IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა?
ნათია
პოსტი Feb 23 2008, 01:31 PM
პოსტი #41


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიორგი
ციტატა
არა, სასულიერო პირმა აღსარება არ უნდა გაამხილოს, მაგრამ უნდა მოუწოდოს დამნაშავეს მართლმსაჯულებაში გამოცხადებისკენ

მოწოდება ერთია და შესრულება მეორე...



P.S. მოცემულ მომენტში ვინ როგორ მოვიქცევით არ ვიცით


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 23 2008, 02:15 PM
პოსტი #42


დაურეგისტრირებელი









ციტატა
გიორგი, ცოტა თავი შეიკავე. მე მაგალითად ის მრცხვენია სტიქაროსანი ძველბიჭური აზროვნებიდან რომ ვერ გამოსულხარ, მაგრამ რა ვქნა?!

უიჰ
ძველბიჭურ აზროვნებას რას ეძახი შენ? სკოლაში რო მიტყეპავდნენ ზოგიერთებს და მერე რომ უნდა ჩაეშვა დირექტორთან თუ როგორ?!

შენ ნუ მომიწოდებ თავშეკავებისკენ ძალიან გთხოვ რა.
მე მასეთ აზროვნებაზე ვერ გადავალ ვერასდროს...
უფალმა განსაჯოს...
და შენ კიდევ სტიქაროსანი ვინ გგონია ნეტავ? დამსმენი?
აჰა ესეიგი ახლობელი რაიმე საიდუმლოს რომ გაგანდობს ის უნდა გათქვა და ეგ ცოდვა არ იქნება და როცა არ გათქვამ ის კი ხო?

ციტატა
არა, სასულიერო პირმა აღსარება არ უნდა გაამხილოს, მაგრამ უნდა მოუწოდოს დამნაშავეს მართლმსაჯულებაში გამოცხადებისკენ.

სხვა ყველა შემთხვევაში დანაშაულის დაფარვა ანუ ე.წ. "არ ჩაშვება" თვითონ არის დანაშაულიც და ცოდვაც.

და რატო შე კაცო , თუ მას არააქ უფლება ამის გაკეთებისა მე ვინ მომცა ვინმეს მიერ გამხელილი საიდუმლო გავთქვა?
ციტატა
სამწუხაროა, რომ ქურდული მენტალიტეტის გადმონაშთები, ე.წ. "კაი ბიჭობა", ქუჩის გაგების ელემენტები და ა.შ. ზოგიერთისათვის უფრო მაღლა დგას ვიდრე სჯულის კანონი და წმინდა ბასილი დიდის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სირცხვილი ეს უფრო არის.

ქუჩის კანონი რა შუაშია ერთი მითხარი? უბრალოდ ისაა შუაში კაცს დედა როგორ გაზრდის და არა ქურდული მენტალიტეტი wink.gif
ისე ქუჩაშიც ბევრია შენნაირი აზროვნების ადამიანი wink.gif
და კიდევ ერთი,
ციტატა
ანუ, შენ რომ რომ საშუალება გქონოდა წმინდა ბასილი დიდს შენი სიტყვებისამებრ 2-3 წლით ჩააყუდებდი ციხეში, რადგან ის დანაშაულის გაცხადებას ქადაგებს და არა "არ ჩაშვებას", ე.ი. შენი აზრით თურმე "ნასედკა" ყოფილა...

ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რო ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ .
მე ვარ პირველ რიგში ქრისტეანი და ამასთან ერთად ვაჟკაცი ,ქართველი კაცი.
ისე ჩემს საახლობლოში კაცის მკვლელები არ არიან და მაგის მთქმელიც არავინაა.
ხოდა ამ კომუნისტურ გადმონაშთებს რო აძაგებ და ასე და ისეო რო იძახი, ეგ შენი არაკომუნისტური მთავრობის დამსახურებაა რომ ქურდული მენტალიტეტი ციხეს გამოცდა და თავისუფალ ხალხში გავრცელდა.
ისე სტალინი იმითიც იყო გენიალური პიროვნება რომ მაგხელა ამბავი გააკეთა მაგ ქურდული მენტალიტეტით.
ეხლა ციხეები სავსეა ქურდებით ოღონდ მიშიკოს ქურდებით. იგივეს აკეთებენ რასაც ადრე "პატიოსანი" ქურდები აკეთებდნენ , მხოლოდ ეხლა ყველაფერი მიაქვთ მიშასთან და ადრეც იყო ის 1 ქურდი რომელსაც მიქონდა საჭირო ინფორმაცია იქ სადაც საჭირო იყო.
ეხლა სამწუხაროდ ქართველი კაცი ცოტა თუ დარჩა ქვეყანაზე...

ადრე მტერს რომ კაცი მოკლავდა და მეორე მოღალატე ქართველი რომ დაასმენდა იმას კლავდნენ და ეხლა კიდე სულ დაკარგეთ ვაჟკაცობა რომ ენას კბილი დააჭიროთ და იმ ადამიანს ადამიანური რჩევა მისცეთ.
ციხეში გამომწყვდევით ადამიანი იღუპება დღეს და იგივე ადამიანი თქვენი რჩევით შეიძლება გამოსწორდეს და სინანულში ჩავარდეს.
ხოლო თქვენ მილაყუნდებით მილიციაში , ჩაუკაკლავთ ყველაფერს და ეგაა
გიორგი შენმა ძმამ რომ რამე დააშავოს შენ არსადაც არ მიხვალ ეგ უეჭველია !!! და სიტყვების სროლა არაა ყველაფერი.

როგორც მამა შიომ თქვა: ჯერ უნდა იყო ქრისტიანი და ვაჟკაცი კაცი, ქართველი და მერე ყველაფერი დანარჩენიო...
ვაჟკაცობა დღეს თურმე დასმენაში მდგომარეობს...

ხოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება და დღეს ეს პირიქით ადამიანს ანადგურებს...
უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო?
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 23 2008, 02:29 PM
პოსტი #43


დაურეგისტრირებელი









და საერთოდ ლაპარაკს არ აქვს აზრი აქ და წაშალეთ ჩემი პოსტები ყველა, ძლიან გთხოვთ.
თუ კანონისტია მოდერი აქ სიამოვნებით იზამს მაი ამბავს biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 23 2008, 04:33 PM
პოსტი #44


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქავთარაძე
ციტატა
აჰა ესეიგი ახლობელი რაიმე საიდუმლოს რომ გაგანდობს ის უნდა გათქვა და ეგ ცოდვა არ იქნება და როცა არ გათქვამ ის კი ხო?

ახლობლის საიდუმლოზე ვსაუბრობთ ჩვენ თუ მძიმე და საშიში დამნაშავისთვის ხელის დაფარებაზე???? ohmy.gif

საიდუმლო არ უნდა გასცე, ცხადია....

ციტატა
რატო შე კაცო , თუ მას არააქ უფლება ამის გაკეთებისა მე ვინ მომცა ვინმეს მიერ გამხელილი საიდუმლო გავთქვა?

იმიტომ, რომ ასე ამბობს საეკლესიო კანონი.

აღსარებას ადამიანი აბარებს უფალს და არა მღვდელს, შესაბამისად, ის ინანიებს უფლის წინაშე. ხოლო შენ თვალწინ რომ მოხდა დანაშაული და შენ არხეინად ზიხარ და ხელს უწყობ დამნაშავეს, ხარ დანაშაულის თანამონაწილე. yes.gif

ციტატა
ადრე მტერს რომ კაცი მოკლავდა და მეორე მოღალატე ქართველი რომ დაასმენდა იმას კლავდნენ

ეს საიდან მოიტანე? ეგეთი რამე არ არსებობდა. მეტიც, დავით აღმაშენებლის სააჯო კარი (რომელიც შემდეგ ბევრ დიდ მეფეს ჰქონდა) სწორედ რომ დასმენას ემსახურებოდა, გლეხკაცები აზნაურების და თავადების ჩადენილ დანაშაულს აცნობებდნენ იქ მეფეს smile.gif

ციტატა
ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რო ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ .

გიორგი, ნუ იმისთვის, რაც ჩემ ძმას დაუწერე (მრცხვენია ასეთი ქართველები რომ არსებობდნენო) რამდენიმე დღიანი ბანი გეკუთვნოდა yes.gif მაგრამ ჩემი ძმის გამო მიკერძოებაში რომ არ დავედანაშაულებინე ვინმეს, თავი შევიკავე. აწი მოუხმე ცოტა ჭკუას yes.gif

ადამიანი გასწავლიდეს და არ იღებდე, იშვიათია. "გონიერსა მწვრთნელი უყვარსო...", რუსთაველს უბრძანებია

ციტატა
როგორც მამა შიომ თქვა: ჯერ უნდა იყო ქრისტიანი და ვაჟკაცი კაცი, ქართველი და მერე ყველაფერი დანარჩენიო...
ვაჟკაცობა დღეს თურმე დასმენაში მდგომარეობს...

ქრისტიანი არის ის ვინც ემორჩილება ეკლესიის კანონებს და არა ის, ვინც დიდი ყანწით სვამს ეკლესიის სადღეგრძელოს. თუმცა, ჩანს ბასილი დიდის კანონი შენთვის არ არის ავტორიტეტი....

ციტატა
ხოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება და დღეს ეს პირიქით ადამიანს ანადგურებს...

შენ ბასილი დიდის კანონები საქართველოს პარლამენტის მიღებული კანონები ხომ არ გგონია, ყოველ მეორე დღეს რომ ცვლიან??? საეკლესიო მოძღვრება რომ უცვლელია, ახლა გავიგეთ?

ციტატა
უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო?

ცინიზმს მოეშვი. ამის გამო კანუდოსელმა ერთკვირიანი ბანი მიიღო და ისეც, ზრდილობა არ გაწყენდა

და მთავარი, მე თუ ცოდვილი ვარ ეგ არ ნიშნავს, რომ ცოდვაზე უნდა ვთქვა კარგია-მეთქი

ციტატა
საერთოდ ლაპარაკს არ აქვს აზრი აქ და წაშალეთ ჩემი პოსტები ყველა, ძლიან გთხოვთ

წაშლით არაფერი არ წაიშლება. თუ გრცხვენია შენი აზრის, შეგიძლია ბოდიში მოიხადო. აქ წასაშლელი არაფერია

ბოლო სიტყვიერი გაფრთხილება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Feb 23 2008, 05:34 PM
პოსტი #45


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ქავთარაძე
ციტატა
უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო?

გთხოვ გიო, არ გვინდა ეს ცინიზმი... no.gif


P.S. ყველაზე ცუდი რა არის იცით, როცა ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა ეგრევე შეურაცყოფაზე და ცინიზმზე გადავდივართ...

სამწუხაროა sad.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 23 2008, 07:08 PM
პოსტი #46


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,902
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ქავთარაძე
ციტატა
ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რომ ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ.

ციტატა
უბრალოდ ისაა შუაში კაცს დედა როგორ გაზრდის

ციტატა
ქუჩაშიც ბევრია შენნაირი აზროვნების ადამიანი

ციტატა
უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო?

უზრდელი და მეტიჩარა ბავშვივით ნუ იქცევი... yes.gif

შენ არავინ არ გეკითხება ვინ როგორ გაზარდა დედამ და არც არავის არ მოუყენებია შენთვის შეურაცხყოფა პირადულში რომ გადმოდიხარ და საცინად აგდებით მიხსენიებ. ისწავლე უფროსის პატივისცემა და ისწავლე სჯულისკანონი. yes.gif

შენი არ იცი - არ იცი, სხვისი არ გინდა გაიგო - კაი, ეგეც გასაგებია, მაგრამ იმის მაგივრად რომ რაღაც ისწავლო შეურაცხყოფაზე და ცინიზმზე რატომ გადმოდიხარ?! 003.gif

ახლა, კიდევ თუ შეწყვიტავ ამ უაზრო კამათს და შეურაცხყოფებს, აგისხნი, როგორიც უნდა იყოს ქრისტეანის ხედვა:

ციტატა
ჰოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება

წმინდა ბასილი დიდის მიერ დაწერილი ზემოთ მოყვანილი სიტყვები არის სჯულისკანონის ნაწილი, რომელიც გადმოსცემს ქრისტეანობის სწავლებას და დროში არ იცვლება საეკლესიო კრების გარეშე, საეკლესიო კრებას კი არ შეუცვლია. რაც შენ დაწერე თავიდან ბოლომდე მოდის წინააღმდეგობაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხედვასთან. ხომ გასაგებად ვწერ? მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ე.წ. "არ ჩაშვებას" განიხილავს დანაშაულის დამალვად და უწოდებს ცოდვას, შენ რაც ვაჟკაცობად მიგაჩნია ეგ წმინდანთა განმარტებით არის ცოდვა, შეიძლება მომაკვდინებელი ცოდვაც - გააჩნია რა დანაშაულს ვაფარებთ ხელს. გამონაკლისს წარმოადგენს სასულიერო პირისთვის განდობილი აღსარების საიდუმლო, როდესაც მოძღვარს არა აქვს უფლება მისი გათქმის, დანარჩენ სხვა შემთხვევაში ადამიანი, რომელიც დაინახავს სხვის ჩადენილ დანაშაულს, არ გააცხადებს და ხელს აფარებს მას, თანამონაწილე ხდება ჩადენილი დანაშაულისა და ცოდვისა და მართლმადიდებელი ეკლესია იმავე ეპიტიმიით სჯის მას, რითაც თვითონ ამ ბოროტმოქმედების ჩამდენი დაისჯებოდა. ეს ჩემი აზრი არ არის, არც რომელიმე სასულიერო პირის, არამედ ეს არის სჯულისკანონისმიერი ხედვა. თუ ჩემი არ გჯერა შე დალოცვილო რას ბრაზდები და ცინიკურად რატომ მელაპარაკები, ადექი გადაშალე წიგნი, წაიკითხე რა წერია სჯულისკანონში, რას ამბობს წმ. ბასილი დიდი ამის შესახებ. ამის შემდეგ მიდი და გადაიკითხე რას ნიშნავს ეკლესიის სწავლება და არის თუ არა შესაძლებელი, რომ დღეს შეიცვალოს სჯულისკანონი და ა.შ. ეს ყველაფერი გაარკვიე და თუ არ ეთანხმები შესაბამისად მის ავტორებს ედავე...



P.S.

კანონისტი
ციტატა
ნუ იმისთვის, რაც ჩემ ძმას დაუწერე (მრცხვენია ასეთი ქართველები რომ არსებობდნენო) რამდენიმე დღიანი ბანი გეკუთვნოდა

სხვაც ბევრი დაწერა ჩემი შეურაცხმყოფელი მეორე პოსტში, მაგრამ არა უშავს... ჯერ პატარაა, უმცროსია და ეპატიება, არავითარი ბანი, ვორნი ან თუნდაც გაფრთხილება არაა საჭირო, უბრალოდ იქნებ როგორმე დიალოგი და კონსესუსის მიღწევა ვისწავლოთ ყველამ ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე. ასევე კარგი იქნებოდა არგუმენტირებული დისკუსია შევძლოთ წმინდა მამების, სჯულისკანონის თუ დოგმატური სწავლების დამოწმებით და რაც მთავარია: კამათის საგანი იყოს პრობლემატური საკითხები და არა მოკამათე პიროვნებების განკითხვა-სამარცხვინოობაზე საუბარი...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 10:16 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნუ ჰყვედრით ერთმანეთს, ბიჭებო, მოუსმინოთ ერთმანეთს და შევეცადოთ ისე მივიტანოთ ერთმანეთის აზრი ერთიმეორემდე.

ყველა პოსტი არ წამიკითხია, მხოლოდ სატაური და ეს ბოლო პოსტი წავიკითხე.
ჩემი აზრი კი ასეთია: ჩაშვება გრეხია, მიხმარება გამოსწორებაში კი მადლი, მაგრამ თუ ისეთ დანაშაულებებთან გვაქვს საქმე, რომ ეს სხვებს ემუქრება ბევრ ცუდ რამეს უპირებს,მაშინ რათქმაუნდა ვერაფერს გავხდებით გარე ჩარევის გარეშე, თუმცა ახლობლის და მეგობრის შემთხვევაში ამ დროსაც ბევრი სხვა ფაქტორია, ძნელია ასე ზოგადი საუბარი.

რაც შეეხება პატიმრების მონახულებას, ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენ სამივენი ამას მოყვასის დიდი სიყვარულით გააკეთებთ და ილოცებთ კიდეც მათთვის, ვისი ცხოვრებაც არასასიამოვნოდ წარიმართა. ღმერთი შეეწიოს ყველას და მათ შორის ჩვენც, პატიმრებშიც არის უდიდესი სინანული და უფალი არ დატოვებს მათ შესმენის გარეშე.

პ.ს. მე მსგავსი შინაარსის კითხვა დავუსვი მამა ანდრიას და პასუხი გამცა, მოვძებნი ლინკს და დავდებ, მგონი საიტერესო იქნება თქვენთვის.

პ.სს. http://church.ge/index.php?showtopic=3423

უფრო მოძღვრებს ეხება,მაგრამ პრიციპი გასათვალისწინებელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 23 2008, 10:22 PM
პოსტი #48


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,902
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
უფრო მოძღვრებს ეხება, მაგრამ პრიციპი გასათვალისწინებელია.

უფრო - არა. ეს მთლიანად მოძღვრებს ეხება და აღსარების საიდუმლოს. აღსარების საიდუმლოს გაცემა დაუშვებელია, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში (განსაკუთრებით კი მძიმე დანაშაულებისას) დამნაშავისთვის ხელის დაფარება ანუ ე.წ. "არ ჩაშვება" არის ცოდვა, ეწინააღმდეგება სჯულს და ითვალისწინებს დაახლოებით იგივე ეპიტიმიას (სასჯელს), რასაც ეკლესია აძლევს იმ დამნაშავეს, რომელიც არ ჩაუშვეს.

ზედა პოსტებიც წაიკითხე, საინტერესოა...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 10:25 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



წავიკითხავ, გიორგი, მოვრჩები რაღაც პატარა სახლის საქმე მაქვს და წავიკითხავ.
მოძღვრებს ეხება,კი, თვით კითხვაც როგორ დამებადა იმის ისტორიაც წერია.

წავიკითხავ თქვენს ნაწერებს და შეგეხმიანებით smile.gif

ისე, მე და შენ 12 გვერდი ვპოსტეთ განსხვავებული აზრებით სამხედროების თემაში ,მაგრამ 0 სიტყვა იყო იქ ერთმანეთის მიმართ შეუფერებლად გამოყენებული smile.gif yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 23 2008, 10:33 PM
პოსტი #50


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,902
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ისე, მე და შენ 12 გვერდი ვპოსტეთ განსხვავებული აზრებით სამხედროების თემაში, მაგრამ 0 სიტყვა იყო იქ ერთმანეთის მიმართ შეუფერებლად გამოყენებული

დასტურ yes.gif
როდესაც საუბარი მიდის არგუმენტების გაცვლა-გამოცვლით და ფოკუსირებულია რაიმე საკითზე იქ ურთიერთშეურაცხყოფა რა საკადრისია... თვისთავად არ მოხდება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 23 2008, 10:36 PM
პოსტი #51


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
მართალია smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 10:48 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ერთი ისტორია მინდა მოკლედ მოგითხროთ, "დასმენას" რაც შეეხება.

ადრე სხვა სახლში ვცხოვრობდი, იქ ზედა სართულზე ერთი არალეგალი ხორვატი ცანცარა ქალი ცხოვრობდა (მაშინ არ ქონდა ხორვატიას მოხსნილი სავიზო რეჟიმი), ჩემთან მოდიოდა ხშირად ტვ-ს საყურებლად,სადილზეც ვეძახდი ხშირად,მეცოდებოდა რაღაცნაირად. ამ ქალმა გაიცნო ვიღაც ახალგაზრდა ციგანი ბიჭი,იუგოსლავიელი ბოშა, მაგრამ სასწაულად არაკაცი, მოკლედ, იყო წივილი და ტირილი ყოველ ღამეს, ჩხუბობდნენ სულ, ერთ საღამოს მესმის სადარბაზოდან ყვრილი ამ ქალის "მიშველეეეეეეეეეთ", გავედი და რას ვხედავ, ვერ ვიცანი, ცხვირპირი დაჯეხილი, სისხლით მოთხვრილი მოგორავს კიბეებზე, ნუ იასნი იყო რაც მოხდა, ავაყენე და შემოვათრიე ჩემთან, რაც შემეძლო მოვწმინდე ეს სისხლი, ჩრილობები, წავუსვი მალამოები, დავამშვიდე. არ გასულა დიდი ხანი და ის დეგენერატი ახლა ჩემს კარებზე არახუნებს, ეძახის ამ ქალს გამოდი თორემ მოგკლავო, ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ, ამიტომ ვეღარ მოვითმინე რომ ჩამოიღო კარები, გავაღე კარი და არ დამძრახოთ ამ ციგანს მოხვდა ერთი (მხოლოდ ერთი) მარცხენა ყბის ქვეშ და ვნახა აბა ერთი რა მკვლელი ხარ თქვა, აქ მეორედ აღარ მოუახლოვდე, ამ კარებს თქვა, მოკლედ დავემუქრე რა. წავიდა ცხადია, მოსცილდა იქაურობას.

არ გასულა რამდენიმე დღე და ამ სულელმა ქალმა ისევ გააგრძელა იმასთან ურთიერთობა, 2 დღე კი იყვნენ წესიერად და მესამე ღამეს კი 3 საათი იქნებოდა, ისმის კიდევ წიოკი, რტყმის ხმაც კი ისმოდა ისე უმოწყალოდ ურტყამდა (მეტირება ხოლმე ამას რომ ვიხსენებ sad.gif რა დაუცველია ქალი ) , რა მექნა ახლა გეკითხებით თქვენ: ავსულიყავი და დამელეწა ის უპატრონო? იცით რა მოყვებოდა ამას? სროკს თუ არა სხეულის დაზიანებისთვის (რადგანაც ეს თავდაცვა არ იქნებოდა) პირობითს და ფულად სასჯელს მაინც მივიღებდი, ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს.

ეს ისტორია იმიტომ დავწერე, რომ არის შემთხვევები აუცილებელი ხდება დასმენა, როცა საკუთარი ძალებით დანასაულის ხელისშეშლას ვერ ვახერხებთ.

ბოდიში დიდი პოსტისთვისsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 23 2008, 10:53 PM
პოსტი #53


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



დამსმენი დაისაჯოს ენის მოჭრით და საჩვენებელი თითის მოჭრით.
საერთოდ ვინც ვაჟკაცია იმან დანაშაულის აღიარებაც უნდა შეძლოს.
მხილება სხვა არის და დასმენა სხვა არის.
მხილებასაც ვაჟკაცობა უნდა, ყველას არ შეუძლია ამხილოს.

მე დამსმენად მიმაჩნია ე.წ. "ანონიმკები"

ციტატა(staywhite @ Feb 23 2008, 10:48 PM) *

ერთი ისტორია მინდა მოკლედ მოგითხროთ, "დასმენას" რაც შეეხება.

ადრე სხვა სახლში ვცხოვრობდი, იქ ზედა სართულზე ერთი არალეგალი ხორვატი ცანცარა ქალი ცხოვრობდა (მაშინ არ ქონდა ხორვატიას მოხსნილი სავიზო რეჟიმი), ჩემთან მოდიოდა ხშირად ტვ-ს საყურებლად,სადილზეც ვეძახდი ხშირად,მეცოდებოდა რაღაცნაირად. ამ ქალმა გაიცნო ვიღაც ახალგაზრდა ციგანი ბიჭი,იუგოსლავიელი ბოშა, მაგრამ სასწაულად არაკაცი, მოკლედ, იყო წივილი და ტირილი ყოველ ღამეს, ჩხუბობდნენ სულ, ერთ საღამოს მესმის სადარბაზოდან ყვრილი ამ ქალის "მიშველეეეეეეეეეთ", გავედი და რას ვხედავ, ვერ ვიცანი, ცხვირპირი დაჯეხილი, სისხლით მოთხვრილი მოგორავს კიბეებზე, ნუ იასნი იყო რაც მოხდა, ავაყენე და შემოვათრიე ჩემთან, რაც შემეძლო მოვწმინდე ეს სისხლი, ჩრილობები, წავუსვი მალამოები, დავამშვიდე. არ გასულა დიდი ხანი და ის დეგენერატი ახლა ჩემს კარებზე არახუნებს, ეძახის ამ ქალს გამოდი თორემ მოგკლავო, ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ, ამიტომ ვეღარ მოვითმინე რომ ჩამოიღო კარები, გავაღე კარი და არ დამძრახოთ ამ ციგანს მოხვდა ერთი (მხოლოდ ერთი) მარცხენა ყბის ქვეშ და ვნახა აბა ერთი რა მკვლელი ხარ თქვა, აქ მეორედ აღარ მოუახლოვდე, ამ კარებს თქვა, მოკლედ დავემუქრე რა. წავიდა ცხადია, მოსცილდა იქაურობას.

არ გასულა რამდენიმე დღე და ამ სულელმა ქალმა ისევ გააგრძელა იმასთან ურთიერთობა, 2 დღე კი იყვნენ წესიერად და მესამე ღამეს კი 3 საათი იქნებოდა, ისმის კიდევ წიოკი, რტყმის ხმაც კი ისმოდა ისე უმოწყალოდ ურტყამდა (მეტირება ხოლმე ამას რომ ვიხსენებ sad.gif რა დაუცველია ქალი ) , რა მექნა ახლა გეკითხებით თქვენ: ავსულიყავი და დამელეწა ის უპატრონო? იცით რა მოყვებოდა ამას? სროკს თუ არა სხეულის დაზიანებისთვის (რადგანაც ეს თავდაცვა არ იქნებოდა) პირობითს და ფულად სასჯელს მაინც მივიღებდი, ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს.

ეს ისტორია იმიტომ დავწერე, რომ არის შემთხვევები აუცილებელი ხდება დასმენა, როცა საკუთარი ძალებით დანასაულის ხელისშეშლას ვერ ვახერხებთ.

ბოდიში დიდი პოსტისთვისsmile.gif


მე თუ მკითხავ ის ქალი ღირსი იყო. რადგან ვერ შეიგნო ეგრძნო წიხლები ფერდებში. ეს სულ სხვა მომენტია.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 23 2008, 10:53 PM
პოსტი #54


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



დასმენა ცოდვაა , რა აზრი აქვს ვის ასმენ .
მასე მძიმე დამნაშავე რომ მოკლა ესეც არააა ცოდვა?


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 10:53 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



პ.ს. მაგრამ ცუდად ჟღერს დასმენა იმ მაგალითში რაც მე მოვიყვანე, უფრო დახმარებისთვის თხოვნა გამოდის, დასმენა და მხილება სხვა რამე მგონია მეც, ამუზა. ანონიმები კი მაგარი ლაჩარი ხალხია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 23 2008, 11:06 PM
პოსტი #56


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,902
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს.

სხვანაირად რომ მოქცეულიყავი სწორედ ის იქნებოდა ცოდვა. yes.gif
დამნაშავის დამალვა მართლმსაჯულებისგან არაფრით არ შეიძლება. ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. (ამაზე უკვე ბევრი დაიწერა)

რაც შეეხება ტერმინებს: "ჩაშვება", "დასმენა" და ა.შ. გააჩნია რა კონკრეტულ ქმედებას რას დაარქმევ...
თუ არა:

დაინახე ვიღაც ქალს უმოწყალოდ ცემს არაკაცი... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენაა ცოდვა!

დაინახე ვიღაც გოგოს აუპატიურებს ვინმე ქუჩაში... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა!

დაინახე ვიღაც კაცს ქუჩაში აყაჩაღებს ვინმე... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა!

დაინახე საკუთარ გზაზე მიმავალ ადამიანს მოძრაობის წესების დარღვევით მანქანა დაეჯახა და მძღოლი მიიმალა... თუ ნომერი იცი აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა!

და ა.შ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 11:11 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(Amuza @ Feb 23 2008, 07:53 PM) *

მე თუ მკითხავ ის ქალი ღირსი იყო. რადგან ვერ შეიგნო ეგრძნო წიხლები ფერდებში. ეს სულ სხვა მომენტია.


ეგ სხვა საკითხია ხო, ავსულიყავი და იმ გაბრაზებულზე ის ციგანი მეხეთქებია, მე დავრჩებოდი მერე გაღიმებული "პოვალჩი ვ ჩიტირიოხ სტენახ" smile.gif თვითონ კი ესევ მოესიყვარულებოდა იმ დეგენერატს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rozoma
პოსტი Feb 23 2008, 11:13 PM
პოსტი #58


levan
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 408
რეგისტრ.: 15-February 08
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 3,940



მაინტერესებს, ბერები რომ იფარავდნენ და მალავდნენ დამნაშავეებს ეგეც ცოდვაა?


--------------------
საქართველოს მონასტრების სამი კანონი:

1) არ განიკითხო!

2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი!

3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 23 2008, 11:17 PM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(Rozoma @ Feb 23 2008, 08:13 PM) *

მაინტერესებს, ბერები რომ იფარავდნენ და მალავდნენ დამნაშავეებს ეგეც ცოდვაა?


ამაზე პასუხობს ჩემს მიერ ზემო პოსტში დადებული ლინკი და ნახე:

http://church.ge/index.php?showtopic=3423
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 23 2008, 11:20 PM
პოსტი #60


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დიდი სჯულისკანონი

კანონი წმიდისა ბასილისი, ო~ა
რომელი თანამეცნიერ იყოს თითოეულთა ამათ ზემოთქუმულთა ცოდვათა და არა თჳთ აღიაროს, არამედ სხუათა მიერ ემხილოს თანამეცნიერ-ყოფაჲ ამათი, ეგოდენსავე ჟამსა განიკანონოს იგიცა, რაოდენსა თჳთ მოქმედი ბოროტთაჲ განიკანონების.


წმიდა ბასილი დიდის 71-ე კანონი
რომელმაც იცოდეს ზემომოყვანილი დანაშაულების შესახებ და თვითონ არ გააცხადოს, არამედ სხვების მიერ ემხილოს აღნიშნულის ცოდვა, იმავე დროით დაისაჯოს ისიც, რამდენითაც დაისჯება ბოროტმოქმედი.



ზემოთ საუბარიამძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა: ქრთამით ხელდასხმა, ბავშვის მოხრჩობა, ყაჩაღობა, ნებსით და უნებლიეთ მკვლელობა, სიძვა, მრუშება, მამათმავლობა, ცრუ ფიცი, სისხლის აღრევა ნათესავთა შორის და სხვა.

სულ 20 კანონი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2018 - 11:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი