიგად ღვთის ძე იქცა ძედ დავითისა და აბრაამისა. არ შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ შენც, რომელიც ხარ შვილი ადამისა, იქნები შვილი ღვთისა. „იგი ღმერთია, რათა ზიდოს ყველა სისუსტე კაცთა, და იგი ადამიანია, რომელიც ეზიარა ხორცთა და სისხლთა (ებრ. 2,14), რათა გაეხადა ადამიანები თანაზიარნი ღვთიური ბუნებისა“ (მიტრ. ფილარეტი). როგორც ქვეყნიური მეფე ზოგჯერ უბრალო მხედრის სამოსით იმოსება, რათა არ მიიპყროს არმოსურნეთა ყურადღება, ასევე ზეციური მეუფეც მონის სახეს ამოეფარა, რათა მტრისათვის, - ბოროტისათვის არ მიეცა გასაქანი ბრძოლის ველიდან გადამწყვეტ ბრძოლამდე გაქცევისა. იგი მოვიდა, რათა ჩვენ გვიხსნას, ამიტომ მიიღო სახელი იესო, რაც ებრაულად მხსნელს ნიშნავს. იგი იყო მეფე და გამეფდა, რათა ცოდვა აღმოეფხვრა. იგი იყო პირველი მღვდელმთავარი, მაგრამ ჩვენი ცოდვებისათვის სამსხვერპლოზე საკუთარი თავი მიიტანა. ძველ აღთქმაში მეფენიც და მღვდელმთავარნიც წმიდა მირონით იყვნენ ცხებულნი, ამიტომ ყოველი მათგანი ქრისტედ იწოდებოდა. ჩვენი უფალიც ცხებული იყო ჭეშმარიტი მირონით - სული წმიდით, ამიტომ მასაც ქრისტე ეწოდება, რაც ებრაულად ცხებულს ნიშნავს. მაგრამ აბრაამი დავითზე ადრე ცხოვრობდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი იესო ქრისტეს უწოდებს უპირველესად დავითის ძეს, შემდეგ კი აბრაამისას? - იმიტომ, რომ მეფე დავითი იუდეველთა შორის განსაკუთრებით იყო განთქმული თავისი ცხოვრებით, ამასთან დავით მეფე აბრაამის შემდეგ ათასი წლით გვიან ცხოვრობდა, და აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა დავითს, როგორც უახლესი ამბავი, ყოველ იუდეველს პირზე ეკერა. აბრაამისთვის მიცემული აღთქმა ერთნაირად ეკუთვნოდა ებრაელთა მთელ მოდგმას, დავითისთვის მიცემული აღთქმა არა მარტო პირდაპირ მიუთითებდა იუდას მოდგმაზე, არამედ დავითის შთამომავლობაზე, საიდანაც უნდა გამოსულიყო აღთქმული მესია. დავითმა, მეფეთაგან პირველმა მოიგო გული ღვთისა და პირველმა მიიღო აღთქმა, რომ მისი მოდგმისაგან იშვებოდა ქრისტე. ამასთან თვით მეფე დავითი პირველსახე იყო ქრისტე მაცხოვრისა: როგორც დავითი გამეფდა ღვთისაგან დასჯილი მეფე საულის ნაცვლად, ასევე ქრისტე გამეფდა ჩვენზე, როცა ადამმა დაჰკარგა ქვეყნად მცხოვრებლებზე ყველა უფლება, რაც მას მიცემული ჰქონდა ღვთისაგან, ასევე უფლება დემონებზეც.

დავითი თვითონ ბრძანებდა, რომ უფალმა აღუთქვა ფიცით, მისი მოდგმის ნაყოფისაგან დასვამდა თავის საყდარზე. ამიტომაც არავინ უწოდებდა ქრისტეს აბარამის ძეს, არამედ ყველასთვის ის იყო დავითის ძე. წმიდა წერილი ბრძანებს: „არა წიგნი იტყვისა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე?“ (ინ. 7,42). ამიტომაც ქრისტეს მორწმუნე ებრაელნი სიყვარულით უწოდებდნენ დავითის ძეს: „შემიწყალენ ჩუენ ძეო დავითისო“ (მთ. 9,27), „ოსანა ძესა დავითისასა!“ (მთ. 21,9). დავითი და აბრაამი განსაკუთრებით იდიდებოდა ხალხში. დავითი იყო წინასწარმეტყველი და მეფე, აბრაამი - მამამთავარი და წინასწარმეტყველი.
მაგრამ ქრისტე დაიბადა უქმრო ქალწულისაგან; მახარებელი არაფერს ამბობს წმიდა ქალწულის წარმომავლობაზე. საიდან ჩანს რომ ქრისტე არის დავითის ჩამომავალი? - იქიდან, რომ ყოვლად წმიდა ქალწული ჭეშმარიტად იყო დავითის მოდგმისა. აკი მიავლენს ღმერთი მთავარანგელოზ გაბრიელს ქალწულთან „თხოვილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა“ (ლკ. 1,27). იოსების წარმოშობაც იმას ამოწმებს, რომ იგიც იყო ჩამომავალი დავითისა. იუდეველთა კანონით არ შეიძლებოდა ცოლის შერთვა სხვა მოდგმისა და ტომისგან. მართალ იოსებს (ასე უწოდებს მას მათე მახარებელი), არ შეეძლო და არც ჰქონდა არანაირი მიზეზი იმისა, რომ დაერღვია კანონი. - რატომ მოაქვს მახარებელს იოსების წარმომავლობა, და არა მარიამისა? იმიტომ, რომ იუდეველები თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით არ განსაზღვრავდნენ. მახარებელს რომ მოეთხრო ქალწულის წარმოშობის შესახებ, იუდეველები მას, როგორც უცხოს, არ მიიღებდნენ. იოსებზეც რომ გაჩუმებულიყო, მაშინ ჩვენ არ გვეცოდინებოდა ქალწულის დიდებულ წინაპრებზე, ამასთან მახარებელს არ სურდა, რომ სახარების დასაწყისშივე ურწმუნო იუდეველთათვის გაეხსნა ქალწულისაგან ქრისტეს შობის დიდი საიდუმლო, რათა არ დაბრკოლებულიყვნენ. თუ კი მაცხოვრის მიერ მოხდენილი უამრავი სასწაულის შემდგომაც, ურწმუნო ებრაელნი ქრისტეს უწოდებდნენ იოსების ძეს, მით უფრო ვერ დაიჯერებდნენ მის ქალწულისაგან შობას, თუ მის სასწაულებს არ გაიგებდნენ. თვით მართალ იოსებსაც დაჭირდა ღვთისგან საგანგებო უწყება, რომ ერწმუნა ეს საიდუმლო, თავად ყოვლად წმიდა ქალწულიც კი - ქრისტეს დედა, ვერ ბედავდა დრომდე გაეცხადებინა ეს საიდუმლო. აი, როგორ მიმართა მას თავის ღვთაებრივ ძეს: „აჰა ესერა, მე და მამა შენი ვჰრონინებდით და გეძიებდით შენ“ (ლკ. 2,48).

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 27 2010, 01:34 PM

წმ. იოანე ოქროპირი: - “ 2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი”. – რატომ მოხდა, რომ მახარებელმა როდესაც აბრაამი მოიხსენია და თქვა, რომ მან შვა ისააკი, ისააკმა კი იაკობი, არ ახსენა ამ უკანასკნელის ძმა, მაშინ, როცა იაკობის შემდეგ იხსენიებს იუდასაც და მის ძმებსაც? ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე – წინაპართაგან. მაგრამ მე ამას ვიტყვი: ეს თუ ასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისაგან წარმოდგება, არაფერია ჰქონიათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: “იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი”. აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება.

2. “ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან” – რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლისშერევის ისტორიას რომ გვახსენებ? რა არის ამაში? მოგვიგებს იგი. რომელიმე ჩვეულებრივი ადამიანის წინაპრების ჩამოთვლა რომ დაგვეწყო, მაშინ კარგს ვიზამდით, თუ ამგვარ საქმეზე არაფერს ვიტყოდით. მაგრამ განკაცებული ღმერთის გენეოლოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი. ისევე როგორც განსაკუთრებულად ის კი არ გვაკვირვებს, რომ ქრისტე მოკვდა, არამედ ის, რომ იგი ჯვარს ეცვა (მართალია ეს შეურაცხმყოფელიცაა, მაგრამ რაც უფრო შეურაცხმყოფელია, მით უფრო ააშკარავებს მის კაცთმოყვარებას), იგივე შეიძლება ითქვას მის შობაზე: ქრისტე უნდა გვაკვირვებდეს არა მხოლოდ იმით, რომ მან ხორცი შეისხა და განკაცდა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანები ღირსჰყო, მისი ნათესავები ყოფილიყვნენ და ჩვენი ცოდვების გამო ოდნავადაც კი არ შერცხვენია. ამგვარად, იმთავითვე, როდესაც იშვა, მან გვაჩვენა, რომ ჩვენი არაფერი ეთაკილება და ამით გვასწავლა, არც ჩვენ გვრცხვენოდეს საკუთარი წინაპრების ავზნიანობისა, არამედ მხოლოდ ერთი – სათნოებები ვეძიოთ. სათნომყოფელ ადამიანს, თუნდაც იგი უცხოტომელისაგან იყოს დაბადებული, თუნდაც მეძავისა ან სხვა სახის ცოდვილისაგან იყოს შობილი, ამის გამო არაფერი ევნება. მაშინ, როცა თვით მეძავსაც კი, თუკი იგი შეიცვლება, წარსული ცხოვრება არანაირად არ შეარცხვენს, მაშ მითუმეტეს სათნომყოფელ კაცს, თუ იგი მეძავის ან მრუშის მიერ არის დაბადებული, ოდნავადაც კი არ არცხვენს მშობლების უწმინდურება. თუმცა, ქრისტე ამგვარად მხოლოდ ჩვენს განსასწავლად არ მოქცეულა, არამედ იუდეველთა ამპარტავნების შესამუსრავადაც.

რამდენადაც ისინი, არად აგდებდნენ სულიერ სათნოებებს და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში აბრაამით იწონებდნენ თავს და ეგონათ, რომ წინაპართა კეთილი საქმეებით გამართლდებოდნენ. ასე რომ, უფალი იმთავითვე აჩვენებს, რომ წარმოშობით კი არ უნდა განიდიდებდე თავს, არამედ საკუთარი დამსახურებებით. გარდა ამისა, მას იმის ჩვენებაც სურს, რომ ყველა, თვით მამამთავრებიც კი ცოდვილნი არიან. რომ თვით პატრიარქი, რომლის სახელიც იუდეველ ხალხს ეწოდა, არცთუ მცირედ ცოდვილი აღმოჩნდა: თამარი ააშკარავებს მის სიძვის ცოდვას. დავითმაც მეძავი ქალისაგან შვა სოლომონი. თუკი ასეთი დიდებული ადამიანები არ აღასრულებდნენ სჯულს, მით უმეტეს – ისინი, ვინც მათზე დაბლა იდგა. და თუკი არ აღასრულებდნენ, გამოდის, რომ ყველანი სცოდავდნენ და ქრისტეს მოსვლა აუცილებელი იყო. სწორედ იმისათვის მოიხსენია მახარებელმა თორმეტი პატრიარქი, რომ დაემდაბლებინა ის იუდეველები, სახელგანთქმული წინაპრებით რომ ქედმაღლოდბნენ.

პატრიარქთაგან მრავალი ხომ სწორედ მხევლისაგან იშვა და მიუხედავად ამისა, მშობელთა შორის განსხვავებას არ გამოუწვევია განსხვავების წარმოშობა შობილთა შორის. ისინი თანასწორად იყვნენ, როგორც პატრიარქები, ასევე მოდგმათა მამამთავრები. სწორედ ამაში მდგომარეობს ეკლესიის უპირატესობა; ამაში მდგომარეობს ჩვენი კეთილშობილების თავისებურება, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში რომ ჩაისახა. თუნდ მონა იყავი და თუნდ თავისუფალი, თავისთავად ამას არც სიკეთე მოაქვს და არც ბოროტება. მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: ნება და სულიერი განწყობილება.
აქ თქმულის გარდა არის კიდევ მიზეზი, რის გამოც მახარებელმა იუდას სისხლის შერევის ისტორია გაიხსენა. ფარეზთან ზარა უმიზნოდ როდია ნახსენები. თითქოსდა ფარეზის მერე, საიდანაც ქრისტეს გენეოლოგია უნდა წამოსულიყო, სრულიად ამაო და ზედმეტი უნდა ყოფილიყო ზარას ხსენება. მაშ რაღად მოიხსენიეს? როდესაც თამარს მათი შობის დრო დაუდგა და ტკივილები დაეწყო, ზარამ პირველმა გამოყო ხელი. ეს რომ ბებიაქალმა დაინახა, იმისათვის, რომ პირველშობილი აღენიშნა, ხელი წითელი ძაფით გადაუხვია. ხელის გადახვევის შემდეგ ყრმამ ხელი შემალა და ამის შემდეგ იშვა ფარეზი, შემდეგ კი ზარა. ამის შემხედვარე ბებიაქალმა თქვა: “როგორ გამოარღვიე ზღუდე?” (დაბ. 38,29). ხედავ ამ საიდუმლო წინასახეს? უმიზეზოდ როდი დაწერილა ეს ჩვენთვის, - თორემ აბა რა სალაპარაკო იქნებოდა, რა თქვა ბებიაქალმა და იმის მოყოლა, რომ მეორედ შობილმა ხელი პირველზე უწინ გამოყო. მაშ რას ნიშნავს ეს წინასახე? ჯერ ერთი ამ საკითხს გადაჭრის ყრმის სახელი – ფარეზი, რაც განყოფასა და განბნევას აღნიშნავს. მეორეც, თავად მოვლენა: არაბუნებრივი მოვლენა იყო თავად ის, რომ პირველადგამოჩენილი ხელი და ძაფით გადახვეული კვლავ დაიმალა. აქ არ იყო არც ცნობიერი მოქმედება, არც ბუნებრივი თანამიმდევრობა. შესაძლოა, მეორის დაბადება მაშინ, როცა ერთმა უკვე ხელი გამოყო, ბუნებრივია, მაგრამ მისი ისევ შემალვა, რომ მეორეს მისცეს გზა – ეს უკვე აღარ შეესაბამება შობის კანონს. არა, აქ მყოფობდა მადლი ღმრთისა, რომელმაც განაგო ყრმათა შობა და ამით ზოგიერთი შემდგომი მოვლენა წინასწარ გამოსახა ჩვენთვის. და კერძოდ რა? ისინი, ვინც გულმოდგინედ ჩასწვდნენ ამ მოვლენას, ამბობენ, რომ ეს ყრმები განასახიერებდნენ ორ ხალხს. შემდეგ, იმისათვის, რომ შენ იცოდე, რომ მეორე ერის არსებობა წინ უსწრებდა პირველის წარმოშობას, ყრმა მთლიანად კი არ ჩანდა, არამედ ხელს გამოყოფს, მაგრამ მაშინვე მალავს მას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ძმა სრულად მოევლინება ქვეყანას, ისიც გამოდის. ეს მოხდა ამათუიმ ერთან დაკავშირებით. თავდაპირველად, აბრაამის დროში გაჩნდა ეკლესიური ცხოვრება, შემდეგ, როდესაც ის გაუჩინარდა, წარმოდგა იუდეველი ხალხი – სჯულისმიერი ცხოვრებით. ხოლო ამის შემდეგ უკვე გაჩნდა მთლიანი ახალი ერი თავისი კანონებით. სწორედ ამიტომ ამბობს ბებიაქალი: ”როგორ გამოარღვიე ზღუდე?” შემოსულმა სჯულმა შეწყვიტა ცხოვრების თავისუფლება. როგორც წესი, სჯულს წერილიც ზღუდეს უწოდებს: ამგვარადვე ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: ”აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი” (ფს. 79,12)? ხოლო პავლე ამბობს: ”შუაკედელი ზღუდისაი მის დახსნა” (ეფ. 2,14).

სხვები ირწმუნებიან, რომ სიტყვები: ”როგორ გამოარღვიე ზღუდე?” ნათქვამია ახალ ხალხზე, რამდენადაც მან თავისი მოვლინებით გააუქმა სჯული. ხედავ, რომ არცთუ მცირე და უმნიშვნელო მიზეზების გამო უხსენებია მახარებელს იუდას ისტორია?! ამისთვისვე მოიხსენიებიან რუთი და რექაბი, რომელთაგან პირველი უცხოტომელი იყო, მეორე კი მეძავი. ანუ, იმისათვის, შენ რომ გცოდნოდა, რომ მაცხოვარი მოვიდა ჩვენი ყოველგვარი ცოდვის გასანადგურებლად, მოვიდა, როგორც ექიმი და არა როგორც მსაჯული. ისევე, როგორც ამათ ცოლად მეძავები შეირთეს, ასევე ღმერთმა შეიერთა ცოდვილი ბუნება (იგულისხმება, რომ განკაცებულმა ღმერთმა მიიღო დაცემული ადამიანური ბუნება, ოღონდ ცოდვის გარეშე). წინასწარმეტყველები უწინ ამას სინაგოგასაც მიაწერდნენ; მაგრამ მან თავისი მეუღლისადმი უმადურობა გამოავლინა. და პირიქით, მამათა ცოდვებისაგან ერთხელ გათავისუფლებული ეკლესია საქმროს გვერდში დარჩა. იმასაც დააკვირდი, რაც რუთის თავგადასავალი ჩვენსას ემსგავსება. ის უცხოტომელი და უკიდურეს სიღატაკემდე იყო მისული, მაგრამ, როდესაც იგი ბოოსმა იხილა, არ შეურაცხყო მისი სიღატაკე და არ შეეპუა მის მდაბიო წარმოშობას. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტემ, რომელმაც ეკლესიაში უცხოტომელები და უღატაკესები მიიღო და მისი წევრები უდიდესი სიკეთის მონაწილეებად აქცია. და როგორც რუთი, რომელიც ამგვარ მეუღლეობაში ვერასოდეს შევიდოდა, უწინარეს ამისა მამა რომ არ დაეტოვებინა, რომ არ უგულებელეყო სახლი, გვარი, მამული და ნათესავები, ასევე, როდესაც ეკლესიამ მამათა ჩვეულებები უარყო, მას შემდეგ გახდა სასურველი სასიძოსათვის. სწორედ ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი ეკლესიასთან მიმართებაში: ”დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა” (ფს. 44, 10-11). ამგვარად მოიქცა რუთი და ამით გახდა იგი დედა მეფისა, ისევე, როგორც ეკლესია, რადგანაც მისგან გამოვიდა დავითი. ამგვარად მახარებელმა შეადგინა გენეოლოგია და აქ შეიყვანა ეს ქალები იმისათვის, რომ ამ მაგალითებით შეერცხვინა იუდეველები და ქედმაღლობისაგან განრიდება ესწავლებინა მათთვის. რუთი უდიდესი მეფის წინაპარი იყო და დავითს ამისი არ რცხვენოდა”.

თეოფილაქტე ბულგარელი: 2. “აბრაჰამმა შვა ისაკი”. – მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხებოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება, როგორც “მამა ერებისა”, ისაკი კი როგორც “სიხარული”, “სიცილი”. მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.
“ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი”. – ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.

3. “ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან”. – იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს აბრაჰამის თესლისგან შვილების ყოლა ძლიერ უნდოდა, ქვრივის სამოსი გაიხადა, ვითარცა მეძავი, ისე შეიმოსა და თავის მამამთლის შეერთო, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის ჟამი დადგა, ერთ-ერთმა ბავშვმა საშოდან ხელი გამოყო, თითქოს პირველად ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა გამოყოფილ ხელზე მყისვე წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა პირველი რომელი დაიბადებოდა, მაგრამ მან ხელი უკანვე წაიღო და ჯერ მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ უკვე ის, რომელმაც ხელი პირველმა გამოყო. ამიტომაც პირველად დაბადებულს ფარეზი ეწოდა, რაც “შეყოვნებას” ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკან შეყო – ზარა.

ეს ისტორია ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. ვითარცა ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისევ უკან წაიღო, ასეთივეა ქრისტესმიერი მოქალაქეობა. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ სჯულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არა სჯულისა და მცნებათა დაცვით, არამედ იმით, რომ სახარებისმიერი მოქალაქეობით იცხოვრეს, განმართლდნენ. შეხედე აბრაამს, ვინც მამა და სახლი ღმრთის გამო დატოვა და ბუნებას განუდგა. შეხედე იობს, მელქისედეკს! სჯულის მოსვლით ამგვარი ცხოვრება დაიფარა, მაგრამ ვითარცა იქ, შემდგომ ფარეზის შობისა, მოგვიანებით კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც, სჯულის მოცემის შემდეგ, მოგვიანებით განბრწყინდა, წითელი ძაფით ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი. მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამათილს შეერთო, ალბათ, ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა, უფრო ზუსტად: იგი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა წოდებად არა მართალთა, არამედ ცოდვილთა.

3-5. “ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისაგან”; - ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი რააბია, რომელმაც ისო ნავეს მსტოვარნი (მზვერავნი) შეიწყნარა, ისინიც გადაარჩინა და თვითონაც გადარჩა. მათემ რექაბი გაიხსენა, რათა ეჩვენებინა, რომ მსგავსად მისა წარმართთა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძაობდა. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც ისოს მზვერავნი ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
5-6. “იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიასი ცოლისაგან”; - და ურიის ცოლიც მათემ აქ იმის საჩვენებლად მოიხსენია, რომ წინაპართა გამო კი არ უნდა გვერცხვინებოდეს, არამედ მათ განბრწყინვებას ჩვენი სათნოებით უნდა შევეცადოთ, და, რომ ღმერთს ყველა, ვისაც სათნოება აქვს, თუნდაც მეძავისგან იყოს შობილი, ესათნოება.

გრიგოლ დიაჩენკო: 2-6. “აბრაჰამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი, ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, ნაასონ შვა სალმონ, სალმონ შვა ბოოს რექაბისაგან, ბოოს შვა იობედ რუთისაგან, იობედ შვა იესე, იესე შვა დავით მეფე, დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან”; - რატომ მოიხსენია წმ. მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა – ისმაილზე და არც იაკობის ძმა – ესავზე?

წმ. იოანე ოქროპირის შენიშვნით, “მახარებელი ასე საფუძვლიანი მიზეზის გარეშე როდი მოიქცა. მას სურდა ამით ეჩვენებინა, რომ ისმაილსა და ესავს, მათგან აღმოცენებულ ხალხებითურთ – ისმაიტელებითურთ, სარკინოზებითურთ, არაბებითურთ და სხვა ერებითურთ, არაფერი საერთო არ ჰქონდათ იუდეველ ხალხთან, და რომ ქრისტე მათგან არ იყო წარმოშობილი”; მაშინ როდესაც იაკობის ძენი – იუდა და მისი ძმები ისრაელი ერის თორმეტი ტომის მამამთავრები იყვნენ, - იმ ტომებისა, რომლებიც შეადგენენ კიდეც ღმრთივ რჩეულ თესლს აბრაჰამისა.
რა აზრი, რა მნიშვნელობა აქვთ იმ მდედრობით პირებს, რომლებიც მახარებელმა მათემ ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა? ესენია – თამარი (3), რექაბი (5) და ურიას ცოლი (6). თამარი იუდას ცოლი იყო. ბიბლია შემდეგ გადმოგვცემს მის შესახებ: თავისი ორი პირველი ქმრის – იუდას ძეთა გარდაცვალების შემდგომ, თამარი უშვილო დარჩა და მამამთილის წინადადებით თავისი მამის სახლში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეცხოვრა მანმადე, სანამ იუდას მესამე ძე სილოამი, ვისაც იგი დაპირდა თამარზევე დავაქორწინებო, სრულწლოვანი არ გახდებოდა. მაგრამ ამასობაში თავად იუდას ცოლი გარდაიცვალა; შემდეგ, ერთხელაც, იუდა ველად გავიდა იმის სანახავად, თუ როგორ კრეჭდნენ (პარსავდნენ) ცხვარს. როცა ამის შესახებ თამარს უთხრეს, მან განიძარცვა სამგლოვიარო ძაძები, მოირთო-მოიკაზმა და თავისი მამამთილის შესახვედრად გაეშურა. მან იცოდა, რომ სილოამი უკვე ზრდასრული მამაკაცი შექნილიყო, მაგრამ მიუხედავად იუდას დაპირებისა, ჯერ არ მოეყვანა ცოლად თამარი. იუდამ დაინახა თამარი, მაგრამ ვერ იცონ, მოეწონა იგი და ეცთუნა კიდეც, რისი ნაყოფნიც მისი ორი ძე, ტყუპები – ფარეზი და ზარა იყვნენ (დაბად. 38). ხოლო მახარებელმა, როგორც ფიქრობენ, ორივე იმის გამო დაასახელა, რომ ისინი – ფარეზი და ზარა ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის – იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.
რექაბი სალმონის, ნაასონის ძის ცოლი იყო და მისგან იშვა ბოოსი, რუთის ქმარი. განმმარტებლთა დიდი ნაწილი მას რააბთან – იერიქონის მეძავ დედაკაცთან აიგივებენ, რომლის შესახებაც ისუ ნავეს წიგნშია მოთხრობილი (2,1; შდრ. ებრ. 11,31); ცნობები მის შესახებ, ალბათ დავითის სახლის საგვარეულო ჩანაწერებიდანაა აღებული.
რუთი – იობედის დედა – წარმოშობით მოაბელი დედაკაცი იყო, ანუ წარმართი, და შემთხვევით გახდა ბოოსის ცოლი თანაცხოვრების კანონის მიხედვით.
მდედრობითი სქესის მეოთხე პირი, მოხსენიებული ქრისტეს გენეალოგიაში, დავით მეფის უკანონო ცოლი – ბერსაბე იყო, რომელიც მან ურიას წაართვა.
როცა ასეთი დედაკანი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს, რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძნება, არამედ ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას; რომ ღმერთის აღთქმები არ არის დარღვეულ-გაუქმებული ადამიანთა ცოდვებით; რომ ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ რჩეული ერის – ებრაელთა სახსნელად კი არ მოივლინა, არამედ – მთელი კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, სახსნელად, რა გვარტომობის, წარმომავლობის, წოდების, ღირსებისა და სქესისაც არ უნდა იყოს ადამიანი.

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 2-6. ეხლა მივყვეთ თანმიმდევრობით ქრისტეს წარმოშობას: მახარებელი ამას წერს ებრაელთათვის, ამიტომ საჭიროად არ თვლის წინაპართა ჩამოთვლას ადამიდან, არამედ ამას იწყებს აბრაამიდან: “აბრაამ ჰშუა ისააკ”. აბრაამს პირველს ჩაუნერგა უფალმა გამართლების რწმენა, მან პირველმა მიიღო ღვთისაგან აღთქმა, რომ მისი თესლისაგან ანუ მისი ტომისაგან იქნებოდნენ ქვეყნად კურთხეულნი (შექ. 22,18). ქრისტე არის სწორედ ის აბრაამის თესლი, რომელითაც ვიკურთხეთ ჩვენ ყველანი, ადრე წარმოშობაში მყოფნი. მახარებელი არ იხსენებს აბრაამის სხვა შვილებს, რადგან ებრაელნი მხოლოდ ისააკისგან იყვნენ წარმოშობილნი. სწორედ ამიტომაც იგი არაფერს ამბობს ესავზეც, ისააკის ძეზე, არამედ მხოლოდ იაკობზე: “ისააკ ჰშუა იაკობ; იაკობ ჰშუა იუდა და ძმანი მისნი”. იაკობის 12 შვილთაგან მახარებელი უმეტესად იუდას მოიხსენიებს, რადგან სწორედ იუდას მოდგმისაგან იშვა ქრისტე. იუდას ძმები საერთოდ იმიტომ არიან მოხსენიებულნი, რომ ისინი არიან ღვთისაგან გამორჩეული ისრაელი ერის ფუძემდებლები. მამამთავარმა იაკობმა, თავისი გარდაცვალების წინ, დალოცა რა შვილები, ასე მიმართა იუდას: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგან ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (შექ. 49,10). ე.ი. არ მოაკლდება მეფეთა უფლება იუდას ტომს, ვიდრე არ მოვა აღთქმული შემრიგებელი - ქვეყნიერების ხალხთა მოლოდება - მხსნელი ქრისტე. ყოველივე ეს აღსრულდა მაცხოვრის შობისას: იუდეველებს აღარ ესვათ თავიანთი მეფე, მეფე ჰეროდე იყო უცხო ტომისა და მისი მეფობაც რომაელთაგან იყო.

“იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან”. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მანკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი).

მახარებელი განაგრძობს ქრისტეს წინაპართა ჩამოთვლას: “ფარეზ ჰშუა ესრომ; ესრომ ჰშუა არამ; არამ ჰშუა ამინადაბ, ამინადაბ ჰშუა ნაასონ; ნაასონ ჰშუა სალმონ; სალმონ ჰშუა ბოოს რექაბისაგან”. ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი ქალია, რომელმაც მიიღო და შეიფარა თავისთან ისინი, ისუ ნავინმა იერიქონში რომ გაგზავნა, სწორედ ამიტომ გადარჩა იგი, როცა ებრაელებმა შეძლეს ქალაქის აღება. მახარებელი ამ მეძავ ქალს არ იხსენიებს შემთხვევით, მას სურს ჩვენ გვითხრას, რომ მთელი წარმართობა სცოდავდა. ამ ქალმა მიიღო ისუ ნავინის წარგზავნილნი და გადარჩა: წარმართებიც, მიიღებდნენ რა ქრისტეს წარგზავნილებს, ანუ წმიდა მოციქულებს და იწამებდნენ მათ - ასევე გადარჩებოდნენ“ (წმ. თეოფილაქტე). “ბოოს ჰშუა იობედ რუთისაგან”. აი კიდე ერთი უცხო ტომის ქალი რუთი. მან დატოვა თავისი მშობლიური ქვეყანა, სახლი მამისა და თავის დედამთილთან ერთად მოაბიტელთა მიწიდან გადავიდა ბეთლემში, იწამა ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც ღირსი გახდა გამხდარიყო შორეული მშობელი დავითისა და თვით იესო მაცხოვრისა: „ასევე წარმართების ეკლესიამაც დაივიწყა თაყვანისცემა კერპებისა და მათი მამის - ეშმაკისა და დაიწინდა ღვთის მხოლოდშობილ ძეზე“ (წმ. თეოფილაქტე).

“იობედ ჰშუა იესე; იესე ჰშუა დავით მეფე; დავით მეფემან ჰშუა სოლომონ ჰურიის ცოლისაგან”, ანუ ბერსაბესაგან, რომელიც იყო დავითის მხედართმთავრის მეუღლე. დავითი მოიხიბლა მისი სილამაზით და მასთან შესცოდა. შეეცადა რა ამ ცოდვის დამალვას, მან უბრძანა თავის სარდალს, რომ ურია ყველაზე საშიშ ადგილზე გაეშვა, რათა მომკვდარიყო. ასეც მოხდა, ურია ბრძოლაში დაიღუპა, დავითმა კი ბერსაბეზე იქორწინა.
ამრიგად, მახარებელმა გაიხსენა რა ურიის ცოლი, მან ქრისტეს წინაპართა შორის კიდევ ერთი ცოდვილი დაგვანახა და გაგვახსენა მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წინაპრის, დიდებული მეფე დავითის ცოდვით საშინელი დაცემა. აქ იესო ქრისტეს დიდება მისი დიდებულებით კი არ მჟღავნდება, არამედ მისი ქვეყნიური წინაპრების ცოდვებითა და უკეთურებებით. თამარი და რექაბი - მემრუშენი, რუთი - უცხო ტომისა, ბერსაბე - მეძავი, - და ყველა ესენი ღირსნი გახდნენ ქვეყნიერების მხსნელის წინაპრებად წოდებისა. როგორ არ უნდა გაგვაკვირვოს უფლის დიდმა სიმდაბლემ. ჭეშმარიტად მისთვის „არა არს ურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება” (გალ. 3,28), არამედ სიყვარულით ღებულობს ყველას, ვინც კი სინანულითა და თავის დამდაბლებით მიდის მასთან. ჭეშმარიტად იგი მოვიდა ცოდვილთა მოსანანიებლად, მოვიდა, რათა მოსპოს ყველა ჩვენი ცოდვა, მოვიდა როგორც მკურნალი და არა გამკითხავი. ამის შემდეგ ვის შეუძლია იამაყოს თავისი წარმოშობით, დიდებული და სახელოვანი წინაპრებით? - „შეუძლებელია, - ამბობს წმიდა ოქროპირი, - ყოვლად შეუძლებელია წინაპართა კეთილი ან ბოროტი საქმეებით, ვიყოთ მართალნი ან უწმინდურნი, სახელოვანნი ან უცნობნი. შეიძლება უფრო მეტის თქმაც: ის არის დიდი და სახელოვანი, ვინც უშვა უკეთური მშობლებისგან და თვითონ გახდა კეთილი“. ჭეშმარიტად, ადამიანს არაფერი აქვს თავის მოსაწონი...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 27 2010, 01:49 PM

თეოფილაქტე ბულგარელი: 7-11. “სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისი ტყვეობასა მას ბაბილოვნელთასა”. – ბაბილონში გადასახლება იმ ტყვეობას ეწოდება, რომელიც შემდგომში დაითმინეს ებრაელებმა, როცა ყველანი ერთად ბაბილონში წაასხეს, ბაბილონელებს ბრძოლა მათთან სხვა დროსაც ჰქონდათ, მაგრამ შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ, ხოლო ამჯერად ისინი სამშობლოდან საერთოდ გაასახლეს.

გრიგოლ დიაჩენკო: 7-11. “სოლომონ შვა რობოამ, რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა, ასა შვა იოსაფატ, იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, ოზია შვა იოთამ, იოთამ შვა აქაზ, აქაზ შვა ეზეკია, ეზეკია შვა მანასე, მანასე შვა ამონ, ამონ შვა იოსია, იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”. -იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის – ოქოზიას, იოსიასა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის. ამასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ წმ. მახარებელი ამ სამი მეფის სახელს იმის გამო გამოსტოვებს, რომ ისინი აქაბის გვარს ეკუთვნოდნენ მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, - ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება (III მეფ. 21,21; IV მეფ. 9,7). ამ ახსნას თავისი საფუძველი აქვს იმაში, რომ ქვემოთ (მუხლი 17) მახარებელი თვითონვე გვაგებინებს, რომ გვართა (იესოს წინაპართა) აღრაცხვაში მას მხედველობაში ჰქონდა რიცხვითი თანაფარდობაც და რომ, აქედან გამომდინარე შეეძლო გაზრახ გამოეტოვებინა ზოგიერთი პირი მაცხოვრის გენეალოგიიდან. მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს – იოაკიმეს შეეხება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს სახელი შემონახულია აღმოსავლური რედაქციის ბევრ ხელნაწერში, რომლებიც დასავლურ ხელნაწერებთან შედარებით, მეტი სისწორით და გამართულობით გამოირჩევა. ამიტომ ძველთაგანვე საფუძვლიანად შენიშნავენ, რომ იოაკიმეს სახელის გამოტოვება ბევრ ძველ ხელნაწერში, სავარაუდოდ, გადამწერის მიზეზით მოხდა, რომელიც შეაცდინა სახელების – იოაკიმესა და იექონიას მსგავსებამ და ამის გამო მახარებელ მათეს ნამდვილ ტექსტად მიიჩნევენ ასეთ წაკითხვას: “იოსია შვა იოაკიმე და ძმანი მისნი; ხოლო იოაკიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”, ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს, ანდა ტყვეობაში გადასახლების წინ ისრაელი ერისა (დაახლ. 588 წელს ქრისტეს შობამდე – იხ. II ნეშტთა, თ. 36); ეს გადასახლება ბაბილონის ტყვეობად იწოდება ქალდეას სამეფოს მთავარი ქალაქის – ბაბილონის მიხედვით.

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. - 7-11. დავუბრუნდეთ ისევ სახარების თხრობას. დავითით იწყება მეფეთა რიგი ბაბილონელთა ტყვეობამდე. “სოლომონ ჰშუა რობოამ; რობოამ ჰშუა აბია; აბია ჰშუა ასა; ასა ჰშუა ოისაფატ; იოსაფატ ჰშუა იორამ; იორამ ჰშუა ოზია”. წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ იორამს ჰყავდა შვილი ოხოზია, ოხოზიას - იოას, იოასს - ამასია, ამასიას კი ოზია. ფიქრობენ, რომ მახარებელმა აქ გამოტოვა სამი მეფე, რათა გაეადვილებინა მკითხველისათვის წინაპართა სიის დამახსოვრება. “ოზია ჰშუა იოათამ; იოათამ ჰშუა აქაზ; აქაზ ჰშუა ეზეკია; ეზეკია ჰშუა მანასე; მანასე ჰშუა ამონ; ამონ ჰშუა იოსია; იოსია ჰშუა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”. ქრისტეს დაბადებამდე 600 წლით ადრე, ებრაელები ისე დიდ გარყვნილებაში ჩავარდნენ, რომ უფალი განურისხდა მათ და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისაგან დაატყვევა. ნაბუქოდონოსორმა, ქრისტემდე 607 წელს, აიღო იერუსალიმი და დიდძალი ებრაელობა ბაბილონში გადაასახლა. ტყვეობაში 70 წელი მოუწიათ ებრაელებს ყოფნა.

თეოფილაქტე ბულგარელი: 12-16. “შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მათტან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. – რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღმრთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს! მაშ, მოისმინე: რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში, ამიტომ აქ ღმრთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების გენეალოგიით ღმრთისმშობლის გვარტომობაც გადმოიცა, რადგანაც ღმრთისმშობელი მისივე ტომისა და გვარისა იყოს. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიამის მასზე როგორ დაიწინდებოდა? ამგვარად მახარებელმა თუმცა კი დაიცვა კანონი, რომელიც გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით კრძალავდა, მაგრამ მოგვცა რა გენეალოგია იოსებისა, ღმრთისმშობლის გვარტომობაზე მაინც მოგვითხრო. იოსებს მარიამის ქმარი მან საერთო ჩვევის მიხედვით უწოდა, რადგანაც ჩვენ ჩვევად გვაქვს დამწინდველს დაწინდულის ქმარი მანმადე ვუწოდოთ, ვიდრე ქორწილი შედგება.

გრიგოლ დიაჩენკო: 12-16. “შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილონისასა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ, ზორობაბელ შვა აბიუდ, აბიუდ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა აზორ, აზორ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმ, აქიმ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან, მატთან შვა იაკობ, იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. -რადგანაც მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისათვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ (მათე 13,55; ლუკა 4,22; იოანე 6,42), მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე, ანუ ნიშნობის შემდეგვე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ (შდრ. დაბად. 29,21; II სჯული 22, 23-24), მეორეს მხრივ კი – იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ქაწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი (მათე 1,20). და ბოლოს, ღირსშესანიშნავია ისიც, თუ როგორ გადმოსცა მახარებელმა თვით იესოს შობის ამბავი ამ გენეალოგიაში: მან ყველა ზემორე ჩამოთვლილის მსგავსად როდი თქვა იაკობმა შვა იოსებიო, იოსებმა შვა იესოო, არამედ ასე დაწერა: “იაკობმა შვა იოსებ, ქმარი მარიამისო, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. იოსები არ იყო იესოს ხორციელი მამა, არამედ მხოლოდ დამწინდველი იყო ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისა. ამიტომაც მიაკუთვებს წმ. მახარებელი იესოს შობას მხოლოდ მარიამს. “რომლისაგან იშვა იესუ” – ეს ბოლო სიტყვები წარმოადგენენ მახარებლის შემდგომი თხრობის შესავალს იესო ქრისტეს ზებუნებრივი შობის შესახებ.

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 12-16. “შემდგომად ტყუებისა მის ბაბილონისა, იექონია ჰშუა სალათიელ”. თვით იექონია უშვილოდ აღესრულა, ასე უწინასწარმეტყველა ამ უღვთო მეფეს იერემია წინასწარმეტყველმა. მაგრამ ებრაელებს ჰქონდათ წესად, რომ როცა ვინმე მოკვდებოდა უშვილოდ, მისი ქვრივი უცხოს არ უნდა გაყოლოდა, იგი ცოლად უნდა შეეერთო გარდაცვლილის რომელიმე ძმას ან ახლო ნათესავს და მისგან შობილნი კანონიერ შვილებად იწოდებოდნენ გარდაცვლილი უშვილო კაცისა. ამრიგად, მათ ეყოლებოდათ ორი მამა: ერთი, რომელაც ისინი მართლა შვა და მეორე, რომელსაც კანონი ცნობდა. იერუსალიმის დაცემისას, მეფე იექონიას ძმები და ახლობლები ამოწყდნენ მტრისაგან, ამიტომ მისი ქვირივი შეირთო ნირმა, რომელიც იყო ჩამომავალი დავით მეფისა, მისი ძის ნათანისაგან. აი, ამიტომაა, რომ ლუკა მახარებელთან იესო ქრისტეს წარმომავლობა გადის ნათანსა და ნირზე. “სალათიელ ჰშუა ზორობაბელ”. ძველი აღთქმის წმიდა წერილი გვამცნებს, რომ სალათიელს შვილები არ ჰყავდა, ამიტომ მისი ცოლი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, გაყვებოდა მაზლს - ფადეს; ამ ქორწინებისგან იშვა ზორობაბელი, რომელიც სისხლით იყო შვილი ფადეისა, მაგრამ კანონით ითვლებოდა სალათიელის შვილად. “ზორობაბელ ჰშუა აბიუდ; აბიუდ ჰშუა ელიაკიმ; ელიაკიმ ჰშუა აზორ; აზორ ჰშუა სადუკ; სადუკ ჰშუა აქიმ; აქიმ ჰშუა ელიუდ; ელიუდ ჰშუა ელეაზარ; ელეაზარ ჰშუა მატათან; მატათან ჰშუა იაკობ”. საიდან აიღო მახარებელმა იესო ქრისტეს ეს წარმომავლობა? - ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ თავიანთი წინაპრების აღრიცხვა. ეს ჩანაწერები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველ ოჯახში სათუთად ინახებოდა. წმიდა მახარებელმა იგი ალბათ გამოართვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ან იოსების შვილს იაკობს, ანდა რომელიმე ახლობელს ოჯახისა და თავად სახარებაში მოათავსა. დავითის სამეფო შთამომავლებში ცოცხლობდა იმედი იმისა, რომ შეიძლებოდა სწორედ თავიანთ ოჯახში ეხილათ აღსრულება ღვთის აღთქმისა - დაბადება მხსნელისა. “იაკობ ჰშუა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰრქვიან ქრისტე”. ლუკა მახარებელთან იაკობის ნაცვლად იოსების მამად დასახელებულია ილი, ამიტომ ქრისტეს ნათესაობა სალაფიელიდან გადის არა აბიუდზე, არამედ რისაზე. მიზეზი ამისა ისევ კანონია ნათესაობისა, რაზეც ზემოთ ითქვა. ილი მოკვდა უშვილოდ, ხოლო მისი ცოლი გაყვა ქმრის ნათესავს იაკობს, რომლისგანაც იოსები იშვა. ამით ხსნიან სახარების ძველი განმმარტებლები იმ განსხვავებებს, რაც მაცხოვრის ნათესაურ წარმომავლობაში შეინიშნება. წმიდა მახარებელი მათე იოსებით არ ამთავრებს ქრისტეს ხორციელ წინაპართა ჩამოთვლას, არამედ ახსენებს მარიამის სახელსაც, რათა აჩვენოს, რომ სწორედ მისთვის, მარიამისთვის დასჭირდა მას იოსების წინაპართა ჩამოთვლა, რომ იესო ქრისტე დაიბადა არა იოსებისაგან, არამედ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან. ეს თვით სახარებიდან ჩანს. მახარებელი არ ამბობს „იოსებმა შვა იესო მარიამისგან“, არამედ ამბობს: რომლისაგან იშვა იესო, რომელიც თვითონ დაიბადა წმიდა სულისაგან, მამაკაცის გარეშე. “იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. წმიდა მათე იოსებს უწოდებს მარიამის ქმარს, ისეთივე გაგებით, როგორც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ დაწინდულ მამაკაცს, დაწინდული ქალის ქმარი, თუმცა მათი ქორწინება არ არის შემდგარი.

წმ. იოანე ოქროპირი: - 16
. “იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. – საიდან ჩანს, - იკითხავ შენ, - რომ ქრისტე დავითისაგან მოდის? თუკი იგი უმამაკაცოდ იშვა, მხოლოდ დედაკაცისაგან, ხოლო ქალწულის გენეოლოგია მახარებელს მოცემული არა აქვს. მაშ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი იყო? აქ ორი საკითხია: რატომ არ არის მოცემული დედის გენეალოგია და რატომ იხსენიება იოსები, რომელსაც ამ შობაში არანაირი წილი არ ჰქონია? როგორც ჩანს, პირველი ზედმეტი იყო, მეორე კი – საჭირო. პირველ რიგში რისი გადაწყვეტაა აუცილებელი? ქალწულის დავითისაგან წარმოშობის საკითხი. მაშ, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ იგი დავითისაგან მოდის? ისმინე: ღმერთი ავალებს გაბრიელს: მიდი “ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა” (ლუკა 1,27). ამაზე ნათლად რისი ცოდნაღა გსურს, როდესაც აშკარად გესმის, რომ ქალწული დავითის სახლიდან და ტომისგან იყო?!

ეს ააშკარავებს, რომ იოსებიც იმავე ტომიდან იყო წარმოდგენილი, რადგანაც არსებობდა კანონი, რომელიც ავალებდა, რომ საკუთარი ტომის გარდა ცოლი სხვაგან არსად არ უნდა აერჩიათ. იაკობ მამამთავარმა კი იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე წარმოსდგებოდა იუდას ტომიდან. მან თქვა: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არმ ოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა” (დაბ. 49,10). შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან.

ამიტომ თუკი სიტყვებს: “სახლისაგან და ტომისა დავითისა” მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქაწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღვევდა. განა იგი, ასეთი მშვიდი და ვნებათაგან უცხო, ეჭვით აღძრულმაც რომ არ მოინდომა ქალწულის დასასჯელად გამეტება, განა იგი ხორციელი სიამოვნებისათვის დაარღვევდა სჯულს? ის ვინც სჯულზე აღმატებულად განსჯიდა (რადგანაც განტევება მისი და თანაც საიდუმლოდ განტევება შეიძლებოდა მხოლოდ იმ ადაიანს მოემოქმედა, რომელიც მართლაც განსჯიდა სჯულზე აღმატებულად), განა ოდესმე რაიმეს, სჯულის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებდა, და თანაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე?! ამგვარად ნათქვამი ცხადყოფს, რომ ქალწული დავითის ტომიდან იყო. ახლა იმის თქმაც საჭიროა, თუ რატომ გვაძლევს მახარებელი იოსების და არა მის გენეოლოგიას? მაშ რატომ? იუდეველებისათვის არ არსებობდა ტრადიცია, რომელიც გენეოლოგიას ქალის ხაზით წაიყვანდა. ამიტომ ტრადიციის დაცვიდან გამომდინარე, რათა დასაწყისშივე ამ ტრადიციის დამრღვევად არ გამოჩენილიყო, ხოლო მეორე მხრივ კი თვით ქალწულის გენეოლოგიაც ეჩვენებინა, მახარებელმა არაფერი თქვა მის წარმოშობაზე და იოსების გენეოლოგია წარმოგვიდგინა. ქალწულის გენეოლოგია რომ აღეწერა, ამას მას სიახლის დანერგვად ჩაუთვლიდნენ, ხოლო, თუ იოსების შესახებ არას იტყოდა, მაშინ ქალწულის წინაპრების შესახებ ვეღარაფერს შევიტყობდით. ამრიგად, იმისათვის, რომ გვცოდნოდა, თუ ვინ იყო მარიამი, საიდან იყო წარმოშობით იგი და ამასთან იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო ჩვეულება, მახარებელმა მისი დამწინდველის გენოალოგია წარმოგვიდგინა და გვიჩვენა, რომ ის დავითის სახლიდან არის. და რამდენადაც ეს დამტკიცებულია, ამით მტკიცდება ისიც, რომ ქალწულიც იმავე მოდგმიდან იყო, რამდენადაც ეს მართალი ადამიანი, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, არ დაუშვებდა, რომ ცოლი სხვა მოდგმიდან მოეყვანა. სხვათაშორის, შესაძლებელია, სხვა, უმეტესად საიდუმლო მიზეზზე მითითება, რომლის გამოც არ არიან ნახსენები ქალწულის წინაპრები. რა მიზეზია ეს? მახარებელს არ სურს, რომ იუდეველებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ ქრისტე ქალწულისაგან იშვა. ნუ შეშფოთდები თუკი ჩემი ნათქვამი უცნაურად მოგეჩვენება. მე აქ საკუთარ სიტყვებს კი არ ვამბობ, არამედ ჩვენი მამებისას, რომლებიც საოცარი და სახელგანთქმული ადამიანები იყვნენ. თუკი უფალიც კი თავდაპირველად ბევრ რამეს ფარავდა და საკუთარ თავს ძე კაცისას უწოდებდა; თუკი იგი ყველგან არ აცხადებდა თავს თანასწორად მამისა, მაშ, რადარ უნდა გვიკვირდეს, თუკი ის გარკვეულ დრომდე ფარავდა თავის შობას ქალწულისაგან? მართლაც საოცარი და დიდებული საქმეა. რა არის აქ საოცარი? – იკითხავ შენ. ის, რომ ქალწული დაცული და გათავისუფლებულია ყოველგვარი ბოროტი ეჭვისაგან. სხვაგვარად, თუკი ეს იმთავითვე გაცხადდებოდა იუდეველთა წინაშე, ისინი სიტყვას საპირისპირო მხრიდან განმარტავდნენ;

ქვებით ჩაქოლავდნენ და გაასამართლებდნენ ქალწულს, თუკი ისინი ასეთ შემთხვევებშიც კი, - როგორი შემთხვევებიც ხშირად ხვდებოდათ მათ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, - ასე ააშკარავებდნენ საკუთარ ურცხვობას (მაგალითად, უწოდებდნენ ქრისტეს ეშმაკეულს, როდესაც იგი ეშმაკებს განდევნიდა; შერაცხავდნენ მას ღმრთის წინააღმდგომად, როდესაც შაბათობით კურნავდა სნეულებს, მიუხედავად იმისა, რომ თვით შაბათიც მათ მიერ უკვე მრავალგზის იყო დარღვეული), - მაშ, რაღას არ იტყოდნენ ისინი, ეს რომ გაეგოთ? მათ სასარგებლოდ მეტყველებდა ის, რომ მანამდე მსგავსი არაფერი აღსრულებულიყო. თუკი მრავალრიცხოვანი სასწაულის შემდეგ ისინი ქრისტეს მაინც იოსების ძეს უწოდებდნენ, მაშ ჯერ კიდევ ამ სასწაულთა აღსრულებამდე როგორ ირწმუნებდნენ ისინი, რომ იგი ქალწულისაგან იშვა? აი რატომ აღიწერება იოსების გენეოლოგია და რატომ იწინდება მასზე ქალწული. მაშინ, როდესაც თვით იოსები, კაცი მართალი და საკვირველი, იმისათვის, რომ ეს მოვლენა ერწმუნა, მრავალ მტკიცებულებას საჭიროებდა – როგორღა შეიწყნარებდნენ ასეთ აზრს იუდეველები, უხეში, გარყვნილი და ქრისტესადმი ესოდენ მტრულად განწყობილი ხალხი? უეჭველია, რომ მათ უკიდურესად შეაშფოთებდა ასეთი უჩვეულო და ახალი მოვლენა, როდესაც მათ არც კი სმენოდათ, რომ მსგავსი რამ ოდესმე მომხდარა მათ წინაპრებში. ვინც ერთხელ უკვე ირწმუნა, რომ იესო არის ძე ღმრთისა, ის უკვე აღარასოდეს დაეჭვდებოდა ამაში, მაგრამ ის, ვინც მას ცრუდ და ღვთის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ამ ფაქტით კიდევ უფრო მეტად როგორ არ ცდუნდება და როგორ არ დარწმუნდება ზემოხსენებული ეჭვის მართებულობაში?! აი რატომაა, რომ მოციქულები დასაწყისშივე არ საუბრობენ მის შობაზე ქაწულისაგან. პირიქით, ისინი ხშირად და ბევრს ლაპარაკობენ ქრისტეს აღდგომაზე, რამდენადაც აღდგომის მაგალითები, თუმცა არა ასეთი, გარდასულ დროში უკვე არსებობდა;

ხოლო მის შობაზე ქალწულისაგან იშვიათად ამბობენ. თვით დედამაც კი მისმა ვერ გაბედა ამის შესახებ განეცხადებინა. შეხედეთ, რას ეუბნება ქალწული თავად ქრისტეს: “მე და მამაი შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ!” (ლუკა 2,48). ქალწულისაგან შობილად რომ მიეჩნიათ, მას უკვე აღარ უწოდებდნენ დავითის ძეს. ხოლო აქედან კიდევ მრავალი ბოროტება წარმოდგებოდა. სწორედ ამიტომ აუწყეს ანგელოზებმა ამის შესახებ მხოლოდ მარიამსა და იოსებს. ხოლო, როდესაც ისინი უკვე მწყემსებს აუწყებდნენ შობის ამბავს, ეს აღარ უხსენებიათ.

თეოფილაქტე ბულგარელი: 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყენვითგან ბაბილოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნატესავი ათოთხმეტ”. – მათემ თაობები სამ ნაწილად დაყო, რათა იუდეველთათვის ეჩვენებნა, რომ მსაჯულებისაგან იმართებოდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, რაც ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, სულერთია, სათნოებისათვის მაინც ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც ქრისტეა. რაჟამს, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა. მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა მხოლოდ ცამეტი პირი ჩანს? გენეალოგიაში რომ ქალის შეყვანა შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი გვარტომობის სიაში არ შედის; მაშ, ეს საკითხი როგორღა უნდა გადაიჭრას? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ “გადასახლება” (ტყვეობა) რიგს, როგორც პირს, ისე მიათვალა.

წმ. იოანე ოქროპირი: - 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისაგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბლოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნათესავი ათოთხმეტ”. – მახარებელმა მთელი გენეოლოგია სამ ნაწილად დაყო, ამით სურდა ეჩვენებინა, რომ ხელისუფლების ცვლილების შედეგად იუდეველები უკეთესები არ გამხდარან; არამედ, როგორც არისტოკრატიის, ისე მეფეების და ოლიგარქების მმართველობისასა ერთსა და იმავე ცოდვებში იყვნენ; მსაჯულთა, მღვდელმთავართა და მეფეთა მმართველობისას სათნოებებში ოდნავადაც არ წარმატებულან.

მაგრამ, რად მოხდა, რომ მახარებელმა გენეოლოგიის შუა ნაწილში სამი მეფე გამოტოვა, უკანასკნელში კი თორმეტი მეფე ახსენა, როდესაც ამბობს თოთხმეტიო? პირველს თქვენ გიტოვებთ განსასჯელად, რამდენადაც საჭიროდ არ მიმაჩნია, თქვენს მაგიერ გადავწყვიტო ყოველი, რათა არ გაზარმაცდეთ. მეორეზე კი ვთქვათ: მეჩვენება, რომ იგი მოდგმებს ტყვეობის პერიოდსაც მიათვლის და იესო ქრისტესაც, რომელსაც ყოველთვის ჩვენთან აერთიანებს და აქ ტყვეობის მოხსენიებით იგი მიუთითებს, რომ იუდეველები ტყვეობამაც კი ვერ მოიყვანა გონს, ასე რომ, ყოველივედან აშკარავდება ქრისტეს მოვლინების აუცილებლობა. მაგრამ იტყვიან, რატომაა, რომ მარკოზი ამასვე არ აკეთებს, იესოს გენეოლოგიას არ წარმოგვიდგენს და მოკლედ საუბრობს ამის შესახებ? ვფიქრობ, რომ მათე ყოველთა უწინარეს წერდა სახარებას, რის გამოც ზუსტად წარმოადგენს გენეოლოგიას და უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას; მარკოზი კი მის შემდგომ წერდა, ამიტომ ამოკლებს, როგორც მთხრობელი იმისა, რაც უკვე ცნობილი გახდა. მაგრამ რატომაა, რომ გენეოლოგიას ლუკაც წარმოგვიდგენს და თანაც – კიდევ უფრო სრულად? იმისთვის, რომ მას მხედველობაში ჰყავს მათე მახარებელი და სურს, მათზე უმეტესი მოგვაწოდოს. ამასთან, თითოეული მათგანი საკუთარ მასწავლებელს ბაძავს: პირველი (ლუკა) – პავლეს – მდინარესავით რომ მოედინება, მეორე (მარკოზი) კი – პეტრეს – მოკლედ რომ საუბრობს. ან რად მოხდა, რომ მათემ სახარების დასაწყისში წინასწარმეტყველთა მაგალითად არ თქვა: მახილვინა უფალმა ღმერთმა, ან: სიტყვა იყო ჩემდა მომართ? იმიტომ, რომ იგი უაღრესად კეთილგანმზრახველ ადამიანებს სწერდა და ისეთებს, რომლებიც უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ მას. აღსრულებული სასწაულები ამოწმებდნენ მის ნაწერს და მკითხველი რწმენით იყო აღსავსე. წინასწარმეტყველთა ხანაში ამდენი სასწაული არ ყოფილა, მათი ქადაგება რომ დაემოწმებინა, პირიქით: მრავალი ცრუწინასწარმეტყველი არსებობდა, რომელთაც იუდეველი ხალხი დიდი მონდომებით უსმენდა. ამიტომაც მათთვის აუცილებელი იყო სწორედ ამგვარად დაეწყოთ წინასწარმეტყველება. ხოლო თუ მაინც აღესრულებოდა სასწაული, აღესრულებოდა ის წარმართებისათვის, რათა ისინი რაც შეიძლება მრავლად მოქცეულიყვნენ იუდეველებზე და ასევე – ღვთის ძალის გამოსავლინებლად, - როდესაც იუდეველთა დამპყრობი მტერი ფიქრობდა, რომ თავიანთი ღმერთების ძალით გაიმარჯვეს. ასე მოხდა ეგვიპტეში, საიდანაც იუდეველებს ხალხის სიმრავლე გამოჰყვა: იგივე მოხდა შემდეგ ბაბილონში – ბრძმედისა და სიზმრების სასწაული. თუმცა, სასწაულები უდაბნოშიც ხდებოდა, სადაც იუდეველები მარტონი იყვნენ, ისევე როგორც იყო ჩვენთანაც; ჩვენც ხომ მრავალი სასწაული მოგვევლინა, როდესაც ცდომილებიდან გამოვდიოდით?! მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთისმოსაობა ყველგან დაინერგა, სასწაულები შეწყდა.

თუკი იუდეველებს შემდეგაც ჰქონდათ სასწაულები, ისინი მცირერიცხოვანი და იშვიათი იყო. მაგალითად, როდესაც შეჩერდა მზე, მეორედ კი უკან დაიხია. კვლავაც, ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება ამის დანახვა: ჩვენს დროშიც ივლიანეს, რომელაც ერთობ გადაამეტა ყოველგვარ ბოროტმოქმედებაში, მრავალი სასწაულებრივი რამ შეემთხვა; როდესაც იუდეველებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტეს, საძირკვლიდან ცეცხლი აღმოხდა და ხელი შეუშალა მუშაობას; ხოლო, როდესაც ივლიანემ უგუნური ხელყოფით შეურაცხყო წმ. ჭურჭელი, განძის მცველი და ივლიანეს მოსახელე მისი ბიძა მატლით შეჭმული ჯერ მოკვდა, შემდეგ კი შუაზე გაიგლიჯა. და ისეც უაღრესად მნიშვნელოვანი სასწაული იყო, რომ იქ მსხვერპლშეწირვის დროს წყაროები გამოვიდა და ივლიაეს მმართველობისას ქალაქები შიმშილმა მოიცვა.

ღმერთი ჩვეულებრივ ამრავლებს ხოლმე სასწაულებს, როდესაც ბოროტება მრავლდება. როდესაც იგი ხედავს, რომ მისი მონები შევიწროებულნი არიან. ხოლო მოწინააღმდეგენი უზომოდ თვრენიან მათი წამებით, - სწორედ მაშინ გამოავლენს ხოლმე თავის ხელმწიფებას. ასე მოექცა იგი იუდეველებს სპარსეთში. ამგვარად, ნათქვამიდან აშკარაა, რომ მახარებელმა უმიზეზოდ და შემთხვევით არ განყო ქრისტეს წინაპრები სამ ნაწილად. შეხედეთ, ვისით იწყებს იგი და ვისით ამთავრებს. აბრაამიდან მოყოლებული გენეოლოგია დავითამდე მიჰყავს; შემდეგ დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე, ხოლო უკანასკნელი – თვით ქრისტემდე. ისევე როგორც მთელი გენეოლოგიის დასაწყისში აბრაამი და დავითი გვერდიგვერდ დააყენა, ასევე ორივე მოიხსენია გენეოლოგიის დასასრულს, იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვთქვი, აღთქმა მათთვის იყო მიცემული. რატომ ახსენებს იგი ბაბილონში გადასახლებას და არ იხსენიებს გადასახლებას ეგვიპტეში? იმიტომ, რომ იუდეველებს უკვე აღარ ეშინოდათ ეგვიპტელებისა, ხოლო ბაბილონელების წინაშე კვლავ ცახცახებდნენ და იმიტომაც, რომ პირველი დიდი ხნის წინ აღესრულა, მეორე კი – არა. გარდა ამისა, ეგვიპტეში ისინი ცოდვების გამო არ წაუყვანიათ, ხოლო ბაბილონში სწორედ – უსჯულოების გამო. თუკი ვინმე მოისურვებს, თვით სახელების მნიშვნელობას ჩასწვდეს, აქაც ბევრ რამეს ნახავს ისეთს, განჭვრეტას რომ მოითხოვს, ისეთს, რაც ახალი აღთქმის განმარტებას ემსახურება. ასეთია აბრაამის, ისააკის, სოლომონის, ზორობაბელის სახელები. რადგან მათ ეს სახელები უბრალოდ არ ეწოდათ.

გრიგოლ დიაჩენკო: 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტი, და ტყუენვითგან ბაბილოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნათესავი ათოთხმეტი”. – იესო ქრისტეს გენეალოგიის საერთო დაყოფას სამ ნაწილად საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშვნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში: პირველი ნაწილი – აბრაჰამიდან დავითამდე მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს სამეფო ხელისუფლების დამკვიდრებამდე და დავით მეფის – მესიის წინაპრის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი პატრიარქების, მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა მმართველობის ქვეშ იყო. გენეალოგიის მეორე ნაკვეთი მოიცავს მეფეთა პერიოდს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ბაბილონის ტყვეობის დაწყების გამო. და ბოლოს, მესამე ნაწილს შეადგენს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი მღვდელმთავართა მმართველობის ქვეშ თვით მესიის – ქრისტეს გამოჩენამდე. წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა – 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2. მეფეების პერიოდი და 3. მღვდელმთავართა პერიოდი, რომლებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაა მის შესახებ.


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 27 2010, 02:00 PM

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 17. ნათესაური ჩამონათვალის ბოლოს მახარებელი თვლის თაობებს, რათა გაგვიადვილოს დამახსოვრება მათი. მას მთელი ეს გრძელი გზა ქრისტეს ხორციელი წარმომავლობისა, სამ თანაბარ ნაწილად აქვს დაყოფილი: “ყოველი ნათესავი აბრაამისითგან ვიდრე დავითისამდე, ნათესავი ათ-ოთხ-მეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათ-ოთხ-მეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისათ ვიდრე ქრისტესადმდე ნათესავი ათ-ოთხ-მეტ”. ასე შეიძლება დაიყოს ღვთის ხალხის მთელი ისტორია აბრაამიდან ქრისტემდე - აბრაამ მამამთავრიდან დავითამდე ებრაელ ხალხს მართავდნენ უხუცესები და მსაჯულები, მეფე დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - მეფენი, ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - მღვდელმთავრები. ქვეყანას მოევლინა ქრისტე - ჭეშმარიტი მსაჯული, მეფე და მღვდელმთავარი და დასრულდა ებრაელებში ყოველგვარი მმართველობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდგმას მახარებელი მიაკუთვნებს ქრისტესაც, რითაც ჩვენთან მის ერთობას იცავს იგი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მახარებელი ქრისტეს ნათესაობაზე წერდა იმ დროს, როცა მისი დავითი შთამომავლობა ნებისმიერი იუდეველისათვის მას შეეძლო დაემტკიცებინა წერილობითი საბუთით, როცა ყოველ მათგანს შეეძძლო თავად დარწმუნებულიყო ამაში, თუ რა თქმა უნდა ექნებოდა ამისი სურვილი.


ვნახოთ თუ როგორ განიმარტება ლუკა მახარებლის მიერ გადმოცემული შებრუნებული გენეოლოგია



თეოფილაქტე ბულგარელი: 23-37 და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსე-ბისა, მატათისა, ამოსისა, ნაო-მისა, ესლისა, ნაგესა, მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუ-დაჲსა, იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, მელეაჲსა, მაჲნა-ნისა, მატათანისა, ნათანისა, დავი-თისა, იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, ამინადაბისა, არამისა, ესრო-მისა, ფარეზისა, იუდაჲსა,. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა, სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, კაინანისა, არფაქსა-დისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. – უფალი ოცდაათი წლისა მოინათლა, რადგან ეს ყველაზე უფრო სრულყოფილი ასაკია და მასში ადამიანი ვლინდება, ან როგორც პატივსაცემი, ანდა როგორც უვარგისი. ლუკა წარმოგვიდგენს უფლის გენეალოგიას შებრუნებული თანმიმდევრობით, მათესგან განსხვავებით, რათა გვიჩვენოს, რომ ახლა ხორციელად შობილი, ღმრთისგანაა, - ვინაიდან შეხედე, როგორ ადის გენეალოგია ღმერთამდე; და ამასთან, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ იგი იმიტომ განკაცდა, რომ ყველანი, ამ შუალედში მყოფ მამათაგან, ღმერთთან მიეყვანა და შვილება მიენიჭებინა. შემიძლია სხვაგვარადაც ვთქვა: უფლის შობა, როგორც უთესლო, უნდობლობას იწვევდა; ამიტომ მახარებელი, სურს რა გვიჩვენოს, რომ სხვა დროსაც იყო უთესლოდ შობილი ადამიანი, უდაბლესთაგან ადის ადამამდე და ღმერთამდე. იგი თითქოს ასე ამბობს: თუკი არ გწამს, თუ როგორ იშვა მეორე ადამი უთესლოდ, მაშინ, გთხოვ, მიმართე გონებით პირველ ადამს და შენ აღმოაჩენ, რომ იგი ღმერთის მიერ უთესლოდაა შექმნილი და ამის შემდეგ ნუ იქნები ურწმუნო.


წმ. ირინეოს ლიონელი
გვაუწყებს იმის შესახებ თუ რა სურდა ეთქვა ლუკა მახარებელს მის მიერ გადმოცემული გენეოლოგიით: “პირველ დედამ, ევამ, როდესაც მან გველის სიტყვა მუცლად იღო (ანუ გველს დაუჯერა) ამით ცოდვის პირველი ნასკვი შეკრა. პირველ ნასკვი ცოდვისა ევასგან მომდინარეობს, ამ პირველ ნასკვს ამყარებს და ამჭიდროებს ადამი და ორივენი არიან პირველცოდვის ნასკვად შემკვრელნი, რამაც მათი დაცემა განაპირობა. მაგრამ ამ დაცემულობაში ადამისა და ევასგან შობილმა კაცობრიობამ სხვადასხვა თაობაში იმ პირველ ცოდვის ნასკვს მრავალი სხვა ნასკვი მიუმატა და ასე კაცობრიობის ისტორია დახუნძლული შეცოდებებით მივიდა იმ ეპოქამდე, როცა მაცხოვარი უნდა შობილიყო”...
“...და ამით (ამ სწავლებით. იგულისხმება სწავლება შემოკრების შესახებ), საღვთო წერილი მოასწავებს მარიამისგან ევასკენ უკუწრებრუნვას (ლათ. “რეცირკურაციო”), რადგან სხვაგვარად შეუძლებელია იმის გამოხსნა, რაც შეიკრა, თუკი კვანძების ხვეულა არ დაირღვევა უკუმიქცევით. წინარე ნასკვები სწორედ მომდევნოთა გზით გაიხსნება, ანუ პირიქით, რომლებიც მეორენი არიან თავისუფალ-ჰყოფენ პირველთ. ასე რომ პირველი ნასკვი მეორე ნასკვის გზით გაიხსნება, ანუ მეორე ნასკვი არის საშუალება პირველის გახსნისა. სწორედ ამიტომ ამბობდა უფალი: “წინანი უკანა და უკანანი წინა”. ამასვე მოასწავებდა წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობდა: “მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი” (ფს. 44,17), რადგანაც უფალი არის პირმშო მკვდართა, რომელიც იშვა და რომელმაც თავის წიაღში შეიწყნარა წინარე მამანი, ახლად შვა ისინი ღვთის ცხოვრებაში და გახდა დასაბამი ცოცხალთა. ისევე როგორც ადამი გახდა დასაბამი მკვდართა. სწორედ ამიტომ ლუკამაც შთამომავლობითი დასაბამი უფლისგან დაიწყო და ადამამდე ავიდა, რითაც ცხადყო, რომ არათუ მათ შვეს იგი, არამედ ამან შვა ისინი ახლად ცხოვრების სახარებაში. ასევე ევამაც ურჩობის ნასკვის გამოხსნა მარიამის მორჩილების გზით მიიღო, ანუ რაც შეჰკრა ქალწულმა ევამ ურწმუნოებით, ის ქალწულმა მარიამმა გამოიხსნა სარწმუნოებით”...


მათე და ლუკა მახარებლების მიერ გადმოცემულ გენეოლოგიათა განსხვავებების შესახებ



თეოფილაქტე ბულგარელი: ზოგიერთები კითხულობენ: რატომაა, რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელისას? ვინაიდან შეუძლებელია, ამბობენ, ერთი და იგივე ორი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელისად – სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლი შვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო. ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო (II სჯ. 25, 5-6), თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისაგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ – ის ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია; ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისთვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.

ევსები კესარიელი: რადგან მათე და ლუკა მახარებლების მიერ ქრისტეს შესახებ არსებული გვარტომობის განსხვავებული გადმოცემები მრავალთა მიერ ერთმანეთთან შეუთანხმებლად მიიჩნევა; და თითოეული მორწმუნე ამ ადგილის შესახებ ჭეშმარიტების უმეცრებით განმარტებების მოგონებას ეშურება, მოდი და მათ შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიასაც გადმოვცემთ, რომელიც ჩვენს მიერ ცოტა ზემოთ ხსენებულმა აფრიკელმა გვარტომობათა ურთიერთთანხმობის შესახებ არისტიდესადმი32 მიწერილ ეპისტოლეში სხვათა აზრები, როგორც არაბუნებრივი და ნატყუარი, ამხილა, ხოლო თვითონ ისტორია შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: ”მას შემდეგ, რაც ისრაელში გვართა სახელები აღირიცხებოდა ბუნებით ან რჯულით; ბუნებით, კანონიერი თესლის მემკვიდრეობით, რჯულით კი როდესაც სხვა ქმნის ბავშვს უშვილო გარდაცვლილი ძმის სახელით (რადგან აღდგომის ნათელი იმედი ჯერ კიდევ არ იყო მოცემული და მომავალ აღთქმას მოკვდავი აღდგომით ბაძავდნენ, რათა გარდაცვლილის სახელი უწყვეტად დარჩენილიყო); ამიტომ ამ გვარტომობით ჩამომავალნი, ზოგი მამისაგან კანონიერად მონაცვლე შვილი იყო, ზოგი კი სხვებისგან იშვა, ხოლო სახელი კი სხვების მიიღო, ორივეს მოხსენიება მოხდა, ნამდვილი მშობლებისაც და ვითომ მშობლებისა. ამგვარად, სახარებაში არ არის არავითარი შეცდომა, არც ბუნებით და არც რჯულიერ აღრიცხვაში. რადგან ერთმანეთს შეეწნა გვარი, სოლომონისგან ჩამომავალიც და ნათანისგანაც, უშვილოთა და მეორე ცოლიანთა ”აღდგომით” და თესლის აღდგენით, როგორც სამართლიანად ითვლებიან ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პიროვნებების ნამდვილ და ასეთად მიჩნეულ მამათა შვილებად; რადგან ორივე თხრობა სრულიად ჭეშმარიტი არის, რომელიც იოსებამდე დახლართულად მაგრამ ზედმიწევნით ჩამოდის. ნათქვამი რომ ცხადი გახდეს, მოგითხრობთ გვარების მონაცვლეობას. თუ დავითისაგან სოლომონის ხაზით აღვრიცხვათ, ბოლოდან მესამე აღმოჩნდება მატათა, რომელმაც შვა იაკობი, იოსების მამა; დავითის შვილ ნათანისაგან კი ლუკას მიხედვით ასევე ბოლოდან მესამე არის მელქი; რადგან იოსები იყო მელქის ძის, ელის ძე. ეხლა ყურადღებას იოსებს მივაპყრობთ და მოგითხრობთ, თუ როგორ აღმოჩნდა ორივე მისი მამა, იაკობი – სოლომონის გვარისაგან ჩამომავალი და ელი – ნათანის გვარისაგან, აგრეთვე როგორ იყვნენ ისინი, იაკობი და ელი, ძმები და მათ უწინარეს როგორ გახდნენ იოსების პაპებად მათი მამები, მატათა და მელქი, რომლებიც განსხვავებული გვარისანი იყვნენ. ამრიგად, მატათამაც და მელქიმაც ერთმანეთის შემდეგ მოიყვანეს ერთიდაიგივე ქალი და ერთი დედის ძმები შექმნეს, რადგან რჯული არ აბრკოლებს ქვრივს, გაყრილს ან მას, ვისაც გარდაცვლილი ჰყავს ქმარი, რომ სხვაზე დაქორწინდეს; ესთასაგან (გადმოცემით ასე ერქვა ქალს) პირველად მატათამ, სოლომონის გვარის ჩამომავალმა, შვა იაკობი, მატათას აღსრულების შემდეგ იგი, დაქვრივებული, როგორც ზემოთ ითქვა, ცოლად მოიყვანა მელქიმ, ნათანის გვარის ჩამომავალმა, იმავე ტომისამ, მაგრამ სხვა გვარის მქონემ, და ეყოლა ძე ელი. ამგვარად, აღმოვაჩენთ, რომ იაკობიც და ელიც იყვნენ ერთი დედის ძმები, ორი განსხვავებული გვარიდან ჩამომავალნი; ერთმა მათგანმა, იაკობმა, როდესაც აღესრულა მისი უშვილო ძმა ელი, მისი ქალი ცოლად მოიყვანა და მისგან შვა მესამე, იოსები, რომელიც ბუნების მიხედვით (ასვე ლოგიკურად, რის გამოც დაიწერა: ”იაკობმა შვა იოსები”) მისი, ხოლო რჯულის მიხედვით ელის ძე იყო; რადგან მას იაკობმა, ძმამ, აღუდგინა თესლი. ამიტომ მის მიხედვით გვარტომობაც არ იქნება არაქმედითუნარიანად გამოცხადებული. მათე მახარებელმა კი ასე აღრიცხა: ”იაკობმა შვა იოსები”, ლუკა კი ამბობს: ”რომელიც იყო, როგორც ფიქრობდნენ” (რადგან ამასაც დასძენს), ”იოსების, ელის, მელქის”. რადგან რჯულისმიერი შობის მიხედვით უფრო ნიშანდობლივად თქმა შეუძლებელი იყო, და სიტყვა ”შვას” ასეთ შვილთქმნებზე აღარ ახსენებს გვარტომობის დასასრულამდე, რადგან მიდის უკუსვლით სიტყვებამდე ”ადამის, ღმერთის”. ეს არც დაუმტკიცებლად არც ფუჭად არის ნათქვამი, რადგან მაცხოვრის ხორციელმა ნათესავებმა, ან საკუთარი თავის გამოჩენის გამო, ან უბრალოდ სასწავლოდ, ნებისმიერ შემთხვევაში კი ჭეშმარიტად გადმოსცეს ეს. როდესაც იდუმეველი ავაზაკები პალესტინის ქალაქ ასკალონში შევიდნენ, აპოლონის საკერპოდან, რომელიც ქალაქის კედლებზე იყო აშენებული, ვინმე ჰეროდე ჰიეროდულოსის შვილი სხვა ტყვეებთან ერთად წაასხეს, და რადგან მღვდელს ვაჟიშვილის გამო გამოსასყიდის გადახდა არ შეეძლო, ანტიპატროსი იდუმეველთა ჩვეულებებით აღიზარდა, მოგვიანებით კი იუდეველ მღვდელმთავარს ჰირკანს დაუმეგობრდა; პომპეუსთან ჰირკანის გამო შუამავლობდა და მისთვის ძმის არისტობულოსის მიერ წართმეულ სამეფოს ანთავისუფლებდა. მას ბედი სწყალობდა და პალესტინის ზედამხედველად დაინიშნა. ანტიპატროსი, რომელიც მრავალი წარმატების გამო შურით აღძრულებმა ღალატით მოკლეს, მისმა ძემ ჰეროდემ შეცვალა, რომელიც მოგვიანებით ანტონიუსის მიერ და უმაღლესი სენატის გადაწყვეტილებით იუდეველთა მეფედ დაინიშნა; მისი შვილები იყვნენ ჰეროდე და სხვა ტეტრარქები35. ამ ამბავს იზიარებენ ელინთა ისტორიებიც; ებრაელთა და პროზელიტთა ჩამომავლების, როგორებიც იყვნენ აქიორ ამონიელი და რუთ მოაბელი, ასევე გვარები მათი შერეული ოჯახებისა, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიქცნენ, იმ დრომდე აღწერილი იყო არქივებში; ხოლო რადგან ჰეროდე არანაირად არ უკავშირდებოდა ისრაელიტთა გვარებს და ამასთან მდაბიო წარმოშობისა იყო, და რადგან თავისი მდაბიო წარმოშობის გამო გონება ჰქონდა შერყეული, დაწვა საკუთარი გვარის აღწერილობა; იგი ფიქრობდა, რომ კეთილშობილი წარმომავლობის პიროვნებად წარმოჩნდებოდა, თუ ვერავინ შეძლებდა მისი გვარის გამოყვანას პატრიარქების ან პროზელიტების, ან შერეული წარმოშობის მქონე ე.წ. გერების გვარებიდან. მცირედნი იყვნენ ისინი, ვინც ზრუნავდა თავისი თავის შესახებ კერძო ჩანაწერების ქონაზე, ან სახელების დამახსოვრებით ამ სხვაგვარად ასლებიდან გადმოღებით, და თავს იწონებდა კეთილშობილების ხსნოვნის შენახვით; მათ შორის იყვნენ ზემოხსენებული ე.წ. ”დესპოსინები”, რომელთაც ეს ეწოდებოდათ მაცხოვრის გვართან კავშირის გამო, რომლებიც იუდეველთა სოფლებიდან, ნაზარეთიდან და კოხაბიდან, იყვნენ გამოსულები და მათი წარმომავლობის წინარე გვარტომობას ”დღეთა წიგნის” მეშვეობით განმარტავდნენ. ასე იყო, თუ სხვაგვარად, უფრო ცხადი განმარტების აღმოჩენას, როგორც ვფიქრობ მეც და ასევე ყველაფერში კეთილგონიერნიც, ალბათ სხვა ვერავინ შეძლებს, და ჩვენც ეს ვიკმაროთ, რადგან თუ დაუმოწმებელი არის, უკეთესის ან უფრო ჭეშმარიტის თქმა არ ძალგვიძს, ნებისმიერ შემთხვევაში სახარება ჭეშმარიტებას ამბობს”. ეპისტოლის დასასრულს კი დასძენს: ”სოლომონისგან ჩამომავალმა მატათამ შვა იაკობი. იაკობის სიკვდილის შემდეგ ნათანისგან ჩამომავალმა მელქიმ იმავე ქალისგან შვა ელი. ასე რომ, ელი და იაკობი არიან ერთი დედის შვილები. როდესაც ელი უშვილოდ გარდაიცვალა, იაკობმა აღუდგინა მას თესლი და შვა იოსები, ბუნებით მისი, რჯულის მიხედვით კი ელის ძე. ამგვარად ორივე მათგანის ძე იყო იოსები”.

ასე ასრულებს აფრიკელი. როდესაც იოსებისგან ამგვარად გამოყავს გვარტომობა, შესაძლოა მარიამიც იმავე ტომის ჩამომავლად წარმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მოსეს რჯულის მიხედვით ნებადართული არ იყო სხვადასხვა ტომების აღრევა; რადგან იყო მცნება, რომლის მიხედვით დასაქორწინებლად უნდა შეუღლებულიყვნენ ერთი და იმავე ხალხისგან და სანათესაოდან, შთამომავლობის მემკვიდრეობა რომ არ გადასულიყო ტომიდან ტომზე”.

წმ. იოანე დამასკელი: როგორც ღვთის წინასაუკუნო და წინასწარმცოდნეობითი განზრახვით იყო წინაგანსაზღვრული, აგრეთვე წინასწარმეტყველთაგან, სულიწმინდის მიერ, მრავალგვარი ხატებითა და სიტყვებით გამოხატული და წინაქადაგებული, აღმოცენდა იგი წინაგანსაზღვრულ ჟამს დავითისეული ძირისგან ამ უკანასკნელისადმი მიცემულ აღთქმათა გამო, რადგან თქმულია: „ეფიცა უფალი დავითს ჭეშმარიტებას და არ უარყოფს მას. შენი მუცლის ნაყოფისგან დავსვამ შენს ტახტზე“ (ფს. 131,11). და კიდევ: „ერთგზის ვეფიცე ჩემს წმინდანს, ვეცრუები კი დავითს? მისი თესლი უკუნისამდე დარჩება და მისი ტახტი - როგორც მზე ჩემს წინაშე და როგორც მთვარე, - შემტკიცებული უკუნისამდე და სარწმუნო მოწმე ცაში“ (ფს. 88,36-38). ესაიაც ამბობს: „აღმოცენდება კვერთხი იესესგან და ყვავილი ამოვა ძირისგან“ (ესაია 11,1).
ის, რომ იოსები დავითისეული ტომის შთამომავალია, აშკარად წარმოაჩინეს უსამღვდელოესმა მახარებლებმა მათემ და ლუკამ, თუმცა მათეს იოსები სოლომონის გზით გამოჰყავს დავითისგან, ლუკას კი - ნათანის გზით. რაც შეეხება წმინდა ქალწულის შობას, ამის შესახებ ორივემ დაიდუმა.
საჭიროა ვიცოდეთ, რომ არც ებრაელთა ჩვეულება იყო და არც საღვთო წერილისა, ქალთა გვარტომობის შესახებ უწყება. ამასთან, არსებობდა რჯულდება, რომ ერთ ტომს არ ეთხოვა ქალი მეორე ტომისგან. ამიტომ, რადგან სწამებს საღვთო სახარება, რომ იოსები, შთამომავალი დავითისეული ტომისა, მართალი იყო, წმინდა ქალწულზე უკანონოდ არ დაიწინდებოდა იგი, თუ მარიამიც იმავე სკიპტრის (ე.ი. იმავე სამეფო გვარის) შთამომავალი არ იქნებოდა. ამიტომაც, როდესაც წერილმა აჩვენა იოსების წარმომავლობა, ეს იკმარა.

ამასთან, საჭიროა იმის ცოდნაც, რომ არსებობდა შემდეგი რჯულდება. როდესაც ძმა უშვილოდ აღესრულებოდა, მის ძმას გარდაცვლილის ცოლი უნდა შეერთო და თესლი აღედგინა ძმისთვის. ვინც ამ გზით იშვებოდა, ბუნებითად მეორისა ანუ მშობლისა იქნებოდა, მაგრამ რჯულდების თანახმად - გარდაცვლილისა.
ამრიგად, ნათანის, დავითის ძის, ხაზით ლევმა შვა მელქი და პანთერი, პანთერმა შვა ბარპანთერი, ასე ზედწოდებული. ამ ბარპანთერმა შვა იოაკიმი, იოაკიმმა კი შვა წმინდა ღვთისმშობელი. მეორე მხრივ, სოლომონის, დავითის ძის ხაზით, მატთანს ჰყავდა ცოლი, რომლისგანაც შვა მან იაკობი, ხოლო როდესაც აღესრულა მატთანი, მელქიმ ნათანის ტომიდან, ლევის ძემ და პანთერის ძმამ, შეირთო მატთანის ცოლი, დედა იაკობისა და მისგან ეყოლა ელი. ამგვარად, იაკობი, რომელიც იყო სოლომონის ტომიდან, და ელი, რომელიც იყო ნათანის ტომიდან, გახდნენ ძმები ერთი დედისგან. ამასთან, ელი, რომელიც იყო ნათანის ტომიდან, აღესრულა უშვილოდ. მისი ცოლი შეირთო იაკობმა, მისმა ძმამ, რომელიც იყო სოლომონის ტომიდან, და შვა იოსები.
ამრიგად, იოსები ბუნებითად შვილია იაკობისა, სოლომონის შთამომავლისა, რჯულდებითად კი - ელისა, ნათანის შთამომავლისა.

პოსტის ავტორი: †სერგი თარიღი: Nov 20 2012, 01:07 AM

ხალხო დამეხმარეთ მაცხოვრის გენეალოგიაზე ვწერ რეფერატს და ლიტერატურა მიმითითეთ თუ რამე ელექტრონულიცაა ლინკებიც biggrin.gif kiss1.gif მადლობები წინასწარ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2012, 02:12 AM

†სერგი
მოხვალ სემინარიაში ხვალ?
(უკვე დღეს)

რაღაცეებს მეც გეტყვი...

პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Nov 20 2012, 02:12 PM

†სერგი
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ანდრიას უთხარი და დაგეხმარება biggrin.gif სახარების განმარტების PDF ფაილებს მე მოგცემ თუ გინდა
ვალერი ვარ.
http://rustveli.ge/VN5.html

პოსტის ავტორი: †სერგი თარიღი: Nov 20 2012, 08:08 PM

მადლობები. გურამ ხუთშაბათს მითხარი დღეს გამოვიქეცი საქმე მქონდა რაცღა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 21 2012, 01:33 AM

ციტატა
მადლობები. გურამ ხუთშაბათს მითხარი დღეს გამოვიქეცი საქმე მქონდა რაცღა

კაი.
ხუთშაბათამდე.
(წმ.იოანე ოქროპირსაც მოგცემ)

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 19 2013, 06:08 PM

აბა ჩემი შეკოწიწებული სწავლებები მოკლედ თუ დაგაინტერესებთ.

„წიგნი შობისა იესო ქრისტესი“[2]

წიგნი შობისა. – აქ მათე მახარებელი არ იყენებს სიტყვებს: „ხილვა“ ან „სიტყვა“ წინასწარმეტყველთა მსგავსად, მაგ. როგორც დაწერილია: „ხილვა რომელი იხილა ესაია“[3] ან: „სიტყვა რომელი იყო ესაიასადმი“,[4] არამედ წერს წიგნი შობისა, რადგან წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე და კეთილგონიერ ხალხს მიმართავს, თან მას არც ხილვა ჰქონია, არამედ გრძნობისმიერად იყო და ჭვრეტდა ჩვენს უფალს.[5]

ზოგიერთთა აზრით პირველი გამოთქმა „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“ საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას.[6] ეს მოსაზრება არ უნდა იყოს უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათე მახარებელი ებრაელთათვის წერდა, იმ პერიოდისთვის კი ებრაული ტრადიციით ყოველ ტომს გააჩნდა საკუთარი გენეალოგია.

წიგნი შობისა იესო ქრისტესი. – სიტყვა იესო (ებრაულად – „იეშუა“) განიმარტება როგორც: „მხსნელი“, „მაცხოვარი“. უფალთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის გამოხატავს კაცთა მოდგმის ხსნის, ცხოვნების მის მიერ აღსრულებულ საქმეს.[7] ხოლო ზედსართავი სახელი „ქრისტე“- ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს „ცხებულს“,ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა „მაშიაჰ“ – „მესია“, რის გამოც უფალი ჩვენი იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.[8]

ძველ დროში ქრისტეებად მეფეები და მღვდელმთავრები იწოდებოდნენ, რადგანაც მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ კურთხევისას, ზეთს რომელიც რქაში იდგა და საკურთხებელი პიროვნების თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე.[9]

როგორც წმიდა მამა ირინეოს ლეონელი მოგვითხრობს: „სახელში ქრისტე იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც,რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძალით მცხო მე“,[10] აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულიწმიდა“.[11]

გენეალოგიაში მოხსენიებულ და გამოტოვებულ პირთა შესახებ

„ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“.[12] – იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა.[13] მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ ასახელებს მახარებელი პირველად დავითს და შემდეგ აბრაამს? აბრაამი ხომ დავითამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა და პირველმაც მან მიიღო აღთქმა, ხოლო შემდეგ დავითმა, თან მახარებელი უშუალოდ გენიალოგიაზე გადასვილსას ხომ აბრაამით იწყებს პიროვნებათა სახელების ჩამოთვლას და შემდეგ ახსენებს დავითს? როგორც ჩანს მათე მახარებელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დავითისადმი მიცემული აღთქმა მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვდებოდა, როგორც ეს აბრაამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, არამედ იგი უფრო კერძო იყო და დავითის სახლს ეკუთვნოდა. პირველად დავითის დასახელებით მახარებელს სურს აჩვენოს ებრაელებს, რომ სწორედ იმ მესიაზე საუბრობს, რომელსაც იუდეველები მოელოდნენ, როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრეს.[14]

აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; [15]

რატომ მოიხსენია წმიდა მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა – ისმაილზე და არც იაკობის ძმა – ესავზე?

„ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე – წინაპართაგან. მაგრამ მე ამას არ ვიტყოდი: ეს თუ ასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისაგან წარმოდგება, არაფერი ჰქონიათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი. აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება“.[16]

საინტერესოა რა აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც მახარებელი მაცხოვრის გენეალოგიაში ისეთ მდედრობით პირებს იხსენიებდა როგორების იყვნენ: თამარი, რექაბი, რუთი და და დავით მეფის უკანონო ცოლი, რომელიც მან ურიას წაართვა?

წმიდა იოანე ოქროპირი გაკვირვებით წამოიძახებს: “რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლის შერევის ისტორიას რომ გვახსენებ?“[17] და იქვე თვითონვე პასუხობს თავისსავე წამოძახილს: „განკაცებული ღმერთის გენეალოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისთვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი.“[18]

ზემოთ ხსენებულ დედაკაცთა ისტორია ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლა კი ყურადღება მხოლოდ თამარზე გავამახვილოთ, რომელმაც იუდას ორი ტყუპი ვაჟი უშვა, ფარეზი და ზარა. განმმარტებელთა აზრით, მახარებელი აქ ორივე პიროვნებას იმიტომ ასახელებს, რომ ისინი ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის – იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.

და ბოლოს: „როცა ასეთი დედაკაცნი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს; რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძვნება, არამედ – ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას… ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ ებრაელთათვის კი არა, არამედ ყოველი ხალხის საცხოვნებელად მოევლინა, ყოველგვარი გვარტომობისა და წარმომავლობის, ღირსებისა და სქესის მიუხედავად.[19]

სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.[20]

იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის – ოქოზიას, იოასისა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის… განმმარტებლები მიიჩნევენ რომ მახარებელმა ეს მეფეები მათი წარმომავლობის გამო გამოტოვა, რადგან ისინი ეკუთვნოდნენ აქაბის გვარს, მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, – ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება.[21] მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს – იოაკიმეს შეეხება. მიიჩნევენ რომ ეს გამოტოვება გადამწერთა ბრალი უნდა იყოს, იოაკიმესა და იექონიას სახელთა მსგავსების გამო. ამიტომ მიიჩნევენ რომ მათე მახარებლის ეს ადგილი შემდეგნაირად უნდა იქნას წაკითხული: იოაკიიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა. ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს ან თყვეობაში გადასახლების წინ[22] ისრაელი ერისა.[23]

შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.[24]

რადგანაც წმიდა მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ.[25] მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთის მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ.[26] მეორეს მხრივ კი – იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი.[27]

იოსები

იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.[28]

ყოველივე ზემოთქმულის მსგავსად როდი ამბობს მახარებელი, იაკობ შვა იოსებ და იოსებ შვა იესოო, არამედ მიაწერს რა მხოლოდ ღვთისმშობელ მარიამს იესოს შობას, ამბობს: „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო..“. აქ ნათლად წარმოაჩენს, რომ იოსები არ ყოფილა მაცხოვრის ბუნებრივი მამა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეშვეობით მოევლინა ქვეყანას და იოსებს მის შობაში არანაირი წილი არ მიუძღვის, რამეთუ ძე ღმერთს ჰყავს რა ერთი ბუნებითი მამა, რომლისგანაც იშვა იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იშვება მისგან მარადჟამს. დიახ აქ მახარებელი ხაზს უსვამს მაცხოვრის ღვთაებრივ შობას ქალწული მარიამისგან და ამზადებს მკითხველს მოსასმენად იმისა თუ როგორ მოხდა ჩასახვა დაუტევნელი ღმერთისა ქალწულის წიაღში და როგორ მოხდა განკაცება მისი.

ჩდება კითხვა, თუ ქრისტეს შობა მხოლოდ ქალწული მარიამისაგან მოხდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი აღწერს იოსების გენეალოგიას და არა მარიამისას?

საქმე იმაშია, რომ ებრაული ტრადიციის მიხედვით ქორწინდებოდნენ მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები, რამეთუ მოლოდინი იყო მესიისა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, მის შთამომავალთ, იუდას და შემდეგ უკვე ღვთაებრივ დავითს, რომ მისი სახლიდან წარმოსდგებოდა ის ვისთვისაც იყო განჩინებული მოსვლა: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა”.[29] შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან. ამიტომ თუკი სიტყვებს: “სახლისაგან და ტომისა დავითისა” მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქაწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღვევდა.

გენეალოგიის დაყოფა სამ ნაწილად

ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.[30]

მახარებელი გენეალოგიას სამ ნაწილად ჰყოფს და ეს არ არის უმიზეზოდ. ამ დაყოფას საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში:

პირველი – აბრაამიდან დავითამდე პერიოდი მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს და დავით მეფის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელები პატრიარქების, წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მმართველობის ქვეშ იყვნენ.

მეორე – ეს პერიოდი მოიცავს მეფეთა დროს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, როდესაც დაიწყო ბაბილონში გადასახლება ანუ ტყვეობა.

მესამე – ხოლო ეს პერიოდი უკვე დროა, როდესაც ებრაელი ერი ცდილობს დამოუკიდებლობის აღდგენას და მათ ხელმძღვანელობენ მღვდელმთავრები მაცხოვრის გამოჩენამდე.

„წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა – 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2.მეფობის პერიოდი და 3.მღვდელმთავართა პერიოდი, რომელებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წიინასწარმეტყველებაა მის შესახებ.“[31]

მათე და ლუკა მახარებლების მიერ გადმოცემულ გენეალოგიათა განსხვავებების შესახებ

ზოგიერთები კითხულობენ: რატომაა, რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელისას? ვინაიდან შეუძლებელია, ამბობენ, ერთი და იგივე ორი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელისად – სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლი შვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო. ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო (II სჯ. 25, 5-6), თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისაგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ – ის ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია; ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისთვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.[32]

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2013, 07:11 PM

†სერგი†
ძმა ხარ! ძმაა!

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 5 2013, 07:44 PM

რატომ ჩაკვდა ეს თემა? არადა შეინიშნება მომენტი რომ როცა ადამიანები სახარებას კითხულობენ ყოველთვის "ახტებიან" მათეს პირველ თავს, არადა რაც მე მიწერია არის მაქსიმალურად შემოკლებული და ამ თემის უსაზღვროდ გაშლაა შესაძლებელი ნუთუ არავის აინტერესებს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 5 2013, 10:50 PM

†სერგი†
ეტყობა ყველამ იცის და არ აინტერესებთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 6 2013, 08:31 AM

ციტატა
ეტყობა ყველამ იცის და არ აინტერესებთ


ნეტაი ეგრე იყოს და sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 6 2013, 09:26 AM

†სერგი†
შენს ნაშრომს ამას წინათ გავეცანი და ძალიან მომეწონა კარგად არის დაწერილი ადამიანმა რომ ადვილად გაიგოს kiss1.gif
დავითის პოსტებს ვერ გავეცანი და დრო რომ გამომიჩნდება აუცილებლად გავეცნობი kiss1.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 6 2013, 09:32 AM

ციტატა
შენს ნაშრომს ამას წინათ გავეცანი და ძალიან მომეწონა კარგად არის დაწერილი ადამიანმა რომ ადვილად გაიგოს
დავითის პოსტებს ვერ გავეცანი და დრო რომ გამომიჩნდება აუცილებლად გავეცნობი


ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს მოყვანილი დავითს და გირჩევ გადახედო აუცილებლად kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2013, 10:05 AM

†სერგი†
ჩასკდი შენ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 6 2013, 11:51 AM

ციტატა
ჩასკდი შენ...


აი სმას რომ დაიწყებ მერე ერთად ჩავსკდეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 6 2013, 12:21 PM

ციტატა(†სერგი† @ Sep 6 2013, 11:51 AM) *

აი სმას რომ დაიწყებ მერე ერთად ჩავსკდეთ biggrin.gif

მაგ დროს გურამმაც უნდა დაიწყოს სმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2013, 02:24 PM

აოფებთ ლოთებო !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 6 2013, 02:29 PM

A.V.M
კაი ბოლო ოფი იყოს მაშინ ჩემი. მაგრამ რა შუაშია ლოთობა?! ქართველებს ქეიფის სიყვარული ოდითგანვე მოგვდგავს, ჩვენ კი ამ ყველაფრის ღირსეული გამგრძელებელნი ვართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2013, 02:31 PM

G_saxva
გავუზიაროთში გავაგრძელოთ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: შამხაზაი თარიღი: Jul 12 2023, 02:50 AM

ციტატა(skeptikosi @ Apr 22 2008, 02:22 PM) *

მე საერთოდ ის მაინტერესებს მაცხოვარი ხომ ებრაელი იყო ჰოდა გენეალოგია რატომ წერია მამიდან შვილზე? თუ ჩახედულიარ ვარ კარგად ბოდიშს ვიხდი

იმიტომ, რომ მართალია ებრაელად იწოდება ის, ვისაც დედა ყავს ებრაელი, (ან გვიურათი მორჯულებულია როგორც რუთი) მაგრამ ტომობრივი კუთვნილება გადაეცემა მხოლოდ მამის ხაზით. იმის გასარკვევათ, თუ ისრაელის რომელ ტომს ეკუთვნის ებრაელი უნდა გამოიკვლიო მამის სახლეულის ვინაობა, როგორც ეს წერია კიდეც აქ: ბემითბარ 1:18 (რიცხვნი)

18. მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ, ოცი წლიდან მოყოლებული,

ებრაელ ქალს უფლება არ აქვს და არც არასოდეს ქონდა შვილი იმ ტომის ებრაელად დაწეროს, რომელსაც თავად ეკუთვნის ეს უფლება აქვს მხოლოდ მამაკაცს და ისიც მხოლოდ ხორციელი შვილის მიმართ, გერს ან შვილადაყვანილსაც კი ვერ გადაცემს ტომობრივ კუთვნილებას, აუცილებლად ბიოლოგიური მამა უნდა იყოს.

აი სწორედ ამიტომ და კიდევ იმიტომ, რომ ქრისტეანებმა იეშუას სასწაულებრივად შობის ლეგენდით მოატყუეს ჯერ წარმართი ბერძნები, ხოლო შემდეგ რომაელები და სხვა დანარჩენი წარმართები, რითიც მამის ხაზი მოაჭრეს და თავები დილემის წინაშე დაიყენეს ებრაელებმა არ მიიღეს ის როგორც მაშიახი იუდას ტომიდან. დღეს კი დგანან და იოსევის გენეოლოგიის გადაქცევას ცდილობენ იეშუას გენეოლოგიად "პროსტინა" პოსტებითა და ე.წ წმინდა მამათა უკიდეგანოდ ვრცელი ე.წ განმარტებებით, მაგრამ ვერ ახერხებენ და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს უტევენ მუქარებით. წარსულშიც ასე იყო, ამ საკითხზე სიტყვა, რომ დაგცდენოდა კოცონი არ აგცდებოდა. ლევიტი მირიამის (და არა მარიამის) იუდას ტომელ ქალად გადაქცევის მითიც ამ ამბავს უკავშირდება მამის ხაზი ხომ მოაგლიჯეს იოსევის სარეცელიდან წამოგდებითა და იქ მის ნაცვლად რუახ ჰა კადოშის (სულიწმიდის) ჩაწვენით, შემდეგ დასხდნენ და იფიქრეს მართალია ებრაელებს ვერ დავაჯერებთ ამ სისულელეს, რადგან მათ იციან, რომ იუდას ტომიდან ბავშვს აუცილებლად უნდა ყავდეს ბიოლოგიური მამა, რომელიც აგრეთვე იუდას ტომიდან იქნებაო, მაგრამ წარმართი ბერძნები ხომ არიან შეჩვეული ლეგენდებს ზევსისა და პელევსის ნაბუშრებზე (ჰერაკლე, აქილევსი) და აი ეს მითიც ბერძნებისათვის კარგად ნაცნობი და მანამდეც მიღებული, ბერძნებსვე შეასაღეს ჭეშმარიტებად. თანაც მოგვიანებით მეორე ტყუილიც დასძინეს, რომ თითქოს მირიამი იყო იუდას ტომიდან საამისოდ მათ ე.წ წმინდა იოანე დამასკელს დააწერინეს არარსებული იოაკიმეს არარსებული გენეოლოგია და ერთი მირიამის მამად გაასაღეს, მეორე კი მირიამის გენეოლოგიად, მაგრამ ამ ტრაქტატით ებრაელებთან მაინც ვერ მივიდნენ, იმიტომ რომ ებრაელები ეტყოდნენ: მერე რა? ლევიტი მირიამი დავუშვათ დაგიჯერეთ და იუდას ტომიდან არის, როდის იყო ქალს უფლება ქონდა ბავშვის იმ ტომის ებრაელად დაწერის, რომელსაც თავად ეკუთვნის? აი ამიტომ ეს ლეგენდაც წარმართთა შორის განავრცეს და ებრაელებს კი დააბრალეს, რომ თვალსა და გულებზე რიდე უკეთიათ, ვერ აზროვნებენ, ებრაელების ღმერთს ესენი ებრაელებზე უკეთ იცნობენ და ა.შ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)