IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!!
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!

ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"...

სამაჩაბლო თუ ოსეთი ???

გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო.

არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!!
არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!!

ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე!
დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი.

როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით?
თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით.

თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Sep 10 2008, 10:33 AM
პოსტი #2


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



bravoshota
სრულიად გეთანხმები, ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე და ბევრისგან მსმენია იგივე აზრი, მაგრამ რა ამით?
როცა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ასე მოიხსენიებენ...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 10:44 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



ჩვენ შეგვიზლია ჩვენს ირგვლივ მყოფთ მივცეთ შენიშვნა და ავუხსნათ რომ ეს სამაჩაბლოა...
მინიმუმ ეს მაინც უნდა ვაკეთოთ..

მახიმუმ შეგვიზლია რომ აქცია მოვაწYოთ ამ თემაზე, თუმცა სანამ აქციას მოვაწყობთ, ბევრმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, და კარგად უნდა იქნეს გამოკვლეული ეგ საკითხი, თუ რატომ მოიხსენიებენ როგორც "ოსეთი".


მაინცადამაინც თუ ოპოზიციამ ან მთავრობამ არ დაგვიქნია ხელი, სხვანაირად არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი ??
ხომ მეთანხმები ამაში ?

ახალგაზრდებს დიდი პოტენციალი და ენერგია გაგვაჩნია და ბევრი რამეა ჩვენს ხელში დამერწმუნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 11:00 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეს მიწა არ არის სამაჩაბლო. სამაჩაბლოდ მისი მოხსენიება უკვე არის საკმაო შეცდომა. მეტიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი პირდაპირ ასხამს წყალს სეპარატისტების და საქართველოს დაყოფა-დანაწევრების მსურველთა წისქვილზე.

სამაჩაბლო არის სა-მაჩაბლ-ო, ანუ მაჩაბლების მამული, რომელიც მოიცავს ცხინვალის ჩრდილოეთით რამდენიმე სოფელს დიდი ლიახვის ხეობაში. ვის უტოვებთ ჯავას, ყორნისს, პატარა ზნაურს, პატარა ლიახვის ხეობას, ახალგორს, კვაისას, ფრონეს ხეობას და თავად ქ. ცხინვალს???? ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif

ვინაიდან არ არის მისი სტატუსი განსაზღვრული, შეგვიძლია ეს რეგიონი მოვიხსენიოთ კონსტიტუციური ტერმინით "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" ან ჯერ-ჯერობით, სტატუსის განსაზღვრამდე - ცხინვალის რეგიონი.

"სამაჩაბლო" არის ზვიად გამსახურდიას დროს მოგონილი ტერმინი, რომელმაც საქართველოს ზიანის მეტი არაფერი მოუტანა.

არავითარი სამაჩაბლო!!!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 11:15 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



გასაგებია, მაგრამ სიტყვა "ოსეთი" ამოსაგებია მისი სათაურიდან, არ მეთანხმები ამაში ?

თუნდაც ერქვას "ცხინვალის რეგიონი", ამ ტერმინში იგულისხმება მთელი ყოფილი ავტონომიური ოლქი

უბრალოდ მიდის უცნაური ინფორმაცია რომ ეს ოსეთია, და მერე მთელს მსოფლიოს ჰგონია, რომ ეს არის ოსების ძირძველი ტერიტორია...

ეს ძალიან სახიფათოა და კიდევ უფრო გააძნელებს ამ ისედაც ჭირვეულ ქართულ პრობლემას...

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რომ ეს არის

ძ ი რ ძ ვ ე ლ ი ქ ა რ თ უ ლ ი მ ი წ ა

ეს არის შიდა ქართლის ტერიტორია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 11:20 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



bravoshota
რაც შეეხება ოსეთს:

პრობლემა იმაში, რომ რახან იარსებებს ორი ოსეთი, ეს ორივე აუცილებლად უნდა გაერთიანდეს, რეალური არ არის. სულაც არ ერქვა აფხაზეთს "სამხრეთ ადიღე" მაგრამ კარგად დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა მაინც. პრობლემა სახელში არ არის.

ევროპა არ დაუშვებს 2 ოსეთის გაერთიანებას, რადგან მაშინ ასეთივე წარმატებით უნდა გაერთიანდეს 2 ბასკეთი (საფრანგეთისა და ესპანეთის), 2 ტიროლი (იტალიისა დ ავსტრიის), 2 მაკედონია (საბერძნეთისა და თავად მაკედონიიის რესპუბლიკა), 2 აზერბაიჯანი (ირანისა და თავად რესპუბლიკა) და ასე შემდეგ...

რეალობა არის ის, რომ იქ ცხოვრობს სრულიად კანონიერად 60 ათასზე მეტი ოსი, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეები. ამასთან, სამხრეთის ოსები მენტალიტეტით საკმაოდ განსხვავდებიან ჩრდილოელი ოსებისგან, აკავშირებთ ნათესაობა ქართველებთან და არიან ქართული საზოგადოების ნაწილი (აღიარებენ ამას თუ არა). როკის გვირაბამდე (XX ს. 70-იანი წწ.) მათ კავშირიც კი არ ჰქონდათ ერთმანეთში, ხოლო ათწლეულების მანძილზე სამხრეთ-ოსური ენა იწერებოდა ქართული ანბანის, ხოლო ჩრდილოოსური - სლავური ანბანის საფუძველზე.

ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არის "სამხრეთ ოსეთში". თუმცა, ტერმინი უნდა განისაზღვროს ამ რეგიონში საქართველოს სახელმწიფო იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ ადგილობრივი ქართველებისა და ოსების ურთიერთშეთანხმებით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 10 2008, 11:22 AM
პოსტი #7


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,718
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



იასნათა აბა რა, ჩვენი ძირძველი მიწაა...
ოსებს თუ არ უნდათ ჩვენთან ყოფნა წავიდნენ სხვა მამული მოძებნონ


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 11:23 AM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









ციტატა
ვის უტოვებთ ჯავას, ყორნისს, პატარა ზნაურს, პატარა ლიახვის ხეობას, ახალგორს, კვაისას, ფრონეს ხეობას და თავად ქ. ცხინვალს????

ვუტოვებთ თორე ეგაა და ხვალე აგერ მოგართმევენ რა biggrin.gif ვააა biggrin.gif შენ მაგარ რამეებს იტყვი ხოლმე რა biggrin.gif ჯერ დაიბრუნე და ოსეთს ასი წელი სამაჩაბლოს დარქმევა ჯობია a075.gif
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 11:26 AM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
მერე მთელს მსოფლიოს ჰგონია, რომ ეს არის ოსების ძირძველი ტერიტორია...

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვის რა ჰგონია. ისტორიას პოლიტიკური და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობისთვის, თითქმის ნულოვანი ადგილი უკავია. თურქები ბოლო პერიოდში გამოცემულ ყველა ტურისტულ ბუკლეტში თავისივე ხელით წერენ, რომ რიზეს, ართვინისა და არტაანის ვილაიეთები საქართველოსი იყო საუკუნეების მანძილზე. მერე??

ეგ მიდგომა არ არის თანამედროვე ევროპული. თანამედროვე მიდგომა ასეთია - მიწა არის იმის, ვინც მასზე ცხოვრობს, მაგრამ დაცულია ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი.

რაც შეეხება შიდა ქართლს, ეს უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა, მაგრამ ყოფილ სამხრეთ ოსეთში შედის ისეთი დასახლებული პუნქტებიც, რომლებიც ქართლს ნამდვილად არ ეკუთვნის

ქავთარაძე
ციტატა
ოსეთს ასი წელი სამაჩაბლოს დარქმევა ჯობია

სამაჩაბლო არ არის და თუ გინდა საქავთარაძო დაარქვი, თუ გაგეხარდება ძალიან.

m16
ციტატა
ოსებს თუ არ უნდათ ჩვენთან ყოფნა წავიდნენ სხვა მამული მოძებნონ

შენ არც თანამდებობის პირი ხარ და არც ამ ფორუმის კითხვით იკლავს ვინმე თავს, მაგრამ ანალოგიური ფრაზის (შებრუნებულად) გამო კოკოითის საქმე ჰააგის ტრიბუნალს გადაეცა.

ხომ დაგიწერეთ არა, ევროპული პრინციპი:
ციტატა
მიწა არის იმის, ვინც მასზე ცხოვრობს, მაგრამ დაცულია ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 10 2008, 11:30 AM
პოსტი #10


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,718
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ჰააგის ტრიბუნალს თორე ეხლა ციხეში არ იჯდეს და არ ნანობდეს რაა biggrin.gif
ციტატა
მიწა არის იმის, ვინც მასზე ცხოვრობს, მაგრამ დაცულია ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი.

ხოდა დაირღვა ეგ ურღვევობის პრინციპი, სადაა სამართალი?
ფაფუ სამართალი


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 11:35 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



ბოდიში მაგრამ ძალიან დარწმუნებული ხარ "კანონისტო" ...
შენ გგონია რომ ესე ძალიან აწუხებს მსოფლიოს ქართული თემა ??

მაგათთვის სულერთია წაიღებენ რუსები აფხაზეთსა და ცხინვალს თუ არა!!
მთავარია გაზსადენის გასასვლელი დატოვონ....

ეს საქმე ისევ ჩვენი საკეთებელია და არ უნდა გვქონდეს ამაში უცხოეთის იმედი.
ახლა ტყუილუბრალოდ არავინ არავის არ ეხმარება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 11:40 AM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



m16
ციტატა
ჰააგის ტრიბუნალს თორე ეხლა ციხეში არ იჯდეს და არ ნანობდეს რაა

გუშინწინ დაიწყო სასამართლო პროცესი და აცალო იქნებ e025.gif

ციტატა
ხოდა დაირღვა ეგ ურღვევობის პრინციპი, სადაა სამართალი?ფაფუ სამართალი

სად დაირღვა?? რუსეთი რასაც რომ უნდა ჭრის და კერავს, არ არის დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ნ. სარკოზიმ კი გარკვევით ბრძანა - ევროპის კავშირი არასდროს აღიარებს ქართული რეგიონების დამოუკიდებლობასო

bravoshota
ციტატა
ბოდიში მაგრამ ძალიან დარწმუნებული ხარ "კანონისტო" ...შენ გგონია რომ ესე ძალიან აწუხებს მსოფლიოს ქართული თემა ??

ამ საკითხზე თემაში "კონფლიქტური ზონები" ვიმსჯელოთ. ეს თემა ტერმინის გამოყენებას ეხება.

ქართული თემა არ აწუხებს - თავისი აწუხებს, რადგან თუკი ჩამოსახლებულ ოსებს აქვთ უფლება ისტორიულ სამშობლოს მიუერთდნენ, მაშინ ეს უფლება უნდა მიეცეთ ბასკებს უფრო მეტად, რომლებიც იბერიის ნ/კ-ზე ესპანელებამდე ცხოვრობდნენ ! ამაშია საქმე....

ხოლო რუსეთს ისეც ჰქონდა ოკუპირებული ორივე რეგიონი და ასეც


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 11:47 AM
პოსტი #13


დაურეგისტრირებელი









ოსი საერთოდ რა ეროვნებაა? ვინ არიან ოსები? ვინ ჩაასახლა მანდ? მომთაბარე ძუნძგლიანები!
ინგუშებსაც იგივე უქნა რუსეთმა! ჩაუსახლა ოსები და ეხლა კი აქვთ დაკა-დაკა...
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 11:49 AM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქავთარაძე
ჩვენი ორი ფორუმელი ოსია და იქნებ თავს ძალა დაატანო, ჰა?

mad.gif

ვორნი გეკუთვნის ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო!!!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 11:53 AM
პოსტი #15


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
მუჰ biggrin.gif მუჰ biggrin.gif მე ჩვენიან ოსებს არაფერს ვერჩი. მე იმათ ვერჩი ვინც ჩემს ქართველ ძმებს ცოლ-შვილს თხოვენ. თორე ჯავაშვილები ნათესავები მყავს და ჩვენს მხარეს იბრძვოდნენ ის ბიჭები! ოსები არიან მარა დამოუკიდებლობას არ ითხოვენ!
ვორნით შეაშინეთ კანცელარიის თანამშრომლები a075.gif
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 11:53 AM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი დაენიშნათ, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას..

მაშ ასე დედაქალაქად დაინიშნა ცხინვალი.. ყველამ იცოდეთ, რომ იოსებ ჯუღაშვილი (ჯუღაევი) იყო წარმოშობით ოსი და მაგან ჩამოასახლა ოსები ჩრდილოეთიდან..

მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოჯახი ცხოვრობდა...

მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ზალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით...
ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც..

მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა..
1937 წელს, ყველა ის ადამიანი, ვინც გორის "სამხრეთ ოსეთის" დედაქალაქად დანიშვნას წინ აგუდგა, დახვრიტეს...

და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში
და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში
და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 11:55 AM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქავთარაძე
ციტატა
. მე იმათ ვერჩი ვინც ჩემს ქართველ ძმებს ცოლ-შვილს თხოვენ

ეს ამ ფრაზიდან ჩანს?
ციტატა
ოსი საერთოდ რა ეროვნებაა? ვინ არიან ოსები? ვინ ჩაასახლა მანდ? მომთაბარე ძუნძგლიანები!


რა სულ შეშინება და დაშინება გელანდება? არ შეიძლება ერთხელ მაინც შენიშვნა მიიღო?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 11:56 AM
პოსტი #18


დაურეგისტრირებელი









ციტატა
ხომ დაგიწერეთ არა, ევროპული პრინციპი:

ციტატა
მიწა არის იმის, ვინც მასზე ცხოვრობს, მაგრამ დაცულია ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი.

ევროპა შმევროპა არ მაინტერესებს მე ! საქართველოში რუსები რო ცხოვრობენ იმათია მიწა? სომხები? მაგრად არ მაინტერესებს ევროპული ისევე როგორც ევროპას არ აინტერესებს ის ხალხი ვინც ეხლა ახალგორიდან არის გამოქცეული და ოსები დასდევენ მთა-მთა! ჩემს პასპორტს აწერია ამის მფლობელს საქართველო მფარველობსო! ვინ მმფარველობს? აბა მიდი ერთი ლარსზე, ნაცემი ხალხი გადმოდის ჯგროდ . გაჩერდი დათო რა, შენ შავზე მეუბნები თეთრიაო არაა ეგ უკვე გულუბრყვილობა!
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 11:57 AM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



bravoshota
ჩემო შოთა, დიდი ამბით რომ ვითხოვთ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების, კარგად იცი ალბათ, რომ მათი ნახევარზე მეტი ბერიას მიერ არის ჩასახლებული იქ მაგავე წლებში.

ჰოდა რა გინდა თქვა? არ აქვთ უფლება დაბრუნების?

საწყენად არ მიიღოთ არცერთმა: როცა რაღაცას ვითხოვთ და ვამტკიცებთ, ცოტა გვერდით მოვლენებზეც ვიფიქროთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Sep 10 2008, 11:58 AM
პოსტი #20


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(bravoshota @ Sep 10 2008, 12:53 PM) *



და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში
და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში
და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს


ამ ომის მერე კიდე სტალის ძეგლი უნდა იდგეს მეთქი ჩამოხსენით მეთქი ამხელაზე როა წამოყინჩულითქო რო ვთქვიი დააა გავიპარე მერე ისე შემომხედეს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th October 2018 - 10:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი