ცხონების შესახებ.ა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი?, ვის როგორ ესმის ეს და რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხონების შესახებ.ა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი?, ვის როგორ ესმის ეს და რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ |
mzime) |
Aug 5 2011, 09:48 PM
პოსტი
#21
|
უემოციო ჩაქუჩი ჯგუფი: Members პოსტები: 574 რეგისტრ.: 14-December 10 წევრი № 10,097 |
არა ჯობს ჩუმად ვიყო. ბევრს დაუსვამს ჩემთვის ეს კითხვა.იმასაც ამბობდნენ(ათეისტურად) კოსმოსში რო გაფრინდა გაგარინი და ეხლაც რო დაფრინავენ კოსმონავტებიო ჯერ ღმერთი არსად შეხვედრიათო. ეგ სუფთა კომუნისტური მიდგომაა -------------------- მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.
|
ikanosi |
Aug 5 2011, 09:58 PM
პოსტი
#22
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
GIORGI LELUASHVILI
A.V.M mzime) გირჩევთ ამ ვიდეოს უყუროთ http://www.myvideo.ge/?video_id=652826 განსაკუთრებით კი შენ GIORGI LELUASHVILI -------------------- ფარით ან ფარზე
|
A.V.M |
Aug 5 2011, 10:24 PM
პოსტი
#23
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ვიდეო კარგი მარა ვერსიები გამოუშვით გიორგისავით.
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Aug 5 2011, 10:34 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ikanosi
ვიდეოს ეხლაც ვუსმენ, მაგრამ მანდ საუბარია სამოთხისა და ჯოჯოხეთი არსზე, შეძლებისდაგვარ აღწერაზე, და არა ადგილმდებარეობაზე. A.V.M ციტატა ვიდეო კარგი მარა ვერსიები გამოუშვით გიორგისავით. მე ბევრი ადგილი მხვდება ხოლმე ბიბლიაში ჯოჯოხეთის ადგილმდებარეობაზე(ზუსტი ციტატები და მუხლები არ მახსოვს) და ესაა მიწის გული რა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Aug 5 2011, 10:38 PM
პოსტი
#25
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მე ბევრი ადგილი მხვდება ხოლმე ბიბლიაში ჯოჯოხეთის ადგილმდებარეობაზე(ზუსტი ციტატები და მუხლები არ მახსოვს) და ესაა მიწის გული რა. კი ბატონო ვთქვათ მე ეხლა ერთს მოვუყვანე ეს(და დავასაბუთე ციტატებით) ყოფილა შემთხვევა მეოცე საუკუნეში დედამიწის ორი პოლუსიდან რომ ერთი მიმართულებით დაიწყეს გაბურღვა და იმათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი არ შეხვედრიათ.ამ არგუმენტზე როგორ ვუპასუხო? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ikanosi |
Aug 5 2011, 10:44 PM
პოსტი
#26
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
GIORGI LELUASHVILI
კარგად მოუსმინე ბოლომდე -------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
Aug 5 2011, 10:56 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ikanosi
ციტატა კარგად მოუსმინე ბოლომდე ვიცი, ვიცი რაც არის. მანდ ამბობს,რომ სასუფეველი და ჯოჯოხეთი მხოლოდ ადგილმდებარეობა კი არა, მდგომაეობაა.აბსოლუტურად სწორია.მაგამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა სასუფეველი ზეცაში არ არის. ხომ ხვდები A.V.M ციტატა ყოფილა შემთხვევა მეოცე საუკუნეში დედამიწის ორი პოლუსიდან რომ ერთი მიმართულებით დაიწყეს გაბურღვა და იმათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი არ შეხვედრიათ.ამ არგუმენტზე როგორ ვუპასუხო? არა ძმაო.ვარიანტი არაა მაგის. ჯერ ქერქი ძლივს გახვრიტეს და მანტიამდე ძლივს მივიდნენ.ბოლომე მთელი ცხოვრება ვერ გახვრეტენ, არ არსებობს მაგი. თან რაც უფრო ღრმავდება მიწა, მით უფო ცხელდება და ამითაც შეუძლებელი ხდება ბურღვა. თუმცა "ქვესკნელიც" და "დედამიწის გულიც" შეიძლება სიმბოლური იყოს და უბრალოდ მის სულიერ დაცემასა და დამდაბლებაზე მიანიშნებდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პავლე მოციქული დემონებს "ჰაერის მპყრობელებს" უწოდებს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
starscream |
Aug 5 2011, 10:57 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 |
სულის ცხონება შეიძLება ქრისტეში მის სულში და უნდა აცხონო ის სანამ ცოცხალი ხარ ცათა სასუფეველი ადამიანშია მას შეუძლია საკუთარი სული აცხონოს თავისივე ცხოვრებაში და ცათა სასუფეველის მდგომარეობაშივე შევიდეს სამოთხეში.. (ისე ვერავინ ვერ შევა)
-------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
A.V.M |
Aug 5 2011, 11:00 PM
პოსტი
#29
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა უმცა "ქვესკნელიც" და "დედამიწის გულიც" შეიძლება სიმბოლური იყოს და უბრალოდ მის სულიერ დაცემასა და დამდაბლებაზე მიანიშნებდეს. მეც ეგრე ვფიქრობ. აი ვთქვათ ასე ხომ იყვენ პიროვნებები,რომლებმაც საეკლესიო გადმოცემით სამოთხე ნახეს. სად იმყოფებოდნენ ისინი? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Aug 5 2011, 11:07 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა აი ვთქვათ ასე ხომ იყვენ პიროვნებები,რომლებმაც საეკლესიო გადმოცემით სამოთხე ნახეს.სად იმყოფებოდნენ ისინი? ეს ნამდვილა ზეცაა! ამაში უკვე ეჭვის შეტანა არასწორია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Aug 5 2011, 11:10 PM
პოსტი
#31
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ე კაცო ეჭვი კი არაფერში შემაქვს.
ღმერთმა დამიფაროს,უბრალოდ არგუმენტი მინდა, ამაზე მეტყვიან კოსმოსში ვერ ნახეს სამოთხედ და ჯოჯოხეთიო. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
dzvelmartlmadidebeli |
Aug 6 2011, 12:18 AM
პოსტი
#32
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
FiloTeos
ციტატა არის სამოთხე და არის ჯოჯოხეთი სამოთხე არის უფალთან ახლოს ყოფნა და ამით ნეტარება... ჯოჯოხეთი არის უფლისგან შორს ყოფნა და ამით ტანჯვა... დოგმატი ჯოჯოხეთში ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ, ერთ ერთი ყველაზე მკაფიო დოგმატია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli |
Aug 6 2011, 12:34 AM
პოსტი
#33
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
მაგრამ, რა სატანჯველებია ეს და რაში მდგომარეობს მათი არსი? წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯხეთში, უპირველეს ყოვლისა გამოხატულ იქნება ღმრთისგან მათი დაშორებით. "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41), - ეტყვის მათ სამართლიანი მსაჯული; "არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლუკა 13:27).
ღმრთის პირისგან ეს განგდება უდიდესი სასჯელი იქნება ცოდვილთათვის, რადგან ისინი ღმრთისგან განგდებულ იქნებიან არა დროებით, არამედ მარადის მოწყდებიან ამ უზენაეს სიკეთეს, რომელშიაც არის მხოლოდ საკუთარი სულის ყველა მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილება შესაძლებელი. ცოდვილნი სამუდამოდ იქნებიან უარყოფილნი ზეციერი მამის მიერ, თავიანთი მაცხოვრის მიერ, რომელმაც ამდენი სიკეთე და მადლი უწყალობა ადამიანს, ზრუნავდა მასზე გამოუთქმელი სიყვარულით; უკვე ვეღარასოდეს იხილავენ ისინი ღმრთის პირის ნათელს და ვერასდროს შევლენ თავიანთი პატრონის სიხარულში (იხ. მათე 25:21). სწორედ ეს განშორება ღმრთისგან, ცხოვრების წყაროსგან და მწყალობლისგან იქნება უმძიმესი და უმტკივნეულესი სატანჯველი ცოდვილთათვის. წმ. იოანე ოქროპირი ასე მსჯელობს ამის შესახებ: "ვისაც ჭკუა და გონება გააჩნია, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ღმრთისგან განგდება ნიშნავს განიცადო გეჰენა" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Послание к римлянам. Беседа 5. М., 1994. С.534). "აუტანელია გეჰენიის ეს სატანჯველი; ათასი და ათასზე უმეტესი ცეცხლის გეჰენაც რომ წარმოიდგინო, ვერ შეედრება იმ უბედურებას, რასაც განიცდის ნეტარი დიდებისგან განგდებული ცოდვილი, როდესაც ზურგს შეაქცევს მას ქრისტე და მოისმენს მისგან: "არ ვიცი ვინა ხარ" (მათე 7:23); მოისმენს ბრალდება, რომ ჩვენ, ვხედავდით მას მშიერს, და არ დავაპურეთ! უკეთესია ელვამ დაგარტყას უთვალავჯერ, ვიდრე ხედავდე შენი მაცხოვრის და ტკბილი იესუს თვინიერ სახეს, რომელსაც მიაბრუნებს ჩვენგან, მიაქცევს თავის სიყვარულით აღსავსე თვალებს, რომელთაც ჩვენნაირი ცოდვილების ცქერა არ ძალუძს" (Святитель Иоанн Златоуст. Толкование на Евангелие от Матфея. Беседа 23. М, 1993. С.272). ცოდვილთა ტანჯვა სიკვდილის შემდეგ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოაკლდებიან ღმრთის სასუფეველს და ყველა ზეციურ სიკეთეს, რომელიც განმზადებულია მართალთათვის და განგდებულ იქნებიან გარესკნელის ბნელში (მათე 8:12). "სიკეთეთა ეს დაკარგვა, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ისეთ აუტანელ ტანჯვას მიაყენებს, ისეთ მწუხარებასა და სივიწროვეს განაცდევინებს ადამიანს, რომ არანაირი სასჯელიც რომ არ ემუქრებოდეს აქ შემცოდეთ, მარტო ამას შეუძლია ყოველგვა გეჰენიურ ტანჯვაზე უმეტესად დაუკოდოს გული დარდისგან და შეაშფოთოს ჩვენი სული". და შემდგომ: "მრავალ უგუნურს მარტოდენ გეჰენიის არიდება სურს, მე კი გეჰენაზე უდიდეს და ენით აუწერელ სატანჯველად მიჩნს არ იმყოფებოდე უფლის დიდებაში; და ის, ვინც მას დაკარგავს, ვფიქრობ, გეჰენიის გამო კი არ უნდა ტიროდეს, არამედ ზეციურ სიკეთეთა დაკარგვას უნდა გლოვობდეს, რადგან მარტო ეს არის ყველა სასჯელზე უსასტიკესი სასჯელი" (Святитель Иоанн Златоуст. Творения в двенадцати томах. Т.1, кн.2. Слово первое к Феодору падшему. М., 1991. С.17). ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10). ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10). ჩვენს შემეცნებას რომ მოვუახლოვოს ეს საგანი, წმ. წერილი ჯოჯოხეთის ტანჯვის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა შედარებას და იღებს მას ჩვენს გარშემო არსებული ხილული ბუნებიდან, რაც ყველაზე მეტად გვზაფრავს და გვაშინებს. უპირველეს ყოვლისა, ჯოჯოხეთის სატანჯველს ის წარმოგვიდგენს, როგორც უკუნ ბნელს, რომელშიც ნათლის უწვრილესი სხივიც კი ვერ აღწევს, რითაც შეგვაგონებს, რომ ჯოჯოხეთში აბსოლუტური სიბნელეა და არ არის იქ ნათელი, რაც ასე ახარებს ნებისმიერ ცოცხალ არსებას. მეორეც, ჯოჯოხეთის სატანჯველი ყველაზე ხშირად ღვთის სიტყვაში წარმოდგენილია მარადიულ ცეცხლში ყოფნად, ანუ გეჰენიის ცეცხლად, ასე, რომ ჯოჯოხეთი და მარადიული ცეცხლი, წმიდა წერილის ენაზე იდენტური ცნებებია. მაგრამ, რა უნდა ვიგულისხმოთ დაუშრეტელ ცეცხლში, რომელშიც ცოდვილნი სამარადისოდ დაიტანჯებიან, მაგრამ არ დაიწვებიან? ღმრთის სიტყვა ამას არ გვიმხელს. ეკლესიის ზოგიერთი მამა, მაგალითად, წმ. ამბროსი მედიოლანელი (Святитель Амвросий Медиоланский. In Luc. Кн. VII. С. 205.), ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (Блаженный Иероним Стридонский. In Is. С. XLVI.), ნეტარი ავგუსტინე (Блаженный Августин. О граде Божием. М., 1994. Т.IV. Кн.21. Гл.9. С.272; Гл.10. С.273-274), მარადიულ ცეცხლში გულისხმობდნენ არა საკუთრივ ცეცხლს, არამედ მასში ხედავდნენ ჯოჯოხეთური სატანჯველის უსასტიკეს სიმბოლოს. მაგრამ, მართებული და სასარგებლო იქნება ცეცხლი გავიგოთ საკუთრივი მნიშვნელობითაც, რადგან ასეთი გაგება უფრო ძლიერია და განმწმენდელად მოქმედებს სულზე, აკავებს მას ყოველგვარი ცოდვისგან და ფრთებს ასხამს სათნოებათა საქმნელად და ზეცის დასამკვიდრებლად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცეცხლი განსხვავებული იქნება ჩვენთვის ცნობილი, მატერიალური ცეცხლისგან; რადგან ამჟამინდელი ცეცხლი, თუ შეიძლება ითქვას, თვითონაც დაიწვება სამყაროს უკანასკნელ დღეს, როდესაც, წმ. წერილის მოწმობით, "გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:10). -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
A.V.M |
Aug 6 2011, 01:02 AM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მშვენიერი ინფორმაციაა.
ოღონდ დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტს გავიგებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Aug 6 2011, 01:54 PM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
კოსმოსში რა უნდა მერე;შევიდნენ იმ ცის შიგნით და იხილავენ.ცათა სასუფეველი ზედ ცაზე და კოსმოსში კი არ არის გამოკრული, ცის მიღმაა-კერძოდ მესამე ცაზე.ამას ადასტურებს პავლე მოციქულის II წერილი კორინთელთა მიმართ, X,II :"ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე" -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Otherguy |
Aug 16 2011, 08:47 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
FiloTeos დოგმატი ჯოჯოხეთში ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ, ერთ ერთი ყველაზე მკაფიო დოგმატია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. და გამოცხადებაში რომ წერია "ჯოჯოხეთი და სიკვდილი ტბაში დაინთქნენ" და განადგურდნენ-ო, რას ნიშნავს? მე როგორც ვიცი მართლმადიდებლური გადმოსახედიდან სამოთხეც და ჯოჯოხეთიც დროებითი სამყოფელია და ნამდვილი ცხონება(სულის და სხეულის ერთად) მხოლოდ აღდგომის მერე ხდება, მანამდე მოლოდინის ხანაა გარდაცვლილებისთვისაც... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
George Leluashvili |
Aug 16 2011, 11:17 PM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Otherguy
ციტატა და გამოცხადებაში რომ წერია "ჯოჯოხეთი და სიკვდილი ტბაში დაინთქნენ" და განადგურდნენ-ო, რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთს წაერთვა ძალაუფლება და ვეღარავის შთანთქავს. ციტატა მე როგორც ვიცი მართლმადიდებლური გადმოსახედიდან სამოთხეც და ჯოჯოხეთიც დროებითი სამყოფელია და ნამდვილი ცხონება(სულის და სხეულის ერთად) მხოლოდ აღდგომის მერე ხდება, მანამდე მოლოდინის ხანაა გარდაცვლილებისთვისაც... დროებითია ეხლა, ანუ სანამ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა მოხდება, სანამ უფალი საბოლოოდ განიკითხავს თითოეულ ადამიანს. აღდგომის შემდეგ უკვე ადამიანები დაიმკვიდრებენ ან მარადიულ ნეტარებას, ან მარადიულ სატანჯველს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Otherguy |
Aug 17 2011, 08:22 AM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy იმას ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთს წაერთვა ძალაუფლება და ვეღარავის შთანთქავს. დროებითია ეხლა, ანუ სანამ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა მოხდება, სანამ უფალი საბოლოოდ განიკითხავს თითოეულ ადამიანს. აღდგომის შემდეგ უკვე ადამიანები დაიმკვიდრებენ ან მარადიულ ნეტარებას, ან მარადიულ სატანჯველს. ჰო ეგ მეორე განკითხვა საინტერესო რამეა, როცა უფალი დადგება და: "ერთხელ უკვე განგიკითხე, ეხლა მეორედ, მოდი თავიდან გადავხედოთ შენ ცხოვრებას რამე ხომ არ გამომრჩა რაც საბოლოო ვერდიქტს შეცვლის შენთან დაკავშირებით"-ო... ანუ ჯოჯოხეთი არაა მარადიული სატანჯველი? წერია პირდაპირ, რომ სიკვდილი ნადგურდება(1 კორ. 15 თავი) და ამავე დროს ნადგურდება ჯოჯოხეთიც, ანუ რა ქვია იმ ადგილს სადაც ადამიანები გადაბარგდებიან აღდგომის მერე? აღიარე, რომ ჯოჯოხეთში მხოლოდ სულია და აღდგომის მერე ადამიანი სრულყოფილ განაჩენს სულის და ხორცის მქონე მიიღებს... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Otherguy |
Aug 17 2011, 10:50 AM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
სიბრძნე იესუსი, ძისა სირაქისა:
თავი 17 27. ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში(მკვდრეთში), როგორც ცოცხალნი და ქების შემსხმელნი. 28. მკვდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს. 29. რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა! 30. ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა. 31. რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი. 32. ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია. შეგიძლიათ ეს განმარტოთ როგორ ეხამება სულის უკვდავებას? მართლმადიდებელი ეკლესია ამ წიგნს ეკლესიაში ოდითგანვე კითხულობდა და კანონიკურ წიგნად აღიქვამდა... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
George Leluashvili |
Aug 17 2011, 06:04 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Otherguy
ციტატა ჰო ეგ მეორე განკითხვა საინტერესო რამეა, როცა უფალი დადგება და: "ერთხელ უკვე განგიკითხე, ეხლა მეორედ, მოდი თავიდან გადავხედოთ შენ ცხოვრებას რამე ხომ არ გამომრჩა რაც საბოლოო ვერდიქტს შეცვლის შენთან დაკავშირებით"-ო... გადამრევ მე შენ! კაი, ახსნა-განმარტებას მოითხოვ, გასაგებია, მაგრამ საიდან გაქვს ამხელა ფანტაზია, რეებს თხზავ უფლის შესახებ, ღმერთის არ გეშინია? შენი ვერაფერი გავიგე კაი, ეხლა აგიხსნი რა არის პირადი და რა არის საყოველთაო სამსჯავრო. ჯერ იქედან დავიწყებ, რომ "მეორე განკითხვა" არ არსებობს, როგორც შენ ეს ზემოთ გიწერია. (საიდან მოიტანე აზრზე არა ვარ) არსებობს პირადი და არსებობს საყოველთაო სამსჯავრო. ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე (ანუ) პირადი სამსჯავრო ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. "ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი" (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: "ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი" (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო. სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: "გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა" მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. საყოველთაო სამსჯავრო სამომავლო საყოველთაო სამსჯავროს სინამდვილისა და უცილობლობის შესახებ მრავალი მოწმობა არსებობს (ინ. 5,22,27-29; მთ. 16,27; 7,21-23; 11,22,24; 12,35,41-42; 13,37-43; 19,28-31; 24,31; 25,31-46; საქმ. 17,31; იუდ. 14-15; 2 კორ.5,10; რომ. 2,5-7; 14,10; 1 კორ. 4,5; ეფ. 6,8; კოლ. 3,24-25; 2 თეს. 1,6-10; ტიმ. 4,1; გამოცხ. 20,11-15). ყველაზე სრული სახით იგი მაცხოვარმა წარმოგვიდგინა მათეს სახარებაში (თ.25,31-46): „რაჟამს მოვიღეს ძე კაცისაჲ დიდებითა თვისითა...“. აქედან შესაძლებელი ხდება სამსჯავროს დახასიათება; იგი იქნება: ა. საყოველთაო და გავრცელდება ყველა ადამიანზე: ცოცხალსა თუ მკვდარზე, კეთილსა თუ ბოროტზე. და დაცემულ ანგელოზებზეც კი, როგორც ამას მიუთითებს საღვთო წერილი (2 პეტ. 2,4: იუდ. 1,6); ბ. საზეიმო და ცხადი, რამეთუ მსაჯული მთელს სამყაროს თავისი სრული დიდებითა და ყველა წმიდა ანგელოზის თანხლებით მოევლინება; გ. მკაცრი და საშინელი, მთელი საღვთო სამართლით აღსრულებული: ის დღე იქნება „რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისა“ (რომ. 2,5); დ. უკანასკნელი და საბოლოო, თითოეული განსასჯელის სამარადისო ხვედრის განმსაზღვრელი. სამსჯავროს შედეგი იქნება მარადიული სასყიდლის მიგება: მართალნი ინეტარებენ, ხოლო დასჯილი ცოდვილნი დაიტანჯებიან. "წარვედით ჩემგან წყეულნო, - ეტყვის მათ მაცხოვარი სამსჯავროს დღეს, - ცეცხლსა მას საუკუნესა... და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა" (მთ. 25, 41-46). ციტატა ანუ ჯოჯოხეთი არაა მარადიული სატანჯველი? წერია პირდაპირ, რომ სიკვდილი ნადგურდება(1 კორ. 15 თავი) და ამავე დროს ნადგურდება ჯოჯოხეთიც, ანუ რა ქვია იმ ადგილს სადაც ადამიანები გადაბარგდებიან აღდგომის მერე? აღიარე, რომ ჯოჯოხეთში მხოლოდ სულია და აღდგომის მერე ადამიანი სრულყოფილ განაჩენს სულის და ხორცის მქონე მიიღებს... ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - "გეენა" ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება "ტბასა მას ცეცხლისასა" (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან "სასჯელად დიდისა მის დღისა" (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4). ციტატა შეგიძლიათ ეს განმარტოთ როგორ ეხამება სულის უკვდავებას? მართლმადიდებელი ეკლესია ამ წიგნს ეკლესიაში ოდითგანვე კითხულობდა და კანონიკურ წიგნად აღიქვამდა... ადამის სახით მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მათთვის მოსალოდნელი მომავალი ნეტარება, რომელიც სამოთხეში ყოფნისას ნაწილობრივ განიცადეს ადამმა და ევამ. მარადიული ცხოვრების ხილვის სანაცვლოდ კაცობრიობამ სიკვდილი, მის უკან ჯოჯოხეთი, ბნელეთი და ღვთისგან განგდება მიიღო. ამიტომ არის ძველი აღთქმის წმიდა წიგნები საიქიო ცხოვრებაზე პირქუში აზრებით სავსე. "რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთსა შინა აღგიაროს შენ" (ფს. 6,6) - ეს არ არის უკვდავების უარყოფა, არამედ საიქიოში უიმედო არსებობაზე ფიქრია. ასეთ შეგნებასა და დარდს მხოლოდ მაცხოვრის მოსვლა და სამომავლო გამოხსნის იმედი ამსუბუქებდა. "ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დახსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა" (იობ. 9,25-26). "ამისთვს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაო ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა" (ფს. 15,9-10). ციტატა რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა. სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია "უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს" (წმ. იუსტინე მოწამე), "სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად" (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას "მხოლოსა აქუს უკვდავებაი" (I ტიმ 6,16). ციტატა ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია. აქ ხორცზეა საუბარი, ხოლო წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ესეც ხომ ძველი აღთქმაა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი