და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
Nodar |
Nov 18 2007, 11:14 PM
პოსტი
#61
|
გვფარავდეს ღმერთი ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 28-October 07 მდებარ.: სამშობლო წევრი № 3,072 |
სადაც ვარ იმ ქალაქში ერთი ქართველი თუ მაინც არის მაშინ არანაირი პრობლემა არ მაქვს
-------------------- ძალა ერთობაშია
|
Misha Songulashvili |
Nov 20 2007, 05:45 AM
პოსტი
#62
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
tornike20
ციტატა გამარჯობა საქართველო!!! ეხ მართლა რა ძნელი ყოფილა საქართველოსთან განშორება. მენატრება ყველაფერი ქართული. ქართველთან პირისპირ ლაპარაკი მენატრება, ქარტული ურთიერთობა მენატრება თქვენ მენატრებით მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობთ!!! მართლაც ლამაზი ფორუმია!!! გაიხაროს ამის დამაარსებელმა და გმერთმა დალოცოს მეც საქართველოდან შორს მყოფი ქართველი ვარ და აქედან გესალმებით!!! ქართულად ლაპარაკი არც მაინცდამაინხც არ მიჭირს ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ 20 ივნისის სჰემდეგ გერმანიაში ვარ. მაგრამ მონატრება... გალაქტიონის ერთი ლექსი გამახსენდა "გამარჯობა აფხაზეთო შენი ლურჯო მთებო თეთრო სანატორია, მენატრება მზე სინათლის მფენი მენატრება ზღვა რომელიც შორია, მომაგებე მე იგივე პალმა როს ოდესღაც მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი, მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა შენი ძველი მეგობარი მიცან... ლამაზი ლექსია აბა გმერთი გფარავდეთ ქართველი გამხნევდი, საქართველო სულ ახლოსაა... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
tornike20 |
Nov 26 2007, 02:17 PM
პოსტი
#63
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: DE წევრი № 3,205 |
უკვე მესამე თვე მიილია არ მინახია ჩემი ქვეყანა მომნატრებია ჩემი სამშობლო ჩემი კუთხე და ჩემი ტერასა, მე კი აქა ვარ სხვის ქვეყანაში ვზივარ და მახრჩობს ფიქრების მასა ყველაფერს თავის დრო და აზრი აქვს უნდა გავუძლო ამ დაბლაცემას, დიდი ხანია აღარ მინახავს სიზმარში ფრენა და აღტაცება ყოველღამ ვცდილობ თავი დავახსნა ქვესკნელის უფსკრულს და გამოცანას. სალამი ყველას! როგორ ხართ? ეს აქ ჩამოსვლიდან 3 ტვის მერე დავწერე. გკოცნი გეხვევი ცჰემო საქართველოოოოო! ფორუმელებო გილოცავთ დაგვიანებით გიორგობას! აბა გვფარავდეს ღმერთი -------------------- თქვენ გიყვართ ლოჟა, გიყვართ პარტერი
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს... |
tako@tako |
Nov 28 2007, 03:27 PM
პოსტი
#64
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 |
tornike20
ვტირი, ეს უნდოდა კიდე ჩემს ნოსტალგიას... საქართველოში მინდა, ბაგრტის ზარების რეკვა მინდა გავიგონო, ეს მოლა დამჩხავის ყოველ დილას და წამლავს ისედაც შერყეულ ფსიქიკას, დავიღალე დავიღალეეეეეეე |
tornike20 |
Nov 28 2007, 07:10 PM
პოსტი
#65
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: DE წევრი № 3,205 |
tako@tako
ეჰ მეც ბევრჯერ მინატრია ზარების ხმის გაგონება. იცოცხლე. ღმრთის მადლით ყველანი გავუძლებთ ამ დროებით განშორებას ჩვენ ტკბილ საქართველოსთან!!!! იცოცხლეთ -------------------- თქვენ გიყვართ ლოჟა, გიყვართ პარტერი
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს... |
tornike20 |
Dec 1 2007, 03:49 PM
პოსტი
#66
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: DE წევრი № 3,205 |
"წვიმს ნერვებს თხრის
შლის მონატრებას მზის იწვიმებს ბოლომდე თვის მინდა დანახვა მზის! ცივა თან ქარი ქრის ვუსმენ მუსიკას სხვის მინდა გაგება მყის სამების ზარის ხმის!" ესეც 2 დღის წინ დავწერე:) აბა როგორ ხართ ფორუმელებო? |
Eliko |
Dec 24 2007, 02:41 AM
პოსტი
#67
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
რა სამწუხარო იყო, ქართველებისგან 25 დეკემბრისთვის საშობაო მისალოცები მივიღე,თანაც, აქაურ, უცხო ენაზე დაწერილი. აბააა რა ძნელი ასატანია.
|
guest |
Dec 24 2007, 07:13 AM
პოსტი
#68
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Eliko
მართლა არ არის მისასალმებელი, უცხო ენაზე ხომ მთლად ბეზ პრედელია... ეჰ, გასვეტდა ხალხი რას იზამ. ახალი წელი კიდევ შეიძლება, მაგრამ ქართულად დაწერა უტყდებათ ალბათ. |
ქეთუ |
Dec 24 2007, 07:34 AM
პოსტი
#69
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
staywhite
საქართველოში ნამდვილად არ გამიგზავნია მაგრამ აქ კი ავღნიშნავ ამათთან ერთად, და საჩუქრებიც და greeting card ებიც გავაგზავნე, გერმანიაშიც სხვათაშორის ... ენას რაც შეეეხება აქ რომ ვწერ ნებისმიერ card ს ერთ გვერძე ყოველთვის აუცილებლად ქართულად ვაწერ და სხვათაშორის ძალიან მოწონთ იტალიელებს განსაკუთრებით ... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
guest |
Dec 24 2007, 08:02 AM
პოსტი
#70
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აბა რა ქეთევან, ისიც თანამემამულეს რატომ უნდა მიწერო სხვა ენაზე.
|
თათი87 |
Dec 24 2007, 08:00 PM
პოსტი
#71
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
რა სამწუხარო იყო, ქართველებისგან 25 დეკემბრისთვის საშობაო მისალოცები მივიღე,თანაც, აქაურ, უცხო ენაზე დაწერილი. აბააა რა ძნელი ასატანია. ქართველმა ქართველს უცხო ენაზე დაწერილი ბარათით მიულოცა შობა? რავიცი აქ უკვე სიტყვები ზედმეტია!!! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Маиа |
Dec 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#72
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო....
და კიდევ 15 წელია რაც წასული ვარ... წელს ჩემი მშობლები სამუდამოდ დაბრუნდნენ საქართველოში. მე აქ ვსწავლობ, მოვრჩები თუ არა ეგრევე... წელს ვიყავი ჩასული (5 წელი სულ არ ჩავსულვარ)... სულ ზაფხულობით ვახერხებ ხოლმე და გაზაფხული მენატრება საქართველოში... -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Eliko |
Dec 26 2007, 12:51 AM
პოსტი
#73
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
თათი87
სიტყვები ზედმეტი რომაა, ამიტომაც ვარ ჩუმად. რა ვუთხრა. |
mii |
Dec 28 2007, 11:04 AM
პოსტი
#74
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,304 |
ქართველებო ალბათ დრო იმისა რომ უყუროთ ქართულ ფილმებს უსმინოთ ქართულ სიმგერებს თითქმის არ გაქვთ .....მე ვფიქრობ ქართული გარემოს და ატმოსფეროს შექმნა დაგეხმარებათ ნოსტალგიის ქანსაქარვებლად ცოტათი , მითუმეტეს ახლა უკვე ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია და მე ვიცი ბევრს ძალიან ეხმარება თუნდაც კომუნიკაციის ასეთი კარგი საშვალება რომ არსებობს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და მალე დაგაბრუნოთ სამშობლოში)))))
|
შოთა |
Dec 28 2007, 11:14 AM
პოსტი
#75
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ქეთი.
ციტატა ენას რაც შეეეხება აქ რომ ვწერ ნებისმიერ card ს ერთ გვერძე ყოველთვის აუცილებლად ქართულად ვაწერ და სხვათაშორის ძალიან მოწონთ იტალიელებს განსაკუთრებით ... მე მქონდა მსგავსი ახირება სკოლაში რომ სამუშაოებს ვაბარებდი მარტო ქართულად ვწერდი ხოლმე ჩემ სახელ და გვარს სანამ მასწავლებელი ძალიან არ გამიბრაზდა და შევწყვიტე Маиа ციტატა 15 წელია რაც წასული ვარ... წელს ჩემი მშობლები სამუდამოდ დაბრუნდნენ საქართველოში. მე აქ ვსწავლობ, მოვრჩები თუ არა ეგრევე... წელს ვიყავი ჩასული (5 წელი სულ არ ჩავსულვარ)... სულ ზაფხულობით ვახერხებ ხოლმე და გაზაფხული მენატრება საქართველოში... მე ზამთარში თოვლი 10 წელია არ მინახავს.. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
გიორგი |
Dec 28 2007, 12:01 PM
პოსტი
#76
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Маиа
ციტატა და გაზაფხული მენატრება საქართველოში... არა უშავს, გული არ გაიტეხო, დრო სწრაფად გაირბენს და ერთ მშვენიერ დღესაც შენთვისაც დადგება "ქართული გაზაფხული" მანამდე კი სრული მობილიზებით აკეთე ის საქმე, რისთვისაც საზღვარგარეთ გიწევს ყოფნა, ასე უფრო გამოადგები შენს სამშობლოს - საქართველოს. მონატრება მართალია ძალიან სევდიანი გრძნობაა, მაგრამ მას უდიდესი სიხარული მოსდევს ხოლმე, ასეა მუდამ, ღმერთი ყოველ ნატრულს სიყვარულით გამოწვეული სიხარულით აჯილდოებს ხოლმე, ვინც მონატრებით არ სევდიანობს ის შინ დაბრუნებითაც ვერ ტკბება. ყველა საზღვარგარეთ მყოფ ქართველს გისურვებთ კიდევ უფრო მეტად მოგნატრებოდეთ საქართველო , რათა განუზომლად დიდი ყოფილიყოს შინ დაბრუნების სიხარული და სიტკბო, დაე, ეს დღეც მალე გაგთენებოდეთ! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Julia |
Dec 28 2007, 12:56 PM
პოსტი
#77
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 27-December 07 წევრი № 3,492 |
მოგესალმებით
დაგეთანხმებით , რომ გარემო ადამიანზე უდიდეს გავლენას ახდენს, მაგრამ ვფიქრობ ქაღველებს უძლიერესი გენი და გაკაჟებული ხასიათი აქვთ, სადაც არ უნდა წავიდნენ არასოდეს არ დაივიწყებენ მშობლიურ ენას, მშობლიურ კერას, მიწა - წყალს. უამრავი მეგობარი მყავს გადახვეწილი საზღვრებს გარეთ, მაგრამ არავის არაფერი არ ავიწყდება. ვისაც უნდა, რომ დაავიწყდეს, იმას დაავიწყდება.!! ადამიანებს კი არასოდეს არაფერი არ ავიწყდებათ!!! მადლობთ..გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს, გვიყვარდეს ერთმანეთი. -------------------- ჯ. ა. |
monatrebuli fee |
Jan 11 2008, 03:39 AM
პოსტი
#78
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 11-January 08 მდებარ.: Germany წევრი № 3,607 |
ცოტა ხნის წინათ აღმოვაჩინე ეს გვერდი და სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა,მეც ერთ ერთი თქვენგანი ვარ,ვისაც ეს მთელი კითხვები გულს უღრღნის და ახსნას ვცდილობ....
ბავშვობის ასაკში დავტოვე სამშობლო,წამოვედი და ჩემი ყველა ტკბილი ბავშვური ოცნება და სიხალისე მანდ დავტოვე... ძალიანაც დარწმუნებული ვიყავი რომ უცხო გარემო ჩემზე ვერავითარ გავლენას მოახდენდა,მაგრამ შედეგს დრო ნელ ნელა გაჩვენებს....რამდენიმე წელი ისე გავიდა ქართულად მხოლოდ საღამოობით 20წუტი ვლაპარაკობდი და პირველი გრძელი სატელეფონო საუბარის შემდეგ ჩემ მშობლებს მართლა შეაშფოთა ჩემმა ქართულმა და მის შემდეგ ყოველ დღე მეხმიანებოდნენ და დიდი ხნით მელაპარაკებოდნენ და ეს ძალიან დამეხმარა,ამიტომაც ძალიან გახარებული ვარ,მაგრამ ზოგჯერ მაინც ვხვდები რომ რაღაც სწორად არ გამომდის გამოთქმები და მე ეს ყველაფერი პირადად ძალიან მაშფოთებს... ეს ყველაფერი გარემოს და ენის რთული სტრუქტურის ბრალია... ბევრი ქართულად კითხვა და ბევრი ქართულად ლაპარაკია ამ ყველაფრის წამალი მე დავბრუნდები და დავიბრუნებ იმ მონატრებულ სითბოსა და სიყვარულს!!! |
guest |
Jan 11 2008, 11:32 AM
პოსტი
#79
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
monatrebuli fee,
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე ღმერთმა გაგაძლიეროს , კარგად გამყოფოს და იმედი ნუ მოგიშალოს, გაიხარე |
monatrebuli fee |
Jan 13 2008, 03:26 PM
პოსტი
#80
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 11-January 08 მდებარ.: Germany წევრი № 3,607 |
staywhite,
გაიხარე დღეს სევდამ და მონატრებამ თავი შემახსენა და აქ შემოვიჭყიტე მენატრება ქართული სიო,სუნი ნამიანი ბალახის,მზე... იქ ყველაფერს სხვა ფერი აქვს,იქ ყველაფერი ჩემია... როდის მოვა ზაფხული რომ საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა მეღირსოს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი