IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 206 207 208  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 14 2024, 12:48 PM
პოსტი #4141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იყო ერთი მონაზონი, რომელიც ისეთ უდებებაში ჩავარდა, რომ ლოცვის კანონსაც აღარ ასრულებდა და ერისკენ იბრუნა პირი. ის თავის სამშობლოში, კეფალონიაში ჩავიდა, სადაც, როგორც ცნობილია, ბევრი ეშმაკეული ისწრაფვის წმინდა გერასიმესგან კურნების მისაღებად. რადგან თავის სამშობლოში მოხვდა, ეს მონაზონიც გაემართა წმინდანის თაყვანისსაცემად. გზაზე მას ეშმაკეული ქალი შეხვდა და უთხრა:

-იცი, რა გიჭირავს ხელში? საცოდავო, რომ იცოდე, რა გიჭირავს! რომ იცოდე როგორ მწვავს ეგ შენი სკვნილი. შენ კი მხოლოდ ჩვევის გამო, უსარგებლოდ გიჭირავს იგი!

მონაზონი სახტად დარჩა. ღვთისგან იყო, ეშმაკმა ეს რომ თქვა. ის გონს მოეგო, ღმერთმა გონება გაუნათა და საკუთარ თავს უთხრა:

-ხედავ, რას ჩავდივარ მე, უგუნური! ხელში უძლიერესი იარაღი მიჭირავს და ერთი ეშმაკის გასილაქებაც არ შემიძლია. გასილაქება კი არა, საითაც უნდა, იქით მიმათრევს დატყვევებულს. შეგცოდე, უფალო!

სინანულით მაშინვე თავისი მონასტრისკენ გაეშურა. იქ დაბრუნებულმა თავიდან დაიწყო გულმოდგინე შრომა და ისევ კეთილ საწყისს დაუბრუნდა. იმდენად წარემატა ლოცვასა და მონაზვნურ მოქალაქეობაში, რომ მრავალთათვის სანიმუშო გახდა. ამ ბერს მე, მდაბალიც, მოვესწარი. მისგან განუწყვეტლივ მხოლოდ ეს ისმოდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ როცა რამეს ეტყოდი, ორი სიტყვით გპასუხობდა და მისი ბაგეები კვლავ ლოცვას უბრუნდებოდა, იმდენად იყო მიჩვეული და იმდენად შეეცვალა ის ლოცვას. წარმოგიდგენიათ, ლოცვისა და სკვნილის ღირსება მას თავას ეშმაკმა გამოუცხადა - რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილის გარეშე, უზენაესის მიუწვდომელი განგებულებით და ნებით!“

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2024, 11:43 AM
პოსტი #4142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი დაყუდებული ყოველთვის უნდა ელოდეს სიკვდილის მოსვლას, ყოველწამიერად უნდა იყოს მზად უფალთან შესახვედრად. სიკვდილზე ფიქრი ყველაზე დიდი ძალის მომნიჭებელია, რომელიც დაყუდებაში მყოფ ადამიანს ღვაწლში გააძლიერებს, მაგრამ ეს ხდება უფრო საწყის ეტაპებზე. როდესაც მოღვაწე სრულყოფილებას მიუახლოვდება და უვნებელ მდგომარეობას მოიპოვებს, შიში საერთოდ ქრება და ადამიანი მხოლდო ღვთის სიყვარულის გამო მოღვაწეობს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2024, 10:57 AM
პოსტი #4143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავად მონაზონს [ღირს პაისი ათონელს] და ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრების მქადაგებელს დამანგრეველად მიაჩნდა ბერისთვის შრომისაგან და სხეულის დატვირთვისგან გაქცევა, ყოველდღიური ყოფის გაიოლება.

ერთხელ სტომიოს მონასტრიდან წასვლა გადაწყვიტა, როცა შეიტყო, რომ მონასტრამდე გზის გაყვანა სურდათ. სხვას, მის ადგილას, გაუხარდებოდა, რადგან მონასტერში მისვლა გამარტივდებოდა, მაგრამ მამა პაისი სხვა კრიტერიუმებით ცხოვრობდა.

ერთხელ ერთი ბერი ესტუმრა უდაბნოდან და გახარებულმა უთხრა, ტელეფონი დავიდგიო. ამიერიდან მეტი ლოცვის დრო ექნებოდა. ტელეფონით აცნობებდა დაფინდან, რაც დასჭირდებოდა.

მამა პაისი არ დაეთანხმა ბერს და უთხრა: „მე ვიცი, ადვილად გადაწყვეტ ბევრ რამეს ტელეფონით. რაც მეტი მიწიერი ნივთები გაქვს, უფრო ადვილად ცხოვრობ, მაგრამ ამ სიმარტივისთვის მოვედით აქ? მაშინ სჯობდა ერში გვეცხოვრა, იქ ხომ უფრო მარტივად ვიქნებოდით".

ასეთი მაგალითი მოუყვანა: „სენაკში ცხოვრობდა ბერი, თავის მორჩილთან ერთად. მოძღვარმა უთხრა: „მინდა ცოტა ჯვრები გააკეთო და ბევრი ილოცო“. მორჩილმა არ დაუჯერა და ხატწერა შეისწავლა. მიიღეს შეკვეთები, შეიძინეს ავეჯი, მღვდელმთავრების შესამოსელი. სულ ახლახანს მორჩილი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ვიყავი მის სენაკში. იგი უძლურად იყო, ავეჯი და ყველა ნივთი მოუვლელობისგან დამტვერილიყო და დაბინძურებულიყო. აი, როგორ ნადგურდება ყველაფერი, როცა ლოცვას მივატოვებთ და საკუთარ ნებას მივყვებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2024, 12:43 PM
პოსტი #4144


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახალი მონაზვნის აღკვეცის დროს საძმოს უმშვენიერესი და მოწიწებით აღსავსე წუთები უდგება. ეს ერთგვარი ნათლობაა, მეორე დაბადებაა ახალი ცხოვრებისთვის და ღმერთთან ქორწინებაა: ეს არის „განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი“. აღკვეცილი დგას სიხარულით მოცულ ძმებს შორის, ისმის ლოცვა, საკითხავების თანამიმდევრობის მითითება, „უფალო, შეგვიწყალე!“ და ხდება იგი ანგელოზთა მსგავსი, რათა მათი გზით იაროს და მათსავით იაზროვნოს. ყველაფერი განახლებულია. ამიერიდან ის მთლიანად ღმერთსა და მებრძოლ ეკლესიას ეკუთვნის. ქმედებითა და სიტყვებით ის მასში დაფარული ქრისტეს ხატებას წარმოადგენს. მისი გამართლება, მისი სასიცოცხლო სივრცე ახლა ისაა, უფალი: მოლოდინის საგანი.

„ჰოი, რა პატიოსანი აღმატებულებითაა სავსე ჩვენი წმინდა და კურთხეული სქემა! რა სულიერი სურნელით სუნთქავს! ჰოი, მოწოდებავ, ზეცას შემხებო! ო, მოწოდებავ, ღმერთამდე აწვდილო! ჰოი, მოწოდებავ, რომელიც ქვეყანას იხსნის!“

სანამ ვინმე მონაზვნად აღიკვეცებოდეს, საჭიროა, იგი არაერთხელ იყოს დასწრებული აღკვეცის წესზე. რათა სწყუროდეს და სურდეს, ნაყრდებოდეს და აღტაცება იპყობდეს! ეს კი მხოლოდ ღმერთისგან იძლევა. ამიერიდან მონაზვნის სულიერი ცხოვრება უწყვეტ, მაცოცხლებელ ასკეზზეა დამყარებული. ასკეზა ჰგავს მცენარეს, რომელიც გადაბელეს, რათა უფრო ჯანსაღი რტოები ამოიყაროს. ასკეზა - ესაა ჩვენი ცრემლები, სიხარულის მომგვრელი მწუხარება, ჩვენი შრომაა, ქრისტეში ჩვენი ზრდაა. წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოხდეს, და განისუენოს მას ზედა სულმან ღმრთისამან“. „ყვავილი“ მაცხოვარია: ნამყო, აწმყო და მყოფადი, ჩვენკენ მომავალი. რადგან ჩვენ მოვუხმეთ მას!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2024, 12:27 PM
პოსტი #4145


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ სწავლება სისტემურ სახეს მიიღებდა, საყოველთაო გახდებოდა და თავისუფლად გავრცელდებოდა, მამები და სულიერი მოშურნეობის მქონე ადამიანები ბევრს შრომობდნენ ხორციელი ღვაწლით: მარხულობდნენ, ღამეებს ათევდნენ, მრავალ გასაჭირს ითმენდნენ. მაგრამ როცა მღვიძარება, სიფხიზლით შრომა ცნობილი გახდა, როგორც სისტემაში მოყვანილი მეთოდი, ხორციელი ღვაწლი საგრძნობლად შემცირდა არა ზედმეტობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ მამებმა სულიერ საქმიანობას ხორციელ ღვაწლზე მეტად მიუძღვნეს თავი. სიფხიზლით შრომა მათ გულისსიტყვებისგან ათავისუფლებდა და ვნებებიც სუსტდებოდა. მღვიძარებამ მათ გულებს სიწმინდე მიჰმადლა. ამიტომაც აღარ ჰქონდათ სულის სიწმინდის მისაღწევად ხორციელი ღვაწლის უკიდურესი საჭიროება. ამის გამო ჩვენც, მონაზვნებმაც არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რომელსაც 1000%-ით მოაქვს სარგებელი. როცა სიფხიზლით შრომა განწმენდს გონებასა და გულს და ადამიანს მისცემს უნარს კეთილგონივრულად იზრუნოს როგორც სხეულის გარეგან, ისე სულის შინაგან გრძნობებზე, მაშინ მონაზონს მიზნის მისაღწევად დიდი ხორციელი ღვაწლი აღარ ესაჭიროება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2024, 11:43 AM
პოსტი #4146


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მეომარი ბრძოლაში არ გამოიწრთობა, როგორც არ უნდა ისწავლოს ბრძოლის ხელოვნება, მისი ბრძოლა არ იქნება სრულყოფილი. ასევე უნდა გამოიწრთოს მონაზონიც სულიერ ბრძოლაში: თუ თვითონ არ გამოიწრთობა, სხვა მოღვაწეთაგან მიღებული სწავლება მისთვის მაცხოვნებელი არ იქნება“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2024, 10:51 AM
პოსტი #4147


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- წმიდაო მამაო, თუ მონაზონი მონასტერში წასვლამდე ვინმეს ნათლია იყო, ამჟამად მან, გარდა იმისა, რომ ლოცულობს თავისი ნათლულისათვის, საჩუქარსაც უნდა უგზავნიდეს მას, - როგორც ეს საერთოდ ერშია მიღებული?

- მონაზონი ასეთი მოვალეობებისგან თავისუფალია. ბერი თავის ნათლულს მხოლოდ ლოცვებით უნდა შეეწიოს. ხოლო მის მშობლებს კი, თუკი სურთ, შეუძლიათ, ამგვარი კავშირი ჰქონდეთ თავიანთი მონაზონი - ქალიშვილის ნათლულთან.

- ანუ მონაზვნის მშობლებს შეუძლიათ, ქალიშვილის ნათლულთან კავშირი ჰქონდეთ, თუკი ისინი თვითონ ისურვებენ ამას?

- დიახ, თვითონ... მონაზონი მათ ამას არ უნდა აიძულებდეს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2024, 10:57 AM
პოსტი #4148


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოველი მონაზვნისა და ყველა მონაზვნური თემის ცხოვრებას კიდევ ერთი ნიშანი გამოარჩევს - სიხარული. ამ სიხარულის წყარო მონაზონთა ცრემლებია. სიხარული ლოცვით, ღმერთის თანამყოფობით მოტანილი სიხარულია. დღიდან დღემდე გამოვლინდება მონაზვნური საძმოსა და პირადი ცხოვრების ზეიმი და გამარჯვება. ათონელის ცხოვრება წარმოუდგენელია ყოველდღიური სიხარულის გარეშე. აქ შეგიძლია, თვალნათლივ იხილო, როგორ განხორციელდება მეფე-წინასწარმეტყველის შეგონებანი: „ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა“.

ათონელთა ამგვარი საზოგადოებრივი კავშირები გამოიხატება არა მხოლოდ ერთი ოჯახის წევრთა შორის, ან სხვა ოჯახების, მონასტრების, სკიტების წარმომადგენლებთან ურთიერთობებში, არამედ მოსულ მომლოცველებთან და ზოგადად ადამიანებთან შეხვედრისასაც. მონაზონი არასოდეს ეპყრობა სხვა ადამიანს, როგორც უცხოს. უარს არ ეუბნება არც ტრაპეზზე, არც ეკლესიაზე, არაფერზე, რისი გაზიარებაც კი შეიძლება. მონაზვნობის ერთ-ერთი ტრადიციაა, ყველაფერზე მაღლა სტუმარი და მოყვასი დააყენოს“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2024, 10:55 AM
პოსტი #4149


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი წმინდა მთის უდაბურ და მყუდრო ადგილებში დადიოდა, ლოცვა რომ გაეძლიერებინა. როცა მამებმა ჰკითხეს: „რატომ დადიხარ, მამაო, უკაცრიელ ადგილებში, რატომ გაურბიხარ ადამიანებს და არ ეკარები მათ?“ მან უპასუხა: „უკაცრიელ ადგილებში იმ მიზნით დავხეტიალობ, ლოცვას რომ შევმატო“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2024, 12:04 PM
პოსტი #4150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქრისტეს მეომარი ვინ არის? - ვისაც სულიერი გამოცდილება აქვს მიღებული. ასეთმა მონაზონმა კარგად უწყის, თუ რომელ ვნებას როგორ ებრძოლოს: რომელს ებრძოლოს შორიდან, ყურადღებაც არ მიაქციოს და არ შემოუშვას თავში და, რომელი ახლოს მოუშვას და ისე დაამარცხოს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2024, 02:25 PM
პოსტი #4151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ ჩემთან ორი კათოლიკე არქიტექტორი მოვიდა. არ ესმოდათ, რა არის მართლმადიდებლობა, თუმცა კეთილად იყვნენ განწყობილნი. „რატომ ზიან აქ მონოზვნები, - მკითხეს, - რატომ არ მიდიან ერში საზოგადოებრივი მსახურებისათვის?“ „განა შუქურა კლდეზე არ უნდა იდგეს? - მივუგე, - რას გვიბრძანებთ, გადავიდეთ ქალაქებში და ქუჩის ფარნების მუშაობაში ჩავერთოთ? შუქურას თავისი მსახურება აქვს, ფარანს - თავისი. მონოზონი განა ნათურაა, ქალაქის ტროტუარს ზემოთ რომ არის დაკიდებული და ფეხით მოსიარულეებს გზას უნათებს, რომ არ წაიბორძიკონ. მონოზონი შორეული შუქურაა, მაღლა კლდეზე დაბჯერნილი და თავისი ბრწყინვალებით ზღვასა და ოკეანეებს ანათებს, რათა გემებმა სწორი გეზით იცურონ და დანიშნულების ადგილამდე - ღმერთამდე - მშვიდობით მიაღწიონ“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2024, 12:38 PM
პოსტი #4152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მაგრამ, მოდით, შევხედოთ სულს, რომელსაც უყვარს კონკრეტული პიროვნება - ღმერთკაცი ქრისტე. აი, ქრისტე და აი, სასძლო - მონაზონი. თუ მონაზონი დაწინდულია ქრისტეზე, თუ ქრისტე მასზეა დაწინდული, ეს ნიშნავს, რომ აქვთ გარკვეული ერთობა, გარკვეული, თუმც ძალიან პირობითი ნათესაური კავშირი, რომელიც მონაზონს არწმუნებს, რომ ქრისტე მართლაც არსებობს და რომ მას სხეულიც აქვს.

თუ ვინმე ისე აღიკვეცება მონაზვნად, რომ წინასწარ არ გამოსცდის ცხოვრებას, ის სერიოზულ პრობლემებს გადააწყდება. უდიდესი განსაცდელების გავლა მოუწევს. რადგან მხოლოდ ჯვრის და ტანჯვის გზით შეიძლება ქრისტეს შეყვარება და შეცნობა. ტანჯვის ფრთის შეხება ძალიან ქმედითი და საგრძნობია, თავად როცა იტანჯები, უკეთ გაუგებ სხვა ადამიანის სულს, და ეს გზა გაცილებით უფრო მრავლის მომტანია, ვიდრე უბრალოდ გვერდიგვერდ ცხოვრება და განუწყვეტელი ურთიერთობა. მაგალითად, ცოლს, რომელსაც ქმართან ოცდაათი-ორმოცი წელი აქვს ნაცხოვრები, საავადმყოფოში მისი საწოლის გვერდით გატარებული ხუთი დღე უკეთ გააცნობს მეუღლეს, ვიდრე ქორწინების ხანგრძლივი წლები.

გამოდის, რომ ტანჯვა - ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანური გრძნობა - მეორე სულის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა. ტანჯვა ადამიანის არსს გამოავლენს. როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც სრულიად ვერ ერკვევა ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ უფალმა არ აკურთხა იგი ტანჯვის გზის გასავლელად, ურომლისოდაც შეუძლებელია დასრულებულობის, სრულყოფილების მიღწევა. ტანჯვა თუ არ იგემე, ვერც სამოთხის ნეტარებას დააფასებ. მაგრამ, როგორც გინდა იყოს, ადამიანი შექმნილია არა ტანჯვისთვის, არამედ სიხარულისთვის. მონასტერში ის ყოველდღიურად ტკბება ქრისტესთან ურთიერთობით. მონაზონი ქრისტესთან საუბრიდან იღებს სიხარულს, ყოფას, ცხოვრებას, ემოციებს. და, შესაბამისად, თავის თემში, ანუ იქ, სადაც ის უფალმა დააყენა, ის იმავე დროს განმარტოებულია ქრისტესთან. ის განიცდის სიხარულისა და მწუხარების წუთებს, საზარელ წამებს და კაშკაშა მომენტებს, როდესაც სული ელვისებურად აიჭრება ხოლმე ზეცისკენ. გამოცდილებას ის ქრისტესთან უშუალო ურთიერთობით იძენს“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2024, 10:49 AM
პოსტი #4153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს განუწყვეტლივ, როცა შრომობს, ჭამს, ზის და სხვა ნებისმიერ საქმიანობით არის დაკავებული. ამ სიტყვებს ან ბაგეებით ვამბობთ, ან გონებით, ან გულით: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2024, 12:47 PM
პოსტი #4154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არათუ გულქვა და ულმობელი, გულმოწყალე და ლმობიერი უნდა იყოს მონასტერში მყოფი ადამიანი, მან უფრო და უფრო უნდა განავითაროს ეს სათნოებანი საკუთარ თავში“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:42 AM
პოსტი #4155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერების მიზანი არ არის ვიყოთ კარგი მგალობლები, ოსტატები, არამედ ნამდვილი მონაზვნები, ანგელოზები“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 206 207 208
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი