IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!!
კანონისტი
პოსტი Sep 10 2008, 12:04 PM
პოსტი #21


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქავთარაძე
პოლიტიკაზე მეორე თემაში. ეს თემა ეხება ტერმინის გამოყენებას.



BOO
ციტატა
ამ ომის მერე კიდე სტალის ძეგლი უნდა იდგეს მეთქი ჩამოხსენით მეთქი ამხელაზე როა წამოყინჩულითქო რო ვთქვიი დააა გავიპარე მერე ისე შემომხედეს

ბერლინში დგას ლენინის ძეგლი, დღემდე....

სტალინი გორში იყო დაბადებული და მსოფლიოს მეექვსედს მართავდა და ორ ამდენს აშინებდა. ასეთი ადამიანის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქში რომ იდგას, დასაშვებად მიმაჩნია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 12:07 PM
პოსტი #22


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
დაუმსახურებლად არ მივიღებ! ძმას რომ მომიკლავს მე იმ კაცს ძმად ვერ მივიღებ!
ეხლა რას აკეთებენ იცი? დაწანწალებენ და ქალებს,ბავშვებს აუპატიურებენ, ხოცავენ, სახლებს ბუგავენ(თუ დარჩა კიდე დასაბუგი რამე) რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამ დროს? ვის იცავს? სირაკოზას 6 პუქნტიან შეთანხმებას? რუსეთმა დაარღვია ეგ შეთანხმება და 100 კაცისთვის უნდა გაწყდეს მთელი საქართველო! ის ხალხი ჩვენი და-ძმები არიან! ომი თუ დავიწყეთ უნდა დავამთავროთ და კონცერტებზე რბილობის ქნევას ჯობია რამენაირად ვუშველოთ იმ ხალხს!


ციტატა
სტალინი გორში იყო დაბადებული და მსოფლიოს მეექვსედს მართავდა და ორ ამდენს აშინებდა. ასეთი ადამიანის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქში რომ იდგას, დასაშვებად მიმაჩნია

ეგეც შენი მსოფლმხედველობა! სტალინმა შენელებული მოქმედების ბომბი დაგვიდო საქართველოში და ძეგლი კი არა მაგის ხსენებაზე ჯარიმა უნდა იყოს!
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 12:16 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



"კანონისტო" ვერ გავიგე, ვინაა ჩასახლებული ბერიას მიერ აფხაზეთში ??
მე თვითონ ვარ სოხუმელი.
ბერიამ ჩამოასახლა ის ხალხი, ვისაც ახლა ვეძახით აფხაზებს, მაგრამ მოდით შევეშვათ...

ეს თემა შევქმენი იმიტომ, რომ რაღაცნაირად ინფორმაციულად და სხვა მეთოდებით ვებრძოლოთ ტერმინს "სამხრეთ ოსეთი"

ხოდა მართლა კიდევ ერთი, შენ-ქართველი, და გერმანელი ერთიდაიგივე ხართ ??

თუ ეგრეა, მაშინ სალაპარაკოც არაფერი მქონია შენთან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Sep 10 2008, 12:17 PM
პოსტი #24


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(კანონისტი @ Sep 10 2008, 01:04 PM) *



სტალინი გორში იყო დაბადებული და მსოფლიოს მეექვსედს მართავდა და ორ ამდენს აშინებდა. ასეთი ადამიანის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქში რომ იდგას, დასაშვებად მიმაჩნია


კაი რააააააა



http://church.ge/index.php?showtopic=4995 მგონი აქ ჯობს ამ თემაზე საუბარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 12:20 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქები სტალინმა შექმნა, ამიტომაა რომ ახლა რუსების ხელშია ეს ტერიტორიები, და შენნაირად ბევრს კიდევ დასაშვებად მიაჩნია სტალინის ძეგლის არსებობა გორის ცენტრში

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ვისაც ეს დასაშვებად მიაჩნია, ის არაა ჩვენს თვალში ქართველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 12:43 PM
პოსტი #26


დაურეგისტრირებელი









მოგეხსენებათ ჩემი პოზიცია სტალინის თემაში ერთობ უაზრო და უსაფუძვლო იყო smile.gif დღეს მე გავიგე ვინ იყო იოსება , საშუალება რომ მომეცეს მეთვითონ ავაფეთქებ მაგის ძეგლს smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Sep 10 2008, 12:47 PM
პოსტი #27


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(ქავთარაძე @ Sep 10 2008, 01:43 PM) *

საშუალება რომ მომეცეს მეთვითონ ავაფეთქებ მაგის ძეგლს smile.gif


ჩამოხსნაში მოგეხმარები..
მგონი მუზეუმიც საკმარისია რა huh.gif

რა ვქნა ჩემი პოზიცია ეგეთია და სხვისი მე არ ვიცი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bravoshota
პოსტი Sep 10 2008, 12:58 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,242



კი ძმებო ეგრეა, მაგ ძეგლი ჩამოსახსნელია იქედან.

ძალიან გთხოვთ ამოვძირკვოთ ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ჩვენი ლექსიკონიდან, და გამოვიყენოთ ტერმინები:

- სამაჩაბლო
- ცხინვალის რეგიონი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Sep 10 2008, 01:04 PM
პოსტი #29


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



bravoshota
კაი ამოვძირკვოთ მაგრამ ეგ რას შეცვლის მაგას ვერ ვხვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beka-sama
პოსტი Sep 10 2008, 01:21 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 10-September 08
მდებარ.: Tbilisi (kyoto^^)
წევრი № 5,633



მე არც სამხრეთ ოსეთის მომხრე ვარ და არც სამაჩაბლოსი. ეს ტერიტორიები შიდა ქართლს ეკუთვნის და ცალკე ტერიტორიებად არ უნდა მოვიხსენიებდეთ. ერქვას შიდა ქართლი და მორჩა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Sep 10 2008, 01:54 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
ოსი საერთოდ რა ეროვნებაა? ვინ არიან ოსები? ვინ ჩაასახლა მანდ? მომთაბარე ძუნძგლიანები!
ინგუშებსაც იგივე უქნა რუსეთმა! ჩაუსახლა ოსები და ეხლა კი აქვთ დაკა-დაკა...


ქავთარაძე მე მგონი ზედმეტები მოგდის ohmy.gif

ოსები საქართველოში

ქართული წყაროები ხშირად მოიხსენიებენ ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით, ოსების ან ოვსების სახელით. ამ წყაროებში მათი ხშირად ხსენება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაბამიდანვე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ალანებთან. ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში ალან-ოსებმა სცადეს ძალით დასახლება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მეფე გიორგი V დაამარცხა ისინი და განდევნა ქვეყნიდან.

XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.

ამრიგად, XVIII საუკუნის დასასრულს საქართველოში ოსურმა მოსახლეობამ მიაღწია 5,000 ოჯახს. ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ `არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების~ სახელით.

ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.

1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს - 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს - 81,500.

XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს - 141,200; 1970 წელს - 150,200; 1979 წელს - 160,500; 1989 წელს 164,100.

1989 წელს ე.წ. "პერესტროიკის" პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში.


ციტატა
დაწანწალებენ და ქალებს,ბავშვებს აუპატიურებენ, ხოცავენ, სახლებს ბუგავენ


ქავთარაძე პროვოკაციებს ნუ ავრცელებ არავის აუპატიურებენ ეხლა გორის რაიონში. ეს მართლა ზედმეტია.

პ.ს. ტერმინთან დაკავშირებით მე მგონია ყველაზე სწორია ცხინვალის რეგიონი, არანაირი სამხრეთ ოსეთი და სამაჩაბლო. ამ უკანასკნელზე კანონინსტს ვეთანხმები სრულიად. სამაჩაბლო ნამდვილად არ არის მთელი ეგ რეგიონი, სულ მცირე ნაწილია


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Sep 10 2008, 02:04 PM
პოსტი #32


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა

ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.

ნიანია
გაიხარე smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Sep 10 2008, 02:09 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



კიდევ ერთ დოკუმენტს ჩაგიგდებთ. რა პროცესებმა მიგვიყვანა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტამდე აქ თითქმის დეტალურად არის აღწერილი


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.
ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:
„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დასტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).
კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:
“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მირ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...
მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:
1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი
დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი
დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი - ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
ცხინვალის ზონაში კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება [რედაქტირება]
2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს.
სააკაშვლის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის"“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და ფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ.
სააკაშვილის ეს უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და ფაშიზმი“. მხილება განსაკუთრებით ეხება პროიმპერიულ „დისიდენტ“ სახაროვს - რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ზონების რუსეთის მიერ ანექსიას თეორიული საფუძველი ჩაუყარა ცნებისა და ტერმინის „საქართველო - მცირე იმპერია“ შემოღებითა და საერთაშორისო მასშტაბით დანერგვით.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 10 2008, 02:14 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კანონისტი
დასტურ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 10 2008, 02:26 PM
პოსტი #35


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ძალიან გთხოვთ ამოვძირკვოთ ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ჩვენი ლექსიკონიდან, და გამოვიყენოთ ტერმინები:


თუ ჩვენს მიერ ამოღება უშველის კი, მაგრამ მგონი ეგ პოლიტიკოსების დონეზე უნდა გადაწყდეს... smile.gif

ციტატა
ვერ გავიგე, ვინაა ჩასახლებული ბერიას მიერ აფხაზეთში ??
მე თვითონ ვარ სოხუმელი.
ბერიამ ჩამოასახლა ის ხალხი, ვისაც ახლა ვეძახით აფხაზებს, მაგრამ მოდით შევეშვათ...


ბერიამ ბევრი ვინმე ჩაასახლა, მათ შორის ქართველებიც. ჩემი წინაპრებიც ბერიას დროს გადავიდნენ სამეგრელოდან აფხაზეთში...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 02:41 PM
პოსტი #36


დაურეგისტრირებელი









ნიანია
ციტატა
ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით

ციტატა
ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია.

აქედან დასკვნა, ისინი არ ყოფილან ჩვენი ნაწილი, თუ სახელმწიფოს უბრალოდ ურთიერთობა ჰქონდა გამოდის რომ "ოსეთი" ჩვენი არ ყოფილა
სტალინის მოსვლამდე ცხინვალის ტერიტორიაზე ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 5-6 ოჯახი და აფხაზეთში კიდევ ცხოვრობდნენ აფხაზები(ქართველები რომლებიც დღესაც ცნობენ ქართველობას) და აფსუები, ეს აფსუებიც 5-6 ოჯახი იყო.

საერთოდ მიხეილ ჯავახიშვილმა ტყუილად არ დაგვიტოვა ჯაყოს ხიზნები smile.gif მარა ქართველები ხო ხელგაშლილი ერი ვართ smile.gif შედით აბა რუსულ საიტებზე საქართველოში მცხოვრები სომხები რას იძახიან? მივიღოთ, კარგად მივიღოთ, ქართულის ცოდნაც არ მოვთხოვოთ, მიწები მივცეთ, სახლები დავუთმოთ და ეგაა...
ისე ოსეთი და აფხაზეთი რო გახსოვთ სულ, ტაო-კლარჯეთი რატომ გავიწყდებათ? თუ ის ნაკლებადაა ჩვენი მიწა? ისტორიულ გეოგრაფიულად? თუ რუსები უფრო მოსაძულებელი ერია ვიდრე თურქები?
კარგით ხალხო რა... მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც აფხაზთან და არც ოსთან მარა ზედ რო გადამივლიან მე ორჯერ უფრო მაგრა გადავუვლი და ეგ იმიტომ, რომ კიდე არ გაბედონ... არ ვარგა ეს გადამეტებული გენაცვალე შემოგევლე, ისედაც 3 მილიონიანი ერი ვართ და არ გამოვა ასე... გადავშენდებით და ეგ იქნება... ჩემი ძმა თუა ოსი რატო მესვრის? რატომ მტაცებს დებს, დედებს? სირცხვილია! უნდათ ოსებს ქართველობა? მოვიდნენ და იქართველონ! ყოველგვარი როკის გვირაბის გარეშე, უნდათ ოსობა? წავიდნენ და ისევ ისე ტომებად იცხოვრონ.
დასავლეთის ქარი როცა დაუბერავს იმასაც წინ დავუდგები, ჩრდილოეთის რო დაუბერავს იმასაც და იმდენს ვიზამ, რომ შტორმში არ გადაიზარდოს, უნდათ მეგობრობა? იმეგობრონ როგორც საჭიროა... მარა არა... ჩვენ გულმავიწყი ერი ვართ, ჩვენი პრეზიდენტი თურქებს ისტორიულ ძმებს ეძახის... რომელი ძმები? საუკუნეები რო თავში გვირტყამდნენ?


ციტატა
ბერიამ ბევრი ვინმე ჩაასახლა, მათ შორის ქართველებიც. ჩემი წინაპრებიც ბერიას დროს გადავიდნენ სამეგრელოდან აფხაზეთში...

მათშორის რუსებიც და შენებს კითხე აფხაზეთში , სოხუმში რო გაივლიდი ვინმე ქართულად დაგელაპარაკებოდა? მაგ დროიდან იყო ეგ ნაღმი დადებული
ისევე როგორც როკის გვირაბი. როკი რო აეფეთქებინათ მერე იქნებოდა კაი სანახავი როგორ გაქართველდებოდნენ უცებ ოსები smile.gif...

ციტატა
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

რატო უნდა მაგ ხალხს ასე დამოუკიდებლობა? იყვნენ ჩვენთან და იყვნენ ის , ვინც არიან! ისტორია არ აძლევს მაგათ მაგის საშუალებას!
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 10 2008, 02:47 PM
პოსტი #37


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ქავთარაძე

გიო, რა გაბრაზებული ხარ? ასე არ შეიძლება.

სამწუხაროდ ტაოზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, თორემ ისეთ დღეში ჩავიგდებტ თავს, როგროშიც დღეს რუსეთია...

მასე აფხაზეთი ფსოუმდე არ იყო და სოჭიც ჩვენი იყო, იქ დღემდე ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ არ გვაქვს პოლიტიკური რუკის შეცვლის საშუალება და ჯრ იმდენი მოვახერხოთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შევინარჩუნოთ...

ციტატა
სოხუმში რო გაივლიდი ვინმე ქართულად დაგელაპარაკებოდა?


ეგ ბოლო წლებში ხდებოდა, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, იმის მერე. 89 წლიდან გაფუჭდა სიტუაცია...

თანაც ასე ცალმხრივადაც ნუ განვცსსჯით... ომის დროს ბევრმა ქართველმა გადაარჩინა აფხაზი და ბევრმა აფხაზმა ქართველი...

და საერთოდაც, დღემდე პატრონობენ ქართველების სასაფლაოებს(რომლებიც ომს გადაურჩა)...

ეს ყველაფერი ბინძური პოლიტიკის ნაწილია და მეტი არაფერი...

ეხლა ბევრ რომ ყვირის უსინდისო ბაღაფში, ფული დაანახეს და დახამდა, თორემ ცოლი ქართველი ყავს და მაგ არაკაცთან ნაქეიფარიც აქვს მამაჩემს... მაგის ცოლის ნათესავები ცხოვრობდნენ ჩვენ სოფელში...

ციტატა
რატო უნდა მაგ ხალხს ასე დამოუკიდებლობა? იყვნენ ჩვენთან და იყვნენ ის , ვინც არიან! ისტორია არ აძლევს მაგათ მაგის საშუალებას!


ხალხს ვინ რას ეკითხება? ეგ ყველაფერი რუსეთიდან იმართება... ნუთუ ამ ბოლო მოვლენების დროს მაინც არ გამოჩნდა ეს? კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, და ეს ველაფერი პოლიტიკური თამაში და ბინძური ფულის კეთების საშუალებაა?


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 02:50 PM
პოსტი #38


დაურეგისტრირებელი









ციტატა
გიო, რა გაბრაზებული ხარ? ასე არ შეიძლება.

იცი რა არი ნინო? გორში დახოცილი ბავშვები რო გენახა და გასისხლიანებული ქალები რომლებიც შვილებს დასტიროდნენ გაბრაზებულზე ბევრად მეტი იქნებოდი! ამოვიდა ყელში... მარტო რუსები არ არიან მანდ... რუსებმა 24 საათი მარტო დატოვეს ოსები და ნახევარი ოსეთი ჩვენმა ჯარმა გაჟუჟა, ამდენს ვერ ხვდება ის ხალხი... ვერ კი არა არ ხვდება... ეს არ არის ძმობა... რომელ
ციტატა
მასე აფხაზეთი ფსოუმდე არ იყო და სოჭიც ჩვენი იყო, იქ დღემდე ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ არ გვაქვს პოლიტიკური რუკის შეცვლის საშუალება და ჯრ იმდენი მოვახერხოთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შევინარჩუნოთ...

რომელ რუქაზე მესაუბრები მაშინ, როცა რუსები ისტორიის ენით გეუბნებიან: ოსეთი ისტორიულად დამოუკიდებელი რესპუბლიკააო... მოდით აბა შევეშვათ ამ რუსეთს და თურქებს დავაყაროთ რატომ არა? იმიტომ რომ საქართველო უნდა გადაიქცეს ნატოს ასაფრენ ბილიკად და მეტი არაფერი... ქართველი 3 მილიონია რუსი 300 მიდი და ეომე... პოლიტიკა სადაა? ___ "ჩვენ არ დავნებდებით"_ში?...
ბოდიშით თუ აგაფორიაქეთ მარა არ შემეძლო არ დამეწერა... აქ აღარ შემოვალ...
როგორც M16 იტყოდა ____" საქართველოს გაუმარჯოს კონან" a075.gif

ციტატა
ნუთუ ამ ბოლო მოვლენების დროს მაინც არ გამოჩნდა ეს? კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, და ეს ველაფერი პოლიტიკური თამაში და ბინძური ფულის კეთების საშუალებაა?

ძალიან ცდები. მთიულეთში სოფელ ჭართლის თავზე მთის ქედზე ავიდა 80 კაციანი ჯგუფი_ ოსები, რომელთაც ძველი წყენა ახსოვდათ : საძოვრებზე, ადგილ-მამულებზე, ოჯახური გარჩევები და ასე შემდეგ აიტანეს სია და 15 სახლი გადაბუგეს ... ესეც რუსეთია?
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Sep 10 2008, 02:52 PM
პოსტი #39


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ქავთარაძე
ციტატა
ძალიან ცდები. მთიულეთში სოფელ ჭართლის თავზე მთის ქედზე ავიდა 80 კაციანი ჯგუფი_ ოსები, რომელთაც ძველი წყენა ახსოვდათ : საძოვრებზე, ადგილ-მამულებზე, ოჯახური გარჩევები და ასე შემდეგ აიტანეს სია და 15 სახლი გადაბუგეს ... ესეც რუსეთია?


მაგისთანა არაკაცები ქართველებსი ცოტანი არიან? ცუდი და კარგი ყველგანაა. გორში კი ზუსტად მასეთები შეუშვეს, გაუნათლებელი, ტლუ და ღრძუ ხალხი, ზუსტად იმ დავალებიტ, რომ ემხეცათ...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Sep 10 2008, 02:56 PM
პოსტი #40


დაურეგისტრირებელი









.ნინო
სულ რამდენნი არიან რო ოსები? გორში ოსები არ ყოფილან, კაზაკები იყვნენ, მაგაში ცდები.
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2018 - 03:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი