IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ, ძიებანი, წყაროები...
KAIROS
პოსტი Nov 7 2007, 12:08 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამ საგანს ჩვენთან "ზნეობრივ ღვთისმეტყველებას " უწოდებენ, რუსულის (ნრანსტვენოე ბოგოსლოვიე) და ლათინურის გავლენით ( თეოლოჯია მორალე), ქართულად კი სწორედ ჩემი აზრით უფრო ეს ჟღერს "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ" ვიდრე "ზნეობრივი ღვთისმეტყველება" , ტერმინოლოგიაზე აქ არ შევჩერდებით, არამედ შევეცდებით ვისაუბროთ ამ საგანზე და შესაბამისად განვიხილოთ იგი თქვენი დახმარებით და საჭირო ლიტერატურის მოშველიებით!



... რატომაა ცოდვა ცოდვა, რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს პასუხი, ასეთია იმიტომ რომ ცოდვა ხორციელი "ავნებს ხორცსა, მერე სულსა" ან პირიქით, ან საერთოდ მხოლოდ "ავნებს სულსა" არის საკმარისი არგუმენტი იმისათვოს, რომ ცოდვას ადამიანის მკვლელი დავარქვათ , მისი სულის წარწყმედელი, რადგან სულის ნეტარება და ტანჯვა, სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ღმერთთან ყოფნა ნიშნავს მისი მცნებებით ცხოვრებას, მასთან არ ყოფნა კი მისი მცნებების გარდასვლას, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მცნებების დარღვევისაკენ გვიბიძგებს არის ცოდვა და ეს ცოდვა ღმერთს გვაშორებს, ეს დაშორება კი სულის დაბნელებას ანუ ტანჯვას იწვევს, ანუ მოდი დავაკსვნათ ზემდეტი სიამოვნება არის ცოდვის ერთერთი სახეობა ( როგორც ამპარტავნება, მკვლელობა, ქურდობა), და როგორც ყველა სხვა ცოდვა ადამიანის სულს ავნებს, ნელნელა წამლავს მას, ნელნელა აუხეშებს და აშორებს როგორც ღმერთს ისე იმ უმაღლესს იდეალებს, რასაც ზნეობა ქვია...

იხარეთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
athos
პოსტი Nov 13 2007, 02:53 AM
პოსტი #2


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ნაწყვეტი ანტონ სუროჟელის წიგნიდან "Начало Евангелия Иисуса Христа, Сына Божия"
საიდან გაჩნდა ბოროტება

ღმერთმა ანგელოზები შექმნა ნათელნი და სრულნი. როგორც ყველა მისი ქმნილება, ისინიც უმანკონი იყვნენ, მაგრამ უნდა გაზრდილიყვნენ სიწმინდემდე, როგორც ადამიანი იბადება უმანკო, მაგრამ შინაგანი ბრძოლით და ბოროტისადმი წინააღმდეგობით, სიწმიდის სრულ საზომს უნდა მიაღწიოს.

როცა ვლაპარაკობთ ანგელოზებზე, შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, ღმერთმა ისინი შექმნა ნათელნი, გამჭვირვალენი. წმ. გრიგოლ პალამა შესანიშნავად ამბობს რომ ანგელოზები მსგავსნი იყვნენ ბროლისა (უფლის ანგელოზები ასეთებად დარჩნენ), რომელიც ატარებს სინათლეს და ირეკლავს მას სხვადასხვა მხარეს, მათში არ არის არავითარი სიბნელე, ისინი ბოლომდე გამჭვირვალენი არიან, ამიტომ მათში გამავალი ღვთაებრივი ნათელი თავისუფრად იღვრება ყველა მხარეს. აი ასეთებად იყვნენ ისინი შექმნილნი, და გარკვეული დროის მანძილზე უნდა გაზრდილიყვნენ, არა იმ გაგებით რომ უნდა გამხდარიყვნენ უფრო ნათელნი ან გამჭვირვალენი, ისინი ისედაც უკვე იყვნენ სპეტაკნი, მაგრამ აქ ლაპარაკია არა ბროლზე, არამედ ნამდვილ, ცოცხალ არსებებზე, რომელთაც ღმერთმა მოუწოდა მისკენ ევლოთ, გაზრდილიყვნენ, გათავისუფლებულიყვნენ ყოველგვარი ქმნილებრიობისგან და ზიარებოდნენ ღვთაებრივს, არა შერწყმოდნენ მას, არამედ ზიარებოდნენ მის სრულ სიწმიდეს, მის ღვთაებრივ სისპეტაკეს და სილამაზეს. ერთი ძველი მწერალი ამბობს, რომ ანგელოზებმა ასე იწყეს ზრდა, და თავიანთი ზრდის ყოველ საფეხურზე ხედავდნენ რომ ისინი ხდებოდნენ უფრო მშვენიერნი, რომ ღმერთთან ერთობა ხდიდა მათ უფრო მეტათ ნათლად, წმინდად, სრულად, მაგრამ ყოველ ჯერზე იმისთვის რომ მიეღწიათ მეტი სიწმინდისთვის, მეტი სისრულისა და სილამაზისთვის მათ შინაგანად უნდა ეთქვათ უარი იმ სილამაზეზე, სისრულეზე და სისავსეზე, რასაც უკვე მიაღწიეს. და აი დადგა მომენტი, როცა ზოგიერთი ანგელოზი შეყოყმანდა, თითქოს საკუთარი თავით ტკბობა დაიწყეს, დაენანათ დაეკარგათ ის, რაც უკვე ქონდათ, იმისთვის რომ შეებიჯებინათ გაურკვევლობაში, მათ რა თქმა უნდა იცოდნენ ღვთის სიტყვა, რომელიც მოუწოდებდათ: დატოვე ყველაფერი უარყავი საკუთარი თავი და შენ ახვალ სისრულის და სილამაზის ახალ საფეხურზეო, - მაგრამ მათ შეეშინდათ “როგორ დავკარგო ის საოცარი სილამაზე, რომელიც არის უკვე ჩემში?”

არის ძველი მონათხრობი ბერძნულ მითოლოგიაში, თუ საოცარი სილამაზის ყმაწვილმა როგორ დაინახა თავისი ანარეკლი და ისე მოიხიბლა ამ სილამაზით, რომ ვერ შეძლო თვალი მოეწყვიტა თავისი გამოსახულებისთვის და ასე მოკვდა თავის სილამაზეზე თვალის დახუჭვის უუნარო

შესაძლოა ამის მსგავსი მოუვიდათ ანგელოზებსაც. ზოგიერთი შეყოყმანდა: როგორ შემიძლია უარვყო ყოველივე ის, რაც უკვე მაქვს, რაც ასე სუფთაა, ნათელია, ღვთაებრივია, იმისთვის რომ მივიწიო ახალ საზომად? და იმ წუთს როცა ღვთის ანგელოზმა დაიწყო საკუთარი თავით ტკბობა და მოაშორა მზერა ღმერთს, უარი თქვა დაევიწყებინა საკუთარი თავი, რომ ცოდნოდა მხოლოდ ღმერთი, ის გახდა ქმნილება(тварь, პირუტყვი) ბოლომდე. ჩაეფლო თავის ქმნილობაში, და დაკარგა ურთიერთობა ღმერთთან, ის გახდა სხვა არსება, ღმერთთან ურთიერთობის არმქონე, რომელიც უკვე იმყოფებოდა არა ღმერთთან ერთობაში, არამედ განცალკევებით. ის იდგა ღვთის წინაშე, პირისპირ, მაგრამ უკვე დაბნელებული, თავისი შექმნილობის ტყვე; ხოლო იყო ტყვე საკუთარი შექმნილობისა(მატერიის) ღმერთისგან მოწყვეტით - ნიშნავს ჩაეფლო სიბოროტეში, სიკვდილში, ნგრევაში, ეს მოუვიდათ ანგელოზთა იმ ნაწილს, რომელთაც ახლა ეშმაკებს ვეძახით





--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ   Nov 7 2007, 12:08 AM
XAFRAN   და როგორც ყველა სხ...   Nov 7 2007, 04:59 PM
KAIROS   ჩემო კარგებო, დღეს ...   Nov 8 2007, 02:06 AM
XAFRAN   საერთოდ უზომო ,რომ...   Nov 8 2007, 01:51 PM
k@the   კერძოდ მაგალითად ...   Nov 8 2007, 02:21 AM
Iona   რამდენადაც ჩემთვ...   Nov 8 2007, 01:32 PM
KAIROS   აჰაჰა :D მაგარია :) ...   Nov 8 2007, 02:20 PM
XAFRAN   რადგან სწოროდ უზო...   Nov 8 2007, 02:44 PM
დათიკო   Iona "ვითარცა ჴორცნ...   Nov 8 2007, 02:23 PM
KAIROS   ამ თემაში ჩავუღრმა...   Nov 8 2007, 02:27 PM
KAIROS   შეეშალა აპატიე :) მ...   Nov 8 2007, 02:29 PM
k@the   ე.ი. სიზედმეტეს რაო...   Nov 8 2007, 03:30 PM
KAIROS   აშკარაა ბევრი კითხ...   Nov 8 2007, 04:02 PM
staywhite   მეც მაქვს კითხვები...   Nov 8 2007, 04:08 PM
KAIROS   ლიტერატურა ................. ...   Nov 8 2007, 04:43 PM
staywhite   კაიროს, პაწპაწა რო...   Nov 8 2007, 04:54 PM
Iona   დავით მე იმას კი ა...   Nov 8 2007, 05:07 PM
KAIROS   :) აუცილებლად, ჯერ ...   Nov 8 2007, 05:12 PM
staywhite   დიდი მადლობა, კაირ...   Nov 8 2007, 05:24 PM
კანუდოსელი   კაიროს მაგარი თემა...   Nov 8 2007, 05:49 PM
KAIROS   კანუს, დადე რა ლინ...   Nov 8 2007, 06:04 PM
Iona   ვახ ეს კაიროსი ხომ ...   Nov 8 2007, 07:28 PM
KAIROS   და დანარჩენ 20 ში ცდ...   Nov 9 2007, 12:09 AM
გლახა   KAIROS NO COMMENT :D :D :D   Nov 9 2007, 10:50 AM
Iona   და რა უნდა დამიმთა...   Nov 9 2007, 12:12 PM
judi   k@the ზომიერება ოქროს...   Nov 9 2007, 02:55 PM
Iona   ბოდიში მაგრამ ციტ...   Nov 9 2007, 04:58 PM
KAIROS   იონა... არასოდეს წმ...   Nov 9 2007, 06:11 PM
Iona   მართალია !!! ვე...   Nov 9 2007, 06:34 PM
neo   ცოდვა ღმერთის მცნე...   Nov 9 2007, 09:37 PM
XAFRAN   ... არ იმრუშო იმიტომ ...   Nov 27 2007, 02:28 AM
KAIROS   ცოდვის რაობა საინტ...   Nov 13 2007, 12:21 AM
athos   ნაწყვეტი ანტონ სურ...   Nov 13 2007, 02:53 AM
KAIROS   იმ განხილვის შემდე...   Nov 14 2007, 11:40 PM
staywhite   მე სრულიად მიუღებ...   Nov 14 2007, 11:46 PM
KAIROS   გარიგების საკითხი ...   Nov 14 2007, 11:51 PM
staywhite   გარიგებაზე არ ვამბ...   Nov 14 2007, 11:57 PM
თამარი_ცქნაფო   გარიგებაზე არ ვამ...   Nov 14 2007, 11:58 PM
staywhite   ეკლესიაზე არ ვამბო...   Nov 15 2007, 12:02 AM
თამარი_ცქნაფო   ეკლესიაზე არ ვამბ...   Nov 15 2007, 12:04 AM
staywhite   მასეთებს არც ერი ა...   Nov 15 2007, 12:08 AM
KAIROS   საინტერესოა საერთ...   Nov 15 2007, 12:59 AM
k@the   სამწუხაროდ, დღესდღ...   Nov 15 2007, 01:18 AM
KAIROS   კარგი სიტყვაა, ვის...   Nov 15 2007, 01:23 AM
k@the   კარგი სიტყვაა, ვის...   Nov 15 2007, 01:38 AM
staywhite   რა კეთილგანზრახვა...   Nov 15 2007, 01:42 AM
k@the   staywhite მესმის ნანა, მი...   Nov 15 2007, 01:50 AM
staywhite   შენს პოსტს დავეთან...   Nov 15 2007, 02:03 AM
KAIROS   ჰმ, ძალიან მტკივნე...   Nov 15 2007, 02:31 AM
staywhite   თქვენის ნებართვით ...   Nov 15 2007, 02:54 AM
KAIROS   ჰმ, ეს ძალიან დიდი ...   Nov 15 2007, 03:04 AM
staywhite   ვაჟკაცობა სწორედა...   Nov 15 2007, 03:16 AM
k@the   staywhite მართლა სამწუხა...   Nov 15 2007, 03:25 AM
KAIROS   ყვირილი არ ვარგა, ...   Nov 15 2007, 03:26 AM
staywhite   (* აქ რაც მეწერა წავ...   Nov 15 2007, 03:39 AM
Misha Songulashvili   ძალიან პრობლემატუ...   Nov 15 2007, 05:28 AM
staywhite   მიშა, რა უნდა მოხდე...   Nov 15 2007, 05:37 AM
კანუდოსელი   საინტერესო თემაზე ...   Nov 15 2007, 11:27 AM
Misha Songulashvili   staywhite კანუდოსელი ორი...   Nov 15 2007, 01:30 PM
k@the   ასეთი იყო კითხვა დ...   Nov 21 2007, 04:53 AM
KAIROS   ეგ რათქმაუნდა და ...   Nov 22 2007, 12:21 AM
KAIROS   დამასკელი წაიკით...   Nov 27 2007, 05:45 PM
XAFRAN   ცოდვაა მრუშობა და ...   Nov 29 2007, 09:52 PM
staywhite   სადღაც აღსარების შ...   Nov 27 2007, 11:28 PM
k@the   staywhite ნანა თუ ადამია...   Nov 27 2007, 11:40 PM
staywhite   გასაგებია კატ, მარ...   Nov 27 2007, 11:46 PM
მხევალი ნინო   ეს თემა ამოვწურეთ?   Nov 28 2007, 08:19 PM
მნათე   მე ვფიქრობ რომ ზნე...   Nov 28 2007, 09:05 PM
KAIROS   წმ. ილია მართალს ა...   Nov 29 2007, 10:42 PM
XAFRAN   kairos სიმართლე გითხრ...   Nov 30 2007, 12:12 AM
KAIROS   კარგი პოსტია, მაგრ...   Nov 30 2007, 01:02 AM
XAFRAN   KAIROS მგონია სიწმიდი...   Nov 30 2007, 01:41 AM
KAIROS   დასკვნები გაქვსსს ...   Nov 30 2007, 03:06 PM
მხევალი ნინო   მნათე ეს ბავშვი ხ...   Nov 30 2007, 03:43 PM
მხევალი ნინო   XAFRAN ასეთი ლოგიკით ...   Nov 30 2007, 03:54 PM
XAFRAN   მხევალი ნინო თუ შე...   Nov 30 2007, 11:24 PM
მნათე   ხორციელი სიამოვნ...   Nov 30 2007, 11:36 PM
XAFRAN   ხორციელი სიამოვნე...   Nov 30 2007, 11:56 PM
მნათე   არა, ღმერთს :P   Dec 1 2007, 12:11 AM
XAFRAN   არა, ღმერთს :P განა ...   Dec 1 2007, 12:21 AM
მნათე   რა თქმა უნდა.. რადგ...   Dec 1 2007, 12:22 AM
XAFRAN   რა თქმა უნდა.. რადგ...   Dec 1 2007, 12:26 AM
მნათე   დიახ, მაგრამ ის ჭა...   Dec 1 2007, 12:42 AM
XAFRAN   დიახ, მაგრამ ის ჭამ...   Dec 1 2007, 01:01 AM
მნათე   რა მარაზმს ამბობ, ...   Dec 1 2007, 01:17 AM
XAFRAN   რა მარაზმს ამბობ, მ...   Dec 1 2007, 01:26 AM
მნათე   ქორწილში მე მოვილ...   Dec 1 2007, 01:27 AM
XAFRAN   ქორწილში მე მოვილ...   Dec 1 2007, 01:33 AM
მნათე   ძიდა, არ ამაკრა მკრ...   Dec 1 2007, 01:37 AM
XAFRAN   ძიდა, არ ამაკრა მკრ...   Dec 1 2007, 01:40 AM
KAIROS   ეს ძალიან მნიშვნე...   Dec 1 2007, 01:46 PM
მხევალი ნინო   KAIROS :კი: ზუსტადაც. ...   Dec 3 2007, 07:34 PM
მნათე   რელიგიური ცხოვრე...   Dec 3 2007, 09:37 PM
XAFRAN   KAIROS მაშ რაღათ გავურ...   Dec 4 2007, 05:16 PM
მხევალი ნინო   მოდი თემას დავუბრუ...   Dec 4 2007, 07:58 PM
KAIROS   ღვაწლი არჩევანია, ...   Dec 4 2007, 11:03 PM
KAIROS   სანამ გავაგრძელებ...   Dec 8 2007, 02:20 PM
მხევალი ნინო   KAIROS არ ხსნის , :გიო:   Dec 10 2007, 05:14 PM
staywhite   იმისათვის რომ ერი...   Dec 10 2007, 05:26 PM
მნათე   მართალი ხარ, ისევე...   Dec 10 2007, 06:18 PM
5 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 06:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი